From bdd488fc8c1dfb056645c173d4d238ee6828e08e Mon Sep 17 00:00:00 2001 From: NorwayFun Date: Fri, 17 Jan 2025 12:25:10 +0000 Subject: [PATCH 1/2] Add Georgian training file --- Data/training/training_georgian_GE.txt | 14682 +++++++++++++++++++++++ 1 file changed, 14682 insertions(+) create mode 100644 Data/training/training_georgian_GE.txt diff --git a/Data/training/training_georgian_GE.txt b/Data/training/training_georgian_GE.txt new file mode 100644 index 00000000..5e2fb68e --- /dev/null +++ b/Data/training/training_georgian_GE.txt @@ -0,0 +1,14682 @@ + წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა + საიტმა: www.PDF.ChiaturaINFO.GE + + + + + + + + + + + + + + კარი პირველი + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი კვაჭის დაბადებისა + იმ წელს, პირველ აპრილს, სამტრედიაში უცნაური და იშვიათი დარი დადგა. + დილიდანვე დედამიწას კუპრივით შავი ღრუბელი დააწვა. ხან თოვლი მოდიოდა, + ხან ხოშკაკალა, ხან წვიმა, ზოგჯერ კიდევ გაზაფხულის მზე ანათებდა, ხოლო + დროგამოშვებით ისეთი გრიგალი ამოვარდებოდა ხოლმე, რომ მთელი დაბა + ჭრიჭინებდა და ზანზარებდა, ხან კი ისეთი მყუდროება და სიჩუმე ჩამოვარდებოდა, + რომ ცაში ღრუბელს არავითარი მოძრაობა აღარ ეტყობოდა. + ასე არეულ-დარეულად დაიწყო სამტრედიაში პირველი აპრილი - დღე ცბიერი, + ყალბი და მზაკვარი. + იმ დღეს დილიდანვე სილიბისტრო კვაჭანტირაძის სახლში, რომელიც ხონის გზის + ნაპირას იდგა, დიდი ალიაქოთი და ფაციფუცი ტრიალებდა: სილიბისტროს მეუღლე + პუპი პირველ შვილზე იწვა მელოგინედ. მთელი ოჯახი ფეხზე იდგა. მელოგინეს + თავთ დასტრიალებდნენ მისი დედა ნოტიო, ბებია და მეზობელი დედაკაცები, ხოლო + მისი ქმარი სილიბისტრო და მამა მისი ხუხუ ჩიჩია პირველ მემკვიდრეს გულის + ფანცქალით ელოდებოდნენ მეორე ოთახში. + შუადღემ რომ მოატანა, თითქმის სულ დაბნელდა, დაღამდა. მიყუჩებული დედამიწა + უცებ შეინძრა და აზანზარდა. საშინელი გრიგალი ამოვარდა. ქვეყანა ჰგმინავდა, + ჰკვნესოდა და სჭექდა. კვაჭანტირაძის ფიცრული აგრიხ-ჩაიგრიხა, აჭრიჭინდა, + აიბურძგნა და აფრენას ლამობდა. მელოგინე ჰკიოდა, სხვები კი, თავზარდაცემულნი + და დამფრთხალნი, უგზო-უკვლოდ დარბოდნენ. + უცებ ისე გაიელვა, რომ ყველანი რამდენიმე წამით დაბრმავდნენ, და იმავე წამს ცის + ისეთი საზარელი ჭექა და პუპის ისეთი კივილი მოისმა, ხოლო დედამიწა ისე + შეინძრა, რომ ზოგი შიშით გაშეშდა, ზოგმა ჩაიკეცა, ზოგი კი კარებს ეცა. ერთი + წუთით სრული სიჩუმე ჩამოვარდა და შემდეგ იქვე კუთხეში ახალ დაბადებულის + წრიპინი მოისმა: + - მე-ე... მე-ე... მე-ე... + და სილიბისტრო კვაჭანტირაძის პირველი ვაჟი პირველად ჩაუვარდა ფეხებში + პირველ დედაკაცს - თავისსავე დედას, პუპის. + ატყდა სიხარულის ჟრიამული, ქოთი და ფუსფუსი. იმავე წუთს სრული თორმეტი + საათი შესრულდა. გრიგალსაც ენა ჩაუვარდა და სინათლემაც სიბნელეს დასძლია. + ბავშვის ხმაზე სილიბისტრო კვაჭანტირაძე და ხუხუ ჩიჩია მეორე ოთახიდან + გამოცვივდნენ. + - ვაჟია! - მიახარა ბებიამ სილიბისტროს და ხუხუს. + - მადლობა უფალს! - სთქვა სილიბისტრომ. + - დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა! - სასოებით დაუმატა ხუხუმ: - ამინ! + - ამინ! - განიმეორეს სხვებმაც და ყველამ პირჯვარი გადაიწერა. + - კვაჭი დამირქმევია! - საზეიმო კილოზე გამოაცხადა სილიბისტრომ და უმალვე + ყველანი დაეთანხმნენ. + ცოტა ხნის შემდეგ დუქნის ბიჭი ბარდღა ქვემო სართულიდან ამოვარდა და ამბავი + მოიტანა, რომ მეხი ალვის ხეს დაეცა რომელიც კვაჭანტირაძის ბაღში იდგა, და შუაზე + გახლიჩა, ხოლო გრიგალმა ჟონდიას დუქანი დაანგრია, რომელიც კვაჭანტირაძის + „სასტუმროს“ დიდ მეტოქეობას უწევდა. სილიბისტრო ჟონდიას დანგრეულ დუქნის + სანახავად გავარდა და გზაში ვერცხლის მანეთიანი იპოვნა. + ერთი საათის შემდეგ ღრუბელი გაიფანტა და კვლავ გაზაფხულის მშვენიერი დარი + დადგა. მზემ თავზე საუცხოვო რამ სხივოსანი გვირგვინი დაიდგა. მთელი სამტრედია + გარეთ გამოსულიყო და გაოცებით ათვალიერებდა იმ გვირგვინს, ჟონდიას + ნადუქნარსა და კვაჭანტირაძის გაჩეხილ ალვის ხეს. + ასე დაიბადა კვაჭი კვაჭანტირაძე. + იმავე საღამოს ქალბატონმა ნოტიომ კვაჭიკოს ხელის გული ძლივს გაუხსნა, + გაუსინჯა, ჯერ ჩაფიქრდა და მერმე მოსულიერებულ პუპის, თავმომწონე + სილიბისტროს, დამშვიდებულ ხუხუს და ამპარტავან ბარდღას ასე უმკითხავა: + - ქარიშხალი და ჭექა-ქუხილი იმას ნიშნავს, რომე ახალგაზრდობაში კვაჭის მრავალი + გაჭირვება და თავგადასავალი მოელის, მარა ღმერთი დიდია. მჯიღი რომ ისე ჰქონდა + მოჭერილი, რომე ძლივს გავუშალეთ, ეს იმის ნიშანია, რომე რაც კვაჭიკოს ხელში + ჩაუვარდება, მისი წართმევა კაცს არ შოუძლია. მზემ რომ გვირგვინი დეიდგა თავზე, + ეს იმას ნიშნავს, რომე შემდეგში კვაჭის - ვენაცვალე მას პაწია თათებში! - ბრწყინვალე + და სახელოვანი მომავალი მოელის. ალვის ხეს რომ მეხი დაეცა და ჟონდიას დუქანიც + რომ ეშმაკებმა წეიღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი და კვაჭის მტრებს - ჯვარი + აქოურობას! - მეხი დაეცემათ და ისე დოუსკდებათ გულები რავარც ალვის ხე გასკტა + დგეს. + ყველას გული მოულბა და მოეფხანა. მერე სილიბისტრომ სთქვა: + - ბოვშის ესეთი ტირილი ჯერეთ არ გამიგია. სულ „მე-მეს“ იძახის. ეტყობა, სხვას + აფერს შეარჩენს და ამ ქვეყანას დეიჩემებს. + ყველამ გაიცინა. + - ვენაცვალე ჩემს კვაჭიკოს! - ჩაიჩურჩულა ღიმილით პუპიმ და თავის გვერდით + მიძინებულ კვაჭიკოს ალერსი დაუწყო. + რა იცოდნენ სილიბისტრომ, ან პუპიმ, ან ბარდღამ, თუნდ ხუხუმ და თუნდაც + ნოტიომ, რომ მათს მკითხაობასა და ოცნებაში სიმართლის ნატამალი იყო ჩაქსოვილი, + და რომ წრიპინა და მჩხავანა კვაჭიკო მომავალში მათ სავსებით გაუმართლებდა + იმედებს და კიდევაც მრავალჯერ გადააჭარბებდა. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი კვაჭის მშობლებისა + ახლა გთხოვთ სილიბისტრო კვაჭანტირაძე და მისი ოჯახი გაიცნოთ. + პატივცემული ბატონი სილიბისტრო იმ ხანებში დაიბადა გურიაში, როცა ბატონ- + ყმობა ისპობოდა. მისმა დედ-მამამ ანაპოდისტემ და ციუციამ პაწია სილიბისტრო + გასაზრდელად ციუციას დას ქალბატონ ნოტიოს და მის ქმარს ხუხუ ჩიჩიას მიაბარეს. + ხუხუმ და ნოტიომ პაწაწინა სილიბისტრო ხურჯინში ჩასვეს, ცხენს აჰკიდეს და + დიდის ტანჯვა-წამებით გაიყვანეს სამეგრელოში, სოფელ ბანძაში, სადაც ხუხუ და + ნოტიო ცხოვრობდნენ. + მეგრელებმა სილიბისტროს ქრისტიანული სახელი დაუწუნეს და ჭიპი დაარქვეს. + რადგან მეორე ნათლობა უღვდლოდ მოხვდა და მეორე სახელიც არც ერთ წიგნში არ + იყო ჩაწერილი, ამიტომ მის პატრონს ორივე სახელი შერჩა - სილიბისტროც და ჭიპიც. + ათიოდე წელიწადი გავიდა. სილიბისტრო - ჭიპი დედ-მამის სანახავად ხან გურიაში + გაჰყავდათ ხურჯინით ან გოდრით, ხან უკანვე მოჰყავდათ. + რუსეთ-ოსმალეთის ომი რომ დაიწყო, ანაპოდისტე ქართულ დრუჟინაში ჩაეწერა და + ბათომის ასაღებად წავიდა, მაგრამ ციხისძირის ერთ-ერთი იერიშის დროს მოჰკლეს. + ერთი წელიწადი ძლივს გავიდა, რომ ციუციაც მეორედ გათხოვდა და ქმარს ადესაში + წაჰყვა. + ასე დაობლდა სილიბისტრო კვაჭანტირაძე. კიდევ კარგი, რომ მისმა დედიდამ + ნოტიომ და ხუხუ ჩიჩიამ სილიბისტროს გაზრდა იკისრეს და იმის მერე მუჭა ქონებას + დროზე უპატრონეს. + სილიბისტრო მარტო არ იყო ჩიჩიას ოჯახში. ხუხუს ერთი ძმა ჰყავდა სამტრედიაში - + ჯვებე ჩიჩია, რომელიც ადრე დაქვრივდა. ჯვებეს ჰყავდა ერთად ერთი ქალი - პუპი. + ჯვებე მოუცლელი კაცი იყო, ამიტომ პუპიც ხუხუს და ნოტიოს ოჯახში იზრდებოდა. + ამრიგად სილიბისტრო და პუპი და-ძმასავით შეეზარდნენ ერთმანეთს და ერთი- + მეორე ბავშვობიდანვე შეიყვარეს. + სილიბისტრო რომ წამოიზარდა, მიწის მუშაობა ითაკილა და ბათომში წავიდა + აზნაურობისა და ბედის საძებნელად. ხუხუ თავის ოჯახით ჯვებემ სამტრედიაში + დაიბარა. ჯვებე ავად იყო, ამიტომ, თავისი ქალიშვილის პუპის ბედი და პატარა + დუქანი ხუხუს ჩააბარა, ხოლო სული ღმერთს დაულოცა. + ხუხუმ ამ დუქანს ვერ მოუარა, ამიტომ ბათომიდან სილიბისტრო დაიბარა და უთხრა: + - შვილო ჭიპი! საკუთარ პაწაწა ფაცხაში ცხოვრება სჯობია სხვის სასახლეში + სამსახურს, საკუთარი ხმელა ჭადი - სხვის პურს. მარტო ქართულის წერა-კითხვით + შორს ვერ წახვალ. ბათომში ათასი განათლებული ხალხი დეიარება, შენ გასაქანს არ + მოგცემენ, ამიტომ გირჩევ საკუთარი ოჯახი გეიჩინო. ბედი კარზე გიცდის და ხელს + ნუ ჰკრავ, თვარა ინანებ. პუპი დასაწუნი არაა. ლამაზი, წესიერი და ცოცხალი ქალია. + ეს მომართული სახლი და ბაღიც ერთ რამედ ღირს. რაც მე და ნოტიოს გვაქვს, ესეც + ხომ თქვენი იქნება რას იტყვი, შვილო ჭიპი? + რას იტყოდა ჭიპი კვაჭანტირაძე? კარზე მომდგარ ბედს ხელგაშლილი გაეგება, პუპის + თავის განთქმული გვარი აჩუქა და ამ რიგად სხვის მიერ შემზადებულ ბუდეში + ჩასახლდა. + + + + + + ამბავი აშორდიასგან აზნაურობის მიღებისა + სილიბისტროს ორსართულიანი მიგრეხილ-მოგრეხილი ფიცრული სახლი ხონის + გზაზე იდგა. სახლს ნახევარი ქცევა მიწა ჰქონდა, რომელსაც ბაღს ეძახოდნენ. „ბაღში“ + ათიოდე ხე იდგა - ბალი, პანტა და მაჟალო ვაშლი. იქვე ხუთიოდე კვალი მწვანილი + იყო დათესილი: ბოლოკი, ქინძი, წიწმატი, ტარხუნა და ნიახური. + ქვემო სართულში „სასტუმრო“ იყო, სადაც ყოველთვის იშოვებოდა ხარჩო, + სულუგუნი, კვერცხი, კუპატი, ხილი და მრავალნაირი ღვინო - კულაშური, სვირული + და საჩინური ალადასტური. + ეზოში საქონელი და ფრინველიც ჰყავდათ: ათიოდე ქათამი, ბატი და იხვი, ორიოდე + თხა, რამდენიმე გოჭი და ერთგული ძაღლი. + დუქნის უკანა ოთახში ოთხი ტახტი იდგა და ზედ ლოგინის მაგიერ ძონძები ეყარა. + სახლი ძველი იყო და დანგრევას აპირებდა, სამაგიეროდ ხონის გზაზე იდგა და + მუშტარი ხშირად ჰხვდებოდა. + ზემო სართულში სამი ოთახი ჰქონდათ - თითქმის ცალიერი, მაგრამ სუფთა და + მხიარული. თანდათან სილიბისტრომ დანა-ჩანგალი, ჭურჭელი, მაგიდა, სკამები და + ფარდებიც გაიჩინა. + ხუხუმ და ნოტიომ თავიანთი ხაბაკ-ხუბაკი ბანძაში გაჰყიდეს და საერთო ოჯახში + თავიანთი წვლილიც შეიტანეს. ოთხივენი ხალხში გამოსულნი, ზრდილნი და + თავაზიანნი იყვნენ, ამიტომ მალე გაიჩნეს მუშტარი, რომელსაც იმ „სასტუმროში“ + წყალწყალა ღვინის, გამხმარ სულგუნისა და ბუზ-ნაჭამ კუპატის გარდა ყოველთვის + უხვად უხვდებოდა მასპინძლების ფლიდი ღიმილი, ცხელ-ცხელი ჭორები, + ზრდილობიანი სიტყვა-პასუხი, ათასი ბოდიში და მუდმივი დაპირება უკეთესი + დახვედრისა შემდეგში. + სილიბისტრო და პუპი, რა თქმა უნდა, ყველა გამვლელ-გამომვლელს თავს არ + უყადრებდნენ, მაგრამ თავად-აზნაურებს, ვაჭრებსა და საერთოდ სუფთა მუშტარს ისე + არ გაატარებდნენ იმ გზაზე, რომ გამარჯვება მაინც არ ეთქვათ, არ მიეპატიჟათ, მათი + ამბავი არ გამოეკითხათ და თავიანთიც არ ეთქვათ. + სილიბისტრო სადგურზე ან ბაზარშიც რომ ყოფილიყო, მაშინვე ალღოთი ან რაღაც + მანქანებით გაიგებდა ასეთი მუშტრის მისვლას და უმალვე სახლში გაჩნდებოდა + ხოლმე, თუნდაც იმისთვის, რომ სასურველი მუშტარი გაეცნო, გადმოებირა ან + ორიოდე ტკბილი სიტყვით მისი გული მოეგო და შემდეგში მაინც გამოეყენებინა. + როცა ხონის გზაზე ეტლების მოძრაობის დრო გავიდოდა, სილიბისტრო სადგურზე + და ბაზარში წავიდოდა და ათასნაირ წვრილმან საქმეს აკეთებდა. აქედანაც + ყოველთვის ორიოდე გროში რჩებოდა, რომელსაც ისევ სასტუმროს და თავის ოჯახს + აყრიდა. ერთიც და მეორეც თანდათან ივსებოდა, ფეხზე დგებოდა და ღონეში + შედიოდა. + ასეთი იყო სილიბისტროს ცხოვრება და ოჯახი, როცა კვაჭი კვაჭანტირაძე დაიბადა. + კვაჭი საოცარი სისწრაფით იზრდებოდა. სხვა ბავშვები დაახლოებით ერთის წლისა + აიდგამენ ხოლმე ფეხსა და ენას, ხოლო კვაჭიკო ექვსი თვისაც ძლივს იქნებოდა რომ + პირველად წაილუღლუღა: + - ბაბა... დედა... ბაბუა... + და ფეხიც იმავ ხანებში აიდგა. + ნოტიომ სამართლიანად სთქვა ამის გამო: + - დეიჯერეთ, ბოვში რომე ასთე ადრე გეიზრდება, ეს იმის ნიშანია, რომე სახელოვანი + და დიდი კაცი გამოვა. + რა თქმა უნდა, ნოტიოს ისევ დაუჯერეს და კვაჭის მოვლა-პატრონობას მოუმატეს. + კვაჭის დაბადების შემდეგ სილიბისტროც მეტ წილად სახლში ტრიალებდა და + გროშის საქმეებს აღარ დასდევდა. ზედმეტ თუმანს რომ ხელში მოიგდებდა, + აბრეშუმის პარკს ან კვერცხებს ჰყიდულობდა და ამაშიც კარგ ხეირს ჰხედავდა. + მხოლოდ ერთი საზრუნავი, იდუმალი ფიქრი და ოცნების ჭია ჰქონდა სილიბისტროს + თავსა და გულში. იგი მას ღრღნიდა, აწვალებდა და აწამებდა: სილიბისტრო + კვაჭანტირაძე აზნაური არ იყო. არა, ბოდიშს ვიხდი: სილიბისტრო უძველესი და + უნამდვილესი აზნაური იყო, ეს მთელმა ქვეყანამ იცოდა, მაგრამ აზნაურობა ჯერ + დამტკიცებული არა ჰქონდა. ამ საქმის მოსაჭახრაკებლად სილიბისტრომ აუარებელი + დრო და ფული დაჰხარჯა, მრავალჯერ იმგზავრა ოზურგეთსა და ქუთაისში, + ვექილებიც აიყვანა, მაგრამ ვერაფერი ვერ მოაგვარა. დაპირებას და იმედს უხვად + იძლეოდნენ, სამაგივროდ ფულს უხვად იღებდნენ, ხოლო სილიბისტროს + წინანდებურად ეწერა პასპორტში სამარცხვინო და სათაკილო სიტყვა: „გ-ლ-ე-ხ-ი“. + სილიბისტრო „მაძიებელი“ იყო, „იჩუჩი“. ამის გამო ზოგნი მასხარობდნენ და + სილიბისტროს ზურგს უკან დასცინოდნენ. ეს იცოდა სილიბისტრომ და გული + ემღვრეოდა, მაგრამ მაინც ითმენდა, ეძებდა, ისევ დარბოდა და გამარჯვებას + ელოდებოდა. + ბოლოს, ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა მიასწავლა: + - აშორდია! + სილიბისტრო უმალვე ზუგდიდში გაჩნდა. ბოლოს, ბევრი ღრეჭისა და ვაჭრობის + შემდეგ, ძლივს მორიგდნენ. + კიდევ გავიდა რამდენიმე წელიწადი. ერთხელ სილიბისტროს ოჯახში დიდი ფაცი- + ფუცი და ალიაქოთი ატყდა. ყველანი დარბოდნენ და ჩურჩულებდნენ: + - აშორდია მოდის!.. აშორდია!.. + საღამოზე უცხო ვინმე ადამიანი მოვიდა. კვაჭანტირაძენი დიდი მოწიწებით და + თავაზით დაუხვდნენ. შეიქმნა დიდი ლხენა, ზეიმი, სიხარული და აღტაცება. + აშორდიამ სილიბისტროს და იმის ოჯახს სანატრელი და სასიხარულო ამბავი + მოუტანა. სანამ ღვინით არ შეხურდნენ, აშორდია მხოლოდ იღიმებოდა და + სამახარობლოს თხოულობდა, მერმე კი წამოდგა და სთქვა: + - ჩვენს კეთილშობილთა საერთო ოჯახს ერთი პატიოსანი ოჯახი კიდო მოემატა. + ყოველმა კაცმა იცის, რომე ჭიპი კვაჭანტირაძის პაპა აზნოური იყო, მარა მას ბედმა + უღალატა, საცხა ისთე მოხთა, რომე ეს პატიოსანი კაცი რაცხა წიგნში არ ჩაწერეს. აწი + მე გავასწორე ისტორიის უსამართლობა და შენ და შენს ოჯახს, ჩემო სილიბისტრო, + აზნოურობა დაგიმტკიცე. მოგილოცავ დიდებულ ოჯახურ დღესასწაულს და + გისურვებ, რომე ღირსეულად ატარო მეფის წყალობა. ვსვამ აზნოურის სილიბისტრო + კვაჭანტირაძის სადღეგრძელოს. გოუმარჯოს ჩემს ახალ მოძმეს! + და სილიბისტროს ოჯახში შადრევანივით იფეთქა სასიხარულო ყიჟინამ და + ჟრიამულმა. აშორდიამ სილიბისტროს ზეიმით გადასცა მეფის უგრძესი სიგელი, + რომელსაც მეორე დღეს მთელი სამტრედია ჰკითხულობდა და შენატროდა. + იმ დღიდან სილიბისტრო კვაჭანტირაძეს და კვაჭიკოს აზნაურობა დაუმტკიცდათ. + ვახშამზე ხუთი წლის კვაჭიკომ სილიბისტროს დარიგება შეასრულა: აშორდიას + ხელზე აკოცა და უთხრა: + -ბიძია, მადლობელი ვალ. + აშორდიამ გაუღიმა, კვაჭიკოს შუბლზე აკოცა, მოუალერსა და უთხრა: + - ჩემო პატარავ! მე გზა გაგიკაფე, ბედნიერებისა და წარმატებისკენ. ყველა კარი + გაგიღე და დანარჩენი შენ იცი. შენც ბედნიერი იყავი, შენი მშობლებიც და სამშობლოც + გააბედნიერე და ასახელე. ვსვამ პაწია კვაჭიკოს სადღეგრძელოს, ვაშა! + ისევ ატყდა ჟრიამული, სიმღერა და ლხენა. + მეორე დღეს, აშორდია რომ წასასვლელად ემზადებოდა, კვაჭიკომ ერთხელ კიდევ + აკოცა ხელზე და უთხრა: + - ბიძია! მეფესთან ლომ იქნები, უთხალი, კვაჭიკო კვაჭანტილაძე ალ დეივიწყებს თქვა + შენს სამსახულს და ლომ გევიზდები, შენც გადაგიხდი მადლობას. + ყველამ გაიცინა. აშორდიამ წააქეზა: + - აბა, შენი იმედით ვიქნები. არ კი დამატყუო, ბიჭიკო! + და წავიდა + იმ საღამოს ნოტიო ამბობდა: + - ვენაცვალე ჩემს კვაჭიკოს! ახლა წინ აფერი არ დოუდგება. ქვეყანას გადაატრიალებს + და ჩვენც გაგვაბედნიერებს. იქნება ისეთი დროც მევიდეს, რომე კვაჭიკომ აშორდიას + მართლა მადლობა გოდუხადოს და სამსახურშიც გაასწროს. + რა იცოდნენ მაშინ ნოტიომ ან პუპიმ, თუნდაც აშორდიამ, ან გაბღენძილმა + სილიბისტრომ, რომ მომავალში პაწაწინა კვაჭიკო აშორდიას სახელს სრუალიად + დაჩრდილავდა, ქვეყანას მართლა ააფორიაქებდა და თავის გვარს ბრწყინვალე + შარავანდედით შეამკობდა. + ძვირად დაუჯდა სილიბისტროს აშორდიას ხელით შეთხუპნული აზნაურობა. რაც + აშორდიას დაახარჯა, ერთი იმდენიც სამტრედიელებსა და ხონელებს მოუნდათ, + რომელნიც ერთი კვირის განმავლობაში ჯგუფ-ჯგუფად მოდიოდნენ + სილიბისტროსთან და წრფელის გულით ულოცავდნენ მეფის წყალობას და + კეთილშობილთა ოჯახში შესვლას. + ამბავი კვაჭის ყრმობისა + მას შემდეგ რაც სილიბისტრო კვაჭანტირაძემ აზნაურობა დაიმტკიცა, მის ხასიათსა + და ოჯახსაც ელფერი გამოეცვალა. ყველანი გაიბღინძნენ, გაამპარტავდნენ და + „გაკეთილშობილდნენ“. წინანდელ მეზობლებს ან აღარ ჰკადრულობდნენ, ან ისეთი + მედიდურობით და მფარველობით იქცეოდნენ, თითქოს მათ შორის ძველი ხიდი + ჩამტყდარიყო და ახალი კედელი აშენებულიყო. + სილიბისტრო ზოგჯერ ასე არიგებდა პატარა კვაჭიკოს: + - შვილო კვაჭი, აი ქვეყანა ასეა მომართული: ზოგი უმფროსია, ზოგი უნცროსი. ზოგი + მდიდარია, ზოგი ღარიბი. ზოგი ძლიერია, ზოგიც გლახაკი. ზოგი თავადია ან + აზნოური ზოგი კიდო ყაზახია, გლეხია. შენისთანა აზნოურიშვილმა ყველას თავი არ + უნდა გოუყადროს, არ უნდა აჰყვეს. ყაზახი და გლახა შენ ვერაფერს მოგცემენ, + პირიქით, გამოგრჩებიან რასმეს. აზნოურს და მდიდარს დოუმეგობრდი, + დოუახლოვდი, ასიამოვნე და ძმათ გოუხთი. მდიდარი და ძლიერი ყოველთის + გამოგადგება: ერთი წინ წაგაყენებს, მეორე გაჩუქებს რასმე. მესამე ხელს + მოგიმართავს. ასთეა, ჩემო კვაჭიკო, მოწყობილი აი ქვეყანა, შენც უნდა მიჰყვე მას და + გამოიყენო. + კვაჭიკო ჭკუამახვილი და გამგონი ბავში იყო, ამიტომ სილიბისტროს დარიგებას + ადვილად ითვისებდა და მისდევდა. + ექვსიოდე წლისა ძლივს იქნებოდა, როცა ვაჭრობის საქმეში უკვე ენა აიდგა. როცა + სილიბისტრო, ნოტიო ან ბარდღა გლეხებისაგან საქონელს ჰყიდულობდნენ, + კვაჭიკოსაც უეჭველად უნდა ჩაერთო რამდენიმე სიტყვა: + - ალ ვალგა... ძვილია... დილას ოლ შაულათ გვაძლიენ... + მუშტარს ღიმილით და თავაზიანად უხვდებოდა: + - გამალჯვება, ბიძიავ... კვაჭი მქვია... ექვსი წლისა გახლავალ... სილიბისტროს შვილი + ვალ... ყოლიფელი გახლავთ: ხილი, კუპატი, სულუგუნი, ხალჩო, კვერცხი და ისეთი + სვილის ღვინოც, რომე კახურს ზედაც არ შეხედავს. + და ბრძანების გადასაცემად მირბოდა, თან ჰყვიროდა: + - ჩქალა! მოალთვი ლაც კალგია! აალაგე! გაწმინდე! გალეცხე! აბა, დატლიალდი! + სწავლა დიაკვანმა დააწყებინა. რვა წლისა რომ შესრულდა, ქუთაისში ჩაიყვანეს + გიმნაზიაში მისაბარებლად. თან სილიბისტრო, პუპი, ხუხუ და ნოტიოც გაჰყვნენ. + ასეთი დიდი, სუფთა, მდიდარი და ლამაზი ქალაქი რომ დაინახეს, გაოცდნენ და + გაიბნენ. სილიბისტრომ რომ გაოცება შეამჩნია, ყველანი ასე დაარიგა: + - ყური მიგდეთ, გეიგონეთ და დეიხსომეთ: ძალიანაც რომ გეიკვიროთ რამე, + გაკვირვებას ნუ შეიმჩნევთ, თვარა გამოუცდელობას შეგატყობენ და დაგცინებენ ან + ხრიკს მოგდებენ. თუ ლაპარაკი ჩამოვარდა სადმე, სთქვით, ტფილისშიაც ვყოფილვარ + თქვა, ერთი წელიწადი მიცხოვრია თქვა, ყოლიფერი მინახავს თქვა, გამიგია და + გამომიცთია თქვა. + კვაჭიკომ ეს დარიგებაც კარგად შეითვისა და იმავე დღეს პუპის შორეულ ნათესავთან, + ბუდუ შოლიასთან, სადილის დროს, როცა ტფილისის შესახებ ჩამოვარდა სიტყვა, + არხეინად და დინჯად ჩაურთო: + - არა უშავს რა, დიდი ქალაქია, მომწონს... დიახ, შარშან ორხელ გახლდით... მომწონს + „გოლოვინსკი“, თეატრი, ვაგზალი... დუქნებიც კარგია... + არც გაწითლდა, არც ხმა აუკანკალდა, თან ისე გადაჰხედა ყველას თითქოს + ეკითხებოდა: აბა, ვინ გაჰბედავს და დამიმტკიცებს, რომ ტყუილს ვამბობო. + ნამდვილად კი კვაჭიკო ქუთაისმაც კი გააკვირვა, გააბრუა და ცაში აიტაცა. მაგრამ რას + იფიქრებდა მაშინ პაწია კვაჭიკო, რომ მომავალში, როცა კვაჭი კვაჭანტირაძე + თავადიშვილის ფსევდონიმით დაივლიდა პეტერბურგს, პარიზს, ვენას, ბერლინსა და + ლონდონს, ქუთაისის გახსენებაზე მწარედ ჩაიცინებდა და იტყოდა: + - თურმე საქათმეში დავბადებულვარ და საღორეში გავზრდილვარ, ეხლა კი ნამდვილ + სასახლეში გადმოვსხლებულვარ. + ერთი კვირის შემდეგ, როცა კვაჭიკო ქუთაისში დაბინავდა, სილიბისტრო თავის + ოჯახით სამტრედიაში დაბრუნდა. კვაჭიკოს რომ ეთხოვებოდა, სილიბისტრომ ასე + დაარიგა უკანასკნელად თავის ერთად-ერთი ნუგეში და იმედი: + - აპა, შვილო გეთხოვები! კარგა ხანს ვეღარ გნახავ. მივდივართ, მარა გული და სული + აქანე გვრჩება. ჭკუით იყავი, სწავლას გული დოუდე, ბუდუს და მასწავლებლებს + ყოლიფერი დოუჯერე. გაფუჭებულს და ყაზახ ბოვშებს ნუ აჰყვები. თუ ჭკვა იხმარე, + ისეთი კაცი გახთები, რომე მთელ სამტრედიას, ხონს და ქუთაისსაც აალაპარიკებ, + მტერს უნდა თვალი დოვუყენოთ და ნათესავი კი გავახაროთ. შენი იმედით + მივდივართ, შვილო კვაჭიკო... აბა, შენ იცი... + და ცრემლი ძლივს დამალა + კვაჭიკომ უპასუხა: + - თქვენ არხეინად იყავით... კვაჭანტირაძის გვარს არ შევარცხვენ. + ყველამ გაიცინა. მერმე იტირეს, ერთმანეთი დაჰკოცნეს და წავიდნენ. კვაჭიკო კი + ბუდუ შოლიას ოჯახში დარჩა ბალახვანის ქუჩაზე, სადაც შოლიას სამიკიტნო ჰქონდა, + და ერთი კვირის შემდეგ გიმნაზიელის ახალ ფორმაში გამოწყობილი, გულმოდგინედ + შეუდგა სწავლას. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი კვაჭის ხასიათისა + რამდენიმე წელიწადი გავიდა. კვაჭი დაჭაბუკდა, გაიზარდა, გაიშალა. მაღალი, + ჩასხმული, ლამაზი და ტანადი ჭაბუკი იზრდებოდა. ნიჭით კვაჭი პირველთა შორის + ითვლებოდა, შრომით - უკანასკნელი, ხოლო საერთოდ - საშუალო. გაკვეთილების + დასწავლა და დაზეპირება მისთვის ტანჯვა იყო, მაგრამ მაინც ადვილად ეწეოდა + სიბრძნის უღელს, რადგან დიდი მეხსიერება ჰქონდა და კლასში გაგონილს ადვილად + ითვისებდა. ვერც წიგნის კითხვას უდებდა გულს. თუმცა გატაცებით კითხულობდა + მოგზაურობას, ყოველგვარ თავგადასავალს, მსხვილფეხა და წვრილფეხა ავანტიურის + აღწერას. ორჯერ-სამჯერ გადაიკითხა ჯერ მაინ-რიდი, კუპერი, გუსტავ ემარი, + გორდონის მოგონებანი, ნატ პინკერტონი, შერლოკ ჰოლმსი და ათასგვარი დომხალი. + სილიბისტროს დარიგება კვაჭის მაგრად ჩაეჭედა ტვინში. ის სულ იმის ცდაში იყო, + რომ ძლიერთათვის და მასწავლებელისთვის ესიამოვნებინა, მუდმივ მათს თვალწინ + ეტრიალნა, თავი მოეწონებინა, შეეყვარებინა და მათგან წვრილ-წვრილი გამორჩენა + და სარგებლობა ენახა. ამ მხრივ კვაჭი ბუნებამ უხვად დააჯილდოვა: მას საოცარი და + იშვიათი ნიჭი ჰქონდა ადამიანის ხასიათის ცნობის, მასთან დაახლოვების, + დამეგობრების, დაძმობილებისა და მისი სრული ნდობისა და სიყვარულის + მოპოვებისა. თუ კვაჭი გულში ჩაიდებდა ვინმესთან დაახლოვებას, იგი კაცი ან ქალი + ორიოდე კვირაში კვაჭს სულითა და გულით ეყოლებოდა დატყვევებული. + კვაჭი ჭკუიანთან ჭკუიანი იყო, დინჯთან - დინჯი, ხუმარასთან - ხუმარა, + დარდიანთან - დარდიანი, მხიარულთან - მხიარული. ძლიერთან - მორჩილი, + პირმოთნე, ქლესა, თავაზიანი და მომღიმარე. მაგრამ თუ საჭირო იყო, მას შეეძლო + უხეშთან და ჭირვეულთან - თავმდაბალი და მოქნილი ყოფილიყო, სუსტთან - + კადნიერი, თავხედი, ჟინიანი. პირდაპირთან - ორგული, ფლიდი და ორპირი. + ორგულთან - ათგული და ათპირი. მუხასთან - ლერწამი, ლერწამთან - მუხა. + რკინასთან - ბამბა და ბამბასთან - რკინა. + სადაც პირდაპირი გზა დაკეტილი იყო და სხვა ვინმე უკან იხევდა, იქ კვაჭი + ხუთიოდე მიხვეულ-მოხვეულ ბილიკს იპოვნიდა. უკარო და უფანჯრო ოთხ + კედელშიც რომ ჩავარდნილიყო, ათიოდე ხვრელს აღმოაჩენდა და ცხრა-კლიტურ + ციხეში ისე შეძვრებოდა და გამოძვრებოდა, როგორც ნემსი ბუმბულში. + კვაჭიმ ზედმიწევნით შეიგნო და შეითვისა გარდუვალი და უძლეველი ძალა ტკბილი + სიტყვის, გულმოსალოკი ღიმილის, გამაბრუებელი ქებისა და ქლესობისა. მას + იდუმალი რამ თილისმა ჰქონდა და ნდობის მოხვეშის, ადამიანის სულისა და გულის + დაპყრობა დამორჩილებისა, ათთა და ასთა დაბმა-მოწველის, მათი გაკრეჭისა და + გამოყენებისა. + როცა ვინმეს შეჰკრეჭდა და მოსწველიდა, მახლობელთა შორის სინდისის + დასამშვიდებლად იტყოდა ხოლმე: + - ამ ქვეყნად ზოგი უნაგირით იბადება, ზოგი კი დეზებით და მათრახით. მე დეზი და + მათრახი მირჩევნია, დეე სხვებმა უნაგირი ატარონ. ასე უთქვამს თურმე ვოლტერს. + ან: + - ამ ქვეყნად რომე ყველა გულმაგარი და უნდო იყოს და ყველას რომ ჯიბე მავთულის + ძაფით ჰქონდეს პირმოკერილი, ჩემისთანა კაცი ან წყალში უნდა გადავარდეს, და ან + მიწას უნდა ჰხნავდეს. + ან კიდევ: + - ძამიავ, დეიხსომე: ღმერთს ცხვარი მოსაწველად და საკრეჭად გოუჩენია. + კვაჭის ყნოსვა და ალღო ჯიშიან ძაღლსავით ჰქონდა გალესილი. იგი ცოცხალი + ბარომეტრი იყო და გაავდრებას ან გამოდარებას ჯერ კიდევ მაშინ იგრძნობდა ხოლმე, + როცა სხვები დარის გამოცვლას არც კი მოელოდნენ. ხოლო დარი ხშირად + იცვლებოდა შოლიას დუქანსა და ოჯახში, გიმნაზიაში, ბულვარზე და საერთოდ + ქუთაისის ცხოვრებაში. კვაჭი დარის გამოცვლას დროზე აუღებდა ალღოს და ახალ + ტანისამოსსა და კანს უმალვე გადიცვამდა, საბრძოლველ იარაღს შეიცვლიდა, თავის + ძალებს შესაფერად გადააჯგუფებდა, ჩამავალ მზეს მიაფურთხებდა, ამომავალს + მიესალმებოდა, დავრდომილს ჩასწიხლავდა და წამომდგარს თამამად ამოუდგებოდა + გვერდით. + „ყველაფერს თავის ადგილი, დრო და ზომა აქვს“. ეს უბრალო ჭეშმარიტებაც კვაჭის + ზედმიწევნით ჰქონდა შეთვისებული და ამ იარაღსაც საოცარი ოსტატობით + ჰხმარობდა. ლაპარაკის კილო, სიტყვების რაოდენობა და შერჩევა, მათი მოხმარება + თავის დროზე და შესაფერ პირობებში, ყოველი ნაბიჯი და მიხვრა-მოხვრა - + ყველაფერი გამოანგარიშებული, დათვლილი, აწონ-დაწონილი და გამოზომილი + ჰქონდა: თავის დროზე ჩრდილში შესვლა და თავის გარიდება. თავის დროზე + გამომზეურება და თავის გამოჩენა, თავის დროზე მოთმენა და მოლოდინი, დროზე + მოქმედება დროზე ისევ უკან დახევა - ასეთი იყო მისი ჯადოსნური ნიჭი და ძალა. + კვაჭის ბადალი არა ჰყავდა ფულის შოვნაში, მაგრამ ან იშვიათად, ან არავინ არ იცოდა + ნამდვილი წყარო და ხერხი ამ ფულების შოვნისა. უკიდურეს შემთხვევაში კვაჭი + სესხსაც მიმართავდა და ამ უძნელეს ქუთათურ საქმეშიც კვაჭს თავისებური ხერხი + ჰქონდა - უბრალო და უებარი: ის მოულოდნელად, სხვათა შორის, გაკვრით და + არხეინად ჩაურთავდა ხოლმე ბაასში: „სამი თუმანი მასესხეო“, და ამას ისეთ კილოზე + იტყოდა და ისეთ დროს შეარჩევდა, რომ უარს არასოდეს არ მიიღებდა. ხუთი წუთის + შემდეგ ფულის გამსესხებელი ნანობდა და თავში ხელს იცემდა, ფულნაშოვნი კვაჭი + კი არხეინად უსტვენდა და მიალაჯებდა. + კვაჭის ერთი ჩვეულებაც სჭირდა, რომელიც კანონად და წესად ჰქონდა მიჩნეული: + „ნურავის ნურასოდეს ნურაფერზე უარს ნუ ეტყვი, მაგრამ დანაპირევი მხოლოდ + მაშინ შეუსრულე, თუ იგი იმავე დღეს ან ხვალ მაინც მოგიტანს სარგებლობას. ამიტომ + იყო, რომ კვაჭიკოსგან უარი არავის არ გაუგია და გულკეთილი, თავაზიანი და + ზრდილი ახალგაზრდა უხვად აბნევდა, მარცხნივ და მარჯვნივ ათასნაირ დაპირებას. + - მოგიკვდეს კვაჭი! ფული გინდა? რამდენი? ხუთი მანეთი? რატომ ერთი საათით + ადრე არ მითხარი? მაინც გიშოვი, ახლავე გიშოვი. + გაძვრებ-გამოძვრებოდა და მიიმალებოდა, დაპირება კი ყოველთვის დაპირებად + რჩებოდა. მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ მოტყუებულთ იმედის გაცრუება არა + სწყინდათ, რადგან კვაჭი ისე თავაზიანად, ტკბილად და ხელმარჯვედ გამოძვრებოდა + ყოველგვარ გაჭირვებიდან, რომ მისი კრედიტორები ნასიამოვნებიც კი რჩებოდნენ და + შემდეგშიც ახალ-ახალ სამსახურს უწევდნენ. + კვაჭიმ თავის ტოლ-ამხანაგებში თავიდანვე დიდი გავლენა დაიმსახურა. კლასში რომ + შევიდოდა ან ბულვარზე რომ გავიდოდა, მაშინვე მის გარშემო დიდი ჯგუფი + შესდგებოდა ხოლმე. ნაცნობ-ამხანაგები ისე ეხვეოდნენ გარშემო, როგორც ბუზი + თაფლს, კვაჭის ყველასთვის და ყოველთვის ჰქონდა დამზადებული შესაფერი + სიტყვა, აზრი, ღიმილი, რჩევა და დარიგება. მრავალნაირი გაუგებრობის მოგვარება, + წვრილმანი შეხლა-შემოხლის მოწესრიგება და მოსწავლე-მასწავლებელთა შორის + შუამავლობა მისი ხელობა იყო. ყველანი ამბობდნენ: + - კვაჭს რომ შრომა უყვარდეს, დიდი მომავალი ექნებოდა. + - ისედაც დიდი კაცი გამოვა, დაიხსომეთ ჩემი სიტყვა! - დაუმატებდნენ ხოლმე + სხვები. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი პირველ ოფლიან მანეთის შოვნისა + ბუდუ შოლიას სამიკიტნო ბალახვანის ქუჩაზე ჰქონდა, ხოლო ბინა - იმავე სახლის + ეზოში. კვაჭიკო ამ სამიკიტნოში ხშირად დაძვრებოდა, ზოგჯერ დახლში და + წვრილმანშიც შველოდა, ცალკე კაბინეტში იჭყიტებოდა, ყველაფერს ყურს უგდებდა, + აკვირდებოდა, ითვისებდა და გამოცდილებას ილესავდა. ამიტომ მოხდა, რომ + შოლიას სამიკიტნო კვაჭისთვის ცხოვრების ნამდვილ სკოლად გადაიქცა. მან ათიოდე + წლისამ, იმდენი გაიგო აქ, იმდენი ნახა და შეითვის-შეისწავლა, რომ სხვას, ოცი წლის + ჭაბუკსაც, არც ენახა და არც გამოეცადა. + ბუდუ შოლიას ახალგაზრდა ცოლი ჰყავდა, სახელად ცვირი, რომელიც კვაჭს + საკუთარ შვილსავით ზრდიდა და უვლიდა, ქმარს კი ასე ამშვიდებდა: + - ბეჩა, რა გინდა ჩემგან! შენ ერთი შვილიც ვერ გამიიმასქნე და სხვისი შვილიც არ + მიყვარდეს? + და სხვის ჭაბუკს ისე მიეკრა როგორც მისი ქმარი თავის ქონიან დახლს. + ცვირის იმდენად დაუჩლუნგდა მორიდების გრძნობა და ეს უცხო ბავშვი ისე + შეითვისა და შეიზარდა, რომ ცამეტ-თოთხმეტი წლის კვაჭიკოს თვითონვე გაჰხდიდა + და თვითონვე გააბანებდა ხოლმე. კვაჭის საკუთარი პაწაწინა ოთახი ჰქონდა. მისი + ოთახი და საერთო დიდი ოთახი თხელი ფიცრულით იყო გადაღობილი, ამიტომ + ორივე ოთახში ყოველი სიტყვა, ჭრაჭუნი და ფუსფუსიც კი ისმოდა. + ბუდუ შოლია თავის დახლს იშვიათად ჰშორდებოდა. + იმ საღამოს კვაჭი ბულვარიდან დაბრუნდა, ცოტაოდენი გადიკითხა და დაწვა. + ცვირიმ კვაჭიკოს ოთახში რაღაც მიალაგ-მოალაგა, მერმე ლამფა ჩაუქრო, სიბნელეში + ტახტზე ჩამოუჯდა კვაჭის და ხუმრობა დაუწყო. ეს ხუმრობა ისე გათავდა, როგორც + უნდა გათავებულიყო: ცვირიმ კვაჭის ისეთი რამ ასწავლა, რაც კვაჭიმ წინადაც + იცოდა, მაგრამ საკუთარ თავზე ნამდვილ დედაკაცთან ჯერ სავსებით ნაცად- + ნაგრძნობი არა ჰქონდა. + ბუდუ შოლია ბებერი და სნეული იყო, ამიტომ ცვირიმ იმ ღამეს მეორე მუდმივი + მამალი იშოვნა, ხოლო კვაჭიკომ - პირველი ნამდვილი დედალი იგემა. რას + იფიქრებდა მაშინ ცვირი, რომ თუ იგი კვაჭიკოსთვის პირველი დედალი + მასწავლებელი იყო, იმის მეზობლის ქალიშვილი უცხო ვინმე ვარია - კვაჭის ტოლი - + უკვე რამდენიმე წლის წინად - კვაჭიკომ ნამდვილ ვარიად გაიხადა. + მეორე დღიდან ცვირიმ ალერსი და მზრუნველობა გააათკეცა, კვაჭიკოს ხელში + ვერცხლის მანეთიანი ჩაუდო და ჩასჩურჩულა: + - გენაცვალე ამ ხელებში! იყიდე რამე, მარა სიტყვა არსად არ დასძრა, თვარა ორივენი + დევიღუპებით. + გაფრთხილება საჭირო არ იყო. კვაჭიკო ისედაც გაჩუმდებოდა ამ მანეთის შესახებ, + თუმცა დანარჩენის გაჩუმებაზე არც კვაჭი და არც მისი ამხანაგები ნიძლავად ერთ + შაურსაც არ დასდებდნენ. + ასე იშოვნა კვაჭი კვაჭანტირაძემ ოფლითა და შრომით პირველი მანეთი. + ის მანეთი ტკბილი, ადვილი და მსუბუქი გამოდგა. რაკი კვაჭიმ გზა გაიკვლია და + ერთხელ იგემა ასე ადვილად ნაშოვნი მანეთიანი, მალე პირველს მეორეც მოჰყვა, + მეორეს - მესამე და მესამეს - მეათე. ცვირი მალე დარწმუნდა, რომ საკუთარი მამლის + გაზრდა და შენახვა ძალიან ძვირად უღირდა, მაგრამ გვიანღა იყო სინანული და + თითზე კბენანი. ცვირის ძილი გაუფრთხა და სულის სიმშვიდე დაეკარგა, რადგან + მისი მამალი დაუდეგარი და გაუმაძღარი გამოდგა: ჭამით ცვირის ნაკმაზსა სჭამდა + და იმავ დროს სხვა ეზოებშიაც დაეხეტებოდა და იქ სხვა დედლებსაც უწევდა + მამლობას. ასე ჰფიქრობდა და ასე უსაყვედურებდა ცვირი კვაჭიკოს. + მაგრამ ცვირი ისევ სცდებოდა: სხვების საქათმეშიც ეყარა ვერცხლისა და ოქროს + ნაკმაზი. ჯიბრი და ქიშპობა ძნელი იყო და მეტად ძვირადაც უჯდებოდა, ამიტომ + ცვირიმ კვაჭის დასაკუთრებაზე მალე აიღო ხელი, ბედს შეურიგდა, სასიყვარულო + რიგში ჩადგა და გაიფიქრა: ყვავს კაკალი გააგდებინე, ეგეც კარგიაო. + ან რა უნდა ექნა საწყალ ცვირის? ყველას თავის ჯერი და წილი ჰქონია. ნასუფრალი + არც ისე დასაძრახისი ყოფილა, როგორც პირველად ეგონა ცვირის, ხოლო ამ ქვეყნად + ლამაზ ვაჟკაცსა და დედაკაცსაც თურმე ისე ინაწილებენ ძლიერნი, როგორც სხვა + ქონებას და ბედნიერებას. არც ერთის და არც მეორის სრულ დაჩემებას ნურც ნურავინ + იფიქრებს და ნურც დაიქადნის. + სამიოდე წელიწადი კიდევ გავიდა. ცვირიმ რაღაც გეში აიღო შეშინდა და მეზობლის + ვარინკა დროზე დააშორა კვაჭიკოს. ცვირი ორთა შორის გარდუვალ კედლად + აიტუზა, ეჭვით აივსო და კვაჭის უფრო მაგრად ჩაეჭიდა, თუმცა წინანდებურად ისევ + ნასუფრალით იკვებებოდა. მამლის შენახვაც თანდათან ძვირდებოდა, რადგან კვაჭიც + იზრდებოდა და ფასს იდებდა, ამიტომ სხვებთან ჯიბრი და ქიშპობაც ძნელდებოდა. + ერთხელ ცვირის კვაჭის მცირედი უსიამოვნება მოუვიდათ. კვაჭი აიმრიზა, აილეწა + და ასეთი ოფლით ნაშოვნი ფულის აღება ნაგვიანევად იუკადრისა და საყვარელს + თავის ბასრი კლანჭები პირველად აგემინა. + ცვირიმ გაიცინა და უთხრა: + - დიდი სულელი ყოფილხარ, ჩემო კვაჭიკო, თუ ჰფიქრობ რომე ამ ფულს საჩუქრად + გაძლევ. სწავლას გაათავებ, ფულს მეიგებ და დამიბრუნებ. ნუ ხარ ბაღანა, ეიღე. + კვაჭმა მოიფიქრა და უპასუხა: + - სარგებლით დაგიბრუნებ, თუ თანახმა ხარ... + - აპა! უსარგებლოდ ფულს გავასესხებ? + ამაზე მორიგდნენ. ადამიანის გული ბნელია. ვინ იცის, გაახსენდა თუ არა + სიბერემდის კვაჭი კვაჭანტირაძეს, რომ მას ქალაქ ქუთაისში, ბალახვანის ქუჩაზე, + ოდესღაც ცვირი შოლიას ვალი დაედო. ის კი მართალია, რომ ცვირი შოლიას + კვაჭიკოზე დახარჯული ფული არასოდეს არ დაუთვლია, არც ჩაუწერია და არც + ვალად ჩაუთვლია. + კვაჭი თავის ტოლ-ამხანაგებში არა მალავდა, რომ მას ქალების ბაზარში მრავალი + მუშტარი ჰყავდა, მაგრამ ფასის შესახებ ლაპარაკს ერიდებოდა და მხოლოდ ზოგჯერ + იტყოდა ხოლმე გაკვრით: + - ქალიზა ფულს მხოლოდ გიჟი ან მახინჯი ჰხარჯავს. + ან კიდევ: ნასწავლსა და ახალგაზრდა ქალიშვილებს მხოლოდ ტუტუცები და + პოეტები დასდევენ. ეს ქვეყანა სავსეა გამოცთილ დედაკაცებით. ხიფათიც ნაკლებია, + თავისუფლებაც შეგრჩება, არც ბევრი დრო დაგეხარჯება და არც ფული. პირიქით + ზოგჯერ... + და ერთხელ, როცა სამი ბოთლი ყიფიანური გამოსცალა, ასე ბუნდოვნად და + ირიბულად დაარიგა კვაჭიმ თავისი ამხანაგები: + - ჭკვა მოიკრიფეთ, ცხოვრებას დააკვირდით, ყოლიფერი ასწონ-დასწონეთ და + გაზომეთ. არ მესმის, ქალმა რავა უნდა გამაგიჟოს და გამიტაცოს ისთე, რომე გონება + დავკარგო და ხუთმეტი წლის კაროჟნას შევწირო ჩემი თავისუფლება, + ახალგაზრდობა, მომავალი და სიცოცხლეც? ჩვენს დროში ათი წლის ბაღანამაც ქე + იცის რომე ქალი წუთიერ სიამოვნებისთვისაა გაჩენილი. მიიღე მისგან რაიც მისაღები + გაქვს და, თუ გინდა, მადლობა უთხარი და შენი გზით წადი. თუ თანასწორობაა - + ყოლიფერში თანასწორობა უნდა იყოს. რათ უნდა ვათრიო ზურგით ოცი და ორმოცი + წელიწადი ვიღაც სონია, ვარია ანუ მარუსია? ორივემ ვისიამოვნეთ, მერე ორივენი + ჩვენის გზით წავედით, მორჩა და გათავდა! მეტსაც მოგახსენებთ: ცხოვრება ბრძოლაა. + რასაც წაჰგლეჯ - შენია, რაც არა - დაკარგულია. ზოგს დედაკაცს, გარდა იმისა, რაც + ყველა ქალებს აქვთ, ზოგი რამ კიდევ მოეპოვება. ჭკვიანი კაცი დედაკაცს ძირიან- + ფესვიანად ამოსწურავს და თვითონვე მოაჯდება მას ზურგზე. ვინაიდან, + დამიჯერეთ, სხვის ზიდვას მე მირჩევნია, რომ სხვა ვინმემ მზიდოს. ასეა ეს ქვეყანა + მომართული. ვისაც თვალი აქვს დეინახავს, ვისაც ყური აქვს, გეიგონებს ვისაც ტვინი + აქვს, ამ ჭეშმარიტებას შეიგნებს და გამოიყენებს. + ასე აზროვნებდა თვრამეტი წლის კვაჭუნი. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი კვაჭს გამოცდისა + კვაჭმა თანდათან მთელი ქუთაისი გაიცნო და შეისწავლა. ქუთაისმაც მალე შეამჩნია + და გამოარჩია ლამაზი, ნიჭიერი, ჭკუიანი, მხიარული, ხერხიანი და ხელმარდი + ჭაბუკი, რომელსაც ყველანი ჰპირდებოდნენ. თითქმის ყველა ოჯახის კარები ღია იყო + კვაჭისთვის, რომელსაც ხელთ ჰქონდა თილისმა სამ დღეში გაშინაურების, ყველგან + ნათესავების აღმოჩენის, ყველას შეყვარების, დამეგობრებისა და გამხიარულების. + ის ჯერ თავის ტოლ-ამხანაგებს აჰყვა და მალე ისე დასეირნობდა გოჭოურაში, + საღორიაში, ჭომაში და საფიჩხიას სასაფლაოზე, როგორც საკუთარ ბაღში, + სამტრედიაში რომ ჰქონდა, ხონის გზის ნაპირას. ნელ-ნელა დუქნებსაც შეეჩვია. ჯერ + მიყრუებულ სამიკიტნოებში დადიოდა, სადაც გიმნაზიის ზედამხედველი ან + პოლიციელი არ შეიჭყიტებოდნენ, მერმე უფროსმა ამხანაგებმაც ჩაირიეს და უკეთესი + ადგილები აჩვენეს. + ჩვიდმეტ-თვრამეტი წლისა რომ გახდა, ერთი საფეხურით კიდევ აიწია: ახალგაზრდა + მოქეიფე თავად-აზნაურებმა კვაჭი თავიანთ წრეში მიიღეს და პირველად „ნოეს + ვაზში“ გამოსცადეს. + კვაჭმა ამ გამოცდას ბრწყინვალედ გაუძლო და არც სმას, არც ცეკვა-თამაშსა და + სიმღერაში დავარდა. იქიდან ლაითაძის დუქანში გადავიდნენ, ხონის გზაზე რომ + იდგა, სადაც თამადამ და მასპინძელმა ნიშნად მონათვლისა და დაძმობილებისა კვაჭს + ერთი ხელადა ღვინო დაასხეს თავზე და შეუსვენებლივ სამბოთლიანი ჯიხვი + დაალევინეს. + იქ დილამდის იქეიფეს ჩვენებური ქართული ქეიფით: ხუთი ჩაფი ღვინო დაილია, + უთვალავი სანოვაგე შეიჭამა, ორჯელ მეტი დაიღვარა და გაფუჭდა, მრავალი + ჭურჭელი დაიმტვრა და ზეცა რევოლვერების ბათქა-ბუთქით დაიცხრილა. დილით + შვიდი გალეშილი მუქთახორა თხუთმეტი ეტლით დაბრუნდა ქალაქში, ხოლო + საღამოზე და მეორე დღესაც ქეიფი და კვაჭის ნათლობა განაგრძეს - ჯერ „ლევში“ და + „ბორჯომში“, მერმე საღორიაზე - გაბერილ და ჩასუქებულ ერემოსთან, რომელსაც + კვაჭი იმავე საღამოს დაუმეგობრდა, რადგან მათ შორის მჭიდრო სულიერი და + შორეული ხორციელი ნათესაობა აღმოჩნდა. + შუა ქეფში დუქანს ეტლით ვიღაც აფიცერი და მოხელე მოადგნენ და თან ორი ქალიც + მოიყვანეს. ერთი ქალი კვაჭის მახლობელი გამოდგა. ერთმანეთს თვალი ჩაუკრეს, + გაუცინეს და ორიოდე სიტყვა გასცვალეს. აფიცერმა იწყინა. კვაჭის თავადი დადიანი + წაესარჩლა. შეჰყვნენ, შეკამათდნენ და მიიწ-მოიწიეს. კვაჭი სადღაც გაჰქრა. იძრეს + ხანჯლები და რევოლვერები. ატყდა წივილ-კივილი და ალიაქოთი. დუქნისა და + მედუქნის პატიოსან სახელს ხიფათი მეოლოდა, ამიტომ ერემომ „შესაფერი ზომები“ + მიიღო და თავის სახელი დაიცვა, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ აფიცერს იარაღი + აჰყარეს, ხოლო მოხელს ორი კბილი დააკლდა. კვაჭი მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როცა + ყველაფერი გათავდა, მანამდე კი ახალგაზრდა ვაჟი „ერთ პაწია საქმეზე“ ბუჩქებში + იყო შემძვრალი. მოსწავლე იყო და აპატიეს. ყველამ პირობა დასდეს, თუ საქმე + გამოაშკარავდა, კვაჭი არ გამოვაჩინოთ, რადგან გიმნაზიელ კვაჭს მეტი ხიფათი + მოელისო. + საქმე მაინც გამოაშკარავდა და მითქმა-მოთქმა, გამოკითხვა, გამოძიება და კალმების + წრიპინი ატყდა. არც კვაჭის ამბავი დაიმალა მტრებმა უხელთეს და ჭორიც მოუგონეს: + ვითომ კვაჭი ქაღალდის თამაშის მომწყობი ყოფილიყო, ვითომ ჩაწყობილი + ქაღალდით დიდი ფული მოეგოს, ვითომ სერიოჟა ლონდუასთვის ფულიც + დაეცინცლოს, ვითომ რაღაც ყალბი საბუთებიც შეედგინოს და მოჭორილი შურიან + ამხანაგებს მიერ კიდევ რამდენიმე ზღაპარი და ცილისწამებაც მიაკერეს. + კვაჭის ბედი ბეწვზე ეკიდა. მაგრამ ბოქაულიც, გამომძიებელიც და დირექტორიც + მოსტყუვდნენ. კვაჭს ისეთი იდუმალი მფარველები აღმოუჩნდა, რომ ყველამ უკან + დაიხია, ერთი მხრით წარჩინებული დედაკაცები ფუსფუსებდნენ, მეორე მხრით - + გავლენიანი საზოგადო მოღვაწენი, ხოლო ცვირიმ წელზე ფეხი დაიდგა და ერთბაშად + მეტად დიდი სესხი მისცა კვაჭს. + ბოლოს, რა თქმა უნდა, კვაჭმა გაიმარჯვა. რით და როგორ გადაუხადა კვაჭი + კვაჭანტირაძემ მადლობა თავის მფარველ დედაკაცებს - არავინ არ იცის, რაც შეეხება + საზოგადო მოღვაწეებს, ამის შესახებ ორიოდე ცნობა მოიპოვება და გთხოვთ + მოისმინოთ. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი პირველი ნაბიჯისა + უკანასკნელ ხანებში ქუთაისს რაღაც ცეცხლი ეკიდებოდა, რომელიც თანდათან + ძლიერდებოდა. ხალხი შფოთავდა, ჟინიანობდა, კვაჭის ამხანაგები იკრიბებოდნენ, + მსჯელობდნენ, ჯგუფებს ადგენდნენ და საომრად ემზადებოდნენ. ბევრი + სცდილობდა კვაჭიც ჩაეთრია, მაგრამ მას კარგად ახსოვდა სილიბისტროს სიტყვები, + რომელმაც იმ წელს კვაჭი ასე დაარიგა: + - შვილო კვაჭი! ალბათ შენც იცი, რომე ქვეყანა გედირია და გაგიჟდა. უნდა მოსპონ + თავად აზნოურობა, დაანგრიონ მეფის ტახტი და მთავრობა. ლაპარიკობენ: + მემამულეს მიწები უნდა ჩამოვართვათო, მდიდარი და ღარიბი გავათანასწოროთ, + ძმობა-ერთობა დავამყაროთ, თავისუფლება მოვიპოვოთ. შვილო, ჭკვით იყავი! არ + დაკარგო აზნოურობა და ქონება, რომელიც დიდი შრომით და ტანჯვით მაქვს + შეძენილი. გახსოვდეს, მეფეს და მთავრობას მაგენი ვერ მოერევიან. ნახევარი ციხეში + დალპება, ნახევარი ციმბირში გეიყინება. თუ ჭკვა გაქვს და დედ-მამა გიყვარს, ფიცი + უნდა მომცე, რომ არაფერში ჩაერევი და აზნოურობას არ შეარცხვენ. + კვაჭმა ფიცი მისცა და სიტყვას დიდხანს ინახავდა და მტკიცედ. მაგრამ მდგომარეობა + შეიქმს შეგნებასო. კვაჭმა არ იცოდა, საბოლოო გამარჯვება ვის შერჩებოდა, იმას კი + ნათლად და ცხადად ჰხედავდა, რომ ძალთა განწყობილება დღითი-დღე იცვლებოდა: + მთავრობა და გიმნაზიის ადმინისტრაცია უკან-უკან იხევდნენ და სუსტდებოდნენ, + ხოლო ხალხი წინ მიიწევდა და ძლიერდებოდა, კვაჭი მაინც რყევაში იყო. ქანაობდა, + ჯამბაზივით იგრიხებოდა, ორივეს ეპოტინებოდა და არც მწვადს სწვამდა, არც + შამფურს. + ვინ იცის როგორ გათავდებოდა ასეთი ჯამბაზობა, რომ ერემოს დუქანში მომხდარი + ამბავი არ მომხდარიყო და იმავე დროს კვაჭის იდუმალ მტრებს საზიზღარი ჭორები + და ზღაპრები არ მოეჩმახათ. დაყოვნება შეუძლებელი იყო. კვაჭმა შესაფერი ნაბიჯები + გადასდგა. რამდენჯერმე საიდუმლო კრებას დაესწრო და თავის ორატორობის უნარი + სცადა. + აქაც კვაჭიმ დიდი ნიჭი გამოიჩინა. მას ცეცხლი, პათოსი, რიხი უნარი მსმენელისა და + თავის-თავის გატაცებისა და აღგზნების ცხადი ნიჭი აღმოაჩნდა. + საქმე ადვილად და მალე გაკეთდა. ერთ კვირაში კვაჭმა მთელი ქუთაისი აალაპარაკა. + მაგრამ ასეთი ახმაურება კვაჭს არც ძალიან მოეწონა. მან უნებურად გადააჭარბა და + ყელამდის შესტოპა. ეს ძალიან სახიფათო იყო, ამიტომ მან ორიოდე შესაფერი ნაბიჯი + გადმოსდგა უკანვე, და როცა ატეხილი საქმე მოასპობინა და მტრებს პირში ბურთი + ჩასჩარა, კვაჭმა სრული სწორწონობა მოიპოვა: ის წელამდის ერთ ბანაკში იდგა, წელ- + ზევით კი მეორეში ჩაეფლო. + კვაჭი კვაჭანტირაძემ მაშინ ისწავლა სიბრძნე ბებერ თუთიყუშისა, რომელიც + ხარიხაზე იჯდა, მარცხნივ და მარჯვნივ ქანაობდა და თილისმურ ფორმულად + იმეორებდა: + „არც მარჯვნივ, არც მარცხნივ... არც აქეთ, არც იქით... შენც მინდიხარ, ისიც + მიყვარს“... + კვაჭის ჩარევას პოლიტიკაში კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგი მოჰყვა: ცნობილმა + პატივცემულმა კოლია არევაძემ ერთხელ ჰკითხა მას: + - კაროპულოს ოჯახს იცნობ? + - ძალიან კარგად ვიცნობ. + - შენ და კაროპულოს ვაჟი კიპრიანე მგონი მეგობრები ხართ არა? + - კარგი მეგობრები ვართ, + ამის შემდეგ კვაჭი და არევაძე რამდენჯერმე საიუდუმლოდ შეჰხვდნენ ერთმანეთს + და წაიჩურჩულეს. იმ დღიდან კვაჭმა კაროპულოს ოჯახში სიარულს მოუხშირა. + კაროპულო ბერძენი იყო, შავი ქვის მრეწველი. ნახევარზე მეტს ჭიათურაში + სცხოვრობდა, ხოლო მისი ოჯახი ქუთაისში ბინადრობდა, რადგან შვილებს + გიმნაზიაში ზრდიდა. მისი უფროსი ვაჟი კიპრიანე კლასში კვაჭის გვერდით იჯდა. + აქედან დაიწყო მათი მეგობრობა. + კვაჭი და კიპრიანე ხშირად დადიოდნენ ბულვარზე, თეატრში, საფიჩხიაზე, + საღორიაზე, ჭომაში და სხვა სასეირნოსა და გასართობ ალაგებში. უკანასკნელ ხანებში + კვაჭი სცდილობდა კიპრიანე ჩაეთრია ქაღალდის თამაშსა, ქალებთან სიარულსა და + ქეიფში, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან კიპრიანე თავის მამის შვილი იყო: + თავდაჭერილი და მშიშარა. + წინა დღეს არევაძემ და კვაჭმა ერთად ივახშმეს. ორივენი აღელვებული და + აფიცხებული იყვნენ და ხანგრძლივი ჩუმი ბაასი ასე გაათავეს: + - მაშ ყველაფერი გათავებულია? - ჰკითხა კვაჭმა. + - გათავებულია. მეხუთედი შენია. + - კეთილი და პატიოსანი, თუმცა მეტი მერგება, მარა რადგან საქვეყნო საქმეა, თანახმა + ვარ. + - გეგმა ხომ კარგად გეიგე? ხომ აფერი აგერევა? + - არხეინად იყავით. სწორედ ათ საათზე იქ ვიქნებით ყოლიფერი მზად არის + - მაშ მშვიდობით! + - გამარჯვებით! + მეორე დღეს კვირა იყო. კვაჭი, კიპრიანე, სონია ხვიძია და მარუსია ჩალიძე წინა დღეს + შეთანხმდნენ, რომ კვირა დღეს საღორიას ტყეში პიკნიკს გამართავდნენ. სწორედ ათ + საათზე ოთხივენი ერთად უნდა წასულიყვნენ ეტლით. კიპრიანე სონია ხვიჩიასგან + ცეცხლმოკიდებული იყო, ამიტომ იგი მოუთმენლად ელოდებოდა გათენებას. + ასეთი იყო მორიგება, მაგრამ მეორე დღეს კვაჭმა კიპრიანეს უთხრა: + - წუხელი სხვებიც შემოგვიერთდნენ. ყველანი წავიდნენ. მე და შენ ერთად + მივდივართ. დანარჩენები იქ დაგვიხვდებიან. აბა, წავიდეთ. + ორივენი ეტლში ჩასხდნენ და წავიდნენ. ერემოს დუქანთან ეტლი გაისტუმრეს და + გზა ფეხით განაგრძეს. კვაჭი მეგობარს ეუბნებოდა: + - აქეთ წავიდეთ... იქ დაგვიხვდებიან... აი აქ იქნებიან... ეხლა მარცხნივ... მარჯვნივ... + აჰა, მივედით... ათი ნაბიჯიღა დარჩა!!! + მიდიოდნენ და ეძებდნენ. უცებ ტყეში ოთხ უნცობს წააწყდნენ. ოთხივენი უცებ + კვაჭსა და კიპრიანეს შემოეხვივნენ და ოთხივეს ხელში რევოლვერებმა გაიელვა. + - ხმა, კრინტი! ხელი არ გაანძრიოთ, თვარა გაგათავეთ! მოგვყევით! + კვაჭმა ბუჩქებისაკენ ისკუპა, მაგრამ მაშინვე კისერში რკინის ხელი დასწვდა. ასყტდა + ჭიდილი, ბღლარძუნი და ბრძოლა ორთა შორის. კვაჭი გაუსხლტა ავაზაკს და + ბუჩქებში შეერია. დიდხანს ირბინეს, თან ერთმანეთს უცინოდნენ და + ჩურჩულებდნენ: + - კაია, გეყოფა, თვარა თლათ დამახიე ტანისამოსი... + - აფერი უშავს, კიდო, ცოტა კიდო ვირბინოთ. + ბოლოს ერთმანეთი დაჰკარგეს. + კვაჭს ტყეში გზა აერია. დიდხანს იხეტიალა და ორი საათის შემდეგ გაკაწრული, + დაბღლენძილი და უქუდო, ერემოს დუქანს მიადგა. სწორედ იმავე ხანებში + გამოჩნდნენ სონია, მარუსია და სხვებიც. ერთმანეთს გამოჰკითხეს და გამოარკვიეს, + რომ კვაჭს კარგად ვერ გაეგო შესახვედრი ადგილი და კიპრიანე სხვა ბილიკით + წაიყვანა. + შეიქმნა ჩოჩქოლი, სირბილი და დაკარგულ კიპრიანეს ძებნა. + რამდენიმე დღე გავიდა. კაროპულოს ოჯახში წივილ-კივილი, ტირილი და გლოვა + ისმოდა. კვაჭი თმას იგლეჯდა, თავში ხელს იცემდა, სწუხდა, „ჭრილობას“ ირჩენდა + და კაროპულოს ოჯახს თავთ დასტრიალებდა. + ბოლოს მოხუცმა კაროპულომ ორ-სიტყვიანი რადიო-დეპეშა მიიღო: + - ოცი ათასი! + იმანაც ორი სიტყვით უპასუხა: + - ხუთი ათასი. + - თხუთმეტი! + - ათი! + - თანახმა ვართ, გათავებულია! + მორიგდნენ და გაათავეს: + კიპრიანე კაროპულო ქუთაისის ქუჩებში აღარავის უნახავს. + ერთი თვის შემდეგ კაროპულოს მაღაროები საროპულოს ხელში გადავიდა, ხოლო + კაროპულო თავის ოჯახით გემზე ავიდა და სტამბოლისკენ გაცურდა. + მხოლოდ გემზე ამოიღეს ხმა კიპრიანემ და მისმა დედ-მამამ. + კვაჭი კვაჭანტირაძემ ბინა გამოიცვალა, ეტლი დაიქირავა თვიურად, ჩოხა-ახალუხი + იყიდა, იარაღში ჩაჯდა, დედ-მამა გაახარა და მტერს თვალი დაუყენა. + ნეტა დაიჯერა ოდესმე კვაჭი კვაჭანტირაძემ, ვითომ მას და მის ამხანაგებს იმ + ზაფხულს საღორიას ტყეში მართლა „საქვეყნო“ საქმე გააიმასქნებინოს? ვინ იცის. ის + კი ცხადია, რომ „თელ ქვეყანას“ სჯეროდა. კვაჭს კი ამაზე მეტი არა უნდოდა რა, ასე + იშოვნა კვაჭუნიამ თანხაც და დიდებაც. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი გიმნაზიის გათავებისა და ქვრივის + გადარჩენისა + კვაჭს რომ ჯიბეში ფული გაუჩნდა, ცხოვრების კიბეზე უცებ ათიოდე საფეხურით + ახტა. თავში ახალი ეშმაკები ჩაუსხდნენ, გულში ცეცხლი უარესად გაუჩაღდა და + აუპრიალდა, მეგობარ-ნათესავები გაუმრავლდა, ცხოვრება და ეს ქვეყანაც უფრო + გაეშალა, გაეფურჩქნა, გაუტკბა და გაუამდა. კვაჭმა თავისი ახალი ცხოვრება იმით + დაიწყო, რომ, ცვირისთვის ერთს უბედურ დღეს, თავისი ბარგიბარხანა იღლიაში + ამოიდო, ტფილისის ქუჩაზე გადასახლდა და ვინმე რუს დედაკაცის ვოლკოვის + ბინაში შეძვრა. გაფრენილ მამალს ცვირი ტირილით დაედევნა, მაგრამ კვაჭმა + შესაფერი გამძლეობა და ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინა და პირველ საყვარელს + მშვიდად და დინჯად უთხრა: + - ყური მიგდე, ჩემო ცვირიკო, ყოლიფერს თავის დასაწყისი და დასასრული აქვს. არ + უნდა ახირდე და ატირდე, თვარა ბუდუ გეიგებს, ქვეყანაც შეიტყობს და ორივეს თავი + მოგვეჭრება. მე რა მიშავს, გამოუცთელი ახალგაზრდა ვარ, შენ შენს თავზე იფიქრე. + ოცდათხუთმეტი წლის დედაკაცი ხარ, ოჯახის პატრონი, გამოცთილი და დამჯდარი. + სიკვდილამდე არ დაგივიწყებ სიკეთეს და სიყვარულს. ყოლიფერს მალე ერთი-ათად + გადაგიხთი. გულისყურს ნუ აჰყვები, ჭკუა მოიხმარე და ორივე კმაყოფილი + დავრჩებით. არხეინად იყავი, ოთახი არ დაგიცალიერდება. ბესო შიქიას ხომ იცნობ? + კარგი ყმაწვილია, ხომ? ხვალვე გადმოვა იმ ოთახში. ალბათ ადვილად მორიგდებით. + მაშ ასთე: ჭკვა და სიდინჯე მეთქი. მოკითხვა ბუდუს. მშვიდობით, ჩემო ცვირი! + და გული აუჩუყდა და ორიოდე ცრემლიც კი ჩამოაგდო. + ცვირმა გულიანად გამოიტირა თავისი სიყვარული, მართლა უკუაგდო გულის ყური, + აჰყვა კვაჭის რჩევას და არც ინანა. ორი დღის შემდეგ მან ბესო შიქიასაც „ასესხა“ სამი + მანეთი და უთხრა: + - როცა გექნება, დამიბრუნე. რაიო? სარგებლითო? რა თქმა უნდა! აპა უსარგებლოდ. + ფულს გავასესხებ? იყიდე; ჩემო ბესიკო, რაიც გინდა. ნუ მომერიდები, ბევრი არა + მაქვს, ცოტას კი მუდამ მოგიხერხებ. + არც ბესო შიქიასთვის იყო საჭირო გაფრთხილება, რადგან „მორიდება“ მას კვაჭზე + უფრო ნაკლებად ეხერხებოდა. + ასე დამშვიდდა და ასე მალე ინუგეშა თავი ცვირი შოლიამ. + კვაჭმა მშვენიერი ოთახი დაიქირავა - დიდი, ნათელი და ლბილი ავეჯით მორთული. + ვოლკოვის ქვრივს - მოხუცებულს, მშვიდს, უწყინარსა და გულღია ქალს - კვაჭი მალე + მოეწონა. გამოშტერებული, ყერყეტა და მორწმუნე მოხუცი თითქმის ყრუ იყო და ამ + ქვეყნისა ბევრი აღარაფერი ესმოდა, თითქმის ბრმა იყო და ძლივს ჰხედავდა. + ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ, თავაზიანად ექცეოდნენ, ტკბილად უღიმოდნენ და + დედა-შვილურად სცხოვრობდნენ. + მალე მოვიდა მერვე კლასელთა განკითხვის თვეც - დადგა მაისი. იმ წელს კვაჭი + გიმნაზიას ათავებდა. დატრიალდნენ კვაჭი და მისი მეგობრები. ეს იმ წელს მოხდა, + როცა მოსწავლენი მასწავლებლებს კისერზე ასხდნენ და, საითაც მოინდომებდნენ, + იქით გაირეკავდნენ. გამოცდის საქმე ყველასთან ადვილად მოარიგეს. რადგან ამ + წელს უფრო მასწავლებლები იჭერდნენ გამოცდას მოსწავლეთა წინაშე, ამიტომ + მასწავლებლები ისე ლბილი ქედ-მოხრილი და მორჩილი იყვნენ, ვითარცა საჭურისი + მრისხანე ხონთქარის წინაშე, მხოლოდ ბერძნული ენის მასწავლებელი სირიადისი + https://www.facebook.com/groups/ELLIB/ + ახირდა და გაკერპდა. მას არც ძალთა ურთიერთობაში მომხდარი ცვლილება სწამდა, + არც „გაზაფხული“ და არც კომიტეტები. ბევრი იფიქრეს, ბოლოს კვაჭმა სთქვა: + - სამი დღე მაცალეთ. + მესამე დღეს დილით სირიადისს წერილი მიუვიდა. იმ წერილის კუთხეში თავის- + ქალა, კუბო, ხანჯალი და დამბაჩა იყო გამოხატული. ეწერა: + „მერვე კლასის არც ერთი მოწაფე არ უნდა ჩაიჭრას. თუ თანახმა ხართ, დღეს საღამოს + რვა საათზე ბულვარზე დაგვენახეთ. თუ არ გამოჩნდით, აიბარგეთ და სამ დღეში + ქუთაისს გამოეთხოვეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გირჩევთ ეხლავე დაიმზადოთ + კუბო. + ანარქისტ-სინდიკალისტ-სოციალისტების მთავარი კომიტეტი“ + კვაჭმა მთელი საათი იარა ბულვარზე, მაგრამ სირიადისი არ გამოჩნდა. სამაგივროდ + შიქია, ჭიპუნტირაძე და ჩიკინჯილაძე მოვიდნენ. + - ამბავი? + მოკლედ მოსჭრეს: + - ვბრიგეთ. თვალი ვადევნეთ. პოლიციაში მიდიოდა საჩივლელად. იქამდე ვურტყით, + სანამ არ დაიყვირა: „არავინ არ ჩაიჭრება, არავინო“! შევთანხმდით და მოვრიგდით. + სირიადისმა პირობა შეასრულა და გამოცდაზე მართლა არავინ არ ჩაუჭრია. + ასე გაათავეს გიმნაზია და ასე მიიღეს დიპლომები კვაჭი კვაჭანტირაძემ და მისმა + მეგობრებმა. + სააღდგომოდ კვაჭი სამტრედიაში წავიდა. ყველანი აალაპარაკა, დედ-მამა, + ნათესავები და მოყვარე გაახარა, მტერს თვალი დაუყენა, იქაური ქალები ააცქმუტა, + ვაჟები დააღონა, ქმრები დააეჭვიანა, მერმე ისევ ქუთაისში დაბრუნდა და თან + წამოიღო სილიბისტროს ასეთი დარიგება და გაფრთხილება: + - შვილო კვაჭი! ქვეყანა ეირია. მტერი ბევრი გამიჩთა. მეც ვბერდები. თუ საჭირო + გახთა, ყოლიფერს გავყიდი, მათხოვრობას დევიწყებ და გოუნათლებელს კი არ + დაგტოვებ. ახლა უდიპლომო კაცი თუნდ არ ყოფილა. აზნოურობა ქე გიშოვე. + გიმნაზიაც გაგათავებიე, ორიოდე გროშს კიდო მოგაწვდი, მარა შენც უნდა ხელი + გაანძრიო. აგერ ჩოლიამ და ღვიჩიამ ისთე გაათავეს რუსეთში რაცხა უნივერსიტეტი, + რომე შინიდან ორი ფარაც არ მოუღიათ. რას იტყვი, შვილო კვაჭი? + კვაჭმა პასუხად ხელში ასმანეთიანი ჩაუდო და წამოვიდა. სილიბისტროს ოჯახში + დიდი გაკვირვება, სიხარული, ლხინი გაბღენძა და თავის-ქება ასტყდა: ცხრამეტი + წლის კვაჭი რუსეთში თავის ხარჯით მიდიოდა და დედ-მამასაც ეხმარებოდა. + შვილიც ასეთი უნდა, მაშა! + იმ ხნიდან კვაჭი ჩაფიქრებული დადიოდა, ცხვირს დაგეშილ ძაღლივით ათამაშებდა, + ჰაერს ჰსუნავდა და რაღაც ცნობებს აგროვებდა, ვოლკოვის ქვრივს დაუმეგობრდა, + „კონჩინკას“ ეთამაშებოდა, წვრილ-წვრილად აგებდა და ზოგჯერ კიდეც ეხმარებოდა: + ხაზინიდან პენსიას მოუტანდა, ავდარში სასყიდელს უყიდდა. გაზეთს წაუკითხავდა + და ვინაიდან იმ ხანებში ძალიან გახშირდა ავკაცობა, შარი, შური და მტრობა, ამ ავ + ხალხთან მფარველობასაც უწევდა. + ერთხელ ქვრივს წერილი მოუვიდა. წერილის კუთხეში დახატული იყო კუბო, თავის + ქალა, ხანჯალი და დამბაჩა. ეწერა: + „სამ დღეში დაგვიმზადეთ სამი ათასი მანეთი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეხლავე + შეუკვეთეთ კუბო. + ანარქისტ-სინდიკალისტ-სოციალისტების მთავარი კომიტეტი“. + დაფეთებული ქვრივი კვაჭს ეცა რჩევისა და დახმარებისთვის. ან ვისთან უნდა + მისულიყო უპატრონო მოხუცი, ტამბოვიდან უცხო ქვეყანაში გადმოკარგული? კვაჭი + ჩაფიქრდა, ძალიან ჩაფიქრდა, და დაღონდა. ბოლოს უთხრა: + - როგორც დედას ისე გელაპარაკებით. ხმა, კრინტი არსად არ დასძრათმ თორემ + ქრისტე-ღმერთიც ვერ გიშველით. სასტიკი და ველური ხალხია. არდ დედაკაცს + ინდობენ, არც მოხუცს. ან ერთ კვირაში ორი დედაკაცი მოჰკლეს, ერთი მოხუცი + ხელით დაახჩვეს და ერთიც რიონში გადააგდეს. პოლიციაც დაშინებულია. თავიც კი + ვერავის გამოუყვია გარეთ. ხომ ჰხედავთ, ჩიტებივით ჰხოცავენ, აი გუშინწინ ბაზარში + თქვენს თვალწინაც მოუკლავთ ერთი პოლიციელი. + კვაჭმა ზოგი მართალი სთქვა, ზოგიც წაუმატა. მართლა ასეთი დრო იყო. უპატრონო + ქვრივმაც იცოდა, რომ ქვეყანა უპატრონოდ იყო, ამიტომ თრთოდა და კვაჭს + ჩურჩულით ემუდარებოდა დახმარებას და შუა-კაცობას, თან ხატზე და სახარებაზე + ჰფიცულობდა, რომ ამ საიუდმლოებას სამარეში ჩაიტანდა. + კვაჭი ჯერ დიდ უარზე იდგა. თვითონაც ეშინოდა ხიფათის და ანარქისტ- + სინდიკალისტებისა, რომელნიც „არავის ინდობდნენ და ყველას ჩიტებსავით + ჰხოცავდნენ“. ბოლოს, როგორც იყო, მოლბა და მოტყდა, რადგან საწყალი ვოლკოვის + ქვრივი „დედასავით უყვარდა“. + იმ დღიდან კვაჭი „მეტის-მეტად რთულსა და სახიფათო“ საქმეს შეუდგა. + - ჩვენ, ქართველებს, ასეთი ანდაზა გვაქვს: „არამკითხე მოამბეო მიტყიპე და + მიაგდეო“. - ეუბნებოდა ქვრივს. - მეორე ანდაზა კი ასეთია: „მოჩხუბარს ერთი + მოხვდა, გამშველებელს - ხუთიო“. ბოლოს, მაინც მიაგნო კვალს და შიშისგან + მილეულ-მიბნედილ მოხუცს ასეთი ამბავი მოუტანა: + -ღმერთმა იმ ხალხისგან თქვენც დაგიფაროსო და თქვენი მტრებიც! რას მერჩოდით, + რად ჩამრიეთ, რა გინდოდათ ჩემგან? ეხლა მეც ჩამჭიდეს ხელი და მემუქრებიან, თუ + ორი ათას მანეთზე ნაკლები მოგიტანია, შენც იმ დედაკაცს დაგაკლავთო. ვადა ხვალ + საღამოზე თავდება. ღმერთო, მიშველე! + ქვრივს ენა დაება და გულის ფანცქალი დაემართა, ხოლო კვაჭი ისევ იხვეწებოდა: + - გთხოვთ ამ სახიფათო საქმისაგან გამანთავისუფლოთ. ღმერთო ჩემო, ეს რა დღეში + ჩავვარდი! მე რა შუაში ვარ, რა დავუშავე იმ მგლებს, რას მერჩიან? + იმ საღამოს ქვრივმა და კვაჭმა დიდხანს იჩურჩულეს და ბოლოს ასე გადაწყვიტეს: + შესაძლო იყო ეს საქმე ათას ხუთასი მანეთით გაეთავებინათ. ქვრივს ხუთასი მანეთი + აქვს შენახული, დანარჩენს კი კვაჭი ნათესავებისაგან უსესხებს თამასუქით, ან სახლს + დაუგირავებს, ხოლო ამისთვის საჭიროა, რომ მას ვოლკოვის ქვრივისაგან რწმუნების + ბარათი ჰქონდეს. ხვალ დილით ქვრივი ამ ბარათს მისცემს. კვაჭი საღამოზე + დაბრუნდება და ყველაფერს გააიმასქნებს. თუ ფული ვერ იშოვა, არ დაბრუნდება, იმ + ყაჩაღებს თავს მოარიდებს და სამტრედიაში დაიმალება. + არც იმ ღამეს ეძინა დედაბერს. დილამდე ლოცულობდა, ოხრავდა და თავის-ხნის + ტახტს აჭრაჭუნებდა. კვაჭმაც რიჟრაჟზე მიიძინა, რადგან ქვრივის საქმე აფიქრებდა + და აწუხებდა. + მეორე დღეს ორივენი ნოტარიუსთან მივიდნენ. კვაჭმა თამასუქი და სრული + რწმუნების ბარათი ჩაიდო ჯიბეში და სადგურისკენ გაეშურა. ის დღე ქვრივ- + დედაკაცს ძლივს დაუღამდა. საღამოზე კვაჭი გახარებული დაბრუნდა. კვაჭის + დაბრუნება ქვრივსაც ისე გაუხარდა, თითქო თვითონ კი არ ეხარჯებოდა ის ფული, + არამედ იმის პატარა ქონებას კიდევ ემატებოდაო. კვაჭმა ქვრივისგან ხუთასი მანეთი + მიიღო და ანარქისტ-სინდიკალისტების კომიტეტში გაიქცა. + კვაჭანტირაძემ იმ ღამეს ვოლკოვის მოხუცი ქვრივი უეჭველ სიკვდილისაგან იხსნა, + ხოლო ანარქისტ-სინდიკალისტები - მეასე ცოდვისაგან: სწორედ დროზე მოუსწრო + მათ, ათას-ხუთას მანეთზე დააჯერა და ფულიც ჩააბარა. დროზედ რომ არ მიესწრო, + სამი კაცი უკვე ნიღაბით იყო გამოწყობილი და წამოსასვლელად ემზადებოდა. + მოხუცი დედაკაცი სიხარულისგან და შიშისგან ატირდა და ხელმეორედ აიშალა. + მეორე დღეს მან ჯერ სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა, მერმე მადლობისა და + დედაშვილობის ნიშნად კვაჭს ყელზე ოქროს ჯვარი ჩამოჰკიდა, ხოლო ჯიბეში + სახსოვრად თავის განსვენებული ქმრის ვერცხლის სათუთუნე ჩაუდო და უთხრა: + - შვილო, თუ გაგიჭირდეთ, ამ ჯვარზე ილოცეთ. სიკეთეს არც ღმერთი დაგივიწყებს + და ყველაფერში დაგეხმარებათ. არც მე დაგივიწყებ, შვილო, და თუ შევძელი, კიდევ + გგადაგიხდი მადლობა, თუ არა და... + და გადაეხვია, აკოცა, ატირდა და კინაღამ კვაჭიც აატირა. + ასე გადაარჩინა სამტრედიელმა რაინდმა ტამბოველი ქალი უეჭველ სიკვდილს. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი მუსიკის შესწავლისა + იმავე ხანს კვაჭი მუსიკამ გაიტაცა. მუსიკისა მას არაფერი არ ესმოდა და სმენაც + სრულებით დახშული ჰქონდა. სხვა საკრავებს გულგრილად ითმენდა, ხოლო + როიალის ხმაზე ტანში ჟრუანტელი უვლიდა და მეტის აღელვებისაგან სტოკავდა და + შფოთავდა. ჯერ როიალის ყიდვა უნდოდა, მაგრამ ეძვირა და მისი დაქირავება + გადასწყვიტა. მისი ნაცნობი მაიზელსონი საზაფხულოდ ბორჯომში აპირებდა + წასვლას. კვაჭმა უთხრა მას: + - სხვათა შორის, თქვენ ბორჯომში მიბრძანდებით, არა? შემოდგომამდე არ + დაბრუნდებით? იმ დრომდე მე ქუთაისში ვრჩები. ათასი საქმე მაქვს. უნდა + მოგახსენოთ, რომ უკანასკნელი ჩემი ავადმყოფობა მუსიკა გახლავთ. ისე გამიტაცა, + რომ ლამის გავგიჟდე. მინდა დაკვრა ვისწავლო. ისევ დაგვიანებით სჯობია ვიდრე + არასოდეს, ამიტომ გთხოვთ თქვენი როიალი მომაქირავოთ. + მაიზელსონს თავის სიცოცხლეში ანგარიშისა და გამორჩენის გარდა არაფერზე არ + უფიქრია, ამიტომ ერთ წუთში ასე მოისაზრა: „სამ თვეში სამ თუმანს ავიღებ, გზის + ფულს გამოვალ და ესეც კარგია“. მაშინვე მოურიგდნენ და იმავე საღამოს კვაჭი თავის + ოთახში მაიზელსონის როიალს გატაცებით არაკუნებდა ცალი თითით. + ზაფხული იწურებოდა. საცაა მაიზელსონიც უნდა დაბრუნებულიყო. კვაჭი აჩქარდა, + აფაცურდა. ერთხელ მან და ბესო შიქიამ წაიჩურჩულეს. მეორე დღიდან ბესო + მუსიკალურ მაღაზიას დატრიალებდა და მაღაზიის მუშტარს ჩუმად ეკითხებოდა: + - უკაცრავად, თქვენ როიალი ხომ არა გნებავთ? სასწრაფოდ იყიდება. მშვენიერი + როიალია, ბეკერის ფირმისაა, თითქმის სულ ახალია. აქვეა, შორს არ არის ვისია? ჩემი + ამხანაგის, თავად სევერიან დადიანისა გახლავთ. აქვეა, ტფილისის ქუჩაზე, + ვოლკოვის სახლში. + ბოლოს ვინმე არუთინოვს წააწყდა. როიალი გასინჯეს და მოიწონეს. ფასი? + - შვიდასი მანეთი. + - ოთხასი. + - ექვსასი. + - ხუთასი. + - თქვენი ხათრით გითმობთ. ეხლავე მიგაქვთ? + - დღესვე უნდა გავგზავნო ფოთში. + კვაჭმა შუბლი შეიჭმუხნა და ერთი წუთით ჩაფიქრდა. კომბინაცია თავისთავად + გამოინასკვა: + - თუ გნებავთ, მე თვითონვე გაგიგზავნით... + - თუ მაგისთანა მადლს მიზამთ, დიდი მადლობელი ვიქნები ზედმეტი დღე არ + დამეკარგება. რას იტყვი სირანუშ? - ჰკითხა არუთინოვმა თავის ცოლს. + - მაგაზე უკეთესი რაღა იქნება! + - მაშ ასე: როიალი ეხლავე შეაკვრევინეთ. სადგურზე გაჰგზავნეთ და ჩააბარეთ. + საღამოზე „ფრანციაში“ მობრძანდით, პირველ ნომერში მიკითხეთ. რკინის გზის + საბუთი მომიტანეთ და დანარჩენი ფულიც ჩაიბარეთ, ეხლა კი სახარჯოდ და ბედ + ორასი ინებეთ. გეყოფათ? + - რა თქმა უნდა. ბარათს ეხლავე მოგართმევთ. კიდევ ერთი თხოვნა და პირობა: + არავის არაფერი უთხრათ. ჩემი გვარი და ეს როიალი არსად ახსენოთ. ჩემთვის მეტის + მეტად უხერხულია მისი გაყიდვა. რადგან... + - ძალიან კარგი. სულ ადვილია. სიტყვას გაძლევთ. ქართველები ძალიან თავმოყვარე + ხალხი ყოფილხართ. + - სრული სიმართლეა. ჩვენში სირცხვილად ითვლება ასეთი ნივთის გაყიდვა მით + უფრო - თავად დადიანისთვის. + არუთინოვები წავიდნენ. კვაჭი სადგურისკენ გაექანა. იმავე დღეს საღამოზე „თავადი + დადიანი“ სასტუმროში ეწვია არუთინოვს. + - ყველაფერი მზად გახლავთ ძლივს მოვასწარით, შეკვრა და გაგზავნა. აი რკინის გზის + საბუთიც. + არუთინოვმა საბუთი გადაშალა და გაშინჯა: საიდან? - ქუთაისიდან. სად? - ფოთში. + რა იგზავნება? - როიალი. წონა? - ბრუტტო 50 ფუთი. ვინა ჰგზავნის - თავადი + დადიანი. ვის ეგზავნება? - არუთინოვს. + - შესაკვრელი და გასაგზავნი ხარჯი? + - 41 მანეთი და 35 კაპეიკი. აი, ბარათებიც. + არუთინოვმა გამოიაგნარიშა: + - სულ 559 მანეთი და 2 კაპეიკი გერგებათ, არა? + - სწორეა. + - მიღებული გაქვთ ორასი, კიდევ გერგებათ 358 მ, 2 კაპეიკი ინებეთ. + - სწორეა. მშვიდობით ბრძანდებოდეთ! + - საით მიეჩქარებით? დარჩით, ჩაი დავლიოთ! - დაჰპატიჟა ქალბატონმა სირანუშმა. + - დიდად გმადლობთ. მეჩქარება მელოდებიან. + - მაშ თუ ფოთში გამოივლით ოდესმე გვეწვიეთ. ქალაქის ბაღის პირდაპირ + ვცხოვრობთ. + - დიდი სიამოვნებით... უეჭველად გნახავთ. კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა. + მშვიდობით ბრძანდებოდეთ! + მეორე დღეს ბესო შიქია წააწყდა ვინმე საროკინს: + - უკაცრავად, თქვენ როიალს ეძებთ, არა? სასწრაფოდ იყიდება მშვენიერი ბეკკერის + როიალია, თითქმის ახალია. აქვეა შორს არ არის... წამობრძანდით. + ისევ გასინჯეს და ისევ მორიგდნენ. + - თქვენ მგონი აქაური არ ბრძანდებით. + - აქაური არა ვარ, ჭიათურაში უნდა წავიღო. + - მაშ ჩვენვე გაგიგზავნით... თუ გნებავთ ორ საათში რკინის გზის საბუთს + მოგართმევთ... + ამაზედაც მორიგდნენ. კვაჭი ისევ სადგურისაკენ გაექანა. იმავე საღამოს კვაჭმა + „ორიანტში“ მიუტანა ინჟენერ საროკინს რკინის გზის საბუთი: + ქუთაისიდან ჭიათურაში, როიალი, ბრუტტო 50 ფუთი. თავადი დადიანი უგზავნის + ინჟენერ საროკინს, გადახდილია 11 მანეთი და 28 კაპეიკი“. + იანგარიშეს და გაათავეს: + - ღამე მშვიდობისა! + - მშვიდობით ბრძანდებოდეთ! + ბესო შიქია კვაჭს ქუჩაში უცდიდა. + - აპა, ბესო, ხვალვე უნდა „გავაიმასქნათ“ ყველაფერი. იშოვე? + - მოვაჭახრაკე, წევიდეთ. + - ვინ არის? არ გაბრიყვდე, აქოურს არავის უთხრა. - არც ვაჭარს და არც ურიას, + თვარა... + - აპა, არ ვიცი თუ? გადასახადების ინსპექტორია, ვინცხა გერცოვი. ერთი თვის წინად + შოურთავს ცოლი, გუშინ დოუჭერია ბინა და ეხლა ავეჯს ყიდულობს. ერთი კვირის + ჩამოსულია ქუთაისში. + მეორე დილით გერცოვმა, ახალგაზრდა თავმომწონე მოხელემ, ექვსიოდე მუშა + მოაყენა კვაჭის ოთახს და როიალი თავის ახალ ბუდეში გადაიტანა. იმავე დღეს კვაჭი + კვაჭანტირაძე და ბესარიონ შიქია სტუდენტებად მოინათლნენ: ახალი სტუდენტური + ფორმა ჩაიცვეს, დამშვენდნენ და გალამაზდნენ. თავიანთ თავისა, ერთმანეთისა და + ნაცნობ მეგობართა თვალში უცებ გაიზარდნენ, დაფასდნენ და გადიდკაცდნენ. + ლაითაძის და ერემოს დუქანში ორ დღდაღამეს ერთი ორომტრიალი, კორიანტელი + და ჟივილ-ხივილი იდგა და ისმოდა. ღვინო წყალივით მოდიოდა, ახლო-მახლო + ქათამი და ინდოური გამოილია, რევოლვერების ჭექა-ქუხილმა ზეცა დააყრუა, + მედუქნეები და მოსამსახურეები ოფლში იწურებოდნენ, მეზურნეებმა ყბები + დაიხეთქეს, დანიელა ურიამ ხმა ჩაიხლიჩა, მეთარემ თითები დაიმტვრია, მეარღნემ + არღანი დაღალა, ოცმა მეეტლემ ჭენებით ცხენები დახოცეს, ხოლო მოქეიფე ქალები + უძილობისგან და უილაჯობისგან ფეხზე ძლივსღა იდგნენ და დათხოვნას + ეუბნებოდა: + - რაიო? ფულიო? არავინ არ გაბედოს ფულზე ლაპარაკი. ყველაფერი ჩემი ხარჯია. + ხვალ დილით სწორედ ათ საათზე ყველანი შინ მეწვიეთ და ანგარიშს იქ + გაგისწორებთ. ხვალ ყველანი ჩემი სტუმრები ხართ: ერემოც, დანიელაც, ბიჭებიც, + ქალებიც და „ფაიტონჩიკებიც“. ერემო! კვირას შიქია გვპატიჟობს ყველას. დაემზადე, + არ შემარცხვინო, დანიელა! შენც ხმა ჩაიწმინდე! ყმაწვილებო, ექსტრა! ერემო, ვსვამ + შენს სადღეგრძელოს! - და გაბერილ-გაბღენძილ ერემოს ისეთი თბილი, მეგობრული + და ძმური სიტყვა უთხრა, რომ თვითონაც ატირდა და ერემოც ააცრემლა. ერემოს + კოცნით ტუჩები და ლოყები გაუცვითეს, სარდაფი დაუცალეს, სანოვაგე გამოულიეს + და ეისეთი ჭეა-ქუხილით, ღრიანცელით და ყიჟინით შემოცვივდნენ ქუთაისში, რომ + უცხოს ეგონებოდა, მტერმა ციხე შემოანგრია და, გამარჯვებით დამთვრალი, ქალაქში + შემოიჭრაო. + შუაღამე რომ გადავიდა ქუთაისიდან ხონისაკენ ერთი ეტლი გავიდა. შიგ ორი + ახალგაზრდა იჯდა. ორივენი ისე იყვნენ ყაბალახებით ახვეული, რომ ვერავინ + მოახერხა მათი პირსახის დანახვა და ცნობა. ეტლმა ლაითაძის დუქანს გრიგალივით + გაურბინა. მგზავრები მოიბუზნენ და თავიანთ ხაბაკ-ხუბაკში ჩაძვრნენ. დუქანს რომ + კარგა მოშორებით დასცდნენ ორივენი ისევ ამოძვრნენ და გასწორდნენ, პირსახიდან + ყაბალახები აიხსნეს და შვებით ამოისუნთქეს. ბოლოს ერთმა მათგანმა წამოიძახა: + - მშვიდობით, ქუთაისო! + - მშვიდობით! - გაიმეორა მეორემ: - ვინ იცის, როდისღა ვნახავთ ერთმანეთს! + მეორე დღეს ათი საათიდან ვოლკოვის ქვრივი ძლივს ასწრებდა კარების გაღებას და + პასუხის გაცემას: + - Уехали! Уехали, говорят вам! Совсем уехали, совсем! Вот надоели! Господи, вот + замучили! + სახლის წინ ერემო, დანიელა და ლათაიძე კბილებს აკრაჭუნებდნენ, მეარღნენი + ავლაბრულად იგინებოდნენ, ქალები ილანძღებოდნენ, ხოლო მეეტლეებმა + კვაჭანტირაძის ძებნაში ცხენები დაღალეს და ქუთაისი გადაატრიალეს. + სამი დღის შემდეგ ბორჯომიდან მაიზელსონი დაბრუნდა, იმავე ხანებში ფოთიდან + არუთინოვი ამოვარდა, ჭიათურიდან საროკინი ჩამოვარდა. სამივენი ჯერ სირბილით + გაიწურნენ ოფლში, მერმე ყველანი გერცოვს შეუცვივდნენ. სასტუმრო ოთახში + ოთხივენი შეხვდნენ ერთმანეთს, ოთხივე ჩაეჭიდა იმ როიალს და ოთხივე გაჰკიოდა + ერთხმად: + - ჩემია! ჩემია! + როცა ყვირილით და კამათით დაიღალნენ, დასხდნენ და ერთმანეთს თავიანთი + ამბავი დინჯად უამბეს და თავიანთი უფლება დაასაბუთეს. მაიზელსონი შედარებით + არხეინად იყო, სხვებს დასცინოდა და მასხარად იგდებდა, დანარჩენები კი + ილანძღებოდნენ და იმუქრებოდნენ. ბოლოს საქმე იმით გათავდა, რომ გერცოვმა + იგივე როიალი ხელმეორედ იყიდა მაიზელსონისაგან, ხელცარიელი არუთინოვი + ისევ ფოთში ჩავიდა, გამწარებული საროკინი ისევ ჭიათურაში ავიდა, კვაჭს კი თავი + დაანებეს, რადგან ამ დროს ქვეყანა უპატრონოდ იყო და ოთხივე დაზარალებულს + რუსეთში გადაკარგული კვაჭის დევნა ტყუილად ჩაუვლიდათ და ვექილების ფულიც + დაეკარგებოდათ. + ან რას ჩამოაცლიდნენ გაფხეკილ სტუდენტს? + რას იზამ! ამ ქვეყნად ყველაფერი ანგარიშის საქმე ყოფილა. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი სახლის ყიდვისა + იმავე ხანებში ვოლკოვის ქვრივს ვინმე ხუხუ ჩიჩიასგან ნოტარიული განცხადება + მოუვიდა. ქვრივმა წაიკითხა და ელდა ეცა, თვალები შუბლზე აუვარდა, ენა მუცელში + ჩაუვარდა, მუხლი მოეჭრა და გული წაუვიდა. მადლობა უფალსა, რომ სწორედ იმ + დროს მეზობელმა ლადი ჩიკინჯილაძემ შეუსწრო და მოასულიერა. მოხუცებული + ქვრივი მაინც გონზე ვერ მოსულიყო: თავსა და ხელებს აცანცარებდა, ტუჩებს + აცმაცუნებდა და ლაპარაკს ლამობდა. ბოლოს ის განცხადება ხელმეორედ გადიკითხა + და ისევ გული წაუვიდა ვიღაც ჩიჩა სწერდა: + „ამა წლის შვიდ ივლისს მე ვიყიდე თქვენი სახლი (ქალაქ ქუთაისში რომ მდებარეობს, + ტფილისის ქუჩაზე) კვაჭი სილიბისტროს ძე კვაჭანტირაძესგან, რომელსაც თქვენგან + სრული რწმუნების ბარათი ჰქონდა, დადასტურებული ამავე წლის შვიდ ივლისს + ქალაქ ქუთაისის ნოტარიუსის ანჯაფარიძის მიერ. გარდა ამისა იმავე დღეს მე + გასესხეთ ნაღდი ფული ოთხი ათასი მანეთი თქვენ მიერ ხელმოწერილი თამასუქით, + რომელსაც ვადა გაუვიდა ამა წლის პირველ სექტემბერს. გთხოვთ შვიდი დღის + განმავლობაში სახლი დამიცალოთ, რადგან მე თვითონ ვაპირებ ჩემს სახლში + გადმოსვლას, ხოლო სამი დღის განმავლობაში გამინაღდოთ ვალი თავის + სარგებლით. + ხუხუ ჩიჩია + სამტრედია, ხონის გზა, სახლი პ უ პ ი კ ვ ა ჭ ა ნ ტ ი რ ა ძ ი ს ა“. + იმავე საღამოს ვოლკოვის ქვრივი განთქმულ ვექილ ტვიჩიასთან მიჩანჩალდა. ის + ვექილი ქვრივის მდგმურმა ლადი ჩიკინჯილაძემ მიასწავლა, თორემ რა ესმოდა + კანონების ან ვექილების ავკარგობისა სამოცი წლის მოხუცს, რომელსაც აქამდე + მხოლოდ ის ჰქონდა გაგონილი, რომ სადღაც არსებობენ სასტიკი მოსამართლენი, + უბედურთა მხსნელი ვექილები, ულმობელი ბრალმდებელნი, და „საწყალი, + ღვთისგან და ხალხისგან დაჩაგრული „კატორღელები“? ან ის რა იცოდა, ან საიდან და + როგორ გაიგებდა გამოჩერჩეტებული მოხუცი, რომ იმავე დღეს შოლიას დუქანში + ბალახვანის ქუჩაზე ერთად ისადილეს და იქეიფეს სილიბისტრო კვაჭანტირაძემ, + ხუხუ ჩიჩიამ, ტვიჩიამ და ქვრივის მდგმურმა ლადი ჩიკინჯილაძემ, რომელიც იმავე + საღამოს მეტის გულკეთილობით და თავაზიანობით იმ ჩაჩანაკ დედაკაცს განთქმულ + ვექილის ტვიჩიას კარებამდის მიჰყვა? ან იმას როგორ იფიქრებდა, ან გულში როგორ + გაიტარებდა მორწმუნე, გულუბრყვილო და უცოდველი ტამბოველი ქალი, რომ + სწორედ ტვიჩია იყო სილიბისტრო კვაჭანტირაძის და ხუხუ ჩიჩიას ვექილი, და რომ + ის წერილი, რომელმაც დილით ქვრივს გული შეუღონა, იმავე დღეს სწორედ ტვიჩიამ + დასწერა და გაჰგზავნა? + ტვიჩიამ ვოლკოვის ქვრივი დიდი თავაზით, ღიმილით და ალერსით მიიღო. + ტკბილმა ენამ, ცხელმა ჩაიმ და ვარდის მურაბამ ის დედაკაცი სულ დაატკბეს, + მოჰხიბლეს და ტვიჩიას ხელში ჩაუგდეს. + ქვრივმა რომ ყველაფერი გადაუშალა და ცრემლით გული მოიჯერა, ტვიჩიამ + დიდხანს იფიქრა და მერმე დინჯად და გულწრფელ კილოზე უთხრა: + - მენანებით, ისე მენანებით, როგორც საკუთარი დედა. მაგრამ მარტო სიბრალული + საქმეს ვერ უშველის. ჯერ ერთი: თქვენ ანარქისტებისთვის ფულით გაგიწევიათ + დახმარება. მთავრობამ რომ ეს ამბავი გაიგოსთ, ან ჩამოგახჩობსთ, ან ციმბირი აქეთ + დაგრჩებათ. ნუ ღელავთ, დამშვიდდით. მეც ვიცი, ნებაყოფლობით არ მიგიციათ ის + ფული, მაგრამ ეგ სულ ერთია, მათ თქვენგან ფული მიიღეს და ამით ხელი + მოიმართეს. მადლობა შესწირეთ უფალსა, რომ მე წამაწყდით. სხვა, ჩემ მაგივრად არ + გაჩუმდებოდა, სადმე იტყოდა და დაგღუპავდათ. ერთ რჩევას მაინც მოგცემთ + როგორც ჩემს დედას და ღვთისნიერ ადამიანს: ეგ ამბავი არსად, არასოდეს და არავის + აღარ გაუზიაროთ. გირჩევთ იგი საფლავში ჩაიტანოთ, თორემ - ვიმეორებ - არასგზით + არ აგცდებათ ან კატორღა, ან ჩამოხრჩობა. ეხლა მეორე: თქვენ კვაჭანტირაძესთვის + სრული რწმუნების ბარათი, ე.ი. სახლის გაყიდვის უფლება მიგიციათ. მესამე: + მისთვისვე მიგიციათ ოთხი ათასი მანეთის თამასუქი. რაო, ათას მანეთზე იყო + ლაპარაკი? თამასუქში არაფერი არ ეწერა? მოწმე არა გყავთ? მაშ ლაპარაკიც + ზედმეტია. თუ მაგაზე დაიწყეთ დავა, ანარქისტების დახმარებაც ფეხს გამოჰყოფს, + მაშასადამე, ისევ ჩამოხჩობა ან ციმბირი, მოგელისთ. + ვექილი კიდევ დიდხანს აშინებდა და აფეთებდა შიშისგან ენადაბმულსა და + მიბნედილ დედაკაცს და ბოლოს უთხრა: + - ჩემი რჩევა და ღრმა რწმენა ასეთია: მე იმ ჩიჩიას ვიცნობ. იქნება მოვახერხო, რომ მან + ამ სახლში ერთი ოთახი მაინც დაგითმოსთ საჭირო ავეჯეულობით. ცოტა პენსია + გაქვთ, ცოტასაც კერვით ან სამსახურით იშოვით და მეტიც არ უნდა მარტოხელა + დედაკაცს. დედაშვილურად გირჩევთ დასთანხმდეთ, თორემ სრულიად + ხელცარიელი დარჩებით და მე ნუღარ დამაბრალებთ. მაშ მოიფიქრებთ? კეთლი, + მოიფიქრეთ და მობრძანდით, ოღონდ ფრთხილად! არავის უამბოთ ის ამბავი + თორემ... ღამე მშვიდობისა! ძილი ნებისა... აქეთ მობრძანდით... - და ლასლასით + მიმავალი დედაკაცი კარებამდის მიაცილა. + ქუჩაში ვოლკოვის ქვრივს შემთხვევით ლადი ჩიკინჯილაძე შეჰხვდა, რომელმაც + ძლივს მიიყვანა სახლში. ის საღამო და მეორე დღე ჩიკინჯილიაძე არ მოშორებია + ავადმყოფ დედაკაცს, რომელიც ხანგრძლივი ლოცვის, ფიქრის, ოხვრისა და + ტირილის შემდეგ ისევ ტვიჩიასთან მივიდა და უთხრა: + - თანახმა ვარ, ოღონდ მომეხმარეთ რომ ჩემივე სახლში ერთი ლუკმა პური და ერთი + კუთხე მქონდეს. + ტვიჩიამ ადვილად და მალე მოუხერხა. + ერთი კვირის შემდეგ სილიბისტრო კვაჭანტირაძემ თავისი „სასტუმრო“ გაჰყიდა, + სამტრედიაში რომ ჰქონდა, ხონის გზის ნაპირას, ზოგი ხაბაკ-ხუბაკით აიბარგა და + გადმოსახლდა დიდს, მშვენიერს, მდიდარსა და სუფთა ქუთაისში საკუთარ სახლში, + რომელიც მან, როგორც თვითონ ამბობდა, „მძიმე შრომით და საკუთარი ოფლით“ + შეიძინა ერთ უპატრონო ქვრივისაგან, რომელიც ისე შეიბრალა, რომ კიბის ქვეშ + პაწაწინა ბნელი ოთახი მისცა მას და მცირეოდენი ავეჯიც დაუთმო. + ხუხუ ჩიჩიას მეუღლეს, კვაჭ კვაჭანტირაძის ბებიას, პატივცემულ ნოტიოს ახალ + საკუთარ სახლში, ტფილისის ქუჩაზე, პირველსავე ღამეს გაახსენდა: + - გეიხსენეთ ჩემი სიტყვა, კვაჭიკოს დაბადების ღამეს რომ გითხარით. მზემ რომე იმ + დღეს თავზე გვიგრვინი დეიდგა, ეს იმის ნიშანი იყო, რომე კვაჭის ბრწყინვალე და + სახელოვანი მომავალი მოელის თქვა. იმავ დღეს რომე ალვის ხეზე მეხი დიეცა და + ჟონდიას დუქანიც ეშმაკებმა წეიღეს, ესეც იმის ნიშანი იყო, რომე კვაჭის მტრებს - + ჯვარი აქოურობას! - მეხი დიეცათ და გულები ისე დოუსკტებათ, რავარც მეხმა ის + ალვის ხე გახეთქა თქვა. სილიბისტრომ რომე მანეთიანი იპოვა, აგიც კვაჭის + გამდიდრებაა თქვა. ასთე ვთქვი ცხრამეტი წლის წინეთ. არ გამართლდა ჩემი სიტყვა + თუ? + ნოტიოს წინასწარმეტყველება ყველამ მოიგონა და ყველანი დაეთანხმნენ, რომ იგი + მართლა გამართლდა. სილიბისტრომ ერთი რამეც გაიხსენა: + - გახსოვთ ჩვენი კვაჭკო პაწაწობაში ტირილის დროს „მე-მეს“ რომ გეიძახოდა? მაშინ + ვთქვი: ეს ბოვშვი არავის აფერს არ შეარჩენს და თელ ქვეყანას დეიჩემებს თქვა. არ + მართლდება ჩემი სიტყვაც? + სილიბისტროსაც დაეთანხმნენ. + - ვენაცვალე ჩემს კვაჭიკოს! - დაუმატა კვაჭის დედამ პუპიმ: - სიბერეში ქუთაისში + დამასახლა. + - ისიც საკუთარ სახლში, - დაამთავრა კვაჭის პაპამ ხუხუ ჩიჩიამ და სილიბისტროს + მიუბრუნდა: - ჰა, სილიბისტრო! რაღა გაქვს აწი სანატრი? ერთი პრაპორჩიკის ჩინი, + პოლეტები და... შენზე უკეთესი მარშალი კიდო იქნება საქართველოში თუ? + - ყოლიფერი ღვთის ხელშია, ვენაცვალე იმის მადლს! - დაამთავრა ბაასი პუპიმ. + იმ ღამეს სილიბისტრო ძილში შფოთავდა. იბღინძებოდა და იბერებოდა, რადგან + სიზმარში თავად-აზნაურთა მარშალი გამხდარიყო, გულზე ათიოდე ვარსკვლავი და + ჯვარი ეკიდა, მხრებზე ეპოლეტები უბრწყინავდა და ტანზე კამერ-იუნკერის თეთრი + მუნდირი ეცვა, სულ ოქრო-მკედით მოქარგული, ხოლო უკან - ნიშნად მეფის + ნდობისა მაღალ ხელისუფლებისა და ოქროს დიდი გასაღები ჰქონდა დაკიდებული. + სწორედ იმავე ღამეს მისმა სასიქადულო და სახელოვანმა შვილმა კვაჭი + კვაჭანტირაძემ ბათომში ბილეთი იყიდა და რუსეთისაკენ მოუსვა. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი საბედოს ძებნისა + კვაჭი სამტრედიის სადგურზე დილის ოთხ საათზე გამოვიდა. მას მოჰყვნენ + სილიბისტრო, პუპი, ნოტიო და ხუხუ, რომელნიც ქუთაისში გადადიოდნენ + საცხოვრებლად. კვაჭის გამოჩენამ სადგურის მოხელენი გააკვირვა, რადგან ათიოდე + წლის წინათ სამტრედიაში დაჟინებით ავრცელებდნენ ამბავს, კვაჭი ყაზანის + სასულიერო აკადემიაში წავიდაო. სამტრედიელი ქალები თითქმის სტიროდნენ და + მოსთქვამდნენ: + - უი, საწყალი! ასეთი ლამაზი ყმაწვილის დამარხვა ცოდვა არაა! კვაჭი და + მონასტერი?! უი, საწყალი დედა მისი პუპი! ნეტა, თავადაც არ წევიდეს მონაზვნად! აქ + რაცხა ამბავი უნდა იყოს! + სილიბისტრომ რომ სახლი გაჰყიდა, სამტრედიაში ჭორი ნამდვილ ამბავად + გადააქციეს, + - ქე არ გითხარი, პუპი მონაზონად მიდის თქვა? ამბობე, კვაჭიც ბერად მიდისო საცხა + ყაზახიაშიო. პუპის ეს ამბავი თურმე ვერც ოუტანია და თავადაც საცხა ბოდბიაში + შედის მონაზონად. ქმარსაც მიტომ ეყრება. სილიბისტრომაც მიტომ გაყიდა სახლი და + ქუთაისში მიდის თურმე მარშლად. + ასეთი, ან თითქმის ასეთი მითქმა-მოთქმა დადიოდა სამტრედიაში სილიბისტროს + ოჯახის შესახებ, რომელიც ეხლა სადგურზე გამოკრებილიყო და მატარებლის + მოლოდინში ყველანი ჩაის მიირთმევდნენ ლიმონით და ნამცხვარით. + სილიბისტრომ სამიოდე ნაცნობს უთხრა: + - აჰ, მაი ტყვილა უთქვამთ. მართალია, ჩემი კვაჭი ქალაქ ყაზანში მივა, მარა მისი + ბერად გაკრეჭა ჯერედ არ მოხთება. კვაჭი მაჭარია. როცა დადუღდება, მაშვინ + ვნახოთ... მე? მეც მომწყინდა აქოურობა. ქუთაისში მივალ სამუდამოდ. მეყო, რაიც + პატივი მეცით აქოურებმა, აწი ქუთაისში მეწვიეთ... სახლში? დიახ, ჩემო ბატონო, ქე + ვიყიდეთ პაწია სახლი, მარა მეტად ძვირად დამიჯდა. მარშლობა? აჰ, მაგას არ + ვფიქრობ. ქე მთხოვენ, მარა... + ტფილისის მატარებელი გრიალით და შხუილით მოვარდა. ყველანი დაფაცურდნენ, + კვაჭის ხაბაკი ვაგონში აიტანეს და თვითონაც ავიდნენ. კვაჭს მოუალერსეს, + მრავალჯერ დაჰკოცნეს. იტირეს და ასი რჩევა-დარიგება მისცეს. ბოლოს + სილიბისტრომაც ჩაიხუტა თავისი ერთა და ნუგეში: + - ჰა, შვილო კვაჭიკო, ქე ვშორდებით ერთმანეთს. აწი სწავლაც ჩემზე მეტი გაქვს, + გამოცთილებაც, მოხერხებაც, მარა ორიოდე სიტყვა ქე მეთქმის მაინც. დიდ ქვეყანაში + მიხვალ, შვილო. იქნება ორ დღეში აშენდე, მარა იქნება კიდეც დეიღუპო. ამიტომ + ძალიან ფრთხილად უნდა მეიქცე, რუსეთში ათას ვინცხას შეხვთები, იქინეც + გაპარტახებული ჟულიკი უფრო მეტია, ვინემ ჭკვიანი და პატიოსანი. დიდკაცებში + გაერიე, გეეცალე და დიეთხოვე მოუსვენარ ამხანიკებს, რაცხა ყაზილარებს, გლახა + ყაზახებს. ჩამოეცალე ღვინოს, ქალებს და კარტს, თვარა გლახა საქმეს დაგმართვიან. + არ დეივიწყო შენი დედ-მამა და ყოლიფერი მომწერე. აპა, შვილო, შენი იმედით... შენ + იცი... + ყველანი ხელმეორედ ატირდნენ. მატარებელი დაიძრა და წყვდიადს შეერია. კვაჭმა + თვალი მილულა. + ქობულეთთან გამოიღვიძა. გათენებულიყო. იქვე მარჯვნივ შავი ზღვა + გადაშლილიყო, - უსაზღვრო, მტრედისფერი მოლაპლაპე და ანკარა სარკესავით. + მატარებელი ზოგჯერ ზედ ზღვის პირზე მიჰქროდა, ზოგჯერ ოდნავ მარცხნივ + ასცდებოდა. ზღვა ყრუდ დრტვინავდა, საარაკო ვეშაპივით ოხრავდა, შიშინებდა, + შხუოდა. მატარებელს ხან ერთის მხრით, ხან ორივე მხრით მისდევდა გვიმრის მწვანე + ხეივანი. მარცხნივ პირაღმა მიჰქროდნენ სუროთი შემოსილი კლდეები, ტყით + დაბურული გორები, სუფთა და კოხტა აგარაკები, სამოთხისებურად მორთული და + მოკაზმული ბაღჩები და ბაღები, კვაჭისთვის უცნობ-უნახავის მცენარეულობით + აკუნწლულნი. ერთი ხნიერი სტუდენტი ელაპარაკებოდა ორ მგზავრს: + - აგერ ის უზარმაზარი მოთეთრო ხე ევკალიპტუსი გახლავთ. მას კოღო ძალიან + ერიდება, რადგან მის სუნს ვერ უძლებს... აი ეს ხენი ვარდისფერად რომ + აკუნწლულან, დეკა გახლავთ, ევროპულად როდოდენდრონი ჰქვიან. აგერ იქ რომ + ხშირად და ტანადად აყრილა, ჩინურ-იაპონური ბამბუკია. ძალიან სასარგებლო რამ + არის: ავეჯს, ქოხებსა და ათასნაირ ნივთს აკეთებენ... ეს ჩვენებური სოჭი გახლავთ - + ჰაბიეს ნორდმანიანა... ეს იტალიური ფიჭვია... ეს ნაძვია... ამას ბიოტას უწოდებენ + ლამაზი და კოხტა მცენარეა, არა? ეს კვიპაროსია, გეცოდინებათ... ალბათ ამასაც + იცნობთ, ჩვენებური ჭანდარია... ეს ვერხვია... ეს არის იელი, ანუ შავფაფარა, სხვები + აზალიას უწოდებენ ეს კი ლიმნის და ფორთოხლის ბაღებია. ეს ჩაის პლანტაციები + გახლავთ... აი ციხისძირიც ამ ციხეს რუს-ქართველებმა 1871 წელს მრავალზე + უმრავლესი ხალხი შეაწყვიტეს, მაგრამ ოსმალებმა ხელიდან არ გაუშვეს... აი ჩაქვაც. + აქ განთქმული ბოტანიკური ბაღია, მეორე ალაგი უჭირავს ქვეყანაზე... პირველი? + პირველობა მელბურნის ბაღს ეკუთვნის, ავსტრალიაში გახლავთ... აი მახინჯაურშც + მივედით. აი ფორტებიც. აგერ იქ, მთის წვერზე ერგეს ფორტია, იქით - ჰამიდიე, აქეთ + მეგრული, მარჯვნივ ზღვის პირზე - ბარცხანა... + მატარებელმა შხუილით ჩაურბინა ბარცხანას. კვაჭის თავბრუ დაესხა ამ სტუდენტის + ყურის-სმენით. ჯერ კიდევ ათასი რამ იყო თურმე კვაჭისთვის მისსავე სამშობლოში + სამტრედიისა და ქუთაისის გვერდით უცნობი და უნახავი. + მგზავრები ვაგონის ფანჯრებს ეხვეოდნენ, მარჯვნივ და მარცხნივ გადაშლილ უცხო + სანახაობას გადასცქეროდნენ და თავიანთ აღტაცებას და გაკვირვებას ხმამაღლა + გამოსთქვამდნენ. კვაჭსაც ძალიან მოსწონდა ის ბაღები და აგარაკები, მაგრამ მას ვერ + გაეგო და ვერ ეგრძნო ზოგი მგზავრის გიჟური სიხარული და ბავშვური ჟრიამული + წინაშე თვალწარმტაც ბუნებისა და უთავბოლოს, მოუსვენარსა და მრისხანე ზღვისა. + შორიდან ზღვა ლამაზი იყო, მაგრამ კვაჭმა ალღო აუღო მის ვერაგობას, + ცვალებადობას, და მის წინაშე წინდაწინვე აივსო შიშით, ძრწოლით და + უნდობლობით. + მატარებელმა ბარცხანას ჩაუქროლა, მერმე სირბილს უკლო და დინჯად მიცურდა + ბათომის სადგურზე. კვაჭი ბაქანზე ჩამოვიდა მიიარ-მოიარა და ათიოდე ქუთათურ + სტუდენტს შეჰხვდა. თბილისელებიც მრავლად იყვნენ. ერთმანეთი გაიცნეს, ამბავი + გამოიკითხეს და ბათომის დათვალიერება გადასწყვიტეს. ბარგი სადგურზე მიაბარეს + და ქალაქს მოედვნენ. + გემი შუაღამისას გადიოდა. კვაჭს რამდენიმე ამხანაგი აჰყვა. ქუჩებში მიიარ-მოიარეს, + ქალაქის ბაღი ნახეს, დიდხანს ისეირნეს ზღვის პირზე, აათვალ-ჩაათვალიერეს + ფორტი ბურუნტაბიე, აზიზიეს მისგითი და ბოლოს ნავსადგურში გავიდნენ, + რომელიც სავსე იყო ნავებით, იალქნიან ხომალდებით და ორთქლის გემებით. იქვე + გრძელი, მაღალი და კოხტა „პუშკინი“ იდგა. მგზავრები უკვე ასულიყვნენ და ბაქანზე + დასეირნობდნენ. გემი იტვირთებოდა, ირეცხებოდა, ჰბოლავდა და სამგზავროდ + ემზადებოდა. + ზოგნი ყველაფერს ჰკვირობდნენ: სუფთა ქალაქს, კოხტა ბულვარს, უცხო + მცენარეულობას, უზარმაზარ ზღვას, ხომალდებსა და გემებსაც, კვაჭი კი + გულმშვიდად იყო და ისე არხეინად ზედაპირულად ათვალიერებდა ყველაფერს, + თითქოს მისთვის აქ უცნობი და უნახავი არაფერი არ ყოფილიყო, საღამო ჟამზე + კვაჭიმ მეორე კლასის ბილეთი იყიდა და გემზე ავიდა. + თბილი საღამო იყო. ზღვის პირი ელექტრონის ლარით იყო გაკაშკაშებული, + ნავთსადგური წითელი, მწვანე, ყვითელი და მოთეთრო ცეცხლით იყო აჭრელებული. + კუპრივით შავი ზღვა ამ ცეცხლის ზოლების ანარეკლით ლაპლაპებდა. ნავთსადგური + ხშირად ისერებოდა ნავებით და იქიდან ქართულ-რუსული სიმღერა, ჟრიამული და + სიცილ-კისკისი მოისმოდა. + უცებ გემს სტუდენტებით გაჭედილი ათიოდე ეტლი მოადგა. მათ ისეთი ყვირილით, + ყიჟინით და ჟივილ-ხივილით მიიტანეს იერიში იმ გემზე, თითქო იგი აბორდაჟით + აიღესო. აცვივდნენ და ისე მოედვნენ ბაქანს, როგორც საკუთარს ეზოს. მალე ისევ + შეიკრიბნენ გემის ცხვირზე, სალამური აასტვინეს, დოლი ააბრახუნეს, ტაში ასტეხეს + და გიჟური ლეკური დაუარეს, თანაც ჰყვიროდნენ: + - ტაში-ტუში! ტაში-ტუში! + კაპიტანმა მათი შენელება სცადა, მაგრამ გაწბილებული დაბრუნდა, თანაც + ჰბუტბუტებდა მგზავრებს შესჩიოდა: + - ველურები არიან, ნამდვილი ველურები არიან! ვიცი, აქაურობას აიკლებენ თუ + ვეტყვი რამეს, ყველანი მუშტებზე იცქირებიან, შესაძლებელია მუცელში ხანჯალიც + მატაკონ. + კვაჭმა გაიღიმა და კვერი დაუკრა: + - მართალს ბრძანებთ ბატონო კაპიტანო. ნამდვილი ველურები არიან. მე კარგად + ვიცნობ მაგ ხალხს. + მგზავრები და კაპიტანი კვაჭს მოუბრუნდნენ: + - განა თქვენ ქართველი არა ბრძანდებით? + კვაჭს მზად არ ჰქონდა პასუხი, ამიტომ ოდნავ აირია და წაიბორძიკა. + - ჰმ... დიახ, მაგრამ... მამით გურული ვარ, დედით - მეგრელი, აღზრდა-დაბადებით კი + იმერელი. + კაპიტანმა და ერთმა მოხელემ კვაჭის ნალაპარაკევი სწორედ გაიგეს: ენა აისხეს, + დაიმკლავეს, მორიდების ტანისამოსი გაიხადეს, ზრდილობის პირბადე ჩამოისხნეს + და ერთი საათით წუმპეში აგორავეს კვაჭის ამხანაგებიც და მათი ნათესავებიც. კვაჭი + კი თანხმობის ნიშნად წამდაუწუმ თავს იქნევდა: + - დიახ... სრული სიმართლეა... ყველანი ლოთები, ყაჩაღები, ტერორისტები და + შანტაჟისტები არიან... დიახ, კარგად გცნობიათ. მაგდენ სტუდენტობიდან გიმნაზია + ნახევარსაც არ ექნება წესიერად გათავებული. დიპლომები ან ყალბია, ან მუქარით + აქვთ მიღებული, ან ფულით ექნებათ ნაყიდი... ვინ იცის რამდენია მათ შორის + მძარცველი, ალფონსი და ბავშვების მტაცებელი! + და ხუთიოდე მაგალითი უამბო, ზოგი მართალი და ზოგიც მოჭორილი, და ბოლოს + დაუმატა: + - ისიც მოგეხსენებათ, რომ უდიდეს მნიშვნელობა აქვს ოჯახს, აღზრდას, ტრადიციას, + მორწმუნეობას, მაგათ არც ოჯახი აქვთ, არც აღზრდა, არც ტრადიცია სწამთ, არც + ღმერთი და არც ეშმაკი. + მსმენელებმა რომ თავიანთი ჭკუისა და რწმენის კაცი იპოვნეს, უფრო მიიწიეს + კვაჭისკენ, უფრო მოუშვეს ენას, ერთმანეთი აიყოლიეს და ერთმანეთს გულნადები + გადაუშალეს. ბოლოს კაპიტანმა ჰკითხა კვაჭს: + - ბოდიშს ვიხდი... მე მსურს უფრო ახლოს გავიცნო ისეთი ჭკუიანი და პატიოსანი + ახალგაზრდა. მე სიდოროვი გახლავართ. + - დიდად სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, დიდად! თავადი კვაჭანტირაძე გახლავართ. + და სილიბისტროს შვილმა ყველას ნამდვილი თავადური მედიდურობით ჩამოართვა + ხელი. + კვაჭს სიტყვა „მარშალი“ კარგახანს უტრიალებდა ენაზე, მაგრამ რაკი არავინ გაუბედა + მისი სოციალური მდგომარეობის შესახებ პირდაპირი გამოკითხვა, მან დრო იხელთა + და გაკვრით სხვათა შორის, თვითონ ჩაურთო ლაპარაკში: + - მამა ჩემმა ასეთს გახრწნილ ხალხს ვეღარ გაუძო და რამდენჯერმე თავი დაანება + თანამდებობას - თავად-აზნაურთა მარშალი გახლავთ - მაგრამ თითქმის ძალით + დააბრუნეს. ეხლაც უსასყიდლოდ მსახურობს. პირიქით, ბევრი თავისიც ეხარჯება ამ + სამსახურში. ეს კიდევ არაფერია: ყველა თხოულობს მისგან ათასნაირ სიყალბეს: + სამხედრო ბეგარისგან განთავისუფლებას, ყალბი მოწმობის მიცემას და ათასნაირ + ჰარამზადობას, მაგრამ მამა-ჩემი სხვანაირი ოჯახის შვილია და სხვანაირად ესმის მას + მეფის, სამშობლოსი და თავად-აზნაურთა სამსახური. რამდენიმე შემთხვევა + მახსოვს... + და „თავადმა“ კვაჭმა რამდენიმე მაგალითი უამბო „თავად აზნაურთა მარშლის“ + ერთგული სამსახურის, მისი რომაული სიმტკიცის, იშვიათი პატიოსნებისა. ბოლოს + ვახშმის ზარმა ძლივს დაუბა ენა. ყველანი სასადილოსკენ დაიძრნენ და თან ნაწყვეტ- + ნაწყვეტად ისროდნენ: + - საშინელი ხალხია, საშინელი!.. ერთი დღით რომ აუშვათ, მხეცებივით დასჭამენ + ერთმანეთს... მაინც სახიფათო დროში ვცხოვრობთ... ღმერთო გვიშველე!... ღმერთო + გვიხსენი! + ვახშმად კვაჭს ერთი მხრით ახალგაზრდა, ტანადი, ქერა ადესელი ფარშევანგი ჰყავდა, + მეორე მხრით კი კაპიტანი სიდოროვი, როცა მგზავრებმა გაიგეს, რომ თავადი კვაჭი + ადესაში მიდიოდა, ყველას ძალიან გაუხარდა, ნამეტან კი ქერა ქალს და კაპიტან + სიდოროვს, რომელმაც ბოლოს კვაჭს უთხრა: + - თუ პატივს დამდებთ, დიდი სიამოვნებით დაგითმობთ ჩემს ოჯახში ერთს ან ორ + ოთახს. არ მიჭირს, მაგრამ თქვენისთანა ჭკუიანი და ბრწყინვალე ოჯახიშვილისთვის + ბევრ რამეს დავთმობ. ცუდი დროა, სახიფათო დროა. ოჯახში მამაკაცი არა მყავს და + თქვენისთანა ვაჟკაცი რომ ჩამისახლდება, არხეინად ვიქნები. + აბა რა იცოდა მაშინ სიდოროვმა, რომ ოჯახში კვაჭის შეშვებას მგლის შეყვანა ერჩივნა. + მაგრამ ყველა რომ ყველას იცნობდეს, მაშინ ამ ქვეყნად ერთი ბედოლვათი კვაჭუნიაც + ვეღარ გასძლებდა. + კვაჭმა უცებ მოსპო ლაპარაკი თავის თავადობის, სილიბისტროს მარშლობისა და + თავის ხალხის გარყვნილებაზე, რადგან მოვახშმეთა შორის ათიოდე სტუდენტიც + ჩაერია, და მთელი ძალღონით, მახვილი ჭკუით, თავაზიანობით, თაფლის ენით, + შაქრის ხმით და მეტყველის თვალებით მიიტანა იერიშ ქერა ფარშევანგზე და ერთ + საათში უკვე აიღო პირველი რიგი ადესელი ციხისა. + ვახშამი რომ გაათავეს, ისევ ბაქანზე ავიდნენ. გემმა მესამეჯერ დაიღრიალა. + გამცილებელნი ჩავიდნენ, უკანასკნელი მგზავრები და დაგვიანებული მეზღვაურნი + ამოვიდნენ, ტრაპი აალაგეს, ღუზა ამოზიდეს და წვივის სისქე ღვედებით დაბმული + გემი აუშვეს. + გემის ბოლოს ბურღი ატრიალდა, წყალი ააჩქეფა და მანქანებმა რაკუნი ასტეხეს. გემი + დინჯად მოსწყდა ნაპირს, ნელ-ნელა გაცურდა ნავთსადგურის შუაგულში, იქ ძლივს- + ძლივობით მოტრიალდა და ცხვირი შუა ზღვას მისცა. + მანქანებმა რაკა-რუკს უმატეს, მერმე ბათქა-ბუთქი ასტეხეს: ცეცხლის ვეშაპივით + ჰქშინავდნენ, ოხრავდნენ და დუდუნებდნენ. გემი ოდნავ თრთოდა, მედიდურად და + ხარბად ლევდა წყვდიადსა და შხუილით სჭრიდა კუპრივით შავს, უძიროსა და + უსაზღვრო ზღვას, რომელიც სიბნელეში ოდნავ ჰკვნესოდა, შხაპუნებდა და + შრიალებდა. ბათომის ნავთსადგურის ცეცხლის ლარი ოდნავღა მოსჩანდა. უკვე + მიყუჩებულ გემის ბაქანს ორ ანძაზე ჩამოკიდებული ელექტრონის ორი დიდი ლამფა + ანათებდა. + აღმოსავლეთით მარიხ ვარსკვლავი აციმციმდა. კვაჭი კვაჭანტირაძე მარტოდ-მარტო + იდგა გემის ცხვირზე და ყურს უგდებდა ზღვის შხუილს, გემის ზანზარს, მანქანების + ბაქა-ბუქს. გასცქეროდა შავსა და განუჭვრეტელ სივრცეს, უთვალავ მოციმციმე + ვარსკვლავებით მოჭედილ ცის გუმბათს და ეგონა, ჰფიქრობდა, მოელოდა და + ჰგრძნობდა, რომ მისთვის, მხოლოდ და მხოლოდ მისთვის იყო გაჩენილი ეს + უზარმაზარი და უსაზღვრო ქვეყანა. რომ იგი ქვეყანა მას, სამტრედიელ + სილიბისტროს შვილს, კვაჭი კვაჭანტირაძეს, მოუთმენლად მოელოდა. რომ + საიდუმლო და თვალუწვდენელ რუსეთში ყველანი და ყველაფერი მისთვის იყო + გამზადებული და ერთი უბედო ქალივით ნატრულობდნენ და მოელოდნენ + საზღაპრო ბრწყინვალე თავადს: მარმარილოს სასახლენი, თავდახრილი მონა- + მოსამსახურენი, ძველი საუკეთესო ღვინო-ლიკიორები, ფრანგი მზარეულები, + ინგლისური და არაბული ცხენები. გაკრიალებული ავტომობილები, ყოველნაირ + ტომის, ტანის და ფერის ულამაზესი მზეთუნახავი ქალები და სპილოს ძვლის + საკუთარი ვაგონი ატლასით, ფარჩით და ხავერდით მორთული გემი - იახტა და + ხარისხი ჰერცოგის, თანამდებობა ჰოფმარშლის, ხელისუფლება მეფისა და ... ფული, + ფული და ფული! უთვალავი და გამოულეველი ფული, ვინაიდან სილიბისტროს + შვილს მტკიცედ, ღრმად და ურყევად სწამდა, რომ ამ ქვეყნის ღერძი და დედაბოძი + მხოლოდ და მხოლოდ ფულია, ხოლო დანარჩენი, რაც კი ამ ქვეყნად არსებობს - + მთელი მსოფლიოს სული, გულიც და ხორციც - უკლებლივ ყველაფერი მხოლოდ + ფულის მტვერია, მისი ყურმოჭრილი მონა მორჩილია და ყოველივე ისევე იყიდება, + როგორც ის ერთი წყვილი საცვალი, რომელიც მან იმ დღეს იყიდა ბათომში. + კვაჭმა აღმოსავლეთისკენ ცისკარი დაინახა და იმ მნათობს თვალი გაუშტერა, მერმე + ორივემ ერთმანეთს მეგობრული და ძმაბიჭური ღიმილით გაუღიმეს. + „აჰა, ჩემი ვარსკვლავი! აჰა, ჩემი მფარველი და თანამგზავრი!“ - წამოიძახა გულში + კვაჭმა და ხელი დაუქნია, სალამი მისცა თავის ციურ მეგობარს, რომელმაც კვაჭს + თვალი ჩაუკრა, გული გაუკეთა, დააჯერა და დააიმედა, რომ მისი ოცნება და ნატვრა + მალე ასრულდებოდა. + და კვაჭი კვაჭანტირაძეც ამ მტკიცე რწმენით და ღრმა იმედით მისცურავდა და + მიჰქროდა თავის ახალ სამეფოსკენ, სადაც მას უხილავი, უცნობი, საარაკო საყვარელი + და უმანკო მზეთუნახავი საბედო ელოდებოდა. + + + + + + + + + + + + ამბავი მეგობართა შეხვედრისა, ცოტაოდენი + ფულის მოგებისა და პირველი საბედოს პოვნისა + + დილით კვაჭი ისევ ბაქანზე ამოვიდა. გემი ფოთში იდგა. კვაჭმა მიიარ-მოიარა, + მიიხედ-მოიხედა, მერე უცებ ისევ კაიუტაში ჩავარდა და გემის წასვლამდე + ჩაკეტილში იჯდა. მიზეზი კვაჭის დაფეთებისა უბრალო იყო: ნაპირზე თვალი + ინჟინერ არუთინოვს მოჰკრა, რომელსაც მან ქუთაისში მაიზელსონის როიალი + მიჰყიდა. + ხიფათი რომ აიცდინა, ისევ ბაქანზე ავიდა, კოხტად იყო ჩაცმული. იქაურობას უხვად + მიაბნ-მოაბნია მზიური სინათლე და საამური ღიმილი. + კაპიტანმა მეგობრულად ჩამოართვა ხელი, მოხუცმა მოხელემ მოწიწებით მოუდრიკა + კისერი, ქალებმა სიამოვნებით გაუღიმეს, თვალის შუქი შეანათეს და მიიზიდეს. + კაპიტანმა ჰკითხა: + - ბოდიშს ვიხდი, თქვენი და თქვენი მამის სახელი? + კვაჭის მეტრიკაში ჩაწერილი ჰქონდა: „ანაპოდისტ სილვესტროვიჩ“, მაგრამ ეს + ქრისტიანული სახელი იშვიათად თუ იცოდა ვინმემ. კვაჭი დიდი ხანია იტანჯებოდა + ამ პროზაული სახელით, რუსების ყურს „კვაჭიც“ ეხამუშებოდა, ამიტომ მან უმალვე + ახალი სახელი დაირქვა: + - ნაპოლეონ აპოლონოვიჩ. + ამ სახელის გაგონებაზე ყველანი გამხიარულდნენ. ქერა მზეთუნახავმა მოიწონა: + - ნაპოლეონისა რა მოგახსენოთ, აპოლონს კი ძალიან ჰგევხართ. და ისე აათვალიერ- + ჩაათვალიერა კვაჭი, ისე დააცქერდა და გაზომა, თითქოს ორი დღის უჭმელი იყო და + ცხელ მწვადს თვალით დააკვდაო. + კვაჭმა მაშინვე გადაუხადა ვალი: + - მე აპოლონისა მხოლოდ ნეკი მაქვს, თქვენ კი თმის წვერებით ფეხის ფრჩხილებამდე + აფროდიტე ბრძანდებით. + ასე შეჰყვნენ და ასეთი ქება-დიდება შეასხეს ერთმანეთს. + იმ დღიდან კვაჭს უცხოთა შორის სამუდამოდ შერჩა ეს სახელი. ზოგნი ნაპოლეონს + ეძახდნენ, ზოგნი - აპოლონს, ქალებმა კი „აპოლონჩიკი“ მიაკერეს. + გემის ბაქანი თანდათან აივსო გამოფხიზლებული სტუდენტებით. გუშინდებურად + აღარ ხმაურობდნენ და არ დახტოდნენ. გემზე მაინც მხოლოდ ისინი მოსჩანდნენ და + მხოლოდ მათი ხმა ისმოდა. ჯგუფებად იკრიბებოდნენ, ოხუნჯობდნენ, ლაღობდნენ + და ზღვასა და მზეს შესცინოდნენ. + კვაჭი ერთ ჯგუფში ჩაერია, ნაცნობებს მიესალმა და უცნობნი გაიცნო: + - გთხოვთ მიცნობდეთ: კვაჭანტირაძე გახლავართ. + - ჰამე? კვაჭანტირაძე თქვენა ბრძანდებით? ვა, ქალაქში თქვენზე ათასი ქება გამიგია, + რაღა! მეც სედრაკ ჰავლაბრიანი გახლავართ. მშვიდობაში ჩვენი გაცნობა! + - გაბო ჩხუბიშვილი ვარ! - ისე ამოიხრიალა ერთმა მოუხეშავმა კამეჩმა, თითქო + ქვევრის ძირიდან ამოიძახაო. + - საბახ ხეირ ოლსუნ, კნიაზ კვაჩანთირაძე! - გაუბედავად დაუძახა კვაჭს განზე + გამდგარმა ახოვანმა ჯალილამ და ცხენივით გააკრიალა კბილები. + - ჯალილ, შენც აქა ხარ? სად მიდიხარ? + - ადესაში, სოტა ხილი და რახჰატ-ლუხუმი უნდა გავყიდო, იქნება სოტა ფული + გავაქეთო. + - სად იყავი აქამდის, ჯალილ? + - ტიფლისში სავედი, სოტა საქონელი სამოვიღე. + - როგორა ხარ, კვაჭი? - მოიკითხა ჩიკინჯილაძემ, რომელიც ფოთში ავიდა გემზე. + - ასთე, არც აქეთ, არც იქეთ + - მაინც? ხომ ყოჩაღად დადიხარ? + - მადლობა უფალსა, არც ისთე ყოჩაღად დავდივარ, რავარც ჩემს მეგობრებს უნდათ, + მარა არც ისთე ცუდად ვარ, რავარც ჩემს მტრებს უნდათ. + ის სტუდენტიც, - თედო ყორანაშვილი, - რომელიც ბათომის მიდამოებში რუსულ- + ქართულ-ლათინურ ტერმინებს პანტასავით ისროდა, იქვე სტრიალებდა. ეხლაც იმან + ჩაიგდო იმ ჯგუფში ლაპარაკის ძაფი: + - ეს ზაფხულიც კარგად გამოვიყენე. შარშანწინ არხოტის გადასავალი გადავლახე, + შარშან - ყაზბეგისა, - წლეულს მამისონისა. გარდა ამისა, სვანეთშიაც ვიყავი. ჩემი + კოლექცია ერთიორად გამდიდრდა. + - კვაჭი ყურს უგდებდა ახალგაზრდა მოგზაურის ლაპარაკს და სცდილობდა ბაასის + ხასიათის შეცვლას, მაგრამ ჯერ-ჯერობით იმ სტუდენტს სიტყვის ძაფი ვერ + ჩამოართვა. + - ქვეყანაზე არსად არ მოიპოვება უშბასავით ლამაზი მთა. მისი სიმაღლე? ყველაზე + მაღალი იალბუზია - 18410 ფუტი აქვს. მას მოსდევს დიხ-თაუ - 17054, მერმე არარათი, + შემდეგ კაშთანთაუ, მყინვარი მეხუთეა, მას გისთოლა მოსდევს, მეშვიდე კი უშბა + გახლავთ, 15408 ფუტი აქვს, მაგრამ იგი კავკასიონის ქედის მშვენებაა, მისი + გვირგვინია. თან შტაბის რუქა მქონდა და ზოგან შევასწორე... ვიპოვე სოჭის ახალი + ჯიში, ლათინურად დავარქვი „ჰაბიეს ნორდმანიანა ჟეორჟიკა“... მომავალ ზაფხულში + გლუხორის გადასავალი უნდა გადავლახო... მოგზაურობა? არა, ეგ ჩვენი საქმე არ + არის. სამი წელიწადია თანამგზავრებს ვეძებ და ერთი ქართველიც ვერ ვიპოვნე ისევ + უცხოელები გამომყვნენ... მაგიტომ მოხდა, რომ გერმანელებმა, ინგლისელებმა და + რუსებმაც კი საქართველო ქართველებზე უკეთესად იციან, გურული სამეგრელოში + არ დადის, მეგრელი - კახეთშ, კახელი - იმერეთში, ხოლო ბორჩალოს, ჯავახეთს, + მესხეთსა და აჭარა-ჭანეთში არც ამერელი შეიხედავს და არც იმერელი. ერთი + მტკაველი მიწა გვაქვს, ერთი მუჭა ხალხი ვართ, ჯერ ჩვენი თავიც არ გვიცვნია, და + მთელ ქვეყანას ვეჭიდებით, მის გადაბრუნებას ვლამობთ. + კვაჭის მოსწყინდა ამ ცოცხალი ენციკლოპედიის ყურის გდება. მისი სიტყვა და აზრი + კვაჭის გულს არა ჰხვდებოდა და იმის ტვინს არ ეთვისებოდა, ამიტომ იგი მეორე + ჯგუფში ჩაერია. აქ ხუთიოდე ახალგაზრდა მამლაყინწებივით დასტაკებოდნენ + ერთმანეთს და ცხარედ, შხამით და გესლით ახლიდნენ და აყრიდნენ ერთი-მეორეს + სეტყვასავით: + - ფედერაცია... ავტონომია... სოციალიზაცია... ნაციონალიზაცია... + მუნიციპალიზაცია... მონიზმი... მატერიალიზმი... იდეალმიზმი. + სხვები განზე იდგნენ. ზოგნი ყურს უგდებდნენ, ზოგნი მუსაიფობდნენ. ბესო შიქიაც + იქ იყო, ისიც ფოთში ამოსულიყო იმ გემზე. + კვაჭმა აქედანაც მალე გადაინაცვლა ფეხი და მესამე ჯგუფში ჩაერია. აქ მსუქან და + მხიარულ სტუდენტებს მოეყარათ თავი. მათი ლაღი სიცილი, ბოხი ხარხარი, + თავდაუჭერელი ოხუნჯობა და ავლაბრული ლაზღანდარობა იქაურობას აყრუებდა. + კვაჭმა უმალვე იგრძნო და იპოვნა თავის შესაფერი კალაპოტი, ნათესავები და ტოლ- + ამხანაგები. უმალ ჩაერია, აჰყვა და აიყოლია. მხოლოდ ერთი რამ არ მოსწონდა + კვაჭის, ერთი რამ ეხამუშებოდა იმის ნაზს ბუნებას, ერთი რამ ვერ შეიშვნია და ვერ + შეითვისა ზრდილობიანმა და თავაზიანმა კვაჭმა: ოხუნჯობის ჰავლაბრული კილო + და უხეში გამოთქმა. სედრაკ ავლაბრიანმა პირი მოიხსნა და მრავალზე უმრავლესი + ამბავი და იგავ-არაკი გადმოანთხია ქალ-ვაჟთა ურთიერთობაზე, კინტოებზე, + ჯიბგირობასა და სალახანობაზე. + სოხუმში რომ მივიდნენ, კვაჭს კვლავ მოესმა ყორანაშვილის ცნობები შესახებ + აფხაზეთ-საქართველოს ისტორიის, ბიჭვინთის, „სინოპის“ ბაღისა და სოხუმისა, + რომელსაც უწინ დიოსკურია ერქვაო. + ცხელი, მზიანი დღე იდგა. ბუღით გაჟღენთლი და მოწმენდილი ცა თთქოს იწვოდა. + ზღვას ეძინა. მარჯვნივ ცამდის აღმართულიყო კავკასიონის ქედი. მისი მუქი, + დაბურული მწვანე კალთები ზღვას დასწაფებოდნენ, შიგ იხედებოდნენ, თავიანთ + თავს ათვალიერებდნენ. წყალიც მეტად მუქი და მომწვანო იყო. გემს თან მისდევდნენ + ზღვის ღორები, რომელნიც წამდაუწუმ ჰაერში კამარას აჰკრავდნენ, მერმე ისევ + ჩაიყურყუმელავებდნენ და გათლილი ცხვირით მარდად და რხევით სჭრიდნენ + წყალს და თანაც გემიდან გადმოყრილ ნაყარ-ნუყარს იჭერდნენ. + გემს მრავლად დასტრიალებდნენ ზღვის თეთრი ფრინველები - ალბატროსი, ტიფი + და პელიკანი. + დილიდან სტუდენტებში ერთი მგზავრი გაერია - შუახნის, შუატანის, ჩასხმული და + შავგვრემანი. + ბესო შიქიამ კვაჭს ჩასჩურჩულა: + - იმ კაცს პრეფერანსის თამაშ უნდა და შენც ითამაშე თხოვეს. + მერმე ისევ იჩურჩულეს, კაიუტაში ჩავიდნენ და ქაღალდი მოითხოვეს. ოთხნი + თამაშობდნენ, თან ღვინოსა და ხილს მიირთმევდნენ. კვაჭი, ბესო და ლადი + ჩიკინჯილაძე თამაშის დროს ხშირად ჩაურთავდნენ ხოლმე ქართულს: + - დიდი ყვავი... პატარა აგური... ჯვრის კიკო... მაცა!! არ გამომეკიდო... + თან მაგიდის ქვეშ ერთმანეთს ფეხებითაც ანიშნებდნენ. + კოლია ჟურიამ ცოტა ხნით კაიუტაში შემოიხედა, ამ ლაპარაკს ყური მოჰკრა და + ამხანაგებს ქართულადვე უთხრა: + - ლადი, სირცხვილია! + - შენი საქმე არ არის... რა დროს სირცხვილია, ძლივს ჩავიგდეთ ხელში ორაგული... + წადი, ძმაო სხვის საქმეში ნუ ერევი. გეისეირნე, ან ლექსი წეიკითხე... + თამაში გათავდა მოგება და წაგება დასთვალეს. მხოლოდ უცნობმა წააგო, სხვებმა კი + მოიგეს. მან თავის წაგება ოცი მანეთი იანგარიშა, მოგება კი ხუთასი გამოვიდა. + - მოითმინეთ, ჩვენ რამდენიანს ვთამაშობდით? + - по пятой!- სთქვა უცნობმა. + - не по пятой а по пятй! - განმარტა ბესომ. + სხვებმაც დაადასტურეს. + - მაშ მოგება წაგებას უდრის. ინებეთ! - და უცნობმა ხუთი ასიანი ამოიღო. ის მოგება + სამთავ გაიყვეს და აიშალნენ. სწორედ ამ დროს შემოვიდა ყორანაშვილი და იმ + უცნობს ქართულად ჰკითხა: + - აქა ბრძანდებით? გაათავეთ? ვინ წააგო? + - დიახ, გავათავეთ. ცოტა წავაგე. უჩემობა მოგწყინდათ? - სუფთა ქართულით + უპასუხა უცნობმა და წამოდგა. მერმე პირდაღებულ სტუდენტებს მიუბრუნდა: + - ყმაწვილებო, დიდი მადლობელი ვარ დროს გატარებისთვის. გთხოვთ მიცნობდეთ, + ბაგრატ დავითაშვილი გახლავართ! - ყველას ხელი ჩამოართვა და დაუმატა: - გთხოვთ + პატივი მცეთ და დღეს სადილად მეწვიოთ. დღეს ყველა სტუდენტები ჩემი სტუმრები + ბრძანდებით. ნახვამდის, ბატონებო! - და გავიდა. + კაიუტაში სამი გაოცებული სტუდენტი დარჩა. ხან გაწითლდნენ, ხან გაფითრდნენ და + თან ჰბუტბუტებდნენ: + - მე ურია მეგონა... მე რუსი მეგონა... გეიგო, ყოლიფერი გეიგო, მაგრამ ხმა არ ამეიღო... + წაგებულიც გადიხადა... რა ვქნათ?... როგორ მევიქცეთ?... + წაიკიდნენ და წაიკამათეს. ერთმანეთს აბრალებდნენ, თან სირცხვილის ოფლში + იწურებოდნენ. ბოლოს სამივენი დავითაშვილთან მივიდნენ და მოგებული ფული + ლუღლუღით უკანვე შესთავაზეს: + - გაუგებრობა მოხდა... არ გვეგონა, რომ ქართველი ბრძანდებოდით... ცოტა უწესოდ + ვთამაშობდით... + დავითაშვილმა ღიმილით და ალერსით დაამშვიდა: + - ნუ შესწუხდებით. თამაში წესიერად დასრულდა. ეგ ფული ჯიბეში ჩაიდეთ, + დაგჭირდებათ. მე იმდენი მაქვს, რომ ეგ თანხა ჩემთვის ერთი წვეთია, თქვენ კი + წიგნებს იყიდით... არა, არა, ნუ სწუხდებით... ნუ მაწყენინებთ. სადილის დროა, + წამობრძანდით. + სასადილო გაიჭედა სტუდენტებით, დუდუკის ბუტბუტით, დოლის ბრახა-ბრუხით, + „ტაში-ტუშის“ ყვირილით, „მრავალ-ჟამიერის“ გუგუნით, ჭურჭლის ჭახა-ჭუხით, + სიცილ-ხარხარით და მჭევრმეტყველებით. + ბოლოს, კვაჭმაც მოითხოვა სიტყვა. მასპინძელს ხოტბა შეასხა, ყველა ააღელვა, + ცეცხლი მოიკიდა და სხვებსაც მოუკიდა. + - ბატონებო! მეგობრებო! - მოუწოდა მან დასასრულს: - ცხოვრება ყველას მოგვერევა + და დაგვჯაბნის, დაგვწვავს, გაგვთელავს, სისხლით და ცრემლით გვატირებს, მაგრამ + ერთში მაინც ვერ მოგვღუნავს, ვერ მოგვდრეკს: ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ + დაბადებითვე რაინდობა და ვაჟკაცობა თან მოგვდევს, ჩვენს ძარღვებში + კეთილშობილი სისხლი სჩქეფს, ჩვენ დედის ძუძუსთან ერთად მოგვიწოვია შეგნება + და გრძნობა პატიოსნების, ძმობისა და ამხანაგობისა წინაშე ერთმანეთისა და ჩვენი + ტურფა საქართველოსი. დუხჭირი ცხოვრება ყველაფერს წაგვართმევს, ჭაბუკობის + ყვავილს დაგვიჭკნობს და მზესაც დაგვიბნელებს, მაგრამ რაინდობაზე, ვაჟკაცობაზე, + პატიოსნებაზე და კეთილშობილებაზე ვერასოდეს ხელს ვერ აგვაღებინებს! ვერა-ასო- + ოდე-ეს მეთქი!!! მეგობრებო! ბატონებო! ამხანაგებო! გთხოვთ დასცალოთ + სადღეგრძელო ამ პატიოსნების, პურმარილიანის და ხელგაშლილი ქართველისა - + ბაგრატ დავითაშვილისა! ვაშა სასიქადულო მამულიშვილს! ვაშა მის კაცურ კაცობას! + ვაშა საქართველოს, რომელმაც ასეთი შვილი გაგვიზარდა! + - ვაშა-ა! ვაშა-! - გრიალებდა გაჭედილი დარბაზი. + დუდუკი ტუშს უკრავდა, ჭიქებს ჭახა-ჭუხი გაჰქონდათ. ყველანი აიშალნენ და + აირივნენ. ზოგნი დავითაშვილს ჰკოცნიდნენ, ზოგნი - კვაჭანტირაძეს, ზოგნი კიდევ - + ერთმანეთს. ტუშს ლეკური მოჰყვა, ლეკურს - დავლური და ყველაფერი და ყველანი + ერთმანეთში აირივნენ. + საღამოზე შავი ზღვის იმ კუთხეში განთქმული ნორდ-ოსტის ქარიშხალი ამოვარდა. + მთვრალი გემი ჭრიჭინებდა, ჰკვნესოდა და ნაფოტივით ადიოდ-ჩადიოდა. + მოკრიალებული „პუშკინი“ ნასმევ-ნაჭმევით და ნაქარიშხალევით წაიბილწა და + წაირყვნა. მოსამსახურენი ძლივს ასწრებდნენ მის გარეცხვას და თან იგინებოდნენ. + მეორე დღეს ყველანი იმ ღამის ფათერაკს მხოლოდ ქარიშხალს აბრალებდნენ. + დილით „პუშკინი“ დიდი წვალებით, ქანაობით და ყირამალა დგომით შევიდა + ნოვორისიისკში. ტრაპი რომ მოადგეს, გემზე ქუთათელმა ჭიპი ჭიპუნტირაძემ + ამოჰყო თავი. გაიკვირვეს, გაოცდნენ და მაშინვე შემოეხვივნენ. + - გამარჯვება, ჭიპი!.. ჭიპი, რავა ხარ?.. ჭიპი, აქანე რა გინდა? + - დალახვროს და დასწყევლოს ამათი თავი და ტანი, აი ეს მინდა! ეშმაკიც ვეფერს + გოუგებს ამ უბედურებს! + - რაშია საქმე, ჭიპი? აქ რამ მოგიყვანა? + - აპა, მაშ ღვანკითში წავსულიყავი? ბიჭო, გაგონილა სამდმე რომე ბერლინის + უნივერსიტეტი პარიზში იყოს, პარიზისა კიდო ლონდონში?! რუსეთში ასთე + ყოფილა, რომე თურმე მოსკოვის უნივერსიტეტი კიევში ყოფილა, აპა კიევისა ალბათ + ვარშავაში იქნება?!! + -ღმერთმა ნურაფერი გააგებიოს, ვინცღამ აგი მოიგონა. ბიჭო გოუგია ვინმე რომ ე + ნოვოროსიის უნივერსიტეტი ადესაში იყოს?! ამიზა არ ვამბობ, რომე მოსკოვის + უნივერსიტეტი ალბათ ჩოხატაურში ან ბანძაში იქნება თქვა? ნოვოროსიის + უნივერსიტეტი ნოვოროსიისკში იქნება თქვა, ვთქვი და ამ ქალაქში წამევედი. + ორმოცი სტუდენტის ხარხარი გაღმა ქალაქს მისწვდა. + - რას იცინით, ყაზილარებო? მართალს არ ვამბობ, თუ? + ხარხარის ხელახალმა გრიალმა გემი შეანძრია. + - იცინეთ, ბიძია, იცინეთ! მე გევიფხიკე, თვარა თქვენ რა გიჭირთ! რავა ხარ, კვაჭი? + შენი იმედით ვიყავი აქინე, თვარა ზღვაში გადავვარდებოდი... რაიო, სასტუმროში + იდექიო? აპა, მაიზა ფულს დავხარჯავდი? მივედი გიმნაზიის დირექტორთან, + შემარცხვინა. რა დროის სირცხვილია, ფული მინდა თქვა. მომცა ოცი მანათი, მეტი რა + გზა ჰქონდა. ჩემი ადრესი ჩეიწერა... რაიო? ელოდოს, ბაბუა ჩემი გოუგზავნის. რავა + იცინით, თქვე ყაზილარებო?! აქინე რომე დამკიდოთ, ორ მანეთს ვერ მიპოვნით, რომ + მქონდეს კიდეცა, ჯერედ არ გავგიჟებულვარ რომე დავუბრუნო. მერმე რა იქნება - ვინ + იცის! + ყორანაშვილი ერთ-ერთ ჯგუფს ანათლებდა: + - აი, აქვე თუაპსეა. უწინ ნიკოფსია ერქვა. საქართველოს საზღვარი აქ იყო. + ისტორიკოსი სწერს: „ნიკოფსიიდან დარუბანდამდისო“... აქვეა ჰელენჯიკი, + ტოლსტოველთა კოლონია... აი, ეს ცემენტის ქარხნებია... იქით აბრაუ-დიურსოს + მამულია. მშვენიერი ღვინო და შამპანური აქვთ... + კვაჭი იმ ღამეს ისევ ადესელ ქერა ქალს აჰყვა. მისი სახელი და გვარი? რებეკა ისაკას + ასული იდელსონისა. საიდან მობრძანდება? ტფილისიდან. ვინაობა? რებეკა ჯერ + ყოყმანობდა, მერმე ენა ამოიდგა, რადგან კვაჭის ისეთი მომხიბლავი და სანდო + თვალები და ტკბილი ენა ჰქონდა, რომ ქვასაც კი გაუღეღავდა გულს და ენას + გაუხსნიდა. + რებეკას ქმარი ჰყავს. ხნიერი და მდიდარი ადესელი ვაჭარია. ჟანდარმებმა ეჭვი + მიიტანეს, რევოლუციონერებს დიდძალი ფული მისცაო. იდელსონი ტფილისში + გაიპარა, მაგრამ გაიგეს და დაიჭირეს. ამის გამო იყო რებეკა ტფილისში. ეხლაც იმის + ქმარს ეტაპით ჰგზავნიან ადესაში, ხოლო რებეკა გემით ბრუნდება... არა, რებეკას არ + უჭირს ფული, თვითონაც სამი დიდი სახლი აქვს ადესაში, მაგრამ... რებეკა მარტოა + და გამოუცდელი. ის მრჩეველს, დამხმარეს, ნუგეშის მცემელსა და მეგობარს ეძებს... + რებეკა ნუ სტირის? როგორ არ იტიროს მარტოხელმა დედაკაცმა, დაღლილმა და + უნუგეშომ!.. ნუნუ, ნუ სტირის?! განა კვაჭი აქ არ არის, რაინდი უმწიკვლო და + უშიშარი? ის დაეხმარება საწყალ ქალს, ის გაუწევს მას მეგობრობას, ის გაჰყვება + ბოლომდის ამ საქმეს, ზედ გადაეგება და იქამდის მიჰყვება, სანამ დროებით + დაქვრივებულს რებეკას თავის საყვარელ ქმარს არ დაუბრუნებს. ნუ, ნუ სტირის + რებეკა!... ნუ იღრუბლავს ვარსკვლავებით მოციმციმე თვალებს, თორემ... თორემ + კვაჭიც ატირდება... კვაჭსაც ელევა ძალღონე... კვაჭსაც ერევა თვალებზე ცრემლი... + კვაჭიც სტირის... სტირის და თვალცრემლიან რებეკას წელზე ხელსა ჰხვევს და თან + ფაფუკ ხელებს უკოცნის და ანუგეშებს. + და მართლა ვაჟკაცურად ანუგეშა: ჯერ სიმაგრის მეორე რიგი აიღო, მერმე სასტიკი + იერიშით შეანგრია უკანასკნელი კოშკი და უძლეველი ქერა ციხე სავსებით + დაიმორჩილა. + - აღა, მომილოსავს! - გაუღიმა მეორე დილით ჯალილამ კვაჭს. - მაგისთანა ქალს + ზალიან ზნელად იშოვნის კასი. + - შენ საიდან იცი, თათარო? - უკვირს კვაჭს. + - ჯალილა იმასაც ხედავს, რაც ზღვის ზირში ხდება. - იღიმება ჯალილა. + - რას მისცემ ასეთ ქალში, ჯალილ? + - ათი სელისადი სისოსხლე! + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + კარი მეორე + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი ამხანაგობის დაარსებისა და ახალ + საბედოსთან ჩასახლებისა + + ადესაში კვაჭი კაპიტან სიდოროვის ბინაზე დასახლდა. ხალვათი და კოხტად + მორთული ოთახი მისცეს. სიდოროვი მუდმივ ზღვაზე სცხოვრობდა, მუდმივ + მგზავრობაში იყო გართული. მისი გემი „პუშკინი“ ორ კვირაში ერთხელ + ბრუნდებოდა ადესაში და სამიოდე დღის შემდეგ ისევ ბათომში მიდიოდა. + სიდოროვს სამი ქალიშვილი ჰყავდა, სამივე მომწიფებული და გასაფრენად + მომზადებული. მისი ხნიერი მეუღლე მხოლოდ ორრი საზრუნავით იყო შებოჭილი - + ოჯახის მოვლა-პატრონობით და ქალების გათხოვებით. კვაჭი ამ ოჯახში ისე მიიღეს + და ჩაისახლეს, როგორც ოჯახის ერთგული მცველი და უფროსი წევრი. + სიდოროვის უნცროსი ქალიშვილი ვერა ტანდაბალი, სრული, ცისთვალა და + ცუგრუმელა ქალი იყო. მუდმივ დაჰგორავდა, ჰფუსფუსებდა და უმიზეზოდ + იცინოდა. დილით კურსებზე დარბოდა, მერმე დედას შველოდა, ხოლო საღამოობით + სტუდენტებს მისდევდა. + ვერამ მართლა დაიჯერა კვაჭის უფროსობა ოჯახში და სამ დღეში გაუშინაურდა: + უცინოდა, ეხუმრებოდა და მაშინაც კი არ ერიდებოდა, როცა კვაჭი ჩაუცმელი იყო ან + ლოგინში იწვა. ჩაის ან ყავას შეუტანდა, გვერდით მოუჯდებოდა, ცისფერ თვალებს + შეანათებდა და უდარდელ ბეღურასავით ჭიკჭიკებდა. კვაჭი ნამძინარევ თვალებს + იფშვნეტდა, იზმორებოდა და ხელებს უალაგო-ალაგას აფათურებდა. ვერა კვაჭს + ხელებს უმშვიდებდა, кавказский чорт-ით აჯავრებდა, თვითონაც ცოდვილობდა, + კვაჭსაც სტანჯავდა და, ბოლოს, აწითლებული და თმაგაბურძგვნილი, იმ ოთახიდან + ძლივს გამოვარდებოდა ხოლმე. + კვაჭის წინათვე გადაწყვეტილი ჰქონდა იურიდიული მეცნიერება შეესწავლა. ეს + ხელობა - ვექილობა, კანონები და ფინანსები, უფრო ეგუებოდა და ეთვისებოდა + კვაჭის ბუნებას და მიზანს. ბესომ კვაჭი მეორე დღესვე ამ ფაკულტეტზე ჩასწერა და + იმდენი წიგნები აყიდვინა, რომ შემდეგში ჭიპუნტირაძე სამართლიანად ამბობდა + ხოლმე: + - იმოდენა წიგნებს ზედაც ვერ გადავახტი, თვარა წაკითხვას და დასწავლას ვიღა ჩივა! + კვაჭის მეგობრებიც იმავე ეზოში დასახლდნენ სადაც კვაჭი თვითონ ბინადრობდა. + დღე არ გავიდოდა, რომ ტფილელნი და ქუთათელნი ერთმანეთს არ შეხვედროდნენ. + ერთმანეთი მალე დაჰსუნეს, ასწონეს, შეიგუეს და მალე რაღაც იდუმალმა ძალამ + ექვსივენი შეაერთა და შეადუღა. + ჯალილაც თავის თაბახით ახლო-მახლო ტრიალებდა და ყვიროდა: „რაჰათ-ლუჰუმ! + რაჰათ-ლუჰუმ!“. როცა კვაჭს ან იმის მეგობრებს თვალს მოჰკრავდა, ქუდს + მოიშვლეპდა და ცხენის კბილებს გააელვებდა ხოლმე: + - საბახ ხეირ ოლსუნ“ კნიაზებო! ქეიფზე როგორ ბზანდებით? მობზანდით, ნუღა + მიირთვით! + მეგობრებიც ჯალილას ხეირს აძლევდნენ და იმდენ ტკბილეულობას მიირთმევდნენ, + რომ მეორე დღემდე ჭამის მადა აღარა ჰქონდათ. მწვადის საჭმელად და კახურის + დასალევად ქართულ დუქანში რომ წავიდოდნენ, ჯალილასაც გვერდით + მიისვამდნენ. ოხუნჯობდნენ და თათარს შიქასტას და ბაიათს აღრიალებდნენ. + სწავლას ჯერ ყველანი გულმოდგინედ შეუდგნენ. დროზე მიდიოდნენ, ყველა + ლექციებს ესწრებოდნენ და შინაც ცდილობდნენ საგნების ხელის დარევას, მაგრამ + თანდათან შენელდნენ. ძალა გამოელიათ და ხალისიც ჩაუქრათ. მეცნიერების გზა + მათთვის მეტისმეტად გრძელი და უძლეველი გამოდგა. ნელნელა დაუკლეს ნაბიჯს, + ჩამორჩნენ და იმ უსაქმო და მუქთახორა სტუდენტების ხროვაში გაერივნენ, ვინც + დიპლომის ძიებაში ათიოდე წელიწადს ატარებდნენ სტუდენტის სახელს. წიგნები + კუთხეში მიჰყარეს და თავი მისცეს ბულვარებს, ჩვენებურ დუქნებს, ევროპულ + რესტორნებს, ფანკონის ყავახანას, ქაღალდის თამაშს, ცირკს, ღვინოს, + ლაზღანდარობას, სალახანობას და იაფ მეძავების დევნას. + მაგრამ კვაჭი ამ ფსკერს მხოლოდ კადრულობდა, თვალი კი მუდამ ზემო + სართულებისკენ ეჭირა და ლამობდა ზედაპირზე ეცურავა. + როცა ქართველთა სათვისტომოს გამგეობის არჩევა ხდებოდა, კვაჭმა და მისმა + ამხანაგებმა გაიწ-გამოიწიეს, ჩოჩქოლი ასტეხეს, აგიტაცია გასწიეს და ბესო შიქია + ხაზინადრად აარჩევინეს. მას აქეთ ამხანაგებმა ოდნავ მოითქვეს სული. როგორ + ახერხებდა ბესო თავისთვის და ამხანაგებისთვის ცალიერ სალაროდან ფულის + გამოტანას, ეს საიდუმლოება მხოლოდ კვაჭმა და ბესომ იცოდნენ. + განგებას მათთვის უხვად მიეცა მეძებრის ალღო, დაკვირვებისა და შეთვისების + უნარი, კვაჭი ისე არ გაივლიდა ქუჩაში, რომ ახალი რამ არ შეემჩნია და მეორე დღესვე + არ წაებაძა. თვალს რომ დაადგამდა ვინმე სნობს, უსაქმო დენდის, გათლილ + არისტოკრატს, მეორე დღესვე ამ ნიმუშის მშვენიერ ასლად გადაიქცეოდა. ისიც კი + ზედმიწევნით შეითვისა, თუ როგორ უნდა დაეჭირა ოდნავ გაშვერილ თითებში + პაპიროსი, პირიდან და ცხვირიდან როგორ უნდა გამოეშვა ბოლი, ჯოხი ხელში + როგორ უნდა დაეტრიალებინა, როგორ უნდა მოეხადა სტუდენტური ქუდი, + დაეხარნა თავი, მოხრილიყო, გაეღიმა, ფეხი ფეხზე გადაედო, ან ლაქიასთვის თითით + დაეძახნა და დაუდევრად ცხვირით წაელუღლუღა: ე-ე-ე, გარსონ! + ისედაც ლამაზი და თვალადი კვაჭანტირაძე მოკლე ხანში ერთი-ხუთად გაიზარდა და + ადვილად შეერია და შეეგუა იმ ჯურის საზოგადოებას, რომელიც საკუთარი ცხვირის + გარდა ვერავის ვერ ამჩნევდა, არავის არ ჰკადრულობდა. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი ისაკას განთავისუფლებისა და პირველი + საბედოს გაფრენისა + + კვაჭი რებეკას თავს ევლებოდა. ქალი მეტის-მეტად ფრთხილობდა და სიყვარულს + მალავდა. მას ბევრი ნათესავი და ნაცნობი ჰყავდა ადესაში, ამიტომ ჭორებსა და + მითქმა-მოთქმას მეტად ერიდებოდა. ერთმანეთს ზოგჯერ კვაჭის ბინაზე + ხვდებოდნენ, ზოგჯერ კი - რებეკასთან. + რებეკა ლაინჟერონის ქუჩაზე სცხოვრობდა. ქმარი ისევ საპატიმროში იყო და + დროებით დაქვრივებულ ლამაზ დედაკაცს ოციოდე ნათესავი სდარაჯობდა - ზოგი + საკუთარი და ზოგიც ქმრისა. კვაჭმა მაინც პირველ დღესვე ხელთ იგდო ის უებარი + გასაღები, რომელმან თითო მისვლაზე რებეკას პირფარეშისთვის და მეეზოვესთვის + სამი მანეთი გადასდო და დამფრთხალი ქვრივიც ადვილად დაამშვიდა და მისი + დარაჯების გულისყურიც გააყუჩა. + კვაჭს ძვირად უჯდებოდა ეს სიყვარული. ვახშამი, თაიგული, ტკბილეულობა და + ათნაირი წვრილი ხარჯი ერთმანეთს მოსდევდა. + ბოლოს, ორი თვის შემდეგ, რებეკას ქმარი ისაკა იდელსონი ტფილისიდან ადესის + ციხეში გადმოიყვანეს. კვაჭმა რომ ეს ამბავი გაიგო დატრიალდა, გამოცოცხლდა და + ერთხელ რებეკას უთხრა: + - ჟანდარმი პავლოვი გავიცანი. თურმე ძველის-ძველი ნაცნობები ვყოფილვართ წინათ + ქუთაისში მსახურობდა. თქვენი ქმრის საქმე იმას ჰქონია ჩაბარებული. გამოვკითხე... + საქმე ძალიან ცუდად ყოფილა, თუმცა არც იმდენად უიმედოა... + რებეკა მაინც სიხარულით ცას დაეწია, რადგან კვაჭის და პავლოვის ნაცნობობამ მას + გული გაუმაგრა, ხოლო მის ქმარს რომ დიდი ხიფათი მოელოდა ეს ხომ წინათაც + იცოდა... იმ დღიდან კვაჭმა ფრთხილი და ოსტატური თამაში დაიწყო. პავლოვი + მართლა ხელახლად გაიცნო ადესელ ბოქაულის დვალიშვილის შემწეობით, მერმე + ერთხელ-ორჯელ დაჰპატიჟა და გაკვრით უთხრა, ქეიფის დროს: + - მართლა, როგორ არის იდელსონის საქმე? რას აბრალებთ? + - პარტიის წევრობას და დახმარებას. + - რა მოელის? + - თუ დაუმტკიცდა - კატორღა, თუ არა და - უბრალო გადასახლება. + - მერმე, უმტკიცდება დანაშაული? + - არა მგონია. + კვაჭმა ბაასს კვალი გადაუგდო: + - ევროპისკენ ხომ არ აპირებთ გასეირნებას? + - ჩემი ოცნებაც ეგ არის, მაგრამ სამგზავრო ფული ვინ მომცა! + - უფულობა რა მოსატანია! ათასი მანეთი არ გეყოფათ? + - ათას მანეთად ნახევარ ევროპას მოვივლი და კარგადაც ვიქეიფებ. + - მაშ ჩვენი მეგობრობის ნიშნად ჩემგან ათასი მანეთი მიიღეთ. + პავლოვმა არც გაიკვირვა და არც იუკადრისა. იმ ფულის წყაროსაც მაშინვე მიაგნო. + კვაჭმა ზრდილობიანი მადლობა გადაუხადა და ხელი ჩამოართვა. ცოტა ხნის შემდეგ + კვაჭმა ისევ იდელსონი ახსენა: + - ერთი პატარა თხოვნა მაქვს. მე მწამს, რომ იდელსონს გადასახლებას მიუსჯით, + ამიტომ გთხოვთ გადასახლების ნაცვლად უცხოეთში წასვლის ნებართვა + მოუხერხოთ. + - ადვილი საქმეა. პირობას გაძლევთ, რომ სამ დღეში გავუთავებ საქმეს. + - არა, არა ჯერ ნუ გაანთავისუფლებთ. როცა დრო მოვა, მე თვითონ შეგატყობინებთ. + - კიდევ ერთი თხოვნა, - უთხრა კვაჭმა ერთი საათის შემდეგ როცა ორივენი კარგად + შეზარხოშდნენ: - ნურავის ნუ ეტყვით, რომ იდელსონი შესაძლებელია, ასე ადვილად + გადარჩეს. პირიქით, დააშინეთ კატორღით და... + და კვაჭმა ყანყრატოზე ორივე თითით ანიშნა ყულფი. მერმე დაუმატა: + - ჩემთვის ძალიან საჭიროა, დიდ მადლობას გადაგიხდით. + პავლოვმა ჩაიცინა: + - მესმის, კარგად მესმის. ეგეც ადვილი საქმეა, აგრე იყოს. ისე დავაშინებ იმის ქერა + ლამაზს, რომ ახლოსაც აღარ მომეკაროს დანარჩენი თქვენ იცით. + მეორე დღეს კვაჭმა უპასუხა რებეკას: + - ჩემო დედოფალო! ძალიან მეძნელება თქმა: ცუდი გული გაქვს და მეშინიან. + - სთქვი, ნუ გეშინიან. + - მაშ არ შეგეშინდება? პირობას მაძლევ? ეხლავე გაფრთხილებ, რომ შესაძლოა + ხიფათი აიშორო, მაგრამ... ახა ღმერთო ჩემო! რაღა მე დამაკისრა ბედმა ასეთი + სათუთი საქმე?.. კარგი, კარგი... გეტყვი საქმე ის არის, რომ... პავლოვს ერთი საბუთი + აქვს, რომელიც შენს ქმარს ყველაფერს უმტკიცებს... რაო, შენ რომ მითხარი? ჰო, + მგონი შენც მითხარი... სწორედ ის ქაღალდი ჩაუვარდა ხელში. ჯერ საქმეში არ + ჩაუკერებია... ჯერ მოვიცდიო... მეც მინდა იდელსონთან ერთად ევროპაში წასვლაო... + დანარჩენი შენ იცი... რაო, დღეს იყავი პავლოვთან? დაგაშინა? რამდენია საჭირო? ოჰ, + ღმერთო ჩემო! აბა რა ჩემი საქმეა შუამავლობა! ბოლოს და ბოლოს. ისაკას + განთავისუფლება ძალიანაც არ მეჩქარება, რადგან... ხომ მიმიხვდი მიზეზს?... კარგი, + გენაცვა, კარგი, ნუ აღელდი... ნუ სტირი, თორემ მეც ვიტირებ... მაშ გეტყვი. ძალიან + ბევრს თხოულობს: ხუთი ათასიო... მაშ თანახმა ხარ?... ერთი შენი ქმრის ხელნაწერი + მომეცი, იმ საბუთს უნდა შევადარო. ეს არის? ეს მისი მონაწერი სასიყვარულო + წერილია, არა? ახა-ხა! ვნახოთ როგორ უყვარხარ იმ ბებერს... ხუთი ათასი ბევრია, + ძალიან ბევრია, მაგრამ რა ვქნა, რაკი შენ დასთანხმდი, მე რაღა მეთქმის!... მაშ + ხვალამდე, ჩემო ძვირფასო! + კვაჭმა ისაკა იდელსონის წერილი ჯიბეში ჩაიდო და წამოვიდა. მეორე დღეს რებეკას + ნათესავებს თათბირი ჰქონდათ. ამავე დროს კვაჭი ისაკას ხელნაწერს გულდასმით + შინჯავდა, ჰბაძავდა და სცდილობდა მისი ხელი შეესწავლა. + იმავე ღამეს კვაჭი და პავლოვი ისევ ერთად ვახშმობდნენ რესტორნის კაბინეტში. + შეთანხმდნენ და მორიგდნენ: + - კეთილი, ადვილია, ხვალ მოვიდეს. - სთქვა პავლოვმა: - აგრე ვეტყვი... + მეორე დღეს რებეკა და კვაჭი ასე საუბრობდნენ: + - დიდი ჯენტლმენი ყოფილა პავლოვი. - ამბობდა რებეკა: - ძალიან თავაზიანად + მიმიღო მითხრა: ან სახრჩობელა, ან პარიზიო ერთ კვირაში გამოირკვევა, მის ბედს + ერთი საბუთი გადასჭრისო. შენი სახელიც გაკვრით ახსენა: ნაპოლეონ აპოლონიჩი + ჩემი საუკეთესო მეგობარია, მეტად სანდო და ფრთხილი კაციაო. + - აკი გითხარი, ჩემო ტურფავ, საქმე გათავებულია მეთქი! ეხლა მითხარი, ვისი + ნაწერია ეს ბარათი? იცანი, განა! მიკვირს, როგორ მოუვიდა ეს სიბრიყვე ისაკას, ასეთს + გამოცდილ ადამიანს?... კარგი, ხვალ დილით ჩაგაბარებ ამ ბარათს... ათ საათზე + სახლში დაგიხვდები... ნახევარს მაშინ გადაიხდი როცა ისაკას გამოუშვებენ, + დანარჩენს კი... + მეორე დღეს კვაჭმა თანხის ნახევარი მიიღო და ის ნაბუთი რებეკას თვალწინ დასწვა. + ერთი კვირის შემდეგ რებეკა და ისაკა იდელსონი, რომელსაც ათი დღის ვადა ჰქონდა + მიცემული, ქალაქში დაბრუნდნენ, პასპორტებს თხოულობდნენ და სამგზავროდ + ემზადებოდნენ, თან ერთმანეთს და თავიანთ მახლობელ ნათესავებს პირზე ხელს + აფარებდნენ, საიდუმლოებას მალავდნენ და შიშით ძრწოდნენ და თრთოდნენ. + იმავე ხანებში კვაჭმა თავის მიმდინარე ანგარიშს აზოვის ბანკში რამდენიმე ათასი + მანეთი კიდევ მიუმატა. + ის უკანასკნელი დღე კვაჭმა და რებეკამ ერთად გაატარეს. + აუწერელია ის დღე, შავი და იმავე დროს ცეცხლიანი, დღე გაყრის და განშორებისა, + სიყვარულის ძაფების დაწყვეტისა, ორი ცეცხლმოკიდებულ გულის გახლეჩისა, ორი + გაერთიანებულ სხეულის გაპობისა და ერთმანეთში არეული ორი სულის + გაგლეჯისა! + დადგა ცრემლის გუბე, ატყდა ქვითინი და წივილ-კივილი, იყო გაავებული ხორცის + გლეჯა, სიმწარისა და სიტკბოების კბენა, ბალღამიანი სევდა, ბნედობა, ნუგეში, + დაპირება და ფიცი მარადიული, დაუჭკნობ და დაუვიწყარის სიყვარულისა. + იმ ღამეს კვაჭი ისაკას და რებეკას გასაცილებლად სადგურზე გავიდა, თუმცა, + როგორც იმდილით უთხრა რებეკას, ძალიან ეშინოდა თავის დარდისა და გულის + კვნესის უნებურ გამხილებისა და გამჟღავნებისა. + სადგურის ბაქანზე ჟანდარმი პავლოვი და კვაჭი ერთმანეთს შეჰხვდნენ: + - თქვენც უცხოეთში მიბრძანდებით? - ჰკითხა კვაჭმა. + - დიაღ, პარიზში გეახლებით. + „იდელსონის ფულით!“ - გაიფიქრა კვაჭმა და პავლოვს გაჰყვა. რებეკა და ისაკა უკვე + კუპეში ისხდნენ. შემთხვევით პავლოვისთვისაც იმ კუპეში მიეცათ ალაგი. ორივენი + შევიდნენ და ოდნავ შეფერხდნენ. + - არა გიშავთრა! - ჩაერია კვაჭი: - ბედმა გამომძიებელი და ტუსაღი ისევ შეგყარათ. + ერთმანეთს არ წაეკიდებით, რადგან აი, ეს მშვენიერი მომრიგებელი გეყოლებათ. + და რებეკას ხელზე აკოცა. სამივემ ოხუნჯობაში ჩაახჩეს თავიანთი გულის ბრაზი და + უხერხულობა. + ცოტა ხნის შემდეგ ისაკამ კვაჭი ვაგონის დერეფანში გაიწვია და უთხრა: + - თქვენს სიკეთეს სიკვდილამდე არ დავივიწყებ. ბევრი არ შემიძლიან... მაგრამ... არა, + არა! უნდა მიიღოთ, უეჭველად უნდა მიიღოთ! + ხელში პაკეტი ჩასჩარა და ისევ კუპეში შევარდა. იმავე წუთს რებეკა გამოვიდა, კვაჭს + მარცხენა ხელი ჩამოართვა და შუა თითზე ალმასის დიდი ბეჭედი გაუკეთა. + - რებეკა!.. ჩემო დაუვიწყარო!.. ჩემო ძვირფასო მეგობარო! გულაჩუყებული რებეკა + ცრემლს იწმენდდა და ჰბუტბუტებდა. + - სახსოვრად გქონდეს... არ დაივიწყო შენი რებეკა... შენი გულითადი მეგობარი + რებეკა, მშვიდობით! + მიიხედ-მოიხედეს, დრო იხელთეს და ფიცხლავ, ცხარედ და უკანასკნელად + გადაჰკოცნეს ერთმანეთი! + მესამე ზარი ჩამოჰკრეს. კვაჭი და მიმავალთა ნათესავები მგზავრებს გამოეთხოვნენ + და ვაგონიდან გავიდნენ. მატარებელი დაიძრა. რებეკა და კვაჭი იქამდე უქნევდნენ + ერთმანეთს ხელსახოცებს, სანამ მატარებელი მეორე მატარებელს არ მიეფარებოდა. + + + + + + + ამბავი მადამ ლაპოშისა + იმავ ღამეს, როცა კვაჭის ტურფას რებეკას მატარებელი მიაქროლებდა, კვაჭი თავის + ამხანაგებთან ერთად შანტანში იქარვებდა სევდას. + - კარგი, შენი ჭირიმე, - ზლაზვნით, ზანტად და „არისტოკრატიული“ ენის მოკიბით, + იცოხნებოდა კვაჭი: - ეგ „მეშჩანობაა“, მეტი არაფერი. რა არის ადესა, რა უნდა იყოს აქ + ცხოვრება! არაფრის სწავლა აქ არ შეიძლება... ან მოსკოვში წავალ, ან პეტერბურგში. + მომწყინდა ამ ჭუჭყიან სოფელში ხეტიალი. ხელის გასანძრევი ალაგი არ იშოვება... + ადესა ჩემთვის ვიწო ქურქია, შიგ ვეღარ ვეტევი... დაბალი კიბეა, ასაფრენი და ფრთის + გასაშლელი არა მყოფნის... როდის წავალ? ერთ თვეში, ან უფრო ადრე. თქვენც + წამოდით... გიშველით, რატომ არ გიშველით, რაო? ქუთაისი? ახა-ხა! ქუთაისი რა + სახსენებელია! ჭაობია, მყრალი ჭაობი! თუნდაც საქართველო ავიღოთ... შენი ჭირიმე, + ნუ ამიხირდები. აჰ, ეგ ტყუილია, ქვეყანაზე ასმა კაცმა არ იცის საქართველოს სახელი. + ან რა არის დიდი საქართველო? ბათომში რომ თავი მისდო დასაძინებლად, ფეხები + ქიზიყს უნდა მიაბჯინო. სოხუმში რომ ცხვირი დააცემინო, სიღნაღიდან იძახიან: + „ხეირიო“. ქუთაისში ლაითაძესთან ან ერემოსთან დანიელა ურიამ რომ „მრავალ- + ჟამიერ“ დაიწყოს, ყაზბეგიდან ბანს ეტყვიან, ხოლო თელავიდან დედას ლევანა + „მადლობელს“ შემოსძახებს. ბორჯომში რომ პაპიროსი ამოიღო, ფოთიდან ოცი ხელი + მაინც მოგწვდება - ჩვენც მოგვაწევინეო. ხელსახოცი რომ იპოვნო, მთელი + საქართველო მორბის ყვირილით: „ჩემია! წილი დამდე!“ აჰ, მაგას ნუღარ + გამახსენებთ. გარსონ! კიდევ ერთი ბოთლი შამპანური ლუი რედერერისა. რაო? ბესო, + შენ შარტრეზი გირჩევნიან? შენ, სერიოჟა, შიპრი გინდა? გარსონ! სამივე მოგვართვი, + თან ომარები, ანანასი, ფორთოხალი და მანდარინი მოაყოლე. + და კვაჭი კვაჭანტირაძემ თავის სტუმრებს ოქროს პორტსიგარი გაუწოდა და თითის + სისქე პაპიროსები შესთავაზა. პორტსიგარი აჭრელებული იყო მონოგრამებით. შუაზე + ეწერა: „თავადს ნაპოლეონ აპოლონიჩს კვაჭანტირაძეს ნიშნად რებეკას მარადიული + სიყვარულისა“, ხოლო პაპიროსებზე ოქროს ასოებით იყო წარწერილი და დახატული + თავადური ღერბი, კვაჭის ინიციალების ხლართი და მისივე დევიზი: + „მე... ისევ მე... მხოლოდ მე... ჩემი... ჩემთვის... ჩემზე“. + - რა აზრია ჩაქსოვილი აქ, კვაჭი? + - ვისაც როგორც ჰსურდეს, ისე გაიგოს. აი კიდო, აი აქაც. ჯოხი გაუწოდა. სამივ თვალ- + მარგალიტივით იყო შემკული და სამგანვე იგივე სახელმძღვანელო დევიზი იყო + ამოჭრილი. + - გარსონ შამპანური კარგად ვერ არის გაციებული... безобразие ამ რესტორანში + არასოდეს არ მომართმევენ წესიერად. არც ანანასი ვარგა, წვრილია... ბესო, წადი, + გენაცვა, ეს ოცდახუთიანი ორკესტრს მიეცი და ჩემი საყვარელი ვალსი „მარია + ტერეზა!“ დააკვრევინე. + უცებ კვაჭმა თვალი მოჰკრა იმ სეზონის დედოფალს, იმ კაფეშანტანის პრიმადონას, + ბრწყინვალე და მზეთა-მზე პარიზელს, მადამ ლაპოშს, რომელმაც სწორედ იმ დროს + შემოანათა რესტორანში. + - სედრაკ, ა ჩემი „ვიზიტნი კარტიჩკა“, ის ქალი მოიპატიჟე ჩქარა, თორემ სხვები + მოიტაცებენ. + სედრაკამ მამაკაცების ალყა შეარღვია: + - პრიცნი ნაპოლეონ აპოლონიჩ კვაჭანტირაძე და მისი მეგობრები გთხოვთ პატივი + გვცეთ და გვეწვიოთ. + სხვები ბუზღუნითა და შურით გაიფანტნენ. + კვაჭი მოდუნებული ზლაზვნით მიეგება იმ მზეთუნახავს და მოწიწებით ემთხვია + ხელზე. + - შარმე და ვოტრ კონესანს... პრენს კვაშანტირაზე... სილ ვუ პლე, მადამ... გარსონ!.. + შერ მადამ, ვულე ვუ შუაზირ... + ჩაჰკრეს, ჩაამტვრიეს, წარყვნეს და შეჰბაღალეს კვაჭმა და სედრაკამ ნაზი და ფაქიზი + ფრანგული. + თვალმილულული და მიბნედილი თავადი კვაჭანტირაძე ბანგიამ ტალღებში + დასცურავს, მისმა მორჩილმა რებეკამ ერთი წუთით გაუელვა თვალწინ კვაჭს, + სასაყვედურო ღიმილით გაუღიმა და ცისფერი თვალებით სევდა მიანათა, მაგრამ + ნისლოვანი მოჩვენება და წუთიერი ლანდი უმალვე გადნა, გაჰქრა და პარიზელ + პრიმადონას ნაღვერდლიან თვალებში შთაინთქა, რომელნიც ნელნელა სწვავდა და + ცეცხლს უკიდებდა კვაჭის უკვე მიმქრალ გულს. + კვაჭიც მალე აჰყვა იმ თვალებს, მალე მოაჯდა პირ-სისხლიან მხეცს, შეცურდა ბანგის + ტალღებში და თავგამწევ ცხენივით გადავარდა მრუშობისა და ვნების ხანძარში. + რიჟრაჟმა რომ მოატანა და მადამ ლაპოშმა თავის მესამე „ნომერი“ რომ დაასრულა, + დარბაზში ერთი ახმახი ფრანგი შემოვიდა და პრიმადონას დაესაკუთრა მადამ + ლაპოში გამოეთხოვა კვაჭს: + - ა დმენ, მონ შა! + კვაჭმა გაიკვირვა: + - რაო? იმას უნდა დავუთმოთ შენი თავი? არასოდეს! + - ილ ე მონ მარი, მონ შა! + კვაჭი ხახამშრალი დარჩა, მაგრამ იმ დღიდან ვერც იმ კაცის ქმრობას შეურიგდა და + ვერც ის ქალი დაივიწყა. + შინ ბრაზმორეული დაბრუნდა და დაწვა, სადილად მოსამსახურემ გააღვიძა. + სასადილოში მხოლოდ ვერა დაუხვდა. სხვები ნათესავებთან წასულიყვნენ. + კვაჭმა დრო იხელთა და სადილად ერთი ბოთლი შარტრეზი გაიტანა, რომელიც + მეგობრებისთვის ჰქონდა შენახული. + დაასხეს და შეჰყვნენ. ვერა რომ პაწაწა ჭიქას გამოსცილდა და დასდგამდა, ზედ + დააყოლებდა ხოლმე: + - კმარა, მეტს აღარ დავლევ, თორემ დავითვრები. + კვაჭი რომ ერთსაც დაუსხამდა, ეტყოდა: + - ეს უკანასკნელია, მეტს აღარც მე დაგალევინებთ. + ვერაც ერთს კიდევ გადაჰყლაპავდა და ისევ იტყოდა: + - კმარა, ეს უკანასკნელია. მეტს აღარ დავლევ, თორემ დავითვრები. + მაგრამ „უკანასკნელი“ მხოლოდ მაშინ გათავდა, როცა ბოთლი დაიცალა. ქალს ღვინო + ძარღვებში გაუჯდა, თვალები აუკრიალდა, მრგვალი გოგონა მალე ამღერდა, + აცქმუტდა. პირში ენას ძლივსღა ამოძრავებდა და აბდა-უბდას ჰროშავდა: + - შენ ჩემი ნაპოლეონი ხარ... ჩემი აპოლონიც შენა ხარ. + - შენ კი ჩემი ვენერა ხარ, ჩემო პატარავ! - მიუგო კვაჭმა მერე გვერდით მიუჯდა და + ფუნჩულა წელზე ხელი მოჰხვია. + - ლამაზი ხარ, მაგრამ ველურიცა ხარ... დაიცა, აგრე უცებ როგორ შეიძლება!.. ჰო, იმას + გეუბნებოდი: მიყვარხარ მეთქი, მაგრამ მეშინიან. + - რად გეშინიან, ჩემო გოგონი? + - არ ვიცი... მეშინიან. + და კვაჭისგან დაშინებულმა ქორფამ ისევ კვაჭის მკერდს შეაფარა თავის დაშინებული + გულიც და თავიც. + - რამ შეგაშინა აგრე რიგად? ჩემი ტყუილად გეშინიან, არც ვიკბინები და არც ყაჩაღი + ვარ... აი ამ ტახტზე ჩამოვსხდეთ და დავიწყოთ. + ჩამოსხდნენ და დაიწყეს. კვაჭი მართლა არ იკბინებოდა, მაგრამ მის რკინის + მკლავებში ვერას განიერი ტანი და თხელი ძვლები ჰკვნესოდა, ოხრავდა და + იგრიხებოდა. მერე შიშ-ნარევმა ნეტარებამ იმ ქორფას თავში დაჰკრა და ელვასავით + ფეხებამდის ჩაურბინა. + ორიოდე კვირა გავიდა. მადამ ლაპოშის დევნაში და დღეღამის გასწორებაში კვაჭი + ჯიბითაც დნებოდა და ხორცითაც. შავგვრემან მადამ ლაპოშის მიერ აშოტილ ჟინს + გამწარებული კვაჭიკო პატარა ქერა ვერიკოზე ყრილობდა. + ერთხელ მისმა მეგობრებმა შიქიას თაოსნობით პირი შეჰკრეს და კვაჭის თავთ + დაადგნენ. „ამხანაგობის ფილოსოფოსი“ ლადი ჩიკინჯილაძე ზანტად სჭამდა მეოთხე + გირვანქა ყურძენს და თანაც იცოხნებოდა: + - კი მესმის შენი ჯინი, ჩემო კვაჭი, მარა ზომიერებაც კია საჭირო. ადამიანმა თუ + გულის ჯინი არ ეილაგმა, ადრე თუ გვიან დეიღუპება. გოუგონე შენს ამხანაგებს, + შენთვის კარგის მეტი არაფერი უნდათ. + ჩიკინჯილაძეს ჭიპი ჭიპუნტირაძე მიეშველა, რომელმაც თავის თავად დაისაკუთრა + მზვერავის თანამდებობა და „კვაჭის თვალის“ სახელი. ჭიპუნტირაძე ჩვეულებრივ + ცქმუტავდა და ცხარობდა: + - მე ყოლიფერი ჩაწერილი მაქვს. - სხაპუნით სთქვა მან. - ამ ორკვირაში შანტანში 723 + მანეთი დახარჯე, ყვავილებზე - 88 მანეთი, ეტლებზე - 145 მანეთი და სხვა და სხვა + საჩუქრებზე - 1242 მანეთი, სულ 2198 მანეთი. გაგონილა ასეთი ხარჯები? + - გაგონილა?! - გაიკვირვეს სხვებმაც. + - საიდან გაიგე ჩემი ჯიბის ხარჯები? - ჰკითხა კვაჭიმ. + - შენი თვალი იმიზა მქვია, რომე ყოლიფერი გევიგო. მარა შენ ეს მითხარი: რას შობი, + აწი მაი ქალიზა ასთე უნდა გედირიო! მაიზა გადავყრი ამოდენა ფულს?! იმე, დედა! + სილიბისტრომ რომ გეიგოს, ხომ გედირია კაკალი კაცი! + - კნიაააზ, ეს რა ამბავია? - გულწრფელად ჰკვირობდა ავლაბრიანიც: - კაცი არა ხაარ?! + ვა, ქალი ვის არ უყვარს! ქალებიც მიყვარს და ვაჟებიც... ვაა, რას იცინით? რატომ არ + უნდა მიყვარდეს, ყველანი ქრისტიანები არა ვააართ?! ქალზე ერთ მანეთზე მეტი + როგორ უნდა გაიმეტოს კაცმა?! მზეთუნახავი რომ იყოს, ბევრი ბევრი - სამი მანეთი + და იმის ჯანი! ჰაზირ ძმა-კაცებში დავხარჯო! ჩხუბიშვილისგან მაინც ისწავლე ჭკუა. + საფანელი რომ შემოელევა, საღამოზე რიშელიეს ან დერიბასის ქუჩაზე გავა და თვალს + წყალს ალევინებს. სულ დასტა-დასტად მოდიან, ერთიმეორეს სჯობიან. შენც ისე + გაჰყევი უკნიდან, როგორც მგელი ცხვრის დუმას. გულს რომ მოიფხან, მე დამიძახე. + შენ თვალები დახუჭე და გამომყე. თუ სამ მანეთზე მეტი დაგეხარჯოს... ვა, რას + იცინით, თქვე ოხრებო, განა ჭკუიან სიტყვას არ ვამბობ?! + - ეეი, ჭკუაზე მოდი, კვაჭი! ვის აჭმევ, რომ აჭმევ, მაგოდენა ფულს?! ასთუმნიანი + ბეჭედი რომ უფეშქაშე, ვის უფეშქაშე?! კარეტა რომ დაუქირავე თვიურად, ვის + დაუქირავე? თითო ვახშამზე რომ ოც თუმანს აძლევ, ვისთვის აძლევ?! დღე და ღამ + რომ იქა ჰგდიხარ, ვისთვისაო, რისთვისაო?! ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდესო: ჩვენ + აქ არა ვართ, ჩვენ რაღას გვეუბნები? - ტეტიურად და პირდაპირ მიახალა გაბო + ჩხუბიშვილმა. + იერიშის ავტორს კი - ბესო შიქიას - გაზეთში ცხვირი ჩაეყო და ენა მუცელში + ჩავარდნოდა. + კვაჭი ოფლში იწურებოდა სირცხვილით და თავს იმართლებდა. ბოლოს თავის + ამხანაგებს პატიოსანი სიტყვა მისცა, რომ ლაპოშს თავს დაანებებდა, მაგრამ იმავე + საღამოს მადამ ლაპოშს ისევ თაიგული და ტკბილეულობა გაუგზავნა. ხოლო + შუაღამეს ისევ შანტანში მივიდა და დილამდე ისევ იმ ცეცხლში იწოდა და დნებოდა. + ტალი კვესს წააწყდა, ალხანას თავის ჩალხანა დაუხვდა. კვესმა ტალს ნაპერწკლებიც + დააყრევინა და კბილებიც დაუჩლუნგა, თვითონ კი არაფერიც არ დაიტყო. კვაჭი + კვაჭანტირაძე სამტრედიელ სილიბისტროს შვილი იყო, ხოლო მადამ ლაპოში - + პარიზის მიერ ნაშობი და მონმარტრის რძით ნაზარდი, უკან კიდევ ბელვილელი + აპაში ედგა, რომელსაც ზოგნი ალფონსს ეძახდნენ, ზოგნი - „კოტს“, ხოლო მადამ + ლაპოში მას თავის ქმრად ასაღებდა. + - მონ მარი ვიენ... მონ მარი ეტ ისი... ილ ე ლა... მონ მარი სე ფაშ, - შიშით და + თრთოლვით იმეორებდა პარიზელი პრიმადონა. + მესიე ლაპოშიც თავის დროზე გაჰქრებოდა ხოლმე, თავის დროზე გამოჩნდებოდა, + დროზე იღიმებოდა, დროზე აბრიალებდა თვალებს და დროგამოშვებით კბილებსაც + აკრაჭუნებდა. + კვაჭს მოთმინება დაეკარგა. გაფიცხდა და განერვიანდა. დაჟინებით და სიმტკიცით + მიიწევდა საბოლოო მიზნისაკენ, თავის ხვედრს მოელოდა და ვალის გასწორებას + მოითხოვდა. + ბოლო ხანებში მადამ ლაპოში ხან „შინ არ იყო“, ხან კიდევ თავის „მარი“ ჯაჭვით + ჰყავდა მიბმული. ბოლოს თავად კვაჭანტირაძეს ვიღაც როტმისტრმა ბარონმა + ფონდერშლიპენ ჰოგენშტაუფენმა გადაუჭრა გზა და კედელივით აეტუზა წინ. + ერთ საღამოს იმ ბარონმა, - ერთმა ახმახმა, რვა ფუთიანმა და ერთი მტკაველის ოდენა + ულვაშებიანმა ბუმბერაზმა - დოინჯი შემოიყარა, კაკლის ოდენა თვალები + გადმოჰყარა, კვაჭის თავთ დაადგა და ზევიდან საყვირის ხმით ჰკითხა: + - ვინა გნებავთ? რაო? მადამ ლაპოში? ამაღამ მე მყავს დაპატიჟებული... რაო? ხვალაც, + ზეგაც, მაზეგაც... რაო? დიახ, ჩემია. სამუდამოდ ჩემია მეთქი! რაო? ჯერ არა ვჯავრობ, + მაგრამ თუ გამაჯავრეთ, ღმერთმა თქვენც დაგიფაროსთ და თქვენი მტერიც. რაო? + არაფერიო? მაშ თანახმა ხართ? კეთილი, აგრე სჯობია... რაო? არა ვჯავრობ მეთქი... რა + ბრძანეთ? მშვიდობით ბრძანდებოდეთ? ძილინებისა! + მეორე დღეს სედრაკა ამბობდა: + - ვააა, ის დალოცვილი ბარონი ერთი თვით ადრე მაინც გამოჩენილიყო. ღმერთმანი, + ღვთის გამოგზავნილი ყოფილა... ჰამე? დაიგვიანა? მეც მაგას არ ვამბობ! არა უშავსრა, + ეხლა ხომ ისწავლის ჭკუას! კნიაააზ, არც ამას იქით დაუჯერებ სედრაკას? შენზე + ამბობენ, მოხერხებული კაციაო. შენ ხელი გაანძრიე, თორემ ფული ბაღდადიდან + მოვა... ჰამე? ეეერიჰაა! ჩვენ რომ კნიაზს გეძახით, განა მართლა კნიაზი ხარ?! შენც + დაიჯერე?! ჰამე?.. ათი თუმანი გასესხო? განა აგრეა საქმე? აგრე გაიფხიკე? ეერიჰააა! + მაშ კარგი, დავტრიალდები და ვისესხებ... მე? სედრაკას რომ ათი თუმანი ჰქონდეს, + ბაზაზხანაში დუქანს გახსნიდა... კარგი, კარგი, საღამოზე გნახავ. ეხლა კი წავიდეთ და + თითო მწვადი შევჭამოთ რას იტყვით? + - შევჭამოთ! - საჩქაროდ დაეთანხმნენ ყველანი. + - კ ჩორტუ! - წამოიძახა კვაჭიმ და კინაღამ მაგიდა ჩაამტვრია: - არუთინას დუქანი + სჯობია იმ ვერანა შანტანს. კმარა! გათავდა! + - აი მომწოოონს! აქამდის მიაფურთხებდი რაღა ეშმაკსა! არუთინა რა არის, შენ სხვა + იკითხე! ისეთი გვრიტები ჰყავს, რომ შენს მადამას სულ გააფასებენ. მართალია, ცოტა + საპნის და არყის სუნი ასდით, მაგრამ არა უშავს-რა, შენც ხუთი ნიმუტით ცხვირში + ბამბა დაიცე, რაღა! „სამიი გლავნი“ ის არის, რომ იქ ბარონს არ წააწყდები! + ერთი საათის შემდეგ ხუთნივე ნესტიან და ჩაბნელებულ სარდაფში ისხდნენ და + „მრავალ-ჟამიერს“ გაიძახოდნენ. ნარევი განჯური ღვინო კახურად საღდებოდა. + ჭუჭყიან სუფრაზე ობლად და მოწყენით ეყარა ქართული ყველი, დოში, ბოლოკი, + შოთი და მწვანილი. იქვე მაყალზე მწვადი შიშნებდა, სარდაფი მისი სუნით და + ბოლით იჟღინთებოდა. სიღნაღელი არუთინა ჰფუსფუსებდა, სტუმრებს ასმევდა, + თვითონაც სვამდა და სედრაკასაც ამშვიდებდა: + - ჰამე? მარუსია და კატინკა არა სთქვიიი? ჰო და ეხლავე მოვლენ რაღა! ერთი საათია + ბიჭი გამიგზავნია. თქვენ ნუ მოიწყენთ, გენაცვალეთ. დალიეთ და დამალევინეთ... + ჰაი-ჰუუიიი! ჰაი, ჯაან კნიაზჯან, ჯაან! + - ჯალილ , ბაიათი! - შეუკვეთა კვაჭმა. + ჯალილამაც ჩაახველა, ხმა ჩაიწმინდა და შემოსძახა: + ათა მინდიმ ბაში იოხ, + ჩაილარი გეჩტიმ ტაში იოხ, + სორთი სარდიმ იანიმდა თაიდაშიმ იოხ... + ალესილმა კვაჭმა მაინც ვერ შეინელა ჟინი. ღვინით გაბრუებული და „მარუსიას“ + საპნით გაჟღენთილი კვაჭიკო რიჟრაჟზე მადამ ლაპოშის ბინისკენ მილასლასებდა. + სასტუმროს კარებში ისევ იმ ბარონს წააწყდა. + - რაო? რა სთქვით? მადამ ლაპოშთან მიდიხართ? კეთილი და პატიოსანი. რაო? რა + ბრძანეთ? მიბრძანდით მეთქი. ეხლა ნებას გაძლევთ. რაო, რა ბრძანეთ? მიბრძანდით + და გამოეთხოვეთ. დღეს მიდის, რაო, რა სთქვით? მაშ მშვიდობით ბრძანდებოდეთ! + და ისიც ლასლასით გაუდგა თავის გზას. + - მონ შა! - წამოიძახა მოთენთილმა მადამ ლაპოშმა, როცა კვაჭის კარი გაუღო - მოიცა... + ეხლავე! მანდ მოიცა ცოტა ხანს. დღეს ჩემი ქმარი შინ არ არის. + კარი მიუკეტა და ოთახი შებრუნდა. კვაჭიმ ჭუჭრუტანაში შეიხედა და ლაპოშის + ქმარი დაინახა, რომელმაც იღლიაში ბალიში ამოიჩარა და მეორე ოთახში გაირბინა. + მადამ ლაპოშმა ისევ გააღო კარები, კვაჭი შეუშვა და ერთხელ კიდევ უთხრა: + - მოდი, მონ შა, მოდი! დღეს ბედი გქონია. ჩემი ქმარი შინ არ არის გაბედე... + კვაჭიმ რომ გამოიღვიძა, ოთახში აღარც მადამ ლაპოში იყო, არც მისი „ქმარი“ და არც + მათი ბარგი. ჩაიცვა და ოთახიდან გამოვიდა. სასტუმროს მოსამსახურესთვის + მანეთიანი უნდა ეჩუქებინა, მაგრამ ჯიბეში შაურიც ვეღარ იპოვნა. მეხსიერება + მოიკრიფა და გაიხსენა, რომ გუშინ ჯიბეშ ოთხასი მანეთი ჩაიდო, მაგრამ სად + დაჰხარჯა ან სად დაჰკარგა, კვაჭიმ ვეღარ გაიხსენა. + მადამ ლაპოში რომ ადესიდან გაჰქრა, კვაჭის გულიდანაც ამოქროლდა. დარჩა + მხოლოდ მწარე მოგონება ზღვაში გადაყრილი სამი ათასი მანეთისა და კვაჭის + მეგობართა გაუთავებელი ჩივილი, წუწუნი და საყვედური. + ბესო შიქია სდუმდა და სათვისტომო ხაზინაზე ზრუნავდა. ავლაბრიანი ვერ + ისვენებდა და წამდაუწუმ ოხრავდა: + - ვაჰ, ვაჰ, ვაჰ! აი, ნამდვილი ტუტუც ვრაცუა! სამი ათასად ნახევარ სიღნაღს ვიყიდდი, + ნუ იცინით! + - ეგრე იცის სიყვარულმა! - ჩაურთო ჩიკინჯილაძემ. + - მე ერთი ღამის სიყვარული მწამს, მორჩა და გათავდა! - ამოიღო ხმა ჩხუბიშვილმაც. + ბოლოს, ჯალილამაც თავი გაიქნია: + - ისი, რა გითხრა, კნიაზჯან? ზალიან ეშხიანი გოგო იყო, მაგრამ სამი ათასიც ზალიან + სოდოა. სამი მანეთი - აი მისი ყაიმათი. + დავა ისევ კვაჭმა გადასჭრა: + - კმარა! - მტკიცედ განაცხადა მან: - რაც იყო, იყო, მორჩა და გათავდა! მადამ ლაპოში + აღარავინ არ ახსენოს. + + ამბავი ხელნაკრავ სიყვარულისა + მეორე დღეს კვაჭმა ადესის უნივერსიტეტის ბაღში ქართველ სტუდენტების ჯგუფს + მოჰკრა თვალი. იმ ჯგუფში ქალებიც ერივნენ. მივიდა, ყველას საერთო სალამი მისცა + და ბაასს ყური მიუგდო. + ამ ჯგუფში პირველად დაინახა ერთი მოსწავლე ქალი, - მაღალი, წერწეტა, + თოვლსავით თეთრი და სუფთა, თმაგიშერა და შავთვალა, ეშხიანი და მარილიანი. + კვაჭმა და იმ ქალმა თვალი თვალს გაუყარეს. მერე ქალმა თვალი მოაშორა და + გულმოდგინედ მიუგდო ყური ლეო შავიძეს და სანდრო არსენაშვილს, რომელთაც + რაღაც უცნაური დავა ჰქონდათ. + ხშირად ისმოდა: + - იმპრესიონიზმი... სიმვოლიზმი... სახეობა... არსი... მარადიულობა... ყოფა... + კვაჭმა დააპირა ამ ბაასში სიტყვის ჩართობა და ამ ხერხით ქალის გულისყურის + მიზიდვა, მაგრამ ბაასის შინაარსს რომ ჩაუფიქრდა, გაიფიქრა: დასწყევლა ღმერთმა! + ქართველებმა ან პოლიტიკაზე უნდა ილაპარაკონ, ან ფილოსოფიაზე. ეს „იზმები“ + რომ ფრანგულია - ვიცი, მაგრამ რა ჯანდაბაა ეს „არსი“, „ყოფა“, „სახეობა“?.. აი, კიდევ: + „ანარეკლი“... „იბსენი“... „ვრუბელი“... ძველი ქართულია, ალბათ ღრუბელი იქნება... + „ვერლენი“... „მეტერლინკი“...: „ანუნციო“... + ნადია არმელაძე და ვერიჩკა კალოშილი იმ ჯგუფს ჩამოშორდნენ. კვაჭიც გაჰყვა. + ერთმანეთი შინაურულად მოიკითხეს. + - რა ამბავია, კვაჭი, ახლო აღარავის ეკარები. ყველანი დაგვივიწყე? აგრე უნდა განა? - + უსაყვედურა ნადიამ. + - შინაურ ხუცესს შენდობა არა აქვს! - დაუმატა ვერიჩკამ. + - აჰ, ეგ მართალი არ არის! - თავი გაიმართლა კვაჭმა: - მეტად გამიტაცა მეცადინეობამ, + ვერ ვიცლი. + იცინეს და იოხუნჯეს. თითო ყავა დალიეს, ტკბილი ნამცხვარი შეატანეს, წარსული + მოიგონეს და ახალი ჭორ-ანეგდოტები გადმოალაგეს. ბოლოს, კვაჭმა ჰკითხა: + - იქ, ბაღში რომ ქალი იდგა, ვინ არის?.. სოფიო შივაძე?.. პირველად ვხედავ... + მომწონსო? დასაწუნი არ არის, თუმცა... ბევრნი დასდევენ? აჰ, კვაჭის მაგის არ + ეშინიან... კარგი, გამაცანი სად? როდის? დღეს, შვიდ საათზე შენთან იქნება? მოვალ... + კარგი, შოკოლადსაც მოგიტან. + იმავე საღამოს კვაჭმა სოფიო შივაძე გაიცნო. + ქალებს ქიმიაზე ჰქონდათ ლაპარაკი. კვაჭი ვერ ჩაერია. + მერე თავიანთი პროფესორები გაიხსენეს. კვაჭი იცდიდა. + ლიტერატურაზე გადავიდნენ. კვაჭი ითმენდა, თან იმ ქალჯეირანას შესცქეროდა, + იბანგებოდა და იჟღინთებოდა. + ბოლოს, როგორც იყო, კვაჭმა ბაასს კვალი შეუცვალა, მსუბუქ ლაპარაკს გაჰყვა და + ნადიაც გაიყოლა. სოფიო ყურს უგდებდა, მორცხვად იღიმებოდა, მაგრამ იმ + ოხუნჯობაში წილს არ იღებდა. + - მაშ ცირკი არ მოგწონთ? - ჰკითხა კვაჭმა სოფიოს - არც ჭიდაობა? საუცხოვო + სანახავია. უეჭველად უნდა გაჩვენოთ ზაიკინი, ბამბულა, ონო ოკიტარო, კოსტა + მაისურაძე, ბული, ვახტუროვი და წითელი „მასკა“... მაშ დრამა და ოპერა მოგწონთ? + აჰ, ჯერ არ მინახავს. თუნდ ხვალ წავიდეთ... არ გცალიათ? უკვე მიბრძანდებით? რა + მიგაჩქარებთ? ლექციების წაკითხვას ხვალაც მოასწრობთ... გაგაცილებთ... ნადია + გავიაროთ. + გაიარეს. სოფიო ძალიან ჩქარობდა. კვაჭმა ქუჩის გადასავალში სოფიოს მკლავში + ხელი გაუყარა. სოფიომ ფრთხილად გაინთავისუფლა ხელი და ნაბიჯს მოუმატა. + თავისი ბინის კარებთან ორივეს მადლობა გადაუხადა და მიიმალა. + კვაჭი ნაწყენი იყო, ნადიამ ანუგეშა: + - გულმშრალი და ამაყი ქალია. თუმცა ძალიან კეთლი გული აქვს. არც სცალიან, + მეტად ბევრს მუშაობს... აბა, კვაჭი, შენ იცი, არ შერცხვე, თვარა... - ჩაიცინა და წააქეზა. + იმ დღიდან კვაჭმა ლექციებზე სიარულს მოუხშირა. ხან აუდიტორიაში მოჰკრავდა + სოფიოს თვალს, ხან კარებში, ხან ბაღში, ხან კიდევ ახლო-მახლო ქუჩებში. კვაჭმა + მოიკრიფა და მოიმაგრა თვისი თავაზიანობა, გამოცდილება, შნო და უნარი ქალის და + გულის დაპყრობისა და მოხიბვლისა. + სოფიო მას არ ერიდებოდა, არც ეტანებოდა. ოდნავ უღიმოდა და უცინოდა, ზოგჯერ + კოხტად იპრანჭებოდა, თითქოს აჰყვებოდა კიდეც, თვითონაც იზიდავდა და + კვაჭისაც აიყოლებდა, მაგრამ თვითონ მაინც ერთის მანძილით იყო შემოფარგლული, + ერთი ზღურბლი ჰქონდა დადებული და იმ მიჯნას არც თვითონ გადასცდებოდა, არც + კვაჭიც გადმოაცილებდა. + კვაჭმა რამდენჯერმე სცადა სიტყვით და ხელით იმ კედლის გაბიჯება, მაგრამ + სოფიოს მიუკარებლობისა და ხელ-უხლებლობის ყინული მაინც ვერ გასტეხა. + - ქალბატონო სოფიო, გეფიცებით ღმერთსა და პატიოსნებას, რომ თქვენისთანა ქალი + ჯერ არ შემხვედრია! + - ასი ათასობით და მილიონობით დაითვლება. + - უცნაური რამ მემართება, მოხიბლული ვარ. + - თქვენვე მოგიხიბლავთ თქვენი თავი, გაიღვიძეთ. + - ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამოდის. ძილი გამიკრთა, მადა დამეკარგა... ვერასფერს + ვაკეთებ... ვიტანჯები, შემიბრალეთ... + სოფიო სწორედ ასეთს დროს და ამ მანძილზე შემოივლებდა ყინულის რკალს: + - კმარა, ბატონო კვაჭი, გავათავოთ... მეჩქარება, მშვიდობით... დამშვიდდით... + და მაღალ ტანს მოხდენილად მოარხევდა, ქურციკის ნაბიჯს მოუმატებდა, ზოგჯერ + უკან მოიხედავდა, თან დიდრონ შავის თვალებით გაიღიმებდა და თილისმიან ელვას + გამოისროდა. + - მოწყალება მოიღეთ, ქალბატონო სოფიო, ოპერაში ან დრამაში წავიდეთ? + - გმადლობთ, არა მცალიან. + - ბულვარზე გავისეირნოთ. + - არასოდეს ბულვარზე არ მისეირნია. + - ნავით ვიცურავოთ. + - არ მიცურავნია... არც მინდა, არა მცალიან. + კვაჭის ყვავილი და ტკბილეულობა ხშირად მიჰქონდა. + - ნუ სწუხდებით... ნუ ხარჯავთ ამოდენა ფულს. + ბოლოს, ლექსიც მიართვა: + ყოლიფერი დამითმია შენი შავი თვალიზაო, + არა მძინავს, ვიწვი სიყვარულით წითელ ალიზაო, + თუ მაცხოვრებ, ღმერთი გიზღავს კაი ქალობას + თუ მომკლავ - ნუ მომაკლებ გალობას. + ასე თავდებოდა კვაჭის გრძელი შაირი, რომელშიც მან ჩააქსოვა, ჩაჰღვარა და + გადაშალა თვისი ტარიელისებური ცეცხლი სიყვარულისა, ცრემლი აღტაცებისა, + კვნესა გულისა, იმედი და რწმენა მისი განკითხვისა და სოფიოს სათნოიანობისა. + ყინული მაინც არ გალხვა, მზემ ღრუბელი არ გადიყარა. + კვაჭი გაფიცხდა. ჟინიანობას უმატა, დევნას მოუხშირა და იერიშები მეტის + სიმტკიცით მიიტანა. + ერთხელ ორივენი გონჯ გლახაკს წააწყდნენ, რომელიც ნერვიულად და ბრაზით + ეპოტინებოდა მავალებს, თან დაჟინებით მოითხოვდა განკითხვას: + - გაიკითხეთ გონჯი, ქრისტიანებო, გაიკითხეთ! გესმით თუ არა? გაიკითხეთ მეთქი! + ორი გროშ მაინც გაიმეტეთ, თქვე უსინდისოებო, თქვე კრიჟანგებო! + და თხოვნას გინებასაც მოაყოლებდა. + ორივემ გაიცინეს. + - ნაპოლეონ აპოლონიჩ, რაში ჰგევხართ ერთმანეთს თქვენ და ეს მათხოვარი? + - ორივენი ვთხოულობთ. ეგ ფულს თხოულობს, მე კი სიყვარულს. + - მცირე შესწორება: ორივენი არ თხოულობთ, არამედ მოითხოვთ, მტკიცედ, + დაჟინებით და მუქარით მოითხოვთ. + კვაჭმა იწყინა და იტკიცა. არაფერი უთქვამს, ცივად გამოეთხოვა და გამობრუნდა, თან + გულში გადასწყვიტა დაჩქარება უკანასკნელის იერიშისა. + იმ დღიდან კვაჭმა მოთხოვნა ისევ თხოვნაზე შესცვალა, სოფიოს მოწყალებას და + სათნოებას ემუდარებოდა, განკითხვას და შებრალებას ეხვეწებოდა, თავს აბრალებდა, + სდნებოდა, ჰკვნესოდა, იტანჯებოდა და თავის მოკვლას აპირებდა. + მისი ამხანაგები - სედრაკა, ჭიპი და ლადი ყოველდღე ეკითხებოდნენ: + - ჰა, საქმე როგორ მიდის? + - მორჩი და გაათავე, რაღა! + - ჰა, გამარჯვება არ დაგვიმალო, მაღარიჩი არ შეინარჩუნო! + კვაჭი მათ მეგობრულ ანგარიშს აძლევდა და გამარჯვების ნიშნად ერთ ქეიფს + ჰპირდებოდა. + მთელმა ქალაქმა გაიგო კვაჭის გატაცება, მისი სიყვარული და ახალი ჟინი, ამიტომ + სოფიოს დაპყრობა და დამორჩილება მისთვის თავმოყვარეობის საქმედ გადაიქცა. + კვაჭის ყველგან და ყველაფერში ადვილად ეხერხებოდა დროზედ მიხვეულ- + მოხვეული ბილიკებით სიარული, დროზედ ჩრდილში შესლვა, მოთმინება, დროს და + ადგილის შერჩევა და უკან დახევაც, მაგრამ სოფიომ ეს თვისება კვაჭის თითქოს + გაუქარწყლა და მოაშლევინა. + დიდი დრო გავიდა. ამხანაგებიც აღიზიანებდნენ და აჩქარებდნენ, საქმეს კი + წარმატება არ ეტყობოდა. + კვაჭის მოთმინება გამოელია და სთქვა: + - ან დღეს, ან არასოდეს! + იმ საღამოს კვაჭი სოფიოს ფეხებთან დაჩოქილი იდგა, ხელებს იმტვრევდა და + იცრემლებოდა: + - ჩემო ტრედო... ჩემო ტურფავ... ჩემო ღმერთო და ხატო! მეტი გაძლება აღარ + შემიძლიან, ძლ-ღონე აღარ მყოფნის... მაკმარე ამდენი ტანჯვა და წამება... შემიბრალე + და გამიკითხე... ჩემო სოფიო... სონიჩკა... სოფოჩკა... + კვაჭმა ნაძალადევად დაიჯერა თვისი სიყვარული: თვალთ ცრემლი აუბზინდა და + პირსახეზე ტანჯვის ნაოჭები ცაეკეცა. + სოფიომ უკან დაიწია. დაიბნა და გაშრა. + - ნაპოლეონ აპოლონიჩ! ნაპოლეონ აპოლონიჩ!.. ადექით... მებრალებით, მაგრამ... + წამოდექით, ზეზე წამოდექით... არ შემიძლიან, მეტი არ შემიძლიან. + და თვითონაც ხმა აუკანკალდა, თვალებზე ცრემლი მოერია, კვაჭმა თავი ჩაჰქინდრა, + პირზე ხელები მიიფარა, სავარძელში ჩავარდა და ბავშვივით აქვითინდა, თან + უიმედო სევდით და სასოწარკვეთით ლუღლუღებდა: + - არ შემიძლიან, მეტი არ შემიძლიან! ეხლა ყველაფერი ვიცი, კარგად ვიცი... მეტი + არაფერი დამრჩენია... გათავდა, ყოველივე გათავდა!.. + სოფიო უარესად აირია შიშმა, სათნოებამ და სიბრალულმა ყინული გაალხვეს, გული + მოულბეს, სიფრთხილე გაუქრეს და სიმტკიცე გაუტეხეს. მოეშვა, მოლბა და + მოდუნდა, კვაჭის გვერდით მიჯდა, ხუჭუჭა თმებში ბროლის თითები ჩაუხლართა, + უალერსებდა, ამშვიდებდა და ანუგეშებდა, თან თვითონაც ჰღელავდა და ხმაც + უთრთოდა: + - კარგი, კმარა... გეყოფა... დამშვიდდი... ნუ იტანჯები, ნუ სტირი!.. კარგი, გენაცვა, + კმარა, თორემ... + კვაჭი ხელზე დაეწაფა და ცრემლით დაუმდუღრა. + მერე მკლავში ორივე ხელი წაავლო და ნელ-ნელა მოსწია და მიიზიდა. + სოფიო ოდნავ უძალიანდებოდა. კვაჭი მას თანდათან იზიდავდა და მეტსა და მეტს + ჟინს იჩენდა. მერე ორივე მკლავი მოჰხვია, ქალი ხელთ იგდო, გულში ჩაიკრა და + ჩაიხლართა. + სოფიო შეშინდა, შეკრთა. ჯერ იხვეწებოდა, მერე გაუძალიანდა. + კვაჭმა ძალას ძალა დაუხვედრა: დაიჟინა, გამწარდა, გაცეცხლდა და გამხეცდა. ხელის + ფათური ბღლარძუნად გადაიქცა. + სილამ ყბაზე გაილაწუნა. თმის ნაგლეჯი იატაკზე გადავარდა. კვაჭმა გამარჯვება + თითქმის ხელთ იგდო, მაგრამ სწორედ ამ დროს გამწარებული სოფიო კბილით + დასწვდა მაჯაში. + კვაჭმა მწარედ დაიკვნესა. სოფიომ წიგნის გრძელსა და წვეტიან დანას დაავლო ხელი, + თან ქშენით ნაწყვეტ-ნაწყვეტად ისროდა: + - ჩქარა!.. ჩქარა გაეთრიე აქედან!.. წუნკალო, წუწკო!.. საძაგელო!.. საზიზღარო!.. + - მაპატიე... ბოდიში!.. ბოდიშს ვიხდი, - ბურტყუნებდა კვაჭი, თან ტკივილისგან + იღმიჭებოდა და დასისხლიანებულ მაჯას ხელსახოცით იხვევდა. + - გაეთრიე მეთქი აქედან! - და დანით ზედ მიადგა, თვალებიდან ცეცხლი წამოჰყარა: - + წუწკო პირუტყვო!.. მხეცო!.. ჩქარა მეთქი!.. + და ბუტბუტით მიმავალ კვაჭის კარებამდის მიჰყვა. + განკურნებული კვაჭი სახლში დაბრუნდა. თან ხელნაკრავ და გაბოროტებულ ელაყის + შხამი და ბალღამი წამოიღო. + მეორე დღეს დილით კვაჭს თავს წაადგნენ მისი მეგობრები. + კვაჭი თბილ ლოგინში სტრიალებდა, იზმორებოდა და იღიმებოდა. + - რავა ხარ? - ჰკითხა ჩიკინჯილაძემ. + - ვა, შუადღე მოვიდა, ადექი რაღა! - ურჩია სედრაკ ჰავლაბრიანმა. + - ალბათ წუხელ გზა გაიკვლია, - გამოიცნო გაბო ჩხუბიშვილმა: - იმიტომ იღიმებოდა + და იზმორებოდა ასე ტკბილად. + - ვა, მართალს ამბობს?! + - იქნება მართლა? + - კვაჭი, გამოტყდი, ნუ დაგვიმალავ. კვაჭი არ გამოტყდა. პირი მაგრად ჰქონდა + მოკუმული. საიდუმლოებას ცხრაკლიტურში ინახავდა, ქალის სახელს და პატივს + ჰმალავდა, და ისე სდარაჯობდა, როგორც ნამდვილ რაინდს და ვაჟკაცს შეჰშვენოდა. + მხოლოდ ოდნავ იღიმებოდა, თვალებს ეშმაკურად ატრიალებდა და ზანტად + იზმორებოდა, თან პირსახეზე უუზენაესს სიტკოებას, ბედნიერებას და განცხრომას + იხატავდა. + - სურპ-სარქისას მადლსა ვფიცავ, საქმე გათავებულია! + - მალადეც, კვაჭი, მალადეც! დღევანდელი სადილი შენზეა. + - ჰა, სთქვი და გაათავე, რაღა! + კვაჭი ახირდა, არაფერი სთქვა, არ გამოტყდა. + - აჰ, თქმა როგორ შეიძლება!.. სადილი?.. სადილს ვახშამი სჯობია, გპატიჟობთ, მეტი + გზა არ არის. + და ისევ ტკბილად გაიზმორა, თვალები მილულა და ტუჩებზე გამარჯვების დროშა + გაიშალა. + სედრაკამ რომ კვაჭის ნაკბენი ხელი დაინახა, კვაჭის გამარჯვებაში საბოლოოდ + დარწმუნდა და თვისი რწმენა სხვებსაც გაუზიარა: + - ვაა, ერთი ამას დახეთ, და ! რა ჟინიანი ქალი ყოფილა, ვენაცვალე იმის მადლსა! + იმ საღამოს რამდენჯერმე დალიეს კვაჭის სადღეგრძელო, კვლავაც გამარჯვება + უსურვეს, ქალების მუსუსი დაარქვეს და სოფიოს სახელიც ახსენეს. + კვაჭი ისევ ორგულად იღიმებოდა და პირსახიდან გამარჯვების დროშას არ + იშორებდა, თუმცა არც მეგობრების რწმენას ადასტურებდა და არც უარჰყოფდა. + იმავ დღიდან ადესელ სტუდენტებს ჩუმი, უჩინარი და ხელშეუხებელი გესლიანი + ნისლი მოედო. ქალბატონი ჭორი ნელ-ნელა დასცურავდა, გველივით დასისინებდა, + თბილ ტალღასავით ყველას ყურში უძვრებოდა, შიგ ცოტაოდენ შხამს მაინც + დასტოვებდა და ქურდულად ერთ სახლიდან მეორეში და მეორიდან მეათეში + გადადიოდა. + მოიწამლა, წაირყვნა და წაიბილწა სოფიოს ტრედის გული და ხატის სახელი. ზოგის + ყურში და გულში ქალბატონმა ჭორმა ერთი წვეთი ძლივს ჩააწვეთა. ზოგისაში - კი + დიდი, მყრალი ჭაობიც დააგუბა. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი სიყვარულის გათავებისა + ვერა გახდა, გაიცრიცა. ნამალავი სიყვარული კვაჭისთვის ხელსაყრელი იყო. იმ + ქალთან სახლში გამოჩენა კვაჭის არაფერს არ შესძენდა, ამიტომ კვაჭი ვერას + ერიდებოდა და მიზეზად ის მოჰქონდა, რომ კაპიტანი სიდოროვი, ან მისი მეუღლე ან + კიდევ მათი მრავალი ნათესავი ეჭვს აიღებენ და მათს სიყვარულს ნაადრევად + გამოიტანენო. აპირებს თუ არა კვაჭი ვერას შერთვას? რა თქმა უნდა, აპირებს! ამაზე + ლაპარაკიც არ შეიძლება, მაგრამ... ვერა ქართველების გარდუვალ ადათსა და კანონს + უნდა დაემორჩილოს, თორემ კვაჭი ვეღარც მშობლების ოჯახში შევა და ერთ + მანეთსაც ვერ მიიღებს სილიბისტროს ჯიბიდან, რომელიც, სულ ცოტა რომ + ვიანგარიშოთ, ერთი მილიონი მანეთი მაინც ეღირება. კვაჭმა უნდა მიიღოს + მშობლებისგან თანხმობა და კურთხევა, რომელსაც დღე-დღეზე ელოდებოდა. + თანხმობა, რა თქმა უნდა, მოვა. სილიბისტროც და პუპიც ადრევად ეხვეწებოდნენ + კვაჭს, უეჭველად რუსის ქალი შეირთეო, ისიც უეჭველად ნასწავლიო. ნუ, ნუ შიშობს + ვერა. დამშვიდდეს და არხეინად უცადოს სილიბისტროს წერილს. + ვერა მეათეჯერ დამშვიდდა და მოთმინებით მოელოდა ქართველ თავად-აზნაურთა + მარშლისგან, სილიბისტრო კვაჭანტირაძესგან თანხმობას და კურთხევას. + ერთხელ ვერა დაფეთებული შემოვარდა კვაჭისთან, ორივე ხელით ჩამოეკიდა + კისერზე და შიშით და ცახცახით ჩასჩურჩულა. + - ყური მიგდე... უნდა გითხრა, რომ... რომ ეს-არის ეხლა გაიფაჩუნა. აი აქ... + ცახცახებდა, კვაჭს მკერდზე ეკვროდა და მისგან დარიგებას და ნუგეშს მოელოდა. + კვაჭს ცივმა ოფლმა დაასხა. გაბრუვდა, გახედვა და შიშმა აიტანა. ვერა დიდხანს + უცდიდა ნუგეშსა და გამხნევებას. მერე ისევ მოაგონა: + -სთქვი რამე, როგორ მოვიქცე? + - დაიცა... დამაცა, მოვიფიქრო. + და შუბლის მოსრესვის შემდეგ მოიფიქრა: + - ჩემი აქ დარჩენა აღარ შეიძლება. ორივენი, თითქოს საპატიმროში ვიყოთ, + ერთმანეთს ვერა ვხედავთ და თავისუფლად ვერ ვლაპარაკობთ. სხვაგან უნდა + გადავიდე შენ ხშირად ივლი ჩემთან... თუ საჭიროებამ მოიტანა, ჩემთან + გადმოსახლდები... ასე ემჯობინება. + ვერას კვაჭის აზრი ჭკუაში დაუჯდა: + - დღესვე გადადი... ნუღარ აგვიანებ. მაგას რაღა სჯობია! ორ-სამ ოთახს + დავიქირავებთ და, სანამ მშობლების კურთხევა მოგივა, ჩუმად ვიცხოვრებთ. + კვაჭი მეორე დღესვე ახალ ბინაზე გადავიდა, მაგრამ ვერას დრო ვერ აურჩია, რომ + ერთმანეთი უმოწმოდ ენახათ და ან მომავალზე მოელაპარაკნათ, ან ერთმანეთს + მოჰხვეოდნენ და ათი წუთით მაინც დაევიწყათ ხვალინდელი შიშ და ზრუნვა. კვაჭი + ხან შინ არ იყო, ხან მასთან სედრაკა იჯდა, ხან ბესო, ხან ლადი, ზოგჯერ კი ყველანი + ერთად იყრიდნენ თავს და წასვლას აღარ აპირებდნენ. ვერას დაძმურად მიიღებდნენ, + გაართობდნენ და თავაზიანად გაისტუმრებდნენ. + ერთხელ ვერა კვაჭის მიერ დანიშნულ დროზე მივიდა, მაგრამ კვაჭის ნაცვლად ბესო + შიქია დაუხვდა. მეგობრულად მიესალმა, დასვა და ტკბილად დაუწყო: + - მე კარგად გიცნობთ, მეგობარო, დინჯი და გონიერი ქალი ბრძანდებით. ამიტომ + თქვენთან გულახდილად ვბედავ ლაპარაკს. + - ღმერთო ჩემო! რა ამბავია?.. ხომ არაფერი არ მოხდა?.. + - მოხდა, მაგრამ საამისო არაფერია. არხეინად ბრძანდებოდეთ. უნდა მოგახსენოთ, + რომ ... კვაჭის მშობლებისაგან პასუხი მოუვიდა. + - მერმე?.. მერმე? + - საერთოდ თანახმანი არიან და მოხარულნი არიან, რომ კვაჭმა თქვენისთანა + განათლებული და პატიოსანი ოჯახისშვილი აირჩია. კურთხევასაც წინდაწინვე + უგზავნიან, მაგრა... + - მაგრამ?... + - მაგრამ იწერებიან: როცა უნივერსიტეტს გაათავებ, ცოლსაც მაშინ შეირთავო. + ქალი დაიბნა და ალუღლუღდა: + - კეთლი... მესმის, მაგრამ... მაგრამ მე... მე რაღა ვქნა? მე როგორ მოვიცადო სამი თ + ოთხი წელიწადი? მე... ფეხმძიმედ ვარ და... და დღეს თუ ხვალ შვილი მეყოლება. + - მაგის დარდი ნუ გექნებათ. კვაჭი შეგინახავსთ, თვეში ხუთ თუმანს მოგცემსთ... + - არ ვიცი... ვერ მომისაზრებია... უნდა მოვიფიქრო... უნდა მოვისაზრო. + - აკი მოგახსენეთ, გონიერი ქალი ბრძანდებით მეთქი! - გაეხარდა ბესოს: - + მოიფიქრეთ, უეჭველად მოიფიქრეთ. მშვიდობით ბრძანდებოდეთ! ნუ აღელდებით, + დინჯად მოისაზრეთ. + ფერწასული ქალი ბარბაცით წავიდა კარებისკენ, მაგრამ იქ შესდგა, რაღაც გაახსენდა + და მოტრიალდა: + - მართლა, დამავიწყდა: კვაჭი სად არის? რატომ თვითონვე არ მითხრა ეგ ამბავი? + - კვაჭი თავის ბიძასთან არის. გუშინ ბიძა ჩამოუვიდა ტფილისიდან. + - კეთლი... კარგი. + ისევ გატრიალდა, წაბარბაცდა, კარებს წააწყდა, კინაღამ წაიქცა და მოწყვეტილი + ფეხები ძლივს გაიტანა. + ამის შემდეგ ვერა რამდენჯერმე მოვიდა კვაჭის სანახავად, მაგრამ საქმრო შინ არ + უხვდებოდა. + ერთხელ ერთმანეთს ქუჩაში წააწყდნენ. ვერამ კვაჭის ხელი წაავლო, განზე გაიყვანა + და ცრემლნარევი ჩურჩულით უთხრა: + - რასა შვრები, რას მიპირებ? დედამ ყველაფერი გაიგო... გუშინწინ შინიდან + გამომაგდეს. ერთმა მეგობარმა შემიკედლა. ლუკმა პური არა მაქვს. + - დამშვიდდი. ყველაფერი მოეწყობა. ქუჩაში ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება. აი ხუთ + მანეთი მიიღე სახარჯოდ და დღეს შვიდ საათზე მოდი ჩემთან. იქ მოვილაპარაკოთ. + - ათჯერ მაინც ვიყავი, მაგრამ შინ არ დამიხვდი. + - რა ვქნა, გენაცვა, ვერ მოვიცალე. დღეს მოგელოდები, არხეინად იყავი, ნუ ღელავ! + იმ დღესაც ვერას კვაჭს მაგივრად მისი მეგობარი ჭიპუნტირაძე დაუხვდა, რომელმაც + ოთახში შეიპატიჟა და უმალვე იერიში მიიტანა: + - რას ჩააცივდით კვაჭს? განა მე იმაზე ნაკლები ბიჭ ვარ? თქვენისთანა ლამაზს + ყოველთვის შეუძლიან მამაკაცები კუდივით აიყოლოს და არხეინად იცხოვროს. + ლადიმ ხელი მოჰხვია ვერას და მიიზიდა. ვერამ პირი მიიბრუნა და უცებ + ისტერიული ქვითინი ამოუშვა. ლადი დაფრთხა, საჩქაროდ წყალი მოარბენინა და + გონმიხდილი ქალი ძლივს დაამშვიდა. + ასე მოიშორა კვაჭმა „ხუმრობით აკიდებული“ ქალი. მაგრამ ორიოდე კვირის შემდეგ + სტუდენტების სათვისტომომ გამოუცხადა მას, სიდოროვის ქალმა შენზე საჩივარი + შემოიტანაო. კვაჭი ჯერ ჩაფიქრდა, მერმე იკითხა: + - საქმე საჯაროდ გაირჩევა? + - რა თქმა უნდა. + - თანახმა ვარ. + საღამოზე კვაჭი ბესოს მოელაპარაკა: + - აჰ, მაგას არ იზამენ არც ჭიპი, არც სედრაკა და არც გაბო. + - არ იზამენ რას მიქვიან? მაშ რის მეგობრები არიან, თუ გაჭირვებაში არ + გამომადგებიან? თუ ახირდნენ, მე მითხარი და მერმე მე თვითონვე ვიცი... წადი, + სამივეს ყველაფერი აუხსენი და დაარიგე. + იმ დღეს ქართულ სათვისტომოში საამხანაგო სამართალი იყო გამართული. + სიდოროვის ქალი არეულ-დარეულად უამბობდა ამხანაგებს თავის ამბავს და თან + სირცხვილისგან წითლდებოდა, ფითრდებოდა და ბორძიკობდა: კვაჭი ჩვენს სახლში + სცხოვრობდა, ამიყოლა, თავი მომაწონა, თავი შემაყვარა, შერთვის ფიცი მომცა და + გამაბრიყვაო. + - კარგა ხან ვცხოვრობდით ტკბილად. მერე, როცა ფეხმძიმობა დამატყო, თანდათან + გული აიყარა... მერიდებოდა, აღარ მეკარებოდა, დედამ ჯერ არაფერი იცოდა, მერე + გაიგო... სახლიდან გამაგდო... ულუკმა-პუროდ დავრჩი... მეგობრები სამადლოდ + მინახავენ... ზოგჯერ არც იმათ აქვთ პურის ფული... დღეს თუ ხვალ სამშობიარო + სახლში უნდა დავწვე... რით? როგორ? ვისი იმედით?.. რა ვქნა? თქვენ თვითონ + მასწავლეთ, რა ვქნა? როგორ მოვიქცე? + და ბოლოს კვაჭის ხვალინდელი შვილის დედა და გუშინდელი გასართობელი + გულჩვილი ბავშვივით ატირდა. + - ამხანაგო კვაჭანტირაძე, რას იტყვით? + - ყველაფერი მართალია, მხოლოდ ერთი შესწორება უნდა შევიტანოთ. მე არ ვიცი, + ჩემია ეგ ბავში, თუ... + - როგორ თუ არ იცით! თუ ერთად სცხოვრობდით... მაშ ვისია? სთქვით. + - მეძნელება თქმა, ძალიან მეძნელება, მაგრამ რაკი ამ ქალს თვითონ არ შერცხვა და ეს + ამბავი ხალხში გამოიტანა, მეც იძულებული ვარ ყველაფერი ვთქვა. + - გვიამბეთ. + - საქმე ისე გახლავთ, რომე მაგ ქალს სხვებიც ჰყავდა... ვერა გაფითრდა და წამოიჭრა: + - რაო, რა სთქვი?.. სხვებიც ჰყავდაო? ვინ? ვინ სხვები? + - დამაცადეთ, ქალბატონო, მოგახსენებთ. ჯერ მიბრძანეთ, იცნობთ თუ არა ჭიპი + ჭიპუნტირაძეს და სედრაკ ავლაბრიანს? + - ვიცნობ... თქვენ თვითონ გამაცანით... თქვენთან ხშირად დადიოდნენ, მერმე რა + გნებავთ? + - მერმე ის მნებავს, ქალბატონო, რომ ეს ვაჟბატონები უფრო ხშირად თქვენთან + დადიოდნენ, ვიდრე ჩემთან. თქვენც მათთან მიბრძანდებოდით. ეხლა მე + გავჩუმდები. ამხანაგო თავმჯდომარე, დანარჩენი თქვენვე ჰკითხეთ ჩემს მოწმეებს. + - ჰამე? - ჩვენება მისცა სედრაკამ: - როგორ არა, მეც მივდიოდი, ეგეც მოდიოდა... ჰამე? + სირცხვილია ამის თქმა, მაგრამ პირშავი ვერ გამოვალ და სიმართლე უნდა + მოგახსენოთ... ჰამე? დიახ, მოხდა, ყველაფერი მოხდა, რაღა!.. როდის? ბარემ რვა თვეც + იქნება... + იგივე განიმეორა ჭიპი ჭიპუნტირაძემაც დინჯად, მტკიცედ და მოურიდებლივ. + სიდოროვის ქალი გაშრა, გაქვავდა და გაიყინა. მერმე აცახცახდა, პაწია მუშტები + დაუშინა მაგიდას და თან იხჩობოდა და გაჰკიოდა: + - ტყუილია! ტყუილია! + შემდეგ კივილი და სიცილი ერთმანეთში აურია, სული შეუგუბდა, წაბარბაცდა და + თავის დობილის ხელებზე მიესვენა. საქმე გათავდა. გამარჯვებული კვაჭი ერთგულ + მეგობართა თანხლებით ჩვენებურ დუქნისკენ გაემართა. მათ მოელოდნენ არუთინი, + მწვადები, დოში და კახურად მონათლული განჯური ღვინო. + ასე გათავდა კვაჭის პირველი და უკანასკნელი სიყვარული. + + ამბავი კვაჭის გაკოტრებისა და ბზის კოვზისა + კვაჭის გაუჭირდა, მეტისმეტად გაუჭირდა: ფული გამოელია. ფულის გამოლევას + ტოლ-ამხანაგებში ჩამორჩენა და გავლენის შემცირება მოყვა. მეგობრები + წინანდელივით აღარ ეხვეოდნენ, აღარ ელაქუცებოდნენ, აღარ აქებდნენ და + ადიდებდნენ, ქალებიც შემოეფანტნენ. ჩანისიავებაც გაძნელდა. თერძი, მეჩექმე და + მრეცხავი წუწუნებდნენ. მეეტლეც საჩივრით იმუქრებოდა, და უფულო კვაჭი უწყლო + თევზივით ეგდო ნაპირზე და სულს ჰღაფავდა. + უფულო კვაჭი მალე დაემსგავსა უწყლო თევზს უფრთო არწივს და უფეხო რაშს. + ბოლოს თავის გაჭირვება სილიბისტროს შეატყობინა. პასუხად ქუთაისიდან მხლოდ + თვრამეტი მანეთი და ამდენივე თაბახი დარიგება და საყვედური მიიღო. + სილიბისტროს შვილი „ევროპის“ სასტუმროში სადილობდა. ერთხელ, სადილი რომ + გაათავა, ჯიბეში მარდად ჩაიცურა ვერცხლის კოვზი და წამოვიდა. ეს ამბავი მეორე + და მესამე დღესაც განმეორდა. + რესტორატორმა მოთმინება დაჰკარგა: ყველა ლაქიებს თავი მოუყარა და გადაჭრით + განუცხადა: + - ყოველ დღე თითო ვერცხლის კოვზი იკარგება. ჩემს რესტორანს ჯერ ასეთი + სირცხვილი არ უნახავს. ან თქვენშია ქურდი, ან მუშტრებში. თუ სამ დღეში ქურდი არ + გიპოვნიათ, ყველას დაგითხოვთ. წადით და ეძებეთ. + და დანაკარგი ლაქიებს გამოუბარა. + იმ დღიდან ლაქიები თავიანთ მუშტარს ერთი წუთითაც არ აშორებდნენ თვალს, + კვაჭსაც სწორედ ეს უნდოდა. + ამ დღეს კვაჭი მეტისმეტად გათამამდა: სადილი რომ გაათავა, ვერცხლის კოვზს ხელი + დაადო და ლაქიის თვალწინ უბის ჯიბეში ჩაიგდო. ლაქია გაოცდა და, გახარებული, + რესტორანის პატრონთან გაიქცა. კვაჭმა დრო იხელთა და ის კოვზი ჩუმად ბესო + შიქიას გადასცა და გადაჰკრა: + - ეხლა მიყურე, იმ „დურაკის“ თავზე რა ამბავი დავატრიალო! ჩქარა გაიტანე ეგ + კოვზი და სადმე გადამალე. + რესტორანის პატრონმა ერთი მსახური პოლიციელის დასაძახებლად გაჰგზავნა, + თვითონ კი მოწიწებით მივიდა კვაჭთან და ღიმილით სთხოვა: + - პატარა სათხოვარი მაქვს და გთხოვთ ერთი წუთით მეწვიოთ კაბინეტში. + რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა პოლიციელიც შევიდა კაბინეტში, რესტორანის + პატრონი კვაჭს დათვივით დაეძგერა: + - ქურდო! ავაზაკო! კოვზების ქურდო! ჯიბგირო! მოიტა ჩემი კოვზები! ეხლავე + გაჩხრიკეთ ეს არამზადა! ათი კოვზი მომპარა... ეხლაც აი ამ ჯიბეში უდევს ერთი + კოვზი. + კვაჭმა ლანძღვა-გინების შადრევანი მოთმინებით მოისმინა და პოლიციელს + მიუბრუნდა: + - გამჩხრიკეთ, თანახმა ვარ, მაგრამ... + პოლიციელმა ბოდიშ მოიხადა, გაჩხრიკა და... კვაჭს მარცხენა ჯიბიდან ბზის კოვზი + ამოაცალა. + - ეს არის თქვენი კოვზი? + ყველანი პირდაღებულნი შესცქეროდნენ ერთმანეთს. კვაჭი არხეინად ჩამოჯდა, ფეხი + ფეხზე გადაიდო და დინჯად მიუბრუნდა პოლიციელს: + - გთხოვთ ეხლავე ოქმი შეადგინოთ. თქვენ კი, - მიუბრუნდა რესტორანის პატრონს, - + ცილის წამებისთვის ექვსი თვით ჩაგსვამთ საპყრობილეში. + რესტორანის პატრონმა თმებში ხელი წაივლო და ამოიკვნესა: + - დამიჭირა ამ არამზადამ, დამიჭირა. + - გთხოვთ ეს სიტყვები ოქმში შეიტანოთ! - მიუბრუნდა კვაჭი პოლიციელს. + პოლიციელი უკვე სწერდა. + - რის ოქმი! რომელი ოქმი! - წამოიძახა რესტორანის პატრონმა და ლაქიებს + მიუბრუნდა: - გაეთრიეთ აქედან, თქვე ბედოვლათებო, თქვენა! - და როცა ყველანი + გაიკრიფნენ, პოლიციელს დანაწერი გამოჰგლიჯა, დახია და მორჩილებით სთქვა: - + ქაღალდს ნუ აფუჭებთ. აბა, მოკლედ მოსჭერით, რამდენს თხოულობთ? + კვაჭმაც მოკლედ მოუჭრა: + - სამი ათასი. + და დაიწყო ბაზრული ვაჭრობა და კინკლაობა. რესტორანის პატრონმა ოცი თუმნიდან + დაიწყო და ას თუმანზე გაიჩხირა. ბოლოს, დიდი დავიდარაბის შემდეგ ბესოს + დახმარებით ათას ხუთას მანეთზე ძლივს გაათავეს. + კვაჭმა ეს ფული წამოიღო, მაგიდაზე დაჰყარა და სთქვა: + - აი ოხრად ნაშოვნი ფული. ერთმა ბზის კოვზმა, და კვაჭის ჭკუამ ათას ხუთასი + მანეთი მოიგეს. ძალიან მოჭირდა, თორემ სამი ათასსაც ისე ადვილად ავიღებდი + როგორც სამ მანეთს. + ბესომ დამშეულ ამხანაგებს დაწვრილებით უამბო ბზის კოვზის ამბავი. ასტყდა + ჟრიამული და კიჟინი, ბელადის განდიდება და წაბაძვის ხურუში. მერმე ერთმანეთს + ეცნენ და აყაყანდნენ. ავლაბრიანმა არუთინას ვალი და სარგებელი მოითხოვა, + ჩიკინჯილაძემ - ასი მანეთი, ჭიპუნტირაძემ - ორასი. იანგარიშეს და გაინაწილეს. + ბესო შიქიამ ძლივს გადაარჩინა ხუთასი მანეთი, რომელსაც ორ კვირაში გამოსჭრეს + ყელი. + მცირე ხნის შემდეგ კვაჭმა ისევ ენა გადმოიგდო. + სედრაკა მიეშველა: ერთი დასტა ახალი ფული მოუტანა, თან ჰკანკალებდა და + თვალებს აბრიალებდა: + - ჰა, კნიაზჯან, ფრთხილად, თორემ დაიღუპები და მეც დამღუპავ. დიდ მაღაზიაში ან + კარგ რესტორანში არ დაახურდავო. წვრილფეხა ვაჭრებში იარე, ხან „სემიჩკა“ იყიდე, + ხან პაპიროსი, ხან ფაიტონით გაისეირნე, მეოთხედი შენია. ჰა, ფრთხილად იყავი, + თორემ... + კვაჭმა ის ფული ორ დღეში დაახურდავა, მაგრამ კინაღამ დაიღუპა: ორ ალაგას ფული + დაუბრუნეს. სედრაკა დაფრთხა: + - აკი გითხარი, კარგ ალაგას ნუ შეხვალ მეთქი. შენ კი თავი ვერ შეიმაგრე და ფანკონის + ყავახანაში მიაჩეჩე ეგ ფული. მორჩა მეტი აღარ არის. ჰამე? აღარ არის მეთქი, + გათავდა! + კვაჭი ისევ წელში გასწორდა, მაგრამ მალე ისევ მოიღუნა. + - სედრაკ, მიშველე! + - ჰამე? მაშ გიშველო? გიშველი. ძმა ძმისთვისაო, ამ დღისთვისაო. მაგრამ იცი, რას + გეტყვი, კნიაზჯან? სახიფათო საქმე ფათერაკებით თავდება. მოდი ერთი სუფთა + ხელობას მოჰკიდე ხელი. ჭკუიანი და მოხერხებული კაცი ხარ. მაკლერობა + ზედგამოჭრილია შენზე ერთი საქმე მაქვს და ყური მიგდე... + + + + + + ამბავი კვაჭის აგენტობისა + ორიოდე დღის შემდეგ კვაჭი ოჯახიდან ოჯახში და მაღაზიიდან მაღაზიაში + დადიოდა. მეტის ყბედობისაგან ყბები ასტკივდა, ენა დაება და თავი გაუბრუვდა. + კვაჭი მაისის დამდეგს „ჰელიოსის“ ახალ სისტემის ფეჩებს ჰყიდდა. საქონელს აქებდა, + ჰბერავდა, აზვიადებდა და მყიდველს თერმოქიმიის ლექციებს უკითხავდა. + - მომითმინეთ, ყური მიგდეთ... აქ ნავთს ჩაასხამთ... ამას აუწევთ... ამას დაუწევთ... ეს + თერმოსკოპი გახლავთ... დღეში ნახევარი გირვანქა ნავთი ხუთ ოთახს გაათბობს... + იანგარიშეთ, ეკონომია... + - არ გვინდა! ბატონო, ხუთივე ოთახში მშვენიერი ბუხრები მაქვს... რა დროს ფეჩია + მაისში!.. არა მცალიან! + - მოითმინეთ! ხუთი წუთიც მაჩუქეთ... იანგარიშეთ, ეკონომია... + კვაჭის ანგარიშით საჭირო იყო მხოლოდ ფეჩის ყიდვა, ისიც თითქმის უფასოდ, + ხოლო მისი გამოყენება და ხუთი ოთახის გათბობა წლიურად რაღაცა ორიოდე + მანეთი ეღირებოდა. + ერთ კვირაში ათიოდე ფეჩი მაინც გაჰყიდა. + ბოლოს ვინმე ჰოფშტეინს ეწვია. ერთმანეთს შეებნენ და შეეტაკნენ. ჰოფშტეინი ცივად + დაუხვდა, მტკიცე უარზე დადგა, ქუდიც კი აიღო, ვითომ წასასვლელად ემზადებოდა + და ბოლოს ყვირილიც კი მორთო: + - არ მინდა! არ მინდა მეთქი! + კვაჭიც გაკერპდა. არც ჰოფშტეინის ქუდსა ჰხედავდა, არც მისი მოუთმენლობა + ესმოდა და თითქოს ამბობდა: უნდა იყიდო ეს ფეჩი, მორჩა და გათავდა! სანამ არ + მოგყიდი, აქედან არ გავალო. დაუპატიჟებლად დაჯდა და მტკიცედ მოიკალათა. + ჰოფშტეინი მეორე ოთახში გასხლტა. კვაჭიც გაჰყვა. + ჰოფშტეინი გაზეთის კითხვას შეუდგა. კვაჭი მოთმინებით უცდიდა. ბოლოს + ჰოფშტეინი დაიღალა, მოლბა, გატყდა და- + - რამდენი გერგებათ - მორჩილებით ჰკითხა. + - 17 მანეთი და 25კაპიკი. + - ინებეთ, ოღონდ თავი დამანებეთ. + - აი, კვინტაცია. მშვიდობით ბრძანდებოდეთ! + ჰოფშტეინი კვაჭს კიბეზე დაეწია: + - მოითმინეთ... ორიოდე სიტყვა მაქვს სათქმელი. მობრძანდით... დაბრძანდით... + ეხლა თქვენ მიგდეთ ყური. აი ეს წიგნი აი, ამ კატას უფრო გამოადგება ვიდრე მე ეგ + ფეჩი. ნუ გამომიგზავნით. თქვენვე დაიდგით, ან გაჰყიდეთ, ან გადააგდეთ, ან ღარიბს + აჩუქეთ. ასეთი უვარგისი და ყოვლად გამოუსადეგარი ნივთი ჯერ არავის არ + მოუყიდია ჩემთვის. ქება და პატივი თქვენს სიმტკიცეს, ჟინსა და უნარს! თქვენ + აგენტობის შნო და ნიჭი უნდა გქონდეთ. გესმით რამე დაზღვევის საქმისა? არა?.. არც + საჭიროა. ერთი საათის შემდეგ ყველაფერი გეცოდინებათ. მაშ კარგად დამიგდეთ + ყური. მე დაზღვევის ინსპექტორი გახლავართ. „სალამანდრას“ საზოგადოებაში + ვმსახურობ. უუდიდესი და უუმდიდრესი კომპანია გახლავთ მთელს რუსეთში... ასი + მილიონი ძირითადი თანხა... 10 მილიონი სუფთა მოგება... აქციის ნომინალური ფასი + - ასი მანეთი, საბირჟო კურსი დღეს - 341 მ. აი, ჩაიხედეთ დღევანდელ გაზეთში... + „სალამანდრა“ იყიდის და გაჰყიდის „რუსეთს“, „ღუზას“, „ჩრდილოეთის + საზოგადოებას“, „ვოლგას“ და „მოსკოვს“... თქვენ დაგნიშნავთ სიცოცხლისა და + უბედურ შემთხვევათა დაზღვევის აგენტად... ჯამაგირი? არაფერი. საკომისიოდ + იმუშავებთ... ზოგი აგენტი თვეში ორი ათას მანეთს აკეთებს... დიახ, ორი ათასს + მეთქი! ეხლა აგიხსნით დაზღვევის წესს, კანონებსა და ტექნიკას. + იმ დღეს კვაჭმა ჰოფშტეინთან ისადილა, მერმე ერთი გაკვეთილი კიდევ მიიღო და + საღამოზე ტარიფებით, პლაკატებითა და ცხრილებით დატვირთული დაბრუნდა. + სახლის პატრონი მეზღვაური კულიდისი შინ დაუხვდა. + - როგორ? აქამდის არა ხართ დაზღვეული? მეზღვაური და დაუზღვეველი! ყოველ + დღე დახჩობის ხიფათი დაგტრიალებს, ან ავადმყოფობა გადაგიტანთ, ან სიბერე... + მერმე რას უპირებთ თქვენს ქვრივსა და ობლებს? რა პირით შეჰხვდებით ერთმანეთს + საიქიოს? რაო, სიკვდილს არ აპირებთ? კეთილი და პატიოსანი. თუ ოცი ან + თხუთმეტი წელიწადი იცხოვრეთ, თქვენს ფულს უკანვე მიიღებთ სარგებლით. + დაზღვევა ერთად ერთი საშუალებაა ფულის გადიდებისა და დაგროვებისა. + მოკვდებით თუ იცოცხლებთ, მაინც მოგებაში იქნებით... რაო, ათჯერ გირჩიეს და + მაინც ვერ დაგითანხმეს? სიკვდილისა გეშინიათ? უფრო კარგი, არხეინად მაინც + მოკვდებით, ცოლ-შვილს სამათხოვროდ არ გაუხდით საქმეს... მაინც გეშინიათ?! + სისულელეა! წელიწადში ხუთასი მანეთის გადახდა გაგიჭირდებათ?! ტყუილია + თქვენ სხვებს ნუ შესცქერით, პირიქით, თქვენ უნდა მისცეთ სხვებს მაგალით... მცირე + ცნობა ინებეთ: ამერიკაში დაზღვეულია მოსახლეობის 99, 7%, ინგლისში - 97, 9%, + გერმანიაში - 94, 3%, ხოლო რუსეთში - 00, 1%. აი, როგორ ჩამოვრჩით კულტურულ + ქვეყნებს! აი ესეც ერთი ნიმუში ჩვენი გაუნათლებლობის და უკულტურობისა! არა, + ბატონო, ჩემო, მე თქვენს ოჯახს კეთილ ანგელოზად მოვევლინე და სანამ არ ჩაგწერთ, + არ მოგეშვებით. გეჩქარებათ? ეგ არაფერია, არ დაგიგვიანდებათ... ფული არა გაქვთ? + არა უშავს რა, ასი მანეთი მეყოფა, დანარჩენი კი მერმე იყოს, როცა პოლისს + გამოგზავნიან პეტერბურგიდან, მაშინ მომცემთ. ექიმები? ხვალვე გაგსინჯავენ. აი, + ვწერ... თქვენი სახელი?.. გვარი?.. როდის დაიბადეთ?.. დაზღვეული იქნებით ათი + ათას მანეთად... აი, ქვითარიც. აქ მოაწერეთ ხელი... ეხლა ასი მანეთი მიბოძეთ... + მადლობელი გახლავართ... ეხლა მიბრძანდით... მშვიდობით ბრძანდებოდეთ! + კვაჭმა ნახევარ საათში „გააიმასქნა“ კულიდისი, რომელსაც სხვა აგენტები ათ + წელიწადს დასდევდნენ. + კულიდისმა კვაჭი ივანოვთან გაჰგზავნა, ივანოვმა - პეტროვთან, პეტროვმა - + პავლოვთან, პავლოვმა - კი სმირნოვთან. + - როგორ? აქამდე დაზღვეული არა ბრძანდებით? საკვირველია!.. საოცარი!.. აი კიდევ + ერთი მაგალითი ჩვენი ჩამორჩენისა!.. ამერიკაში დაზღვეულია 89, 7%, ინგლისში - 81, + 3%, საფრანგეთში - 79, 4%, ხოლო რუსეთში - 0, 007%... + დაიჟინებდა, ჩააცივდებოდა, სდევნიდა, დაჰქანცავდა და იქამდე არ მოასვენებდა + თვალში ამოღებულ მსხვერპლს, სანამ არ ჩასწერდა და არ გააბამდა. + კვაჭი დატრიალდა, დაფაცურდა, დილიდან საღამომდე დარბოდა, ერთსადაიმავეს + ჰყბედობდა, დაზეპირებულს იმეორებდა, ტყუილსაც მრავალს უმატებდა. ზოგს + სიკვდილით აშინებდა, ზოგს ფულის მოგროვებას ახარბებდა. განცხადებებს და + ქვითრებს სწერდა, ფულებს აგროვებდა, კლიენტებს პოლისებს აბარებდა და + გზადაგზა თავის მოქიშპე აგენტებს და ფირმებს ლანძღავდა. + - „რუსეთის“ საზოგადოება? დღეს თუ ხვალ დაიღუპება. „ვოლგა“? უკვე გაკოტრდა... + „მოსკოვი“? დაზღვეულებს ფულს არ აძლევს. აგენტი კარპოვი? ჯიბგირია! კაცმანი? + თაღლითია! სიხოვიჩი! მფლანგველია!.. არ ენდოთ! მოერიდეთ! დამიჯერეთ, თორემ + ინანებთ! + ყველგან გაშინაურდა და ყველას დაუნათესავდა. + - ა-ა-ა, კნიაზ ნაპოლეონ აპოლონიჩს ვახლავართ! როგორ გიკითხოთ? როგორ + ბრძანდებით? გვეწვიეთ, კნიაზ გვეწვიეთ. + და კვაჭიც ხან პეტრეს დასდებდა პატივს, ხან პავლეს. ხან ივანესთან სადილობდა, ხან + სიდორთან ვახშმობდა, ხან კუზმასთან ქეიფობდა და ორიოდე თვეში ისევ გასუქდა, + გამოკეთდა და გადიდკაცდა. + ათიოდე სუბაგენტი გაიჩინა, ხელახლა თვიურად დაიქირავა ეტლი, სედრაკას ვალი + დაუბრუნა და დანარჩენი ამხანაგებიც მუშაობაში ჩააბა. + მაგრამ კვაჭს მაინც ერთი სატკივარი ჰქონდა, ერთი აზრი აწუხებდა, ერთი საზრუნავი + ღრღნიდა: ზედმეტი ფული მაინც არა ჰქონდა. + რასაც შოულობდა, დიდი შრომითა და ჯაფით იყო ნაშოვნი. გუშინ აღებული დღესვე + ეხარჯებოდა, ხოლო ხვალ, ზეგ და მაზეგაც ისევ საჭირო იყო სირბილი, ახალ + მუშტრის შოვნა, ახალი ყბედობა, დაჯერება და - ერთი სიტყვით - ყოველდღიური + ზრუნვა, გარჯა, მუშაობა, ოფლის დაღვრა, შრომა და ბეჯითობა. + კვაჭი კი სულ სხვანაირ ცხოვრებაზე ოცნებობდა, ამ სოფლისგან მეტს მოითხოვდა: + თავისუფლებას, ნებივრობას და განცხრომას მოელოდა. ხოლო ერთიც, მეორეც და + მეხუთეც მხოლოდ ფულით, - ეს კვაჭიმ ძალიან კარგად იცოდა, - დიდძალ და + უთვალავ ფულით იშოვებოდა, რომელიც ბანკში უნდა ინახებოდეს მიმდინარე + ანგარიშზე. კვაჭი კი მხოლოდ ჩეკებს უნდა სწერდეს და მარჯვნივ და მარცხნივ + არიგებდეს. ამდენი ფული კვაჭის არა ჰქონდა და მისი საზრუნავი და სადარდელი + სწორედ ეს იყო. + - რატომ თქვენ თვითონ არ ჩაეწერებით? - ჰკითხა ერთხელ კვაჭს ჰოფშტეინმა. + იმავე დღეს კვაჭმაც ჰკითხა თავის თავს: + - მართლა, რატომ არა ვარ ჩაწერილი? რატომ სილიბისტროს არ ჩავწერ? + და იმ დღიდან კვაჭს ტვინი აუდუღდა. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი სიცოცხლისა და სახლის დაზღვევისა + კვაჭი წინანდებურად დაძვრება და დარბის, დარბის და ჰფიქრობს, ჰფიქრობს და + ზომავს, სწონავს, აფასებს და ანგარიშობს. იანგარიშა და დასწერა: + „ჩემო ძვირფასო მამა, + ჩემო კეთილო სილიბისტრო! + ეს დაბეჭდილი ბლანკი, წერილთან ერთად რომ გიგზავნი, სისწორით გაავსე, კოლია + ცალიქაძეს დააწერინე. ათი ათას მანეთად უნდა „დაგსტრახო“. მიზეზს ნუ მკითხავ. + მალე გნახავ ყოველისფერს გეტყვი. ქუთაისში „სალამანდრას“ აგენტი ვალოდია + შარიძე ცხოვრობს. მიდი მასთან და დანარჩენს იგი გაგიკეთებს. უთხარი, რომ კვაჭიც + აგენტია თქვა. ამიტომ საკომისიო არაფერი არ მისცე, გიგზავნი სამას მანეთს. ასი + აგენტს მიეცი, ასი შენ მოიხმარე და დანარჩენიც მაშინ მიეცი, როცა პეტერბურგიდან + პოლისი მოგივა. პოლისი რომ ჩაიბარო, დეპეშა მომეცი, პოლისი მოვიდა თქვა. მერმე + მეც ჩამოვალ და „ყველაფერს გავაიმასქნეფ“. არაფერი არ არიო და ისე მოიქეცი, + როგორც გწერ. გარდა ამისა, საჩქაროდ დასტრახე „მოსკოვის საზოგადოებაში“ ჩვენი + სახლები ძალიან დიდ ფასად. ჩემი დარიგება არ გინდა, ვიცი, რომ მოახერხებ, აგენტს + გააიმასქნეფ. + მე კარგად ვარ, ჩემი დარდი ნუ გექნება. მეწყინა ტვიჩიას სიკვდილი. ძალიან + გამეხარდა, რომ შენ ძლივს მიიღე პრაპორჩიკობა. მეტის ღირსი იყავი, მაგრამ არა + უშავსრა, დანარჩენი მერმე იყოს. ცოტა ვალი გამომყვა ერემოსი, ლაითაძესი და + დანიელა ურიასი. ყველანი მომიკითხე და უთხარი, რომ კვაჭი მალე ჩამოვა და ვალს + მოგცემთ თქვა. აბა შენ იცი, არაფერი არიო. + ცხარე ცრემლით ვტირი, რო მე აქამდე ვერა ვნახე ჩემი საყვარელი პუპი, ხუხუ და + ნოტიო. გკოცნით ყველას. ვინ იცის, თუ ბედი მაქვს, შეიძლება მაგ ჭუჭყიან + ქუთაისიდან ტფილისში გადაგასახლოთ. ღმერთი ილოცეთ და დაგვეხმარება. + შენი შვილი კვაჭი. + P. S. შემატყობინე ცოცხალია თუ არა ვოლკოვის დედაკაცი, სახლი რომ მოგვყიდა. + ორი კურსი გავათავე, და კიდევ ორი დამრჩა, არავის არ უთხრა ჩემი ჩამოსვლა. + შენი კვაჭი“. + იმავ ხანებში კვაჭმა ჰოფშტეინს განცხადება წარუდგინა „სალამანდრას“ სახელზე + შესახებ იმისა, რომ მას, კვაჭის, ჰსურდა თავი დაეზღვია უბედურ შემთხვევისაგან + ოცი ათას მანეთად. + - სიცოცხლის დაზღვევას არ აპირებთ? + - მეშინიან... არ მინდა, ჯერ ახალგაზრდა ვარ. უბედური შემთხვევა კი შესაძლოა მეც + დამემართოს... ბევრს დავდივარ და იქნება ვაგონი დამეჯახოს, ან ეტლმა გადამიაროს, + ან სახლს აგური მოსწყდეს და დამეცეს. + ორი კვირის შემდეგ პოლისი ჩაიბარა და მერმე ქუთაისიდან დეპეშაც მიიღო. ეწერა: + „პოლისი მივიღე. სილიბისტრო“. + გავიდა რამდენიმე დღე და კვაჭმა მოულოდნელად განუცხადა თავის ამხანაგებს: + მამა-ჩემი სილიბისტრო ავად გამხდარა და ხვალ ქუთაისში მივდივარო. + კვაჭი და ბესო საჩქაროდ ავიდნენ გემზე და მეხუთე დღეს მოულოდნელად შევიდნენ + კვაჭის საკუთარ სახლში, სადაც კვაჭმა უკანასკნელი გიმნაზიური წელიწადი გაატარა + და რომელიც კვაჭის ბიძამ ხუხუ ჩიჩიამ და სილიბისტრომ „მეტად ძვირად იყიდეს“. + სილიბისტროს ოჯახში ჟრიამული, მხიარული წივილ-კივილი, კოცნა, ხვევნა და + ლხინი ატყდა. კვაჭის დედას პუპის მოულოდნელ სიხარულისაგან კინაღამ გული + შეუღონდა, დაბერებული ხუხუ და ნოტიო ატირდნენ, ხოლო სილიბისტრო + იღიმებოდა და იბღინძებოდა, ვინაიდან მის მოსრულ მხარ-ბეჭს „პრაპორჩიკის“ + ბრჭყვიალა ეპოლეტები ამშვენებდა. + ერთმანეთი რომ მოიკითხეს და გულის პირველი ფრიალი დაიმშვიდეს, კვაჭი, ბესო + და სილიბისტრო კაბინეტში ჩაიკეტნენ. დიდხანს იჩურჩულეს, იბაასეს და იფიქრეს. + ის საქმე სამ დღეს ზომეს, სწონეს და იანგარიშეს. კვაჭმა სილიბისტროს სიცოცხლისა + და მისი სახლის დაზღვევის პოლისები დაიზეპირა. მას ფრიად იამა და ესიამოვნა, + რომ ოთხი ათასიანი სახლი სილიბისტრომ ათი ათას მანეთად დააზღვია. + მეოთხე დღეს სილიბისტრო ლოგინიდან ვეღარ ადგა. შიგნეულობას იტკიებდა, + ჰკვნესოდა და სჩიოდა. + კიდევ ორი კვირა გავიდა. ექიმებმა სილიბისტროს ხან მალარია აღმოუჩინეს, ხან + კუჭის ანთება, ხან დიაბეტი და ხან კიბო. + - აჰ, ქუთაისელ ექიმს რავა დიეჯერება რამე? - ამბობდნენ სილიბისტრო და მისი + ოჯახის წევრები: - მადლობა ღმერთს, კვაჭი ჩამოგვესწრო და ან ადესაში წეიყვანს + ავადმყოფს და ან ტფილისში. + კვაჭმა და ბესომ იმ ხანებში ერთხელ კიდევ გადაატრიალეს ქუთაისი, ერთხელ კიდევ + მოიგიჟიანეს თავი, გაიხსენეს გაბერილი ერემო, ლაითაძე, დანიელა ურია და არც + შოლია და არც მისი ერთგული მეუღლე ცვირი დაივიწყეს. + თვითონ შოლია კვაჭს შინ არ დაუხვდა, რაიც კვაჭის არა სწყენია, ხოლო ცვირი ამის + გამო სიხარულით ფეხზე აღარ იდგა. ერთხელ კიდევ გაიხსენეს და მოიგონეს ცვირმა + და კვაჭმა უწინდელი დროება და ერთხელ კიდევ იგემეს დახავსებული და + დაობებული სიყვარულის ნაფხეკი. + არც ბესომ დაივიწყა ცვირი და იმანაც გაახსენა თავის უწინდელ დიასახლისს + წარსულნი დრონი საამურნი და სასარგებლონი. + ვოლკოვის ქვრივმა რომ კვაჭის ჩამოსვლა გაიგო, თავის ბნელსა და ნესტიან ოთახში + ჩაიკეტა და ლოცვა მარხვაში გაატარა ის დრო, სანამ კვაჭი ქუთაისში ქეიფობდა. ისე + ერიდებოდა და ეკრძალებოდა კვაჭის, თითქო მას, უკვე გამოჩერჩეტებულ დედაკაცს + მოეტყუებინოს, გაექურდოს და ხელცარიელი დაეტოვებინოს კვაჭუნი. + ბოლოს, კვაჭმა დასუსტებული და მიბნედილი სილიბისტრო თბილად შეახვია და + ტფილისში წაიყვანა. + იქ დიდუბეში ერთ მიყრუებული სამოთახიანი სახლი დაიქირავეს და მეორე + დღიდანვე საქმეს შეუდგნენ. + კვაჭი ცხვირს ათამაშებდა, თვალებს აცეცებდა, ჰაერს ჰსუნავდა, დარბოდა, ცნობებს + აგროვებდა, რაღაცას ეძებდა და ბოლოს იპოვნა, ნაძებარს მიჰყვა და მიაგნო. + ერთ დღეს კვაჭი ერთს ოთხმოცი წლის რუსს ეწვია... + - ამ სახლის პატრონი თქვენა ბრძანდებით? + - დიახ, მე გახლავართ. + - თქვენთან ცხოვრობს ოვანეს შაბურიანცი? + - ჩემი მეეზოვე გახლავთ. ძალიან ავად არის. + - ავად არის? რა დაემართა? + - აგერ ორი კვირა იქნება რაც დამბლად არის დაცემული. მარჯვენა ხელ-ფეხი და ენა + აქვს წართმეული. + ღმერთო ჩემო, რატომ აქამდე ვერ გავიგე?! იქნება მეშველნა რამე. ნუ გიკვირთ, ძველი + მეგობრები ვართ. ერთხელ დიდ წყალში ვიხრჩობოდი. ოვანესა მომეშველა და + ამომიყვანა... სიკვდილს გადამარჩინა... კინაღამ თვითონაც დაიღუპა... მერმე + ერთმანეთი დავკარგეთ. მხოლოდ ეხლა ჩამოვედი რუსეთიდან და შემთხვევით + გავიგე, რომ ოვანესა თქვენთან ყოფილა. + - ღვთისნიერ საქმეს ჩაიდენთ თუ როგორმე მოუვლით. მთელ ქვეყანაზე არც ნათესავი + ჰყავს, არც პატრონი, არც მომვლელი. ოსმალეთიდან არის გადმოხვეწილი. + - ვიცი, ვიცი, ვანელი სომეხია... ცოლშვილი ოსმალებმა დაუხოცეს... ღმერთო ჩემო, ეს + რა მომივიდა! როგორ დავიგვიანე! თუ ღმერთი გწამთ ის უბედური მაჩვენეთ. + - წამობრძანდით. მე თვითონაც მოსავლელი ვარ და არ ვიცი რა ვუყო და როგორ + მოვუარო. დღეს ვაპირებდი საავადმყოფოში წასვლას და თხოვნას, იქნება მივაღებინო + მეთქი... + - არა, მაგას ნუ იზამთ. მე თვითონვე ვუპატრონებ. + ბნელს, ნესტიანსა და ჭუჭყიან სარდაფში თავთ წაადგნენ მყრალ ძონძებში გახვეულს + უძრავ გვამს. + - ბარი ლუსტი, ოვანეს! როგორა ხარ? მიცანი, განა! აი მოვედი... ძლივს გიპოვე... + ერთხელ შენ დამიხსენი სიკვდილისგან, ეხლა კი ჩემი ჯერია... აბა, უნდა წამომყვე... + ნუ გეშინიან, ორ კვირაში ფეხზე წამოგაყენებ... აბა, სად არის ამის პასპორტი და + ქაღალდები? თქვენა გაქვთ? მიბოძეთ. + მუშები მოიყვანეს, გაოცებული ოვანესა ეტლში ჩასვეს და კვაჭის ბინაზე წაიყვანეს. + სამივენი გახარებული და კმაყოფილი იყვნენ - კვაჭი კვაჭანტირაძეც, მოხუცებული + რუსიც და ოვანეს შაბურიანციც. + იმავე დღეს კვაჭმა ექიმი მოიწვია. + - ექიმო, მიშველეთ!.. თუ ღმერთი გწამთ, მიშველეთ!.. ეს რა უბედურება დამატყდა! + რა ღვთის წყრომა დამემართა!.. - წუწუნებდა და იცრემლებოდა კვაჭი. + - დამშვიდდით, ბატონო ჩემო, დამშვიდდით და მიამბეთ, რა მოხდა, როგორ მოხდა? + ვინ არის ეს ავადმყოფი? + - მამა-ჩემი გახლავთ, სილიბისტრო კვაჭანტირაძე... ერთ თვე იქნება რაც ტფილისში + დავსახლდით, ჯანმრთელი ადამიანი იყო, არაფერი არ ეტყობოდა... იქნება თქვენც + გახსოვთ, რომ ათიოდე დღის წინათ ბაზარში ყუმბარა გავარდა? + - როგორ არა, მახსოვს, კარგად მახსოვს. + - მე და ეს საწყალი იქ ვიყავით. ის ყუმბარა თითქმის ფეხქვეშ გაგვივარდა. როგორ + გადავრჩით, მხოლოდ ღმერთმა უწყის. ნამდვილი სასწაული მოხდა ჩვენს თავზე. + იმავ წამს ჩავსხედით ეტლში და წამოვედით. დღევანდლამდე მამა-ჩემი სულ + ცახცახებდა. მინდოდა ექიმი მომეწვია, მაგრამ არა ჰქნა, ჩემს დღეში ექიმთან არ + ვყოფილვარ და არც ეხლა მინდაო. დღეს კი უცებ ყველაფერი წაერთვა და ენაც დაება. + ღმერთო, დამიხსენ ხიფათისაგან! ღმერთო, მომკალი! + - დამშვიდდით, ნუ აღელდებით. ავადმყოფს გავშინჯავ, იქნება საიმისო არაფერი + სჭირდეს. + ექიმმა ავადმყოფი გაშინჯა. ოვანესა გაოცებული თვალებით ათვალიერებდა ორივეს, + ტუჩებს აცმაცუნებდა და თან გუნებაში ჰფიქრობდა: + „ასტვაც ტერ ოღორმიან! ვინ არის ეს ახალგაზრდა? რა უნდა ჩემგან? ან ამ სახლში + რად მომიყვანა?“ + კვაჭის შიშისგან თითქმის გული მისდიოდა: ეგონა, საცაა ავადმყოფი ენას ამოიდგამს + და ალაპარაკდებაო. + ბოლოს ექიმმა სთქვა: + - არ დაგიმალავთ, ვაჟკაცი ბრძანდებით, უნდა გაუძლოთ და მოემზადოთ. + შესაძლებელია, მამა თქვენი მალე გათავდეს, თუმცა შესაძლოა კიდევ დიდხანს + იცოცხლოს. + ექიმის ნუგეშმა კვაჭი დააფრთხო, შეაშინა, თმებში ხელი წაივლო, ამოიკვნესა და + სკამზე დაეცა: + - ღმერთო ჩემო!.. ღმერთო დიდებულო!.. + ექიმმა რეცეპტი დაუწერა, დარიგება მისცა და წავიდა. + იმავე დროს გარედან სილიბისტრო შემოვიდა. + - რავაა საქმე? + - ძალიან კარგად. იქნება მალე გათავდესო. ვაჟკაცი ხარ, უნდა გაუძლო და + მოემზადოო. + გაიღიმეს და ჩიაცინეს. + - აფერი აჭამო, არც წამალი მისცე. + - აპა, ამისთვის დავხარჯავ ფულს! თუმცა წამლის მოტანა საჭიროა, ექიმი კიდევ + მოვა... აფთიაქში მივდივარ... ხვალ შენ წაგიყვან საავადმყოფოში და თავი + მოიავადმყოფე, ენა დაიბი... მოითმინე ერთი კვირა... + - კაი, კაი! წადი წამლიზა და მალე დაბრუნდი. + მეორე დღეს ტფილისის ერთი დიდ საავადმყოფოში ჩასწერეს: „ოვანეს კარაპეტას ძე + შაბურიანცი... 45 წლისა... ქალაქ ვანიდან... ოსმალეთის ქვეშევრდომი... ნიშნები + სიდამბლისა“... + ორი კვირის შემდეგ ერთ ქართულ გაზეთში შავ-არშიანი განცხადება დაიბეჭდა: + [ა.წ. 27 სექტემბერს ქ. ტფილისში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ] + [მოულოდნელად გარდაიცვალა] + [ს ი ლ ი ბ ი ს ტ რ ო კ ვ ა ჭ ა ნ ტ ი რ ა ძ ე] + [რასაც უდიდესი მწუხარებით აცხადებენ მისი ქვრივი პუპი, დაობლებული] + [შვილი კვაჭი (ანაპოდისტე), სიმამრი ხუხუ ჩიჩია და სიდედრი ნოტიო] + [ჩიჩიასი. ცხედრის გამოსვენება მოხდება დღეს, 12 საათზე, განსვენებულის] + [ბინიდან (დიდუბე, საგურამოს ქ. N: 84)] + მცირე გაუგებრობა მოხდა: სამგლოვიარო განცხადება რედაქციის დაუდევრობის + გამო მხოლოდ დასაფლავების დღეს დაბეჭდეს. ხოლო რადგან ის გაზეთი + საღამოობით გამოდიოდა, ამიტომ განსვენებულ სილიბისტროს პანაშვიდს და + გამოსვენებას ის ორიოდე შორეული ნაცნობიც არ დაესწრო, რომელნიც + კვაჭანტირაძის ოჯახს ჰყავდა ტფილისში. + საწყალი „სილიბისტრო“ მეორე დღიდანვე მაგრად იყო კუბოში ჩაკეტილ- + ჩალურსმული, რადგან, როგორც კვაჭი ამბობდა, უცნაური მიზეზის გამო + სილიბისტრო ერთ დღეში გაიხრწნა და სუნი აუშვა. + მღვდელი და დიკავანი მობეზრებულ სამგლოვიარო საგალობელს ზანტად და ცალის + ყბით აჭიანურებდნენ: + - გაანუსვენე უფალო-ო-ო, სულსა მიცვალებულისა მონისა შენისასა-სა-ა-ა... + - ა-აწ და მარადის და უკუნითი-ი, უკუნისამდე-ე, ა-ა-ამინ... + ძაძებით შემოსილნი პუპი და ნოტიო ნამტირალნი, ღრმად დამწუხარებულნი, + მისუსტებულნი და მიბნედილნი იყვნენ. თმები გაწეწილი ჰქონდათ, „ღაწვნი - + დაჭკნობილ და თვალნი ვითარცა გუბე დაუშრეტელ“. ხუხუ და კვაჭი თავჩაკიდული + იდგნენ. პირსახე დაწითლებული მეტის დარდისაგან, უილაჯობისგან, ცრემლისგან + და უძილობისგან. + პანაშვიდი რომ გათავდა, „სილიბისტროს: კუბო ბალდახინზე დასდეს და ჩქარი + ნაბიჯით გაუტიეს კუკიის სასაფლაოსკენ. + ჭირისუფლები წუწუნით, ოხვრით და კვნესით მისდევდნენ, თან ჩუმ-ჩუმად + ირგვლივ აცეცებდნენ თვალებს, მგზავრებს ათვალიერებდნენ, ზოგჯერ + მიყუჩდებოდნენ და ზოგჯერ სამგლოვიაროს შესძახებდნენ: + - შვილო სილიბისტრო! რეიზა გამისწარი! რა გაწყენიეთ, რა დაგიშავეთ მისთანა, + რომე ასთე ადრე დაგვანებე თავიიი! - გაჰკიოდა ნოტიო და პირსახეში ოდნავ ხელებს + იშენდა. + - შვილო ჭიპიიი! - აგრძელებდა ხუხუ: - შენისთანა ვაჟკაცი რეიზა მეიტაცა უფალმა? + ვინღა გოუწევს აწი თავად-აზნაურებს მამობას და მარშლობას? რეიზა დაგვისხი + კერიაზე წყალი? რეიზა დამიფსე სანთელი-იიი?.. + უი მე უბედურსა! უი მე დაქცეულსა! - შესძახებდა პუპი: - ვინღა წავა აწი ბაზარში? + ვინღა იყიდის სამწვადეს და მწვანილსა. შენ რომე ასთე გიყვარდა, სილიბისტრო-ო!.. + ვინ დამიხუჭავს აწი ამ უბედურ თვალებს, შენ რომ ასთე მოგწონდა-ა-ა-! ერთად + ვიცხოვრეთ აქინე, ერთად წევიდოდით იქინე-ე-ეც... ასთე გვქონდა პირობა, + სილიბისტრო, ჩემო ერთგულო!.. + - ვაი მე საწყალსა! - იცემდა თავში ხელებს კვაჭი: - ვინ მომივლის ეხლა?! ვინ მომცემს + სწავლის ფულსააა! ვინ გამათავებიებს უნივერსიტეტსა-ა-ა! დევიღუპე მე უბედური- + ი! + ბესო შიქიაც თავჩაღუნული მისდევდა მგლოვიარე ოჯახს და პატარა ულვაშებში + იცინოდა. + კუკიის სასაფლაოზე ჩქარი ნაბიჯით აირბინეს, კუბო სამარეში ჩააგდეს, მიწა მიაყარეს + და თავჩაქინდრულნი დაბრუნდნენ. იმავ საღამოს „ოვანეს შაბურიანცი“ + საავადმყოფოდან გამოეწერა და ნავთლუღის სადგურზე გავიდა. კვაჭმა „ოვანესა“ + გააცილა. + სიბნელეში დიდხანს იჩურჩულეს, მერმე ერთმანეთი დაჰკოცნეს და დაშორდნენ. + რამდენიმე დღის შემდეგ კავკავის პოლიციაში გადამწერი საპოლიციო წიგნში + სწერდა: + „ოვანეს შაბურიანცი, 45 წლისა. ოსმალეთის ქვეშევრდომი... ამოვიდა ტფილისიდან. + დასახლდა ბაზრის ქუჩაზე, N: 16“... + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი დაზღვევის სარგებლობისა + დაკვეთილი + „სალამანდრას“ დამზღვევ საზოგადოების საოლქო ინსპექტორს მიხელ ჯავახიშვილს. + ქ. ტფილისში, ვერის დაღმართი, N: 21, + ბინა N: 2. + კვაჭი (ანაპოდესტე) სილიბისტროს ძე + კ ვ ა ჭ ა ნ ტ ი რ ა ძ ი ს + გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა + პატივისცემით გაუწყებთ, რომ ა/წ. პირველ ოქტომბერს საღამოს ცხრა საათზე + ველოსიპედით მოვდიოდი დიდუბეში. ეკლესიის მახლობლად რომ გამოვიარე, + სიბნელეში ეტლი დამეჯახა და წამაქცია. შედგენილ იქნა შესაფერი ოქმი, რომლის + ასლს ამასთან ერთად გიგზავნით. დაშავებული მაქვს მარჯვენა ხელი და მარჯვენა + ფეხი. დაზღვეული ვარ უბედურ შემთხვევისაგან თქვენს საზოგადოებაში პოლისით + N: 124392 ა/წ. 11 მაისის თარიღით. + გარდა ამისა, მწუხარებით გაუწყებთ, რომ ა. წ. 25 სექტემბერს დილის 4:30 საათზე ქ. + ტფილისში ჩემს ბინაზე მოულოდნელად გარდაიცვალა ჩემი ძვირფასი მამა + სილიბისტრო კვაჭანტირაძე, რომლის სიცოცხლე დაზღვეული იყო აგრეთვე თქვენს + საზოგადოებაში ათი-ათას მანეთად პოლისით N:475663 ა. წ. 4 ივნისის თარიღით. + ამასთან ერთად გაიგზავნით სამს მოწმობას შესახებ: + 1). ავადმყოფობის წამლობისა, + 2). სიკვდილისა და + 3). დასაფლავებისა. + გთხოვთ მიიღოთ შესაფერი კანონიერი ზომები + პატივისცემით კ ვ ა ჭ ი კ ვ ა ჭ ა ნ ტ ი რ ა ძ ე. + 2 ოქტომბერს, 19..... წ. + ქ. ტფილისი, საგურამოს ქ. N:84. + თანახმად სამსახურის წესების და არსებულ კანონებისა, ამიერკავკასიის საოლქო + ინსპექტორი მიხეილ ჯავახიშვილი მეორე დღესვე გავიდა საგურამოს ქუჩაზე და + თავათ წაადგა მელოგინე კვაჭი კვაჭანტირაძეს: + - ბატონო კვაჭანტირაძე თქვენ ბრძანდებით? თქვენი განცხადების გამო გიახელით. + ყველანი დაფაცურდნენ და დაფრთხნენ: ხუხუ ჩიჩუაც, მისი მეუღლე ნოტიოც და + კვაჭის დედა პუპიკოც. თვითონ კვაჭი ლოგინში ატოკდა და აკვნესდა. + - დიდად სასიამოვნოა თქვენი მობრძანება, ბატონო... დაბრძანდით, აქანე + დაბრძანდით... არა, აქ გირჩევნიათ... + ხუხუმ ჩალის სკამი მოართვა, პუპიკომ პატარა ლბილი სკამი მიუდგა, ნოტიო კი + სავარძლის მოთრევას ლამობდა. + - ნუ სწუხდებით, ბატონებო. დიდად გმადლობთ. + - შორიდან გიცნობთ, პატივცემულო ბატონო. თქვენზე მრავალი ქება გამიგია. + ყოველი კაცი თქვენზე კარგს ლაპარაკობს. - დაიწყო კვაჭმა. + - მადლობა უფალსა! - ჩაურთო ხუხუმ: - ცუდს ხომ აფერს ლაპარიკობენ, კარგი + უთქვამთ. + - სახელი სჯობია ყველაფერს, შვილო! - ჩაიოხრა ნოტიომ. + - თუ ასეთი ახალგაზრდა ვაჟს ასეთი დიდი სახელი გიშოვნიათ, სიბერეში ხომ მთელი + რუსეთი თქვენზე ილაპარაკებს! - ჩაიკვნესა ქვრივმა პუპიმ. + ასე დაუხვდა კვაჭანტირაძიანთ ოჯახი ინსპექტორს: ქვეშ ბუმბული გაუშალეს, თავი + მოუქონეს და სულში ნელსასუნებელი ჩაუწვეთეს. + ინსპექტორმა თავაზიანობის მახვილს ასეთივე ფარი დაუხვედრა. + - არ დაუჯეროთ. თუ კარგი უთქვამთ ჩემზე, მოუჭორიათ და გაუზვიადებიათ. თუ + ერთი ავი უთქვამთ, ასი დაუმალიათ. მეც შორიდან გიცნობთ, ბატონო კვაჭი! + გაგახსენებთ: ორი წლის წინათ მე და თქვენ ერთად ვიმგზავრეთ ადესამდე. + - იმე, დამიდგა თვალი! - ერთი წუთით გამოცოცხლდა კვაჭი: - მახსოვს, კარგად + მახსოვს! უცხოეთში მიბრძანდებოდით მაშინ, არა? მაშინაც მთელი გემი თქვენზე + ლაპარაკობდა. ამისთანა ინჟენერი მთელ რუსეთში ერთიც არ მოიპოვებაო! - იტყუა + კვაჭმა, რადგან ინსპექტორს სწორედ იმდენივე გაეგებოდა ინჟენერობისა, რამდენიც + კვაჭს ასტრონომიისა ან სანსკრიტულ ენისა. + ერთმანეთის მოკითხვა და ქონის მოსმა რომ გაათავეს, ინსპექტორმა სთქვა: + - ეხლა საქმეზე გადავიდეთ. რა დაგემართათ, რა მოგივიდათ? + ოჯახი აცრემლდა და აკვნესდა. ერთმანეთს აღარ აცლიდნენ: + - რაღა რა დაგვემართა, ბატონო. თქვენ მტერსაც ნუ მოუვა, რაც ჩვენს თავს მოუვიდა... + - რაცხა ღმერთი გაგვიწყრა, თვარა ასე უცებ რაღა ჩვენ მოგვივიდა ყოლიფერი?! + - დევიღუპეთ და დევიფსეთ! დეიღუპა ყოლიფერით საფსე ოჯახი! + პუპი ატირდა და მეორე ოთახში გავიდა, ნოტიომ ცრემლი მოიწმინდა, ხუხუმ თავი + ჩაჰქინდრა. + - ყველაფერით სავსე ოჯახი გვქონდა - განაგრძო გულაჩუყებულმა კვაჭმა - + ავადმყოფობას ჩვენს ოჯახში რა უნდოდა! გუშინწინ მამა მომიკვდა. ისე უცებ + გათავდა ის კაცი, რომ ხმაც ვერ ამოიღო. მეორე დღეს ქუთაისში სახლი დაგვეწვა, + ეხლა კი მეც დამემართა უბედურება. + - სახლი დაზღვეული არ იყო? + - აჰ, მაგას ვინ ჩივა! შარშან იმ სახლში ორმოცი ათასი მაძლიეს, მაგრამ არ მივეცი, + ეხლა კი მხოლოდ ათი ათასი უნდა ავიღო. მე მამას ვტირი, თორემ ეშმაკებს წაუღიათ + სახლიც, ეს ხელიც და ეს ფეხიც. + - ძალიან დაშავდით? + - აჰა თვითონვე ნახეთ. + ნოტიომ დიდის სიფრთხილით გახსნა და გაშალა არტახებში გახვეული კვაჭი, + რომელიც ჰკვნესოდა, სწუხდა და კბილებს აკრაჭუნებდა. + ხელის მაჯა და ფეხის კოჭი დალურჯებული და დასიებული ჰქონდა. + - აი საწყალი მამაჩემის პოლისი. რაღაც ათი ათასი გვერგება. + - ნეტა არ მომკვდარიყო და მაგ საზოგადოებას პირიქით დავუმატებდი ასი ათასს! - + წაიბურტყუნა ხუხუმ. + - აი, ჩემი პოლისიც. რაღაც ოცი ათასში ვარ დასტრახული. არ ჰღირდა, არ მინდოდა, + მაგრამ ადესის ინსპექტორმა გამაბრიყვა იცნობთ ჰოფშტეინს? + ინსპექტორი პოლისებს და სხვა საბუთებს ჰსინჯავდა. + - დიახ, ვიცნობ... + ყველაფერი თავის რიგზე და წესზე აღმოჩნდა. + - ვინ გწამლობთ? ვინ არის თქვენი ექიმი? + - ბედოვი. იმაზე უკეთესი ექიმი კავკასიაში არ მოიპოვება. არ იცნობთ? + - არ ვიცნობ, არ გამიგია. საზოგადოებას აქ თავის ექიმები ჰყავს. ერთ-ერთს + გამოგიგზავნით. + კვაჭმა თვალები გააცოცხლა: + - რომელს? ვის? + - თუნდ როდენბაუმს. ცნობილი ექიმია. + - აჰ, შენი ჭირიმე, მაგას ნუ იზამთ. + - მიზეზი? + - უხერხულია, თქმა მეძნელება, მაგრამ... - შეყოყმანდა და წაიბორძიკა კვაჭმა. + - მაინც? + - იცნობთ როდენბაუმის ცოლს? + - მინახავს, ცნობით კი არ ვიცნობ. + - აბა მოგახსენებთ, მაგრამ პატიოსანი სიტყვა უნდა მომცეთ, რომ ერთ კაციც არ + გაიგებს. + - კეთლი, სიტყვას გაძლევთ. ბრძანეთ. + - მინდოდა მაგ ექიმის დაძახება მამა ჩემის საჩვენებლად. შინ არ დამიხვდა. მისმა + ცოლმა მნახა. დავუტოვე ჩემი ადრესი და წამოვედი. ერთი საათის შემდეგ ექიმის + მაგიერ მისი ცოლი მოვიდა და... ამაზე მეტს არაფერს გეტყვით... აჰ, ნუ მკითხავთ, + მეტს არაფერს გეტყვით. ეხლა ბრძანეთ, როგორ უნდა გავასინჯო თავი ექიმს, თუ + მისი პატივისცემა არა მაქვს? ღაბიძე გამოგზავნეთ, მგონი ისიც თქვენი ექიმია. + - იყო და აღარ არის... მიზეზი? არ ვიცი. იმის მაგივრად შაბიშვილია დანიშნული, იმას + გამოგიგზავნით. ეხლა კი გეახლებით. + - აჰ, ეგ რა სათქმელია!.. საით მიეჩქარებით, ბატონო ჩემო? მოითმინეთ, ყავა + დავლიოთ... რატომ არ გვკადრულობთ?! მოითმინეთ კიდევ ხუთიოდე წუთი. + - უკადრისობა რა სათქმელია! მეჩქარება, თორემ დიდის სიამოვნებით + გეახლებოდით. + - ბატონო მიხეილ! - შეეხვეწა კვაჭი: - ადრე გამითავეთ ეს საქმე, ნუ გამაწვალებთ, + თორემ მივაფურთხებ მაგ ფულს და ჩემს გზას გავუდგები. რაღაც ორიოდე გროში + მერგება და არ ღირს მისთვის გაწვალება და გაცდენა. + - ნუ შესწუხდებით, ბატონო კვაჭი! მამა-თქვენის გარდაცვალების საბუთებს დღესვე + გავგზავნი პეტერბურგში და ერთი თვის შემდეგ ათი ათას მანეთს ჩაგაბარებთ. რაც + შეეხება თქვენს ხელფეხს, ჯერ უნდა მოითმინოთ, როცა მოგირჩებათ, დღიურად ოც + მანეთს ვიანგარიშებთ და მაშინვე მოგართმევთ. + - თუ არ მომირჩა? + - აბა, ეგ რა საფიქრებელია? რა თქმა უნდა, მოგირჩებათ. + - მაინც, თუ არ მომირჩა? ბევრჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ სულ უბრალო + მიზეზის გამო ხელიც გაჰხმობია ადამიანს და ფეხიც. + - თუ ხელიც გაგიხმათ და ფეხიც, რა თქმა უნდა, მთელს დაზღვეულ თანხას მოგცემენ. + მაშ არხეინად და მშვიდობით ბრძანდებოდეთ. + - მშვიდობით ბრძანდებოდეთ, ბატონო ჩვენო, მშვიდობით!... გვნახეთ, ბატონო, + კიდევ გვნახეთ... ნუ დაგვივიწყებთ, ჩვენო ბატონო, კიდევ გვაკადრეთ თქვენი თავი... + ინსპექტორი რომ გავიდა, ერთმანეთს გადაჰხედეს და თვალებით დაეკითხნენ. + ბოლოს, ხუხუმ წვერებში ჩაიბურტყუნა: + - აჰ, მაი კაცი ვეფერს გეიგებს. + - ვეფერს გეიგებს! - ჩუმის ხმით დაუდასტურა კვაჭმა. + ექიმი შაბიშვილი ეუბნებოდა ინსპექტორს ჯავახიშვილს: + - არაფერი მესმის კვაჭანტირაძის ხელ-ფეხისა. რასაც მე ვაკეთებ, ვიღაც უცნობი + აფუჭებს. წამალს რომ დავადებ და არტახებს შევკრავ, საიდუმლო ნიშანსაც + გავუკეთებ ხოლმე. მეორე დღეს ნიშანი ხელუხლებელია, მაგრამ დაშავებული ხელ- + ფეხი უფრო დამდნარია და მოკრუნჩხული. ცხადია, ჩემს გარდა სხვა ვიღაც უნდა + მუშაობდეს. + - მე ცნობა მაქვს, კვაჭანტირაძესთან ღამ-ღამობით ჩვენი წინანდელი ექიმი ღაბიძე + დადის. გარდა ამისა, კვაჭის ბებიას ნოტიო ჩიჩიასაც ამ საქმეში ხელი ურევიაო. + თურმე ამ დედაკაცსაც კარგად ესმის ტრავმატიული ავადმყოფობა. ეს დედაკაცი + თურმე ძალიან დახელოვნებულია ხელ-ფეხის დამახინჯების საქმეში. მუშტარიც + ბლომად ჰყავს, რადგან ბევრს ჰსურს სამხედრო ბეგარა აიცდინოს. ჩვენ უფლება + გვაქვს კვაჭი საავადმყოფოში დავაწვინოთ და მუდმივი ზედამხედველობა + გავუწიოთ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ასეთს უკიდურეს საშუალებას არ მივმართავ, + რადგან იგი მითქმა-მოთქმას გამოიწვევს. სხვა საზოგადოებათა აგენტები ამ ამბავს + ხელზე დაიხვევენ, ყბად აგვიღებენ, განგაშს ასტეხავენ და პრესტიჟს დაგვიმცირებენ. + ყოველ დღე იარეთ და თვალყური ადევნეთ, ვნახოთ ამიერიდან საქმე როგორ წავა. + კვაჭის როგორმე აგრძნობინეთ, რომ ჩვენ მიხვედრილი ვართ... უკვე იცის? + გააგებინეთ? ძალიან კარგი გიქნიათ... კეთილი, ეგრე სჯობია... ნახვამდის! + მშვიდობით ბრძანდებოდეთ!.. + ერთი კვირის შემდეგ ჰოფშტეინი, ინსპექტორი და ექიმი შაბიშვილი მოულოდნელად + მიადგნენ კვაჭანტირაძეს. კვაჭი გაოცდა, აირია, გაფითრდა და გაწითლდა. იმ ხანებში + უარესად გამხდარიყო, გაყვითლებულიყო და ჩამომდნარიყო. + - ნაპოლეონ აპოლონიჩს ჩემი სალამი! - მხიარულად მიაძახა ჰოფშტეინმა. + - ბატონ კვაჭის ვახლავართ - დინჯად მიესალმა ინსპექტორი. + - გამარჯვება... დილა მშვიდობისა... დაბრძანდით... სკამი მოართვით... + დაფაცურდნენ და ისინიც აირ-დაირივნენ. + - როგორ ბრძანდებით?.. როგორ გიკითხოთ?.. + კვაჭი ძველებურად აწუწუნდა, აიცრემლა და აკვნესდა: + - დევიღუპე, დევიფსე... მამა მომიკვდა... სახლი დამეწვა... ოჯახი დამენგრა... ეხლა + მეც წავხდი!!! + - ვიცი, ყველაფერი ვიცი, უფრო მეტი ვიცი, ვიდრე თქვენ გგონიათ! - ხაზგასმით და + გარკვევით მოუჭრა ჰოფშტეინმა: - ბატონო ექიმო, გაუხსენეთ დაშავებული ხელ-ფეხი. + კვაჭი ისევ აკვნესდა და აყვირდა. ხელ-ფეხი გაუხსნეს და გაუშინჯეს, ხელიც და + ფეხიც დაუდნა, გაუხმა და ჩხირებივით დაელია. + - აჰა, ის არის!.. სწორედ ის არის!.. მინახავს, ვიცი, რაც არის! - ნაწყვეტ-ნაწყვეტად + ესროდა ჰოფშტეინი: - შეუკარით! - მერმე მიბრუნდა და, სანამ ექიმი არტახებში + ახვევდა კვაჭის ხელფეხს, არხეინად აკაკუნებდა ფანჯარას და თვალს ადევნებდა + ღრუბელს. მერმე მობრუნდა და ფოლადის ხმით დაიწყო: + - ეხლა საქმეს შევუდგეთ. მოკლედ, მკაფიოდ და პირდაპირ მოგახსენებთ: გავათავოთ + კეკემალულობის თამაში. არ შეგვფერის, ბავშვები აღარა ვართ. თავდაპირველად + უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენი სამივე საქმის ლიკვიდაცია მე მაქვს მონდობილი. + - სახლის საქმეც? + - დიახ სახლის დაწვის საქმეც. თავიდან დავიწყოთ. პირველი: ადესიდან თქვენ ისე + გამოიპარეთ, რომ ანგარიში არც კი გაგისწორებიათ, ათას მანეთამდე გამოიყოლეთ... + მოითმინეთ, ბატონო მოითმინეთ. ჩვენ არც შიქიას ვიცნობთ, არც ჩიკინჯილაძეს, არც + ავლაბრიანს, არც კაცმანს. ჩვენ მხოლოდ თქვენ გიცნობთ და მხოლოდ თქვენთან + გვქონდა საქმე. მეორე: თქვენ იმდენი მუშტარი მოგიტყუებიათ, რომ ეხლა მთელი + ადესა თქვენზე ლაპარაკობს... რაო, ვინ მოვატყუეთ? აი სია, ინებეთ, წაიკითხეთ. + თქვენს მაგივრად ყველას ჩვენ დავუბრუნეთ ფული, სულ 2.675 მანეთი. მესამე: თქვენ + სახლი შარშან მამა-თქვენს ბანკში 1.400 მანეთამდე დაუგირავებია. ბანკს იგი ორი + ათასად შეუფასებია, თქვენ კი ათი ათასში დააზღვევთ. აგენტი ხელში მყავს. თქვენი + ბიძა თუ პაპა - აი, ეს მოხუცი ხუხუ ჩიჩიაც ვერსად წამივა... მომითმინეთ მეთქი, ნუ + სჩქარობთ და ნუ სცხარობთ. ეხლა მეოთხე და უმთავრესი: მე ექიმი გახლავართ, + ძველი ინსპექტორი ვარ, დაზღვევის საზოგადოების სამსახურში დავბერდი და + ძნელია, შეუძლებელია ჩემი მოტყუება. ათასი რამე მინახავს და გამომიცდია. ეგრე + დაშავებული ხელ-ფეხის შემხვედრია. საკვირველი, იშვიათი შემთხვევაა! ერთი + გამაგებინეთ, ისე კოხტად როგორ წაიქეცით, რომ ფეხი შიგნითა კოჭთან + დაგიშავდათ, ხოლო ხელი - მეორე მხრიდან? საკვირველია! გაუგებარია! გარდა ამისა, + რა მიზეზია რომ ხელ-ფეხი დაგელიათ და გაგიხმათ? ამ მიზეზს საავადმყოფოში + გამოვიკვლევთ. ხვალვე უნდა გადმობრძანდეთ სამკურნალოში... რაო, არა გნებავთ? + ნუ ჰღელავთ, დღე და ღამ ორი ზედამხედველი დაგადგებათ თავთ... რაო, არ + მოგწონთ? არ კადრულობთ? ხომ იცით, რომ ამის უფლება გვაქვს... მაინც არ + გნებავთ?... რაო, სკანდალს ასტეხავთ? ქვეყანას დასძრავთ და გაზეთებსაც + აალაპარაკებთ? ეგ თქვენი საქმეა. თუ არც თქვენი სახელი გენანებათ, არც ეს მოხუცი, + არც ქუთაისელი აგენტი, მაშინ ჩვენი აქ ყოფნა ზედმეტი ყოფილა და წავალთ. + ჰოფშტეინი წამოდგა. + - მოითმინეთ, მოვილაპარაკოთ... იქნება მოვრიგდეთ... - და კვაჭიკომაც წამოიწია. + - კეთილი, ვცადოთ. მოკლედ მოვჭრათ. აი ხომ ჰხედავთ ამ ფულს, - და ჰოფშტეინმა + უბიდან ხუთასიანების ერთი დასტა ამოიღო: - ეს ფული ეხლავე თქვენს ჯიბეშ + გადმოვა თუ... თუ გონიერად მოიქცევით და ზომიერებას გამოიჩენთ. + კვაჭის თვალები დაეწვა, აუჭრელდა, ყელში ნერწყვი გაუშრა. ატოკდა და აცქმუტდა. + - მე... მე ხარბი კაცი არა ვარ, არც დავა მიყვარს... აყალ-მაყალსაც ვერიდები, + სკანდალისტი არა ვარ. + - მაშ ვიანგარიშოთ. ათი ათასი მამის პრემია გერგებათ, ეს უდავოა. + კვაჭის გული გაეხსნა, თითქოს ზედ ათფუთიანი ლოდი ედო და ჰოფშტეინმა + მოხსნაო. + - თქვენი სახლი, ძალიან რომ გავაზვიადოთ, ოთხი ათასი ჰღირდა. ხუთი ინებეთ. ეს + ხუთმეტი. შემდეგ: ხელ-ფეხი დაზღვეული გაქვთ ოცი ათასად. ამ თანხას + გამოგვედავებით, თუ ხელ-ფეხი მართლა გაგიხმათ, მაგრამ პატიოსანს სიტყვას + გაძლევთ და გარწმუნებთ, რომ არც ხელი გაგიხმებათ, არც ფეხი. ერთ თვეში ისე + მოგარჩენთ, რომ ცალ ფეხზე იხტუნავებთ. ეს დაგვიჯდება ოთხასი-ხუთასი მანეთი. + ათჯერ მეტს მოგართმევთ, - ხუთი ათასი ინებეთ. + - მას ორმოცი ათასის მაგიერ სულ ოცი ათასს იძლევით, არა? + - დიახ, ოცი ათასს. ან ეხლავე მიიღეთ ფული, ან სამკურნალოში წამობრძანდით, ან... + ან პროკურორს მივმართავ. + - ცოტაა, უარს ვამბობ. + - მაშ მშვიდობით ბრძანდებოდეთ! + - მოითმინეთ ნუ ფიცხობთ! სამი დღის ვადა მომეცით მოსაფიქრებლად. + - არ შემიძლიან. თუ გნებავთ, ერთი საათი მომიცია. გავალთ მუშტაიდში + გავისეირნებთ და დავბრუნდებით. + - მეტი გზა არა მაქვს და გემორჩილებით, მაგრამ პროტესტს ვაცხადებ. + - მაშ ჯერ-ჯერობით! არ გემშვიდობებით! + სამნი გავიდნენ, ოთხნი დარჩნენ. ასტყდა ჟრიამული, ფიცხელი კამათი, თითებზე + ანგარიში. გავიდა ერთი საათი. წასულნი დაბრუნდნენ და : + - მოიფიქრეთ? გადასწყვიტეთ? - ჰკითხა ჰოფშტეინმა. + - ოცდათხუთმეტი მაინც მერგება, მაგრამ თანახმა ვარ ოცდაათზე. + - ეს არის თქვენი უკანასკნელი პასუხი? + - ეს არის! + - მაშ ვერ მოვრიგდებით. თუ ინანეთ, მე ნუღარ დამაბრალებთ... მშვიდობით იყავით! - + და ისევ გავიდნენ. კიბეზე რომ ჩადიოდნენ, პუპი გამოვარდა: + - მოითმინეთ!.. დაბრუნდით!.. ნუ ინებებთ გაწყრომას და ჩვენს წყენას. ორიოდე + სიტყვა უნდა მოგახსენოთ. + ისევ დაბრუნდნენ. + - ოცდარვას ერთ მანეთსაც ვეღარ დავაკლებ. - ხრინწით განაცხადა კვაჭმა. + - მაშ საჭირო არ იყო ჩვენი დაბრუნება. + - მოითმინეთ, სად მირბიხართ? ოცდახუთი! + - ოცი. ან ჰო, ან არა... ვიცი, ყველაფერი ვიცი, რა საჭიროა ზედმეტი ლაპარაკი! ჰო თუ + არა?.. მაშ მშვიდობით იყავით. + ისევ გავიდნენ ქუჩის ბოლოში ხუხუ ჩანჩალით დაეწია: + - ნუ ინებებთ, ბატონებო, ჩვენს წყენას... თუ გაწყეინეთ რამე, გვაპატიეთ... + დაბრუნდით... კვაჭი დათანხმდება. + ისევ დაბრუნდნენ. + - იმედია, ვაჭრობა აღარ იქნება. ოცზე ვათავებთ? + - კეთილი, მაგრამ რაღაც ანგარიშ რომ შეგიდგენიათ, მაგას ხომ არ გამომიკლებთ? + - ამას არ ჩაგითვლით. მოვშალოთ. მელანი და კალამი! + - მაშ გაათავეთ. - და კვლავ აწრიპინდა და აწუწუნდა: - დევიღუპე... დევიფსე... როგორ + შეიძლება ამათთან საქმის დაკავება! ვსდიო სამართალში ორი ან სამი წელიწადი, + თორემ ორჯერ მეტს ავიღებდი. + ჰოფშტეინმა ვრცელი ბარათი დასწერა: + - ოთხივემ მოაწერეთ ხელი. + წაიკითხეს და მოაწერეს, მერმე თვალები დაიბრიცეს და დაიხეთქეს იმ ფულზე, + რომელიც ჰოფშტეინმა ჩაუთვალა. + - დევიღუპე... დევიფსე! - ისევ წუწუნებდა კვაჭი, თან ის ფული ბალიშის ქვეშ + ამოიდო. + - მშვიდობით ბრძანდებოდეთ! ღმერთმა კეთილად მოგახმაროთ ეგ ფული. + - მშვიდობით, ბატონო ჩემო მშვიდობით! + კიბემდე ჩამოაცილეს. ჰოფშტეინმა წაიბურტყუნა: + - მოვტყუვდი, გადავაჭარბე. ხუთმეტსაც დათანხმებოდა. + კვაჭის სახლში ყველანი ერთმანეთს დაეტაკნენ. ხუხუ და პუპი მეტად კმაყოფილი და + გახარებული იყვნენ, ხოლო ნოტიო და კვაჭი მაინც იშმუშნებოდნენ და + იგრიხებოდნენ. სწორედ ამ დროს ბესოც შემოვიდა. + - ბესო, სადა ხარ? სად დეიკარგე? რაღა გაჭირვების დროს დეიმალე, შე კაი კაცო? + - ჰოფშტეინი რომ პირველად გავიდა აქედან, მეც სწორედ მაშინ მოვედი, მაგრამ + უკანვე დავბრუნდი, მუშტაიდში დავედევნე და მათს ლაპარაკს ყური დავუგდე. + გავიგე, რომ ოცათასზე მეტს ერთ მანეთსაც არ მოგცემდნენ და აკი შემოგითვალე + კიდეც პუპის პირით. რაო? ჩემი აზრი? ეკლესიას ხატი უნდა შევწიროთ, რომ + დაპატიმრებას გადავრჩით. + ბესოს სიტყვების შემდეგ ყველანი სიხარულით და შვებით აყაყანდნენ. კვაჭს + არტახები მოჰხსნეს, ხელ-ფეხი რაღაც წამლით მოჰბანეს და ახალი მალამო წაუსვეს. + ტკივილს აღარ იმჩნევდა და აღარც ჰკვნესოდა. + მერმე წამოჯდა და დეპეშა დასწერა: + „კავკავი, ბაზრის ქუჩა, 16 + შ ა ბ უ რ ი ა ნ ც ს + ოცად გავათავე. ხუთს გიგზავნი. სახლი იყიდე. მალე ამოვალთ + ა ნ ა პ ო დ ი ს ტ ე.“ + - ეს ფული და დეპეშა სილიბისტროს გაუგზავნე, - უთხრა კვაჭმა ხუხუს - და + ხვალისთვის ქუთაისში წასასვლელად მოემზადე. გაყიდე, რაც დაგვრჩა - ალაგიც და + ავეჯიც... რაო, ვოლკოვის ქვრივს რა ვუყოო? აჰ, ეხლა იმ დედაბერს ავითრევ + სიკვდილამდე! ასი მანეთ მიეცი, ეყოფა. ყველას უთხარი, რომ ჩვენ ვარშავაში + მივდივართ თქვა... მოიცა, იყიდე მარტელის კონიაკი, რედერერის შამპანური, + მარსალა, ხერესი ან პრტვეინი... ერთიც შიპრი ან შატრეზი... სიგარები „ვიქტორია“... + არ დაივიწყო სახელები. ბესო, ჩაუწერე. ხილიც მომიტანე, ანანასიც. რაო? კაცი + დაბერდი და აქნობამდე არ იცი რა არის მარსალა, ხერესი, შიპრი, შარტრეზი და + ანანასი? ბესო, შენ წადი, გენაცვა, და ყველაფერი მიყიდე. წამოიღე კაიეს ან შიაშარის + შოკოლადიც. თუ ნამდვილი შიპრი და შარტრეზი არ იყოს, აბრიკოტინი და + ბენედიქტინი მოიტა. თქვენც გერგებათ კაი-კაი საჩუქრები, მაგრამ მე თვითონ + გიყიდით, როცა ავდგები... რა სთქვი, ნოტიო? ათ დღეში ამაყენებ? მაშ, მადლობა + ჩემზე იყოს... ეხლა კი ცოტა დამასვენეთ... დავიღალე... უნდა დავიძინო. + და მძიმე შრომით დაღლილმა და სახიფათო საქმის დამთავრებით დამშვიდებულმა + კვაჭმა მაძღარსა და არხეინ ძილს მისცა თავი. + ორი კვირის შემდეგ ინსპექტორმა ტფილისის სადგურზე თვალი მოჰკრა ერთ + ლამაზს, ტანადს, კოხტად ჩაცმულ ახალგაზრდას. + - ბატონს კვაჭის ვახლავარ! + - სალამი პატივცემულ ბატონ მიხეილს! როგორ გიკითხოთ?! როგორ ბრძანდებით + თქვენის მეუღლით?! + და კვაჭმა ინსპექტორს მაგრად ჩამოართვა ხელი, ის ხელი, რომელიც ორი კვირის + წინათ დამდნარი და გამხმარი ჰქონდა. + - გმადლობთ. თქვენ როგორ გიკითხოთ? + - ასე... არც ისე კარგად ვარ, როგორც მე მინდოდა, მაგრამ არც ისე ცუდად, როგორც + ჰოფშტეინს უნდოდა. არაფერი მიშავს, კიდევ შევხვდები სადმე იმ ყაზილარს. + მშვიდობით ბრძანდებოდეთ! + - გზა მშვიდობისა! - მიუგო ინსპექტორმა და მარდად მიმავალს „გაშტიკინებულ“ + კვაჭს ღიმილით გააყოლა თვალი. + + + + + + + + + + + + + + + + + +https://www.facebook.com/groups/ELLIB/ + კარი მესამე + ამბავი საბანკო საქმის შესწავლისა და ამხანაგის + დაფეთებისა + + სანამ ხუხუ ჩიჩია ქუთაისში სასახლე ადგილს და ხაბაკ-ხუბაკს გაჰყიდდა, კვაჭი + კვაჭანტირაძემ დრო იხელთა და ტფილისში დატრიალდა. + თუმცა ჯერ კოჭლობდა და ცალი ხელიც ახვეული ჰქონდა, მაგრამ ახერხებდა + კლუბებსა, თეატრებსა და სხვა გასართობ ადგილებში სიარულს. + ცოტაოდენი ხალხი გაიცნო, თან ყველას ჰსუნავდა, სწონავდა და მათი მოხმარებისა + და გამოყენების საზრისით ადებდა ფასს. + სანამ მარჯვენა ხელსა და თითებს მოირჩენდა და მოიმარჯვებდა, ქაღალდის თამაშში + ბედი არა სწყალობდა. შემდეგ კი სამიოდე თალიით მოიტრიალა ბედი, წანაგები + დაიბრუნა და ხუთიოდე ათასიც ზედმეტი წამოიყოლა. + მართალია, ბოლო ღამეს მცირე უსიამოვნება შეემთხვა: მორიგე მამასახლისმა თავის + ოთახში ჩაიწვია და პირისპირ რამდენიმე სუსხიანი სიტყვა უთხრა, მაგრამ კვაჭი ამის + გამო არც აირია, არც ატკიცდა. იმ დღეებში ისევ რუსეთში მიდიოდა და ამიტომ + კვაჭისთვის სულ ერთი იყო, რას იტყოდა და რას იფიქრებდა ათიოდე ან ასიოდე კაცი + იმ ქალაქში, სადაც კვაჭს თითქმის არ იცნობდნენ. + ქაღალდის თამაშში კვაჭმა ვინმე ნაზიმოვი გაიცნო - აზოვის ბანკის მოხელე, + მოთამაშე, მოქეიფე, მფანტავი და ლოთი, რომელიც ბანქოს თამაშობამ გააკოტრა და + გაანიავა. მან რამდენჯერმე ჩაანისიავა, მაგრამ ბოლოს ნაღდი მოსთხოვეს და + ქაღალდი აღარ დაურიგეს. მან მიიხედ-მოიხედა და კვაჭის მიჰმართა: + - თავადო, ერთ თუმანი მასესხეთ ხვალამდე. + კვაჭმა ცივად მიუგდო: + - თუმანი? უცნობს ფულს ვერ ვასესხებ. + - თუ მართლა ეგ არის უარის მიზეზი, გთხოვთ გამიცნოთ: აზოვის ბანკის + მოსამსახურე ნაზიმოვი გახლავართ. + ნაზიმოვმა კვაჭს ხელი გაუწოდა და კვაჭმაც ძალაუნებურად თვისი ხელი + დაუხვედრა. + - დაბრკოლება გადალახულია. ეხლა ხომ მერგება ერთი თუმანი? + კვაჭს ისე მოეწონა ნაზიმოვის პასუხი, რომ ხალისიანად მიუგდო თუმნიანი და + ღიმილიც მიაყოლა. და იმავე წუთს ერთმა აზრმა ელვასავით ჩაურბინა. ღიმილს + ღიმილი მიჰყვა, სიტყვას სიტყვა, თუმნიანს თუმნიანები და იმავე ღამეს ახალი + მეგობრობა ღვინით იკურთხა და ლამაზი ქალებით დაგვირგვინდა. + გულმა გული იცნო და სულმა სული იპოვნა. კვაჭმა ნაზიმოვი ორჯერ-სამჯერ კიდევ + დაჰპატიჟა, ცოტაოდენი ფულიც ასესხა, დაიძმობილა და შეიჩვია. ერთხელ თუ + ორჯერ წაიჩურჩულეს. ამის შემდეგ კვაჭი უცებ აჩქარდა და თავისიანებიც ააჩქარა. + პუპიმ თვალებით მიზეზი გამოჰკითხა. კვაჭი კითხვას მიუხვდა და პასუხიც მისცა: + - სხვანაირი ქალაქი ყოფილა ეს ტფილისი! აქ ხეირიანი არაფერი გაკეთდება. გარდა + ამისა, ჩვენი ქალაქია. წავალ, გადავიკარგები. ქვეყანა დიდია. იქიდან აქ ჭორი არ მოვა. + ვინ იცის, რა მომელის, როგორ გამიჭირდეს, როდის და როგორ დამჭირდეს და + გამომადგეს ეს ქალაქი. + აზრს მიუხვდნენ. მალე ჩალაგდნენ და აიკრიბნენ. + კვაჭი და მისი სახლობა როსტოვის გზით წავიდნენ. + კავკავთან, ბესლანის სადგურზე, ევროპულად გამოწყობილი, წვერ-ულვაშ + გაპარსული სილიბისტრო დაუხვდათ, ოვანეს შაბურიანცად მონათლული. ძლივს + მოასწრეს ერთმანეთის მოკითხვა და მცირე ალერსი. + სილიბისტროს ოჯახმა კავკავში აუხვია, კვაჭმა და ბესომ კი პეტერბურგისაკენ + გაუტიეს. კვაჭი, ბესო და ნაზიმოვი, რომელმაც შვებულება აიღო, მეორე დღეს + დილით როსტოვში ავიდნენ. სადგურზე მცირე ბჭობა გამართეს, ყავა დალიეს და + მერმე ბანკში შევიდნენ. + კვაჭი ჯერ შეყოყმანდა, შეშინდა, შემდეგ უცებ გასწორდა, ძალღონე მოიკრიბა, + გამხნევდა და პირსახეზე სიმტკიცე აღიბეჭდა. თავისუფლად შეაღო კარები + დირექტორის კაბინეტში, პირდაპირ მივიდა მასთან და დაუდევრად უთხრა: + - გთხოვთ მიცნობდეთ: თავადი ორბელიანი გახლავართ. - და მაგიდაზე შესაფერი + პასპორტი და ბანკის ბილეთი დაუდო. იმ ბილეთში ეწერა: + „აზოვო-დონის ბანკი... როსტოვის განყოფილებას. + გთხოვთ გადაუხადოთ თავადს ნიკოლოზ პავლეს ძე ორბელიანს 37.435 მანეთი ამავე + ბანკის ტფილისის განყოფილების ანგარიშით. + დირექტორი X + ბუხჰალტერი B + მოლარე Z“ + დირექტორმა მოსამსახურეს დაუძახა, ის ბილეთი გადასცა და უბრძანა: + - ავიზო მოსძებნეთ. - მერმე კვაჭის მიუბრუნდა: - პირველად ბრძანდებით + როსტოვში?.. ვის იცნობთ?.. + - გავლით მესამეჯერ თუ მეოთხეჯერ გახლავართ. ახლო-მახლო ადრევაც ვყოფილვარ + ჩემს მეგობართან სამიოდე დღით. - სენატორ დენისოვის შვილთან, გრაფ ნოტბეკთან, + ბარონ ტიზენჰაუზენთან... ერთად აღვიზარდენით პაჟების კორპუსში... ეხლაც + ნოტბეკთან გეახლებით... კალინოვკა ჰქვიან იმის მამულს, არა? აქედან ორიოდე + ვერსი იქნება... შესაძლოა ერთ კვირაში მათი სიძეც გავხდე. + მოსამსახურე დაბრუნდა და დირექტორს ქაღალდები წინ დაუწყო. დირექტორმა იმ + ქაღალდებს წააწერა: „გადაუხადეთ“, პასპორტი კვაჭს დაუბრუნა და პაჟებზე + ჩამოუგდო ბაასი. + კვაჭმა ბაასი მოხერხებულად გადაიტანა ადესაზე. + აჰყვნენ და იბაასეს. ბოლოს, კვაჭი წამოდგა: + - კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა. გთხოვთ ნიშნობაში მეწვიოთ... წერილით + შეგატყობინებთ. მშვიდობით ბრძანდებოდეთ! + სანამ კვაჭი დირექტორთან საქმეს „აიმასქნებდა“, ნაზიმოვი კანკალმა აიტანა. + დაფრთხა და აცქმუტუნდა. ჯერ ბესო შიქიას ჩამოშორდა და განზე გადგა, თან ყურში + ჩასჩურჩულა: + - თუ ვინიცობაა მოხდა რამე, მე ვითომ არ გიცნობთ. + მერმე მოსხლტა, ქუჩისკენ წავიდა და ბესოს გაკვრით მიუგდო: + - ქუჩაში მოგიცდით... არ დაგავიწყდეთ, არ გიცნობთ. + ხუთი წუთის შემდეგ კვაჭმა ფული უბის ჯიბეში ჩაილაგა და მიიხედ-მოიხედა. + ნაზიმოვი არსად იყო. + - სად არის ის ლოთ? - ჰკითხა ბესოს. + - წახთა. თუ რამე მოხთა, მე თქვენ არ გიცნობთო. ეხლა ქუჩაში იცდის. + კვაჭმა შუბლი შეიკრა და კარებისკენ წავიდა. კარებს რომ ხელი წაავლო, შესდგა, + განათდა და გაიბადრა. უცებ მოტრიალდა და ბესოს ჩურჩულით მცირე დარიგება + მისცა. ბესო უმალვე გარეთ გავარდა. ნაზიმოვი კარებთან ატუზულიყო. + - ჩქარა, თავს უშველეთ! - ჩასჩურჩულა ბესომ ნაზიმოვს, თვითონ კი თავი დაჰღუნა + და ნაბიჯს მოუხშირა. + გაფითრებული ნაზიმოვი ჩანჩალით გაჰყვა: + - რა მოხდა?.. რა ამბავია?.. გაიგეს?.. + ვიწრო ქუჩაში შეუხვიეს. + - ძლივს გადავრჩით... საქმე ცუდად არის, - სხაპა-სხუპით და ხმის კანკალით მიაყარა + ბესომ: - ავიზო მოსულია, მაგრამ დირექტორი ყოყმანობს, ფულს არ იძლევა... არ + გიცნობთ, შიფრი არეულია, უნდა ტფილისში დეპეშა გავგზავნოო... დირექტორი და + ბუხჰალტერი მეორე ოთახში გავიდნენ და რაღაცა იჩურჩულეს... ტელეფონით + ილაპარაკეს... მე ვუთხარი, ხვალ შემოვივლი მეთქი, და საჩქაროთ გამოვიქეცი. + დავიღუპებით, თუ ახლავე არ დავიმალეთ. მაგრამ იცოდეთ, რომ არც მე გიცნობთ. + ნაზიმოვი ცახცახმა აიტანა და კბილების წკაპუნით ჰბოდავდა: + - ვაიმე, ცოლო და შვილო!.. გზის ფულიც არა მაქვს... როგორღა დავბრუნდე?.. + დამიჭერენ... დავიღუპე! + - გზის ფულს მე მოგცემთ, ოღონ ეხლავე დაბრუნდით. აი, ასი მანეთ იმყოფინეთ. აბა, + ჩქარა! + ხელცარიელი და დაფეთებული ნაზიმოვი სტავროპოლში წავიდა, სადაც მას + მოხუცებული დედ-მამა უცდიდა, ხოლო გახარებული და მოღიმარე კვაჭი და ბესო + ისევ პირველი კლასის ვაგონში ჩასხდნენ და ჩრდილოეთისაკენ მოუსვეს. + - თუ ნაზიმოვი დაიჭირეს, მეძებონ კიევში... იმას მართლა დადიანი ვგონივარ... + კარგად ავურიე გზები! - ეუბნებოდა კვაჭი თავის ერთგულ მეგობარს და პირად + მდივანს ბესარიონ შიქიას. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი პეტერბურგში გადასახლებისა + ერთ წელიწადზე მეტი გავიდა რაც კვაჭი და ბესო პეტერბურგში დასახლდნენ. კვაჭმა + ადესიდან ჯალილა დაიბარა, რომელსაც ნელ-ნელა ჰავლაბრიანი, ჩხუბიშვილი და + დანარჩენი ამხანაგებიც მოჰყვნენ. კვლავ აღსდგა და გამოცოცხლდა ადესური ოჯახი. + ყველანი იშვიათად იხედებოდნენ მეცნიერების ტაძარში და სამაგიეროდ ხშირად + მოსჩანდნენ ყველგან, სადაც კი ბლომად მოიპოვებოდა ახალგაზრდა მოქეიფე ხალხი, + მეძავი და საეჭვო გასართობი. + კვაჭი დღითი-დღე იზრდებოდა, მწიფდებოდა, იფურჩქნებოდა, რადგან იქ მუშაობის, + დაკვირვების, წაბაძვისა და ფრთების გაშლის ასპარეზი გაცილებით უფრო განიერი + იყო, ვიდრე ადესაში. + კვაჭი, ბესო და ჯალილა ერთ ბინაზე სცხოვრობდნენ, ხოლო დანარჩენნი ახლო- + მახლო იყვნენ გაბნეული. ამხანაგების მუშაობაც თავის თავად ორ ბანაკად გაიყო. + კვაჭი წვრილმანზე აღარ ახურდავებდა ნიჭსა და შემოქმედებას. თუ ზოგჯერ დიდ + საქმეს „გააიმასქნებდა“, ამხანაგებსაც მიიშველებდა და ნადავლს სამართლიანად + გაუყოფდა, ხოლო სხვა დროს, როცა ჩიკინჯილაძე და მისი ბანაკი წვრილ ნადირს + გაჰყვებოდნენ, კვაჭი დარიგებას აძლევდა და შორიდან უწევდა ხელმძღვანელობას. + ხანგრძლივ საერთო მუშაობაში ყველანი გაილესნენ და დაიგეშნენ. შერჩევის კანონმა + ყველას გაუღვიძა და გამოაჩენინა ბუნებით თანდაყოლილი ნიჭი და გემოვნება, + ხელობა და ალღო. + ბესო შიქია წინანდებურად დამუნჯებული იყო. თავის სიტყვას ან არ იტყოდა, ან + ბოლოში იტყოდა და ჩურჩულით ნათქვამი ათიოდე სიტყვით ზოგჯერ საქმეს + მოატრიალებდა, რთულ ხლართს გააშუქებდა და ბნელს გაანათებდა. ბესო საერთო + საქმეში თითქოს არც კი მოსჩანდა, მაგრამ საქმის ყველა ძაფები მაინც მას ჰქონდა + თავმოყრილი. + ჭიპი ჭიპუნტირაძე მუდმივ მასხრობდა და სედრაკას ჭორ-ანეგდოტებში + ეჯიბრებოდა. აგენტურის მოწყობისა და ზვერვაში მას ტოლი არა ჰყავდა, + სამაგივროდ არც სკანდალის და ალიაქოთის ატეხვაში ჰყავდა ბადალი. აჩრდილი + რომ მოსჩვენებოდა, ან თაგვის წრიპინი რომ გაეგო, უდიდეს გამძლეობასა და + გულცივობის მაგივრად უდროოდ მოსხლტებოდა და განგაშსა და ჭყვირილს + ასტეხდა: + - ვიღუპებით!.. დავიღუპეთ!.. თავს უშველეთ!.. + ბევრჯერ ჩაშალა უდროო განგაშით ჭიპიმ კოხტად დაგებული ბადე და ბევრჯერ + დააფრთხო ზედ ანკესზე მოსული ორაგულები, ბევრჯერ მოხვდა მას კვაჭისგან და + ამხანაგებისგან, მაგრამ მაინც თავისი ვერ მოიშალა და პანიკიორობას ვერ გადაეჩვია. + ბოლოს, როცა კვაჭმა კარგად გაიგო მისი ხასიათი, იგი სახიფათო აქტიურ საქმეს + ჩამოაშორა და მზვერაობა შეუნარჩუნა. + სედრაკა წინანდელზე მეტად ფრთხილობდა და სცახცახებდა. საქმის დაწყობას, + გეგმის შემუშავებას და ნადავლის გაყოფას არ დააკლდებოდა, მაგრამ ხიფათის დროს + ან ავად გახდებოდა, ან გადაუდებელს რასმეს მოიგონებდა, ან დაიგვიანებდა და თავს + მასხრობით იმართლებდა: + - ვაა, რომელი ვაჟკაცი მე მნახეთ, რომ გამოგდგომოდით! ან რა საჭირო ვიყავი? თუ + მოკრივე გინდოდათ, გაბომ ჩემზე ნაკლები კრივი არ იცის, და თუ ხანჯალზე მივიდა + საქმე, ეგ ხელობაც ჩემზე უკეთესად გეხერხებათ. მე ხაზინადარი ვარ, მე ჩემი საქმე + ვიცი გაბომ კიდევ - თავისი. + ლადი ჩიკინჯილაძე ისევ ძველებურად იცოხნებოდა და იღმურძლებოდა, მუდამ + რასმე სჭამდა და მაინც შიმშილს სჩიოდა. „საქმეში“ წინ არ გავარდებოდა, მოვლენას + კუდში მისჩანჩალებდა, მაგრამ თუ გარემოება წინ წააგდებდა, ლადი უკან არ + გაიხედავდა, სხვებს არ ამოეფარებოდა და თავის ხვედრს პირნათლად შეასრულებდა. + გაბო ჩხუბიშვილიც ოდნავ გაითალა და გაშალაშინდა, მაგრამ მაინც წინანდებურად + მოუხეშავსა და უდრეკ კამეჩს ჰგავდა. თვისი ტლანქი პირდაპირობით, უტაქტობით + და თავგაწევით საერთო ოჯახში მას ხშირად შეჰქონდა არევ-დარევა და ალიაქოთი. ის + მუდამ ბუზღუნებდა და სჩიოდა, მაგრამ ერთგულად ეწეოდა თავის უღელს და კვაჭს + ბავშვივით ემორჩილებოდა: + ჯალილა არაფერს თხოულობდა, მუდმივ ბედის მორჩილი იყო, კვაჭს მუდმივ + თვალებში შესცქეროდა და ამბობდა: + - ალაჰ სანა ხეირ ვერსინ - ღმერთმა მშვიდობა მოგცეს, კნაზჯან! ზალიან ყოჩაღი კასი + ხარ, ზალიან დიდი ჩქუიანი ხარ. + განგება რამდენსაც მეტს აძლევდა კვაჭს, ის უფრო მეტს თხოულობდა, ბედს + ემდუროდა და თანაც უჩხიკინებდა, ჰღრღნიდა და სამოთხის ახალ-ახალი კარების + გაღებას ლამობდა. საბედოს ძებნაში კვაჭი არავის და არაფერს ერიდებოდა. კარები + რომ დაკეტილი დაუხვდებოდა, ფანჯრიდან შეძვრებოდა, ხოლო თუ სარკმელიც + დაკეტილი იყო, საბოლეში ჩაძვრებოდა და ბუხრიდან გამოძვრებოდა. + ერთხელ სწორედ ასე შეეჩხირა ერთს ღვთისნიერ ოჯახში და დიასახლისის ერთს + მეგობარს - ხნიერ დედაკაცს თავთ დაადგა: + - გთხოვთ მიცნობდეთ: ნაპოლეონ აპოლონიჩ კვაჭანტირაძე გახლავართ. + კვაჭი კვაჭანტირაძე შავგვრემანი, გრუზა, მოსული, თვალადი, ტანადი, + „გაშტიკინებული“ და ენა-მჭევრი ვაჟკაცი იყო. მას უკვე გავლილი, ნაცადი და + შეთვისებული ჰქონდა ზემოურთა ადათი და ჩვეულებანი, ზნე და რიტუალი. + მოურიდებელმა გამბედაობამ, გამოცდილებამ თავისი გაიტანეს და... გაუხსნეს + სანატრელი ედემის კარები, რომელსაც კვაჭი იმდენ ხანს დასტრიალებდა და + უჩხიკინებდა. + ერთხელ მან კიდევ ერთი ამგვარი კარი შეანგრია და ის ვინმე იპოვა, ვისაც + გაფაციცებით ეძებდა. + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი ახალი „საქმის“ დაწყებისა + პეტერბურგში, ვასილიევის კუნძულზე კვაჭის შვიდ-ოთახიანი ბელეჟატი აქვს, - + ძვრიფასი ავეჯით, კოხტად და დიდის გემოვნებით მორთული. მის სასადილოს + ამკობს მუქი მუხა, „ნატურმორი“ ძველ ჰოლანდიელთა და ფლამენელთა + მხატვრობისა, მდიდარი კოლექცია კედლის უძველეს თეფშებისა, სევრის ფაიფური + და ვენეციური ბროლი. + დიდი დარბაზი კრიალებს და ბრწყინავს. ოთხი სარკე ჭერს სწვდება. კედლების + ძირში ოქროს ვარაყიანი სკამებია ჩამწკრივებული. კუთხეში ურთხელის საკონცერტო + როიალი სდგას. ფანჯარაზე და კარებზე აბრეშუმით ნაქარგი, სქელი, ატლასის + ფარდებია ჩამოფარებული. ატლასით და აბრეშუმით არის აკრული კედლებიც, + დარბაზს სეროვის, ლევიტანის, მაკოვსკის, რეპინისა და შიშკინის სურათები + ამშვენებს და აქა-იქ რამდენიმე „ტიტველი“ მოსჩანს პარიზის „სალონიდან“ + წამოღებული. + კაბინეტი და მცირე სადარბაზო ოთახები ზოგი სპარსულად არის მოწყობილი და + ზოგიც ევროპულად. თექური და ხოროსანული ხალიჩები, ფრანგული გობელენი, + ძველი ბურგუნდული ხავერდი, ქამირი, ინდიური ოქრო-ნემსული, იარაღის + მდიდარი კოლექცია და ათასი ხელოვნური ძვირფასი წვრილმანი. ყველა ოთახში + უხვად არის გაბნეული ბროლი, სარკე, ბრინჯაო, მარმარილო და ურთხელი, + ბეწვეული და ფარჩა, ტყავეული და ვერცხლი. იმ ოთახებში მოიპოვება უკვდავი + ჩეილინი, კანოვა, რემბრანდი, ვანდეიკი, რუისდალი და მრავალნი სხვანი. + ორ მიყრუებულ ოთახში გამართულია წიგნთ-საცავი და ბილიარდი. + ზოგჯერ ოთახებში კაჭკაჭივით შავ-თეთრი ლაქია გასხლტება. შემოსავალ კარებში + თუთიყუშივით ჭრელი და პირსუსხიანი მეკარე გაყინულა. + კაბინეტში ზის თავადი ნაპოლეონ აპოლონიჩ კვაჭანტირაძე ძვირფას ბუხარის + ხალათში გახვეული და გაზეთს ათვალიერებს, თან ჰავანას სიგარას აბოლებს. + ვეფხის ტყავზე მის ფეხებთან ჩატყვიებული, საზარელი, შავი ინგლისური დოგი და + თაფლის ფერი უზარმაზარი სებ-ბერნარი გაწოლილან. + დიდკუდა და გრძელბეწვიანი ანგორის თეთრი კატა ფანჯარაში ბუზებს იჭერს, მზეს + ეთამაშება და საკუთარ კუდს დასდევს. + საწერ მაგიდაზე აბრეშუმის ფრაკ-ცილინდრში გამოწყობილი, ციდის ოდენა მაიმუნი + ჩაკუნტულა, რომელიც მელნით პირსახეს ითხუპნის და კვაჭის ეღრიჭება და + ეპრანჭება. + სრული მშვიდობა, მყუდროება და განცხრომა ჰსუფევს იმ ოთახში და კვაჭის გულში. + კვაჭის პირადი მდივანი და ერთგული ბესო შიქია ფეხაკრეფით შემოვიდა. + - ა-ა, ბესო, შენა ხარ? - ზანტად აიცოხნა კვაჭი: - ამბავი? წერილებია? რა უნდათ, ისევ + მათხოვრობენ? გადაყარე კალათში. + - კიდევ არის რამდენიმე წერილი. კნეინა გოლიცინისა და თავისი თავშესაფრისთვის + დიდ მასკარადს ჰმართავს, გთხოვს დირიჟორობა იკისრო. + - კარგი, მანდ დადე... ვნახოთ, მოვიფიქროთ, თუ არ წავედი, მადლობა გადაუხადე და + ხუთასი მანეთი გაუგზავნე. + - პრინცი კობურ-ჰოტტელი გპატიჟობთ ვახშამზე. + - აჰ, მომბეზრდა... მადლობა მისწერე არ სცალიან-თქვა. + - თავადი ვოლკონსკი თავისს არაბს ჰყიდის, და გთხოვსთ... + - გაანებე თავი. მაგისთანა არაბი ათი მყავს. + - ხვალ იახტ-კლუბში საზეიმო ვახშამია ოსმალეთის პრინცის მუხთარ აზისის + პატივსაცემად. + - კარგი, ხვალ მომაგონე. + - ოპერაში ბალეტია. ბალერინა სმირნოვა ცეკვავს, აი, ლოჟის ბილეთი. + - შენ წადი... მომიკითხე... თაიგული წაუღე. + - აი, კიდო ერთი წერილი. ტანია პროზოროვისა გწერთ, რომ დღეს საღამოს ათ საათზე + ჩემთან „ის“ იქნებაო. + - ჩქარა მაჩვენე! + და ბესოს ვარდისფერი აბრეშუმის წერილი ხელიდან გამოსტაცა. წაიკითხა, + გამოცოცხლდა, გაიხარა, გაიღიმა და აღელდა. + - ძლივს! ძლივს!.. ერთი წელიწადია ამას ველოდებოდი... იცი, ბესო, ვისზეა ამ + წერილში ლაპარაკი? არ იცი? მაშ გეტყვი. თუმცა, მოიცა. მერე გეტყვი... მერე, მერე... + აღელვებული კვაჭი ბოლთას სცემდა. თვალები შემოქმედების ცეცხლით ჰქონდა + ანთებული. ტვინი აუდუღდა, აუჩქროლდა და გული საგულეში აღარ უდგებოდა. + - კეთილი... კარგი... ახალი დრო დადგა... აბა, კვაჭი, ბედი კარზე მოგადგა... თუ კაცი + ხარ, არ გოუშვა... კაი, ძალიან კაი... - ბუტბუტებდა კომბინაციებისა და იმედების + ცეცხლით გახურებული კვაჭი, თან რაღაც ბადეს ჰქსოვდა და მომავალს უღიმოდა. + მერე ბესოს მოუბრუნდა: + - დოურეკე, რომ ბენცის ავტომობილი მომართვან... მეიცა, ბენცი არ მინდა, + დღევანდელ დარს, მგონი, მერსედესი ან ბერლიე, უფრო შეეფერება. + - მშვენიერი დარია, ლანდო სჯობია. + - აბა ლანდო იყოს. შავი ცხენები არ შეაბმევინო, დაფეთებულნი არიან, თეთრები ან + წითლები შეაბან, აბა, ჩქარა! კამერდინერსაც დამიძახე. + მერე ტელეფონს დასწვდა: + - ალლო! ელენე, შენა ხარ?.. ჰო, მე ვარ. კვაჭი... დილის კოცნით ვემთხვევი შენს + ღვთიურ ხელებს... წუხელი? რაცხა ოცი ათასი მევიგე. აჰ, აჰ! მაი ტყუილა უთქვამთ + შენთვის, ჩვენი წაჩხუბება უნდა ვინცხას, არ დოუჯერო... არა, ის ქალი მე კი არ + გავაცილე, თავადმა ვიტგენშტეინმა წეიყვანა... მე? შენც არ მომიკვდე, არსად + ვყოფილვარ, პირდაპირ სახლში წამევედი... კაი, მაგას თავი დავანებოთ, ელენე, დღეს + შენთვის დიდი ამბავი მაქვს. გუშინღამ რომე, მარგალიტის კოლიე მეიწონე, ხვალვე + მოგართმევ, თუ ჭკუით მოიქცევი... რაო, არავის გეიგოს? აპა, პეტერბურგში სწორედ + ქართველს დასვამენ ტელეფონზე, რომ ჩვენი ქართული ლაპარაკი გეიგოს! კაი, კაი, + მესმის!.. აპა, მეიცადე სახლში, ეხლავე მოვდივარ. მშვიდობით, ჩემო კარგო! - შემდეგ + კამერდინერს ჯალილას მიუბრუნდა: - აბა, ჩემო ჯალილ, ჩამაცვი. + სანამ ჯალილა აცმევდა, კვაჭი გაუხედნავი კვიცივით სტოკავდა და ზოგს თავის- + თავს, ზოგს კი ჯალილას ეუბნებოდა: + - კარგი დღეა... მშვენიერი დღეა... ილოცე, ჯალილ, რომე ის საქმე კარგად + დამისრულდეს... დიდებული დღეა... ვნახავ იმ მოხუცს, იმ წმინდანს და თუ კაცია + გამიჩერდეს!.. გოუძლოს ჩემს ელენეს... არ მინდა ეგ გალსტუკი, არც ეგ... აგერ ის + მომეცი... + ჯალილამ ზეცად ხელები აღაპყრო და სასოებით სთქვა: + - ალაჰ ილ ალაჰ! ღმერთმა მოგსეს გამარჯობა ჩემს კნიაზს და ჯალილას! + ყაზანის თათარმა მოახსენა: + - ლანდო მოგართვეს! + ორი თეთრი ცხენი ინგლისურის ჯიშისა და ინგლისურად შებმული თქარა-თქურით + მიაქროლებს ლანდოს. მეეტლეს გვერდით ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი და + „გაშტიკინებული“ ჯალილა უზის. ჯერ საზღვაო ქუჩაზე გადავიდნენ და მერმე ნევის + პროსპექტს გაჰყვნენ. ხალხი თვალს ადევნებდა კრიალა ლანდოს, თეთრს რაშებსა და + კალმით ნახატ ახალგაზრდას, რომელიც მარჯვნივ და მარცხნივ თავაზიან სალამს და + ეშხიან ღიმილს აბნევს. ტროტუარზე, ხშირად ისმის: + - როგორ, არ იცნობ?.. თავადი კვაჭანტირაძე, ნაპოლეონ აპოლონიჩი მშვენიერი + სახელია, განა!.. + - უთვალავი სიმდიდრე აქვს: ნავთი, მარგანეცი, სპილენძი, ხუთასი ათასი დესეტინა + მამული. + მეორე ჯგუფში ვიღაც ამტკიცებს: + - თურმე ისეთი მარმარილოს ციხე-კოშკი აქვს კოლხიდაში, რომ ამერიკიდან მოდიან + სანახავად. + მესამე ჯგუფშიც ერთი ვინმე ირწმუნება: + - მეფის ჩამონავალია. ისეთი სუფთა სისხლი აქვს, როგორც ჩინეთის ბოგდიხანს. + - თურმე შინ ათი ულამაზესი ქალი უზის, სხედან და აქციების კუპონებს სჭრიან. + - სამი დღის წინათ სააქციო საზოგადოების „ანგლოროს“ -ის საზოგადო კრება იყო. + წარმოიდგინეთ, კვაჭანტირაძემ საკონტროლო პაკეტი მიიტანა და მთელი ის კომპანია + ხელში ჩაიგდო. რაო, აგრევე უყო „სალამანდრას“ და „კოსმოსს?“ არ მიკვირს... დიდი + ფინანსისტია, ამომავალი ვარსკვლავია. + - ამბობენ, სახელმწიფო ბანკის გამგედ მოიწვიესო, მაგრამ ხომ არ გაგიჟებულა, რომ + დათანხმდეს?! თვითონ თუნდ ხუთ ბანკს იყიდის. + - თურმე ერთი ლამაზი ქალი არ გადარჩა პეტერბურგში რომ.. ხომ გახსოვს ჰერცოგინა + კატალონიისა? იმაზე ლამაზი და პატიოსანი ქალი თურმე დედამიწაზე არ + მოიპოვება. შარშან პეტერბურგში ჩამოვიდა. მერმე, იცი რა მოხდა? სამ დღეზე მეტი + ვერ გაუძლო კვაჭანტირაძეს. დამიჯერე, ნამდვილად ვიცი. ქმარმა გაუგო... დუელი? + არა, როგორ გაჰბედავდა! კვაჭანტირაძე გაფრენილ ბუზს ჰკლავს... + - ამას წინათ სამი კაცი გაიწვია დუელში და სამივენი ფეხის კოჭებში დასჭრა. + ამ მითქმა-მოთქმაში და კვაჭის გაბერვაში დიდი ხანია მუშაობენ მისი მეგობრები და + დაქირავებული აგენტები, რომელნიც კვაჭს გაწვრთნილი და დარიგებული ჰყავდა. + ლანდო სუვოროვის პროსპექტზე გაჩერდა და ხუთი წუთის შემდეგ კვაჭი ხელებს + უკოცნიდა ახალგაზრდა ქვრივს, ქართველ მზეთუნახავს, ტანით და თვალით + ნამდვილ დედოფალს. + - კარგი, გეყოფა, შე გიჟო... აბა, მიამბე, სად იყავი წუხელის? მიღალატე, განა! + - გეფიცები, ელენე, რომე... + - ნუ ფიცულობ, არა მჯერა. ეხლა მითხარი, რა საქმე გაიჩინე? რაო? ამას იქით შენი + დეიდაშვილი უნდა გავხდე? შე ცელქო, ჩემი დეიდაშვილობა რაღად დაგჭირდა? განა + ისედაც შენი არა ვარ?! ჰოოო, მესმის: შენი ნათესავი დავირქვა? მერმე?.. რაო, რა + სთქვი? ღმერთო, დამიფარე! მაგას როგორ ვიკადრებ?!.. იმ პირუტყვს, იმ ჭუჭყიან + მუჟიკს უნდა გავუყადრო თავი?! + კვაჭმა ელენეს მოკლედ და ნათლად აუწერა თავის გეგმა და ბრწყინვალე მომავლის + სურათ გადაუშალა. ელენე მოლბა და ოცნებას გაჰყვა. + - რა თქმა უნდა, ფული კარგია, საჩუქარიც. ზემო სართულში გარევაც... ძალიან + კარგია, მაგრამ... ჰო, ამბობენ... დიდი ვაჟკაციაო... წმინდანიაო, მაგრამ... განა შენ არ + მეყოფი?.. რაო?... შენზე უკეთესია? რით? როგორ? კარგი, გაჩუმდი, ბილწი ნუ ხარ... + აჰ-აჰ-აჰ!.. მართალს ამბობ? ჭორი იქნება, თორემ... აჰ-აჰა! გზა მაგით გაიკვლია + მართლა?.. ღმერთო, დამიფარე! იჰი-იჰი! არ მეკადრება იმ წუნკალთან გავლაც კი, + მაგრამ... რაკი მაგისთანა დიდ საქმეს აკეთებ... ვნახოთ... დღესვე?!. მერმე ეგრე იაფად + უნდა გადარჩე? თუ საქმე გაიჩარხა, ბარემ ის პატარა სახლიც მიყიდე, მე რომ + მომწონს. ხომ გახსოვს ის სახლი?.. აბა, ეხლა ყურს გიგდებ და დამარიგე. + კვაჭმა მთელი საათი მოანდომა ელენეს დარიგებას. მერე დარიგებული გამოჰკითხა, + მცირე რეპეტიცია მოახდინა, ელენეს ნიჭით აღტაცებაში მოვიდა, კიდევ ათასი + დაპირება მისცა და წამოვიდა. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი წმინდა მოხუცისა და სხვათა + ხელისუფალთა გაცნობისა + + ნევის სანაპიროზე ერთი მორიდებული, პატარა და თალხი სახლი იდგა. ამ სახლში + ცხოვრობდა კვაჭის მფარველი ანგელოზი, ხანშესული ქვრივი, მეტად გავლენიანი + სეფე-ქალი, „სტატს-დამა და კავალერი მრავალთა ორდენთა“ - ანასტასია + პროზოროვისა. + კვაჭი იმ ოჯახში იმდენად გაშინაურებული იყო, რომ იმ დედაკაცს „ტანიას“ ეძახოდა + და და-ძმურად ეპყრობოდა, ხოლო ის დედაკაცი კვაჭს „ჩემო აპოლონჩიკ“-ს + უწოდებდა და ბედისაგან ნამდვილ მფარველ ანგელოზად იყო მოვლენილი. + ვინ მოსთვლის, რამდენჯერ გაიყვანა იმ ღვთისნიერმა კვაჭიკო ბეწვის ხიდზე, + რამდენჯერ ამოიყვანა ბნელი და მყრალი ორმოდან, რამდენი დაახარჯა, რამდენჯერ + დაითხოვა და რამდენჯერ დაიბრუნა. + ზოგისთვის რომ ყური დაგეგდოთ, ვინ იცის რამდენ ჭორს იტყოდნენ და გესლიან + ენას როგორ მოიქავებდნენ! იმასაც კი ამბობდნენ, ვითომ კვაჭი კვირაში ორჯერ მაინც + უნდა შესულიყო თავის „დასთან“, ვითომ ტკბილეულობასთან და ყვავილებთან + ერთად კვაჭი ათასნაირ ანგარიშებსაც უგზავნიდა, ვითომ „ტანიას“ მოსწყინდა ამ + ანგარიშების გასტუმრება და ამიტომ ყოველთვიური თანხა გადასდო „და-ძმობაზე“. + ვითომ კვაჭის ბინაც ტანიას ხელით და ფულით ყოფილიყო მორთული, ვითომ... + ერთი სიტყვით, იმდენი „ვითომ“ და იმდენი „თითქოს“ იყო გაბნეული, რომ მის + აკრეფას უქმი ჭორიკანაც ვერ შესძლებდა. + ვინც იმ „სტატს-დამას“ იცნობდა, იმ ჭორებისას, რა თქმა უნდა, მეასედსაც არ + დაიჯერებდა. ისეთი ჩუმი, სათნო და მორწმუნე დედაკაცი იყო, იმდენად სასოიანი, + მორცხვი, ღვთისნიერი და კარჩაკეტილი, რომ იმის გამხდარს, ხნიერს კნაჭა ტანში და + ღვთის მადლით განათებულს სულში ვერასოდეს ვერ დაიბუდებდა და ფეხს ვერ + მოიკიდებდა ხორციელი ან სულიერი მანკი, მრუშობა. + იმ სახლში, ხატებით მორთულსა და სანთელ-საკმევლის სუნით გაჟღენთილს + ოჯახში, მხოლოდ ორად მოხრილი სენატორები, უკბილო ჰოფმეისტერ- + ჰოფმარშლები, სამოცი წლის ფრეილინები. სტატს-დამები და ისეთი ჩაჩანაკი + ეპისკოპოს-არქიეპისკოპოსები შედიოდნენ, რომ იმ სახლის კიბეზე დაუხმარებლივ + ვერც კი ახერხებდნენ ასვლას. მათ შორის მხოლოდ „აპოლონჩიკი“ იყო ახალგაზრდა, + მაგრამ... მაგრამ ეს ხომ ერთ-ერთი გამონაკლისი იყო! მაგრამ როდემდის უნდა + სდიოთ ხელშეუხებელს, ჰაეროვან ჭორს?! იმ ღვთისნიერ დედაკაცს და კარგად + ზრდილს კვაჭიკოს არც გამართლება სჭირიათ, არც გამოსარჩლება. მათი სახელი + სუფთა და უმწიკვლო იყო. მორჩა და გათავდა!! და ამიტომ, სადაც სამართალი იყო, ამ + სავანეს ერთი ბეწო ჭუჭყიც არ უნდა მიჰკარებოდა, მაგრამ... + იმ დღეს კვაჭი და მისი „დეიდაშვილი“ ელენე ათის ნახევარზე დახურულ ლანდოთი + მიადგნენ იმ ქვრივის ჩაბნელებულ სახლს და დიასახლისს ტკბილეულობა და + ყვავილები მიართვეს. სტუმრები ჩაის მიირთმევდნენ. დიასახლისმა ანასტასიამ + კვაჭსა და მის ნათესავს სტუმრები გააცნო: + - მათი ყოვლად უსამღვდელოესობა მეფის მოძღვარი და სასულიერო აკადემიის + ინსპექტორი... მათი მაღალღირსება ცარიცინის მონასტერის ბერმონაზონი + ილიოდორი... სარატოვის ეპისკოპოსი ჰერმოგენი... გენერალი ლოხტინის ქვრივი... + უწმინდესი სინოდის ობერ-პროკურორი ლუკიანოვი... მათი თანაშემწე საბლერი... + სამხედრო მინისტრი გენერალი სუხომლინოვი... სტატს-დამა კურაკინისა... ბარონესა + ნოდენი... შინაგან საქმეთა მინისტრი მაკაროვი... + კვაჭმა და ელენემ ყველას ჩამოართვეს ხელი და ყველას დაუსახელეს თავიანთი + გვარი... ზოგს ხელზე ემთხვივნენ, დანარჩენებს კი წელმოხრით და მოწიწებით მისცეს + ღრმა სალამი. შემდეგ დასხდნენ და ახალ ნაცნობებს თვალი გადაავლეს. + სტუმართა შორის ზოგი ნამინისტრალი იყო. ზოგი-მინისტრი, ზოგიც მინისტრობას + მაძიებელი. ზოგი - გუშინდელი, ზოგი დღევანდელი, ზოგიც ხვალინდელი ან + ზეგინდელი. + ქვრივის ეკლესიურ სალონში ეპისკოპოსი არქიეპისკოპოსობას ეძებდა, + არქიეპისკოპოსი - მიტროპოლიტობას, გენერალ მაიორი - ლეიტენანტობას, + ლეიტენანტი - ადიუტანტობას, პროვინციელი დედა-ქალაქისკენ იწევდა, ვაჭარი + დიდს იჯარას დასდევდა, ბანკირი - კონცესიას, დედაკაცები ქმრებსა და საყვარლებს + ჰშველოდნენ, ხოლო საერთოდ ყველანი ტახტისაკენ მიილტვოდნენ და ლამობდნენ + ერთი საფეხურით მაინც აეწივნათ ზევით. + ამ ხალხის გულის ჯურღმულში უხილავი, შმაგიანი, დაუნდობელი და სასტიკი + ბრძოლა სტრიალებდა, ხოლო მათს პირისახეზე და ენაზე მხოლოდ სიტკბოება, და- + ძმობა, მეგობრობა, ღიმილი, ქრისტიანული სათნოება და ანგელოზური მორჩილება + ჰსუფევდა. + „ღვთისმშობელმა“ - ლოხტინის ქვრივმა - შეუწყვეტელი ბაასი განაგრძო. + კვაჭი ამ უცნაურ ქვრივს გაოცებით შესცქეროდა და ყურს უგდებდა. ამას წინათ + „ტანიჩკამ“ კვაჭს ამ საკვირველი დედაკაცის ვინაობა უამბო. + ლოხტინის ქვრივი ხნიერი დედაკაცი იყო, მეტად ამაყი, ჭკუიანი, განვითარებული + და კარგი ოჯახისა და გვარის ჩამონავალი. + რამდენიმე წლის წინათ ეს ქვრივი „წმინდა გრიგოლის“ პირველ მოციქულად, მის + ყურმოჭრილ და მორჩილ მონად იქცა, ყველაფერზე ხელი აიღო - ოჯახზე, ქონებაზე, + თავმოყვარეობაზე, ქალურ-ქალობაზე, - და უანგაროს გაჰყვა თავის ახალ მესიას, + ბატონსა და ღმერთს. ეს დაავადებული დედაკაცი წმინდა გრიგოლის მოახლეც იყო, + მხევალიც და მისი სულიერ-ხორციელი წმინდანობისა და ნამრუშ-ნაბოდვარის + საუკეთესო პროპაგანდისტიც. ბოლოს, იმ სნეულმა დედაკაცმა „მაცხოვარს“ უბედო + მეფის უბედურს ოჯახშიც გზა გაუკვლია და ის მოხუცი უნებურად აიყვანა ტახტზე. + შემდეგში მან მეფის კარზე თავის ადგილი უფრო ახალგაზრდას, უფრო ლამაზსა და + მოქნილ ვირუბოვას დაუთმო, მაგრამ, მაინც არც კარზე აიღო ხელი, არც მხევლობაზე + და არც მონობაზე. „წმინდა მოხუცს“ რასპუტინს ის დედაკაცი წინანდებურად მთელს + რუსეთში კუდად დასდევდა და ყოველს მის ნაბიჯსა და სიტყვას დღიურში სწერდა. + ეხლაც ყველანი იმას შესცქეროდნენ. „ღვთისმშობელი“ ფეხშიშველი იყო, ტანთ + უცნაური ყვითელ-თეთრი კაბა ეცვა, რომელიც ანაფორას უფრო ჰგავდა, ვიდრე + დედაკაცის ტანისამოსს. ის კაბა აჭრელებული იყო ათფერი აბრეშუმისა და ატლასის + ჩვრებით და თავთ ზიზილ-პიპილოვანი უცნაური ქუდი ეხურა ოქროს წარწერით: + „ჩემში არს ყოველივე ძალა, ალილუია“. + დროგამოშვებით ქადაგად დაეცემოდა ხოლმე: + - გუშინწინ მესამედ ვნახე ჩვენი მაცხოვარი, - ამბობდა აგზნებული თვალებით და + მთრთოლვარე ხმით. - თქვენც გეცოდინებათ, რომ გუშინწინ ღამე „ის“ ჯერ კიდევ + გზაში იყო, - მოსკოვიდან მოდიოდა, - მაგრამ მისმა სულმა გამოასწრო და + გამომეცხადა. ჩვენი წმინდანი თავით ფეხებამდე თეთრებში იყო, თავზე ღვთის + ნათელი ედგა, ერთ ხელში ჯვარი ეჭირა, მეორეში - ცეცხლის მახვილი. + - უფალო, შეგვიწყალე! - წაიჩურჩულა საბლერმა და პირჯვარი გადაიწერა. სხვებმაც + წაჰბაძეს. + - გამომეცხადა და მითხრა: „მოინანიეთ ცოდვანი თქვენნი, მართლმადიდებელნო! + მოდის დღე განკითხვისა! სთრთოდეთ და ძრწოდეთ, ურწმუნოებო, ებრაელნო და + ხალხის სულის ამრევნო!“ მე პირქვე დავემხე მის უწმინდეს ფეხთა წინაშე. მან თავზე + ხელი დამადო და მომიტევა შეცოდებანი ჩემნი. თვალი რომ ავახილე, ჩვენი + მაცხოვარი ზეცაში მიფრინავდა. მეორე დღეს ჩვენი წმინდანი ჩამობრძანდა + მოსკოვიდან. ყველაფერი ვუამბე. მითხრა: „დაო ჩემო, ჭეშმარიტად იმ დროს სულით + შენთან ვიყავიო“. + ისევ პირჯვარი გადიწერეს და დამჭკნარ-ჩაცვივნული ტუჩები ააცმაცუნეს. ყველანი + შიშით და ძრწოლით ჩურჩულებდნენ: + - საკვირველი არიან, უფალო, საქმენი შენნი! + - მოსულ არს ჟამი განკითხვისა!.. + - შეგვიწყალე, უფალო, და მოგვიტევე ჩვენი შეცოდებანი ჩვენნი! + - ალილუია! ალილუია! ალილუია! + დედაკაცი წამოდგა, თვალნი ზეცას მიაპყრო, კილოს აუმაღლა და აგზნებით და + ზეშთაგონებით აბოდდა: + - ჭეშმარიტად გეტყვიან თქვენ: იგი არს წმიდა მაცხოვარი ჩვენი, ზეცით + წარმოგზავნილი ხსნად ცოდვილისა ამა ქვეყნისა, ჩვენ-ჩვენნი, ზეცით + წარმოგზავნილი ხსნად ცოდვილისა ამა ქვეყნისა, ჩვენი წმინდა რუსეთისა, + განკითხვად ცოდვილთა, შესამუსრად ურწმუნოთა და დასამყარებლად მარადიულ, + სანეტარო ცხოვრებისა. - მერმე ცარიცინის ბერმონაზონს ილიოდორს მიუბრუნდა: - + ესე არს ძე „მისი“ უცოდველი და წამებული. ხოლო მე ვარ ცოდვილი და უღირსი + მოციქული მათი და ღვთისმშობელი მარიამი. ძრწოდეთ და მოინანებდეთ ცოდვათა + თქვენთა, მართლმადიდებელნო! + ბერმონაზონი ილიოდორი აიმრიზა და ატოკდა, ხოლო სხვებმა ისევ ტუჩები + ააცმაცუნეს და თავნი თავისნი ჩურჩულით მოიდრიკეს „ღვთისმშობლის მარიამის“ + წინაშე. + საბლერი და მაკაროვი მას ხელზე ემთხვივნენ. კვაჭი და ელენეც მიჰყვნენ, თან + პირჯვარს იწერდნენ და მოწიწებით სჩურჩულებდნენ. + - უფალო, შეგვიწყალე! + „ღვთისმშობელმა“ ოთხივენი გულში ჩაიკრა და ყველანი და-ძმური და + ქრისტიანული კოცნით გადაჰკოცნა. + - ჭეშმარიტად აღსრულდა წინასწარმეტყველება დოსტოევსკისა. - უთხრა იმ + დედაკაცს თვალცრემლიანმა საბლერმა, - რომელიც ამბობდა, რომ რუსეთს დიდის + აღრევისა და რღვევისგან იხსნის და ღვთის გზაზე დააყენებს მორჩილი, მცირე ვინმე + მირონცხებული სალოსი მუჟიჩოკი, რომელსაც უფალი მდაბიო ხალხიდან + გამოარჩევს და მოგვივლენსო. + - ასეთი სალოსის მიერ გაწმენდილი ქვეყანა ცხელის შანთით ამოსდაღავს მთელს + ქვეყანას ურწმუნოებას, განკურნავს ეშმაკების იდეებისაგან - დაუმატა გენერალმა + სუხომლინოვმა. + - ორი რომი იყო, მესამე რუსეთია, მეოთხე აღარ იქნება! - გაიხსენა ბიზანტიელების + ნაბოდვარი ლუკიანოვმა. + - უწმინდური ურიები და მათი დაქირავებული სოციალისტები დღე და ღამე + სცდილობენ და ოცნებობენ ჩვენი რომის დანგრევას. - აწუწუნდა ცარიცინელი + ბერმონაზონი. + - მესამე რომი მარადიულია! მისი დანგრევა შეუძლებელია! ცდა მრავალი იყო, მაგრამ + ამაო. ნუ შეშინდებით, მართლმადიდებელნო, ღმერთ ჩვენთან არს! - განაცხადა + ცბიერმა ბებერმა მელამ, საბლერმა. + კვაჭმა დრო იხელთა: + - მისმა ბრწყინვალებამ ბრძნული სიტყვა ბრძანა. ნუ შეშინდებით, ნუ დაიჯერებთ + მესამე რომის დანგრევას. იგი უკვდავია! კავკასიაშიც თავი წამოჰყვეს უწმინდურებმა, + მაგრამ... + - კავკასიელი ბრძანდებით? - ჰკითხა მაკაროვმა. + - დიახ, იქაური გახლავართ და იქიდან გეახლებით. იქაც წაიბილწა და წაირყვნა + წმინდა სახელი ჩვენი წმინდა რუსეთისა. რაც რუსეთმა ას წელიწადში ააშენა, + უძლურმა და ჩერჩეტმა ვარანცოვ-დაშკოვმა ორიოდე წელიწადში დაანგრია. დროა + მოვიშოროთ ის ჩუმი მასონი. სწორედ ამბობენ ჩვენში : კავკასიაში ორი ვარანცოვია : + ერთ მუდმივ ზეზეა, მეორე კი ლოგინშიო. მაგრამ მწოლარეც არ ისვენებს და ნელ- + ნელა ანგრევს რუსულ საქმეს კავკასიაში. + დიდებულებმა უკბილო ღიმილით ჩაიხითხითეს, კვაჭმა კი განაგრძო: + - მადლობა უფალსა! იმ უძლური საიდუმლო მასონის გარდა ჩვენს სათაყვანებელ + მეფეს მრავლად კიდევ ჰყავს ჩვენში ერთგული მოსამსახურე: ალიხანოვი, + ვოსტორგოვი, ტოლმაჩოვი, მარტინოვი, გრიაზნოვი და ათასნი სხვანი. რევოლუციის + ვეშაპს შეერთებულის ძალით მოვჭერით თავი. ეხლა გულმშვიდად ბრძანდებოდეთ, + არხეინად მოისვენეთ. + ტანიამ ორ თავის მეზობელს რაღაც წასჩურჩულა. ორივენი ერთი წუთით + გამოცოცხლდნენ და გაოცდნენ: + - შეუძლებელია!.. მართლა? - მერმე კვაჭის მიუბრუნდნენ: - გვიამბეთ, ყმაწვილო, ის + ამბავი... თქვენ რომ დაგჭრეს. + - სათქმელადაც არა ჰღირს. ბევრი არაფერია, მაგრამ თუ თქვენ მაღალაღმატებულებას + ნებავს... რადგან ურიებს და რევოლუციონერებს ხელი აღარ გავანძრევინე და სული + აღარ ამოვათქმევინე, ამიტომ ჩემი თავი ათი ათას მანეთად დააფასეს. რამდენჯერმე + ჩავუშალე უდიდესი ვერაგული საქმე. მეტის მეტად რომ გავამწარე, ჩემზე ნადირობა + დაიწყეს. მაგრამ იმ წუნკლებზე უკეთესი მონადირე მე გამოვდექი. ერთხელ ყუმბარა + მესროლეს. გადავრჩი. დავედევნე, სამი მოვკალი, ორი დავჭერი და ორიც დავიჭირე. + მეორე ჯგუფმა თოფები დამიშინა. უარესი დღე დავაყენე. მერმე ჩემი მოწამლვა + მოინდომეს და ლაქია მომისყიდეს. ვერც ამან გასჭრა. რაღა სიტყვა გაგიგრძელოთ. + უწყალოდ ვხოცეთ და ვჟლიტეთ ის უწმინდურები. მართალია, მეც დაჭრილი ვარ + ფეხში, მაგრამ სამაგიერო ერთი ასად მაინც გადავუხადე. + ტანიამ კვაჭს კინაღამ დაუმოწმა ჭრილობა, რომელიც სამტრედიელი ძაღლის + ნაკბილარი იყო, მაგრამ დროზე იკბინა ენაზე და გაყუჩდა. + კიდევ დიდხანს ილაპარაკა კვაჭმა და იმ ხალხს ბაქიობით, ღიტინით და მალამოთი + გული მოულბო და გაუხარა. + ლოხტინის ქვრივმა კვაჭის გვარი წიგნაკში ჩაიწერა, სხვებმაც კი დაიხსომეს. ქუჩაში + ავტომობილის შხუილი მოისმა. + - მობრძანდება! მობრძანდება ჩვენი წმინდანი და მაცხოვარი! - სასოებით დაიკივლა + ღვთისმშობელმა და ფეხზე წამოიჭრა. + სხვებიც აიშალნენ. დიასახლისი და ლოხტინის ქვრივი სირბილით ჩაცვივდნენ + კიბეზე. + ორი წუთის შემდეგ ოთახში „წმინდა მაცხოვარი“ გრიგოლ რასპუტინი შემოიჭრა. + კვაჭმა თვალი გადაავლო იმ დროის უძლიერეს ადამიანს და გაიხსენა მისი + დახასიათება, რომელიც მან ერთ საიდუმლო გაზეთში წაიკითხა იმ დღეს: „ბნელი, + რეგვენი, ბრიყვი, ყოვლად უმეცარი, კადნიერი და თავხედი. სულით და ხორცით + ჭუჭყიანი, მრუში და ბილწი ციმბირელი მუჟიკი“... „წმინდანი და უცოდველი + მოხუცი“... „ზეცით მოვლენილი წინასწარმეტყველი“. „ყოვლის შემძლე, ნამდვილი + პატრიარქი, თვითმპყრობელი და გულთამხილავი“. + ყველანი ფეხზე იდგნენ - თავმოხრილნი და მორჩილნი, ყველამ პირსახეზე ღვთის + მადლი, სასოება, უმანკოება და მამაშვილური ღიმილი ჩამოიფარა. + რასპუტინი ერთი წუთით შესდგა კარებში. + შუა ტანის კაცი იყო, ჩასხმული და ჩატყვიებული. შავი, გრძელი ჯაგარა თმა, + დაუდევრად ნავარცხნი და ზეთნასომი, შუაზე ჰქონდა გაყოფილი. ტუჩები მსუქანი, + მსუნაგი და ჩალურჯებული. შუბლი მაღალი, ცხვირი ბრტყელი, ცოცხივით + გაცვეთილი შავი წვერი და ულვაში თითქოს განგებ ჰქონდა მიკრული. ტუჩისძირი - + შიშველი, პირისკანი შავი, ნაცვეთი და ზეთიანი. ხელები გრძელი და ჩაჟანგებული. + თითები დაკლაკნილი, ფრჩხილები ჩაობებული და შავარშიანი. თვალები საოცარი და + უცნაური: ღრმა, მოლურჯო, მოუსვენარი, ელვიანი და რაღაც იდუმალი და უჩინარი + ძალით აღსავსე, მიმზიდველი, გამჭვრეტი, ალერსიანი, უმანკო და ამავე დროს + ცბიერი, შორეული და ჩამცივებელი. + ტანზე შინდის ფერი ატლასის რუსული ხალათი ეცვა, „მისი დედის“ დედოფლის + ხელით შეკერილი და ლურჯი აბრეშუმით მოქარგული. წელზე აბრეშუმით და ოქროს + ძაფით ხვეული დიდფოჩებიანი ქამარი ერტყა. ლაკის ნაოჭებიან ჩექმებში ხავერდის + განიერი შალვარი ჩატანებული ჰქონდა. + წმინდანმა თითქოს ჩაიცინა: + - მშვიდობა და კურთხევა ღვთისა თქვენდა! + და კუნტრუშით, კლაკვნითა და გრეხვით ჩამოურბინა ყველას, თან იღრიჭებოდა, + სტოკავდა და მოშლილ ხელ-ფეხს „პეტრუშკასავით“ იქნევდა. გაუგებარს, უცნაურ + რუსულს ლაპარაკობდა და წამდაუწუმ უალაგო ალაგას სასულიერო სიტყვებს + ისროდა. + არავინ არ გამოსტოვა: ყველანი გულში ჩაიკრა და ყველანი ძლიერი ტლაშა-ტლუშით + დაჰკოცნა. ზოგს ერთხელ აკოცა, ზოგს ორჯერ. ელენე დათვივით ჩაიბუბნა, წელში + გადაზნიქა, სული შეუგუბა, ტუჩები კოცნით გაუცვითა და ხელიდან ძლივს გაუშვა. + ყველანი მოწიწებით და სასოებით ემთხვივნენ ხელზე. გრიშკამ აკურთხა და ყველას + ორიოდე სიტყვა გადაუგდო. სუხომლინოვს ჰკითხა: + - ღვთის მახვილი ხომ გალესისლი გაქვს? + არქიეპისკოპოსს ჰერმოგენს მიუგდო: + - ჩვენთან არს ღმერთი! + ცარიცინელ ბერმონაზონს ილიოდორს გადაუკრა: + - ურიები ვერ მოგვერევიან, დაიღუპებიან! მაკაროვს კვახედ მიუგდო: + - დროა გათავდეს! + ელენეს ნუგეში მისცა: + - ეძებე განკურნება ჩემთან, დაო ჩემო, და მე სათნო გყო შენ: კვაჭმა ჩაიცინა. ბოლოს, + იმის ჯერიც მოვიდა. + - ეძიე და იპოვნი! - გაამხნევა იგი წმინდანმა. + სინოდის ობერ-პროკურორს ლუკიანოვს პირი შეაქცია. პროკურორის თანაშემწე + საბლერი ფეხ-ქვეშ ჩაუვარდა, თან სტიროდა და ბუტბუტებდა: + - კურთხევა, წმინდაო მამაო! კურთხევა და სათნოება!.. + მოციქულმა ღვთის-მშობელმა ქადაგმა საბლერთან ერთად დაიჩოქა. + წმინდანს მუხლებზე მოეხვია და ჩექმის წვერი დაუკოცნა. რასპუტინმა ორივენი + წამოაყენა, ორივეს კოცნით მოუხოცა ცრემლი. ორივენი ანუგეშა, თვითონაც ატირდა + და სხვებიც აატირა. ამ სურათის დანახვაზე ერთმა მეორეს ჩასჩურჩულა: + - ლუკიანოვს გადააყენებენ, სინოდის ობერ-პროკურორად საბლერი დაინიშნება. + მერმე ყველანი დასხდნენ და ტკბილეულობას და სულის საცხონებელ საუბარს + მიჰყვეს ხელი. + წმინდანმა ცალ გვერდით თავის მოციქული მოისვა, მეორე გვერდით კი დედოფალის + სწორი ელენე, რომელსაც ჯერ მუხლებზე დაუდო ხელი, მერმე თეძოებისკენ გაუპარა. + კვაჭმა იმ ხელს თვალი მოჰკრა, ულვაშებში ჩაიღიმა და გაიფიქრა: „გასჭრა! დაიწყო!“ + მოციქულმა მასწავლებელს წელზე ხელი მოჰხვია და მიბნედილი თავი მხარზე + მიუსვენა. + ელენე ჯერ მორცხვობდა: თავი ჩაჰღუნა, თვალები მილულა და გაინაბა. ზოგჯერ + თავის შავს, ნუშის-ოდენა თვალებს წმინდანს ლობიოსოდენა ლურჯ თვალებში + გაუყრიდა, ელვასავით დაატაკებდა, მერმე ცუღლუტად მოაშორებდა და ხშირს + წამწამებს ნისლის ფარდასავით ჩამოიბურავდა და ისედაც შავს თვალებს სულ + დაიღამებდა. + ბოლოს, თვითონაც გაჰბედა და თავისი ღვთაებრივი თავი წმინდა მასწავლებელს + მკერდზე მიადო, თან თვალები მილულა და ჩასთვლიმა. + ყველანი სასოებით შესცქეროდნენ იმ სამების ცოცხალ სურათს და უმანკოდ + იღიმებოდნენ. ყველამ გულში გაიხსენა და იგი სამება წმინდა სურათს შეადარა - + მაცხოვარს, მარიამსა და მართას. + „ელენე უფრო ჰგავს მარიამ მაგდანელს, ვიდრე ლოხტინის ქვრივი“ - გაიფიქრა კვაჭმა + და საამურ კომბინაციებს მისცა თავი. + უცებ წმინდა მოხუცმა კვაჭისკენ დაკლაკნილი შავი თით გაიშვირა და - + - შენ ვინა ხარ? - ჰკითხა. + - თავადა კვაჭანტირაძე გახლავართ, წმინდაო მამაო! + - მაშ კავკასიელი იქნები... არ მიყვარს... ველური ხალხია... სულ ხანჯალზე უჭირავთ + თვალი. „ბასურმანები“ არიან. + კვაჭმა ტკბილად განუმარტა: + - მე ქართველი გახლავართ, წმინდაო მამაო, ქართველები კი მართლმადიდებელნი + არიან. + გრიშკამ დაიკვირვა: + - нешто хрестяне, შენი სახელი? + - ნაპოლეონ აპოლონიჩ. + - ნაპოლეონი? აპოლონი? - კვლავ გაოცდა გრიშკა. + მისმა მოციქულმა, ლოხტინის ქვრივმა განუმარტა მას ორივე სახელი. + - მაშ ორივენი წარმართები, ეშმაკები ყოფილან! ჯვარი აქაურობას! - წამოიძახა + გრიშკამ და პირჯვარი გადასწერა ყველას. დიასახლისმა ყურში ჩასჩურჩულა: + - ეგ ყმაწვილი და ეს ქალი ელენე დეიდაშვილები არიან. თუ გახსოვს ამ ვაჟის შესახებ + რამდენჯერმე გვქონია ლაპარაკი. + გრიშკა უცებ მოლბა: + - ა-ა-ა-ა, აპოლონჩიკ! შენ იბრძოდი კავკასიაში მეფისა და წმინდა რუსეთისათვის? მაშ + გიცნობ, კარგად გიცნობ. დაჭრილიც იყავი არა? Мне ндравится твое имяю подь ко + мнею Хатишь вина, - და ერთხელ კიდევ გადაჰკოცნა დეიდაშვილები. + კვაჭმა ღვინოზე უარი სთქვა, არა ვსვამო. ფხიზლობა მოუწონეს. + ბაასი რუსეთის ბედსა, ებრაელებსა, რევოლუციასა, მესამე რომსა და მის მსოფლიო + ბატონობაზე გადაიტანეს. + ჭაბუკმა დრო მოიმარჯვა და წმინდა მამას თავის ჭკუა, განვითარება და ეკლესიისა და + ტახტისადმი ერთგულება ხელის გულივით გადაუშალა. + - სტოლიპინი და შჩეგლოვიტოვი ორი უდიდესი ღერძია წმინდა რუსეთისა... + „კრამოლა“ ჯერ სავსებით არ არის აღმოფხვრილი, მისი ფესვები ჯერ არ არის + ამოგლეჯილი... უწმინდურების ვეშაპი ჯერ კიდევ ჰფეთქვას! აღრევის გველი ჯერ + კიდევ იკლაკნება! ძვირფასი სამშობლო დაგვიუძლურეს. მთავრობაში კიდევ + მოიპოვებიან ურიების საიდუმლო აგენტები... ეკლესიაში კიდევ მრავლად არიან + ურწმუნონი, მწვალებელნი და წარმართნი. უნდა ეხლავე განიწმინდოს და გაირეცხოს + ჩვენი ტურფა ქვეყანა და წმინდა ეკლესია, თორემ არხეინად ვერ დავიძინებთ“... + ბლომად ილაპარაკა კვაჭმა ამ საგანზე, ანთებულ ცეცხლს ნავთი გადაასხა და ისედაც + დაშინებულნი უარესად დააფრთხო. + „მაცხოვრის“ მოციქული ლოხტინის ქვრივიც კვაჭს აჰყვა, აპრიალდა, აქადაგდა, ისევ + წმინდანს ჩაუვარდა ფეხებში და გაჰკიოდა: + - ვიღუპებით! გვიშველეთ! წმინდაო მამაო, გვიშველე!! + საბლერიც აბუტბუტდა. სხვებიც აღელდნენ და აიშალნენ. ატყდა კვლავ ხვევნა და + ტლაშა-ტლუში. + იმ საღამოს რამდენიმე მინისტრის, სენატორის, ელჩის, გუბერნატორის, + ეპისკოპოსისა და არქიეპისკოპოსის ბედი გადასწყდა. ზოგნი ქვეით ჩამოგორდნენ + ცხოვრების კიბეზე, ზოგნი ზევით აცოცდნენ. + სტუმრები ნელ-ნელა გაიკრიფნენ. + წმინდანმა ელენე მარჯვნივ ოთახში გააპარა, დიასახლისმა ტანიამ კი კვაჭი მარცხენა + ოთახში შეაცოცა. + ერთი საათის შემდეგ ოთხივენი კვლავ შეჰხვდნენ ერთმანეთს. - ყველანი უკვე + დამშვიდებულნი და კმაყოფილნი იყვნენ. ელენე ალანძულიყო და აწითლებულიყო. + თმა გაწეწილი ჰქონდა, თვალები ზეთში ამოვლებული. დიასახლისმა და წმინდანმა + ცოტაოდენი წაიჩურჩულეს - подь сюда! - დაუძახა ამის შემდეგ გრიშკამ კვაჭის: - ты + мине ндравишся. Хатиш дружбу? Акромя таго будиш мине охранять, патаму жиды и + люцинеры больно зло супротив мине имеют. Хатиш? Мотри мене харашо! Таня, палай + икону, клятву будим давать. + ჰსურს კვაჭს რასპუტინის მეგობრობა? რა საკითხავია! კვაჭის ერთი წლის ნატვრა + მხოლოდ ეს იყო: ერთ წელიწადს იკაფავდა გზას ამ მოხუცისკენ და მთელ წელიწადს + სანთლით დაეძებდა მას, რადგან ძალიან კარგად იცოდა, რომ იგი რუსეთის + ნამდვილი მეფე-პატრიარქი იყო და ხელთ იმ თვალუწვდენ ქვეყნის სრული + ძალაუფლება ეპყრა. + ხატი და სახარება მოიტანეს და ერთმანეთს სამუდამო ძმობა და მეგობრობა შეჰფიცეს. + მერმე გრიშკამ მოიგონა: + - ურიებს და ლიუცინერებს სახელმწიფო სათათბიროში შეკითხვა შეუტანიათ ჩემზე. + მე ვაჩვენებ შეკითხვას! + აიშალა და გაბრაზდა. თვალებით ცეცხლს აფრქვევდა, ზოგჯერ ქალის ხმით + წრიპინებდა, ფეხებს აბრახუნებდა და დორბლს ჰყრიდა: + - А, стервы! А окаянные! А подлые! + მერმე მელანი და ქაღალდი მოითხოვა, დაჯდა და ნახევარ საათს ოფლში იწურებოდა, + ჰხვნეშოდა და ჰკვნესოდა. მეფეს და დედოფალს ყირიმში დეპეშა მისწერა: + Ливадиа, царям. + Миленкай папа и мама! Вот бес то силу берет окаяннй. А Дума ему служит: там много + люцинеров и жидов. А им что? Скорее бы Божьяго помазаннека долой А Гучков гаспадин + их прихвост, клевещет, смуту дулает. Запросы. Папа! Дума твоя, што хошь, то и делай + Какой там запросы о Григорий. Это шалость бесобская, прикажи. Да! Не каких запросов + не надо. Да! Григорий. Да! + ეს ნაჯღაბნი, რომელიც ბატის ნაფეხურს ჰგავდა, კვაჭს გადასცა და უთხრა: + - დეპეშა დღესვე გაჰგზავნე. ეხლა კი ჰაიდა შინისკენ! Хозяюшка! Краско солнышко! + Пасибо тибе. Дай Бох по хорощему! - დიასახლისი ჩაჰკოცნა და ელენეს მიუბრუნდა: - + Леночка, сестрица! Подь ко мне, домой! + და კვაჭის ნაჩუქარი თითქმის ხელით ჩაიტანა კიბეზე. ელენე მაგრად მოეხვია + წმინდანის კისერს და თავის დაღლილ-მიბნედილი პირსახე იმის გრძელ წვერებში + ჩამალა. + სამივენი ავტომობილში ჩასხდნენ. + - Так не гоже сестрица! Подь сюда! Садись суди! + და ელენე მუხლებზე დაისვა, რადგან ავტომობილში „ვიწროობა“ იყო. მოხუცის + სახლში რომ მივიდნენ, წმინდანმა კვაჭის მიუგდო: + - აპოლონჩიკ, შენ აქ მოიცადე, შენ კი, ლენოჩკა, ჩემს ოთახამდე გამაცილე! ხვალ + ორივენი მოდით, უნდა მოვილაპარაკოთ. + სანამ ზევით წმინდანი ელენეს „შინჯავდა“, კვაჭი ქუჩაში იცდიდა. ერთი საათი მაინც + გავიდა. ბოლოს ელენე გამოვიდა და ორივენი ავტომობილში ჩასხდნენ. + კვაჭი გულნატკენი და გაბუტული იყო. ელენე იღიმებოდა. + - სიდოური მოხუცია მაი გრიშკა, რომ ერთი თეთრი ბეწვიც არ ურევია თმაში? - + ჩაიბუტბუტა კვაჭმა. + ელენემ პასუხი არ გასცა. ისე მივიდნენ შინ, რომ არც ერთს ხმა არ ამოუღია. + კვაჭმა ელენე ოთახში შეაცილა და ჩამოჯდა. + - მაი მეტის მეტია! - წაიბურტყუნა ბოლოს. + ელენე კვლავ იღიმებოდა. + - კარგად გაგშინჯა?.. რა სთქვა, რა გტკივაო? - ეჭვით და ბრაზით ამოისროლა კვაჭმა. + - სთქვა, მეთევზეს ფეხები სველი უნდა ჰქონდესო. - მოუჭრა ელენემ და თან + ტანისამოსს იხდიდა, სიამით იზმორებოდა და ისევ ეშმაკურად იღიმებოდა. + - კი მარა, ასთე მალე რავა გაგშინჯა? რა გითხრა? + - სხვა ექიმებს მაინც სჯობია. - გესლით გაჰკრა ელენემ. + - მეც მჯობია? + - შენა?.. ჰა-ჰა! შენ ბავშვი ხარ, კვაჭუნიჯან! + კვაჭი აღელდა: + - აჰ, მაი ტყუილია! + - ქმარი ლაშქარს იყო, ცოლი ამბავს უამბობდაო, აჰა-ჰა! არ მოგწონს? საქმეც გინდა + გააკეთო და ჩემი თავიც შეინარჩუნო? ორი კურდღლის მდევარი ორივეს + დაჰკარგავსო.. რაო? რა სთქვი?.. მაშ არა სჯავრობ? ჰო, ეგრე სჯობიან. ჭკუიანი კაცი + ხარ და უნდა გესმოდეს. + - უჩემოდ აფერი დეიწყო. + - არა, ნუ გეშინიან, უშენოდ ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამ... ხელიდან ვეღარ წამივა. + ერთად დავიწყეთ და ერთად ვიმუშაოთ, შენ ჭკუით, მე კი... მე თვალებით და + ღიმილით. მაშ ხვალ მოდი, და მოვილაპარაკოთ დაპირებული მარგალიტები არ + დაგავიწყდეს... რა სთქვი? შენ გჯობნის თუ არა? დღეს დილით შენვე არ მითხარი, + ჩემისთანას ბევრს აჯობებსო?! ჯერ ბავშვი ხარ მეთქი. წადი, წადი... ძილინებისა!.. + გაშმაგებული კვაჭი გარედ გამოვარდა. ბრაზი ახჩობდა. სჭამდა და ჰღრღნიდა. ერთმა + ხვადმა მეორეს ძუ წაართვა. მერმე როგორ! ელენემ კვაჭს - ახალგაზრდას, ლამაზ + ჭაბუკს, ღონიერსა და ცეცხლიანს - შეგნებულად და გულწრფელად ამჯობინა გრიშკა + რასპუტინი! + „ნეტა ღირსი მაინც იყოს! - სცხარობდა კვაჭი: - ბნელი, უბადრუკი, რეგვენი, ყოვლად + უმეცარი, ჭუჭყიანი და ხნიერი მუჟიკი! როგორ მითხრა ელენემ? გჯობნისო? ბავშვი + ხარ იმასთან შედარებითო! რაფერ? რით? - მერმე გაიფიქრა: - მე თვითონ არ + წევიყვანე? მე თვითონ არ შევახვედრე? მე თვითონ არ დავარიგე? დღეს მომხდარიყო + თუ ხვალ, განა სულ ერთი არ არის? რეიზა ვღელავ, რეიზა ვიმტროვ თავს ? თუ + ურჩევნია, - ერჩივნოს. ქვეყანაზე ლამაზი ქალების მეტი აფერია... ელენე ხელიდან + მაინც არ უნდა გოუშვა, თვარა კარგად დაწყებული საქმე ამერევა და დევიღუპები“. + მერმე თავის უსაზღვრო გეგმები მოაგონდა და თავის ნაქარგს და მრავალს ახალს + კომბინაციას გაჰყვა. კვაჭის თვალწინ ახალი ქვეყანა და თვალუწვდენი + ხელუხლებელი მინდორი გადიშალა, რომელსაც კვაჭი გამოიყენებს, თავისებურად + მოჰქარგავს და მოუხვნელს მოიმკის. + ელენე წყვდიადში ჩაიმალა და კვაჭიკოს წეღანდელი ბრაზისა და შელახული + თავმოყვარეობის ნატამალიც აღარ დარჩა. + ერთხანს იბორგა, მერმე კი იმ ღამესაც ისე დაიძინა, როგორც ყოველთვის ეძინა - + მშვიდად, უმანკოდ და არხეინად. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი წმინდანის მდივნისა და მცველისა + მეორე დღეს კვაჭმა ამხანაგები დაიბარა და ყველას ახალი დარიგება და დავალება + მისცა. გაბო ჩხუბიშვილს, ბესო შიქიას ჯალილას წმინდანის მისამართი მისცა და + უბრძანა, რომ სწორედ შუადღეს სამივენი იქ მისულიყვნენ და შესასვლელთან + კვაჭისთვის მოეცადნათ. შემდეგ ბელადმა ნევის პროსპექტს ჩაუარა, ზოგი რამ + სასყიდელი იყიდა და იქიდან ელენეს გაუარა, თან მარგალიტის საჩუქარი და + ყვავილებიც წაუღო. + ელენე თითქოს უფრო გალამაზებულიყო, გაფურჩქნულიყო, ძვირფასი საჩუქარი + მაშინვე ყელზე შეიბა. სიხარულისგან ფეხზე ვეღარ სდგებოდა, ხან სარკის წინ + იპრანჭებოდა, ხან კვაჭს კისერზე ეხვეოდა, ჰკოცნიდა, იცინოდა, სცქმუტავდა და + ტიტინებდა: + - მაშ გეწყინა წუხელის? - შე ცელქო, შენ თვითონვე არ დამარიგე?.. მაშ აღარა გწყინს, + დამშვიდდი?.. ეგრე სჯობია, დაივიწყე. განგებ გითხარი და გაგაბრაზე, თორემ ის + წუნკალი შენ როგორ გაჯობებს! სხვა რომ არა იყოს რა, ის მუჟკი ორჯერ შენზე უფრო + ხნიერია... ფიჰ! ჭუჭყიანი, პირდაუბანელი! ფიჰ! სანთლის და ზეთის სუნი ასდის... + ეხლავე წავიდეთ? მზადა ვარ. + ათი წუთის შემდეგ კვაჭის „მერსედესი“ გოროხოვის ქუჩაზე გავიდა და წმინდანის + ბინას მიადგა. ბესო თავის მხლებლებით უკვე კარებთან უცდიდა. + ყველანი ზევით ავიდნენ. კიბე ხალხით იყო გაჭედილი ზოგიც თავის ჯერს ქუჩაში + უცდიდა. + წმინდანი ვიღაც გენერალს სტუქსავდა. კვაჭის და ელენეს დანახვაზე მოსხლტა და + ორივენი გულში ჩაიუხუტა. + - сиди и мотри. я сичас! - მიუგდო კვაჭს და ელენე მეორე ოთახში შეიტაცა, და როცა + ალანძული გამოვიდა უკანვე კვაჭის უთხრა: + - сиклытарем будищь у мене Зави хто поважней да почище будит. + კვაჭი მდივნობას შეუდგა. ბესო შიქია თანაშემწედ დაიყენა, ჯალილა კარებში ჩააყენა, + ხოლო ჩხუბიშვილს და დანარჩენ ამხანაგებს მზვერაობა მიანდო, ვინაიდან იმ წმინდა + მოხუცს ათასი მტერი ჰყავდა და ხიფათი მუდმივ თავთ დასტრიალებდა. + ასმა კაცმა და ქალმა მაინც გაიარა იმ დღეს გრიშკას კაბინეტში, ვინ, საიდან და + რისთვის არ მოსულიყო იმ სასწაულთ-მოქმედთან! ვლადივოსტოკიდან და + ვარშავიდან, ათონიდან და ტაშკენტიდან, სოლოვეციდან და უცნობ + ჯურღმულებიდან - გენერალი და გუბერნატორი, ბერი და ვაჭარი, ბანკირი და + ვექილი, გლეხი და მონოზანი, მღვდელი და მოხელე. + ზოგი წარმატებას ეძებდა, ზოგი სუფსიდიას, ზოგი გადაყვანას, რიგი სამართალს და + რიგი განკითხვას. წმინდანმა ჯერ სუფთა ხალხი და ლამაზი ქალები გაისტუმრა, + მერმე კიბეზე ჩაირბინა, ზოგს მანეთიანი ჩაუდო ხელში და ზოგს სამიანი, თან + ჰყვიროდა: + - молись за царей и меня!.. Некогда, некогда! Вот сыклытарь. Скажи яму, ежели чаво + надоти. - შემდეგ ქანცგაწყვეტილი დაეცა ატლასის სავარძელზე და ამოიხვნეშა: - Уф! + Черти полосатые! Стервы! Замучили! + კვაჭმა იმ დღეს ბევრი საოცარი სანახაობა ნახა. მოუხეშავმა მოხუცმა საკვირველი + მოქნილება და გამოცდილება გამოიჩინა. ძლიერსა და უძლურს, გამოსადეგსა და + გამოუსადეგარს ერთი შეხედვით არჩევდა და ყველას თავის ხვედრს უძღვნიდა: ზოგს + სიხარულით, პატივითა და ხვევნა-კოცნით უხვდებოდა. ზოგის წინაშე ქედს იხრიდა, + ელაქუცებოდა და ეღრიჭებოდა. ზოგისთვის ორს უკმეხ სიტყვას ძლივს იმეტებდა. + ლამაზ ქალს უნუგეშოდ არ გაუშვებდა: და-ძმურად ჩაიკრავდა და ჩაიხვევდა. თუ + ქალი ავადმყოფობას იჩივლებდა, გრიშკა იმ ქალს გასაშინჯავად და სამკურნალოდ + ცალკე ოთახში გაიყვანდა, ან იმ ქალის მისამართს კვაჭს ჩააწერინებდა. ზოგჯერ + გრიშკა ათიოდე სიტყვის დაწერაზე ნახევარ საათს იწურებოდა და ბოლოს ისეთ + გაუგებარს დასჯღაბნიდა, თითქოს იმ ქაღალდზე ფეხმელნიან ქათმებს დაევლოთ და + თავიანთი ნაკაკავი ჩაეწერნათ. + კვაჭის დარიგება ბესომ ზედმიწევნით გაიგო და ერთ კვირაში სავსებით შეასრულა: + იმ დღეს კვაჭის სახლს „ზღვა ხალხი“ აწყდებოდა. ის „ზღვა ხალხი“ წმინდანის + მუშტარი იყო. + კვაჭი ჭკუით მოიქცა: გრიშკას ბოსტანში მონადენი წყალი ერთ კვირაში მოსწყვიტა და + თავის არხში გადმოაგდო. + იმ მუშტარმა გაიგო, რომ წმინდა მამასთან მიმავალი გზა კვაჭის ბინაზე გადიოდა, + ამიტომ ბარათის ასაღებად ჯერ კვაჭთან მიდიოდნენ, სალოცავის და შესანდობარის + დიდს ნაწილს იმას სწირავდნენ და მისი უწმინდესობისაგან ლოცვა-კურთხევის + მისაღებად ბესოს ბარათით მიდიოდნენ რასპუტინის ბინაზე. + წმინდანის დასაცავად კვაჭის მეგობრები რიგ-რიგობით დადიოდნენ და მთავრობის + აგენტებს ქიშპობას უწევდნენ. უნდობი და შიშ-ნაჭამი წმინდა მოხუცი იმ დღიდან + არხეინად იძინებდა და მადლობის საბაბს ეძებდა, რაც მიხვედრილმა კვაჭმა ორ + კვირაში მიართვა. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + კვაჭმა ახალი დიდი საქმეები „გააიმასქნა“ + კვაჭისა და რასპუტინის დამეგობრება რამდენიმე დღეში მთელს ქალაქს მოედო. ეს + ამბავი ყველაზე ადრე ხელისუფლებამ და საქმის კაცებმა გაიგეს. კვაჭის ბინას + ეზოდან „ზღვა ხალხი“ აწყდებოდა, ხოლო რჩეულნი და პატიოსანნი მარმარილოს + კიბეზე ადიოდნენ და თავიანთ რიგს მოოქროვილ სკამებზე უცდიდნენ. + ბანკირმა განუსმა კვაჭის ბინას სხვებზე ადრე მიაგნო, ჯერ ბესოსთან იჩურჩულა და + მერმე კვაჭთან შევიდა. შევიდა და მოკლედ მოუჭრა: + - მე საქმის კაცი გახლავართ და დროს მეტად ძვირად ვაფასებ. ვიცი, რომ არც თქვენ + ბრძანდებით უსაქმო, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ. ათიოდე დიდი საქმე + მაქვს. ვიცი, რომ თქვენ შეგიძლიანთ დახმარება გამიწიოთ და ეს საქმეები + დაამთავროთ, რისთვისაც... თავისთავად ცხადია... შრომა უეჭველად უნდა + დაფასდეს. + მიჰყვნენ და ორ საათს მსხვილი და თავსატეხი საქმეები ზომეს და წონეს. მერმე + შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ხელი ხელს მისცეს, ერთმანეთს გაუღიმეს, + ქათინაურები უთხრეს და გამარჯვება უსურვეს. + ბესომ მეორე საქმის კაცი შემოიყვანა - თავის მიერ ნაპოვნი ვინმე გინცი, მოხუცებული + ებრაელი, რომელიც კვაჭის ოთახიდან სამი საათის შემდეგ გავიდა. + ამის შემდეგ კვაჭმა დრო იხელთა და გრიშკას თურქესტანის არხებზე ჩამოუგდო + სიტყვა: + - მე რამდენი მერგება? - მიახალა კვაჭს გრიშკამ: - три тыщи будит? + კვაჭს ასეთი იაფობა გაუხარდა. გრიშკა ტელეფონს ეცა. ჯერ ერთი მინისტრი + გამოიწვია, მერმე მეორეს დაუძახა და ორივეს უთხრა: + - Мама и папа очинь жилают ефто святое делою Аполончик будит у тебяб все скажит а ты + сделайб как он прикажит Да! Ето хочу я! Да! .. Чаво?на Капказ? Чичас об ефтом диле + телиграм напишу папеньке и маменьке. + დაჯდა და ნახევარ საათს ჰხვნეშოდა და იწურებოდა. დეპეშა პირველი:Ливадиа. + Царям. + Папа мой миленькаи и мамаю Кого послать на Капказ, покою вам нетути. А вот дорогои + ерископ Тобольской Алекскй хоть куда.[1] Ему и место на капказ. Пошлите его. Это я + очинь жилаю. Он мине ласкает. Понимает подвиг. Честь ему нужну оказать. Верный везде + верный. И на карказе он будит нашим другом. Да, я! Григорий! Да! + დეპეშა მეორე: + Миленька! Бесы напали на отца Ивана[2]. Икону на него, А вы не слушаите. Хоша она и + базарская, а всеровно святая. А Восторгову награду на капказ и Сибирь. + ორივე დეპეშა კვაჭს ჩააბარა გასაგზავნად და დაუმატა: + - Вишь, как капкасских ласкаю. Только Воронсов пакостник, все люцинерам, жидам да + армяшкам тянит. Да, добирусь до ниго. А ты тилиграм ни показывай, да ни болтай зря, А + то мотри у мине! + გრიშკამ კვაჭს თით დაუქნია და გააფრთხილა. კვაჭმა ერთხელ კიდევ შეჰფიცა + ერთგულება, ვოსტორგოვი და ალექსი შეაქო, ადიდა და სუხომლინოვის და + კრივოშეინის სანახავად წავიდა. + ელენე გრიშკამ არ გაუშვა, კიდევ უნდა ვუწამლოო. + მეორე დილით კვაჭი ჯერ ბანკირ განუსს ეწვია. + - მზად გახლავთ. აი წერილიც, ეხლავ მოვრიგდეთ. + მორიგდნენ, დასწერეს და შეთანხმებას ხელი მოაწერეს. კვაჭმა ტელეფონს დაავლო + ხელი.. + - ალო! ვინ ლაპარაკობს?.. მათი აღმატებულება? თავადი კვაჭანტირაძე + გელაპარაკებათ... რა ბრძანეთ?.. არ მიცნობთ?.. როგორ არ მიცნობთ, გუშინ ჩვენი + წმინდა მამა ტელეფონით გელაპარაკათ ჩემზე. მოგაგონდათ? წერილიც მაქვს + თქვენთან ჩვენი წმინდა მამისაგან... დიახ, დიახ, ... კეთილი, ეხლავე გეახლებით. + ნახევარი საათის შემდეგ კვაჭი ფინანსთა მინისტრის კაბინეტში რუსეთის რუქასთან + იდგა და გატაცებით ლაპარაკობდა: + - წინანდელი იმპერია თემურ ლენგისა, დღევანდელი თურქესტანი, ოდესღაც + ჰყვაოდა და ას მილიონ ხალხს ჰკვებავდა. აბა, გადაჰხედეთ ამ განუზომელს, + თვალუწვდენელ უდაბნოს. ხუთი საფრანგეთი გამოიჭრება. იგი უნდა მოვრწყათ, + გადავხნათ, ავაყვაოთ და ჩვენი ხალხი დავასახლოთ. + რა არის მოდის აქ: თამბაქო, ბამბა, ბრინჯი, მშვენიერი ხილი, საუცხოვო ღვინო, + კანაფი, ქანდირი, ქიშმიში და აბრეშუმი. ეხლა ზოგი ნედლი მასალა ამერიკიდან და + სპარსეთიდან მოგვაქვს, მერმე კი ჩვენ თვითონვე გავიტანთ უცხოეთში. თურქესტანი + ორას მილიონსაც ადვილად დაიტევს. დავასახლოთ იქაურობა, ავაყვავოთ, + გავარუსოთ და გავანათლოთ. ორ-სამ წელიწადში ჩვენს სავაჭრო ბალანსს + შევასწორებთ. რა იქნება ათი ან ოცი წლის შემდეგ - ამას ვინ მოსთვლის! ეხლა კი ეს + ქვეყანა უნდა მოირწყას. ამისთვის საჭიროა ოთხასი მილიონი. ხაზინას ამდენი ფული + არა აქვს. ჩვენ კი გვაქვს და თუნდა ხვალვე შევუდგებით მუშაობას... მოვილაპარაკოთ, + შევთანხმდეთ... დიახ, ყველაფერი მზად გახლავთ, მოხსენებაც, გეგმებიც და + ხელშეკრულების პროექტიც. + დიდხანს ილაპარაკა კვაჭმა და თავის მადლიანის ენით და გრიშკას ნაბღაჯნით + თითქო დააჯერა, დაარწმუნა და ღრუბლებში აიტაცა ის ჭკუიანი, დინჯი და + თავდაჭერილი მინისტრი. ბოლოს, მინისტრმა უთხრა: + - მომწონს, ძალიან მომწონს. დღესვე შევისწავლი მასალას და ზეგ დავნიშნავ + სხდომას. ამ საქმეში მიწათმოქმედების და სამხედრო მინისტრებს დიდი გავლენა + ექნებათ. თუ წინააღმდეგობა არ გამიწიეს... + - არხეინად ბრძანდებოდეთ, არ გაგიწევენ! - გააწყვეტინა კვაჭმა, რომელსაც უკვე + ხელთ ჰყავდა იქაურობა. + - თუ მეფის ნებაც იქნება... - ფრთხილად მიუგდო მინისტრმა. + - იქნება, უეჭველად იქნება! - დაუბეჭდა კვაჭმა. + - მაშ საქმე თითქმის გათავებულია. მშვიდობით ბრძანდებოდეთ! მომიკითხეთ ჩვენი + წმინდა მამა, ხელზე ემთხვიეთ ჩემს მაგიერ და გადაეცით, რომ მისი სურვილი + ჩემთვის კანონია. + - დღესვე ვნახავ და ყველაფერს გადავცემ. მართლა, - გაკვრით შეატყობინა კვაჭმა. - + გუშინ ერთ ოჯახში გახლდით მე და ჩვენი სულიერი მამა. ვიტეც იქ იყო. ჩვენს + წმინდანს ძალიან გაუარშიყდა, მაგრამ... თქვენ არხეინად ბრძანდებოდეთ, - მე და + ანასტასია პროზოროვისამ შესაფერი ზომები მივიღეთ და თქვენი პოზიცია + საბოლოოდ გავამაგრეთ. მშვიდობით ბრძანდებოდეთ! + - დიდი მადლობელი ვარ, თავადო, დიდი. ნუ დამივიწყებთ, თავადო, ოჯახში + მეწვიეთ. დიდს პატივს დამდებთ. + ორივე ხელით ჩამოართვა ხელი და სილიბისტროს კვაჭიკო ღიმილით, ბოდიშით და + მადლობით ჩააცილა კიბემდის. + წმინდანის ვინაობა + კვირაძალი იყო. კვაჭი სასულიერო აკადემიის ეკლესიაში წავიდა სალოცავად. + დიდის გულმოდგინებით და სასოებით ილოცა. + წირვა რომ გათავდა, კვაჭის ბერები შემოეხვივნენ, რომელნიც მან ტანიას სალონში + გაიცნო. კარის მოძღვარმა თეოფანემ კვაჭი თავისს საკანში მიიწვია ჩაის დასალევად. + ცარიცინის ბერმონაზონი და სარატოვის ეპისკოპოსიც იქვე იყვნენ. + კვაჭმა კუთხეში თვალი მოჰკრა ერთს გონჯსა და მახინჯ ბებერს. ხელებ დაჭრილი, + თითქმის მუნჯი და ყრუ, კუზიანი, დაგრეხილი და შესაზარი ვინმე იყო. + - ჩვენი წმინდანი, სალოსი მიტია კოლიაბა გახლავსთ! - გააცნო კვაჭის ბერმა + თეოფანემ. + მიტია ახრიალდა, ალუღლუღდა, აღმუვდა, აკნავდა და თავისი პირისახე, თვალები, + მხრები და ფეხები აათამაშა: + - ჩვენია!.. კარგია!.. ჩვენია!.. - ძლივს გაარჩია კვაჭიმ მიტიას კნავილ-ღმუილში. + ყველას გაუხარდა კვაჭის ქება მიტიას მიერ, რადგან ის გონჯი მათი კარაბადინი იყო. + დასხდნენ და სულის მაცხონებელი ბაასი გააბეს. კვაჭის ერთი სიტყვა არ გამოეპარა. + ბევრი ახალი ამბავი გაიგო იმ საღამოს, ბევრი საიდუმლო ოთახში შეიხედა, მრავალს + უცნობსა და უცნაურს აჰხადა ფარდა. + მოხერხებულად, სხვათა შორის, გახსნა მან დედა-აზრი წმინდანის დეპეშისა + ვოსტორგოვის შესახებ. + ბერმონაზონმა ილიოდორმა უამბო: + - ვოსტორგოვი დიდი ჰარამზადა, დიდი „პატრიოტი“ სალახანა ბერია. ძალიან უყვარს + ფული, ჭორი და სისხლი. ეს ყველამ იცის, მაგრამ თითქმის დღითი-დღე მაინც + წარმატებას და საჩუქრებს აძლევენ. ამას წინად ვოსტორგოვმა უფლისწულს ალექსის + ხატი აჩუქა და მოახსენა, ვითომ ის ხატი ყოფილიყოს ვოსტორგოვის საგვარეულოსი, + მეტად ძვირფასი და ძველი. მერე ექიმმა დუბროვინმა დაამტკიცა, რომ ის ხატი + ვოსტორგოვმა წინა დღით იყიდა აპრაქსინის ბაზარზე. ასტყდა ალიაქოთი. + ვოსტორგოვმა დუბროვინის თავი ოც ათას მანეთად დააფასა და კინაღამ + მოაკვლევინა. მას აქეთ ვოსტორგოვი უკან დასწიეს, ჩვენი წმინდა მამა გრიგოლი რომ + არ გამოსარჩლებოდა, უეჭველად გაჰკრეჭდნენ... + - ტობოლის ეპისკოპოსი რა კაცია? + - ვოსტორგოვს არ ჩამოუვარდება. უარესიც იქნება. მექრთამეა, ქურდია, პსკოვის + ეპარქია გასძარცვა. ქურდობა დაუმტკიცდა. უნდა გაეკრიჭათ, მაგრამ იმასაც ჩვენმა + წმინდანმა უშველა. ეხლა ტობოლში ზის. ძაღლი ძაღლურად უნდა დალპეს. რად + მეკითხებით? ხომ არაფერი გაგიგიათ? + - არა, გუშინ მიამბეს მათი ამბავი. მინდა გავიგო, მართალი მითხრეს თუ ცილი + დასწამეს? + - მართალი უთქვამსთ, ბევრიც დაუმალავთ. + - ეს მიტია ვიღა არის? - ჰკითხა კვაჭმა იმ გონჯზე. + - მიტია ნამდვილი ღვთის კაცია, წმინდანია, წინასწარმეტყველია. სანამ ციმბირელი + წმინდანი გაჩნდებოდა სასახლეში, მეფე-დედოფალს მიტია ჰყავდათ მრჩევლად და + ღვთის განგების გადმომცემად. მერე რასპუტინმა გამოაგდო, მაგრამ... ვნახოთ... + კვაჭმა ყური სცქვიტა, მაგრამ აღარ დააცალეს. + - ნაპოლეონ აპოლონიჩ! ერთი სათხოვარი მაქვს: ნუღარსად შემახვედრებ თქვენს + დეიდას, თორემ... მეტის მეტად ლამაზია, მეტის-მეტად! არ მინდა სიბერეში სული + წავიწყმინდო, - გაეხუმრა კვაჭის ერთი ბებერი არქიეპისკოპოსი. + გაიცინეს და ლამაზი დედაკაცები გაიხსენეს, თვალს წყალი დაალევინეს, ენა + მოიფხანეს, თან მინელებული, მიმქრალი და ნავლწაყრილი ნაპერწკალი გაიქექეს. + მიტია მაგიდას გარშემო უვლიდა, იგრიხებოდა, სწკმუტუნებდა, ჰკნაოდა და + ბუტბუტებდა. + იმ საღამოს კვაჭმა გაიგო, რომ განზრახული იყო წმინდა გრიგოლის ტაძრის აშენება + და რომ საამისოდ უკვე ოთხ მილიონამდის შეეგროვებინათ. კვაჭმა მაშინვე გაიფიქრა: + - მოგება რომ მხოლოდ ათი პროცენტი ვიანგარიშოთ, გამოვა ოთხასი ათასი. + და უმალ ჰკითხა თეოფანეს: + - ვინ აშენებს? + - მსურველი ათასია. ვისაც დედოფალი აირჩევს, ის ააშენებს. + ეს ამბავი კვაჭმა ხელზე დაიხვია, დაიხსომა და გულში მტკიცედ გადაწყვიტა: „მაშ მე + ავაშენებ“. + ბოლოს, სიტყვა რუსეთის წმინდანზე რასპუტინზე ჩამოვარდა. + ერთმანეთს ჰკითხეს: ვინ არის ის წმინდანი? მართლა წმინდანია თუ ეშმაკი? + უცოდველი მოხუცია თუ ჯოჯოხეთიდან გადმოგდებული მაშხალა? + წინასწარმეტყველია თუ ანტიქრისტე? ვისი მოციქულია, ვისი წინამორბედია - + წმინდა მაცხოვრისა თუ დაწყევლილ სატანასი? + ყველანი ერთმანეთს ალმაცერად შესცქეროდნენ, ერთმანეთს ერიდებოდნენ და + ჰშიშობდნენ. + - მამა გრიგოლი წმინდანია! - ცალის ყბით და გაუბედავად განაცხადა ერთმა + არქიმანდრიტმა. + - Чолт! Чолт! Чолт! - დაიწყო სალოსმა მიტიამ ჩხავილი, თან აღელდა, აყვირდა და + გაკაპასდა. + თეოფანემ ძლივს დაამშვიდა. + სხვებმა შუბლი შეიჭმუხნეს. დიდხანს სდუმდნენ. ბერმონაზონი ილიოდორი + ჰშფოთავდა. ჰერმოგენი მას თვალს უშვრებოდა, მაგრამ ილიოდორმა ვეღარ გასძლო. + - ცოტა შორიდან მოგახსენებთ! - დაიწყო მან აღელვებულის კილოთი: - ცოდვილი + ვარ, აღსარება უნდა გითხრათ. მეტი მოთმენა აღარ შემიძლიან. + და ხანმოკლე დუმილის შემდეგ მოჰყვა: + - ჩვენი წმინდანი ციმბირელია. ეს თქვენც გეცოდინებათ. მისი მამა ეფიმე - ლოთი, + ქურდი და ცხენების დალალი იყო. შვილიც მამის გზას გაჰყვა. მისი ნამდვილი გვარი + გახლავთ ნოვი. მისმა მეზობლებმა „რასპუტნიკი“ დაარქვეს, რაც ჰნიშნავს გარყვნილს, + გაფუჭებულს, მრუშს, აქედან წამოვიდა მისი ეხლანდელი გვარი რასპუტინი, + მეზობლებმა ბევრჯერ ჰბეგვეს და სტყიპეს მომავალი წმინდანი მათის ცოლებისა და + ქალების დევნისთვის. რამდენჯერმე „ისპრავნიკის“ ბრძანებით იგი მოედანზე + გაშოლტეს. + ბოლოს, მას მფარველი ანგელოზი შეჰხვდა - ბარნაულის ეხლანდელი ეპისკოპოსი + მელეთი. + ერთხელ ჩვენმა წმინდანმა ის ეპისკოპოსი ერთ სოფლიდან მეორეში წაიყვანა. გზაში + მელეთიმ აღმოაჩინა, ვითომ გრიშკას დიდი ნიჭი, შნო და უნარი ჰქონდა ბერობისა და + სასულიერო მოღვაწეობისა. + გრიშკამაც დაიჯერა. + ერთხელ კალოზე მუშაობდა. უცებ მუშაობას თავი დაანება და სთქვა: „გათავდა! + ღმერთი მომიწოდებს. თავი უნდა შევსწირო იმის მადლსა და სახელს. მშვიდობით!“ + ყველას და ყველაფერს თავი დაანება, ცოლ-შვილიც უპატრონოდ დასტოვა და + წამოვიდა. + მას აქეთ დადის და დაეხეტება რუსეთში. + გვერდს არ აუხვევდა არც ერთ ეკლესიას, არც მონასტერს, არც მღვდელსა და არც + ბერს. + - ქალებსაც! ქალებსაც! - დაიხრიალა ღვთის სულელმა. + - ყველგან - სოფლებსა, ქალაქებსა და დაბებში - ჰქადაგებდა, იგავებით ლაპარაკობდა, + წმინდა მაცხოვარს და სახარებას პირიდან არ იშორებდა. უფრო მდაბიო, უბრალო + ხალხს ეტანებოდა, ხოლო განათლებულნი ეხლაც სძულს და ჭირივით ეჯავრება. + მოუსვენარი, ფიცხი, დაუდგრომელი ადამიანია. ტემპერამენტი ძლიერი აქვს. + გრძნობა - აფორიაქებული, ცხელი და ფიცხი. გამბედაობა - უსაზღვრო. ოცნება - + გახურებული და საიმქვეყნო. + ამით და ამიტომ აიყოლა მან და გააბრიყვა უბრალო და მორწმუნე ხალხი. გრიშკამ + ნელ-ნელა ძალა მოიპოვა, სახელი მოიხვეჭა და ძლიერი მფარველები გაიჩნა. + თანდათან ქადაგებიდან წინასწარმეტყველებაზე გადავიდა, მერე მკითხავობაც + დაიწყო და ბოლოს, სასწაულთ-მოქმედებაც დაიჩემა. გრიშკა „ხლისტია“, ნამდვილი + „ხლისტია“! + - მართალია! მართალი! - გათუთიყუშდა მიტია. + - შვილო, ილიოდორ, გაჩუმდი! - საყვედურის კილოთ გააფრთხილა ჰერმოგენმა. + სხვებმა ერთმანეთს გადაჰხედეს. + ბერმონაზონი ილიოდორი ადგა და უფრო აღელდა. + - დიახ, ძმებო და მამანო! გრიშკა ნამდვილი „ხლისტია“ მეთქი! ცოდვილი ვარ ღვთისა + და თქვენს წინაშე, რადგან ყველაფერი ადრევე ვნახე და გავიგე, ხოლო თქმა და + გამხილება დავაგვიანე, რადგან მეც თქვენსავით მეშინოდა. ახლა კი კარგად გავიცანი + მისი წმინდა საქმენი. იგი წმინდანი კი არ არის, არამედ ეშმაკია! + - ეშმაკია! ეშმაკია! - კვლავ აკაჭკაჭკდა სალოსი მიტია. + - ბევრი ვიარეთ ერთად. რამდენჯერმე ჩვენთანაც იყო ცარიცინის მონასტერში. მეც + ვიყავი იმის სამშობლოში. ღმერთო, რა ვნახე და რა გავიგონე! იმ სატანამ გრიშკამ + თვისი წამლობა და სასწაულთ-მოქმედება ქვეიდან დაიწყო - მონაზონებიდან და + სალოცავად მოხეტიალე დედაკაცებიდან. მერე თანდათან ზევით აიწია. საცა შევიდა, + ის ოჯახი ან სალოცავი წაბილწა და წარყვნა. ვისაც თვალი დაადგა და გაეხახუნა - + ტალახში და წუმპეში ამოსვარა. + - ჰო! ჰო! ჰო! - აკაკანდა მახინჯი. + - მერე პეტერბურგში ამოცოცდა. მამა თეოფანეს დაუახლოვდა, სულში ჩაუძვრა, + შეაცდინა, მეფე-დედოფალთან გზა გააკვლევინა და კარები გააღებინა. + - ცოდვილი ხარ, ცოდვილი! - აწრიპინდა გონჯი და თავჩაღუნულ თეოფანეს კრიჭაში + ჩაუდგა: - მოინანე, მოინანე! + - ცოდვილი ვარ... ვნანობ, ძალიან ვნანობ. უფალო, შემიწყალე და მომიტევე მე + შეცოდებანი ჩემნი! ჩაიბუტბუტა თეოფანემ პირჯვრის წერით. + - იოანე კრონშტადელმაც დაიახლოვა, იმანაც ამ პირუტყვის მურდალ სულში ღვთის + მოციქული აღმოაჩინა და ჩვენი ეკლესიისა და სახელმწიფოს საჭესკენ გზა დაულოცა. + ასე შევიდა ეს მხეცი ჩვენი ბედის მოსაჭეთა წრეში, რომელიც იმის მოსვლამდესაც + სავსე იყო მასონებით და სპირიტებით. იგი ეხლაც განაგებს ჩვენს მართმადიდებელ + ეკლესიას. ნამდვილად კი ეს ხალხი მამაღმერთის მაგიერ ეშმაკს ემსახურება, + ღვთისმსახურების ნაცვლად სპირიტიზმით ირთობს თავს და ნაცვლად ეკლესიისა + ოკულტიზმის და თეურგიის ჯადოში ეძებს იმედს და ცხონებას. + აი, ასეთ დროს გაჩნდა სასახლეში ეშმაკის მოციქული. მან სულ ადვილად დაიმონა + და დაიმორჩილა ჩვენი მეფე, დედოფალი და მათი ოჯახობა. მათ მოსწყინდათ და + მოჰბეზრდათ კარის კაცთა ლაქუცი, ქლესობა, ორპირობა და ორგულობა. ამიტომ + მოიწონეს გრიშკას პირდაპირობა, უბრალოება, რეგვნობა და სიბრიყვე. მას აქეთ + იშლება და ინგრევა მეფის სახლი და ოჯახიც, ეკლესიაც და სახელმწიფოც. საქმე + იქამდის მივიდა, რომ გარყვნილი გრიშკა რუსეთის ნამდვილ პატრიარქად და + ნამდვილ თვითმპყრობელად მოგვევლინა. აი, ვინ არის ეს რასპუტინი! ნამდვილი + ეშმაკი, მოციქული სატანასი და მსახური ჯოჯოხეთისა! + ღვთის სულელი მიტკა ისევ აპრიალდა და აბოდდა. კვაჭმა ძლივს გაარჩია იმის + ლუღლუღი: + - გრიშკა იკვეხის, ვითმ დედოფალი იმის ცოლია... „ჩემს ბებრუხანას“ ეძახის... Чолт!... + Чолт!.. Чолт!.. + - კმარა, ძმებო, ამდენი მოთმინება! ამას იქით გაჩუმება ეშმაკის სამსახური იქნება. თუ + ეკლესიას და რუსის ხალხს ვემსახურებით. დადგა დრო ჩვენის წმინდა მოვალეობის + შესრულებისა. მე დღეიდან ვუცხადებ გრიშკას საბოლოო ომს. ვისაც შეგიძლიანთ, - + მომყევით. ეს ბრძოლა იქნება ქრისტიანული და სახალხო, ომი მწვალებლების, + მასონების, ურიებისა და მათი მონა-მორჩილი მთავრობის წინააღმდეგ. ყველანი + შეერთდნენ და სამარეს უთხრიან ჩვენს ეკლესიას, მეფესა და სამშობლოს. + კიდევ დიდხანს შფოთავდნენ და ჰსჯანყობდნენ ბერმონაზონი ილიოდორი, მეტია და + ზოგნი მღვდელ-მთავარნი. + ბოლოს, გადაწყვიტეს რასპუტინისთვის ფრთხილად დაეგოთ ხაფანგი. + კვაჭმა გასაგონი გაიგო, ასაკრეფი აკრიფა, ჩაილაგა და წამოვიდა, თან ჩიქორთულად + და ნართაულად გააგებინა იმ შეთქმულებს, ვითომ კვაჭის სულიც და გულიც მათთან + იყო. + გზაში ბევრი იფიქრა და ეძება დედააზრი, კვანძი, სული და მიზეზთ-მიზეზი + „რასპუტინიადისა“ და ამ ხეპრე კაცის საარაკო ძლევამოსილებისა, მაგრამ ვერაფერს + მიუხვდა, გული ვერ მიახვედრა, სული ვერ მიუწვდინა, გრძნობითაც ვერ იგრძნო და + ჭკუითაც ვერ მოერია. ამიტომ გადაწყვიტა. + - ჰა, მაი ყოლიფერი ტყვილი ლაპარაკია. უბრალო ბრძოლაა ლუკმა პურისთვის და + კეთილი ცხოვრებისთვის. გრიშკამ მიტია კოლიაბას აჯობა, ვირუბოვის ქალმა + ლოხტინის ქვრივი დასჩრდილა, ვოსტორგოვმა ვინცხას უჯიკავა, ალექსიმ თეოფანეს + ეგზარხოსის სავარძელი წაართვა, მაკარიმ ვინცხას მიტროპოლიტის მიტრა + გამოსტაცა, ილიოდორესაც კვანტი უყვეს, მორჩა და გათავდა! აქანეა ყოლიფერი + ფილოსოფიაც და სიტყვების რახა-რუხიც, მორჩა და გათავდა! + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი წმინდანის დაშინებისა და სხვათა + დაბეზღებისა + + წმინდა გრიგოლის გაცნობის პირველივე დღიდან კვაჭმა ერთი ხერხი დაიჩემა: + რასპუტინს ხანგამოშვებით ვინმე მგზავრს აჩვენებდა და ეტყოდა: + - ეს კაცი თქვენ თვალყურს გადევნებს, წმინდა მამაო და უფრთხილდით. + წმინდა მამაც დაფეთდებოდა, კვაჭს უარესად მოეჭიდებოდა და ზედ მიეკვრებოდა, + ხოლო კვაჭი ამშვიდებდა და გულს უმაგრებდა: + - ნუ შესწუხდებით, მამაო წმინდავ, ჩემს დაგეშილ მეძებრებს არაფერი არ + გამოეპარებათ. მხოლოდ უმორჩილესად და მოწიწებით გთხოვთ, რომ თქვენი ნებით + არსად წაბრძანდეთ და არც არავის გაჰყვეთ. + წმინდანიც კვაჭის ნებას მისდევდა და იმის დაუკითხავად არც ვინმეს მიიღებდა, არც + სადმე წაჰყვებოდა. კვაჭსაც სწორედ ეს უნდოდა. წმინდა გრიგოლს ივერიის ხატივით + დაასვენებდნენ მთელს რუსეთში, რასაც შესაფერი შემოსავალი და გამორჩენა + მოსდევდა, რომელიც კვაჭის ხელში იყრიდა თავს. თუ გრიგოლი მამაცობას ან + ურჩობას გამოიჩენდა, ჭიპუნტირაძე იმის ბინას ისე აუვლ-ჩაუვლიდა და + დაათვალიერებდა, თითქოს წმინდანს უთვალთვალებსო, ხოლო კვაჭი წმინდა მამას + სარკმელთან მიიყვანდა, ჭიპუნტირაძეს დაანახვებდა და ეტყოდა: + - აი ეს კაცი თქვენ გადევნებს თვალ-ყურს, მაგრამ ნუ შეშინდებით, წმინდაო მამავ! + საქმე ისე მაქვს მოწყობილი, რომ ამ ბინაში ბუზიც ვერ შემოფრინდება. ოღონდ დღეს + ნურსად წაბრძანდებით, თორემ... + ის წმინდანიც ბავშვივით ემორჩილებოდა კვაჭს და იმის კარნახით სცხოვრობდა. + ერთხელ კვაჭმა რასპუტინს ყოველდღიურ ულუფასავით ჩააწვეთა ყურში: + - ძვირფასო მასწავლებელო! ერთგულების ფიცი მაქვს დადებული, ამიტომ უნდა + გაგაფრთხილო: ილიოდორი, თეოფანე, ჰერმოგენი და მრავალნი სხვანი გმტრობენ, + შენი დაღუპვა უნდათ. + და აქა-იქ მონაგავი ჭორი და ნამდვილი მიართვა. + გრიგოლი აიმღვრა, ადუღდა, აფეთქდა. + - А, стервы! А, подлые! А, окаянные! А, гадина, Иллиодорушка! Я те дам! - ეგ გველები მე + გამოვიყვანე ხალხში, მეფის კარზედაც მე მივიყვანე. რამდენი საჩუქრები მივაცემინე! + ორჯერ ჰქონდათ გადაწყვეტილი უდაბურ მონასტერში გადასახლება და ორჯერვე მე + გადავარჩინე. ჰოი, უმადურნო! ჰოი, ქვემძრომნო! მაგათი გულისთვის სტოლიპინიც + კი მოვიმდურე, ხალხიც გადავიკიდე!... + მერმე დაჯდა და გაიწურა: + Царское село. Царю и царице. + Миленькай папа и мама! Вот мильенькие владыки как беса то поразили Бунтовчиков + помазанека, Божьяго покарили. Оно и правильно.Тепереча нужно их паласкать. Награду + им. Только не сразу всем, а так одному, а опосля дгугому, а то собаки Гермоген и + Илиодорка лаять будут. Да, нужно! Это пишу я, Григорий. Да! За подвиг надо ласкать! + Да![3]. + კვაჭი მიხვდა: გრიშკას უნდოდა სინოდის მორჩილი წევრების დასაჩუქრება და ურჩი + მღვდელმთავრების დასჯა. + - ეს „ტილიგრამი“ ეხლავე გაგზავნე. ეს ერთია, სხვა ათასი იქნება. ყველას უდაბნოში + დავალპობ! ისე დავამშიო, რომ ძაღლის ხორციც კი ენატრებოდეთ! А ты. Аполончик, + мотри в оба! იარე იმათთან, ლაპარაკში ჩაითრიე, ყველაფერი გაიგე... რა სთქვი? + ტაძარი უნდა ააშენო? А пять тышши будит? კარგი, ხვალვე გავათავებ მაგ საქმესაც. + მოემზადე, ხვალ მეფე-დედოფალს გაჩვენებ... აპოლონჩიკ, იფიქრებდი ოდესმე ასეთ + ბედნიერებას? არა, განა! დაიხსომე და დამაფასე, შენც ილიოდორივით უმადური არ + გამოდგე, თორემ... мотри у меня! + კვაჭი მოწიწებით ემთხვია ხელზე, მერმე მთხოვნელები შემოუშვა. დაიწყო + ჩვეულებრივი ლაქუცი, ხვევნა-კოცნა, ფეხქვეშ ჩავარდნა, ქება და დიდება, ლოცვა და + ცრემლი, კივილი და ქადაგად დავარდნა, შემოწირულობა... მკურნალობა ლამაზთა + ქალთა, განძევება ეშმაკთა და სულთა სნეულთა. + შემდეგ კვაჭი შინ დაბრუნდა. + - ბესო, რა ამბავია? + - მშვიდობა, დღეს ორასი კაცი იყო ბილეთების ასაღებად. + - კიდო? განუსი არ გინცი ხომ არ იყვნენ? + - გინცმა ტელეფონით დაგირეკა. როცა დაბრუნდეს, დამირეკოსო. + - კიდო რა ამბავია? + - ჩვენი რეპორტიორი კნულმანი ვერ ასწრობს გაზეთებიდან ცნობების ამოღებას, + აქციების და კუპონების მოჭრას. + - ერთი ლამაზი ქალი დაიქირავე. მართლა, წამკითხველიც მინდა. იგიც ლამაზი იყოს, + თვარა თუ მისი შეხედვა შემეზარა... კიდო? + - ადესაში რომე ყორანაშვილი იყო, ხომ გახსოვს? რაცხა წიგნი დოუწერია, გამოცემას + თხოულობს. + - გოუგზავნე ათასი მანეთი, მაგრამ წიგნს ჩემი გვარიც წააწეროს. + - ოთხი სტუდენტი სტიპენდიას თხოულობს. + - დოუნიშნე თითოს სამოცი. + - გელათის შესაკეთებლად თხოვილობენ... + - გოუგზავნე ათასი... + - „რუსკოე დელო“ რაცხას ილანძღება, რაცხას გვემდურება. აი აქინე სწერია. + - არ მცალია ვინცხა ჟულიკის ნაჩხაბნის წასაკითხად. იპოვე მაი წერილის ავტორი და + სამასი ან ხუთასი ჩასჩარე პირში. თუ გაჯიკავდა, უთხარი, რომე ციმბირი აქეთ + დაგრჩება თქვა, ჯერ კი ათიოდეჯერ წაუთაქეთ. + - „დილა“-ში შენი სურათი დოუხატიათ და დიდი ქებაც დოუწერიათ. + კვაჭმა ის წერილი წაიკითხა. პირსახე აუთამაშდა და გული აუფანცქალდა, თუმცა + უკანასკნელ დროს თავის სახელის ქებას და გაბერვას უნდა შესჩვეოდა, რადგან + მოხერხებული კნულმანის თაოსნობით ასეთი განდიდება ყოველდღე იბეჭდებოდა. + იმ წერილში უხვად იყო გაბნეული გულის მალამო და მოსაფხანი სიტყვები: + „ამომავალი მზე“... „გენიოსი, ფინანსისტი“... „დაუშრეტელი ენერგია“ და „გულუხვი, + განათლებული მეცენატი, მფარველი და მეგობარი ხელოვნების, ლიტერატურისა და + მეცნიერებისა“. + - გაზეთს რაცხა განცხადება და ათასი მანეთი გოუგზავნე. ავტორს... რას იწერება?... + ჰმ, განათლებიზა პარიზში უნდა წავიდეო, გზის ფული მინდაო? იაფად დოუფასებია + კალამი. სამასი. კიდო რა გაქვს ბესო? + - ტფილისიდან იწერებიან, ამხანაგობა უნდა დავაარსოთ ქართული გაზეთის და + წიგნების გამოსაცემადო, ამიტომ... + - აჰ! აჰ! - გააწყვეტინა კვაჭმა და რამდენჯერმე ჩაიქნია ხელი. - გადააგდე კალათში! + მოუცლიათ მკვდრებიზა! + - მამა შენი სილიბისტრო იწერება, აქინე ცხოვრება მომწყინდა, მუდმივ შიშში ვარ, + ხალხში ვერ გავსულვარო... + კვაჭი წამოხტა, შუბლი შეიკრა. + - რა ვქნა, ბესო, რა ვქნა? მაშინ რომე მცოდნოდა... მაგრამ გვიანღაა აწი ლაპარაკი. რა + ვქნა აწი? ერთი ორად დოუბრუნებ „სალამანდრას“ იმ ფულს. მარა აი მკვდარი + სილიბისტრო რავა ვაჩვენო ხალხს? + - ხალხმა რაცხა იცის, რაცხას ლაპარიკობენ. + - ვიცი, რომე ლაპარიკობენ, მარა რავა დავანახო გაცოცხლებული მკვდარი? + გეიცინებენ. თელი ქვეყანა დამცინებს. - და ჩაფიქრდა, ღრმად ჩაფიქრდა და ბოლოს, + გადასჭრა: - აჰ, მაგი რავა შეიძლება! ქუთაისში დაბრუნება შეუძლებელია. მისწერე: + თუ უნდათ, - თითქმის არავინ იცნობს აქინე, - მევიდნენ და იცხოვრონ, მარა + სილიბისტრო მაინც მკვდარი უნდა იყოს, ისევ შაბურიანცის პასპორტით უნდა + იცხოვროს. როცა ამოვლენ, ყოლიფერ დარიგებას მივცემ. შენ, ბესო, ხვალვე უშოვე + ბინა მიყრუებულ უბანში. შეიარე „სალამანდრა“ -ში და იქინე ვინცხა აგენტი გეიჩინე, + რომე დროზე შემატყობინოს, თუ იქინე გეიგეს რამე. აფერი საქმე არ დეიწყონ... არ + მეშინიან, მაშინვე დოუბრუნებ იმ ფულს სარგებლით და გავაჩუმებ, მარა მაინც + წინათვე რომ შევიტყობდე, უმჯობესია. ასთე ქენი. აწი მაცალე ცოტა ხანს. + თექის ხალიჩით გადაკრულ სავარძელზე მიწვა. აზრები მოიკრიფა, ტვინი აამუშავა + და აათამაშა. ჯერ ერთი ძაფი გაჭიმა, მერმე მეორე, მეათე, და მალე გაიშალა და + გაიფურჩნა რამდენიმე ახალი კომბინაციის ბადე. + - განუსისგან ზეგ ერთ მილიონს მივიღებ... ბირჟაზე გავიტან, „ანგლოროსის“ აქციებს + გავყიდი... ამავე დროს ჩუმ-ჩუმად ისევ მე ვუგონებ, გაზეთს ავალაპარაკებ. აქციებს + ავწევ, გავბერავ, გავყიდი... გრიშკასაც დავიხმარებ, ტანიასაც უნდა მივაჩეჩო ასი + ათასის აქციები თორემ... გინციც დამეხმარება, განუსიც, მენდელსონიც... ონკალის + ანგარიშებს მომიმატებენ, მერმე თავში მივახლი იმ აქციებს... კავკავის გზა არ იქნება + გამოსყიდული, ტანიამ ნამდვილად იცის... აქციები ფასდაცემულია გზის + გამოსყიდვის შიშით... ხვალვე ვიყიდი ასიოდეს... + კიდევ მრავალი კომბინაცია მოიფიქრა და მოისაზრა, მოქმედების გეგმაც შეიმუშავა + და ყველაფერი რიგზე დაალაგა. + - ალო! ვინ ლაპარაკობს? გინცი? ვახლავართ აბრამ მოისეევიჩს! ბრძანეთ... რაო? + შეუძლებელია!.. მაშ ასი აქცია მაინც დამიტოვეთ, სამაგიეროდ კარგ საქმეს მოგცემთ... + კეთილი... რაო?... დაუჯერებელია! აჰა-ჰა! გამოაგდო?.. კიბეზე დააგორა?.. აჰა-ჰა!... + რაო? თავზე გადაასხაო? აჰა-ჰა! ხვალ არკადიაში? კეთილი, გეახლებით... ელენეც? + როდის დაბერდებით, როდის დამშვიდდებით?! კარგი, კარგი, მოგიყვანთ. + სამაგიეროდ კლავას დამითმობთ, არა? კეთილი... აბრამ მოისეევიჩ, ეკლესიებს არ + ააშენებთ?.. რაო, უკვე ოციც ააშენეთ!.. ებრაელი ეკლესიებს აშენებს?.. აჰა-ჰა! რაოო? + ხატების ქარხანასაც აშენებთ? ხატებით უნდა ივაჭროთ? ბარემ მირონიც დაამზადეთ, + სასულიერო აკადემიაც გახსენით. ფულს მოიგებთ... რა ვქნათ, ასეთი ყოფილა წესი და + კანონი ვაჭრობისა... + ჰო, ძალიან დიდი ტაძარი უნდა ავაშენოთ. გარდა ამისა, ჯარისთვის საჭიროა ორი + მილიონი წყვილი საცვალი, ერთი მილიონი საბანი და ათასი სხვა რამე... სულ ოც + მილიონზე მეტი გამოვა... კეთილი, ხვალ მოვილაპარაკოთ. მომიკითხეთ ძვირფასი + სუსანა მარკოვნა, ხელზე ემთხვიეთ ჩემ მაგიერ. ღამე მშვიდობისა, ძვირფასო + მეგობარო!... + იმავე ხანებში კნულმანისა და ბესოს მეოხებით გინცის და განუსის წრეებში, ჟურნალ- + გაზეთებში და ყველგან კვაჭის გაბერვას ისე მოუხშირეს და მოუმატეს, რომ + თვითონაც დაიჯერა თავის ფინანსიური გენიალობა. + ერთმა მასწავლებელმა ბუხჰალტერიის სახელმძღვანელო დაბეჭდა და ნაშრომს + წააბეჭდა: „ამ შრომას ავტორი უდიდეს ფინანსისტს და გულუხვ მეცენატს თავადს ნ.ა. + კვაჭანტირაძეს უძღვნის“. ამ მცირე წარწერის მეოხებით იმ მასწავლებელმა მეორე + წიგნიც გამოსცა, ხოლო კვაჭმა ერთხელ კიდევ მოიფხანა ხარბი გული და + ცუდმედიდობა. + ერთ ჟურნალში დაბეჭდილი იყო ნახევარ-ადლიანი კვაჭის სურათი წარწერით: „ჩვენი + მორგანი“. + მეორეში ეწერა: „უკანასკნელ ხანს საბირჟო წრეებში დიდი ალიაქოთი ასტყდა „გინცი + და კვაჭანტირაძის“ აქციების უმაგალითო გაძვირების გამო. ნომინალური ას + მანეთიანი აქცია გუშინ ხუთასად იყიდებოდა“. + მესამეში დაწვრილებით იყო აღწერილი თურქესტანის კონცესია. ხოლო წერილი ასე + თავდებოდა: „ამ კონცესიას მხოლოდ კვაჭანტირაძის მტკიცე ხელი მოერევა. + გულწრფელად ვუსურვებთ მას გამარჯვებას“. + ასეთი წერილების დაბეჭდვა კვაჭის ძვირად უჯდებოდა, მაგრამ რაც მან მცირე + საბირჟო ცნობის დაბეჭდვის მეოხებით ერთ დღეში მოიგო, კვაჭი იმ ფულით მთელ + გაზეთსაც იყიდიდა. + უკანასკნელ ხანს კვაჭი ნანობდა, რომ დღედაღამე ას საათს არ შეიცავდა. იმდენ საქმეს + მოჰკიდა ხელი, იმდენად იფხრიწებოდა სილიბისტროს შვილი, რომ ერთხელ ელენემ + ხუმრობით უთხრა: + - შენ სულ გამოფიტულხარ, კვირაში ერთხელ გაგონდები და ისიც... წმინდა გრიგოლი + რომ არ გეხმარებოდეს... თავს დაგანებებდი. + - კაი, ნუ სულელობ! - შეუტია კვაჭმა. + მაგრამ ელენეს ნათქვამში სიმართლის თესლი ერია. კვაჭიკო ნაჭარბევი + სირბილისაგან, ფეთიან მუშაობისაგან და უძილობისაგან მართლა დადნა და + გამოიფიტა. თვალებში წინანდელი ცეცხლი აღარ ენთო და მისი სისხლის + შადრევანიც უწინდელივით აღარ სცემდა. დაჭიმულ ძაფებს მართლაც ვერ + მოადუნებდა, სანამ სამიოდე დიდ საქმეს არ გააიმასქნებდა. დღეში რამდენიმე საათი + წმინდა მასწავლებლისთვის უნდა მოენდომა, მერმე თავის ბინაზე მსხვილფეხა + სტუმრები უნდა მიეღო, შემდეგ ბირჟაზე უნდა გაერბინა, განუსი და მათი ცოლებიც + ენუგეშებინა, კვირაში ორჯერ მაინც ტანიას წინაშე და-ძმური ვალი უნდა მოეხადნა, + არც ელენე უნდა დაევიწყა და კიდევ ათასი წვრილმანი ბრძანება უნდა გაეცა. + მაგრამ კვაჭი არ იდრიკებოდა და თავგამწევი ცხენივით დაოთხებული მიჰქროდა + თავის საბედო ვარსკვლავისკენ, რომელიც თავის რჩეულს შორიდან უციმციმებდა, + ამხნევებდა და თითის ქნევით უფრო შორს და შორს იტყუებდა. + + + + + + + + + + ამბავი წმინდანის გადარჩენისა + საბედო ვარსკვლავისკენ ამ ქროლვა-ჭენებაში კვაჭი უხილავ კედელს წააწყდა. + თურქესტანის კონცესია ჭაობში ჩაწვა, წმინდა გრიგოლის ტაძრის საქმე არქივში + დაობდა, ჯარის მომარაგება ვიღაცამ მოიტაცა და სხვა საქმეებიც გაიყინა და + დაჟანგდა. + ჟურნალ-გაზეთებში კვაჭის სურათები და ქება-დიდება აღარ იბეჭდებოდა. + განუსმა კვაჭს სუსხიანი საყვედური უთხრა, ხოლო მისმა ლამაზმა ცოლმა ისე + მოიავადა თავი და ისე გამედიდურდა, რომ კვაჭი საწოლ ოთახშიც კი აღარ შეუშვა. + გინცი იღრინებოდა, ბირჟა ხელიდან მისდიოდა, ტანიამ განზე გაიწია და ელენეც კი + აიმრიზა. + კვაჭი ჩაფიქრდა, ძალიან ჩაფიქრდა. ცხადი იყო, რომ სილიბისტროს ერთა + იძირებოდა. მაგრამ კვაჭუნია არც ისე ადვილად დუნდებოდა. ერთხელ მან ტვინის + ნერვები დაიჭიმა, გაიჭინთა და ერთი მცირედი კომბინაციაც ჰშობა. + - კაი, აწი მე ვიცი! ბესო, მოდი აქ! + ერთგული ბესო გვერდით მოისვა და სულ ოციოდე სიტყვა ჩასჩურჩულა. + - კაი... მესმის... ეხლავე მივდივარ. მაგისთანა კაცი მყავს. + წავიდა და ერთ ნასტუდენტარ ბოგანოს ჰკითხა: + - გშიან? გწყურიან? + ის ბოგანო უკვე კარგად იყო გაჟღენთილი, მაგრამ მაინც დაიფიცა: + - სამი დღეა არაფერი არ დამილევია. მუცლის ჭიამ მეტის მეტად შემაწუხა. + - მაშ წამოდი, გავაჩუმოთ. + ერთ სამიკიტნოში შევიდნენ და დალიეს. ბოგანო რომ კარგად გაიჟღენთა და + ყბედობითაც დაიღალა, ბესომ ჰკითხა: + - გინდა ასიანი გაიკრა? + - ღმერთო დიდებულო! ასიანის გულისთვის ეხლავე ნევაში გადავვარდები. + - უფრო ადვილი საქმეა. შეგიძლიან ერთხელ ან ორჯერ ჰაერში რევოლვერი + გაისროლო? + - რევოლვერს კი არა, თუნდ ზარბაზანსაც დავაჭექებ. + - კეთილი და პატიოსანი. აი ოცი მანეთი. დანარჩენი მერმე იყოს. ეხლა კი მომყე. + ის ბოგანო კვაჭის ბინაზე მიიყვანა და უთხრა: + - აი სუფთა საცვალი და ტანისამოსი. აი აბაზანაც. ჯერ იბანავე, მერმე საცვალი + გამოიცვალე და კარგად გამოიძინე... დანარჩენს შემდეგ გეტყვი. ჯალილ! აქ მოდი. ამ + კაცს კარგად მოუარე. ეხლავე აბანავე და დააძინე. + მერმე კვაჭთან შევიდა და უთხრა: + - მე მზადა ვარ. + კვაჭმა ტელეფონს დაავლო ხელი: + - წმინდაო მამაო, ერთი თვეა ლოხტინის ქვრივი გეხვეწებათ, წყალობა მოიღეთ და + ინახულეთ... დიახ, დღეს საღამოს... რაო? ხიფათი? არავითარი ხიფათი. ეხლავე + მზვერავებს გავგზავნი... კეთილი, ერთი საათის შემდეგ გეახლებით. + კვაჭმა და ბესომ ცოტაოდენი კიდევ იჩურჩულეს და წავიდნენ. + კარგად რომ დაღამდა, გრიგოლი და კვაჭი ლოხტინის ქვრივის ბინიდან გამოვიდნენ + და ეტლში ჩასხდნენ. + იმ ეტლმა მალე ერთ მიყრუებულ ქუჩაში შეუხვია. სიბნელეში ორი ლანდი გამოჩნდა + და იმავე წუთს ორჯერ ზედი-ზედ დაიჭექა. კვაჭმა უმალვე ისკუპა ეტლიდან. + - შესდექ! გაჩერდი! შესდექი, თორემ გესვრი! - ყვირის კვაჭი და იმ ორ ლანდს + მისდევს. + ერთი ლანდი უმალ შესდგა. იმავე წუთს კვაჭმა იმ ლანდს სამჯერ ზედი-ზედ + დაახალა რევოლვერი და როცა იგი მიწაზე გაიშოტა, ერთიც საფეთქელში დააყოლა. + გაშტიკინებული კვაჭი ისევ ეტლში ახტა და მიაძახა: + - გასწი! + ერთი საათის შემდეგ რასპუტინს უთვალავი წარჩინებული და დიდებული + ულოცავდა გადარჩენას, ხოლო კვაჭს უდიდეს მადლობას უძღვნიდნენ. პოლიციის + ბოქაული მოვიდა, იმ უცნობის პასპორტი მოიტანა და სთქვა: + - ვიცნობთ იმ ჰარამზადას. განთქმული ტერორისტია. ძლივს არ მოვიშორეთ + თავიდან! + როდესაც დაფეთებული და მიბნედილი გრიგოლი საბოლოოდ გამოფხიზლდა, კვაჭს + დათვივით გადაეხვია, ატირდა და ალუღლუღდა: + - ჩემი სიცოცხლე შენი ნაჩუქარია. არ ვიცი, როგორ უნდა გადაგიხადო მადლობა... + მთხოვე რაც გინდა. + კვაჭმა დრო იხელთა და სათხოვნელი სთხოვა. + - უეჭველად... უეჭველად! - ბურტყუნებდა წმინდანი - ზეგვე წავიდეთ „პაპასთან და + მამასთან“... ყირიმიდან დაბრუნებაც მივულოცოთ და საქმეც გავაკეთოთ. მოდი + ერთხელ კიდევ ჩაგეხუტო, ჩემო აპოლონჩიკ, ჩემო ერთგულო ძმაო და მეგობარო. + იმ დღიდან კვაჭი კვაჭანტირაძისთვის ყველა ზემოურთა ყველა კარები გაიხსნა და + გაიღო. + საღამოზე კვაჭის ტელეფონი დაიღალა ხრიალით და წკარუნით თითქმის მთელ + პეტერბურგს გაეგო, რომ მეორე დღეს კვაჭი უმაღლეს საფეხურზე უნდა ასულიყო. იმ + საღამოს კვაჭისთან სადარბაზოდ რამდენიმე ახალი ბანკირი, მინისტრი, სენატორი, + მღვდელმთავარი და გენერალი მივიდა. ოთახები და კიბე გაივსო და აჭრელდა + ასნაირ მუნდირით, ანაფორებით, ცილინდრებით, კარტუზებით, შაპოებითა და + უბრალო ქუდებით. + ზოგნი ულოცავდნენ, ზოგნი სათხოვარს აბარებდნენ, ზოგნი მადლობას უძღვნიდნენ + და ზოგნიც რჩევას და დარიგებას აძლევდნენ. + მდივნები დაიღალნენ და ოფლში გაიწურნენ იმოდენა ხალხის ჩაწერით, + გამოკითხვითა და ფულის თვლით. კვაჭი ძლივსღა იდგა ფეხზე. + - ვაა, სურფ-სარქისას დღეობაა და თელეთობაა?! - უკვირდა ჰავლაბრიანს. + - მოუსვი, სედრაკ, სანამ დრო გაქვს! - ურჩია ჩხუბიშვილმა, რომელსაც მორჩილის + შავი ტანისამოსი ძალიან უხდებოდა. + - არავინ გეიპაროს, წინ წასწიე მაი ყულაბი. რამდენჯერ გაივსო? - იკითხა + ჩიკინჯილაძემ. + - მეოთხე ივსება. დღეს ძალიან ბევრია ოქრო და ქაღალდის ფული. ზოგნი ბეჭდებს + ჰყრიან. ზოგნი საყურეებს, ზოგნიც ძეწკვებს. + ბოლოს, როგორც იყო, დალიეს და დასცალეს ოთახებიც და კიბეც. + - აბა, დასთვალეთ! + დაღლილი კვაჭი ტელეფონს აწვალებდა: + - ალო! ელენე შენ ხარ?... შენც გეიგე? მანდ არის გრიშკა?... როგორ, ფრეილინობას + გპირდება? აპა, აშენებულხარ!... კი, რა თქმა უნდა, მეც ჩავურთავ ორიოდე სიტყვას. + რას მოესწარი!... კაი, გენაცვალოს ჩემი თავი, ქე გიცნობ ვინცხა ბრძანდები.... აჰა-ჰა! + კვაჭანტირაძის ნააზნოურალი არა ხარ? ქე გიცნობ აზნოური მეც ქე ვარ, მარა... რაო? + კაი, გენაცვა, თავს ნუ იგდებ! შენ თვითონ ხარ აშორდიას აზნოური, თვარა + კვაჭანტირაძე ბაგრატ მეფის სარდალი იყო!... აჰა-ჰა! აპა, არ გცოდნია ისტორია და ეგ + არის!... აპა, დეიხსომე ჩემი სიტყვა; ხვალ თუ თავადიშვილობა არ გავაიმასქნა, მაშ + კვაჭი აღარ ვყოფილვარ, აწი მშვიდობით! აწი გრიშკა ეშმაკების განძევებაშია + გართული?! იწამლე, იწამლე! კაი ექიმი გყავს, უკეთესი აღარ გინდა... მშვიდობით, + ჩემო მტრედო, ჩემო ლამაზო მეგობარო! მშვიდობით! ნახვამდის! ხვალამდის! + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი უზენაეს საფეხურზე ახტომისა + გაკრიალებული მატარებელი შხუილით, ოხვრით და ქშენით მიადგე ცარსკოე სელოს + სადგურს. მანქანა და მოედანი ასნაირი მუნდირით აჭრელდა. + გრიშკა და კვაჭი ძლივს ასწრებენ სალამის მიცემას. იარაღში ჩამჯდარ ჯალილა + თვალებს აცეცებს და ბურტყუნებს. + - ვაჰ-ვაჰ-ვაჰ! ყოლანი თუ ფადიშახთან სავიდნენ, სხენები არ ეყოპათ. + ოქროს ღერბიანი ორმოციოდე ლანდო და ავტომობილი გაივსო მინისტრებით, + სენატორებით და კარის-კაცებით. გრიშკამ ავტომობილს მიაფურთხა: + - фу, бесовская штука! Чортов кусов! В жисть не сяду туда! Эй, ты попугайчик, давай суда + хфаитон! + ჩასხდნენ, ბალიშებზე მიწვნენ და თქარა-თქურით გასწიეს სასახლისკენ. განიერ + მარმარილოს კიბესთან და შესავალში კარის ხალხი ირევა: ჰულანები, ჰუსარები, + კავალერჰარდები, კამერიუნკერები, კამერ-პაჟები, კამერჰერები, ჰოფმარშალი, + შტალმეისტერი და ასნაირი უცნობ-ნაცნობი თანამდებობისა და ხარისხის მოხელე. + კარის კომენდანტი გენერალი ვოეიკოვი ჩუმს ბრძანებას ისმენს კარის მინისტრისაგან + და მარჯვნივ და მარცხნივ ჩუმადვე აძლევს შესაფერ განკარგულებას. + გრიშკა და კვაჭი სასახლეში შევიდნენ. კვაჭმა იმ უზარმაზარ დარბაზს გადაჰხედა. + თვალი აუჭრელდა, გონება დაუბნელდა და აღარ იცოდა რა გაეშინჯა, საიდან დაეწყო, + რას დაჰკვირვებოდა: ბროლს, ბრინჯაოს, მარმარილოს, ოქროს ვერცხლს, აბრეშუმს, + გობელენს, სურათს თუ ქანდაკებას. + ოქრო-ნაკერ მუნდირებში გამოწკეპილი დიდებულნი ძეგლებივით იდგნენ და იმ + ცოცხალ ძეგლებს ათ-ნაირი და ათ-ფერი სარტყლები და თვალ-მარგალიტით + შემოსილი ჯვრები, მედლები და ვარსკვლავები ეკიდათ. + გრიშკას დანახვაზე იმ ძეგლების თავები დაბლა იხრებოდნენ, მათს პირსახეზე + ღიმილი და მოწიწება იბეჭდებოდა და მერე ისევ უწინდელივით იყინებოდნენ. + შემოდგომის მზეში იგი დარბაზი, ესოდენის თვალმომჭრელი ძვირფასეულობით + აღსავსე, პატარა მზესავით ლაპლაპებდა და იწოდა. + ყველას თავისი ადგილი აქვს მიჩენილი, მაგრამ ყველანი მაინც სცდილობდნენ ერთი + გოჯით მაინც წასწიონ წინ თავიანთი ცხვირი, რათა თავიანთი თავიც უკეთ დაანახონ + და სხვებიც კარგად გაშინჯონ. + -Што, Аполончик, небось ндравится? Глаза лупаешь? ничаво дяржись за мнеб вывезу! + უთხრა გრიშკამ დაფეთებულ და დარცხვენილ კვაჭს. + ერთი კარები გაიღო. + - მეფე-დედოფალი მობრძანდებიან! + გვარდიის დარაჯებმა ხმლები წინ წასწიეს, მხედრებმა ხელი საფეთქლებზე მიიდეს + სხვებმა თავები დახარეს და ყველანი მოიდრიკნენ და მოიკაკვნენ. + კარებში მეფე-დედოფალი და მემკვიდრე გამოჩნდნენ. შუაში მეფე მოდიოდა. + მარცხნივ დედოფალი მოგოგავდა, მარჯვნივ მცირეწლოვანი უფლისწული ალექსი + მოჰყავდათ, რომელსაც უკან მისი აღმზრდელი მეზღვაური დერევენკო მოსდევდა. + ყველანი უბრალოდ და მარტივად იყვნენ ჩაცმული, რამაც კვაჭი ფრიად გააკვირვა და + გააშტერა. სამივენი მარცხნივ და მარჯვნივ უკრავდნენ თავს და ოდნავ იღიმებოდნენ. + უცებ გაუგებარი და უცნაური რამ მოხდა: აქეთ-იქიდან გამოხტნენ და გამოგორდნენ + სალოსნი და ღვთის სულელნი - მახინჯნი, გონჯი და მანკიანნი და პრანჭვით და + გრეხვით, წივილით და კივილით, ბოდვით და როშვით დაედევნენ მეფე-დედოფალს, + გრიშკამ წაიჩურჩულა: + - А, юродивые, блаженные черти! Опережать хотят? Нетб шалишь! Аполончик, при за + мной! Да ни зивай! чево рот то разинул?! + და იმავე წუთს მოსხლტა და თან კვაჭიც დაითრია. მეფე-დედოფალი მობრუნდნენ + და, თანახმად ძველი წესისა, იმ მასხრებსა და მახინჯებს, იმ უენო, უხელო და უფეხო + ღვთის-კაცებს და ღვთის სულელებს უღრმესი სალამი მისცეს, მერე ყველას გაუღიმეს, + თავზე ხელი გადაუსვეს და მოუალერსეს. + ირგვლივ მდგომი ცოცხალი ძეგლები იღიმებოდნენ, გულში კი ზოგნი ბრაზს + იგუბებდნენ იმის გამო, რომ მეფის კარები ჯერ მასხარა ღვთის-კაცებისთვის გაიღო, + ხოლო შემდეგ მათთვის, მინისტრებისა და სხვა დიდებულებისთვის. + ცერემონმეისტერმა თავის საქმე კარგად იცოდა: მეფე-დედოფალი რომ გაბრუნდნენ, + მან სალოსნი და გონჯნი ღიმილით და ალერსით შეაჩერა, ხოლო გრიშკას და კვაჭს + მოწიწებით მისცა სალამი და კარი გაუღო. გრიშკამ კვაჭს ხელი წაავლო და იმ ოთახში + შეაგდო, სადაც მეფე-დედოფალი მიიმალნენ. + - წმინდაო მამაო! + - Мои миленькаи! Мама! Папа! Алеша! + ჩაეხვივნენ, ჩაეხლართნენ და დიდხანს ჰკოცნეს ერთმანეთს. + - Вот, миленькаи то возрадовали мине и Боха! Как ездили то? А мама здорова, Алеша + тоже. А ты, Николаша, маленько того! Дай Бох! Дай то Бох! А я вот маво хранителя и + спасителя княза Аполончика привез показать. Хаарош, о-о-о как харош! А как молится то + круто, как молится, то прытко! Его надоти ласкать, миленькаи, так хочу я! Да, я! Да! - + მერმე მემკვიდრეს მიუბრუნდა: - Алеша, подь до миня! + და პატარა ბატონიშვილი მუხლზე დაისვა, ჩაჰკოცნა და ჩაუღიტინა, გაიცინა და + გააცინა. + მეფე-დედოფალმა კვაჭს ხელი გაუწოდეს და წმინდა გრიგოლის გადარჩენისათვის + მხურვალე მადლობა გადაუხადეს. კვაჭი ორივეს მოწიწებით ემთხვია ხელზე. + ნიკოლოზი ისე იღიმებოდა, თითქოს რაღაცას მორცხვობდა და რაღაცა ეხამუშებოდა. + თავადო, თქვენი გვარი? + კვაჭმა ერთ წუთში მოიკრიბა გამბედაობა: + - კვაჭანტირაძე გახლავართ, დიდო ხელმწიფევ! + - რა ამბავია კავკასიაში? + - დიდი რღვევა და არეულობა გახლდათ. ჩვენშიაც გაჩნდნენ ურიები და ეშმაკის + მოციქულები, მაგრამ ჩვენ, შენი ერთგული მონები და ყმები, არ შევუშინდით: + შევებით, ვაჯობეთ და ვხოცეთ, ხოლო გადარჩენილნი ისეთ ჯურღმულებში + ჩავყარეთ, ეშმაკებიც ვეღარ იპოვნიან. + და კვაჭმა მეფე-დედოფალსაც აუწერა თავის საქმენი საგმირონი: თუ როგორ + ესროლეს მას ყუმბარა, როგორ დაუშინეს სეტყვასავით ტყვია და როგორ განიზრახეს + მისი მოწამლვა, მაგრამ კვაჭი - მადლობა ღმერთს! დიდება უფალსა! - განგებამ + ყოველგვარ ხიფათს გადაარჩინა, რადგან უფალს სურს კიდევ გამოსცადოს მისი + ერთგულება ტახტისა და რუსეთისადმი. + - აკი გუშინ ერთხელ კიდევ გამოგცადათ უფალმა! + - დიაღ, დიდებულო მეფევ, მაგრამ მე მზად გახლავართ, თუნდ ყოველდღე, + დაგიმტკიცოთ ჩემი უაღრესი ერთგულება და თავგანწირვა. + - მადლობელი ვარ, თავადო, დიდი მადლობელი. თქვენს სამსახურს არ დავივიწყებ. + ეხლა მიბრძანეთ, თქვენის აზრით, კავკასია უკვე დამშვიდდა? + - სავსებით არა, მაგრამ... შიში ნუღარა გაქვთ, მეფევ: ნუ შედრკება შენი გული, დიდო + ხელმწიფევ! მრავალი ვართ წმინდა რუსეთში შენი ღვთის ერთგულნი, მაგრად + დაეყრდენ ჩვენს ძლიერ ზურგს. გამძლე და ძლიერია იგი. ვივლით და ბუმბულივით + გატარებთ. + დაღვრემილმა და ჩამომდნარმა მეფემ კვაჭი გულში ჩაიკრა, ორიოდე ცრემლიც + გადმოაგდო. თან თავის შემკრთალისა და დაშინებული გულის გამაგრებისათვის + კვლავ მადლობას ეუბნებოდა: + - მადლობელი, თავადო, მადლობელი!.. კარგად მოუარეთ ჩვენს წმინდა მამას. + გაუფრთხილდით. მტერი ბევრი გვყავს. + - აკი გითხარი, ნიკოლაშა, ალერსის ღირსია-მეთქი. - ჩაერია გრიშკა. - დაუბრუნე + აპოლონჩიკს თავადობა, ნიკოლაშა. აპოლონჩიკს ეს არის ეხლა თავადი უწოდე. მეფის + სიტყვა კანონია, უკან ვეღარ წაიღებ! + ნიკოლოზი გაწითლდა. კვაჭმა დაამშვიდა: + - დიდო მეფევ! თავადობა კვაჭანტირაძეებმა მეშვიდე საუკუნეში მიიღეს. მერვე + საუკუნეში ჩემი წინაპარი საქართველოს ჯარის მთავარსარდალი იყო. მას აქეთ + საქართველოს მეფეებს თოთხმეტი კვაჭანტირაძე ჰყავდათ ვეზირებად, მინისტრებად + და კათალიკოსებად. მეთვრამეტე საუკუნეში ოსმალებმა ჩვენი ციხე და სასახლე + აიკლეს, დაანგრიეს და გადასწვეს... საბუთებიც მაშინ დავკარგეთ. მთელმა კავკასიამ + იცის, რომ ჩვენ თავადები გახლდით და ჩვენი მამაპაპებიც აღარ გაჰყვნენ საბუთებს. + აზნაურობა შეგვრჩა, მეც ამაზე მეტი არ მიძებნია. + - კეთილი... ეგრე იყოს! - წაიბუტბუტა მეფემ და რაღაც ჩაიწერა. + „აშორდია გაფასდი!“ - წამოიძახა გულში კვაჭმა. მერმე ბაასი დაიწყეს სახელმწიფო + საქმეებზე. მეფეც და დედოფალიც ისე შესცქეროდნენ თვალებში იმ წმინდანს, + როგორც ოდესღაც ებრაელნი მოსეს, ოდეს მან სინას მთაზე თავის ხალხს ღვთის მიერ + ნაკარნახევი ათი მცნება გამოუცხადა. რაც მოისურვა და სთქვა გრიშკამ, ყველაფერი + გაიტანა და გაიყვანა. ერთგან მეფემ მორცხვად და მორიდებით ჩაურთო: + - გული ერთს მეუბნება, გონება კი მეორეს. + - უცებ გრიშკამ მუშტი ასწია და, რაც ძალი და რონე ჰქონდა, მაგიდას დაჰკრა. მთელი + ოჯახი შეინძრა და აზანზარდა. გაფითრებული დედოფალი წამოდგა, მემკვიდრემ + ტირილი დაიწყო, მეფე შეკრთა და გაოცდა. + გრიშკამ მეფეს თვალში თვალი გაუყარა, დიდხანს უცქერდა და სუსხიანად ჰკითხა: + - Ну, што? Где екнуло, здеся али туто? - და თითი ჯერ მკერდზე დაიდო და მერმე + შუბლზე მიიტანა. + - აქ... აქ ამიტოკდა... გული ამიკანკალდა! - მთრთოლვარე ხმით უპასუხა ნიკოლოზმა + და თითი გულზე დაიდო. + - То-то-же! როცა საქმეზე ჰფიქრობ, ჭკუას არ დაუჯერო, გულს ჰკითხე. ჭკუას გული + სჯობია. + დედოფალი გრიშკას ხელს დაეწაფა: + - მადლობელი... მადლობელი ვარ, წმინდა მასწავლებელო! + - კეთილი... ეგრე მოვიქცევი. - დაეთანხმა მეფეც. + დერევენკომ ატირებული უფლისწული ძლივს დაამშვიდა. კიდევ დიდ ხანს ზომეს, + სწონეს, და სჭრეს უდიდესი და ურთულესი სახელმწიფო საქმენი. იმ დღეს ზოგი + დიდებული ქვეით დასწიეს და ზოგნიც ზევით ასწიეს. ბოლოს, გრიშკამ მეფეს + აუდიენცია გაუთავა: + Ну, таперыча гайда отселева, Аполончик! Папа, а ты не плошай! Чаво пригорюнился то! + Дай Бох! Сиди крепко, а жидаи беса волю не давай. Да дави окаянных покрепче! Аш штоб + чертям тошно было! То-то! Ну, здорово! А тебе, мамаша апосля ишо скажу два слова. А + туточко буду, у цариц наших. + მეფე-დედოფალი კვაჭს ალერსით გამოეთხოვნენ, გრიშკას უძვირფასესი თავი მას + ჩააბარეს და კვლავისთვისაც დაჰპატიჟეს: „Попросту, на стакан чаю и для божественных + бесед“. + გრიშკა და კვაჭი გამოვიდნენ, იმავ წუთს ღვთის სულელნი ჟივილ-ხივილით, + წკმუტუნით და სიცილით შეცვივდნენ მეფე-დედოფალთან. + - Туточко подожди, я чичас! - მიუგდო კვაჭს გრიშკამ, იორღით გაირბინა ის დარბაზი + და მეორე ოთახში შესხლტა. + კვაჭს ნაცნობ უცნობი მინისტრები, სენატორები, კარისკაცნი და დიდებულნი + შემოეხვივნენ. მიულოცეს და ამბავი გამოჰკითხეს. + კვაჭი მიხვდა, რომ მან იმ ჟამს მეტად მაღლა აიწია. ამიტომ შესაფერი ცვლილება + მოიხდინა თავის კილოსა და გარეგნობაში: გასწორდა, გაიბღინძა და იმ დიდებულებს + ასეთი ინტერვიუ მისცა დაუდევარ კილოზე: + - ბედნიერი ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენი უძვირფასესი მეფე, დედოფალი და მემკვიდრეც + ყირიმში ყოფნის დროს შესამჩნევად გამოკეთებულან, ყველანი მშვენიერ გუნებაზე + ბრძანდებიან... პოლიტიკაში მოსალოდნელი ცვლილებანი? საიმისო არაფერია... + ალბათ გაძლიერდება დევნა ურიებისა და სხვათა უწმინდურთა, რომელთაც + უკანასკნელ ხანებში ოდნავ თავი წამოჰყვეს... ომი? ოსმალეთთან ომი ჯერჯერობით + სასურველი არ არის, რადგან ჩვენი ძალ-ღონე მალე უფრო დიდ საქმეზე + დაგვჭირდება... ვისთან? მაგას ჯერ ვერ მოგახსენებთ... მალე გაიგებთ... სახელმწიფო + სათათბიროც ცოტა უკან უნდა დავწიოთ... მინისტრებს და დიდებულებსაც ოდნავ + გავცხრილავთ. + მრავალს აუტოკდა გული ამ სიტყვების გამო - ზოგს შიშით და ზოგსაც იმედით. + იმ დღეს კვაჭმა რუსეთის ზემო სართულის გაცნობა დაასრულა. + ასე ჰფიქრობდა თვითონ კვაჭი და გრიშკას მოლოდინში უხვად უბნევდა წყალობას + და იმედს იმ დიდებულთ და წარჩინებულთ, ვინც მას ელოლიავებოდა და კუდად + დასდევდა იმ განზრახვით, რომ იგი როგორმე მოეშინაურებინათ და მეგობრად + გამოეყენებინათ იმ რთულს და სახიფათო თამაშში, რომელიც კარის გარშემო + განუწყვეტლივ იხლართებოდა გამარჯვების, წარმატებისა და კეთილი ცხოვრების + მოსაპოვებლად. + კვაჭმა ცხოვრების ეს ძირითადი დებულება ჯერ კიდევ მაშინ შეიგნო და შეითვისა, + როცა უნიფხოდ დარბოდა სამტრედიაში, ამიტომ იმ უუზენაეს დარბაზშიც წინ + მიიძღოლებდა ამ მცნებას, თავის ბუნებრივ ალღოს, დაგეშილ ყნოსვას და + ყოველნაირი ხერხით სცილობდა, რომ ყველასთვის ესიამოვნებინა, არავინ მოემდურა + და მტერი არ გაეჩინა, თუმცა, ამავე დროს ისიც კარგად იცოდა, რომ მისმა გამოჩენამ + სასახლეში და დიდმა წარმატებამ მრავალნი დასწია უკან და მრავალნი აღავსო + შურით და მტრობით. + წარჩინებულთა და დიდებულთა წრე კარის მინისტრმა - ახოვანმა ლამაზმა მოხუცმა + ბარონმა ფრედერიქსმა შემოარღვია და მოთაფლული ენით მოახსენა კვაჭს: + - თავადო! მათმა იმპერატორობითმა უდიდებულესობამან მეფემ და დედოფალმა + წყალობა მოიღეს და გთხოვეს დღეს სადილად ეწვიოთ. + კვაჭი ორად მოიხარა: + - ჩემი უუუქვეშევრდომილესი მადლობა და უუუზენაესი ბედნიერება უსაზღვროა და + ენით გამოუთქმელი. + იგი უსაზღვრო პატივი და უზენაესი ბედნიერება ესოდენ დიდებულთა და + წარჩინებულთაგან იმ დღეს მხოლოდ კვაჭმა და რასპუტინმა განიცადეს. + ეს იყო მართლა უზენაესი საფეხური კვაჭის საოცნებო კიბისა, რომელსაც მან უკვე + მიაღწია. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი ტახტისა და რუსეთის ხსნისა რღვევისაგან + ისტორია ყოველთვის სტყუის, მაგრამ ერთი ალილო მღვდელსაც შესცდებაო. + ასე დაემართა ჭორიკანა ისტორიასაც, რომელმაც შეცდომით წამოროშა სიმართლე და + ოქროს ასოებით მიუჩინა და მიუძღვნა თავის ნაბოდვარში კვაჭი კვაჭანტირაძეს მისი + ადგილი და წილი იმ უდიდესს, საშვილიშვილო და სამარადისო საქმეში, რომელიც + ჩაიდინეს იმ დაუვიწყარ დღეს გრიშკამ და კვაჭმა. + ეს საქვეყნო და საუკუნო საქმე, რომელმაც უკუღმა დაატრიალა ქვეყნის და რუსეთის + ბედის ჩარხი, ოქროს ასოებით არის ჩაწერილი რუსეთის ისტორიაში და კვაჭის + საქვეყნო სამსახურიც შესაფერად არის აღნიშნული და დაფასებული, მაგრამ იმ + საქმეში კვაჭი მოხსენებულია ფსევდონიმით, ერთი ასოთი - K-თი, რადგან კვაჭი, + როგორც ათასჯერ იყო დამტკიცებული, მეტად მორიდებული და მორცხვი ყმაწვილი + ბრძანდებოდა და ყოველთვის ერიდებოდა რეკლამას და აფიშას. თუმცა ახლაც + კანტიკუნტად მოიძებნებიან კვაჭის მოშურნენი, რომელნიც ამტკიცებენ, ვითომ ის „K“ + კვაჭანტირაძე კი არ ყოფილიყოს, არამედ დიდი მთავარი პოეტი კონსტანტინეო, + მაგრამ, - მადლობა უფალსა! - ცნობილმა ისტორიკოსმა ჭორიშვილმა ეს ვერსია + საბოლოოდ გაჰფანტა და კვაჭანტირაძეს ღირსეული ალაგი მიუჩინა ქვემოაღნიშნულ + საქვეყნო ამბავში. + იმ ისტორიულ სადილს, გარდა მეფე-დედოფლის, მათი მემკვიდრისა და ოთხი + სეფეწულისა, მხოლოდ გრიშკა, კვაჭი, კარის ქალი ვირუბოვისა და სახლთუხუცესი + ბარონი ფრედერიქსი დაესწრნენ. + სადილის შემდეგ, როცა სუფრიდან უწლოვანნი ადგნენ, როცა სასულიერო ბაასი და + სულის საცხონებელი მუსაიფი გათავდა, დედოფალმა ღელვით და თრთოლვით + ბრძანა: + - წმინდაო მამაო! შენ ყოველთვის ჩვენი ერთგული მეგობარი და საიმედო მრჩეველი + იყავი... ყოველი შენი ნათქვამი წინასწარმეტყველებად გადაიქცა, ყველაფერი + გამართლდა: იაპონიის ომის წაგება, რევოლუციის დამარცხება, მემკვიდრის + დაბადება და მრავალი სხვა ამბავი. ამიტომ უშენოდ, შენც კარგად იცი, ვერ ვბედავთ + ვერაფრის გადაჭრას. + - ძალიან კარგად იქცევით! - მიარტყა გრიშკამ. + - საქმის გადადება ყოვლად შეუძლებელია. ყირიმში რომ იყავი, წმინდაო მამაო, ნიკას + მაშინვე უნდოდა ეთქვა ჩვენი დარდი, მაგრამ მე გადავადებინე. ეხლა კი დადგა დრო + უდიდესი საიდუმლოების გამჟღავნებისა, ოღონდ უნდა იცოდეთ და გახსოვდეთ, + რომ ეს საიდუმლოება ექვსთა შორის უნდა დაიმარხოს. თუ ეს ამბავი ნაადრევად + გამჟღავნდა, სახელმწიფოს საშინელი ხიფათი მოელის. + კვაჭმა ფიცის ნიშნად თითი ასწია. + - ნუ სწუხდებით, თავადო! მიუბრუნდა მას დედოფალი: - ფიცი საჭირო არ არის, + ყოვლად შეუძლებელია, რომ ჩვენი წმინდანის რჩეული მეგობარი ყბედი გამოდგეს, + ეხლა საქმეზე გადავალ... თქვენც გეცოდინებათ, რომ ხუთიოდე წლის წინათ, როცა + რუსეთი მეტისმეტად აირია, ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა ტახტიდან ჩამოსვლა და + უცხოეთში გახიზვნა. მაშინ ჩვენი თავი და რუსეთიც ჩვენმა წმინდა მოძღვარმა + გადაარჩინა, რომელმაც დაგვაჯერა და ტახტზე თითქმის ძალით დაგვტოვა. + - მერე, განა არ გამართლდა ჩემი წინასწარმეტყველება? - იკითხა გრიშკამ. + - გამართლდა, წმინდაო მამაო, სავსებით გამართლდა. ამიტომ ვლოცულობთ შენს + სახელს და ამიტომ ვფიქრობთ შენს სიცოცხლეშივე წმინდა გრიგოლის სახელობაზე + ეკლესია ავაშენოთ. მაგრამ საქმე ის არის, რომ ნიკამ ტახტიდან ჩამოსვლის აზრი + აქამდის არ მოიშორა. + - რაო?.. როგორ?.. - ერთხმად წამოიძახეს გრიშკამ და კვაჭმა. + - ეხლაც სულ ამაზე ჰფიქრობს და იჟინა და აიხირა: ჩვენ რუსეთში კეთილად ვერ + ვიცხოვრობთ უდიდესი ხიფათი მოგველის, ყველანი დავიღუპებით, რუსეთი თავზე + დაგვენგრევაო... მარტო მე ვერაფერს გავხდი, ვერ დავაჯერე. მიშველეთ რამე, მამაო + წმინდავ! თქვენც, თავადო! გვირჩიეთ, ღვთის ნება შეგვატყობინეთ, მამაო! ჩვენო + მხსნელო, ჩვენო წმინდანო, გვიშველეთ! გვირჩიეთ! + და დედოფალი ატირდა, აქვითინდა. ნიკოლოზს თავი ხელებში ჰქონდა ჩამალული. + გრიშკაც ჩაფიქრდა. ყველანი დიდხანს სდუმდნენ და გრიგოლს უცდიდნენ. ბოლოს, + შუბლშეჭმუხვნილი წმინდანი წამოდგა და სასოებით სთქვა: + - უფლისა მიმართ ვილოცოთ! + ყველანი ადგნენ და ხატის წინ დაიჩოქეს. დიდხანს ილოცეს მეტანიით, სასოებით და + გულმოდგინედ. მერმე ისევ წამოდგნენ და კვლავ გრიგოლს მიაჩერდნენ. გრიშკა წინ + დაუდგა ნიკოლოზს და სუსხიანად ჰკითხა: + - ლოცვის დროს ღმერთმა რა ჩაგაგონა, რა პასუხი მოგცა? + თავჩაღუნული მეფე სდუმდა. მერმე თავი გაიქნია და ჩაიჩურჩულა: + - პასუხი არ მაღირსა. + - იმიტომ არ გაღირსა, რომ ცოდვილი და უღირსი ხარ. მოინანე ცოდვები შენნი, + განიწმინდე გული შენი ბოროტისაგან და მაშინ ღმერთი უფალიც გაგიღებს სიბრძნის + კარს. + დიდხანს აძლიეს რჩევა და დარიგება გარინდულს და იმედგადაწყვეტილ მეფეს. + აშინებდნენ და აფრთხილებდნენ, რომ ტახტიდან გადადგომას საშინელი არეულობა, + ანარქია, სახელმწიფო რღვევა, ომი, ცეცხლი და სისხლი მოჰყვებაო, რომ ღმერთი ამის + პასუხს მხოლოდ მას სთხოვს, რომ მეფობას სხვა ვერავინ გასწევს და ტახტზე ვერავინ + გამაგრდება. + კვაჭმაც მოიკრიფა ჭკუა და მჭერმეტყველება, მაგრამ ვერაფერს მიაღწიე. + დაღვრემილი მეფე თავჩაქინდრული იჯდა და ხმას არ იღებდა, მხოლოდ ნიშნად + უარისა დაღლილ თავს იქნევდა გამუდმებით. + გრიშკა უცებ გაფიცხდა, გამწარდა. უცნაურის ციებ-ცხელებით აკანკალდა. ხელები და + ტუჩები აუთრთოლდა, პირსახე გაუფითრდა, ცხვირი გაუთხელდა და თვალები + უცნაურის, ლურჯის ცეცხლით აენთო. უცებ ზედ მივარდა მეფს და დაუწყო + დატუქსვა და ყვირილი, თან ფეხებს უბარტყუნებდა და ხელებს ცხვირ-წინ უქნევდა: + - რაო?! აღარც ხალხს უჯერებ და აღარც უფალსა?! დაივიწყე, რომ უფლის ურჩი უნდა + ეკლესიისაგან შეჩვენებულ და განდევნილ იქნეს! „ანახთემა! ანახთემა!“ იმ მეფეს, + ვინც უფალიც დაივიწყა, სამწყსოც, ეკლესიაც და თავისი ვალიც! + მუქარისა და ანათემას გაგონებაზე მეფე წამოდგა, აცახცახდა, შეშინდა. გრიშკამ კი + ჭექა-ქუხილს მოუმატა: + - ვინ მოგცა ნება რუსეთის დანგრევისა? როგორ ჰბედავ ამდენი ხალხის დაღუპვას?! + გესმის თუ არა, რომ შენ ეშმაკებს და ურიებს უთმობ ტახტს?! მაშ შენც ეშმაკები + გაგჩენიან გულში! მაშ შენც ჯოჯოხეთის მოციქული ჰყოფილხარ! შენ მეფე კი არა, + ანტიქრისტე ხარ! ანტიქრისტე! ანტიქრისტე! + - უფალო შეგვიწყალე! - დაიკვნესა მეფემ და მთრთოლვარე ხელით ფართედ + გადიწერა პირჯვარი. + - я тибе говорю, цыт! Я, Григорий, тибе говорю, цыт! - ჰყვიროდა გაშმაგებული გრიშკა. - + დაიჩოქე! დაიჩოქე და შეავედრე უფალსა ცოდვანნი შენნი! ილოცე უფალი, ილოცე, + რათა გულიდან შენითგან განდევნოს სულნი ავნი და ეშმაკნი ჯოჯოხეთისანი! + და ხატის წინაშე პირქვე გამთხვეულ მეფეს თავთ დაადგა და პირჯვარის წერით + ევედრებოდა ხმამაღლა: + - წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდაო, შეგვიწყალენ ჩვენ!.. + სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმინდისათა, ამინ! + კვლავ დიდხანს იდგნენ ექვსივენი ხატის წინაშე და დიდხანს ილოცეს ხმამაღლა + მხურვალედ, მეტანიით, ცრემლითა და ოხვრით. ბოლოს, გრიშკა წამოდგა და სთქვა: + - აღსდეგ, მეფევ! აღსდეგ და გვითხარი, რა ჩაგაგონა, რა გირჩია უფალმა? + მიბნედილ-მისუსტებული მეფე უცებ მუხლებში ჩაუვარდა რასპუტინს. მეფს + გვერდით დედოფალმა და კარის ქალმა ვირუბოსამ წაიჩოქეს და სამივენი წმინდანის + ფეხებს, კალთებს და ხელებს დაეწაფნენ, ხარბად უკოცნიდნენ, უხვად ულბობდნენ + ცრემლით და ხელაპყრობილნი ჰბოდავდნენ და ჰყვიროდნენ ცახცახით: + - წმინდაო მამაო!.. შენ ხარ ჩვენი მაცხოვარი!.. შენ ხარ ჩვენი ქრისტე!.. შენ ხარ ჩვენი + მხსნელი და უფალი!.. სათნო გვიყავ და შეგვიწყალენ ჩვენ, მამაო წმინდავ! + გაფითრებული რასპუტინი გაშეშებულივით იდგა. თავი უკან ჰქონდა + გადაგდებული. გაყინული და გაკაშკაშებული თვალებით ხატს მისჩერებოდა. + მთელის ტანით ჰკანკალებდა. მერმე მარცხენა ხელი მეფეს დაადო თავზე, მარჯვენა + ხელით ფართედ იწერდა პირჯვარს და მთრთოლვარე ტუჩებით ჩურჩულებდა: + - გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ იხსენ წმინდა რუსეთი, მისი მეფე, მისი ოჯახი და + შენი მართლმადიდებელი ეკლესია რღვევისა და ჯოჯოხეთისაგან... უფალო, + შეგვიწყალენ, ჩვენ! ალილუია, ალილუია, ალილუია! ამინ! + მერმე დედოფალმა გრიშკას ხატის წინაშე მისცა ფიცი. + - ვფიცავ უფალსა ღმერთსა, წმინდა სერაფიმე საროველს, ჩემს შვილებსა და ქმარს, + რომ არ დაგტოვებ არასოდეს! არასოდეს, თუნდა მთელი ქვეყანა აგიმხედრდეს. მე + სიკვდილამდე და იმ ქვეყნადაც შენთან ვიქნები. გეფიცები ერთგულებას და + მორჩილებას. + ნელ-ნელა დაიმშვიდეს და დაიწყნარეს ლოცვით აღშფოთებული სული და + აფორიაქებული სისხლი. ბოლოს, გრიშკამ მიბნედილი მეფე წამოაყენა: + - ადექი, მეფევ! ადექი და იმეფე რუსეთისა სადიდებლად, წმინდა ეკლესიისა + გასახარებლად, ხალხის სანუგეშოდ და ჩვენი მტრების დასათრგუნად... და გაიხარონ + ცასა შინა ანგელოზებმა და ქვეყანასა ზედა ყოველმა მართლმადიდებელმა... განვედ + ჩვენგან, ეშმაკო! განვედ, ეშმაკო! + და ცრემლმორეული ნიკოლოზი გულში ჩაიხუტა. + - ამინ!.. ამინ! განვედ, ეშმაკო! განვედ! განვედ! - შიშითა და თრთოლვით + ბუტბუტებდნენ სხვებიც. + მერმე რიგრიგობით სიხარულის ცრემლით ჩაიხუტეს და ჩაჰკოცნეს თავიანთი, + ეკლესიისა და მთელი რუსეთის მხსნელი, წმინდანი და მაცხოვარი გრიგოლ + რასპუტინი. + კვაჭის დაჯილდოვება, ერთი დედაკაცის ბოდიში და ორიოდე სხვა ამბავი + (გამოტოვებული იყო) + - ნახე, დარწმუნდი? - ეკითხებოდა მეფის ვაგონში გრიშკა გაოცებულ კვაჭის. + - საკვირველ არიან საქმენი შენნი, დიდო მასწავლებელო და სასწაულთ-მოქმედო! + ვნახე, გავიგე და დავრწმუნდი. + - ერთხელ კიდევ ვიხსენი უუდიდეს ხიფათისაგან რუსეთი, ეკლესია და მეფე. + -უუდიდესი ძეგლის ღირსი ხარ, დიდო მასწავლებელო, მხსნელო ჩვენის ქვეყნისა! + ხვალვე შევუდგები წმინდა გრიგოლის ტაძრის აშენებას. + - ეგ საქმეც ხომ გაგიკეთე. ოთხ მილიონს დედოფალმა ერთი მილიონი კიდევ + დაუმატა დღევანდელი დღის აღსანიშნავად. ეხლა შენ იცი, რა დიდებულს ეკლესიას + ააშენებ. ხუთ მილიონად დიდი ტაძარი აშენდება, არა? + - ისეთ ტაძარს დაგიდგამ, რომ აია-სოფიოც დაჩრდილოს და რომის პეტრეს ტაძარიც. + ღვთის შეწევნით მოვერევი ამ საშვილისშვილო საქმეს. სამაგისო ცოდნაც მაქვს და + გამოცდილებაც. + - თავადობაც ხომ დაგიმტკიცე! არხების „კონციციაც“ ხომ მოგეცით „ყურკატანში“! + ჯარისათვის ოცი მილიონის მუნდირიც ხომ გაიკარი! + - უკვდავნი არიან საქმენი შენნი წმინდაო მამაო! + - შენზეა ათი ათასი. + - ხვალვე მოგართმევთ, წმინდაო მამაო. + - ელენეც ხომ ჩავწერეთ კარის ქალად! ფრეილინა გავხადეთ, სტას-დამა და კავალერი + მეფის ორდენთა, მაშ! არ კი გაიბღინძოს, სიკეთე არ დაივიწყოს, თორემ... + - არა, წმინდაო მამაო, არა! ელენე მაგისთანა ქალი არ არის. + - სინოდიც შევცვალეთ, ურჩნი გავყარეთ. ძაღლი ილიოდორი და კერპი ჰერმოგენიც + უდაბნოში გადავიყვანეთ, ახალი მინისტრები დავნიშნეთ, ჩვენი მომხრე მღვდელ- + მთავარნი დავასაჩუქრეთ. გიხაროდეთ, მართლმადიდებელნო! სთრთოდეთ და + ძრწოდეთ, ურიებო და ეშმაკნო! Знай нашво брата! + უცებ ლამაზ ქალს მოჰკრა თვალი. მოსხლტა და გამოუდგა. ხუთი წუთის შემდეგ + კვაჭიც გაჰყვა. შორიდანვე ხმაურობა მოესმა. + ერთ კუპეს კარებში გაფითრებული გრიშკა ყვიროდა: + - Ты чаво кобенишься то, стерва?! მეფე-დედოფალი ხელზე მკოცნიან, შენ კი იპრანჭები + და იგრიხები?! რაო? არ მიცნობ? გრიშკა რასპუტინს არ იცნობ? მაშ მე გაჩვენებ, ვინცა + ვარ! შე უნამუსო, შე მაწანწალავ, შე... + და ისეთი სიტყვები მიაყარა, რომ ის ვაგონიც კი გაწითლდა. + კვაჭმა ხვეწნით და ღრეჭით ძლივს გამოიყვანა და დააბრუნა თავიანთ კუპეში დიდი + მასწავლებელი, რომელიც აღარ სცხრებოდა და კატორღით იმუქრებოდა. + ათიოდე წუთის შემდეგ ის ქალი და მისი ქმარი - სამართლის მინისტრის + შჩეგლოვიტოვის დიდი მოხელე და მეგობარი - გრიშკას კუპეში ფეხაკრეფით + შემოვიდნენ და მოწიწებით ბოდიში მოითხოვეს. + გრიშკა ლაპარაკსაც არ ჰკადრულობდა. ნაწყენი და დაშინებული ქმარი გაბრუნდა. + კვაჭიც გაჰყვა. + - აპოლონჩიკ! მაგ კარებთან დადექ და არავინ შემოუშვა! - მიაყოლა გრიშკამ. + კვაჭი გარედან კარებს მიეყუდა და ქალის ქმარი შიგნით აღარ შეუშვა, თანაც ანუგეშა: + -ნუ სწუხდებით, დამშვიდდით. პირობას გაძლევთ, რომ რამოდენიმე დღეში ორდენს + და უუდიდეს წარმატებას მიიღებთ. + ქმარმა მიიწია. მაგრამ ჯალილამ ხელში ხელი წაავლო, ბავშვივით უკან წასწია და + შეეხვეწა: + - Пажалета, барин, пажалеста не нада. Твая ханум придешь, потом придещь. + იმ მოხელეს კვაჭის დარიგება ჭკუაში დაუჯდა: თავისს კუპეში შევიდა და გაზეთის + კითხვას შეუდგა. + როცა მატარებელი პეტერბურგის სადგურს მიადგა და კუპედან ალეწილი, გაწეწილი + და გამხიარულებული დედაკაცი გამოვიდა, კვაჭმა ჰკითხა გრიშკას: + - იმ ქალს აპატიეთ? ბოდიში მოიხადა? + - ვაპატიე. რამდენჯერმე მოვხადე ბოდიში და ცოდვებიც მივუტევე... მაშ რა უნდა + მექნა? ქრისტიანი ვარ. აი, მისი მისამართი ჩაიწერე! + - მადლობა ღმერთსა! დიდება უფალსა! + - აპოლონჩიკ დღეს შენი სტუმარი ვარ „არკადიაში“. + - ამდენ ბედნიერებას ერთბაშად ვერ გავუძლებ, წმინდაო მამაო! + - ყველაფერი დაამზადონ, ფარდებიანი ლოჟა აიღე. სწორედ თერთმეტზე წავიდეთ. + ელენეც წამოიყვანე. ეხლა შინ წადი და დაისვენე. მეც უნდა დავისვენო. საშინელი + დღე იყო დღეს, საშინელი! უფალო, შეგვიწყალე და მოგვიტევე ცოდვანი ჩვენნი! + დასვენებისათვის სად ეცალა კვაჭის! მრავალი მოსამკალი, მოსახვეტი და მოსახვეჭი + ჰქონდა იმ საღამოს. თვისი „ბერლიე“ ჯერ განუსს მიუყენა: + - მომილოცავს!.. გავიმარჯვეთ!.. დავამტკიცეთ!.. - სხაპასხუპით მიაყარა გაშტერებულ + ბანკირს. - ხვალ თორმეტისათვის ანგარიში გამისწორეთ ... მთელი დღე სასახლეში + ვარ ... ძლივს დავახწიე თავი... სადილად დამტოვეს, აღარ გამომიშვეს... აუარებელი + ახალი ამბავი ... მრავალი ცვლილება ... ფლიგელ-ადიუტანტობა... + უამბო და გაბერა იმ დღის თავგადასავალი და „უუდიდესი, შეფიცნადები + საიდუმლოება“, თან ჭორიც დაუმატა. კვაჭის ნაამბობში წამდაუწუმ ისმოდა: + - დავნიშნეთ... გადავიყვანეთ... გადავწყვიტეთ... რუსეთი იღუპებოდა, ძლივს + დავიხსენით... მეფე დავაჯერეთ ... მე და გრიშკამ გავაკეთეთ... ყველაფერი + დაგვიჯერეს ... ყველაფერი შეგვისრულეს... მოიტათ, რაც საქმე გაქვთ! მოიტათ ჩქარა, + ხვალვე, ეხლავე, თორემ, ვინ იცის, რა მოხდეს, ვინ იცის, როგორ დატრიალდეს საქმე! + ... ხვალ დილის ათ საათზე თქვენთან მოვალ. უნდა წავიდეთ და დამტკიცებული + ხელშეკრულება მივიღოთ. შეიძლება ტელეფონით ლაპარაკი? გმადლობთ. + და ტელეფონს ვაცივით დაეტაკა: + - ალლო! ბესო, შენ ხარ? ჩემი მაკლერები მოსძებნე, ჩქარა! იპოვე საცხა. ერთი საათში + მაქინე ვიქნები ... კაი. კაი, მერე იყოს! + - ალლო! ელენე, გკოცნი ათასჯერ და გილოცავ ფრეილინობას... რაო, არ გჯერა? ხვალ + ან ზეგ რომ ქაღალდს მიიღებ, მაშვინაც არ დაიჯერებ? .. რაო? გრიშკამ გააკეთაო? კი, + მე და გრიშკამ გაგიკეთეთ აი საქმე. რაო?.. არ გრცხვენია, ელენე? ჰა-ჰა! კაი, კაი ..დღეს + არსად წახვიდე, ათზე შენთან ვარ, რაცხა დიდი საქმე მაქვს...ჰა-ჰა-ჰა! დევიჯერო? ..აპა + კარგი, მიეცი „ოტბოი“.. + - ალლო! გინცის ბინაა? აბრამ მოისევიჩ, თქვენ ბრძანდებით? მომილოცავს ყველა + საქმეში გამარჯვება. მეტს ვერაფერს გეტყვით. ნახევარ საათში თქვენთან ვიქნები. + დაიბარეთ თქვენი ინჟინერები და არქიტექტორები... ეხლავე? კეთილი, მოვდივარ... + ისევ განუსს მიუბრუნდა: + - მაშ ესე, ძვირფასო მეგობარო! ერთი კარგი საჩუქარიც თქვენზეა. ხვალამდის!.. + დილამდის!.. ხელზე ემთხვიეთ ჩემს მაგიერ თქვენს მეუღლეს. ვნანობ, რომ ვერ ვნახე. + გინცსაც შეუვარდა, სეტყვა მიაყარა, კვეხნით თვითონაც გაიბერა და ისიც გაჰბერა: + - მე და გრიშკამ გავაკეთეთ... აქამდის ვსადილობდით ... გადავაყენეთ... დავნიშნეთ... + გადავიყვანეთ... ტაძრის აშენებაც მე მომანდვეს. შეგიძლიათ ააშენოთ? იკისროთ? + - მე რას არ ვიკისრებ! მთვარეზე რომ რკინის გზის გაყვანა დამავალონ, ამასაც + ვიკისრებ. + - აი, გეგმა, აი, ხელშეკრულება, აი, დედოფლის წერილი... + - გავსინჯავ... ვნახავ... ვიანგარიშებ... + - საჭიროა ჯარისათვის ოცი მილიონის საცვალი, საბნები და ათასი წვრილმანი. აი, სია + და ფასები! ხუთი პროცენტი მომეცით და წაიღეთ. + - მაგასაც ვიანგარიშებ. პასუხი ხვალ დილით. + - მაშ მშვიდობით! ნახვამდის! კიდევ ათასი საქმე მაქვს...სახლში მინისტრები და + დიდებულნი მიცდიან...სალამი და ხელკოცნა თქვენს მეუღლეს...ნახვამდის, ჩემო + ძვირფასო მეგობარო! + კიბე ხალხით დაუხვდა სავსე. + - გაჰყარეთ! აღარ მიიღოთ ეს წვრილფეხობა! რა დროს ეგ არის! იმხელა საქმე + ჩამაბარეს, რომე ამ ხალხის ფულის დათვლაც არ ღირს. ბესო, დოუძახე ბირჟის + მაკლერებს. + კვაჭმა კარები ჩაიკეტა და კომისიონერებს სრული დარიგება მისცა, ნათქვამი + ჩააწერინა და გაისტუმრა. + - სედრაკ! დაარჩიე და შემოუშვი სუფთა ხალხი, დანარჩენი შენ გაისტუმრე... ჭიპი, + გეიქეცი სადგურზე, დოუხვდი სილიბისტროს და პუპის და დააბინავე. სანამ არ + ვეტყვი, ნუ მოვლენ ჩემთან. მოუარე, პატრონობა გოუწიე ... გიგო! ეს წერილები + წოუღე ოპერაში პრიმადონა ვოლჟინას! უყიდე დიდი თაიგული ბოდიში მეიხადე, + რომე ვერ მოვა თქვა. თუ მეისურვოს, წამეიყვანე „არკადიაში“. ავტომობილი არ + უყვარს? ლანდო შეაბმევინე. აპა, გეინძერი!.. + ისევ ტელეფონს ეცა: + - ალლო! „არკადია“? თავადი კვაჭანტირაძე ვარ ... შემინახეთ პირველი ან მეორე + ლოჟა, მორთეთ ყვავილებით ... მზად იყოს ყველაფერი... + ისევ მობრუნდა: + - ბესო, შენ ხარ? ვინ მიცდის? მეიტა სია. სენატორი შებინი ... არქიმანდრიტი მაკარი ... + გუბერნატორი ტიზენჰაუზენი... პალატის თავმჯდომარე კოჩუბეი ...კაი, კაი, პაწიე + დეიცადონ ...დევიღალე. + წამოწვა და მოისვენა, თან კომბინაციების ბადე ერთხელ კიდევ გასინჯა. იგი კარგად + იყო გაბმული და ნაანგარიშევი... კეთილი, ვნახოთ...ხვალ ვნახოთ... + - ბესო, დოუძახე, ვინცხაა მაქინე. + ერთი საათის შემდეგ კვაჭის სამოც-ძალიანი „მერსედესი“ სუვოროვის + პროსპექტისაკენ მიჰქროდა. ელენესთან რომ ადიოდა, კიბეზე გრიშკას შეჰხვდა. + გაიფიქრა: + - დამასწრო, მაინც დამასწრო ამ წუწკმა! + - აპოლონჩიკ, შენ ხარ? ვქეიფობთ ამაღამ? ყველაფერი მზად არის? + - ვქეიფობთ, დიდო მასწავლებელო, ვქეიფობთ! ყველაფერი მზად გახლავთ. სწორედ + თორმეტზე გამოგივლით. + ელენესთან დაღვრემილი და ნაწყენი შევიდა. გაწეწილ-ალეწილი ელენე მხიარულად + დაუხვდა, მიუალერსა და მოეფერა. + - მაინც დამასწრო იმ მუჟიკმა, განა! ყოლიფერი გიამბო? + - კვაჭიკოჯან, ნუ ხარ შურიანი, ყველაფერს ნუ მისდევ. ფული, თავადობა და + კარისკაცობაც იკმარე, თორემ ინანებ. + - ყოლიფერს საიდან მივდევ, ჩემო კარგო? მაგალითად, აკი შენი თავი გრიშკას + დავუთმე. ვკვდები, მარა რა ვქნა! აპა, დროა, ჩეიცვი. + ისევ ტელეფონს დაეძგერა: + - ალლო! ტანიჩკა, შენ ხარ? გკოცნი ათასჯერ... ხომ კარგად ბრძანდები? გინდა სულის + წასაწყმედი ალაგი გიჩვენო? .. ჩვენი მოძღვარიც იქ იქნება არ ინანებ, ნუ გეშინიან, თუ + გინდა ნიღაბი გაიკეთე... რაო, გეშინიან? .. ნუ შეშინდები მეთქი. ისე შეგიყვან იმ + ლოჟაში, რომ ეშმაკიც ვერ დაგინახავს... ელენეც მოდის, მომღერალი ვოლჟინაც, + ყველანი შინაურები ვართ... მაშ თანახმა ხარ? მაშ ჩქარა ჩაიცვი, გამოგივლით. + + ამბავი წმინდა გრიგოლის „პასპორტისა“ და ერთი + მეძავის გაჯოხვისა + + უკვე ღამის ორი საათია. + კაფე-შანტანში გახურებული სმა-ჭამა, ცეკვა, სიმღერა, მუსიკა და არშიყობაა. + უზარმაზარი დარბაზი იწვის. + ბროლის ურიცხვი მძივებით აკუნწლული ჭაღები ალმასივით კრიალებს. + ისმის სევრის ფაიფურის წკარა-წკური. + ვერცხლის კასრებში გაყინული და არტახებში გახვეული შამპანური ბროლის + თასებში ოქროს წინწკლებით იწინწკლება. + გაბერილ სურიდან თაფლისფერი კიურასო-შიპრი ჩამოხჩუხებს. + მუსკატი, მარსალა, ბენედიქტინი, ბორდო და ბურგუნდული წითელ-ყვითლად + ბზინავს და ქათქათებს. + ბაკარას ჭიქებში ცეცხლმოკიდებული შარტრეზი ცისფერი ალით იწვის. + ათფერად იწურება მრავალნაირი ეკზოტიკური ხილი: ანანასი, ფორთოხალი და + მანდარინი. + თავისთავად დნება ფრანგული მსხალი - სნჟერმენი და დუშესი. + ბამბასავით თეთრ მაგიდაზე უხვად გაბნეულია ალანძული ატამი, კალვილი, მწვანე, + ყვითელი, და შავი ყურძენი, იშვიათი ვარდი და ყვავილი. + ღადღადა კიბო და ომარი გაფარჩხულა და გაბობღილა. + შემწვარსა და მოხრაკულ ფრინველს ზევით აუყრიათ შეწითლებული გულმკერდი და + ფეხები. + ათასნაირად შეზავებული საჭმელი ნაწიწკნი და ხელუხლებელი ჰყრია. + უხვად მოსჩანს ნაირ-ნაირი ფერის, მოყვანილობისა და ჯიშის ტიტველი ბეჭი, + მკერდი, მკლავი და აბლაბუდაში გახვეული წვივი. + ერთმანეთში არეული ასფერი ფარჩა, ატლასი, ხავერდი და ლეჩაქი. + თვალს იზიდავს ვენეტიკური, გენეტური, ვალანსური და აღმოსავლური ნაქარგი, + ნაქსოვი და ოქრონემსული. + გიშრის, წაბლის, ხაკის, ჩალისა და ოქროს ფერი თმები აპენტილა და აბულულებულა. + თვალს სჭრის ბრილიანტი, ალმასი, ლალი, ფირუზი, ზურმუხტი, ამეთვისტონი, + მარგალიტი, ბადახში და ლაჟვარდი. + ლურჯი გველებივით დაკლაკნილი თამბაქოს ბოლი, ჭერისკენ ისვეტება და + ისრუტება. + თილისმური ალერსით ასისინებს, ყნოსვას აღიზიანებს ნელსაცხებელი. + ესტრადაზე ერთმანეთს აღარ აცლიან ფრანგნი, იტალიელნი, ესპანელნი, ალჟირელი + ურიები. ტუნისელი არაბები. იაპონელები და ქვეყნის ყოველი კუთხიდან წამოსული + მოცეკვავენი. + გიჟობს და დაჰქრის აღვირაწყვეტილი ესპანური, ჰუნგრულ ჩარდაში და პოლონური + მაზურკა. ურცხვად იკუზება კეკუოკი, ზომიერებას გადასცდა მატჩიში, იკლაკნება + ჟინიანი ტანგო და შიშვლდება ვნებიანი მუცლის-ცეკვა. + დაჰხტის ათნაირი ფერისა და ფორმის წვივი და ბარძაყი, შრიალებს ფარჩის კაბა და + ელავს თეთრი საცვალი. + ქალ-ვაჟნი ერთმანეთში ჩახლართულან, ჩაწნულან და, ერთმანეთის სუნთქვით და + ხორცით დამთვრალნი და თავბრუდახვეულნი, ლაღად და გატაცებით დასცურავენ + და დაჰხტიან ცეკვის ტალღებში. + ისმის ტრფობის ჩურჩული, ნართაული ოხუნჯობა და აღგზნებული კისკისი. + დარბაზს სჭრის ხშირი ელვა სურვილით ანთებული თვალებისა. + ავის ღელვით ჰღელავს შიშველი მკერდი. + სისხლისფერ ტუჩებზე და ელვის კბილებზე სთრთის ალმური აშლილი ჟინისა. + ნარკოტით ალესილი და მწვავე სასმელ-საჭმელით ალეწილი ხორცი დაცხრომას + ეძებს და + აჩუხჩუხებული სისხლი დაჟინებით მოითხოვს შენელებას და ჩაქრობას. + გაჩაღებული დარბაზი ვნების ალში და ბანგში გახვეულა. + იღრინება და მძვინვარებს პირ-სისხლიანი, კბილ-ალესილი, ფაფარაყრილი და + ახურებული მხეცი სიძვის და მრუშობისა. + იწვის, სდნება და ინთქმის იგი დარბაზი გარყვნილებისა და ჟინიანობის + აღვირაწყვეტილ ხანძარში. + ფარდებით ჩამოფარებულ დიდ ლოჟაში გრიშკა, კვაჭი, ელენე, ტანია ქეიფობენ და + ხანგამოშვებით ჩუმად სცენისკენ იყურებიან, სადაც რიგრიგობით მღერიან და + სცეკვავენ რუსული დასი, ბოშები, ზანგები, ტიროლელნი, ფრანგები და ესპანელები. + უკვე გალეშილი გრიშკა ხანგამოშვებით ბრძანებას იძლევა: + - აქ მომგვარეთ კეკ-უოკი! მაჩიჩიც!.. კიდეც იცეკვოს იმ გიშპანელმა!.. დაუძახეთ + ბოშების ქალებს! ყველას ვპატიჟობ!.. უთხარი, გრიშკა რასპუტინი ქეიფობს და + გიბრძანებსთქო!.. არ გამაჯავრონ, თორემ ამ ეშმაკების ბუდეს დავანგრევ! + გრიშკას აბრეშუმის ხალათის საკინძი ჩახეული ქვს, სახელოები დამკლავებული, + თმები გაწეწილი და წარბებამდე ჩამოფხატული, თვალები ამღვრეული, თავი + გახურებული და ნისლიანი. + მის ზეთიანსა და ნაღვერდლიან თვალებში მხეცი დასცურავს, გულში ცეცხლი + უნთია, ვერ მოუსვენია და შფოთავს ვითარცა მხეცი გალიაში. ხელებს უწესოდ + აფათურებს და ყველაფერს სვამს, რაც კი ხელში მოხვდება; ბღავილით მღერის ბილწ + სიმღერას და საეკლესიო საგალობელს; თოფივით ისვრის გაუგებარსა და ქუჩურ + სიტყვებს, რომლებიც ისარივით ჰხვდებათ გულში ტანიას, ელენეს და მომღერალ + ქალებს. + წამდაუწუმ ხან ერთს და ხან მეორეს ჩააცივდება: + - რას იპრანჭები! რასა სტოკავ გაუხედნავი კვიცივით! თუ ქეიფია, ვიქეიფოთ + ჩვენებურად, მუჟიკურად! გაიღეღეთ საკინძეები! მაჩვენეთ თქვენი გულმკერდი! + გაიხადეთ ტანისამოსი! + მერმე მსახიობ ქალებს დაერია, ბღლარძუნი ასტეხა და ერთს საკინძი ჩამოჰგლიჯა. + იმ ქალებმა ჟრიამული ასტეხეს. ზოგნი იცინოდნენ, ზოგნი ბრაზობდნენ და წასვლას + აპირობდნენ, გრიშკა კი უარესად გაკაპასდა და გაცხარდა: + - чаво кобенитесь то, стеры? Чаво брыкаетесь-то! + - თქვენისთანა ქალი ათასობით მინახავს, შიშველი, თქვენზე უკეთესი ქალები + ჩვენთან აბანოში დადიან ხუთ-ხუთნი და ათ-ათნი. დედოფალი მკადრულობს და + თქვენ ვიღა ჰყრიხართ! აი, ეს ხალათიც ჩემი „ბებრუცანას“ ხელითაა შეკერილი. დიაღ, + თვითონ დედოფალმა შემიკერა და თვითონვე მომიქარგა. აპოლონჩიკ, თავი დამანებე + მეთქი! ტანია, შენც გაჩუმდი! დღეს მეფეც და დედოფალიც ხელებს და ფეხებს + მიკოცნიდნენ და თქვენ ვიღა ოხრები ჰყრიხართ მეთქი?!. + კვაჭი გამხეცებულ გრიშკას ამშვიდებდა, ტანია და ელენე სირცხვილისაგან + იწვოდნენ, სხვები პოლიციას და რესტორანის პატრონს ეძახდნენ. ლოჟის გარშემო + ხალხი შეგროვდა. + - რაო?!. მაშ მე გრიშკა რასპუტინი არა ვარ? მაშ არა გჯერათ? თუ აგრეა, მიყურეთ! + გამსინჯეთ! დარწმუნდით! - შალვარი გაიღეღა და პირადობის საუკეთესო საბუთი + ამოიღო. + - არც ეხლა დაიჯერებთ?!. ეხლაც ვერ იცანით გრიშკა?! მაშ, აი, ჩემი პასპორტი! ნახეთ + და დარწმუნდით! ნახეთ და დაიჯერეთ!.. გაშინჯეთ! + ტანიამ და ელენემ შეჰკივლეს და გარეთ გაცვივდნენ. მათ რამდენიმე ქალი გაჰყვა + ლანძღვით და წყევლა-კრულვით. დანარჩენებმა ხარხარი ასტეხეს. ვიღაცამ იმ ლოჟას + ფარდა ჩამოჰგლიჯა და ხალხით გატენილს უზარმაზარ დარბაზს იგი პირუტყვი + თვალწინ გადაუშალა. დარბაზში ჟრიამული და ჩოჩქოლი ასტყდა, სცენაზე ცეკვა და + სიმღერა შესწყდა და მუსიკაც გაჩუმდა. ვიღაცამ დაიძახა: + - დაიჭირეთ! გაათრიეთ! + მეორემ მიაძახა: + - ტყუილია! სტყუის! ეგ რასპუტინი არ არის! მერმე ყველანი და ყველაფერი + ერთმანეთში აირივნენ. + - გაშინჯეთ! ნახეთ! აი, ჩემი პასპორტი! აი, ჩემი საბუთი! - ჰყვიროდა ლოჟიდან + გადმომდგარი გრიშკა. + დარბაზი ჰზანზარებდა. ერთნი ხარხარებდნენ: + - ჰა-ჰა-ჰა! ჰო-ჰო-ჰო! + მეორენი ჰყვიროდნენ: + - გააგდეთ!.. დაიჭირეთ - ოქმი შეადგინეთ! პოლიციას დაუძახეთ! საგიჟეთში + გაჰგზავნეთ! + და ყველანი იმ ლოჟას ფუტკარივით მიესივნენ, თან იმუქრებოდნენ, იცინოდნენ და + ჰშფოთავდნენ. + ჯალილა ლოჟის კარებს კლდესავით მიჰყუდებოდა. ხელი ხანჯალზე აქვს + დადებული. ცხენის თვალებს აბრიალებს და ხალხს ეხვეწება: + - პაჟალსტა, ბარინ, პაჟალსტა! ნე ხადი, ატო კროვ ბუდიტ. + ლოჟაში რესტორანის პატრონი და ბოქაული შეცვივდნენ. ვიღაცამ იმ ლოჟას + ჩამოგლეჯილი ფარდა ისევ ააფარა და იშვიათი წარმოდგენა გაათავა. ხალხის + დასამშვიდებლად და ყურადღების მისაზიდავად მომღერალთა გუნდი ყელის + ძარღვებს იწყვეტდა, ორკესტრი მძლავრად ჭყვიტინებდა. + გრიშკაც მოლბა, გონს მოვიდა და ბოქაულსღა ემუქრებოდა: + - ოქმი თუ დასწერე, კატორღაში დაგალპობ და შენს ხორცს ძაღლლებს შევაჭმევ, ჰო + ამას მე გეუბნები! მე, გრიშკა რასპუტინი! თავი დამანებეთ, მე თვითონვე წავალ, + აპოლონჩიკ, ამ ძაღლებს ფული გადაუყარე თითოს ასი მანეთი და ამათი ჯანი! ეხლა + კი წავიდეთ. სად არიან ტანია და ელენე?.. გაიქცნენ? კისერიც მოუტეხიათ. მე შენ + გეუბნები, ოქმი არ დასწერო მეთქი, თორემ... + და გალეშილი გრიშკა კვაჭმა ძლივს გაიყვანა. უკან სიცილი, მუქარა, ყვირილი და + სტვენა მოჰყვა. შუა გზაზე გრიშკამ გზა აურია: + - მარჯვნივ შეუხვიე! ეხლა მარცხნივ!.. ეხლა პირდაპირ!.. შესდექი! + და ავტომობილი მეძავთა სახლს მიაყენა. + - მასწავლებელო, რას სჩადიხარ! გვიცნობენ, მეფე-დედოფალი გაიგებენ. + - აპოლონჩიკ, გაჩუმდი! ვინ გაიგებს? ჩემი ბებრუცანა? გაიგოს! შენ ჯერ პატარა ხარ + და ჯერ არაფერი გესმის. გაიგოს, უფრო კარგი. უფრო მეტად შემიყვარებს... + დედაკაცის სულის და ხასიათისა შენ არაფერი გაგეგება. მოდი, მომყე!.. + მთვრალი დარბაზში შევარდა და დაიძახა: + - ვახლავართ მამზელებს!.. აბა, „კამარინსკუიუ!“ + და როიალის ხმაზე მარდად, ყოჩაღად და კოხტად ჩამოუარა კამარინსკული, თან + რამდენიმე ქალიც აიყოლია. მერმე ყველას ხუთ-ხუთ მანეთიანი დაურიგა და ოცი + ბოთლი ღვინო და არაყი მოითხოვა. ატყდა ჟივილ-ხივილი, კისკისი, ცეკვა, ხვევნა და + ბღლარძუნი. ღვინო დალიეს, ჭურჭელი დაამტვრიეს და იქაურობა წაჰბილწეს. + ბოლოს გრიშკამ ხუთი ქალი აირჩია და წაიყვანა. ერთმა ქალმა კვაჭი თითქმის + დაითრია, ჯალილამ ქერა შვიდფუთიანი აირჩია. + ნახევარი საათი გავიდა. ერთი ოთახიდან განუწყვეტელი კივილი და რჩეული + რუსული გინება ისმოდა. კვაჭი წამოსასვლელად დაემზადა და თავის + მასწავლებელსღა უცდიდა. უცებ იმ ოთახიდან, სადაც გრიშკა ქეიფობდა, ქალის + ხანგრძლივი კივილი მოისმა: + - მიშველე-ე-თ! მომკლე-ე-ეს! + კვაჭი ჯერ აივანზე გავარდა, მერმე ქუჩისკენ დაეშვა. ალაყაფის კარებთან სრულიად + ტიტველი და თმაგაწეწილი ქალი შეეფეთა, რომელიც წივილ-კივილით მირბოდა + ქუჩისკენ. უკან დიდი მასწავლებელი მისდევდა. ისიც ტიტველ-შიშველი იყო. + მისდევდა და თასმის ქამრით ტიტველ ქალს ჰშოლტავდა, თანაც ჰყვიროდა: + - А, стервы! А, подлая! А окаянная! На те! На те! На те! + თითო დარტყმაზე ქალი შეჰკივლებდა, აიკლაკნებოდა, გვერდით გაჰხტებოდა და + ისევ მირბოდა: + - მიშველეთ! მომკლა! + ჯერ კვაჭი და ორი მეეზოვე დაედევნენ, მერმე სხვებიც მიეშველნენ. გულწასული + ქალი ხელით წამოიღეს, სხვები გრიშკას მიესივნენ და შეუტიეს: + - დაჰკარით! დაიჭირეთ! + ჯალილა უმალვე იქ გაჩნდა. ხანჯალი ნახევრამდე ამოიღო და ბრბოს შეეხვეწა: + - პაჟალსტა, ხადი, პაჟალსტა... + პოლიციაც მოვარდა. გრიშკა არავის არ შეუშინდა და არავის არა დაუთმო რა. + - ჯერ ჩავიცვა და მერმე ვნახავ ვინ გაუბედავს წყენას გრიშკა რასპუტინს. + გოროდოვოი, ეს ძაღლები გარეკე, თორემ კატორღაში დაგალპობ! აბა, ჩქარა! გრიშკა + რასპუტინის სახელის ხსენებაზე სიცილი და ჟივილ-ხივილი ასტყდა. + - მართალია, მართალი! გრიშკა რასპუტინი უნდა იყოს. ერთი შეხედეთ, შეხედეთ!.. + - დაიშალენით მეთქი! - ყვიროდნენ პოლიციელნი. + ამასობაში გრიშკა ისევ სახლში შევიდა და ათიოდე წუთის შემდეგ ჩაცმული + დაბრუნდა. წინ ბოქაული გადაეღობა. + - რაო, ოქმიო? სიცოცხლე ხომ არ მოგბეზრდა? ცოლ-შვილი გყავს თუ არა? + - არა , ბატონო, მე... მე არაფერი ... მხოლოდ მინდა ჩემი თვალით ვნახო ჩვენი წმინდა + გრიგოლი... მეტი არაფერი... გაგაცილებთ, თორემ... + - საჭირო არ არის, აპოლონჩიკ! მადლობა გადაუხადე ამ ბოქაულს. ოცდახუთი + მიეცი... რა გვარი ხარ? ხვალ ან ზეგ მნახე. + და იმავე წუთს ავტომობილიც დაიძრა. + + + + აქა ამბავი წმინდანის ცოდვათა შენანებისა და + ბირჟის აფეთქებისა + + გრიშკას ერთი პატარა ოთახი ჰქონდა, ხატებით და სასულიერო ნივთებით სავსე. ეს + იყო მისი სამლოცველო. + ტორტმანით და ბარბაცით შევიდა იმ სალოცავში. სანთლის შუქით სუსტად + განათებული იესო სათნოიანი თვალებით ისე ჩასცქეროდა გრიშკას, თითქოს მას + საყვედურს ეუბნებოდა. + პირქვე დაეცა და დაემხო იმ ხატის წინაშე მოწყვეტილი, მრუში და ცოდვილი + რასპუტინი. დაეცა და შეჰბღავლა მას შეცოდებანი თვისნი: + - წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდაო, შეგვიწყალენ ჩვენ!.. უფალო + ძლიერო და მოწყალეო, შემინდე მე უღირსსა და ბოროტსა უამრავნი ცოდვანი ჩემნი + და მომივლინე მე განპატიჟება, რამეთუ ღირს ვარ!.. + უკვე დილის ნათელმა შემოანათა. გრიგოლი ისევ ლოცვაზე იდგა. სულწაწყმედილი + წმინდანი ისევ მეტანიით, ოხვრით, კვნესითა და მდუღარე ცრემლით ლოცულობდა, + თან მკაფიოდ და გარკვევით ამბობდა სალოცველს, ზოგჯერ საგალობელსაც იტყოდა, + მუშტით გულისფიცარს იმტვრევდა და მუხლისთავებს იქლეტდა. + შუადღე რომ გადავიდა, კვაჭმა თავის მასწავლებელთან შეირბინა. მოსამსახურემ + უთხრა: + - მამა გრიგოლი ლოცვაზე სდგას. წუხანდელს აქეთ არ გამობრძანებულა + სამლოცველოდან, არც არაფერი მიურთმევია, არც არავინ უნახავს. + კვაჭს გაუკვირდა, მაგრამ არ სწყენია, რადგან სწორედ იმ დღეს ათიოდე კომბინაცია + ჰქონდა „გასაიმასქნებელი“. მეორე დღეს ისევ შემოირბინა. მოსამსახურემ განუმეორა: + - მამა გრიგოლი ისევ ლოცვაზე სდგას. წუხანდელს აქეთ ჯერ არ გამობრძანებულა და + არაფერი არ მიურთმევია, არც ვინმე უნახავს. + - რა ამბავია? - გაიფიქრა კვაჭმა და იმ ოთახში შევიდა, რომლის გვერდით გრიგოლი + უკვე მეორე დღე იდგა ლოცვაზე. + იმ ოთახში, სამლოცველოს კარებთან ათიოდე მუხლმოყრილი მამაკაცი და დედაკაცი + იდგნენ და მხურვალედ ინანიებდნენ მასწავლებლის ცოდვებს. მათ შორის კვაჭმა + მიბნედილი ტანია დაინახა. მის გვერდით დაიჩოქა; თავი ჩაჰქინდრა, ხელნი და + თვალნი აღაპყრო ზეცად და ტუჩებიც ააცმაცუნა. სამლოცველოდან მასწავლებლის + მისუსტებული ხმა მოისმოდა. + - „და შემოსეს მას ძოწეული და დაადგეს შეთხზული ეკალთაგან გვირგვინი... და + იწყეს მოკითხვად მისა და იტყოდეს: გიხაროდენ მეუფეო ურიათაო! და ჰსცემდეს მას + თავსა ლელწმითა, და თაყვანისცემად მას. და ოდეს განჰკითხეს იგი, განჰსძარცვეს მას + ძოწეული იგი, და შეჰმოსეს თვისივე სამოსელი, და განიყვანეს იგი, რათა ჯვარს + აცვან“. + სახარების კითხვა გრიგოლმა ქვითინით შესწყვიტა. + ტანიამ შეჰკივლა და იატაკზე გაენთხო. თან ქვითინით გაჰკიოდა: + - კმარა! გაათავოს! იმყოფინოს! + სხვებიც აიშალნენ და ატირდნენ. კვაჭმა მიბნედილი ტანია მეორე ოთახში + გამოიყვანა, ძლივს დაამშვიდა და შემდეგ, რადგან კიდევ ორიოდე კომბინაცია + ჰქონდა დასამთავრებელი, ავტომობილში ჩახტა და ბანკირ განუსთან წავიდა. + საღამოზე ტელეფონით იკითხა: + - ალო! ჩვენი წმინდანი მამა როგორ ბრძანდება?.. რა, ჯერაც არ ამდგარა ლოცვიდან?! + არაფერი უჭამია?! არავის ნახვა არა ჰსურს? კარები ისევ დაკეტილი აქვს?! ღმერთო + დიდებულო, ეს რა ამბავია!.. მაშ, კარგი, ხვალ ისევ შემოვივლი... + მესამე დღეს საღამოს ჟამზე კვლავ გრიგოლთან შეირბინა. სამლოცველოს კარები ისევ + დაკეტილი დაუხვდა. წინა ოთახში უფრო მეტს შეგირდებს მოეყარათ თავი. ტანია + აღარ სჩანდა. გრიშკას ერთგულნი მოციქულნი და მიმდევარნი კარების შენგრევას + აპირებდნენ, მაგრამ ღვთისმშობელმა ლოხტინამ ყველანი დაამშვიდა: + - მიეცი მშვიდობა ძესა ღვთისას და ილოცეთ სულისა მისისა. ნუ ჰგოდებთ, ვინაიდან + ჩვენს წმინდა მაცხოვარს ძალუძს იმარხულოს თუნდ დღე ორმოცი. + ერთი კვირა გავიდა. გრიგოლის დიდი ოთახი წარჩინებულთა, დიდებულთა და + მისთა „მოციქულთა“ მიერ იყო სავსე. ზოგნი ჩუმად ლოცულობდნენ, ზოგნი ქადაგად + დაცემულიყვნენ და უცნაურს და გაუგებარს ჰბოდავდნენ. უცებ სამლოცველოს კარი + გაიღო. მოსამსახურემ წმინდანთან სხვებზე ადრე კვაჭი შეუშვა. მიბნედილი და + მილეული გრიგოლი ცარიელ იატაკზე იწვა. + - ღმერთო დიდებულო! წმინდაო მასწავლებელო! + - აპოლონჩიკ! ჩემო ერთგულო ძმაო და მეგობარო! - ძლივს ჩაიჩურჩულა გრიგოლმა. - + ნუ შესწუხდები, არა მიშავს რა. გაიგე და დაიხსომე: ღმერთი ჰხარობს, ოდეს + ცოდვილნი მოინანებენ შეცოდებათა თვისთა. მაშასადამე, როცა ღმერთი ეშმაკს + გვიგზავნის, უნდა ავყვეთ მას, უნდა ვიმრუშოთ და შევცდეთ, რათა საბაბი გვქონდეს, + ცოდვების მონანებისა. თუ ცოდვა არ ჩავიდინეთ, ვერც ვერაფერს მოვინანებთ. + იცოდე, წმინდანი ყოველთვის წაწყმედილია, რადგან ის უცოდველია, ხოლო + უცოდველი ვერაფერს მოინანებს, ვინაიდან მას ცოდვაც არა აქვს. გაიგე? მიმიხვდი? + - გავიგე და დავიხსომე. უძირო და უსაზღვრო არს სიბრძნე შენი, ჰოი წმინდანო! + გრიშკამ იყუჩა და შემდეგ განაგრძო: + - აპოლონჩიკ! შენ ბავშვივით უმანკო უცოდველი ხარ, რადგან ჯერ ბევრი რამ არ იცი. + ადრევე გაიზრდები, და ყველაფერს გაიგებ. დღეს კი მხოლოდ ერთს გეტყვი: + ჩემისთანა ცოდვილი ეშმაკიც არ მოიპოვება. შვიდი დღე ლოცვაზე დგომა არაფერია. + მახსოვს, პირველად რომ ჩემს ოჯახს გამოვექეცი, ერთ გორაკში ღვიმე გამოვთხარე და + სამი თვე იმ ღვიმედან არ გამოვსულვარ. ხმელი პურისა და წყლის გარდა ჩემს პირში + არაფერი არ ჩასულა. ქეცი შემეყარა, მუნმა შემჭამა. გაუხდელი და დაუბანელი ვეგდე + ხატის წინაშე. ერთხელ, მეტისმეტად რომ დავსუსტდი, თვალი ღვთისმშობლის ხატს + მივაპყარი და ცხადად დავინახე: ღვთისმშობელი ცხარე ცრემლით სტიროდა. მერმე + მითხრა: „გრიგოლ! გრიგოლ! განწმენდილი ხარ ცოდვათაგან. ქვეყანა იღუპება + ეშმაკის კლანჭებში. აღსდეგ და წარვედ ხალხისა ხსნად და განსაკურნავად“. მეც + წამოვედი. მას აქეთ დავდივარ და ქრისტესა უფალსა ჩვენსა ვემსახურები. ვინ იცის, + რამდენჯერ გავშორებივარ ამ ცოდვილ ქვეყანას ორი-სამი თვით! ეხლაც დადგა დრო + ჩვენი განშორებისა, ჩემო აპოლონჩიკ! + კვაჭს გული გადაუბრუნდა: + - საით, წმინდაო მამაო? სად მიბრძანდებით? + - შორს, ძალიან შორს, იერუსალემს. უნდა თაყვანი ვსცე წმინდა ადგილებს, უფლის + საფლავს ვემთხვიო. საბოლოოდ განვიბანო და მოვინანიო ურიცხვნი ცოდვანი ჩემნი. + - წმინდაო მამაო, მე რაღას მიშვრები? მე ვიღასი იმედით მტოვებ?.. რაო? მეც + წამოვიდე? მზადა ვარ ასეთი მგზავრობისათვის. მაინც მოვიფიქრებ. მამაო წმინდაო! + ორი-სამი თვით მაინც გადასდეთ ეგ საშინელი მგზავრობა. + - არ შემიძლიან. წუხელის ხატმა გამომიცხადა: „გრიგოლ, სამ დღეში წარვედ აქედან + იერუსალემს, ვინაიდან განუზომელ არიან ცოდვანნი შენნი“. ეხლა წადი, ჩემო + აპოლონჩიკ, ელენე ან ტანია გამომიგზავნე. ხვალ ღამის ათ საათზე აქ იყავით. ერთ + ალაგას უნდა წავიდეთ. ისეთ რამეს გაჩვენებთ, რომ სიზმარშიც არ გენახოსთ. + დაღვრემილ კვაჭს შინ რამდენიმე უსიამოვნო ამბავი დაუხვდა. + ცარსკოე სელოდან დაბრუნების დღიდან კვაჭს თავის თავი უბედნიერეს ადამიანად + მიაჩნდა, რადგან იმ დღეს ყველაფერს მიაღწია: თავადობას, კარისკაცობას, უდიდეს + გავლენას, ხელისუფლებას და სიმდიდრეს, რომელიც დღეს თუ ხვალ იმის ჯიბეში + უნდა ჩაცურებულიყო. ერთი ნაწილი ამ სიმდიდრისა უკვე გაინაღდა და მაშინვე + ონკალს და ბირჟას დაეტაკა. + უკანასკნელ ხანს კვაჭის პირიდან მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ისმოდა: ონკალი... + ობლიგაციები... კუპონები... აქციები პუტილოვისა... ლენისა... სალამანდრასი... + ლაჟი... გავყიდე... ვიყიდე!!! წავაგე... მოვიგე - და ამგვარი. მაგრამ საქმე ის იყო, რომ + კვაჭი უფრო ხშირად „წავაგე“ -ს ჰხმარობდა და ეს იყო მიზეზი მისი + დაღვრემილობისა. ბესომ და მაკლერმა ხაინშტაინმა ეხლაც მეტად მწარე და + სახიფათო ამბები დაუხვედრეს. + - ასოცი ათასი ონკალის ანგარიშის შესავსებად შევიტანე აზოვის ბანკში, - უთხრა + მაკლერმა, - ლენის აქციები თითქმის განახევრდა. „ანგლოროსი“ განუწყვეტლივ + ქვეით მიდის. „როსპერსი“ იღუპება. გუშინ „ურალოპლატინა“ ოთხასად + გამაყიდვინეთ, დღეს კი ისევ ხუთასამდე ავიდა. ამ აქციების დასაწევად თითქმის + სამასი ათასი წავაგეთ, ხოლო ასიოდე ათასი დავიბრუნეთ. თუ ხვალ ნახევარი + მილიონი არ შევიტანეთ, დაგირავებული აქციები ჩალის ფასად გაგვეყიდება. + ბოლოს ძლივს შეამჩნია კვაჭმა, რომ თამაშის დროს ვიღაც უცნობი იხედებოდა იმის + ქაღალდში, ძლივს დაინახა და გაიგო, რომ ბირჟის ჩარხის დასატრიალებლად მას + ძალა არ შესწევდა, რომ, პირიქით, თვითონ კვაჭი გადაიქცა სხვის სათამაშოდ და + მსხვერპლად, მაგრამ გვიანღა იყო თითზე კბენანი. მას არ ჰყოფნიდა უკან დახევის + ძალა, სიფხიზლე, სიფრთხილე, ნებისყოფა და ამიტომ, რაკი ერთხელ შესტოპა + ბირჟის ჭაობში, კიდევაც გაჰყვა და შუაგულ მორევში შესცურა, სადაც მას ან სრული + გაკოტრება, ან დიდი სიმდიდრე მოელოდა. + - ხვალ დილით ინსტრუქციას მიიღებთ, ეხლა კი „ბირჟოვკაში“ შეირბინეთ და ეს + შენიშვნა ფინანსიურ ქრონიკაში დააბეჭდინეთ. მშვიდობით ბრძანდებოდეთ. + მერმე თავის მეგობარს და ბანკირს გინცს დაურეკა: + - ალო! შენა ხარ? ყური მიგდე. თუ მოვრიგდით, ფულს როდის ჩამაბარებ?.. ხვალვე?.. + რაო? კონტრაქტიც მზადა გაქვს?.. თუ არ დავთანხმდი?.. რაო? კიდევ დამიკლებ?.. მაშ + კარგი, თანახმა ვარ. ძვირად მიღირს შენი მეგობრობა, მაგრამ რა ვქნა, შენი + გულისთვის წყალშიც გადავვარდები... კეთილი, ეგრე იყოს... მაშ დილამდის! + მერმე ბესოს მოუბრუნდა: + - აპა რა მექნა? ტაძრის აშენებას ხუთი წელიწადი უნდა ვუცადო? საცვლების + ჩაბარებას კიდო ექვსი თვე? მართალია, ამ საქმეებს ბოლომდე რომ მივყოლოდი, + სამჯერ მეტს ევიღებდი, მარა ახლა მჭირია ფული, თვარა... არა, არ დევიღუპები. ხვალ + ერთ მილიონს რომ მივაყრი ბირჟას, ნახავ, რავა დავანგრევ და ავაფეთქებ იქოურობას. + რასპუტინის საქმიზა აღარავინ მიიღოთ, გადარეულა. სიბერისას იერუსალემში + მიდის სულის საცხონებლად. კისერიც მოუტეხია! იმდენი ჭუჭყი და ცოდვა აქვს, რომ + იერუსალემი კი არა, ათასმა ანგელოზმა და წმინდანმა რომ ხეხონ ერთი წელიწადი, + მაინც ვერ გარეცხენ. - და ისევ ტელეფონს ეცა: + - მართლა, დამავიწყდა! ალო! ელენე, შენა ხარ? გრიშკა გელის, კიდო უნდა + წევიწყმიდო სულიო, რომე მიზეზიც მომეცეს ცოდვის მონანიებისო. რაო? არა + გცალია?.. რა ამბავია, ქალო? ცოტა ჩემთვისაც მეიცალე!.. რა სთქვი, ოპერეტაში + გინდა?.. კაი, მოემზადე, ეხლავე მოვალ... აპა გრიშკას ტანიას გოუგზავნი... კაი, + მოვდივარ!.. + მეორე დღეს კვაჭმა ტაძრის აშენება და საცვლების საქმეც გინცს დაუთმო და მაკლერს + მეტად რთული დარიგება მისცა „ბირჟის ასაფეთქებლად და დასანგრევად“. + მაკლერმა ბირჟას კვაჭის ფულები და აქციები დაუშინა, მაგრამ ის იერიშებიც ისევ ისე + გათავდა; კვაჭს ჯიბე შეუთხელდა და შუბლი გაებზარა, ხოლო გინცს და მის + საიდუმლო აგენტს ხაინშტეინს, კიდევ მიეცათ და მიემატათ. მაგრამ განაღდებული + საქმის სიხარულმა წაგების ჩრდილი დასჩრდილა და ამიტომ კვაჭმა იმ დღის + დანაკარგი არც შეიმჩნია და წარბიც არ შეიკრა. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + აქა ამბავი საიდუმლო სერობისა + იმ ღამეს საათის თერთმეტზე გრიშკა რასპუტინმა კვაჭი, ელენე და ტანია „ღვთის + კაცთა“ საიდუმლო სერობაზე წაიყვანა. + გრიშკამ და კვაჭმა თეთრი ხალათები ჩაიცვეს, ელენემ და ტანიამ - თეთრი კაბები, + განიერი, ხალვათი და გრძელი. ასე მოითხოვდა მწვალებელთა წესი და კანონი, + ვინაიდან თეთრი ფერი მათის მოძღვრების, ძმობის და უმანკოების ნიშანი იყო. + ქალაქის განაპირას, ერთს დაბალ სახლში უკვე „ხლისტების ნავი“ შეკრებილიყო. + მოზრდილ დარბაზში სამოციოდე ქალსა და მამაკაცს მოეყარა თავი, ახალგაზრდები + და შუახნისანი სჭარბობდნენ. ყველანი თეთრებში იყვნენ. იქვე კუთხეში კვაჭის + ამხანაგები ატუზულიყვნენ, რომელთაც მათი ბელადის წყალობით გრიგოლისგან + საიდუმლო სერობაზე დასწრების ნებართვა მიეღოთ. + დარბაზის თავში მაგიდასთან „ღვთსმშობელი“ ლოხტინის ქვრივი იდგა, ისიც + თეთრებში ჩაცმული და ასნაირი ზიზილ-პიპილოებით აჭრელებული, ხოლო + გაშლილ თმებზე განუშორებელი და უცნაური თავსახვევი ედო წარწერით: + „ჩემში არს ძალა ყოველი, ალილუია“. + როგორც ყოველთვის, ღვთისმშობელი იმ დღესაც ფეხშიშველი იყო. წირვა უკვე + დაწყებულიყო. ღვთისმშობელი ლოცვებს ჰკითხულობდა. რასპუტინი რომ დაინახა, + მოსხლტა და წამოვიდა, თან გაჰკიოდა: + - აჰა, იგი ძე ღვთისა! აჰა, იგი იესო ქრისტე! აჰა, მოციქული ღვთისა! მობრძანდა ჩვენი + წმინდანი, წინასწარმეტყველი და მასწავლებელი! ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ: + აღსდექით და თაყვანი ეცით მას, რამეთუ ღირს არს იგი ძე ღვთისა დიდებისა და + თაყვანისცემისა. + და მუხლებში ჩაუვარდა, ხელ-ფეხზე ემთხვია და თეთრი ხალათის კალთები + დაუკოცნა. ყველანი თავიანთ მოძღვარს შემოესივნენ. ზოგნი ფეხქვეშ ჩაუვარდნენ, + ზოგნი ხელებსა და სხეულს უკოცნიდნენ. გრიშკამ ყველანი და-ძმურად ჩაიკონა და + დალოშნა და მერმე ღვთისმშობელს მიჰყვა მაგიდასთან. ღვთისმშობელმა + საგალობელი დაიწყო. ყველანი აჰყვნენ და ადიდეს უფალი ღმერთი და სული + წმინდა, რომელიც, მათის რწმენით, იმ დროს იმ დარბაზში იმყოფებოდა. ერთად + სთქვეს მრავალი სხვა საგალობელი და ბოლოს „ქრისტე აღსდგა“ დაიწყეს. მწყობრად, + აღტაცებით და სასოებით გალობდნენ, თანდათან ხმას უმატებდნენ, ყელის ძარღვებს + იჭიმავდნენ და მისტიურ აღგზნებაში შედიოდნენ. ლოცვა რომ გაათავეს, მათმა + მოძღვარმა და ძე ღვთისამ ქადაგება დაიწყო. + კვაჭი კუთხეში იდგა და გრიშკას გულმოდგინედ უგდებდა ყურს. წმინდანის ენის + გაგებას კვაჭი ძლივს შეეჩვია, ზოგჯერ კი არაფერი არ ესმოდა, რადგან რასპუტინის + რუსული უხვად მეტად ბუნდოვანი მუჟიკურ-სლავიანურ სიტყვებით იყო + აფერადებული. + გრიშკამ იმ ეკლესიის შვილებს ჯერ თავიანთი მოძღვრების თორმეტი მცნება + მოაგონა: + „მე ვარ ძე ღვთისა, კაცთა შორის მოვლენილი, მისატევებლად ცოდვათა და არა არს + სხვა ღმერთი გარდა ჩემისა“. + „რაზედაც ერთხელ შესდექით, აღარა დასტოვოთ იგი“. + „ერთგულად მისდიეთ და შეასრულეთ ღვთისა მცნებანი“. + „დასათრობი არ დალიოთ, ხორცეული ცოდვა არ ჩაიდინოთ, არა იმრუშოთ“. + „ცოლს ნუ შეირთავთ, ცოლებიანი განქორწინდით. ვისაც ცოლი ჰყავს, ისე იცხოვროს + მასთან, ვითარცა დასთან“. + „ნუ ილანძღებით და ნუ ჰქურდობთ. ვინაიდან ქურდს იმქვეყნად სპილენძის + შაურიანს დაადებენ კეფაზე და მხოლოდ მაშინ შეუნდობენ, როცა ის შაურიანი + დადნება“. + ის მცნება მერმე ჩიქორთულად განმარტა, უფრო კი იმ მცნებას დააწვა, რომელიც + ცოლ-ქმრობასა და სქესობრივ ურთიერთობას შეეხებოდა: + - სული კეთილია, ხორცი კი ბოროტი, ამიტომ იგი ბოროტი ხორცი უნდა ვსტანჯოთ, + დავასუსტოთ და ჩავკლათ. ამისთვის მარხვა უნდა შევინახოთ, ხორცეული არა + ვჭამოთ, დასათრობი არ დავლიოთ, თამბაქო არ მოვწიოთ, ქაღალდი არ ვითამაშოთ, + არ ვიცეკვოთ და არც ვიმრუშოთ. ცოლქმრობა ცოდვაა, გარნა ჟამსა და დღევანდელ + ლოცვისასა სულიწმინდა ყველას მისცემს სულიერ მეუღლეს. ასეთ მეუღლეთა შორის + ხორციელი კავშირი ცოდვად ან მრუშობად არ ჩაითვლება; სხვა ცოლებთან + ურთიერთობაც ცოდვად არ ჩაითვლება, ვინაიდან „ასეთი სიყვარული მხოლოდ + ტრედთა კურკურია“. + სული ჩვენი უკვდავია, მარადიული: იგი მუდმივ იყო, მაგრამ არ ვიცით, რამდენხანს + და რომელს ცხოველში ჰბუდობდა; + შემდგომ ჩვენი სიკვდილისა, თუ „ღვთის კაცი“ ერთგულად ასრულებდა ღვთის + მცნებას, მისი სული გარდაიქცევა ანგელოზად, ხოლო თუ იგი ცოდვილი იყო, მისი + სული ჩაუდგება იმის ხასიათის მსგავს ცხოველს ან ბავშვს, რომელიც უწმინდურად + ითვლება. სანამ ჩვენებურად არ მოინათლება; + ღმერთი ერთია, მაგრამ იგი და ძე მისი ქრისტე ხშირად განსახიერდებიან ერთს ან + რამდენიმე წმინდა ადამიანში. + იესო ქრისტე ჩემისთანა მომაკვდავი იყო, იგი ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა და + იერუსალემში იქნა დამარხული. + მერმე გრიშკამ თავიანთი ღმერთი უფალი, რამდენიმე წმინდანი, ქრისტე, მოძღვარნი + და წამებულნი გაიხსენა: ფილიპოვი, რომელიც ვითომ ზეცად ამაღლდა, ივანე + სუსლოვი, პროკოპი ლუპკინი, ანდრეი პეტროვი, დედაკაცი ტატარინოვისა, ავვაკუმი, + კოპილოვი, ატასონოვი და მრავალნი სხვანი, რომელთაც თავი დასდეს ღვთის კაცთა + წმინდა და ჭეშმარიტ ეკლესიისთვის. ბოლოს, თავისი თავიც გაიხსენა: + - ერთხელ ვიხილე ცანი განხმულნი და სული ღვთისა გარდამომავალი, ვითარცა + ტრედი, მის ზედა; და მოვიდა იგი და დამადგრა. და ხმა იყო ზეცით, და სთქვა: + გრიგოლ, შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო გიყავ, და მეყსეულად + სულმან გამიყვანა უდაბნოდ და ვიყავ მუნ დღესაც სამიოცი, და გამოვიცადებოდე + ეშმაკისაგან, და ვიყავ მუნ მხეცთა თანა, და ანგელოზნი მსახურებდეს მე. „და ვჭამდი + მუნ მკალსა და თაფლსა ველურსა“. + მერმე სულის წასაწყმედი ცდუნებანი. ეშმაკნი, ქალნი და ქაჯნი გაიხსენა, „რომელნი + მოსრულ იყვნენ წარწყმედად გრიგოლისა“, და მრავალი თავისი სასწაულმოქმედება: + - ყაზანში ვნახე მრავალი კეთროვანნი და ცოდვილნი, რომელთა სულსა შინა ეშმაკნი + ბუდობდნენ, და ვრქვი ერთსა: პირი დაიყავ და განვედ მაგისაგან! და დასცა იგი + სულმან მან არაწმინდამან, და ხმა ჰყო ხმითა დიდითა და განვიდა მისგან. + და განჰხდა ამბავი ეშმაკთა განმდევნელის გრიგოლისა ყოველსა მას სოფელსა და + ქალაქსა რუსეთისასა: + - სარატოვში ერთი მონაზონი დავრდომილიყო მხურვალებითა, და მითხრეს მე + მისთვის, და მოვედ, და ვუპყარ ხელი ჩემი, და აღვადგინე იგი, და მეყვსეულად + დაუტოვა იგი მხურვალებამან მან, და აღჰსდგა და გვმსახურებდა ჩვენ. და ვითარ + შემწუხრდებოდა და მზე დაჰვიდოდა, მოჰყვანდნენ ჩემდა ყოველნი სნეულნი და + ეშმაკეულნი. და ყოველი ქალაქი, და ყოველნი დედაკაცნი შეკრებილიყო წინაში + ჩემისა და განვკურნე ყოველნი ბოროტთაგან სენთა, და თითო სახეთაგან + სნეულებათა, და არა უტევებდი სიტყვათა ეშმაკთა მათ, რამეთუ იცოდეს ვითარმედ + მე ქრისტე ვარ. და ვრქვი მოწაფეთა ჩემთა: მოვედით და წარვიდეთ მახლობელსა + დაბებსა და ქალაქებსა, რათა მუნ ვუქადაგოთ და განვდევნოთ სნეულთაგან ეშმაკნი, + რამეთუ ამისთვის მოვივლინე. და ვქადაგებდი შესაკრებელთა მათთა და ყოველსა + რუსეთსა, და ეშმაკთა განვასხმიდი. + მერმე წმინდა გრიგოლი ასწავებდა მოწაფეთა თვისთა: + - ვითარმედ აღმსრულებულ არს ჟამი, და მოახლოვებულ არს სასუფეველი ღვთისა, + შეინანეთ და გრწმენინ ჩემისა; მოვედინ და შემომიდეგით მე და გყვნენ თქვენ + მესათხევლე კაცთა. და მე ნათელგცემთ თქვენ სულითა წმინდითა. და მე + განჰგკურნონ ყოველნი ბოროტთაგან სენთა, და განვხსცნა ეშმაკნი, და დავცე სულნი + არაწმინდანი, და დავამკვიდრო სულთა თქვენთასა - დედანო, ძმანო და დანნო ჩემნო! + - მშვიდობა მარადიული, შვება სამოთხისებური, ლხენა ზეციური, სიყვარული და- + ძმური და ალერსი მამაშვილური. + და შემდგომად დუმილისა მიმოიხედა წმინდა მოძღვარმა გარემოს მისა მოწაფეთა + თვისთა მჯდომარეთა, და ჰრქვა: + - აჰა, დედანი ჩემნი, და დანი ჩემნი, და ძმანი ჩემნი, რამეთუ რომელმან ჰყოს ნება + ჩემი, მან ჰყოს ნება უფლისა ჩვენისა, და ესე არს ძმა ჩემი და დაი ჩემი, და დედა ჩემი. + ძვირფასო დედანო, ძმანო და დანნო ჩემნო! ილხენდეთ ვითარცა ცასა შინა, რამეთუ + თქვენთან არს ძე ღვთისა და სული წმინდა! შეიყვარებდეთ ურთიერთ, ვითარცა + სამოთხესა შინა, და კურკურებდეთ ვითარცა ტრედნი, რამეთუ ჭეშმარიტად გეტყვით + თქვენ: არა არს სიყვარულსა მშობლიურსა და და-ძმურსა შინა არცა ცოდვა, არცა + მრუშვა, არცა სიძვა. განვედ ჩვენგან ყოველნი ეშმაკნი, კეთროვანნი, სნეულნი სულნი + ცოდვილნი! + - განვედ! განვედ! - ერთხმად უპასუხეს ღვთის კაცებმა. + წმინდა გრიგოლი უცნაურად აინთო, აისვეტა და ცას მისწვდა. მისმა შეგირდმა და + ერთგულმა მეგობარმა კვაჭი კვაჭანტირაძემ ის დღე გაიხსენა, ოდეს გრიგოლი მეფეს + არიგებდა და მისთვის ლოცულობდა. გაიხსენა აგრეთვე გრიგოლის გულწრფელი + სინანული, დააკვირდა დღევანდელს, ცაში გაფრენილ ღვთის კაცს, იმის ანთებულ + ტანს, ცეცხლმოკიდებულ თვალებს, მქუხარე ხმას, და მიუხვდა წმინდანის + უმაგალითო ძალას, უსაზღვრო გავლენას და მძლეთამძლეობას. წმინდა გრიგოლი კი + ცეცხლის ენით განაგრძობდა. + - და დამყარდეს ჩვენთა სულთა და ხორცთა შორის სიყვარული ღვთაებრივი და + ნეტარება მარადიული! + - ამინ! - კვლავ იგრიალა დარბაზმა. + - და ვიქმნეთ ერთხორც და ერთგულ, და ვილხენდეთ, და ვიგალობდეთ და + ვადიდებდეთ უფალსა ღმერთსა ჩვენსა! + - და გალობით დაამთავრა ქადაგება თავისი: -ა-ლი-ილუ-უ-ია-ა-ა... + და აიშალნენ ღვთის კაცნი. + და ჩაავლებდეს ურთიერთ ხელთა თვისთა. + და გამართვიდეს ფერხულსა და როკვიდეს როკვასა და-ძმურსა. + და იგალობდეს სირინოზთა და ანგელოზთაებრ გალობასა წმინდასა ხმით ციურითა, + გულითა ტრედისათა და სულითა წმინდისათა: + - ალილუუ-ი-ა-ა! + ძე ღვთისას ერთი მხრით ელენე ჰყავდა ჩაბმული, მეორე მხრით - ღვთისმშობელი + ლოხტინისა. + კვაჭს მარცხნივ ტანია ამოუდგა, მარჯვნივ კი ვიღაც ფუნთუშა ქერა დედაკაცი. + კვაჭის ამხანაგებმაც თითო ჩაკიტრული ქალი აირჩიეს და საერთო ფერხულში + ჩაებნენ. + „ჩახვეული“ ფერხული ჯერ დინჯად და წყნარად მიიზლაზნებოდა, საგალობელსაც + შესაფერი ტემპით ჰგალობდნენ, მერმე კი თანდათან შეხურდნენ და სიფიცხეს + უმატეს. + ფერხულის შუაგულში რამდენიმე ქალ-ვაჟი ცალ-ცალკე ფეხის აყოლებით + სტრიალებდა ერთ ადგილზე, მერმე „ჩახვეული“ წყება შეიცვალეს და „კედლით“ + დაეწყვნენ, რამდენსამე ჯგუფად დაიყვნენ, თან რიტმსა და ხმის ძალას მოუმატეს. + ცოტა ხნის შემდეგ „კედლურიც“ ჩაშალეს და „ხომალდური“ გააბეს, წეროებივით + ერთმანეთს გაჰყვნენ, მეტი ცეცხლი შეიკეთეს და ნაბიჯიც აიჩქარეს. როცა კარგად + მოიღალნენ, ჯვარედინად დაიყვნენ და „ჯვარული“ ჩამოუარეს, თან მეტად + გაფიცხდნენ და გაკაპასდნენ. + ბოლოს, გრიშკამ დაიძახა: + - ტრიალით! ტრიალით! + ერთმანეთს ხელი გაუშვეს და ციბრუტივით დატრიალებდნენ ერთს ადგილზე. + ღვთის კაცებსა და ღვთის ქალებს პირსახე აელეწათ და აუწითლდათ, თმები აეწეწათ + და ჩამოეშალათ. ოფლი წურწურით ჩამოსდიოდათ. თავბრუ ეხვეოდათ და გული + მისდიოდათ, მაგრამ მაინც კორიანტეილვით სტრიალებდნენ, თავსა და ხელ-ფეხს + უგზო-უკვლოდ იქნევდნენ, გალობის მაგივრად სულ-შეგუბულნი ჩახლეჩილის ხმით + გაუგებარს ჰროშავდნენ ნაწყვეტ-ნაწყვეტად და უცნაურ სიტყვებს ისროდნენ. + ყველანი დარეტიანდნენ, გაიტიკნენ და გაბრუვდნენ. ჯერ ერთი წაბარბაცდა და + მოჭრილი მორგვივით წაიქცა, მერმე მეორე, მეორეს მესამე მიჰყვა, მეხუთეს - მეექვსე + და მეცხრეს - მეათე. წამდაუწუმ ხათქა-ხუთქი ისმოდა. იატაკი თეთრის კაბებით, + პერანგებით და ხალათებით აიპენტა. + ფეხზე მდგომნი იმ გიჟურ კორიანტელს ჯერ კიდევ უძლებდნენ, მაგრამ ისინიც მაინც + ბარბაცებდნენ და გალობის მაგივრად ხრიალებდნენ და სისინებდნენ, ხოლო + წაქცეულნი გასუდარებული ცხედრებივით ეყარნენ და უცნაურსა და გაუგებარს + რასმე ჰბოდავდნენ და წინასწარმეტყველობდნენ. აქეთ-იქიდან მათი მილეული და + უილაჯო როტვა, ბუტბუტი, კივილი, ჩურჩული და ბურტყუნი ისმოდა. + - ჩვენთან არს ძე ღვთისა! + - ღვთის კაცნო და ქალნო! ილხენდეთ და იშვებდეთ! + - ჩემი არს სული წმინდა დანო და ძმანო! + - მე ვარ ტრედი ცისა და მშობელი ღვთისა! - ბურტყუნებდა „ღვთისმშობელი“ + ლოხტინისა. - მოვედინ და სათნო მიყავ, საყვარელნო ძმანო ჩემნო! ჩემში არს ძალა + ყოველი და სიყვარული უზღურბლო, რამეთუ ამისთვის მომივლინე... ალილუია!.. + ალილუია!.. ალილუია!.. წმინდაო მამაო, დავრდომილ ვარ მხურვალებითა. მოვედინ + და მიპყარნ ხელნი შენი და გამკურნე ბოროტთაგან სენთა... + - ვხედავ ცათა განხმულთა და სულთა ღვთისასა გარდამომავლსა, ვითარცა ტრედი + მის ზედა. უფალო, შემიწყალე!.. + - აღსრულებულ არს ჟამი, და მოახლოვებულ არს სასუფეველი ღვთისა. შეინანეთ, + მამანო და ძმანო, და გრწმენინ ჩემისა. + - იესო ქრისტე! შენ ხარ ძმა ჩემი! მოვედ ჩემდა და დაამკვიდრე სულსა ჩემსა შინა + სიყვარული და-ძმური, ალერსი ზეციური, ლხენა მარადიული და შვება + სამოთხისებური. მოვედ, ძმაო, ჩემდა მოვედ! - ჰბუტბუტებდა ტანია და ხელებს + კვაჭისკენ იშვერდა. კვაჭი ჯერ წაქცევას ვერ ჰბედავდა და ბარბაცით მარცხნივ + მიიწევდა, სადაც გულაღმა ეგდო ის ქერა დედაკაცი, რომელსაც წეღან აედევნა. + ბოლოს კვაჭმა სედრაკას თვალი უყო. სედრაკა უმალვე ტანიას გვერდით წაიქცა. უცებ + კორიანტელმა ლამფა ჩააქრო, და კვაჭიც მაშინვე დამიზნებულ ადგილს წაიქცა. + და დამყარდა მუნ წყვდიადი განუჭვრეტელი; + და იხილეს დათა და ძმათა, მამათა და დედათა ცანი განხმულნი. და სული ღვთისა + გარდამომავალი, ვითარცა ტრედი მათ ზედა. + და იყო დარბაზსა შინა სიყვარული და-ძმური, ალერსი ზეციური, ლხენა მამა- + შვილური და შვება სამოთხისებური. და ვითარ ზეცა ნათელ იღებდა და მზე + ამოჰვიდოდა, ისმოდის მუნ კურკური ტრედთა, და გალობა სირინოზთა და + ანგელოზთა, და ღრენა და ღმუილი მხეცთა, და ყმუილი და ღრიალი მაიმუნთა და + წკმუტუნი და კვნესა ეშმაკთა და სულთა არაწმინდათა, რომელნი განსხმულ და + განდევნილ იქნენ მშიერთა და სნეულთაგან ჯოჯოხეთსა შიგან უკუნითა + უკუნისამდე. + და ღამესა მას დანი და ძმანი ოთახებსა შინა შევიდოდეს, და ძმანი დათა + გამოსცვლიდეს, და დანი ახალთა ძმათა და ახალთა სიყვარულსა იპოვნიდეს და + იგემებდეს. + ასე დასრულდა ღვთის კაცების საიდუმლო სერობა. + დილით კვლავ შეიკრიბნენ და კვლავ აირჩიეს გრიშკა რასპუტინი ძედ ღვთისად, + ლოხტინის ქვრივი - ღვთისმშობელად და თორმეტი ღვთის კაცი და ქალი - თორმეტ + მოციქულად, და მათ შორის კვაჭი, ელენე, ტანია და რამდენიმე წარჩინებული და + დიდებული. + მერმე ყველანი ხატებით და გალობით გაემართნენ სადგურისკენ გასაცილებლად + ძისა ღვთისა გრიგოლისა, რომელ წარვიდოდა წმინდასა ქალაქსა და იერუსალემსა + თვისთა საკუთართა და დათა მისთა, და ძმათა მითა, და დედათა მისთა ცოდვათა + მოსანანიებლად. + და გზადაგზა წმინდა მათ მლოცველთა მიეცის და მიემატებოდის მრავალნი + თანამგრძნობნი, მიმდევარნი და მოწაფენი, რომელნი იგალობდის საგალობელთა + წმინდათა და იხაროდის მომავალსა ცხონებასა ძისა ღვთისასა, ჰღვრიდის ცრემლსა + მრავალსა, რამეთუ დადგა ჟამი განშორებისა. + და იყო სადგურსა შიგან ქვითინი და ოხვრა მრავალი, კვნესა და კივილი, წეწვა + თმათა, ხოკვა ღაწვთა და ლოშნა უთვალავი. + და ჰქონდათ მოწაფეთა მათ ღაწვნი დაჭკნობილ და თვალნი ვითარცა გუბე + დაუშრეტელი. + და გულისა შესაზარად დაიყივლის, და ხმა ჰყო ხმითა დიდით მანქანებამან + ეშმაკისამან. + და მოიტაცის მანქანებამან ეშმაკისამან ძე ღვთისა, წმინდა მოციქული, მოძღვარი, + პატრიარქი და მეფე თვითმპყრობელი სრულიად რუსეთისა - გრიშკა რასპუტინი. + და მეყვსეულად წარვიდნენ და დაიშალნენ მოწაფენი მისნი კვლავ წმინდისა + მოძღვრებისა საქადაგებლად, საიდუმლო სერობისა განსამეორებლად და ძისა + ღვთისა სადიდებლად. + ამინ! + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + კარი მეოთხე + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + აქა ამბავი ამხანაგობის ბუდის მოშლისა + რასპუტინი რომ იერუსალემში გაემგზავრა, კვაჭი კვაჭანტირაძემ და მისმა + მეგობრებმაც ცხადად იგრძნეს დაობლება. + კვაჭს თითქოს დედაბოძი და საძირკველი გამოეცალა, თითქოს მარჯვენა მოწყდა და + საცხოვრებელი წყარო გაუშრა. ის დაემსგავსა ნაპირზე გადმოგდებულ თევზს, ფრთა- + მოტეხილ არწივს, ძუძუ-მწოვარა ბავშვს, რომელსაც დედამ უცებ ხელი გაუშვა და + თავიც დაანება.. დაობლება იგრძნო და თავის თავს ჰკითხა: + - აჰ, რა მემართება აი? ფული ბევრი მაქვს და ნაცნობ-მფარველიცა მყავს. მართლა + გრიშკა ხომ არ მაცხოვრებდა! თუ მტრებმა გაიღვიძეს და მიჯიკავეს, აქ არ არიან მეფე- + დედოფალი და ათასი წარჩინებული და დიდებული, რომელნიც გუშინ-ღამ ჩემს + ღიმილს ეძებდენ და კუდივით დამდევდენ?! + კვაჭი ასეთი ფიქრებით იმშვიდებდა გულს, მაგრამ უხილავი შიში მაინც არ + ჰშორდებოდა და გულს უღრღნიდა. + სადგურიდან რომ დაბრუნდა, შინ არავინ, აგენტის ხაინშტეინის გარდა, არ დაუხვდა. + - ამბავი? + - ცუდი ამბავი, ძალიან ცუდი ამბავი! ბანკები ისევ ონკალის შევსებას თხოულობენ და + იმუქრებიან, აქციებს გაგიყიდითო. იმოდენა აქციები რომ ბირჟაზე გაიტანონ, + უარესად დაეცემა ფასი და ხვალ ხელმეორედ დაგვჭირდება ონკალის შევსება. + - გაჰყიდეთ „ანგლოროსის“ აქციები და შეიტანეთ ბანკებში, მეტი გზა არ არის. + - შედეგი იგივე იქნება. აქციების ფასი დაიწევს. + - მაშ, რა ვქნათ? ამოდენა ნაღდი ფული სად ვიშოვო? + - აქციების პორტფელი განუსს ან გინცს დაუგირავეთ. + კვაჭი და ხაინშტეინი მთელი დღე ბანკებში, ბირჟაზე და ფულიან ხალხში + სტრიალებდნენ, მაგრამ ყველგან იდუმალ და უძლეველ კედლებს აწყდებოდნენ. + ბოლოს იდუმალ ხაფანგში ფართხალით დაღლილი კვაჭი თავის მრჩეველს, + ხაინშტეინს გაჰყვა, რომელმაც იგი გინცის მიერ ნაჩვენებ გზით წაიყვანა. ზოგი + აქციები დააგირავა, ზოგი გაჰყიდა, ზოგი გამოისყიდა და ზოგიც იყიდა, მაგრამ + ბოლოს მაინც ფული შემოაკლდა, მაინც იხჩობოდა, მაინც ვერ გამოსტოპა იმ + ჭაობიდან და სამშვიდობოს ვერ გამოვიდა. გაყიდულ აქციებს მეორე დღიდანვე ფასი + ემატებოდა, ნაყიდ აქციებს კი უფრო აკლდებოდა. დღე დღეს მისდევდა, წაგება - + წაგებას და კვაჭიც უფრო მეტად იხლართებოდა უჩინარ ქსელში, რომელიც ბოლოს + ხილულ გაკოტრებად უნდა გადაქცეულიყო. უკანასკნელ დღეებში მას უფრო ხშირად + და ხშირად ესმოდა: + - განსხვავება შეავსეთ... შემოიტანეთ... გადაიხადეთ... + კვაჭიც უაზროდ და უმიზნოდ ფართხალებდა გაკოტრების ბადეში და + თუთიყუშივით იმეორებდა: + - გაჰყიდეთ!.. დააგირავეთ!.. იყიდეთ! გამოისყიდეთ!... შეიტანეთ!... გამოიტანეთ!.. + ბოლოს, თვალები გაახილა, ყველაფერი დაინახა და გაიგო. გაიგო და დაიღრიალა: + - მიშველეთ! ვიღუპები! დამეხმარეთ! + მაგრამ გვიანღა იყო. დახმარების მაგიერ ყოველი მხრით უარესად დააყარეს და + დააჭირეს. + კვაჭი ჯერ ელენეს ეცა, მერმე ტანიას, მაგრამ „არკადიაში“ მომხდარი საქვეყნო + სირცხვილისა და წმინდა გრიგოლის წასვლის შემდეგ ორივენი უცხოეთში + გაპარულიყვნენ და კვაჭისთვის მოკლე ბარათი დაეტოვებინათ: „ჩვენო ძვირფასო + მეგობარო! მას შემდეგ რაც „არკადიაში“ მოხდა, ჩვენ აქ აღარ დაგვედგომება. + დროებით ევროპაში მივდივართ და შენც გირჩევთ თავი მოარიდო აქაურობას. + მუდმივი საცხოვრებელი ქალაქი ჯერ არჩეული არა გვაქვს. ნახვამდის! ღმერთმა + ხელი მოგიმართოს, თუმცა... ორივეს ბევრი რამე გვაქვს სათქმელი, მაგრამ სხვა + დროისთვის გადავდეთ. შენი ტანია და ელენე“. + გინცმა და განუსმაც ცივი წყალი გადაასხეს. კვაჭმა რამდენჯერმე კიდევ + გაიფართხალა, რამდენჯერმე გაიქნია ხელ-ფეხი და მშვიდად გარდაიცვალა + ბირჟისთვის. + კვაჭი საქმის კაცი, კვაჭი ფინანსისტი, კვაჭი ბირჟის მფლობელი - გახდილ და + განაწილებულ იქმნა გინცის, განუსის და მათი აგენტების მიერ. + იჯდა დაღვრემილი სილიბისტროს ერთა და თავში ხელს იცემდა. თანაც ფიქრობდა: + „განიყვეს სამოსელი ჩემი და კვართსა ჩემსა ზედა იყარეს წილი“. + იმავე დღეს კვაჭს თავთ წაადგნენ მისი ამხანაგები: + - სედრაკ, მიშველე! + - ჰამე? გაკოტრდი? ათი თუმანი გიშველის? + - დეიკარგე აქედან! + - მილიონები წყალში გადაგიყრია, ეხლა სედრაკამ როგორ გიშველოს? - უსაყვედურა + ჩხუბიშვილმა. + ჩიკინჯილაძეც ჩაერია: + - აგია, აფხანიკებს რომ აფერს დოუჯერებ! გვითხარი, რა ვქნათ აწი? + - საქმე გართულდა, - სთქვა დინჯად ბესომ და კვაჭს გაზეთები გადაუშალა: - ა, + წეიკითხე. + დასხდნენ და წაიკითხეს: + „რუსსკოე დელო“ ცეცხლს აფრქვევდა იმის გამო, რომ „მართლმადიდებელთა + უდიდესი ტაძრის აშენება ვიღაც ველურ კავკასიელს K-ს მიანდეს, რომელმაც ეს საქმე + ურიებს გადასცა“. + მეორე გაზეთი ირწმუნებოდა, ვითომ კ.კ-ძეს „ყალბი პასპორტით“ შეეყოს თავი მეფის + სასახლეში, ვითომ კვაჭის აზნაურობაც კი საეჭვო ყოფილიყო, ხოლო თავადობა კვაჭს + და „ერთ წმინდა მოხუცს“ მეფისთვის მზაკვრული ოინბაზობით დაეცინცლოსთ. + მესამე გაზეთმა კვაჭის გაკოტრება გამოაცხადა, დაახლოებით ასწერა მისი ბიოგრაფია + და მუქარაც დაუმატა: ამ დღეებში ამ ყმაწვილის სრულ ვინაობას, სახელს, გვარსა და + თავგადასავალს გამოვაცხადებთო. + კვაჭი გაფითრდა, გამწარდა. ის გაზეთები ნაკუწ-ნაკუწ აქცია, სავარძელზე დაეცა და + ამოიკვნესა: + - გათავდა!... მორჩა!.. ყოლიფერი დეიწვა და დეიქცა! დახუჭული იწვა და + გაფითრებული შუბლს ისრესდა, მერმე უცებ წამოვარდა და „გაშტიკინდა“, + თვალებით ცეცხლს ჰყრიდა, ხოლო იმის ხმაში ფოლადი და რკინა ისმოდა: + - აჰ, ყოლიფერი ტყვილია! კვაჭი კვაჭანტირაძე ასთე ადვილად არ დეიღუპება. + სედრაკ! + ჰამე! + - წა ეხლავე და ათიოდე „გრანიცის“ პასპორტი მოამზადე. ერთი პასპორტი ავღანის + ემირის მემკვიდრის სახელზე იყოს, დანარჩენი კი მისი მხლებლებისა. გვარები შენვე + მოიგონე. ხვალ დილით ყოლიფერი მზად უნდა იყოს, გეიგე? + - ჰამე? გავიგე, მაშ! + - აბა, გასწი! ჭიპი, ლადი! ჯალილ! გაბო! ეხლავე წადით იმ გაზეთების რედაქციებში + და ყოველი კაცი გააჩუმეთ, ზოგი მუქარით, ზოგიც ფულით. უთხარით: კაცი თლა + ჩამოშორდა აქაურობას და პალესტინაში წავიდა რასპუტინთან თქვა. თავი დაანებეთ, + გაჩუმდით თქვა, თვარა, თუ არ დეიშლით და კიდო რაცხას დაჩხაბნით, დაბრუნდება + და ყოველ კაცს დედას გიტირებს თქვა! სამიოდე ყოჩაღი ბიჭი წეიყვანეთ და, თუ + საჭირო შეიქნა, თლა დოუმტვრიეთ იქოურობა და იქნობამდის სტყიპეთ, სანამ + დეიღლებოდეთ. აპა, გატრიალდით! გეიგეთ ყოლიფერი? + - ვა, მაგაზე ადვილი რაღა იქნება! შენ სხვა ნურაფერს მომთხოვ, თორემ ჩხუბი + ჩხუბიშვილის საქმეა. + - ბესო! აპა, დატრიალდი. ვინცხა მდიდარი კაცი იშოვე და ხვალვე ყოლიფერი გაყიდე. + რა სთქვი? ტანიასია ყოლიფერიო? ვიცი, მარა რა დროს ტანიაა, ლამის კაცი დევიწვა! + კი, ავეჯიც, ცხენებიც, ავტომობილიც გაყიდე, ყოლიფერი, ყოლიფერი! დეიმზადე + შორი გზისთვის... წასვლა არავის გააგებიოთ. აპა, დატრიალდი. მეც ერთ პატარა + საქმიზა წავალ... ჯალილ, ჩქარა ჩამაცვი! „ბერლიეს“ დოუძახე. აპა, ჩქარა! + დატრიალდით! + და კვაჭი ჯერ ერთ მინისტრს ეწვია: + - მათს მაღალაღმატებულებას არ სცალიან. + კვაჭი მეორესთან გაიქცა: + - მათი ბრწყინვალება შინ არ გახლავთ. + კვაჭი მიტროპოლიტს მიადგა: + - მათი უწმინდესობა ავად ბრძანდება. + კიდევ ხუთიოდე დიდებულს და წარჩინებულს მიადგა, მაგრამ ყველა კარები + დაკეტილი დაუხვდა, ყველამ ზურგი შეაქცია და მისი მადლი დაივიწყა. + - კაი! - წამოიძახა გამწარებულმა კვაჭმა. - რაკი ყველა გზები მომიჭრეს და ყველა + კარები დამიკეტეს, უკანასკნელ კარებს მივაწვები და, თუ იგი ცხვირში მოხვდა + ვინმეს, ეს ჩემი ბრალი ნუღარ იქნება. + და იმავე დღეს განუსის მეუღლეს ეწვია და უთხრა: + - ყური მიგდე, ჩემო ტურფავ! ჩემმა მტრებმა ჩემი დამარხვა განიზრახეს. სამწუხაროდ, + ამ ჭუჭყიან საქმეში შენი ქმარიც ჩაერია. მე კეთილშობილი და პატიოსანი კაცი ვარ, + მაგრამ საფლავში ნებაყოფლობით მაინც არ ჩავალ. ყველა გზები მოჭრილი მაქვს და + ჩემი უკანასკნელი იმედი შენა ხარ; შენ უნდა მომეშველო, თორემ... თორემ შენი + წერილებით, აი ამ წერილებით შენს ქმართან მივალ და... ნუ აღელდი, დამშვიდდი და + ყური მიგდე. ჩემი დახმარებით შენმა ქმარმა ხუთი ვაგონი ოქრო მოიგო. ეხლა კი ჩემი + ჯერია, ეხლა მე მჭირდება დახმარება. რაო? როგორ უნდა დამეხმარო? ფული უნდა + მასესხო... რა სთქვი? ამდენს ვერ იშოვნი? გაიჩეჩე და ადვილად იშოვნი. შენ + დიდძალი საკუთარი ქონება გაქვს, ქმარიც ხელში გყავს. თუ გინდა, ეგ ფული მერმე + ქმრის ჯიბიდან შეივსე... შევსება არ გინდა? მაშ, თუ გნებავს, ნუ შეივსებ. მე ჩემი + მომეცი და შენ კი როგორც გენებოს ისე მოურიგდი შენს ბებერ ქმარს. მაშ, ხვალ + მოვიდე? კეთლი და პატიოსანი; მაშ ხვალამდის! + ამავე დროს გაბო ჩხუბიშვილის მეთაურობით ამხანაგები რედაქციებს მოედვნენ. ერთ + გაზეთს ათასი-მანეთიანი განცხადება მისცეს იმის შესახებ, ვითომ ცარევო-კოშაისკში + რაღაც საჯარო ვაჭრობა იმართებოდა, და თან გუშინდელ შენიშვნაზე ისეთი + განმარტება დააწერინეს, ვითომ ის შენიშვნა ჰგულისხმობდა ვიღაც არარსებულს + თავადს კონსტანტინე კიმუჩაძეს. მეორესაც ადვილად მოურიგდნენ, მაგრამ მესამე + გაზეთის რედაქტორი ახირდა და გაიპრანჭა. + - მაშ, თქვენი სეკუნდანტები დაასახელეთ. + - რაო? დუელი? ჰმ ეს ხომ ველურების საქმეა! + - მაშ, თქვენი ბრალი იყოს თუ სისხლი დავღვარეთ. + და ამხანაგებმა რევოლვერებზე გაიკრეს ხელი. რედაქტორი და მისი თანამშრომელნი + დაფეთდნენ და უმალვე მოლბნენ: + - რა ამბავია? ისეთი რა მოხდა, რომ თოფისწამალივით აფეთქდით?.. + - საკვირველი ხალხი ხართ ქართველები, მაშინვე იარაღზე გაიკრავთ ხოლმე ხელს. + - ერთ უბრალო შენიშვნისთვის? ჰა! რა არის ერთი უბრალო შენიშვნის დაბეჭდვა?! ხა! + ოცი სტრიქონის მეტი ხომ არ გამოვა! + - აბა, დავწეროთ და გავათავოთ. + დასწერეს და გაათავეს, მერმე ერთმანეთს გაუღიმეს, მოუქონეს, ზურგზე ხელები + დაუტყაპუნეს და დაჰშორდნენ. + სამ დღეში კვაჭმა ყველა საქმეები „გააიმასქნა“ და ვარშავის მატარებელში ჩაჯდა. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + აქა ამბავი ემირის დახვედრისა და კვაჭის + დამუნჯებისა + + ბელადი ძვირფას აზიურ ხალათში იყო გახვეული. თავზე ჩალმა ჰქონდა მოკრული + და ფეხებზე ძვირფასი ქოშები ეცვა. მეზობელ კუპეში მხლებელნი ჰყავდა. ისინიც + უცნაურად იყვნენ მორთულ-მოკაზმულნი. + კვაჭის ჯიბეში ავღანელი პრინცის რაბიბულა აბდულ რაჰმან შეიხალის პასპორტი + ედო, ხოლო პორტფელში - სხვადასხვა ეროვნების თავადთა, ბარონთა და პრინცთა + კიდევ ხუთიოდე პასპორტი ჰქონდა მომარაგებული : „ვინ იცის, სად დამჭირდეს“. + კვაჭის მეგობრებსაც ასეთივე პასპორტი ჰქონდათ დამზადებული, ხარისხით და + წოდებით უფრო მცირედი, როგორც შეეფერებოდათ დიდებულის მხლებლებს, + ადიუტანტებს, მდივნებს და კამერდინერებს. + კონდუქტორმა კვაჭის ვინაობა გამოიკითხა და, მისი ემირობა რომ გაიგო, ეს ამბავი + ჟანდარმს შეატყობინა. ჟანდარმმა შესაფერი დეპეშა გადასცა ვარშავაში, ხოლო მან + ემირის მოგზაურობა გენერალ-გუბერნატორს მოახსენა. + ვარშავის სადგურს რომ მიადგნენ, ვაგონში ერთი ბრწყინვალე აფიცერი ამოვიდა და + ჭიპი ჭიპუნტირაძეს თავაზიანად ჰკითხა: + - თქვენ ბრძანდებით მათ მაღალბრწყინვალების, ავღანის პრინცის მდივანი? + მოახსენეთ პატივცემულ პრინცს, გენერალ-გუბერნატორის ადიუტანტს რომ მათი + ნახვა ჰსურს. + დაფეთებული ჭიპი კვაჭის კუპეში შევარდა: + - დევიღუპეთ!.. დაგვიჭირეს!.. გეიგეს!.. + კვაჭი არ შეშინებულა, მხოლოდ შუბლი შეიჭმუხნა, ჩაფიქრდა და შემდეგ დინჯად + უბრძანა: + - ნუ გედირევით, „გაშტიკინდით“! იცოდეთ, მე რუსული არ ვიცი. სედრაკ, შენ ჩემი + მდივანი და თარჯიმანი ხარ. შენ, ბესო, ჩემი ექიმი ხარ. ყოჩაღად იყავით. აქ რაცხა + ამბავია. ფრთხილად! ქართულის მცოდნეს არ წავაწყდეთ. ჩვენი შიფრით + ილაპარაკეთ. აბა, სთხოვე მობრძანდეს! - თვითონ სავარძელზე გაწვა და ქარვის + ყალიონი გააბოლა. + ადიუტანტმა მოხდენილი სალამი მისცა: + - მაქვს პატივი გაუწყოთ, რომ მათი აღმატებულება, ვარშავის გენერალ-გუბერნატორი + სალამს გიძღვნით და გთხოვთ პატივი დასდოთ მათ და სადილად ეწვიოთ. + ყველას გულს მოეშვა. სედრაკამ ადიუტანტის თხოვნა და სალამი ქართული შიფრით + გადაუთარგმნა: + - ხომწი გაწი-გეწი, გპაწიტიწიჟოწიბენწი! + და გახურდა ვაგონში „ივიწიწიწინის“ და „აწაწაწას“ უმარტივესი სალაპარაკო შიფრი. + კვაჭმა ოდნავ ჩაიღიმა: + - აკი გითხარით, აქინე რაცხა ამბავია-თქვა? მადლობა გოდუხადე და მოახსენე, რომ + ჩემმა ექიმმა ვაგონიდან გასვლა ამიკრძალა, რადგან ავადა ვართქვა. + სედრაკამ გადაუთარგმნა, ბესომ კვერი დაუკრა. ადიუტანტმა სინანული გამოსთქვა + ემირის მემკვიდრის ავადმყოფობის გამო და შეატყობინა, რომ სადგურის ბაქანზე + მათს უბრწყინვალესობას სხვილფეხა მოხელენი უცდიან. + - სთხოვეთ მობრძანდნენ. + ბატებივით მოჰყვნენ ერთმანეთს გუბერნატორი, პოლიცმეისტერი, ქალაქის + მაგისტრი და მრავალნი სხვანი ჯილდოს მაძიებელნი. ღიმილით და თავმოდრეკით + წარუდგნენ კვაჭს და მშვიდობიანი მგზავრობა მიულოცეს, ერთმანეთი მოიკითხეს, + ჩაათვალიერეს, გაუღიმეს და ამბავი გამოჰკითხეს, თანაც თავს უკრავდნენ და + იკუზებოდნენ. + კვაჭმა ყველას თავის მადლი მოჰფინა, ყველას თბილი ღიმილი და უსიტყვო + დაპირება დაურიგა მფარველობის და დახმარებისა, თავის მდივანს იმ მოხელეთა + გვარები და ორდენები ჩააწერინა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ოდესმე, როცა პრინცი + დაბრუნდებოდა უცხოეთიდან, ის მოხელენი თავიანთ ორდენების სიას ალბათ + ავღანის ორდენებით შეივსებდნენ. მერმე ისევ თავის ქნევით და ღიმილით + გაიკრიფნენ ვაგონიდან. ხოლო ავღანის პრინცი და მისი მხლებელნი სიცილით + იხოცებოდნენ. + - ჰა, აი მეტად სახიფათოა. აქინე რაიმე კვანტი არ მოგვდონ. გზა უნდა ავრიოთ, + თვარა... + ჩუმად გადასხდნენ კრაკოვის მატარებელზე და ავსტრიისკენ ჩაუხვიეს. + კატტოვიცს რომ მიუახლოვდნენ, ჟანდარმმა მგზავრებს პასპორტები ჩამოართვა + გასაშინჯად და უცხოეთში გასვლის ნებართვის მისაცემად. მოსაზღვრე სადგურზე + მატარებლის დაძვრამდე ვაგონში ორი ჟანდარმი შემოვიდა. კვაჭი კუპეს კარებიდან + ჰხედავდა, რომ ჟანდარმები ყოველ მგზავრს გვარსა და სახელს ეკითხებოდნენ, მერმე + პასპორტების დასტიდან იმის გაშინჯულ პასპორტს ამოარჩევდნენ და ჩააბარებდნენ. + ბოლოს, იმის კუპეშიც შემოვიდნენ. + - თქვენი გვარი და სახელი? + კვაჭს მეხი დაეცა და ცივმა ოფლმა დაასხა. აირია, გაფითრდა, გაწითლდა და ცახცახმა + აიტანა. უცებ მოაგონდა, რომ ერთი საათის წინ ბესომ კვაჭის ექვსი პასპორტიდან + ერთი პასპორტი ამოიღო, რომელიც ხელს მოჰხვდა, და გაუშინჯავად ჩააბარა იმ + ჟანდარმს. + - ჩემი გვარი? - ელვის სისწრაფით გაიფიქრა კვაჭმა. - რა ვიცი, რომელი პასპორტი + ჩააბარა? ჩავუთათრულო? იქნება ბარონი ტიზენჰაუზენის პასპორტი მისცა? + ჩავუქართულო? იქნება ჟანდარმს თავადი ტრუბეცკოის პასპორტი აქვს ხელში? + - თქვენი გვარი და სახელი? - ხელმეორედ ჰკითხა ჟანდარმმა. + კვაჭი ოფლში იწურებოდა და თვალებს უაზროდ ჰბლეტავდა, თან ბესოს + მოლოდინში კარებისკენ იცქირებოდა. ჟანდარმი იჭვით შესცქეროდა. + - თქვენი გვარი და სახელი მეთქი! რა ამბავია, რა დაგემართათ? ხომ არ დამუნჯდით? + რაო, ხომ არ დამუნჯდითო?! რა თქმა უნდა დამუნჯდა! დიაღ, იმ ჟანდარმმა კარგად + გაიგო და გამოიცნო: კვაჭი მუნჯია, დაბადებითვე მუნჯია! + და გულს მოეშვა, გაიღიმა და აყმუვდა: + - მმმ.... მმმაა... მმმიიი... წკმუტუნებდა კვაჭი, თან იღიმებოდა, ნიშნად მუნჯობისა + პირზე ხელს იდებდა და პასპორტებს ეტანებოდა. ჟანდარმებმაც გაიღიმეს. + - მართლა მუნჯი ყოფილა. - სთქვა ერთმა და პასპორტების დასტა გაუშვირა: - აბა, + თქვენვე მოსძებნეთ თქვენი პასპორტი. + კვაჭმა პასპორტების ხროვა აჰქექა. + „ძლივს! მადლობა ღმერთს!“ - წამოიძახა გულში და ერთი პასპორტი ჟანდარმებს + გაუწოდა: აი, ჩემი პასპორტიო. + - თავადი ირაკლი გიორგის ძე ბაგრატიონ მუხრანსკი! - ხმამაღლა წაიკითხა + ჟანდარმმა ის პასპორტი და გაიღიმა, თანაც დადნა და გალხვა. სწორედ ამ დროს + კუპეში სედრაკამ და ბესომ შემოიხედეს. + - გამცემენ ეს ოხრები, უეჭველად გამცემენ! - გაიფიქრა კვაჭმა და უმალვე მივარდა + მათ და თავის პასპორტი მიაჩეჩა, თან ფეხებს აბარტყუნებდა, ხელებს მუნჯურად + იქნევდა და ჰღმუოდა: + - მმმ... მმმააა... მმმუუუ!.. + ორივემ თვალები დაჭყიტეს და პირები დააღეს: + - ვაა, დამუნჯებულა?! - გაიკვირვა სედრაკამ. + გახარებული კვაჭი ისე მძლავრად იქნევდა თავს, რომ კინაღამ კისრის ძარღვები + დაიწყვიტა: ჰო! ჰო! დავმუნჯდი, დავმუნჯდიო! + სედრაკამ ბესოს თვალი ჩაუკრა: + - დამუნჯებულა, რაღა! + - საბრალო თავადი! - ჩაურთო ერთმა ჟანდარმმა: - ასეთი ახალგაზრდა, ასეთ ლამაზი + და მუნჯი? + - მერმე რა გვარი აქვს! - დაუმატა მეორემ: - ბაგრა-ტიონ-მუხრან-სკი ირაკლი გიორ-გი- + ე-ვიჩ! + - მაშ, მაშა! - დაუდასტურა შიქიამ: - დაბადებითვე მუნჯია, ამიტომ მოგვყავს + განთქმულ ექიმთან ვენაში. + ჟანდარმებმა სედრაკას და ბესოსაც ჩააბარეს პასპორტები და გავიდნენ, კვაჭმა და + მეგობრებმა კი უმალვე ჩაიკეტეს კარები. + - რა ამბავია? რა მოხდა? + - ეშმაკმა წეიღოს ბესოს თავი და ტანი, აი ამბავია! + და ყველაფერი უამბო. + - აჰა-ჰო! ოჰო! ჰო! - ასტყდნენ სედრაკა და ბესო. + - რას იცინით, ყაზილარებო! - გასწყრა კვაჭი: - კიღამ დევიფსე და დევიღუპე კაკალი + კაცი! + მერმე თავის დამუნჯების ამბავი მოაგონდა და თვითონვე გამხიარულდა. და + საზღვარს რომ გასცდნენ, ბოჩოლებივით ახტუნავდნენ და კვიცებივით აჭიხვინდნენ. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი ვენაში ოდნავ თავის მოგიჟიანებისა და + მსოფლიოს დედა-ქალაქში ჩასვლისა + + ერთი საათის შემდეგ სასტუმროს პატრონი, მოურავი და მეტრდოტელი შემოვიდნენ + დიდი „ფიურსტის“ ბაგრატიონის მოსაკითხად და პატივსაცემად. მერე ყოვლად + აუცილებელმა, ყველაფრის მცოდნემ და ყველგან მყოფმა რუსის ურიამაც შემოჰყო + თავი. + - თავადს ვახლავართ!.. გიდი ვარ... ოცი წელიწადია ვენაში ვცხოვრობ... ყველაფერს + გიჩვენებთ. დღეში ათი კრონა ეღირება. + გავიდნენ და დაათვალიერეს ქალაქი. + ხუთი დღე იარეს. გიდი კვაჭის ისტორიულ-ხელოვნურ ძეგლებისაკენ ეწეოდა, + უნდოდა ეჩვენებინა მუზეუმები, უნივერსიტეტი, სან-სტეფანეს ტაძარი, ჰოფბურგ- + თეატრი, ბირჟა, სამხატვრო აკადემია, რატუშა, სასახლე და ათასი სხვა საჩვენებელი, + მაგრამ კვაჭი ისე დაიღალა და დაიშრიტა მარტო ერთი მუზეუმის დათვალიერებით, + რომ მაშინვე თავის ტკივილი მოიმიზეზა და ყველაფერი მომავლისათვის გადასდო, + გარდა უუზარმაზარ რინგშტრასესი და პრატერისა, სადაც დღეს აღამებდა და ღამეს + ათენებდა. ეს უზარმაზარი ქუჩები, ხეივნები, ბაღები, მოედნები, ინგლისური ჭალა, + აკვარიუმი, სამხეცეთი, ათასნაირი რესტორანები, ყავახანები, ლუდხანები, ღვინის + სარდაფები, ბალაგანები, მარიონეტის თეატრები, კარუსელი და უთვალავი სხვა + გასართობი მუდმივ სავსე იყო ხალხით და ქალებით - განთქმულ ვენურ ქალებით: + ყველანი თითქოს განგებ იყვნენ შერჩეულნი: მაღალნი, თვალადნი, ჯიშიანნი, ოქროს + თმიანნი, ფირუზთვალებიანნი, ფაფუკნი, ფუნჩულანი და თეთრნი, ვითარცა + ჩამავალი მზისაგან ოდნავ შეწითლებული მყინვარი. + ამ ცოცხალმა ზამბახებმა უმალ გზა დაუბნიეს კვაჭის, ძილი დაუფრთხეს, მადა + დაუკარგეს, დავთვრები აურიეს და სული და გული ისე აუფორიაქეს, რომ რამდენიმე + კოხტად გამონასკული კომბინაციაც კი დაივიწყა და გადასდო იმ საბაბით, რომ ის + მალე პარიზში ჩავიდოდა და ამ საქმეებს იქაც „გაიმასქნებდა“. + კვაჭი რამდენიმე დღეში დასთვრა, დაითენთა და მიილია თეთრი ტომის მოუქნელის, + უხეშის და მძლავრის სიყვარულით. სამაგიეროდ იმ თეთრ ქალებსაც აჩვენა და + აგემინა სიცხე შავი ზღვის სისხლისა, სიფიცხე ჯმუხა ბიჭისა, სიმწვავე გიშრის + ულვაშებისა, ჟინი მარილიან ქორულ თვალებისა და აღვირ-აწყვეტილი ვნებიანობა + მზისა და ჟამისგან გაკაჟებულ ქართულ ძარღვისა. + სედრაკამ და ბესომ თეთრ ალ-ქაჯების ბადეში გადავარდნილი კვაჭიკო ძლივს + გამოჰგლიჯეს იმ ქალებს და პარიზისკენ მოიტაცეს. + „ორიან-ექსპრესი“ გრიგალივით მიჰქრის ანკარა სალცჰახის, ინნისა და დუნაის + ნაპირებზე. + - კვაჭი, ზაჰლცბურგში მივედით. ბედეკერის წიგნში ძალიან აქებენ ამ ძველ ქალაქს. + გავიდეთ და ვნახოთ. + - აჰ, ძველის ნახვა მეზარება, მკვდარს მაგონებს. + - კვაჭი, მიუნჰენში ავედით. ბავარიის დედა-ქალაქია. მეტად სუფთა და კოხტა + ყოფილა. თურმე საქვეყნო მუზეუმია შენობების და ხელოვნებისა. ბევრი რამ ყოფილა + სანახავი: ბერძნული პროპილეი, ზიგესტორი, ვაგნერის თეატრი, ოდეონი, + გლიპტოთეკა და... + - და ლუდი, მიუნჰენის შავი ლუდი! აპა, ბესო, მეიტა ოციოდე ბოთლი. ჩქარა! + დანარჩენი სიძველენი ეშმაკებმა წეიღონ! + - კვაჭი, სტრასბურგში მივედით. გაიხედე, აგერ ის ტაძარი მთელ ქვეყანაზე ყოფილა + განთქმული. + - აჰ, მაგიზა არც კი ღირს წამოდგომა! - და განაგრძო შინჯვა ტიტველ ქალების + ალბომებისა, რომელნიც ვენასა და მიუნჰენში იყიდა. + საღამოს ათ საათზე ბესომ უთხრა: + - სწორედ ნახევარი საათის შემდეგ პარიზში ჩავალთ. გეიხედე, მოსჩანს კიდევაც. + კვაჭი გველნაკბენივით წამოვარდა და ფანჯარას ეცა. + შორს, წყვდიადში ცის ტატნობი თვალუწვდენელ მანძილზე წითლად იყო შეღებილი, + თითქოს დედამიწის ზღურბლი იწოდა და იმ ხანძრის ანარეკლი ზეცაში მოსჩანდა. + გააფთრებული რკინის ფრინველი აღარ ისვენებდა და ქშენით, დგრიალითა და + წივილით იმ ხანძრისკენ მიჰქროდა. ბოლოს, ქალაქში შევარდა, კიდევ კარგა ხან + ირბინა და ოხვრით და კვნესით აღმოსავლეთის სადგურს მიადგა. + მაშინვე გაჩნდა ყველგან მყოფი ადესელი ურია: + - ოცი წელიწადია, რაც პარიზში ვცხოვრობ. ყველაფერი ხუთი თითივით მაქვს + შესწავლილი. ცხრა ენა ვიცი. დღეში ოცი ფრანკი და ჭამა-სმა. + კვაჭიმ იმ ურიას გადაჰხედა. + - ისაკ აბრამიჩ!.. ისაკა იდელსონი! + ამ სახელის გაგონებაზე ურია კვაჭის დააცქერდა, მერე გაიბადრა და დაიძახა: + - ნაპოლეონ აპოლონჩიკ, თქვენა ხართ? ღმერთო დიდებულო! + - აქ რა გინდათ, ისაკ აბრამიჩ? + - ეჰ, მერე გიამბობთ. გავღარიბდი, ნაპოლეონ აპოლონიჩ, გავღარიბდი... მერე + გიამბობთ... + - რებეკა? რებეკკა როგორ არის? + - კარგად, კარგად არის, მაგრამ... მერე გეტყვით, ყველაფერს გეტყვით. ეხლა კი + მომყევით. + ოთხვენი ავტომობილში ჩასხდნენ და სტრასბურგის ბულვარით საუკეთესო + სასტუმროსკენ გასწიეს. კვაჭის ბრძანებით ავტომობილი ხით დაგებულ ქუჩებზე + ნელა მისცურავდა. + - დიდ ბულვარზე გავედით. - აჩვენებდა მსოფლიო ქალაქს ისაკა იდელსონი: - ეს არის + ბულვარი სენ-დენი... ეს - ბონნუა... ეს - პუასონიერი... აი, განთქმული მონ-მარტრი... + ეხლა შევედით იტალიელების ბულვარზე... აი, სახელოვანი ოპერა და ოპერის + ავენიუ... ეს კაპუცინების ბულვარია... აი, მადლენის შესანიშნავი ტაძარიც... + კვაჭის ყრუდ მოესმოდა ისაკას მოყრილი სეტყვა, უცხო და გაუგებარ სიტყვებით + სავსე. მას არაფერი ესმოდა გიდის ლაპარაკისა, რადგან შთაბეჭდილებამ უმალ სძლია + გონებას და დაახშო იგი. + კვაჭი და მისი ამხანაგები უცებ ჩასცვივდნენ მსოფლიოს დედაქალაქის გულში და + უმალ დაიბნენ, აირივნენ და გამოშტერდნენ. + იმ უზარმაზარ ბულვარების ნაპირებზე აღმართულიყო ორი კედელი შვიდ-რვა + სართულიან გაჩაღებულ შენობებისა. ამ კალაპოტში ზევით და ქვეით ორი + თვალუწვდნელი ხალხის მდინარე მიდიოდა. ქუჩის ერთ ნაპირიდან მეორეზე + გადასვლა თითქმის შეუძლებელი იყო. იგი გატენილი იყო ახდილ და დახურულ + ეტლებით, ორსართულიან ავტობუსებით, ტრამვაიებით, ავტომობილებით და + მრავალნაირ შარეტით. ჯვარედინებზე პოლისმენები იდგნენ, პატარა ჯოხებით + ჰბრძანებლობდნენ და კარგი რაბივით იმ მდინარეს ხან ერთ ქუჩაზე შეაჩერებდნენ და + თავს მეორე კალაპოტში გადაუგდებდნენ, ხან ხუთი წუთით მეორეს შეაგუბებდნენ + და პირველ ქუჩას დასცლიდნენ. + შიგნით და ტროტუარებზედაც მორთულ-მოკაზმული ხალხით სავსე უთვალავი + ყავახანები ცეცხლში იწოდნენ. ათასნაირი ჰაეროვანი რეკლამა თვალსა სჭრიდა: ცაში + ასგან და ათასგან ელავდნენ წითელი, ყვითელი, ცისფერი და მწვანე ელექტროს + წარწერები. ქალაქის იდუმალი ხმაურობა, გრგვინვა, დუდუნი, ზანზარი, სუნთქვა, + ოხვრა და კვნესა კვაჭის ჰბორკავდა, ნერვებს უღიტინებდა და გონებას უბნევდა. + - ა, ბესო, მეიგონე აწი შენი სამტრედია და ქუთაისიც! - ჩაიღიმა კვაჭმა. + - სამტრედიას ქე სჯობია, მარა ქუთაისს რავა შეედრება! - ჩაიხუმრა ბესო შიქიამ. + - ვაა, ჰავლაბარია?! - ჩაიხითხით სედრაკამ. + მადლენს ჩაუხვიეს და თანხმობის უზარმაზარ მოედანზე გავიდნენ, მერე ის უცხო + სანახაობა გადასჭრეს და შეერივნენ ხუთ რიგად ჩამწკრივებულსა დ დაბურულ + ელისეს ხეივნებს. ვარსკვლავების მოედანზე საუცხოვო სასტუმროს „ელისეს“ + მიადგნენ, სადაც ბელეტაჟში შვიდი ისეთი ოთახი დაიქირავეს, როგორიც + შეეფერებოდა დიდი რუსეთის დიდს თავადს, ავღანისტანის ემირს, ბარონს და იმის + მხლებლებს. + https://www.facebook.com/groups/ELLIB/ + დღევანდელ ბაბილონის დათვალიერება და + მცირეოდენი მსჯელობა + + კვაჭი, მისი მეგობრები და ყორანაშვილი, რომელიც წინა დღით ლათინურ უბანში + იპოვეს, ეიფელის კოშკის კენწეროზე სდგანან. + სამასი მეტრის სიმაღლიანი რკინის კოშკი თითქოს ჰგუგნებს, ჰზანზარებს და + ქანაობს. + მოგზაურებს ოდნავ თავბრუ ეხვევათ. + მათ ფეხქვეშ გადაჭიმულია პარიზი, - ქვეყნის თვალი, მზეთუნახავი დედა-ქალაქი, + პირველი პირველთა შორის, შუაგული მსოფლიოსი და მზეთა-მზე კუთხეთა და + ხალხთა ქვეყნისათა. + პარიზის ზღურბლთა გადაღმა, ყოველივე მიმართულებით, სადამდინაც თვალი + მისწვდება, მოსჩანან უთვალავი დიდი და პატარა ქალაქები, დაბები და სოფლები, + რომელნიც ქვეყნის გულს ელტვიან და გარს ეხვევიან, თითქოს იმ მზეთუნახავს თავს + ევლებიან, მას სდარაჯობენ და ემსახურებიან. + მარნის გორაკების თავზე დილის ბურუსიდან უზარმაზარი წითელი ბურთი + ამოგორდა და ვარდის ფერად შეჰღება პარიზის ირგვლივ ჩამწკრივებული მწვანე + გორაკები. + დილის ნისლი ლეჩაქივით ჩაწოლილა და ჩაჰხურებია იმ თვალუწვდენელ სივრცის + ნაოჭებს, გორაკების კალთებს, ქალაქების და სენის ხეობას. + პარიზი ნელ-ნელა ნისლოვან ლეჩაქს იხდის, თანდათან იღვიძებს, იზლაზნება, + იზმორება და დილის ღიმილით იღიმება. + იგი ბურუსი, ღამის ნაორთქლი და ნასუნთქი იმ მზე-ქალაქისა თანდათან გორაკებზე + აიკრიფა, დასავლეთისკენ აუხვია და სენ-ჟერმენ-არჟანტელის მიდამოებსა და სენის + ქვემო ხვეულებში ჩაწვა. + და ბედის მაძიებელთა თვალში გაიშალა და გაიფურჩქნა იგი მზეთამზე: + დავარცხნილი და დაბანილი, კეკლუცი და სპეტაკი, ღიმილიანი და სიცილიანი, + კაშკაშა და მბრწყინავი, უსაზღვრო და თვალუწვდენელი, საბუდარი და ტაძარი, + სანატრიონი და სიზმარეთი ყოველთა სულიერთა, მეცნიერთა და ხელოვანთა ამა + ქვეყნისათა. + იდგნენ ქართველნი სამასი მეტრის სიმაღლეზე. + იდგნენ და სთრთოდნენ ესოდენ სიმაღლით და მშვენებით. + შორს, მეტად შორს, სამხრეთით და აღმოსავლეთით ორი ანკარა მდინარე + მოიკლაკნებოდა - მარნა და სენა. ორივენი პარიზის განაპირას, შარანტონთან + ერთმანეთს ერთვოდნენ და ეხუტებოდნენ; მერე ის ერთიანი მდინარე პარიზს შუაზე + გადასჭრიდა, ისევ სამხრეთით დაბრუნდებოდა, მერე სენ-კლუსთან და ბულონთან + ისევ ჩრდილოეთით იქმნიდა პირს, სენ-დენისთან კვლავ სამხრეთით წამოვიდოდა, + სენ-ჟერმენთან ისევ რკალს მოჰხაზავდა, კიდევ ჩრდილოეთით შეუბრუნდებოდა, + ერთხელ კიდევ მოიგრიხებოდა და დასავლეთით ნისლოვან სენ-ჟერმენის + უზარმაზარ ტყეში იკარგებოდა. + მდინარეზე, ზევით და ქვევით, გემებისა და ნავების ქარავნები დასცურავდნენ, და იმ + სიმაღლიდან ისე მოსჩანდა, თითქოს გრძელსა და დაკლაკნულ სარკეზე ბუზები და + ჭიები დასცოცავენო. + იგი სარკემდინარე ორმოციოდე რკინის და ქვის ხიდ-სარტყელით იყო გადაჭერილი + და ოციოდე მწვანე კუნძულით იყო გაპობილი და გაწყვეტილი. + იმ ქვეყნის თვალს გარშემო სამ რიგად ედგნენ ორმოცამდე დარაჯნი და გუშაგნი, + ნახევრად მიწაში ჩამძვრალნი, რკინის ფოლადის აბჯრით და ათასის ზარბაზნით + შეჭედილნი. მათ შორის მრისხანედ, მუქარით და შუბლ-შეჭმუხვნით გასცქეროდნენ + გერმანელთა ქვეყანას შარანტონი, ვენსენი, მონ-ვალერიენი და სენდენი. + იმ კეკლუცს ყოველ მხრიდან ათიოდე რკინის გზა გრძელ ისრებივით შიგ გულში + ჰქონდა ჩარჭობილი, ხოლო გარშემო რამდენიმე ქამარი ჰქონდა შემორტყმული + ასეთივე რკინის გზების, ზარბაზნების, ბულვარების, განიერ და ღრმა თხრილისა და + მაღალის, სქელის და ნათალ ქვის გალავნისა. + რამდენიმე ათეული მატარებელი, ორთქლით და ბოლით მსუნთქავი, შავი + გველებივით იკლაკნებოდნენ და სხვადასხვა მიმართულებით მისცურავდნენ. + ესოდენი დაბა-ქალაქები, უთვალავი შენობები, გზები და არხები თითქოს განგებ + დასერილნი, დახატულნი და მოქარგულნი იყვნენ თვალუწვდენელ მწვანე ხალიჩაზე. + პარიზის ფილტვები - ტყეები, ბაღები და ჭალები ჯერ კიდევ სილის ოხშივარით + ჰსუნთქავდნენ. + აღმოსავლეთით გადაჭიმულიყო ტბებით დაწინწკლული ვერსენის დიდი ტყე. + სამხრეთით - ასეთივე დიდი ტყეები მედონის, სენკლუს, სევრისა და ვერსალისა, + ხოლო დასავლეთით - ბულონის და სენ-ჟერმენისა. + შიგ პარიზში მწვანე სითხესავით დაღვრილიყვნენ ტიულიერის, ლუქსემბურგის, + ბოტანიკურის, მონსოს, ტროკადეროს, მონსურის, ელისეს და მრავალი სხვა ბაღები, + ჭალები და ხეივნები. + ინვალიდების სასახლის ოქროს გუმბათი ხეხლივით იწვოდა. + შენობების ზღვიდან ძალუმად აღმართულიყვნენ და გაჭიმულიყვნენ პანთეონი, + იესოს გულის ახალი ტაძარი, პარიზის ღვთისმშობელი, სენ-ჟერმენი დეპრე, სენ- + სიულპისი, მადლენი, ლუვრი, პალე-როიალი, დიდი ოპერა, სორბონა, ბირჟა, + დროკადერო, კოშკები, სასახლეები, მუზეუმები და მრავალი სხვა თვალსაჩინო ძველი + და ახალი შენობები. + იმ სიმაღლეზე მკაფიოდ მოისმოდა გაღვიძებულ საარაკო ქალაქის დრტვინვა, + გუგუნი, ქშენა, ზანზარი და სუნთქვა. + კვაჭი კვაჭანტირაძე არ ჰგრძნობდა საერთოდ ბუნების მშვენიერებას, რომელიც არ + ჰხვდებოდა იმის სულს და გულს: იგი არასოდეს აღელვებულა, არ მოხიბლულა, არ + დამტკბარა არც ცამდის აყუდულ მთებით, არც თვალ-უწვდენ ზღვით, არც ბარის + აჭრელებულ პეიზაჟით, მაგრამ ეხლა, სამასი მეტრის სიმაღლიდან რომ დასცქეროდა + თავისს ფეხქვეშ გადაწოლილ პირი-მზე პარიზს, მან ღრმად იგრძნო თავბრუ + დამხვევი სიტკბოება და მშვენება მსოფლიო ქალაქისა, რომელიც, ვინ იცის, ვის, + როდის და როგორ მოექარგნა ესოდენის ქვით, რკინით, ორთქლითა და ბოლით. + კვაჭის არც სმენა ჰქონდა, იგი ორს ნოტას ერთმანეთისგან ვერ არჩევდა, ამიტომ + მუსიკაც არ უყვარდა, არც მისი ესმოდა რამე, მაგრამ ეხლა, სამასი მეტრის სიმაღლეზე + იგი მოჰხიბლა, დაათრო და ზეცაში აიტაცა ამ ქალაქის იდუმალმა გუგუნმა, + ბუტბუტმა და ფშვინვამ. + ამავ დროს დილის ნიავმა ბელვილის მაღლობებიდან ეიფელის კოშკზე ქვანახშირის + და ნავთის სუნი აიტანა, რომელიც კვაჭის უუნაზესს სასუნებლად მოჰხვდა ცხვირში. + დიდხანს იდგნენ გაჩუმებულნი, მეტის აღტაცებით დატვირთულნი და უჩვეულის + გრძნობით მოჭარბებულნი. მხოლოდ ყორანაშვილი ხანგამოშვებით გაიშვერდა აქეთ- + იქით თითს და ახალ-ახალ საგანძურებს უჩვენებდა: + - თქვენი სასტუმროს წინ რომ უუზარმაზარი კამარა აღმართულა, იმის გარშემო რომ + თორმეტ ქუჩა-ხეივანს მოუყრია თავი მნათობის სხივებით, სწორედ ამიტომ დაარქვეს + მაგ ალაგს ვარსკვლავის მოედანი - „ეტუალი“... აგერ ელისეს სასახლე, პრეზიდენტის + სამყოფელი... აი, ბურბონთა სასახლე, ეხლანდელი პარლამენტი... აი, ჩვენს ფეხქვეშ + რომ მოსჩანს, სამხედრო აკადემია გახლავთ... აგერ დიდი და მცირე სასახლენი + ხელოვნების და მრეწველობისა. + - აი პარიზი ჰგავს ცოცხალს მზეთუნახავს, ფრანგს ტიტველ დედაკაცს, რომელიც + სენის ნაპირებზე საქვეყნოდ გადაწოლილა, და ამიზაა, რომ ყოველი კაცი ქვეყნის + ყოველ კუთხიდან მორბის აქინე მაის სანახავად, თვარა სხვა რა მოარბენიებს აქინე + გაკოტრებულს ღვანკითელსა და სამტრედიელ კუდაბზიკა აზნოურებს? - განმარტა + კვაჭმა. + სედრაკა არ დათანხმდა: + - ვაა, მარტო მილიონერები ხომ არ ცხოვრობენ პარიზში! ერთ აქაური ბანკი ან + „ტორგოვი დომი“ მთელ საქართველოს სამჯერ იყიდის და გაჰყიდის. საცა თაფლია, + ბუზიც იქ ეტანება, თორემ მარტო ლამაზი ქალებისთვის ვინ გიჟი ჩამოვა ამერიკიდან, + იაპონიიდან ან ტფილისიდან?! შენ ფული სთქვი, თორემ ლამაზი ქალები ყველგან + თავსაყრელია. + - იმიზა მოდიან აქინე ყოველ ქვეყნიდან ლამაზი ქალები, რომე პარიზში ბევრი + ფულია! - წაიჩურჩულა ჩუმმა ბესომ. + - ლონდონს და ნიუ-იორკს პარიზზე მეტი ფული აქვთ, - ჩაერია ყორანაშვილი. - + მაგრამ ლამაზი ქალებიც, ფულიანი და უფულო ხალხიც უფრო პარიზს ეტანებიან. + თქვენი რა მოგახსენოთ, მე კი ვერც ასი ათასი მზეთუნახავი ჩამომიყვანდა ამ + სიშორეზე. + - მაშ რეიზა ეტანება მთელი ქვეყანა ამ ქალაქს? - ჰკითხა კვაჭმა. + - ლამაზი ქალები მხოლოდ ერთი კუთხეა პარიზისა. ჩემის დაკვირვებით, უნდა + გითხრათ, პარიზში ლამაზ ქალებს გაცილებით სჭარბობენ ლამაზი მამაკაცები. ამასვე + ამბობენ აქაური ქალებიც პარიზს მეორე, მესამე, მეხუთე და მეათე კუთხეც აქვს, ეხლა + რომ აგიხსნათ, სიტყვა მეტად გამიგრძელდება. გარდა ამისა, ჩემს ნათქვამს გაგებით + გაიგებთ, მაგრამ გრძნობით ჯერ ვერ იგრძნობთ. ჯერჯერობით იცხოვრეთ და + ყველაფერს დააკვირდით, მერე თვითონ მიჰხვდებით და იგრძნობთ იმისს ჯადოს და + თილისმას და დარწმუნდებით, რომ მართლა ყველას ორი სამშობლო ჰქონია: ჯერ + თავისი საკუთარი და მეორეც - საფრანგეთი. + მანქანით კოშკის მეორე სართულზე ჩამოვიდნენ, სადაც გამართული იყო + რესტორნები. ისაუზმეს და წავიდნენ ლუვრის დასათვალიერებლად. + ალექსანდრეს ხიდზე რომ შესდგნენ, კვაჭმა დაკვირვებით გასინჯა მისი საუცხოვო + მოკაზმულობა: ძეგლები, ბოძები, მარმარილო, ოქროს ვარაყი, ნაჭედი რკინა და + ბრინჯაო, მერე ამხანაგებს მიუბრუნდა: + - მთელს საქართველოში ამის ბადალს ვერაფერს იპოვით. + - ქუთაისის თეთრი ხიდი მაგონდება, ჰა-ჰა! + - ასეთი ხიდი არც ევროპაში მოიპოვება, არც რუსეთში, - განმარტა ყორანაშვილმა. + თანხმობის უუზარმაზარმა რვაკუთხიანმა მოედანმა კვაჭი ერთხელ კიდევ მოიყვანა + აღტაცებაში. იმის რვა კუთხეს ამშვენებდა საფრანგეთის რვა დიდი ქალაქის ძეგლი. + სტრასბურგის ძეგლს გლოვის ნიშნად შავი ჰქონდა შემოხვეული. მოედანის შუაში + ორი საუცხოვო აუზი იყო გაკეთებული. იქვე აღმართულიყო ოცდაათი ადლის + სიმაღლე ქვის სვეტი - ლუქსორის ობელისკი, ნაპოლეონისგან ეგვიპტედან + გადმოტანილი. + - ამ მოედანზე დიდი რევოლუციის დროის გილიოტინა იდგა, - მისცა ცნობა + ყორანაშვილმა. - აქ მოსჭრეს თავი ლუი მეფეს და, ვინ იცის კიდევ რამდენ ათასს. + კვაჭი ჟრუანტელმა აიტანა და საჩქაროდ გაბრუნდა. + გაიარეს ძველი მეფეების ბაღი - ტიულიერი, ტრიუმფის კამარა და შევიდნენ ლუვრში. + ჯერ ქვემო სართულში ქანდაკებას ჩაუარეს. დარბაზს დარბაზი მისდევდა, ეპოქა - + ეპოქას, ქვეყნის ერთი კულტურა - მეორეს, კვაჭი ყურს აღარ უგდებდა. უთვალავ + ქანდაკებათაგან შიშველ ქალებს არჩევდა, სხვებს კანოვას ნათალს ამჯობინებდა, იმის + ტიტველებს ყოველ მხრიდან უვლიდა, აკვირდებოდა და თანდათან გატაცებით და + თაყვანისცემით იტენებოდა. + როცა ელინურ დარბაზში შევიდნენ და დაათვალიერეს ღვთაებრივი სკოპასი, მირონი + და პრაქსიტელი, როცა იხილეს ზეციური აფროდიტები და ვენერები - მილოსელი, + ჩაკუნტული, უფეხონი, უხელონი და უთვალონი, მეტის მღელვარებისგან გატენილმა + კვაჭმა წამოძახა: + - ნეტავ რომელ ხელს გაუკეთებია აი მშვენიერი ქალები! ბესო, ერთი შეხე მაი უთავო + და უხელო ჩაკუნტულ ვენერას. დაადე ხელი თეძოზე და გეიგე, ცოცხალია მაი თუ + მართლა მარმარილოა?.. რაო, ხელის ხლება არ შეიძლებაო? კაი, მარა... ღმერთო, + მიშველე! რავა გააკეთა ისთე ვინცხა ქვის მთლელმა ბერძენმა აი ქალები, რომე მაი + ქვას ცოცხალ ხორცის სუნი და სითბო ადის! ბესო, წა, გენაცვა, გეიგე, რავა გაჰყიდიან + აი, ამ ვენერას, მილოსელს? კაი რამე ყოფილა, ალბათ ვინცხა პოლონელის ან რუსის + თავადი მილოსსკის ცოლი იქნებოდა. თუ ათას ფრანკზე მეტი არ დაგიფასეს, ვიყიდი + და ჩემს ბინაზე კიბესთან დავდგამ, მოტეხილ ხელებსაც გავაკეთებიებ, ერთ ხელში + ყვავილებს ან ყანწს ჩავუდებ, მეორეში ელექტროს ლამფას დავაჭერიებ. მე შენ გეტყვი, + ვერ დაამშვენებს კვაჭანტირაძეს სასახლეს თუ?! + მერე მიჰყვნენ იმ უზარმაზარ შენობას და სამი საათი ქუდმოგლეჯილნი, + გაშტერებულნი და თვალდაბრეცილნი დარბოდნენ. მხოლოდ ყორანაშვილი იყო + გულმშვიდად, რადგან ყველაფერი ათჯერ ჰქონდა ნახული და მონელებული. + დაირბინეს გალლერეები აპოლონის, ლჰორლოჟი, ყვავილებისა და ძველ ტიულიერი. + აპოლონის დარბაზში ერთს შუშაბანდიან ყუთს კვაჭი მუსუსივით მიეკრა და აღარ + მოჰშორდა: თვალები აენთო და დაებრიცა, გული აუკანკალდა და მთელი სხეული + აუძაგძაგდა. იმ ყუთში ეწყო მტრედის კვერცხის ოდენა რამოდენიმე თეთრი + ბრილიანტი, ნაპოლეონის მახვილი, ისიც მთლად ბრილიანტებით მორთული, და + მრავალი სხვა ფასდაუდებელი განძეულობა. იგი ყუთი ისე იწოდა და ჰლაპლაპებდა, + როგორც კვაჭის თვალები იმ წუთში. კვაჭმა მაშინვე მიიხედ-მოიხედა. ერთი დარაჯი + არხეინად დასეირნობდა დარბაზში. აიშალა და აცქმუტუნდა კვაჭი. ჯერ + ყორანაშვილს ჩააცივდა. მერე იმ დარაჯს ჩაუმტვრია: + - კომბიენ კუტ სეტ შოზ, სილ ვუ პლე (რამდენი ეღირება ეს ნივთები)? + - სე, პა მესსიე. ონ დი კარანტ უ სენკანტ მიიონ ( არ ვიცი, ბატონო. ამბობენ, ორმოცი ან + ორმოცდაათი მილიონიო). + ძლივს მოსწყდა კვაჭი იმ განძეულობას. მას შემდეგ დაბნეული, დარეტიანებული და + ჩაფიქრებული დადიოდა, თითქოს იმის თავში ეშმაკებმა დაიბუდესო, თითქოს იქ + რაღაც აზრი მწიფდებოდა, იკვანძებოდა და იხლართებოდაო. + - აი, შედევრები, მსოფლიო მხატვრობის დარჩეული ნიმუშები. - განაგრძობდა + ყორანაშვილი: - დავიწყოთ იტალიურ რენესანსიდან... აი, კორრეჯიო... ეს ტიციანია... + ეს არის პურუჯიო..., აი, ნაზი, რომანტიული ბოტიჩელიც... აჰა, ღვთაებრივ + ლეონარდო დევინჩის ჯიოკონდაც. + - აია ჯიოკონდა? - გაიკვირვა კვაჭმა: - აი იყო, შარშან რომ მეიპარეს?.. იმე, თლა + სულელი ყოფილა მაის ქურდი! რა ღირს აი სურათი? + - უფასოა, არ გაჰყიდიან, ხოლო მცოდნენი ერთ მილიონს აფასებენ. მილოსელი + ვენერაც ამდენივე ეღირება. + - იმე, რამდენი სულელი ყოფილა ქვეყანაზე! ათ მანეთს არ მივცემ მაგაში. შეხედე, + ბესო, შეხედე, რავა დოუბრეცია თვალები! აჰ, თლა სულელები ყოფილან, თვარა ვინ + ტუტუცი მისცემს ვინცხა კაროჟნას სურათში თუნდ ას მანეთს? ნიძლავს დავდებ, + რომე ას მანეთად დღესვე ამაზე ლამაზს ხუთ ცოცხალ ქალს ვიშოვი, მაგ „კარტიჩქაში“ + რავა მივსცემ მეტს! + - ვაა, ერთი ნახეთ რაღა, აქ რა ამბავი ყოფილა! - გააწყვეტინა კვაჭის სედრაკამ მეორე + დარბაზის კარებიდან. + - შეუხვიეს ფრანგულ მხატვრობის დარბაზში, სადაც ტიტველი ქალები უხვად იყვნენ + კედლებზე გაბნეული. + - როცა ბონნერი... პრუდომი.. დელაკრუა... ვატტო... მეისონიე... - განაგრძობდა + ყორანაშვილი. მაგრამ მას ყურს აღარ უგდებდნენ, რადგან სამივენი შემოეხვივნენ + კუთხეში მიწოლილ ენგრის შიშველ მხევალს, უსისხლოს, უძვლოს, ფამფალას, + ფაფუკსა და ცომ-ცომას. + - ვაა, ერთი ამის გავას შეჰხედე და! - სცქუმტავდა სველ-თვალა სედრაკა. + - ქალიც აი ყოფილა და სურათიც, ასეთი ცოცხალი ქალიც ათასი მანეთი ღირს და + სურათიც. + - ცოცხალისა რა მოგახსენოთ, ხოლო ათას მანეთად ამ სურათის ასლს გააკეთებენ. აი, + მხატვარიც აქვე გახლავთ. + იქვე სამი მხატვარი მუშაობდა. სამივენი ასლებს აკეთებდნენ. + ჰკითხეს ერთ-ერთს, მორგიდნენ, მისამართი მისცეს და გზა განაგრძეს. + - აი, ესპანური მხატვრობა... მურრილიო... ველასკეზი... გოია... ეს ინგლისური სკოლა + გახლავთ: რეინოლდსი... რესკინი... აი, ფლამანურ-ჰოლანდიურიც: ვან-დეიკი... + რუისდალი... რუბენსი... აი, გენიოსი რემბრანდტიც... + გაბო და სედრაკა აანთეს და აახურეს რუბენსის დედაკაცებმა: ყველანი ჩასუქებულნი, + ჩაქონებულნი, მონუმენტალურნი, წითურნი და თეთრნი იყვნენ, ვითარცა ოდნავ + ღვინო-ნარევი რძე. + კვაჭის ქანცი გამოელია, თვალებს ჰბლიტავდა და ფეხებს ძლივს-ღა მიათრევდა. + - დაახლოვებით მესამედი მოვიარეთ. დანარჩენსაც ეხლავე თვალი გადავავლოთ. + მერე, თუ გნებავთ, რომ ცოტაოდენი მაინც დაიხსომოთ, ორი კვირა მაინც უნდა + იაროთ! - ურჩია ყორანაშვილმა. + -აჰ, აჰ, აჰ! - ჩაიქნია ხელი კვაჭმა. - მაი სად შემიძლია, ამისთვის კი არ ჩამოვსულვართ + აქინე. წევიდეთ, კმარა. + გავიდნენ. რამდენიმე ეზო გაიარეს, მოედანი გადასჭრეს და იქიდან გაჰხედეს ერთ + ვერსზე გაჭიმულს ნათალ ქვის ლუვრს, რომელიც გარდი-გარდმო გადაჭრილი იყო + ქუჩებით, იმის ეზოში და ალაყაფის კარებებში ომნიბუსები და ავტობუსები + დადიოდნენ. + - ნეტა გამაგებია, გასცვლის თუ არა ფრანცია საქართველოზე აი შენობას ყოლიფერი + სიმდიდრით, აქინე რომ ალაგია? - თითქმის თავის თავს ჰკითხა კვაჭმა. + ავტო დაიქირავეს და გარშემოუარეს შატლეს და ბერნარის თეატრებს, სენ-ჟაკის + კოშკს, ქალაქის საბჭოს, პარიზის ღვთისმშობელს და იქიდან ლათინურ უბანში + გავიდნენ. + - აი, სორბონნა... აი, საფრანგეთის კოლეჟი... სენ-ჟენევიევის წიგნთსაცავი... აი, + განთქმული პანთეონიც. იმის წინ რომ ბრინჯაოს ძეგლი სდგას, საფრანგეთის + სახელოვან მოქანდაკე როდენის ნამუშევარია. იგი გამოჰხატავს ადამიანს, რომელიც + აზროვნებს. + ბრინჯაოს ბუმბერაზი ადამიანი იჯდა. ფეხი ფეხზე გადაედო, ნიკაპი მუშტზე + დაებჯინა და ისე მძლავრად, ისეთის ჟინითა და ნებისყოფით ჰფიქრობდა, რომ ფეხის + ძარღვებიც კი დაჭიმული ჰქონდა, თითქოს ფიქრი იმ ძარღვებსაც აწვდებაო, თითქოს + ძალას ატანდა და იშველიებდაო. + კვაჭი ბრინჯაოს ადამიანს დააცქერდა და სთქვა: + - რაცხა დიდ კომბინაციას აიმასქნებს აი კაცი. ნეტა მაჩვენა აგი, კაი ამხანაგი + გამევიდოდა. + - აი, ლუქსემბურგის და კლიუნის მუზეუმებიც, ვნახოთ. + - აჰ, დევიღალე, კმარა! აწი შევიდეთ კარგ რესტორანში და ვისადილოთ. + დიუვალთან შევიდნენ. კვაჭმა იტკიცა: + - რაა აი! არ ვარგა, რაცხა სტუდენტების სასადილოს ჰგავს. აქინე უკეთესი აფერია? + ყორანაშვილმა არ იცოდა, კარგი და ცუდი რესტორანების არაფერი ესმოდა, რადგან + თვითონ, ისიც ზოგჯერ, ერთ ფრანკიან სასადილოში იკვებებოდა. + - აპა, მაშ ჩვენს ოტელში წევიდეთ... რაო, გრცხვენიანთ? ტანისამოსი არ გაქვთ? აპა, მაშ + მშვიდობით ბრძანდებოდეთ. ხვალ გვნახეთ. + და ავტოთი წავიდნენ, ხოლო მადა-მოსული ყორანაშვილი თავის მანსარდში + დაბრუნდა. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + გამოცდილ იდელსონის მსჯელობანი + მეგობრებმა რედინგოტები ჩაიცვეს, მკერდზე თით ხრიზანტემა მიიკრეს და + სასადილოში ჩავიდნენ. + სასტუმროს პატრონი და მოურავი მაშინვე ახალ სტუმრებს ეახლნენ, მოწიწებით + მოიკითხეს და შთაბეჭდილებანი გამოჰკითხეს. + წყნარი, მშვიდობიანი, ჩურჩულიანი და მშრალი რესტორანი იყო: არც ქეიფი, არც + სადღეგრძელო, არც სიმღერა. + საუზმე რომ გაათავეს, კარებში დაღვრემილი ისაკა იდელსონი დაუხვდათ. ისაკამ + უმალ სამივენი ტყვედ ჩაიგდო და ავტოთი მოიტაცა. + - ა ლონშან, სილ ვუ პლე! + იდელსონმა კვაჭის თვისი ამბავი მოკლედ უამბო, ადესიდან გაძევებული ცოლ-ქმარი + პარიზში ჩამოსულიყვნენ. ისაკამ თან ბლომად წამოიღო ფული. + - ის ფულიც უდარდელად მაცხოვრებდა, მაგრამ უბედურება ის არის, რომ მე ურია + გახლავართ. ურია კი, თუნდ მილიონები რომ დააყარო, უსაქმოდ ერთ დღესაც ვერ + გასძლებს. ვერც მე მოვისვენე. ავიღე და ოქროულობის უზარმაზარი მაღაზია + გავხსენი. წავაგე. დროზე თავს ვერ ვუშველე. დავიჟინე და საქმეს ბოლომდის გავყევი. + - დავიჯერო, რომ ისაკა იდელსონი გაკოტრდა? + - გაკოტრდა. იმდენი ძლივს გადავარჩინე, რომ რებეკკას პატარა სახელოსნო + გავუმართე. + - მაშ რებეკკა ეხლა მუშაობს? + - ორივენი ვმუშაობთ. ერთ ობოლი ძმისწულიც მყავს. ისიც მუშაობს. რების ძალიან + გაუხარდა თქვენი ჩამოსვლა. + - ვნახავ, უეჭველად ვნახავ. + გრანდ-არმეეს ხეივანს დაჰყვნენ. ბულონის ჭალა-ბაღი გადასჭრეს და ლონშანის + სადოღეზე გავიდნენ, რომელიც უკვე ხალხით იყო სავსე. მერე რამდენი და როგორის + ხალხის! კვაჭის ანგარიშით ოცი ათასი სული მაინც იქნებოდა. აქ იყო პარიზის + „ბომონდი“ და „ტუ პარი“ (რჩეული, მთელი პარიზი). + თვალუწვდენელ მინდორი ცოცხალი ყვავილების გირლიანდით იყო შემოვლებული. + იქაურობა აკუნწლულ ფუტკარივით ჰბზუოდა და ჰფუსფუსებდა. კვაჭის ხარბმა + თვალებმა ორიოდე საათშიც ვერ მოასწრო ქალთა ულევი ზღვის დაშრეტა. + სამაგიეროდ, როცა დოღი გათავდა, ისაკამ ხერხი ასწავლა. ბულონის ჭალა-ბაღში + გზის ნაპირას დიდი „არმენოვილის“ კაფე-რესტორანი იდგა. „ბომონდს“ იმ გზაზე + უნდა გაევლო, ხოლო მოქეიფე პარიზს იმ კაფეში უნდა შეესვენებინა „აპერეტივის“ + (მცირე დასალევის) მისართმევად, ერთმანეთის საჩვენებლად და სანახავად. + კვაჭმა ჯერ საჯდომი ჯიშიანი ცხენი იყიდა, რომელმაც იმ დღეს ლელო გაიტანა, და + მერე იმ რესტორანს მიაშურა. დასხდნენ, ნაყინი მოითხოვეს და გაუთავებლად ისვეს + მალამო აფხანებულ გულზე და ასვეს ტკბილი წყალი თავიანთ ხარბსა და + წყურვილიან თვალებს. + მართლა მთელმა პარიზმა მათ თვალ-წინ გაისეირნა, რამდენიმე ათასმა ცხენოსანმა, + ავტომ, ფიაკრმა, ლანდომ, კარეტამ და კებმა წინ გაუარეს კვაჭის, რომელიც იმ + რჩეულთა შორის რჩეულებს ჩაციებით ჰსინჯავდა და აცქერდებოდა, ხოლო მეტად + ლამაზს და კარგად მოყვანილ ქალებს თვალებით ტანისამოსს ჰხდიდა, თან ისე + კოხტად და მარდად ჰხმარობდა მონოკლს, რომ იმის მასწავლებელს - კარის + მინისტრს ბარონ ფრედერიქსსაც შეჰშურდებოდა. + უკვე კარგად დაგეშილი გიდი ისაკა გზა-კვალს უკვლევდა: + - აი, პრეზიდენტი პუანკარე... ესენი ელჩები არიან: რუსეთის... გერმანიის... + ინგლისისა... აი, მინისტრები და ნამინისტრალნი: - სარრიენი, კაიო, კლემანსო... აი, + მილიონერებიც: შოშარი... როტშილდი... გირში... დიუვალი... აი, მეფე ფოლადისა... + მეფე სახლებისა... მეფე ბანკებისა... აი, ცხენით მოდის გენერალი ჰალიფე. ხომ + გაგიგიათ ჰალიფეს შალვარი? ამ კაცმა პარიზში დახვრიტა რამდენიმე ათასი + კომუნარი... აი, ჰერცოგი.... თავადი... მარკიზი... ბარონი... გრაფი... აგერ, ხელოვანნი + და ჟურნალისტები: სტენლეი... მარსელ პრევო... კალმეტი... სარა ბერნარი.... როჟანი... + ლოზანი... + თან მოკლედ მათს თავგადასავალს და ინტიმურ ამბებს მოუთხრობდა. მერე იმ + ხალხსაც მოუბრუნდა, რომელიც ამ რესტორანში შემოვიდა: + - აი, ეს ქალები ცოცხალი მოდელები არიან. მოდების მაღაზიები უფასოდ აცმევენ, + ყველგან ჰზავნიან და ასეთის ხერხით აჩვენებენ ქვეყანას ახალ მოდას და თავიანთ + ნამუშევარს... აი, ბარონ გრევეს საყვარელი... ეს კონდეს საყვარელია... ეს კიდევ... + და ათიოდე ხანშესული დედაკაცი აჩვენა და ამდენივე მილიონერი დაასახელა. + - როგორ? - გაიკვირვა კვაჭმა: - ასეთი ხნიერი დედაკაცები? ახალგაზრდები ვეღარ + იშოვეს იმ მილიონერებმა? + - ა, ა! - გაიღიმა იდელსონმა: - გეტყობათ ახალგაზრდობა და გამოუცდელობა. + პარიზის დემი-მონდი არ მიიღებს ახალგაზრდა ქარაქუცას, გამოუცდელს, + გაუხედნავსა და თავისს ხელობაში უსწავლელს. ასეთი ახალგაზრდა ქალი - + ქარაფშუტა, აღტაცებული. კეკლუცი, დაუდგრომელი, კისკასიანი და ცეცხლიანი + თავისს ხელობას სტუდენტების ყავახანაში იწყებს. ამ მხრივ პარიზი ორ ქვეყანად + არის გაყოფილი: სენის გაღმა იწყებს და გამოღმა ათავებს. იქ ინათლება, აქ კი ჰასაკში + შედის და ფესვებს იკეთებს. იქ ჰხნავს და სთესავს, აქ კი იმკის. გაღმა იგი ქალია, + გამოღმა კი დედაკაცია. გაღმა მას სტუდენტები სიყვარულს ასწავლიან, გამოღმა კი + იგი თვითონ გამოდის ოსტატად და პროფესორად. ლათინურ უბანში ქალის + სიყვარული მორცხვად იღიმება, კისკისებს, ზოგჯერ ნაზად იცრემლება და გულის + ღიტინსა და ცელქობას მისდევს, ხოლო მონმარტრში დედაკაცი მძლავრის ხმით + იცინის და ხარხარებს. მისი დარდი ჰღმუის, მისი სიყვარული ჰყმუის, მისი ვნება + ჰბღავის... გაღმელთა ალერსი ნიავია, გამოღმელთა კი გრიგალია. იქაურთა ვნება + ალია, აქაურთა ნაკვერჩხალია. კეკლუც ქარაქუცებს ვარდის და იის სუნი ასდით, + მონმარტრის დედაკაცებს და მილიონერებს საყვარლებს კი მწნილისა და... და + კამამბერის ან როკფორის ყველისა, ან კიდევ... რაო, როკფორის ყველი ჯერ არ + გინახავთ? გარსონ! მოიტა ორი როკფორი და ორი დაობებული კამამბერი... ჰო, იმას + მოგახსენებდით. ვის აქვს მილიონები? მოხუცებს. მაშასადამე, რჩეული დედაკაცებიც + იმათია. ქალს კოხტა ტუჩების და ლამაზი თვალების გარდა ჭკუა და ხასიათი უნდა + ჰქონდეს. ჩემისთანა ხანში შესულ ადამიანს არ უყვარს პრანჭია, ქარაფშუტა, კისკისა, + ანცი, კაპრიზიანი, ცრემლიანი და ყბედი კაჭკაჭი. ჩვენ გვირჩევნიან დინჯი - წყნარი, + ნაცადი, ბებერი, ანგარიშიანი და ბრძენი ყორანი. დიაღ, ამას მოგახსენებთ მე, + ადესელი ურია, უკვე დამჟავებული იდელსონი, რომელმაც ნახევარი საუკუნე + იხეტიალა ამ ქვეყნად და ყველაფერი ჰნახა, გაიგო, გამოსცადა და შეიგნო. ერთი + მტკაველი მიწა არ დამრჩა უნახავი. ცხრა ენა ვიცი, ცხრა ხელობა მაქვს ნაცადი. აი, + კამამბერი და როკფორიც მოიტანეს. აბა, იგემეთ და უსუნეთ... ამის სუნი ასჯერ + სჯობია უბიგანს და ლორიგანს... მიირთვით, ნუ იჭმუხვნებით. როცა შეეჩვევით, + ჯიბეშიც კი აღარ გამოილევთ. ხომ ასდის ამ ყველს დედაკაცის სუნი? ხომ ასდის + დედაკაცსაც ამ ყველის სუნი? ასდის, განა!... აგრე... ჰო, იმას მოგახსენებდით: ცხრა + ხელობა მაქვს მეთქი. ჯერ მესაათე ვიყავი ადესაში, მერე რევოლუციონერი. ნუ + გიკვირთ, ესეც ხელობაა, მეტად სახიფათო და უმადური. ოცდაათი წლის წინად + ამერიკაში გავიპარე ციმბირიდან. ბოსტონში ნაგვის და ჩვრების უტილიზაციის + ქარხანა მქონდა, კლონდაკში ოქროს ვეძებდი, ვირგინიაში ბამბის პლანტატორობა + დავიწყე, კუბაში შაქარს ვაკეთებდი, გრელანდიაში თევზს ვიჭერდი, ალიასკაში + ვნადირობდი, პრეტორიაში ალმასებს ვთხრიდი, ზანზიბარში სპილოს ძვლით + ვვაჭრობდი და ცეილონზე ზღვის ძირში მარგალიტებს ვკრეფდი. ათიოდე სხვა + საქმეც მქონდა. ბოლოს, ისევ ადესაში დავბრუნდი და ხუთ საქმეს მოვკიდე ხელი. + დანარჩენი თქვენც იცით: სიბერის დროს ისევ გავბრიყვდი და რევოლუციონერებს + ავყევი. ხა-ხა! კატორღას მხოლოდ თქვენის წყალობით ავცდი. ბედმა ისე გამიღიმა, + რომ ციმბირის მაგივრად ისაკა იდელსონმა პარიზში ამოჰყო თავი, ფულიც ბევრი + წამოიღო, მაგრამ... ჰო, იმას მოგახსენებდით: ხუთჯერ მილიონერი გავხდი, ათჯერ + გავკოტრდი, ხოლო ეხლა... ეხლა თქვენისთანა პატიოსან ხალხს კუდში დავდევ და + ასე ვშოულობ ჩემის ოჯახისთვის ერთ ლუკმა პურს. + კიდევ დიდხანს უგდებდნენ ყურს გაოცებული და პირდაღებული კვაჭი და მისი + ამხანაგები მოხუც ისაკას, რომელსაც მართლა ყველაფერი ენახა, გაეგონა და + გამოეცადა. + ისევ ჩასხდნენ ავტომობილში და მოირბინეს პარიზის ზოგი მიდამო: სევრი, სენ-კლუ, + კურბევუა და კლიში. საღამო ჟამზე კაფერიშის დერეფანში დასხდნენ და თითო + გრენადინი მოითხოვეს. ჩალით სვამდნენ იმ სასმელს და დიდ ბულავრებს + ათვალიერებდნენ. + მზე ჩასავალს იყო. მადლენის მხრით ცაზე უცნაური ღრუბელი მოსჩანდა, რომელიც + საარაკო ფრთა-გაშლილ წითელ ფრინველივით თავდაღმა მიეშურებოდა. იმ + ცეცხლოვან ფრინველს თითქოს ნისკარტით ეჭირა უზარმაზარი წითელი ბურთი, + წითელი მზე, რომელმაც ის უთავბოლო ბულვარი - მაღალი შენობები, ხეივანი, + ხალხის და ასნაირ ეტლების მღელვარე ზღვა ალის ფერით შეჰღება. + ალაგ-ალაგ ფანჯრების და ვიტრინების დიდრონი მინები წითლად იწოდნენ და + სისხლით ჰღადღადებდნენ. ჰაერი ოქროს ნისლით გაიჟღინთა და ამ ნისლში ქალ- + ვაჟთა ცოცხალი ტალღები დასცურავდნენ. + ვინ არ ერია იმ ტალღაში! მდიდარი, ღარიბი, რანტიე და მუშაკი, სახლისკენ + მინაჩქარი მეოჯახე და უსაქმო ფლანიორი, სნობი და მათხოვარი, სევდიანი და + უდარდელი ფრანგი და - ვინ იცის, საიდან, რისთვის ან რომელ ტალღით მოტანილი - + რუსი, ინდოელი, არაბი, ინგლისელი და ამ ქვეყნის ყოველი კუთხიდან მოგლეჯილი + ბედის მაძიებელი. + კვაჭი რაღაც უცნაურ სულის ღიტინს და გულის ფრიალს ჰგრძნობდა: ირგვლივ + ყველაფერს ხარბად აცქერდებოდა და ამ გაუგებარ აღმაფრენის და სიტკბოების + გასაღებს ეძებდა, ბოლოს, იგი იდუმალება რომ ვერ გახსნა, ისევ ისაკას მიუბრუნდა: + - ისაკ აბრამიჩ! ხშირად ვყოფილვარ ასეთ საღამოს ნევის პროსპექტზე. ვენის + რინგშტრასსე და პრატერიც მინახავს. დარიც ასეთი მშვენიერი იყო, არც ხალხი + ყოფილა ნაკლები, მაგრამ... მაინც... მაინც არ მესმის მიზეზი ამ ბულვარების + განსაკუთრებულ შვენებისა. + - ხა! - ჩაიცინა ისაკამ. - მე ათჯერ მეტი ნიახავს: ბერლინის ფრიდრიხშტრასსე, რომის + კორსო, ლონდონის პიკკადილი, მადრიდის პრადო, ნიუ-იორკის მეხუთე ხეივანი, + დელი, ქაირი, ტონკინი, ჩრდილოეთი და სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი, + მაგრამ ამისთანა ჯადოსანი ქალაქი არც მე შემხვედრია. მიზეზი? ოცი წელიწადი + ვეძებდი მიზეზს, ბოლოს, ძლივს მივაგენი. ხა! აბა შეხედეთ ამ შენობებს. გინახავთ + სადმე უკეთესი? + - ვენის შენობები სჯობია. უფრო ახლები, ფერადიანები და კოხტები არიან. + - რაც მართალია, მართალია! ეხლა შეხედეთ ამ ცას, შეისუნთქეთ ეს ჰაერი. + - ვენის ცა და ჰაერი უფრო სუფთაა. უფრო ნაზია. + - ეგეც მართალია. გადაჰხედეთ ამ ხალხს. + - ვენის ხალხიც ასე სუფთად, ასე კოპწიად და კოხტად არის ჩაცმული. + - დიაღ, უფრო კოხტად და უფრო სუფთად. ეხლა ქალები შეადარეთ. ქალი ყოველ + ხალხს ამშვენებს, იგი დიდი ჯიშიანი ვარდია მინდვრის ასკილთა თაიგულში. იგი + ცისკარია მკრთალ ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე. იგი უულამაზესი სამკაულია + ყოველ ოჯახის, ქალაქისა და ხალხისა! ეხლა შეადარეთ ვენელი და პარიზელი + ქალები. + - ვენელი ქალები? უფრო ტანადნი, თვალადნი და ჯიშიანნი არიან, ხოლო აქაურები + უფრო... უფრო... + და სიტყვა რომ ვერ იპოვნა, თითები ააცმაცუნა. + ისევ ბებერი იდელსონი მიეშველა: + - უფრო მალხაზნი, კეკლუცნი და კოპწიები არიან, არა? პარიზელებს თვალში, მიხვრა- + მოხვრაში და სისხლში ულეველი აქვთ ღვთაებრივი ცეცხლი, პილპილი, გემოვნება, + შნო, მეტად მახვილი ჭკუა, ყნოსვა მშვენიერებისა და უნარი სიცოცხლისა. მაშ სად + არის საიდუმლოება პარიზის მიმზიდველობისა? მოგახსენებთ: აქაური ჰაერი და + ცხოვრება დაბანგულია, რაღაც თილისმით არის გაჟღენთილი, რაღაც იდუმალის + ძალით არის მოჯადოებული. რა ჰქვიან ამ ჯადოს, ამ თილისმას? ხალხის სული და + სისხლი, - აი, მარტივი საიდუმლოების გასაღები. + - მაშ ფრანგებს სხვანაირი სისხლი ჰქონიათ! - ირონიით წამოიძახა კვაჭმა. + - უეჭველად! დაუჯერეთ ბებერ ისაკას. ყველას რომ ერთნაირი სისხლი ჰქონდეთ, + ერთნაირი ექნებოდათ ენაც, კანონიც, ტანიც, სარწმუნოებაც, ზნეობაც და ჩვეულებაც, + იდელსონი მეცნიერი არ არის, მას გიმნაზიის კარებიც არ უნახავს, სამაგიეროდ მან + მთელი მსოფლიო მოიარა. მას აქვს თვალი, სმენა დაკვირვება და ტვინი. მან + ყველაფერი ჰნახა, მოისმინა და გაიგო. ჭკუას არ წააგებთ, ბებერ იდელსონს + დაუჯერეთ მეთქი!.. ჰო, იმას მოგახსენებდით, ღმერთმა რომ ფრანგი გააჩინა, + ძარღვებში ცხელი სისხლი ჩაუსხა, მკერდში ცეცხლმოკიდებული გული ჩაუდო და + თავში კარგად გარეცხილი ტვინი ჩაულაგა, თან სიცოცხლის უნარი და მშვენიერების + ალღოც მისცა და ზედ პილპილიც წააყარა. ამ ხალხმაც აიღო და იგი ალღო, უნარი, + ცხელი სისხლი და სული გარეთ გამოიტანა, ყველგან მიაბნ-მოაბნია და აი, + ბულვარსაც, შენობებსაც და ჰაერსაც თვისი ბეჭედი დაჰკრა და დაამჩნია. მორჩა და + გათავდა! ამას მოგახსენებთ მე, ბებერი ისაკა იდელსონი! დიაღ, ამას მე მოგახსენებთ, + მორჩა და გათავდა! + კიდევ დიდხანს ასწავლიდა კვაჭის ბებერი იდელსონი ბებრულ ჭკუა-გონებას და + თანაც ხშირად მავალებზე უთითებდა: + - აგერ, დიდებული არტისტი მუნე სიულლი.. აი, გიჟი ლებოდი, სახარის მეფე, + გაკოტრებული მილიონერი... აი, „ფოლი ბერჟერის“ პრიმადონა... აგერ გულდი - + ამერიკელი მილიარდერი, რომელსაც ძაღლებზე, დოღზე და ცხენებზე მოეშალა + ტვინი... ეს გაპარსული ჯენტლმენი ჩეკლტონია, უუდიდესი ინგლისელი მოგზაური + გახლავთ... - ისაკა უცებ წამოხტა და დაიძახა: - რახილ! რახილ! დაიცა, ჩემო პატარავ, + დაიცადე, მეც მოვდივარ! - ისევ კვაჭის მოუბრუნდა და უთხრა: - ის ქალი ჩემი + ძმისწულია, შესანიშნავი მუსიკოსი. მოგეწონათ, განა? გაგაცნობთ, უეჭველად + გაგაცნობთ. ეხლა კი გიახლებით. მშვიდობით იყავით! ხვალამდის! + და პატარა ისაკა უმალ ხალხის ზღვამ ჩაჰყლაპა. კვაჭმა და იმისმა მეგობრებმა ჯერ + რახილს გააყოლეს დაკვირვებული თვალი, მერე ერთმანეთს გადაჰხედავს. ბოლოს, + კვაჭმა სთქვა: + - მაი ქალი პაპა ჩემს ხუხუასაც გააგიჟებს. ბებერი ისაკა, მგონი, რაცხას აპირებს. + ვნახოთ. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი საღამურთა დათვალიერებისა და ძველი + სიყვარულის განახლებისა + + მეგობრებმა გრანდ-ჰოტელში ისადილეს და მერე პარიზის ღამის გასართობებს + მოედვნენ. + დაიწყეს ლათინური უბნიდან. შეიხედეს ამერიკულ ბარში, „სუფლოში“, + „დარკურში“, მერე ჩაჰყვნენ სევასტოპოლის ბულვარს, იქიდან ჩავიდნენ „ფოლი + ბერჟერშ“, მოითხოვეს კონსომასიონი, ჰნახეს ნახატი ქალები და მოისმინეს დღიური + „რევიუ“, თუმცა მისი ბევრი ვერაფერი გაიგეს, რადგან იგი აშენებული იყო სიტყვების + თამაშზე, ხოლო მის გასაგებად საჭირო იყო ფრანგულის ზედმიწევნით ცოდნა. + კვაჭმა, იქაურთა ცეკვას და მიხვრა-მოხვრას რომ დააკვირდა, პეტერბურგის + „არკადია“ გაიხსენა, შეადარა და სთქვა: + - თეთრი დათვი და ქურციკი მაგონდებიან. + იქიდგან ადრე გამოვიდნენ, „ოლიმპიაშიც“ შეჰყვეს ცხვირი და მერე ნელ-ნელა + მონმარტრის აღმართს შეუდგნენ, რომელიც მხოლოდ შუაღამეზე იღვიძებდა, თან + კაბარეებში იხედებოდნენ, თითო სასმელს გადაჰკრავდნენ და ახალ-ახალ + სანახავებით ირთობოდნენ. + გაიარეს ათიოდე კაბარე, ჰნახეს „მონიკო“ და „ლაპრინსესი“ და, ბოლოს, „მულენ + რუჟს“ მიადგნენ. + კარის ჭრელი დარაჯი, მეტრ დ’ოტელი და კაჭკაჭივით თეთრგულა ფრაკოსანნი + ლაქიები ღიმილით და მოწიწებით დაუხვდნენ, ხალხით გაჭედილ უზარმაზარ + დარბაზში შეიყვანეს და საპატიო ლოჟაში შეაცილეს. + იმავ წამს ორკესტრმა რუსული სამეფო ჰიმნი „ბოჟე, ცარია ხრანი“ დაიწყო. + ყველანი წამოდგნენ, გაიჭიმნენ და პირი კვაჭის ლოჟისკენ მოიბრუნეს. + - ვივ ლა რიუს! ვივ ლა რიუს! - იგრიალა დარბაზმა, თან გამოჭიმულ კვაჭის ტაშის + გრიალი მიაყარეს და აქეთ-იქიდან უხვი საჩუქრები მოუგზავნეს - ყვავილები, + ტკბილეულობა, შამპანური, მარსალა, ბენედიქტინი და მრავალნაირი სხვა სასმელი. + სანამ საჩუქრები მოდიოდა და შეხურებულთა ტაში მოისმოდა, კვაჭი ლოჟიდან + ყველას თავს უკრავდა და ღიმილით და ხელის ქნევით მადლობას უგზავნიდა. მერე + მობრუნდა და ორკესტრს ნიშანი მისცა. + ორკესტრმა ცეცხლიანი მარსელიეზა დაუკრა. ისევ ფეხზე წამოდგნენ და გაიჭიმნენ. + - ვივ ლა ფრანს! - მძლავრად დასძახა კვაჭმა, როცა მარსელიოზა გათავდა. + - ვივ ლა ფრანს! ვივ ლა ფრანს! - ჰგრიალებდა და ჰქუხდა დარბაზი. + - გთხოვთ გაუგზავნოთ ორკესტრს სამასი ფრანკი და ათი ბოთლი შამპანური! - მისცა + კვაჭმა მეტრ დ’ოტელს ბრძანება: - ხოლო ვინც პატივი დამდო საჩუქრით, ერთი ორად + მიართვით: ქალებს - ყვავილები, ხოლო მამაკაცებს - სასმელები. + და თავჩაღუნულ მეტრ დ’ოტელს დასარიგებლად ერთი დასტა სადარბაზო ბარათები + გადასცა ოქროს წარწერით: + თავადი ირაკლი + ბაგრატიონ-მუხრანსკი + ფლიგელ-ადიუტანტი სრულიად რუსეთის იმპერატორისა. + დალაგდნენ და საჭმელ-სასმელი მოითხოვეს. + უცებ კვაჭი შეკრთა. დარბაზის კუთხეში მან თვალი მოჰკრა ორს თვალს, ორს + ნაღვერდლიან თვალს, რომელიც მწვავე ისარივით გაეყარა იმის გულს + - მადამ ლაპოში, ბესო, სედრაკ!.. მადამ ლაპოში! + ერთმანეთი იცნეს და ერთმანეთს გაუღიმეს. თვალი თვალს დაატაკეს და გული გულს + მოახვედრეს. + - სედრაკ, წამეიპატიჟე მალე, თვარა... ჩქარა!!! + ხუთ წუთის შემდეგ თითქმის ტიტველი და სპილოს ძვლისაგან ნათალი ლიზეტ + ლაპოში სედრაკამ კვაჭის მოჰგვარა, და იმ სპილოს ძვალმა, გიშრის ბულულამ, + სისხლიანმა ტუჩებმა და ცეცხლ მოკიდებულმა ნახშირის თვალებმა ის ლოჟა + გააცოცხლეს, გაანათეს და დაამშვენეს. + კვლავ გაიხსნა ძველი ჭრილობა, გამოჩნდა პირშეკრული იარა, გაღვივდა + ნავლწაყრილი ცეცხლი და აჩუხჩუხდა მილეული შადრევანი უდროოდ გაწყვეტილის + ჟინის და სიყვარულისა. + ერთმანეთს ხელები დაუმტვრიეს, სევდიანი საყვედური უთხრეს და ადესური + წარსული გაიხსნეს. + მერე კვაჭმა ჰკითხა: + - უ ეტილ ვოტრ მარი (სად არის თქვენი ქმარი)? + ლიზეტმა სევდიანად ამოიოხრა: + - ილ ე მორ, მონ შა (მოკვდა, ჩემო კატუნი). + - ვა, კარგი საქმე უქნია, რაღა! - გადაჰკრა სედრაკამ. + - ძალიან მიჰქარა, რომ ასე დაიგვიანა! - გადმოუგდო კვაჭმა. + ნელ-ნელა აჰყვნენ ქეიფის აღმართს. შეიკეთეს, შეხურდნენ და ადუღდნენ. + უზარმაზარი დარბაზი იწვის. + ბროლის ურიცხვი მძივებით აკუნწლული ჭაღები ალმასივით ბრწყინავს. + ისმის სევრის ფაიფურის წკარა-წკური. ბაკკარა კრიალებს. + ვერცხლის კასრებში გაყინული და არტახებში გახვეული შამპანური ბროლის + თასებში ოქროს წინწკლებით იწინწკლება. + გაბერის სურიდან თაფლის ფერი კიურასო-შიპრი ჩამოჩუხჩუხებს. + მუსკატი, მარსალა, ბენედიქტინი, ბორდო და ბურგუნდული წითელ-ყვითლად + ჰბზინავს და ჰქათქათებენ. + ბროლის ჭიქებში ცეცხლმოკიდებული შარტრეზი ცისფერ ალით იწვის. + ათფერად იწურება მრავალნაირი ეკზოტიური ხილი: ანანასი, ფორთოხალი და + მანდარინი. + თავისთავად სდნება ფრანგული მსხალი - სენჟერმენი და დიუშესი. + ბამბასავით თეთრ მაგიდებზე უხვად გაბნეულა ალანძური ატამი, კალვილი, მწვანე, + ყვითელი, წითელი და შავი ყურძენი, იშვიათი ვარდი და ყვავილი. + ღადღადა კიბო და ომარი გაფარჩხულან და გაბობღილან. + შემწვარ და მოხრაკულ ფრინველს შეწითლებული გულმკერდი და ფეხები ზევით + აუყრიათ. + ათასნაირად შეზავებული საჭმელი ნაწიწკნი და ხელუხლებელი ჰყრია. + უხვად მოსჩანს ნაირ-ნაირი ფერის, მოყვანილობისა და ჯიშის ტიტველი ბეჭი, + მკერდი, მკლავი, და აბლაბუდაში გახვეული წვივი. + ერთმანეთში არეულა ასფერი ფარჩა, ატლასი, ხავერდი და ლეჩაქი. + თვალს იზიდავს ვენეციური, ბრიუსელური, ვალანსური და აღმოსავლური ნაქარგი, + ნაქსოვი და ოქრონემსული. + გიშრის, წაბლის, მიხაკის, ჩალისა და ოქროს თმები აპენტილან და აბულულებულან. + თვალს სჭრის ბრილიანტი, ალმასი, ლალი, ფირუზი, ზურმუხტი, ამეთვისტონი, + მარგალიტი, ბადახში და ლაჟვარდი. + თამბაქოს ბოლი, ლურჯი გველივით დაკლაკნული, ჭერისკენ ისვეტება და + ისრუტება. + ნოსვას ასისინებს თილისმურის ალერსით ნელსაცხებელი. + ესტრადაზე ერთმანეთს აღარ აცლიან ფრანგნი, იტალიელნი, ესპანელნი, ალჟირელი + ურიები, ტუნისელი არაბები, იაპონელები და ქვეყნის ყოველ კუთხიდან წამოსული + მოცეკვავენი. + გიჟობს, ლაღობს და დაჰქრის აღვირაწყვეტილი ესპანური, ჰუნგრული ჩარდაში და + პოლონური მაზურკა. ურცხვად იკუზება კეკუოკი, ზომიერებას გადასცდა მატჩიში, + იგრიხება მოქნილი ფოქსტროტი, იკლაკნება ჟინიანი ტანგო და შიშვლდება ვნებიანი + მუცლის ცეკვა. + დაჰხტის ათნაირი ფერის და ფორმის წვივი და ბარძაყი, შრიალებს ფარჩის კაბა და + ელავს თეთრი საცვალი. + ქალ-ვაჟნი ერთმანეთში ჩახლართულან, ჩაკრულან და ჩამწნულან და ერთმანეთის + სუნთქვით და ხორცით დამთვრალნი და თავბრუდახვეულნი ლაღად და გატაცებით + დასცურავენ და დაჰხტიან ცეკვის ტალღებში. + ისმის ტრფობის ჩურჩული, ნართაული ოხუნჯობა და აღგზნებული კისკასი. + დარბაზს სჭრის ხშირი ელვა სურვილით ანთებულ თვალებისა. + ავის ღელვით ჰღელავს შიშველი მკერდი. + სისხლისფერ ტუჩებზე და ელვიან კბილებზე სთრთის ალმური აშლილ ჟინისა. + ნარკოტით ალესილი და მწვავე სასმელ-საჭმელით ალეწილი ხორცი ეძებს + დაცხრომას. + აპილპილებული და აჩუხჩუხებული სისხლი მოუთმენლად მოელის და დაჟინებით + მოითხოვს შენელებას და ჩაქრობას. + გაჩაღებული დარბაზი ვნების ალში და ბანგში გახვეულა. + იღრინება და მძვინვარებს პირ-სისხლიან, კბილებ-ალესილი, ფაფარაყრილი და + ახურებული მხეცი სიძვის და მრუშობის. + კვაჭიც აჰყვა ამ ხანძარს, მოაჯდა პირ-სისხლიან მხეცს, შესცურდა გაბანგულ + ტალღებში და თავგამწევ ცხენივით გადავარდა მრუშობის და ვნების მორევში. + გადავარდა და ორიოდე კვირა იხჩობოდა იმ ზღვაში და იხრუკებოდა იმ ცეცხლში. + ყველაფერი ჰნახა და იგემა: ჯოჯოხეთი და სამოთხე, აპაშების სარდაფები და მეძავთა + შესაფარი, გარე-უბნების ბაღები და ქალ-ვაჟთა შესახვედრი საიდუმლო სახლები, + დაქირავებული სიყვარული და მისი მაკინტლობა, რომლითაც ქანც-გამოლეული + საჭურისნი ჭუჭრუტანებიდან სტკბებოდნენ და სთვრებოდნენ. + და გაბრუებულ, გამხეცებულ კვაჭანტირაძეს ირგვლივ მხოლოდ გაკაპასებულ ვნების + ყმუილი, გატიტვლებულ სიტკბოების ღრიალი, წკმუტუნი და კვნესა ესმოდა. + და კვაჭი მსოფლიოს დედა-ქალაქში ჰხედავდა და ჰგრძნობდა მხოლოდ შიშველს, + ფეხაყრილ პირუტყვს, მუდმივს ნადიმს და ზეიმს, ლხინს და განცხრომას, ფუფუნებას + და მოსვენებას. + და კვაჭიც დარწმუნებული იყო და ჰფიქრობდა, რომ ის მზეთამზე ქალაქი და + ფრანგთა მთელი ქვეყანაც კვაჭივით ატარებდნენ თავიანთ სიცოცხლეს და + ჰხარჯავდნენ თავიანთ ძალ-ღონეს. + ის კი არ იცოდა ფლიგელ-ადიუტანტმა, სილიბისტროს შვილმა - ან საიდან გაიგებდა, + ან როგორ მოიფიქრებდა და დაიჯერებდა? - რომ სწორედ იმ დროს, როცა იგი დღეს + აღამებდა და ათენებდა ვნების ხანძარსა და სიტკბოების მორევში, იმ უთვალავ + ხალხის ოთხმოცდაცხრამეტი მეასედი ერთ ლუკმა-პურისთვის, თავის ოჯახისთვის + და პატიოსნებისთვის დღე-ღამეს ასწორებდნენ, წელებზე ფეხებს იდგამდნენ და + მთელი თავისს სიცოცხლეს მუდმივს ფუსფუსსა, დაუდგრომელ შრომასა და ჯაფაში + ჰლევდნენ. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი ძველი სიყვარულის აღდგენისა და ახალ + მიჯნურის პოვნისა + + პარიზში ჩამოსვლის მესამე დღეს კვაჭი ისაკამ დაჰპატიჟა, იდელსონებს ლათინურ + უბანში პატარა და კოხტა ბინა ჰქონდათ. კოპწიად გამოწყობილი რებეკკა + სიხარულისაგან ალეწილი და აფორიაქებული იყო. ხუთ წელიწადში ოდნავ + დასრულებულიყო და უფრო დამშვენებულიყო. კვაჭმა და რებიმ ერთმანეთი + მოიკითხეს და თვალებით დასჭამეს. სადილზე მხოლოდ სამნი ისხდნენ. + - ჩემი ძმისწული რახილი ძალიან შორს მსახურობს, - სთქვა ისაკამ: - ამიტომ იქვე + სადილობს და დასაძინებლად აქ მოდის. როგორმე უნდა გაგაცნოთ, მშვენიერი + მომღერალი. + სადილი რომ გაათავეს, ისაკამ წამოიწია: + - დიდი ბოდიში უნდა მოვიხადო. ერთი ძალიან კარგი მუშტარი მყავს, რვა საათზე + ვყევარ დაბარებული. თქვენ კიდევ იბაასეთ ან გაისეირნეთ, მე კი ეხლავე უნდა + გავიქცე. + - ჩვენც გავისეირნებთ, - უთხრა რებიმ და ქმარი გააცილა, მერე ოთახში + შემოტრიალდა და კვაჭის კისერზე ჩამოეკიდა. + - ჩემო აპოლონ!.. ჩემო ნაპოლეონ! + - ჩემი რები!... რებეკკა! ჩემო ძვირფასო! + და ძველი სიყვარული ოფლით და ხვნეშით გაიხსენეს. + იმ დღიდან კვაჭმა რებეკკას კვირაში ორი საღამო შესწირა. + ელისეს ხეივანზე კვაჭს დაქირავებული აქვს პარიზულად მოწყობილი ჰოტელ- + სასახლე. კვაჭის გარდა იმ სასახლეში ბუდობენ ყველა მისი მეგობრები, კვაჭს + წამკითხველი და ფრანგულის მასწავლებელი სუსსანა, - ბესოს ნაშოვნი ფრანგი - + დაბალი, ფუნჩულა, ცქრიალა, მარდი და მხიარული, - ხუთიოდე „გრიზეტი“ + და ათიოდე მსახური, - კარის დარაჯნი, ლაქიები, მზარეულნი, მებაღე, მეჯინიბე და + შოფერი. + კვაჭმა ადვილად დაისწავლა ფრანგული, ადვილად გაიგნო გზები და ბილიკები იმ + ქალაქში და მალე შეითვისა იქაურ რანტიების და ფლანიორების ზნე-ჩვეულებანი, + ადათი, წესი და კანონი. + ზოგჯერ სუსსანა ფრანგულ ენის გარდა კვაჭის ფრანგულ სიყვარულსაც ასწავლიდა + და შეგირდის წარმატებით და მხნეობით თვითონაც ფრიად მოხარული და + ნასიამოვნები იყო. + კვაჭის თითქმის ყველა ნაცნობ-მეგობრები თავადების, ჰერცოგების, გრაფების, + მარკიზებისა და ბარონების ტიტულებს ატარებდნენ, ხოლო დანარჩენები - + ფულიანები და ზრდილნი მაინც იყვნენ. + დილით ადრე კვაჭი გრუმს გაიყოლებდა, ჯიშიან ინგლისურ ცხენით ელისეს ხეივანს + დაჰყვებოდა, ბულონის ჭალა-ბაღს მოივლიდა. მერე დილის ყავას დიდ ბულვარებზე + მიირთმევდა, საუზმეს მეგობრებთან ერთად თავისს სასახლეში გიახლებოდათ. ხუთი + საათის ფაიფ-ო-კლოკს „კარლტონის“ ან „ინგლისის“, ხან „მადრიდის“, ხან კიდევ + „ელისეს“ ყავახანებში დალევდა, შვიდ საათზე „მაქსიმთან“, ან „გრანდ ოტელში“, ან + სხვა რჩეულ რესტორანში ისადილებდა და საღამოსა და ღამეს კაბარე-შანტანებში + ატარებდა. + ხშირად ჰყავდა სტუმრები და თვითონაც პატიჟად კაფე-რესტორანში მიდიოდა. + რადგან მისი ახალი ნაცნობნი და მეგობრები უცხოელნი იყვნენ და სასტუმროში + სცხოვრობდნენ, ხოლო ფრანგების სიფრთხილე და მორიდება კვაჭმა ჯერ ვერ + დასძლია და მათი ოჯახის კარები ჯერ ვერ გააღო. + რესპუბლიკის მუზეუმში ნაპოლეონის ოქროს სერვიზი ჰნახა. + - იმე, იმაზე ნაკლები ვარ თუ? სახელი მაინც მაქვს მისი! და თავისთვის ოქროს + ჭურჭელი იყიდა. + კვაჭს ყველგან ჰქონდა თვისი ალაგი და არაფერს აკლდებოდა: გამოფენის ვერნისაჟს, + ოპერას, სეირნობას, დოღს, თეატრ-ვარიეტეს, ფოლი-ბერჟერს, ოლიმპიას და + ყოველნაირ საზეიმო სანახაობას და გასართობს. + ერთხელ პარიზის სალონის ვერნისაჟზე კვაჭი მოულოდნელად დაფეთდა: + - ელენე!... ტანია!.. ღმერთო ჩემო... საიდან? როგორ? + ოთხი თვე იქნებოდა, რაც ელენემ და ტანიამ „არკადიაში“ გრიშკას მიერ ატეხილ + სკანდალს თავი მოარიდეს, მას აქეთ ორივენი პარიზში სცხოვრობდნენ ფობურგ- + სენტ-ჰონორეს ხეივანზე, მაგრამ აქამდის არ იცოდნენ კვაჭის ყოფნა პარიზში. + თავადი ვიტგენშტეინიც პარიზში ჩამოსულიყო, და ტანიას და ელენეს დასდევდა, + უფრო კი ტანიას ევლებოდა თავს, რადგან იმ ხანებში თვითონ გაკოტრებულიყო და + გაკვაჭებულიყო. + კვაჭი მაშინვე საგონებელს მიეცა. მართალია, კვაჭის საზრუნავი და მოსავლელი + ჰყავდა ლაპოში, სუსსანა, რებეკკა და ელენე, მაგრამ მან იმავ დღეს ეს ახალი ამოცანა + ასე „გააიმასქნა“: + - იმე! რა ბევრი ფიქრი უნდა ამას! ტანიას რომე სიმდიდრე აქვს, თუნდ ოც ქალსაც + შემინახავს და დანარჩენ ხარჯებსაც გეისტუმრებს. + მხოლოდ ერთ რამ ვერ გადასჭრა კვაჭმა: ვისთვის შეეწირნა ის ღამე: ტანიასთვის თუ + ელენესთვის? და ბოლოს, ეს ამოცანაც ასე გადასჭრა: + - ძალიან მწყინს, რომ მთელ საღამოს ვერ შემოგწირავთ, ჩემო ძვირფასო! საცაა უნდა + თავი დაგანებოთ. ამაღამ უნდა შალონში წავიდე ერთ ჩემ მეგობართან - ვიკონტ + შუაზელთან, ხვალ დილით ნადირობა გვაქვს. + და რადგან კვაჭი ტანიას და ელენეს შუა მიდიოდა და ხელები ორივეს მკლავებში + ჰქონდა გაყრილი, ორივეს რიგ-რიგად მკლავში ხელი მოუჭირა, თვალიც ჩაუკრა და + სათქმელი უსიტყვოდ უთხრა. მერე ორივეს ხელებზე ემთხვია და თავისს გზას + დაუდგა. საათის ცხრაზე კვაჭმა სენტ-ჰონორეს ხეივანზე ჩაიარა. ტანიას სარკმელი + განათებული იყო. + - ელენე რომ აქ დაგხვედროდა? - ჰკითხა ტანიამ კვაჭის ერთი საათის შემდეგ. + - ვეტყოდი, მატარებელზე დავიგვიანე მეთქი. - უპასუხა კვაჭმა. + - ხვალ დილით რომ ტანია შეგხვდეს, რას ეტყვი? - ჰკითხა კვაჭის იმავ ღამეს ელენემ. + - ვეტყვი, მატარებელზე დავიგვიანე მეთქი. + ასე გადაიბა სამთა შორის ოთხი თვის წინათ დაწყვეტილი ძაფები. მაგრამ რადგან + გაუმაძღარი და ქანცდალეული კვაჭი სულ ახალ-ახლებს ეძებდა და ჰპოულობდა, + ამიტომ მალე გამართლდა იმისს თავზე ძველი თქმულება: კვაჭი თავისს საყვარლებს + ამარილებდა და აცმევდა, ხოლო სხვები - ნაცნობ-უცნობნი - იმ ქალებს ჰხდიდნენ და + კვაჭის ჰშველოდნენ. + გამართლდა ეს თქმულება, მაგრამ კვაჭი განგებ თვალს იბრმავებდა, რადგან მისი + საყვარლების ჩაცმაც და გახდაც, ლხინიც და ჰოტელის შენახვაც ისევ ტანია + პროზოროვას სქელ ჯიბეს დააწვა. + იმავ ხანებში, როცა ერთხელ კვაჭი „კაფე-რიშ“ -ის დერეფანში ჩალით გრენადინს + სრუპავდა, ისაკა იდელსონი თავს წაადგა და ასე უსაყვედურა: + - გზა გაიკვლიეთ, განა? ბებერ ისაკას ვეღარ სცნობთ, განა! აგრე უნდა ძველი ნაცნობის + დავიწყება? გუშინწინ პირისპირ შეგეჩეხეთ, თავი დაგიკარით, მაგრამ პასუხი ვერ + მივიღე. ეგრე უნდა, განა! გადიდკაცდით, განა! + - არა, ბატონო იდელსონ, არა! ვერ შეგამჩნიეთ, თორემ თქვენი ნახვა და თქვენთან + ბაასი ყოველთვის ძალიან მესიამოვნება. ჭკუიანი კაცი ბრძანდებით, ჭკუიანი და + გამოცდილი, მეც ეგ მინდა. + - ჭკუიანი, გამოცდილი და პატიოსანი! - დაუმატა ისაკამ. + - მართალია, პატიოსანიც ბრძანდებით. აბა, გვერდით მომიჯექით და მიამბეთ, + როგორ ბრძანდება რები? + - მადლობელი, ძალიან კარგად. უთქვენოდ მოიწყენს ხოლმე. ეხლა აქ მარტო არ + გახლავართ. აგერ იქ ჩემი ძმისწული, რახილი მიცდის. + - მართლა? მაშ იმასაც დაუძახეთ... სთხოვეთ... პატივი დამდეთ... + - რახილ! მოდი, ჩემო გოგონავ, მოდი! აი, გაიცანი: უხვი, ჭკუიანი, პატიოსანი და + კეთილშობილი თავადი ბაგრატიონი - კვაჭანტირაძე. + - დაბრძანდით... მოითხოვეთ, რაც გნებავთ... გარსონ! + - თურმე საქართველოს ბაგრატიონთა სამეფო გვარეულობა, - უთხრა ისაკამ რახილს: - + ჩვენი მეფე დავითის ჩამომავალი ყოფილა. + - მართლა?.. ვითომ?.. როგორ? საიდან? + - დიაღ, - დაუდასტურა კვაჭმა და რახილსაც განუმეორა ძველის-ძველი ლეგენდა. + ისაკა უცებ მოსხლტა: + - მე ეხლავე გიახლებით. პატარა საქმე მაქვს. + და ვიღაცას გამოუდგა. + კვაჭმა რახილი ჯერ აათვალ-ჩაათვალიერა და მერე ისე ახლოს მიიწია მასთან, რომ + მათმა თეძოებმა და მხრებმა ერთმანეთი გაათბეს, დასწვეს და დასდაგეს. + რახილი სულ სხვა ჯურისა და იერის ქალი იყო, ვიდრე კვაჭის ჰარამხანის დანარჩენი + ქალები: + მაღალი, თხელი, ბამბასავით თეთრი, ოდნავ ჭორფლიანი, თმაწითელი, მწვანე + თვალა, პირგრძელი და ისეთი ეშხიანი, მიმზიდველი და სანდომიანი, რომ იქ + მსხდომნი და მავალნიც მას თვალს ვერ აშორებდნენ. + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი მხატვრობის მუზეუმისა + უცებ კვაჭმა უცნაურს რასმე მოჰკრა თვალი: რახილი რომ დაიხარა, გულის-პირი + გადმოეწია და იმისს მკერდზე ცისფერი ნახაზი რამ გამოჩნდა. + - მადმუაზელ, ეგ რა გაქვთ მკერდზე? + - ვაიმე!.. დაინახეთ?.. არაფერი ღმერთმანი, არაფერი! - მორცხვად ჰბუტბუტებდა + რახილი და უკვე თავისთავად დაფარულ ნახაზს ორივე ხელით იმალავდა: + - მაინც? მიამბეთ, თუ ღმერთი გწამთ, მიამბეთ. + - საიმისო არაფერია, გიამბობთ; ათის წლისა რომ ვიყავი, კუნძულ ცეილონზე + ვსცხოვრობდით. იქ ვიღაცამ განთქმული მხატვარი ყოფილა, რომელიც ტუშით + ადამიანის სხეულს ჰხატავდა. დედა ჩემს ისე მოეწონა ნახაზი ქალები, რომ ჩემი + ტანიც დაახაზვინა. ეს არის და ეს მეტი არაფერი. + - ერთი მიბრძანეთ, ბევრი დაახაზვინა? + - ბევრი... თელი ტანი. აქაც... აი, აქაც... + - არ შეიძლება თვალი დავატკბო მაგ ნახაზებით? უნდა მოგახსენოთ, რომ მე დიდი + მცოდნე ვარ ხელოვნების. + რახილმა გულიანად გადიკისკისა და უპასუხა: + - ჯერ არავის უნახავს. + - დამალული განძი თუნდ ყოფილა და თუნდ არა. მართლა, ბიძა თქვენმა მითხრა, + რომ თქვენ გალობის გაკვეთილებს იძლევითო, მართალია? + - მართალია. + - მიმიღეთ შეგირდად. + - თით გაკვეთილი ათი ფრანკი ეღირება. + - თუ ასჯერ მეტი არ დამიჯდა, მაგ ხარჯს ადვილად გავუძლებ... + რახილმა კიდევ გადიკისკისა. + - თუ ათჯერ მეტი დაგიჯდათ? + - ეგ მერე ვიანგარიშოთ. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ თქვენ უნდა მობრძანდეთ + ხოლმე ჩემთან. + რახილმა მუშტრის თვალით გაჰსინჯა კვაჭი და გაიცინა. + - კეთლი... მე ვივლი... ოცი ფრანკი ეღირება. + იმავ საღამოს რახილი ცალ თითს როიალზე აკაკუნებდა და კვაჭის აცოდვილებდა: + - დო-ო-ო... რე-ე-ე... მი-ი-ი მი-ი! ოჰ, ღმერთო ჩემო, რა უგუნური და უნიჭო შეგირდი + ჰყოფილხართ! მი-ი-ი... მი-ი. მი-მი!.. + კვაჭი იჭიმებოდა, იჭინთებოდა და ყელის ძარღვებს იწყვეტავდა, მაგრამ ერთს ნოტას + მეორესგან ვერ არჩევდა. + გამწყრალმა რახილმა, ბოლოს, მოკლედ მოუჭრა: + - ამ სკამს და თქვენ ერთნაირი სმენა გქონიათ. გავათავოთ. მივდივარ. + - მოითმინეთ, მე ჯერ არც კი დამიწყვია. + და დაიწყო. ბრძოლა ფიცხელი და ხანმოკლე იყო. კვაჭმა სამხატვრო მუზეუმი + იერიშით აიღო და განთქმულ მხატვრის ნაწარმოები დაწვრილებით დაათვალიერა. + თუმცა კვაჭს მხატვრობა და მუსიკა ერთნაირად ესმოდა, მან მაინც ერთი + არქეოლოგიური განძი იპოვნა. რახილს ტანის სხვადახვა კუთხეში მან აღმოაჩინა და + წაიკითხე რახილის რამდენიმე მუშტრის სახელი: „ჟან“, „პოლ“, „ეჟენ“ და „პიერ“. + მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გაიგო კვაჭი კვაჭანტირაძემ, - ისიც შემთხვევით, + - რომ რახილი ერთ „სახლში“ ჰმსახურებდა და ღამეში ათ ფრანკს იღებდა თავისს + სამხატვრო მუზეუმის ჩვენებისა და.. მუშტარის გართობისთვის, თვითონ კვაჭის კი + რახილის ერთი მოსვლა... მაგრამ ვინ იცის, ვინ დასთვლის კვაჭს ხარჯს და + შემოსავალს?! + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი კვაჭის ჰარამხანის დანგრევისა + რახილის პირველი მისვლა მაინცა და მაინც დიდი ამბავი არ იყო კვაჭის ცხოვრებაში, + მაგრამ ის დღე კვაჭის სამუდამოდ დაახსომდა, რადგან ერთს მცირე გარემოებას + უუდიდესი შედეგი მოჰყვა. + რახილი რომ გავიდა კვაჭის სახლიდან, კვაჭმა გულში სთქვა: + - რახილი მეექვსეა. აფერი ამერიოს აქინე, თვარა... - და კვაჭის რომ მართლა არაფერი + აჰრეოდა, თავისს უბის წიგნში ასეთი დღიური ჩასწერა: + ორშაბათი - მადამ ლაპოში. + სამშაბათი - რებეკკა. + ოთხშაბათი - ელენე. + ხუთშაბათი - რახილი. + პარასკევი - სუსსანა. + შაბათი - ტანია. + კვირა - დასვენება. + ჩასწერა და იქვე ყველას მისამართიც აღნიშნა. ეს წიგნაკი ხან კვაჭის ედო უბეში, ხან + იმის მაგიდაზე ეგდო, ხან კიდევ მაგიდის უჯრაში. + კვაჭმა თვისი დღიური ზეპირად იცოდა და დანარჩენი ჩანაწერიც იმდენად + უმნიშვნელო იყო, რომ კვაჭმა წიგნაკი მაგიდაზე დასტოვა და დაივიწყა. + გავიდა ხანი. ერთ პარასკევს ფრანგული ენის მასწავლებელი სუსსანა თავისი წილის + მისაღებად მოვიდა. კვაჭი შინ არ იყო. სუსსანა დიდხანს უცდიდა კვაჭის მოსვლას, + მერე უნებურად იმ წიგნაკს დასწვდა და გადაფურცლა. გადაფურცლა და იმ დღიურს + წააწყდა. + დაგეშილმა სუსსანამ უმალ გაჰხსნა და გადაშალა ყოველივე. + დედაკაცნი და მამაკაცნიც ხშირად ინაწილებენ სიყვარულს, მაგრამ ამ მოვლენას არც + ისე ადვილად ურიგდებიან. სუსსანამ კვაჭის ღალატისა ზოგი რამ იცოდა, ზოგსაც + ეჭვობდა, ხოლო ეს დღიური რომ იხელთა, ასტოკდა, აინთო და აიბურზგნა. ის + დღიური და მისამართთა სია უმალ ფურცელზე ჩაიწერა, ჯიბეში ჩაიდო და წავიდა. + ორი დღის შემდეგ კვაჭის საყვარლებმა ასეთი ბარათები მიიღეს: „ჩემო ძვირფასო! + ჩვენს დანიშნულ დღეს მე ვერ მოვიცლი, ამიტომ გთხოვ შაბათს სწორედ ხუთ საათზე + მნახო. გკოცნი ათასჯერ და გელი მოუთმენლად“. + სუსსანამ იცოდა, რომ კვაჭი ტანიას არ მოაცდენდა და არც მოაცდევინებდა, ამიტომ + მან სწორედ მისი დღე და საათი დაჰნიშნა. + შაბათს ყველაზე ადრე ტანია მივიდა. მას ფეხ-და-ფეხ სუსსანა რებეკკა, ელენე, + რახილი და ლაპოში მიჰყვნენ. + ის იყო - ტანიამ საკინძი გაიხსნა, რომ ჯალილამ კვაჭის კარები დაუკაკუნა და + სუსსანას მოსვლა შეატყობინა. ათიოდე წუთის შემდეგ ტანიაც ხელახლად მოირთო, + საწოლიდან კაბინეტში გავიდა და იქიდან სადარბაზო ოთახში შევიდა. სადაც უკვე + ყველა ქალებს მოეყარნათ თავი. + კვაჭი გაბრუებულ ინდოურივით დადიოდა და ჰლუღლუღებდა: + - გთხოვთ გაიცნოთ... დაბრძანდით... დიაღ, მშვენიერი დარია... წუხელ მე ცირკში + გახლდით... + მერე ჯერ ერთმა იხელთა დრო და კვაჭი განზე გაიწვია, მერე მეორემაც იგივე + გაიმეორა და მეხუთემაც. ყველანი კვაჭის ერთსა და იმავეს ეკითხებოდნენ: + - ეს ბარათი შენ მომწერე, არა? ერთი მითხარი, რისთვის დამიბარე? + „ჰო“ ეთქვა, - ვაი კვაჭის, „არა“ ეთქვა და - ვუი იმას. + კვაჭი გაიჭიმა და გაიჭინთა, დაგეშილი ტვინი აამუშავა, მაგრამ ვერაფერი მოიგონა. + წახდა კაკალი კაცი! + - ბესო! ჩქარა დაამზადონ ჩაი. ვინცხამ „ფაიფ-ო-კლოკი“ გამიმართა. დოუძახე ყველას, + შენც შემოდი და ეს ქალები როგორმე გაართეთ, თორემ დევიფსე კაცი! + ქალები რაღაც იდმალ ჩურჩულსა და ფრუტუნში იყვნენ. კვაჭიმ შეჰნიშნა, რომ + სხვებზე მეტად სუსსანა ჰფაცურობდა. მიჰხვდა კვაჭი, რომ იმ საქმეში სუსსანას ხელი + ერია, მაგრამ ენა დაბმული ჰქონდა და ხელი შეკრული. + ამასობაში კვაჭის ამხანაგებიც შემოვიდნენ და ბელადს მიეშველნენ, ექვს ქალს ექვსი + ვაჟი შეჰხვდა. ყველამ ისე დაირიგეს თითო ქალი, რომ კვაჭის სუსსანა დარჩა. + კვაჭი გვერდით მოუჯდა მას, მისი ჯანმრთელობა მოიკითხა, გაიღიმა და იმავ დროს + ისე უჩქმიტა მკლავში, რომ სუსსანამ კინაღამ შეჰკივლა. უჩქმიტა და ჩასჩურჩულა: + - მე შენ გაჩვენებ სეირსა! დამაცა... დაიცა... + - ჯალილ! - დაუძახა მაშინვე სუსსანამ ჯალილს, რომელმაც კარებში შემოიხედა: - + ჯალილ, აქ მოდი! მოდი, დაჯექი... როგორა ხარ? დღეს შენ ჩემი გამრთობი ხარ. აბა, + მიამბე, როგორ მოგწონს ფრანგი ქალები? + სუსსანამ ჯალილა გვერდით მოისვა და აიყოლა. + ჯალილას პირისახეზე ბადრი ღიმილი გადაეშალა და ზედვე შერჩა. გოჯის თეთრ + კბილებს აელვებდა, ფრანგულს უწყალოდ სტკეპნიდა, თითებით ლაპარაკობდა და + ოფლში იწურებოდა: + - ჯალილ, როგორ მოგწონს ეგ ქალი? - ჰკითხა კვაჭმა. + - ზალიან, შენი ჩირი მე, ზალიან! ჯალილას ზალიან უხვარს თეთრი ქალი. + - მაშ შენთვის მიჩუქებია. + - მადლობელი, კნიაზჯან, მაგრამ... ჯალილასთან არ სამოვა. + კვაჭი ხან ერთთან მივიდა და ხან მეორესთან, მაგრამ ყველას თითქოს პირი ჰქონდათ + შეკრული: კვაჭის ხმას არ სცემდნენ და ზურგს აჩვენებდნენ. + ჩაი რომ შემოიტანეს, უცებ ყველანი აიშალნენ, კვაჭის მეგობრებს ხელი ჩამოართვეს + და კარებისკენ გასწიეს. + - მოითმინეთ... საით მიეჩქარებით? ჩაი მიირთვით... + ჰპატიჟობდა კვაჭი, მაგრამ მას არც ხმა გასცეს, არც ხელი ჩამოართვეს და გავიდნენ. + - ეს რა ამბავია? - ჰკითხეს ერთმანეთს ამხანაგებმა. + - სუსსანამ მიქნა აი საქმე. - სთქვა კვაჭმა: - დევიღუპე და შევრცხვი კაკალი კაცი! + - ზოგი ჭირი მარგებელიაო! - ანუგეშა კვაჭი ბესომ. + - კი, მართალს ამბობ, ბესო! - დაეთანხმა კვაჭი: - დევისვენებ და დროც მეტი მექნება + ახალ საქმიზა. + ასე დაანგრია და დაჰშალა ცუგრუმელა სუსსანამ კვაჭის ჰარამხანა. + + + + + + + + + + + + ამბავი ერთი საუბრისა და სამი ამხანაგის + დაბრუნებისა სამშობლოში + + კვაჭმა და ამხანაგობამ პარიზში ფეხი მოიკიდეს და მომაგრდნენ. ჯერ უსუსურ + ბავშვივით ფეხზე ძლივს დგებოდნენ, მორცხვად იხედებოდნენ, მორიდებით + დადიოდნენ და პეტერბურგიდან ჩამოტანილ ქონით სცხოვრობდნენ. მაგრამ შემდეგ + თან-და-თან გამხნევდნენ, გათამამდნენ და აღვირაწყვეტილ ულაყივით გაიწიეს. ან + რატომ არ უნდა გაეწიათ? ფრანგთა ენაც საყველ-პუროდ შეისწავლეს, მათი ზნე და + ჩვეულებაც მიიღეს, ადათიც შეითვისეს, ცილინდრებიც დაიხურეს, იმ ხალხის ფეხის + ხმას აჰყვნენ და გაუტიეს. + კვაჭმა და ამხანაგობამ დიდხანს უარეს ფრანგულ ოჯახს გარშემო, დიდხანს + აბრახუნეს მისი კარებები, ფანჯრებიდან და საბოლედანაც სცადეს შეძრომა და + საქმეთა „გაიმასქნება“, მაგრამ მალე დარწმუნდნენ, რომ იქაური ოჯახი ჩვენებურ + ციხეზე მაგრად იყო დაკეტილი. დარწმუნდნენ, მაგრამ არ შესწუხდნენ. ოჯახებს თავი + დაანებეს და ბულვარებს მიესივნენ, სადაც უხვად იპოვნეს პირღია და ფულიანი + ბედოვლათი. + კვაჭმა და ამხანაგობამ თითქმის ორი წელიწადი ინადირეს და ითევზავეს იმ უძირო + და უზღურბლო ზღვაში. ვინ მოსთვლის, ვინ ასწერს კვაჭის ხელმარდობას, გმირობას, + მოქნილებას, სიფრთხილეს და ყნოსვას? + „მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწვდომელი, + რუსი, ბრიტტი და ალმანი, სუყველა კვაჭის მდომელი. + კვაჭს პატრონ-ყმანი გაუხდეს, - ჭვრეტადმცა ჰსჯობდეს რომელი! + აჰა ხელი და გმირობა და მკლავი დაუშრომელი! + იგი ველი დაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს, + გაჰყვლიფეს და გაატყავეს, ცათა ღმერთი შეარისხეს, + უთესავსა მოიმკიდეს, „იმასქნობით“ ოფლი ისხეს. + კვაჭიკოსი შემხედველთა: „ჰგავსო ალვას, ედემის ხეს“. + ერთხელ, ოდეს ამხანაგებმა ორიოდე დიდი საქმე „გააიმასქნეს“, და „ფულებმა + შეჰქმნეს მოდენა, მოსდგეს უფროსი ბზეთასა“, და ის ბზე ერთმანეთში ძმურად და + მეგობრულად გაინაწილეს, მერე დასხდნენ, ბოთლი შამპანური გაჰხსნეს და ასეთი + ბაასი გააბეს: + - კნიაზ, იცი რას გითხრამ? მოდი ჭკუაზე მოვიდეთ! - დაიწყო ჰავლაბრიანმა. + - რას ლაპარიკობ, შე ყაზილარო, ჭკუაზე არ ვარ თუ? - იტკიცა კვაჭმა. + - თუ დამიჯერებ, ჭუაზე ყოფილხარ, თუ არა და - შენ იცი. ეს ხომ კარგი საქმე + გავაკეთეთ. ამოდენა ფულს ვერც მამაშენი სილიბისტრო, ვერც მამაჩემი გალუსტა + სიზმარშიაც ვერ ჰნახავენ, ერთ კვირაშიაც ვერ დასთვლიან. მოდი ჭკუა ვიხმაროთ და + გავათავოოთ... ჰამე?.. ვიცი, რომ ჯერ-ჯერობით ქეიფის მეტს აღარაფერს აპირებ, ჰამა + ეს ფულიც გათავდება, განა! მერე ისევ თავიდან უნდა დავიწყოთ. ერთიც იქნებაა, + კოკა წყალზე გატყდებააა! მერე? ყველაფერი შხამად ამოგვივაა! თავზე საყრელი + ფული გვაქვს. ეს „ზაგრანიცაც“ დავიარეეთ. თუ გინდათ, ცოტა კიდევ + ვიხეტიალოოთ. ამოდენა ქეიფი გავწიეთ, ხმელეთის ქალები „დავპრობეთ“, ეხლა + დავსხდეთ და კეთლად ვიცხოვროოოთ. ჰამ ციხესაც თავიდან ავიშორებთ, ჰამ + პატივიც შეგვრჩებაა, ჰამ სიკეთესაც დავთესაამთ, ჰამ ოჯახსაც ავიშენებთ და საქმესაც + გავიჩეენთ. ჰა, ჩემი სიტყვა ჭკუაში დაგიჯდათ თუ არა? + - იმე, აი სედრაკა თლა „გამეშჩანებულა“! - წამოიძახა კვაჭმა: - პარიზს თავი + დავანებოდ და თლა დაფსილ საქართველოში გავიქცეე! აი მზეთუნახავი პრინცესები + აქინე დავტოვო და ღვანკითელ კაროჟნას გამევეკიდოო! აი სასახლედან გამევიდე და + სამტრედიის, თუნდ ტფილისის საქათმეში შევიდეე! + - „ოლიმპიას“, „მულენ რუჟს“, „კაფე-რიშს“ მოვცილდე და დანიელა ურიას, ლაითაძეს + და ერემოს გადვეკიდოო?! - გაიკვირვა ჭიპუნტირაძემაც. + - აქოურ აპაშების კაბარე და დიდ ბულვარზე ერთი გასეირნება მირჩევნია თლა + საქართველოს! - დაადასტურა ჩიკინჯილაძემ: - თლა გედირია აი სედრაკა. + - რას ეძებ, რა დაგრჩენია იქინე, შე სულელო, შენა? - ჰკითხა კვაჭმა. + - ზოგი გითხარით, ზოგსაც გეტყვით, რაღა! იცით, რა დამრჩენია? მოხუცებული + დედა-მამა, ჩემთვის რომ ასე დაიტანჯნენ. ღარიბი ნათესავები, ამდენ ხანს რომ პირში + შამამცქერიან და ჩემს ჩასვლას რომ ცის მანანასავით ელიან... + ამხანაგებმა სიცილით გააწყვეტინეს. + - აკი ვსთქვი, თლა „გამეშჩანებულა“ თქვა! + - რა დამრჩენია? ვაა, ყველაფერი: თელავის ვენახები, ნადიკვარის გადასახედიი, + ცივგომბორის ნიავიი. კახური ღვინოო, ჩვენებური ჟუჟუნა თვალებიანი გოგოებიი, + ერთგული ძმა-ბიჭებიი. + ჯალილამ სედრაკას გააწყვეტინა: + - კარგი ზმა-ბიჭები, წითელი ლულა-ქაბაბი, სხვის ბოზართმა და ბოზბაში, ჰაზირას + ბაიათი, ერთი თეთრი მათშკაც და - ჰაჯან, ჯალილ! ალლავერდი, გაბოჯან! + - უჰ, შენი ჭირიმე, შენი! - წამოიჭრა და აღელდა გაბო ჩხუბიშვილიც: - გორში რა + დამრჩენია? გორის ციხე, - ვენაცვალე იმის ამშენებლსა! იმის თავზე რომ ძმა-ბიჭები + სუფრას გავშლით, მწვადებს რომ ავაშიშხინებთ, ერთ სუფრულს რომ დავსძახებთ და + ტკბილ დუდუკს რომ ავაკაკანებთ... + სედრაკამ სიტყვა ჩამოართვა: + - რიჟრაჟზე რომ მეზურნე მაღლობზე გადმოდგება, საარს დაჰკრავს და გათენებას რომ + მიესალმება... + მერე ერთმანეთს აღარ აცლიდნენ: + - დილით რომ მტკვარზე ტივი ჩამოივლის, ზედ რომ სუფრას გავშლით და ისარივით + ქვეით დავეშვებით... + - აბანოში რომ ქისაჩი კარგად დაგზილამს, მერე სხვის დუმით რომ გაზღები და + დაიზინებ... + - ვენახში რომ მუშაობით ოფლში გაიწურები, მერე უუზარმაზარ კაკლის ჩრდილში + ჩამოჯდები და ცივ კიტრს, ჩიხირთმას და მაწონს რომ მოუჯდები... + - საღამო ჟამზე რომ ლიახვში გაბანდები, მერე იმის ტოტს რომ დასწყვეტავ და + თევზზე იხელავებ. იქვე რომ ცეცხლს ააგუგუნებ და ცოცხალს მოხარშავ... + - ჯალილა რომ გაიღვიზებს და ჰაზირას დაუზახებს, ერთი შიქჰასტა მაშინა! + - რთველში რომ ტკბილი ბუდეშურით გაძღები, მერე კომშიან ციკანს რომ მიადგები + და ზედ რომ საფერავის ან რქაწითლის მაჭარს დააყოლებ, თან დედას ლევანა რომ + კახურსაც შემოსძახეებს... + - ნანადირევ ქედანსა და კურდღელს რომ ჭალაში ააშიშხინებ... + - მერე უღრან ტყეში რომ შეერევი და გაგრილდები... + - იმე, რა მოუვიდათ აი ყაზილარებს? + - მეგონა, აი კაცები გაევროპიელდნენ თქვა, განათლდნენ და ცივილიზაცია შეითვისეს + თქვა, ნამდვილად კი თლა აზიელები ყოფილან! + - მაიზა მეიგონა დარვინმა ატავიზმის კანონი. ხეხილი რომე გააჯიშიანო, უცბად თავს + მეიგიჟიანებს და ძველ ჯიშს დოუბრუნდება, ამათაც ამ ატავიზმის ამბავი + დიემართათ. + - რა ესმით მაგ ატეიზმისა ამ ყაზილარებს! - აურია ერთმანეთში კვაჭმა ატავიზმი და + ათეიზმი. + გაბომ კიდევ დაასაბუთა თვისი გატაცება, წყურვილი სახლში დაბრუნებისა და + სამშობლო ახსენა. + ეს სიტყვა ხელზე დაიხვიეს: + - თელი ქვეყანა ჩემი სამშობლოა! - სთქვა კვაჭმა. - საცხა განვითარებული ქვეყანაა, + იგია ჩემი საცხოვრებელი. მე მიყვარს კულტურა, ცივილიზაცია, პროგრესი, სუფთა + ქუჩა, მოკრიალებული ბინა, კაი-კაი გასართობი. მომწონს გახამებული პერანგი, + ცილინდრი, ლაკირონის ფეხსაცმელი. მიყვარს ჯიშიანი, გარეცხილ-გაბანებული + ქალები, ფარჩის საცვალი რომ აცვიათ და იმ საცვალს კვირაში ორჯერ მაინც რომ + გამოიცვლიან. არ მესმის, რავა შეიძლება ცხოვრება ისეთ ქალაქში, საცხა არ არის + რამოდენიმე უმაღლესი სკოლა, ათიოდე თეატრი, მეცნიერება, ხელოვნება, საცხა + გონებრივი ცხოვრება მინელებულია, ან სრულებით არ არსებობს? + - საცხა გემრიელი ლუკმა მაქვს, ჩემი სამშობლოც ის არის! - ჩაურთო ბესომაც. + - რაში უნდა გამევიყენო საქათმეების და მეცხვარე-მებაღეების სამშობლო? - + გაიკვირვა ლადიმ. + - ეერიჰაა! - წამოიძახა გაბომ: - მაშ ასე ყოფილა: თუ დედაჩემი ძალიან ბებერი, + საწყალი და უშნოა, უნდა ხელი ვკრა, დავივიწყო და თავი მივანებო, რაღა! + - არა, შენი ჩირი მე, - ჩაერია ჯალილაც: - აფსუს ჯალილას მამა სოინ ემინ ოღლი და + ჯალილას დედა ხანუმი! არ შეიზლება კნიაზჯან, ალლაჰი გაგიჟავრდება. ოლმას, + კნიაზჯან, ოლმას! + - ან კიდევ, - გააწყვეტინა სედრაკამ: - თუ ჩემი მშობლები ახალგაზრდები, ლამაზები, + ჯანიანები, განათლებულები და მილიონერები არიან, მაშინ უნდა გავუწიო შვილობა, + განა? აფსუს, ჩემო ბებრუცანა გალუსტავ! აფსუს, ჩემო უკბილო მართა! მაგისთვის + შემამწირეს თავიანთი სიცოცხლე და ახალგაზრდობა რომ უმადურმა სედრაკამ + სიბერეში ზურგი შეაქციოს და სამადლოდ მიუგდოს ვისმე!? + - ლაპარაკობს, რაღა! - ჩამოართვა სიტყვა გაბომ: - სიტყვებით კოჭაობს, თორემ რად + აუთრევია თვითნ კვაჭის თავისი დედ-მამა? + სიტყვა ბანზე ააგდეს, ისევ ჭამა-სმას გადასწვდნენ და გაჰყვნენ სედრაკას, რომელმაც + იმ დღეებში ლათინურ უბანში ერთი პატარა აღმოსავლური რესტორანი იპოვნა. + შევიდნენ და გადაატრიალეს ბერძნების თავშესაფარი. თვითონაც დატრიალდნენ და + ყველამ ერთად შესთინთხლეს და სუფრაზე გაშალეს ყველი და მწვანილი, კვიპროსის + წითელი ღვინო და ბერძნული კონიაკი, ტაბაკა და ფლავი, ლულა-ქებაბი ლავაშით, + მწვადი ხახვით, დოში, მოთალი, ჩიხირთმა, საცივი და ცოცხალი. + დილამდის იქეიფეს ქართულის ქეიფით, თან ბერძნებიც ჩაითრიეს, დაათვრეს და + იქვე იტაკაზე მიაწვინეს. მერე გაბო, ჯალილა და სედრაკა გზის სამზადისს შეუდგნენ + და მეორე დღესვე შინისკენ წამოვიდნენ. + რამდენიმე თვის შემდეგ პარიზში დარჩენილმა ამხანაგებმა გაიგეს, რომ გაბომ დიდი + ცხვრის ფარა, სახლ-კარი, სახნავ-სათესი, ტყე და საძოვარი მთები იყიდა, სედრაკამ + თელავში დიდი სავაჭრო გახსნა, თავის ვენახს კიდევ სამი ვენახი მიუმატა და + ტფილისთან აღებ-მიცემობა გაახურა, ხოლო ჯალილამ ტფილისში ხილეულობის და + ტკბილეულობის დიდი სავაჭრო გახსნა და ერთი აბანოც იჯარით აიღო. + სამივემ შეისრულეს ნატვრა: დედ-მამა გაახარეს, მოყვრობა და ძმა-ბიჭობა + გაიმრავლეს, თბილი ბუდეები აიშენეს. + გაბო და სედრაკა მუშაობით იღლებიან, კაკლების ქვეშ ისვენებენ, დუდუკით, თარით + და ზურნით ქეიფობენ, ზოგჯერ ბანაობენ, თევზაობენ, ნადირობენ. + ხშირად მწვადსა და ჩიხირთმას შეექცევიან, ზედ წითელ კახურსაც მიაყოლებენ, + სუფრულსაც იტყვიან და თვალ-ჟუჟუნა გოგოებსაც დასდევენ. + წარსულსაც ხშირად იგონებენ და ტოლ-ამხანაგებს უხეში ენით, ბორძიკით და + ლუღლუღით ადესის, პეტერბურგის, ვენისა და პარიზის ამბებს უამბობენ. ჯალილაც + მუშაობს და ქეიფობს. ჩიხირთმის და ტაბაკას მაგივრად შილაფლავს, ბოზბაშსა და + ცხვრის დუმით სავსე ბოზართმას მიირთმევს, ზოგჯერ აშუღს ჰაზირას მიიპატიჟებს, + უფრო ხშირად თვითონ გაიძახის შიქჰასტას, ბაიათს და ხარბად ეტანება რუსის ქერა + ქალებს, რომელნიც ჯალილას „ზალიან უხვარს და მოსცონს“. + კვაჭის სიტყვები გამართლდა: გაბო და სედრაკა ისევ გააზიელდნენ, ქვეყანას + ჩამორჩნენ და დაბნელდნენ: საპონს თითქმის აღარ იკარებდნენ, საცვალს იშვიათად + იცვლიდნენ, თეთრ საყელოს და ხელთათმანს ალმაცერად შესცქეროდნენ, გაზეთს + ხელში აღარ აიღებდნენ, თეატრს აღარ ეკარებოდნენ და ქალაქის სუფთა ხალხს + თითქოს ერიდებოდნენ და იხამუშებდნენ. + სამაგიეროდ თავიანთ ქვეყანაში სცხოვრობდნენ, მისი ჰაერით ჰსუნთქავდნენ, იმის + მიწას ჰხნავდნენ და იდუმალის გრძნობით და ალღოთი იმისი დარდით + დარდობდნენ და იმისი ლხინით ლხინობდნენ. ხოლო კვაჭი, ბესო, ლადი და ჭიპი + ისევ ევროპაში დაჰქროდნენ, დიდი ბულვარებით ჰსუნთქავდნენ, ყავახანებში + სცხოვრობდნენ, კაბარე-რესტორანებში ილეოდნენ, ქალებში სდნებოდნენ, + ჯენტლმენობდნენ, თავადობდნენ, მარკიზობდნენ და დროგამოშვებით კომბინაციებს + „აიმასქნებდნენ“. + ვინ იცის, ვინ გაიგებს, ვინ წააგო და ვინ მოიგო: კვაჭმა და იმისმა ამხანაგებმა, თუ + გაბომ, ჯალილამ და სედრაკამ? + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი ლედი ჰარვეის და კვაჭის გამიჯნურებისა + + რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც პატარა სუსსანამ კვაჭის ჰარამხანა გაჰფანტა. + კვაჭმა გაზომა და ასწონა საქმის ვითარება და იმავ დღეს ტანიას ეწვია. ტანიამ კვაჭი + არ მიიღო, მაგრამ კვაჭი იქამდის იდგა იმის კარებთან, სანამ ტანიამ არ შეიბრალა და + თვითონვე კარები არ გაუღო. + - რა გნებავთ?.. მე თქვენ აღარ გიცნობთ... ჩვენ შორის ყოველივე გათავებულია. + დაიწყო ფიცი და მუდარა, ხვეწნა და აღთქმა, ძველის გახსენება და ახლის დაპირება. + კვაჭმა კარგად იცოდა, რომ მისი და ტანიას წყრომა ისევ ისე უნდა გათავებულიყო, + როგორც წინად თავდებოდა: ძველის დავიწყებით და ახალ ფიცით. იცოდა ისიც, რომ + ნაჩხუბარ მიჯნურთა საუკეთესო მომრიგებელი ლბილი და თბილი სარეცელი იყო, + ამიტომ ის წყრომაც სარეცლით გათავდა და კვაჭის კრედიტიც კვლავ გაეხსნა. + მადამ ლაპოში მეორე დღეს თვითონვე დაუბრუნდა კვაჭის, ხოლო დანარჩენნი აღარც + კვაჭის უძებნია. + კვაჭმა იგემა და შეითვისა ევროპის გემო და უსაქმო, ფულიანი კაცის მადა, ადათი და + ცხოვრების ხალისი. + პარიზში კოხტა ჰოტელ-სალონი ჰქონდა, ბიარიცში - კოპწია ვილლა, ნიცცაში - იახტა, + სადგურზე - სალონ-ვაგონი, გარაჟში - სამი ავტომობილი, საჯინიბეში - ექვსი ცხენი + და ჯიბეში - ჩეკის წიგნაკი. + იმ ზაფხულს კვაჭმა ტრუვილში გაისეირნა. საღამოზე პლაჟზე გავიდა, სადაც ამ + დროს მობანავე ქალები თავიანთ შიშველ ტანებს გამოჰფენდნენ ხოლმე. + მუშტრის თვალი გადაავლო იმ გამოფენას. გული მოიფხანა და თვალი გაიძღო იმ + უცხო და იშვიათ სანახაობით. ყველა ჯურისა და ტომის ქალს გამოეტანა იმ პლაჟზე + თვისი ტანი, ოდნავ დაფარული სხვადასხვა ფერის ტრიკოთი: + მაღალნი, გაფშეკილნი, ძარღვიანნი, წითურნი, მიუკარებელნი და კნაჭა + ინგლისელები. ჩასუქებულნი, ბატივით გაფაფხულნი, განიერი მხარ-თეძოიანნი და + ფამფალა ფლამანელ-ჰოლანდელნი. + ახოვანნი, მედიდურნი და თეთრნი სკანდინავ-გერმანელნი. + მოსხლეტილები, გამხდრები, მარდები, ამპარტავანნი, შავგვრემანნი და ბრინჯაოს + ფერის ესპანელნი. + არეულის ფერისა და ტანადობის იტალიელნი და ფრანგნი - მკვირცხლი და + კეკლუცნი. რჩეულნი და მოხდენილნი. ცეცხლოვანნი და შმაგიანნი, ქურციკოვანნი + და გედოვანნი. მორცხვნი და თამამნი, მაღალნი და დაბალნი. სრულნი და + გამხდარნი. ქერანი და შავგვრემანნი. მამზელები, მადამები, მილედები, მისსები, + მისტრისები, დონნები და ყოველი წოდების, წონის, ტომის, ფერისა და ჯურის + ქალწულები და დედაკაცები. + უცებ იქვე, ზღვის ტალღებიდან ამოვიდა ქაფის ფერის იმ ქვეყნიური აფროდიტა, + მშვენიერი ოკეანიდა, მზეთუნახავი ალქაჯი: კვიპარისოვანი, მოსხლეტილი, დიდ + მკერდიანი, თეძოიანი, წელწვრილა, თხელძვალა, მაღალკისერა, ალისთმიანი და + ცისთვალა. იმ ალმა კვაჭი ვერ შეამჩნია. იქვე წყლის პირას შესდგა, თეთრი მკლავები + კისერზე ჩაიწნა, გადმოიზნიქა და ტკბილად გაიზმორა. + - ღმერთო დიდებულო! - წამოიძახა გულში კვაჭმა და მაშინვე აინთო, აიშალა და + აილეწა: - აი, ცოცხალი, ახლად დაბადებული აფროდიტა! აი, ნამდვილი ქვეყნის + თვალი! ქალიც ეს ყოფილა და დედაკაციც! ღმერთო, მიშველე! ღმერთო, ხელი + მომიმართე და მერე მიმსახურე. ფიცს გაძლევ, უფალო ძლიერო, რომ ერთ ეკლესიას + აგიშენებ და სანთელს ჩაუქრობელს არ გამოგილევ. + ამ დროს იმ ალქაჯმა მოიხედა. დიდრონი ცისფერი თვალები კვაჭის მიანათა, იმ + თვალებით, ჯადოსნურ ღიმილით და მძივის კბილებით კვაჭის ცის კარი გაუხსნა, + იგი რაინდი ცეცხლის ალში გაჰხვია, დასწვა და მიჰბნიდა. მერე უცებ თვალები + დაიბურა, კისერი გაიჭიმა, რამდენიმე შველურ ნახტომით კაბინაში შევარდა და იქ + ვერცხლის ხმით გადიკისკისა. + ერთი საათის შემდეგ კვაჭიც იმ ჰოტელში გადავიდა, სადაც ის აფროდიტა + ბინადრობდა. კარის კაცს ხელში ერთი ოქრო მიაჩეჩა და იმ ქალღმერთის ვინაობა + გამოჰკითხა. + - ლედი ჰარვეი, - უპასუხა კარის კაცმა: - ქვრივი ლორდ ჰარვეის, რომელიც შარშან + ინდოეთში ნადირობის დროს ბენგალიის ვეფხვმა დაჰგლიჯა. ლედის უყვარს + ცურაობა, რულეტზე თამაში, სისხლიანი ბიფშტექსი, ნადირობა, თევზაობა, + ყვავილები და... თქვენისთანა შავგვრემანი ვაჟკაცი. + მთელი ღამე კვაჭი კაზინოში ლედი ჰარვეის დასტრიალებდა. + რულეტი ბზრიალით სტრიალებდა, კრუპიე შეჩვეულსა და გაზეპირებულს + გაიძახოდა: + - Medames et messieurs, faites vos jeux!... Rienne ne va plus? + მოლარენი პაწაწინა არნადებით იხვეტდნენ მოგებას და მიურწყავდნენ წაგებას. + მოგებულნი იღიმებოდნენ, წაგებულნი იღუშებოდნენ, ხოლო ყველანი საერთოდ - + ზოგნი მალულად და ზოგნიც აშკარად - ჰელავდნენ, ჰფიცხობდნენ და სტოკავდნენ. + ლედი ჰარვეის გვერდით ედგნენ მისი კომპანიონი მისს ჰოპკინსი, - კნაჭი, ბეცი, + სუსხიანი და ხნიერი ცერბერი, - და ოციოდე წლის ქერა ჭაბუკი, ქალივით ნაზი, + მორცხვი, მორჩილი, ფუნჩულა და უცოდველი ბრიტტი. + მამაკაცნი ლედის თვალს არ აშორებდნენ, აჩრდილებივით დასდევდნენ, ენებს + ილოკავდნენ, გულებს იფხანდნენ და თვალს წყალს ალევინებდნენ. + ლედი ჰარვეიმ ორიოდე ათასი წააგო, კვაჭმა - სამი იმდენი. ქალაჩუნა ჭაბუკი + ხანგამოშვებით უბიდან ფულს ამოიღებდა და ლედის ჩუმად ხელში ჩაუდებდა. მისს + ჰოპკინსი სცქმუტავდა, ლედი ჰარვეი ღვთაებრივ შუბლს იჭმუხვნიდა და იმ ფაფუკ + ბიჭის მეტს ახლოს არავის იკარებდა. + ბოლოს, გედის ყელი მოიღერა, იქაურობა ცის შუქით გაანათა, აბრეშუმის კაბის + შლეიფი აიკრიფა და ფარშევანგის ნაბიჯით დარბაზიდან გასცურდა, თან მამაკაცთა + ღიმილი, ზეთიანი თვალები და ნდომა-სურვილი გაიყოლა. + კვაჭიც გაჰყვა და ჰოტელის კარის კაცს შეუკვეთა: + - ხვალ დილით ლედი ჰარვეის საუკეთესო ყვავილების კალათა მიართვით და ესეც + შეუგზავნეთ. + და თავისი სადარბაზო ბარათი გადასცა. + მეორე დილით კვაჭის ვერცხლის სინით შეუტანეს ატლასის პაწაწა ბარათი. ერთ + მხარეს ეწერა: „გმადლობთ. გზაში ძალიან მიყვარს ყვავილები. ნუ მეძებთ! - მეორე + მხარეს დაბეჭდილი იყო: „ლედი ელიზაბედ ჰარვეი, ლონდონი. ვესტენდი. + ჩერინგკროსი, 276“. + - რაო? ნუ მეძებო? ქალი რომ მეტყვის, ნუ მეძებო, პირუკუღმა უნდა გაიგო, უნდა + მიჰყვე და უნდა მოსძებნო. ეხლავე გამიგეთ, საით წავიდა? როდის წავიდა? ბესო, + აიბარგე! ჩქარა, ნუ იცოხნები!.. რაო, ჰავრში წავიდა გემით მაშ კარგი, ალბათ + ლონდონში მიდის. ბესო, ჩქარა დაიქირავე მოტორიანი ნავი. კარგი დარია, დავეწევი, + ან ინგლისში მიმავალ გემს მივუსწრობ. + ჩასხდნენ დიდ ნავში და ჰავრისკენ გაუტიეს. რომ მიუახლოვდნენ, იმ ნავს გვერდით + დიდმა გემმა გაუარა. გემის ბაქანზე კვაჭმა თვალი მოჰკრა მოაჯირზე + გადმოყუდებულ ლედი ჰარვეის, რომელმაც იცნო კვაჭი, გაუცინა და ხელსახოცი + დიდხანს უქნია. + კვაჭი ნავის პატრონს ეცა: + - სად მიდის ეს გემი? + - საფრანგეთს და პორტუგალიას ჩაუვლის, მერე ესპანეთის ნაპირებს აჰყვება და + მარსელში ამოვა. + - შეიძლება დავეწიო? + - მხოლოდ რკინის გზით, ბრესტში ან სენ-ნაზარში, ისიც თუ ექსპრესი შეგხვდათ. + ერთი საათს შემდეგ კვაჭი საგანგებოდ დაქირავებულ სალონ-ვაგონით მიჰქროდა და + მისდევდა გაფრენილ ახალ საბედოს. ორთქმავალმა მიმინოს ფრთები გამოიბა. სხვა + მატარებლები სადგურებზე ისვენებდნენ და გააფთრებულ კვაჭის გზას უთმობდნენ. + გაირბინეს რუანი, ლე-მანი, ანჟე, ნანტი და დილით ადრე სენ-ნაზარს მიადგნენ. + - გემი „ბორდო“ მოვიდა? + - ერთ საათში წავა კიდეც. + - მადლობა უფალსა. ბესო, ჩქარა! + ორი საათის შემდეგ, როცა გემი ოკეანეში გავიდა, ლედი ჰარვეიმ ზემო ბაქანზე მეორე + მზესავით ამოანათა. თავდახრილი კვაჭი წინ დაუხვდა: + - მილედი, ბოდიში და სათნოება! მწერდით, ნუ მომძებნითო. თქვენი პირველივე + ბრძანება ვერ შევასრულე. + გაოცებულს, გაშტერებულ ლედის თითქოს ენა დაება: + - როგორ?.. საიდან?.. ეს გემი რომ ჰავრიდან წამოვიდა, თქვენ ჰავრში მიდიოდით. + - საგანგებო მატარებლით დაგეწიეთ, მილედი. + - თხოვნა მაინც არ შემისრულეთ. + - წყალში გადავარდნა რომ გებრძანებინათ, უფრო ადვილად დაგეთანხმებოდით, + ვიდრე თქვენს დაკარგვას. + ინგლისური ყინულის გული მოჰხიბლა და დაადნო კვაჭის რაინდობამ და გატაცებამ + საფრანგეთ-ესპანიის საზღვართან - ქ. ბიარიცში, ბასკების ქვეყანაში, ორივენი + გადმოსხდნენ. + სანამ გემი ნავთსაყუდარს მიადგებოდა, კვაჭმა ბინოკლით კლდის წვერზე + გადმოყუდებული კოპწია მავრიტანული ვილლა ლედის დაანახვა და კითხა: + - როგორ მოგწონთ, მილედი? + - მშვენიერია. იმ სიმაღლეზე ცხოვრება სამოთხე იქნება. დიდი ბაღიც აქვს. ნეტა + თავისუფალი იყოს, დავიქირავებდი! + - თქვენთვის თავისუფალი გახლავთ, მილედი. ეგ ვილლა ჩემია. პატივი დამდეთ, + გამაბედნიერეთ. + - თქვენია? მართლა? იქ ცხოვრება ჩემთვის უუდიდესი სიამოვნება იქნებოდა, + მაგრამ... + კვაჭი მაშინვე მიუხვდა: + - ნუ შესწუხდებით, მილედი. მე მეორე ვილლაზე დავბინავდები. + მორიგდნენ. ლედი ჰარვეი სიხარულით ცას ეწეოდა. + ორივენი დღე და ღამე სტკბებოდნენ, ილხენდნენ და ლაღობდნენ. ხან პლაჟზე + წავიდოდნენ და იბანავებდნენ, ხან მოტორიან ნავით შუა ოკეანეში გავიდოდნენ, ან + ბაიონაში შეივლიდნენ, ხან ავტოთი პირინეეს ქედს შეჰყვებოდნენ, ხშირად მთელი + დღით იქ დარჩებოდნენ და ბასკთა შორის დროს ატარებდნენ. + ერთხელ ერთმა ბასკმა, ყავახანის პატრონმა ლედი ჰარვეის უპასუხა: + - ჩვენ ყველაზე ძველი ხალხი ვართ ევროპაში. ჩამომავლობით იბერიელნი + გახლავართ. + - იბერიელნი? - გაიკვირვა კვაჭმა: - მეც იბერი ვარ, ივერიელი, ქართველი. + ორივენი გაშტერდნენ. დიდხანს უცქირეს ერთმანეთს, ბევრი რამ გამოჰკითხეს, + ორივე ენა შეადარეს, ზოგი სიტყვები ერთმანეთს მიახვედრეს, მაგრამ მაინც ახლოს + ვერ მიუდგნენ, ვერ დაენათესავნენ. + კვაჭმა მხოლოდ ის გაიგო, რომ ერთ დროს ბასკები საუკეთესო მეზღვაურები და + პირატები იყვნენ. რომ იმათ ყინულოვანი ოკეანე აღმოაჩინეს. რომ ბასკებს ერთ დროს + ძლიერი სახელმწიფო ჰქონდათ. რომ ისინი საბოლოოდ არ დაჰმორჩილებიან არც + რომაელებს, არც ესპანელებს. რომ ხანგამოშვვებით პირენეეს ქედს ბასკები აჯანყების + ცეცხლს მოდებდნენ და თავისუფლების სისხლით მორწყავდნენ ხოლმე. + ბასკურ ენაზე სწავლა და სამართალი ეხლაც აკრძალული ჰქონდათ, ყოველი ბასკი + იქადნის და ამაყობს თავისი სისხლით და თავისუფლების სიყვარულით. ბატონ- + ყმობის უღელი არასოდეს გამოუცდია ბასკების ამპარტავან ქედს. რიცხვით ერთ + მილიონამდე არიან. მრავალნი ლუკმა პურისთვის გადახვეწილან მექსიკას, კუბას და + არგენტინას. + კვაჭმა ისიც შეამჩნია, რომ ბასკები ესპანელებზე და ფრანგებზედაც უფრო მოსულნი, + ლამაზნი და მარდები არიან. წვერს სუფთად იპარსავენ. წითელსა და ცისფერ ქუდს, + ქამარს და მოკლე ახალუხს ატარებენ. ძალიან უყვართ ბურთაობა, ცეკვა სიმღერა და + სახალხო წარმოდგენა-გასართობი. დედაკაცები საუკეთესო ძიძებად ითვლებიან და + მეტად მძიმე სამუშაოს ეწევიან. + კვაჭის გულში რაღაც ჭიამ გაუფაჩუნა, რაღაც მეტად შორეული, იდუმალი სისხლი + აუჩქეფდა. ერთის წუთით მან სუსტად იგრძნო ნათესაობა, მახლობლობა, სულიერი + ერთობა იმ ხალხთან, მაგრამ ის ალი მაშინვე ჩაჰქრა და მინელდა. + მალე ყველაფერი მიივიწყა, რადგან ამაყს ლედი ჰარვეის ერიდებოდა, ეჩოთირებოდა + და არც სცალოდა. + საღამოობით კვაჭი და ლედი ჭალა-ბაღებში დასეირნობდნენ, კონცერტებს ისმენდნენ, + ხოლო შემდე ხან ერთ კაზინოში ივახშმებდნენ, ხან მეორეში, თან რულეტს + ეტანებოდნენ, ხან მცირედს მოიგებდნენ და ხან მრავალს წააგებდნენ. + ლედი ჰარვეის ყინულის გულმა კვაჭი ჩამოახმო და გააძვალა, მისი ცხელი გული + დაადნო, დაჰლია და დააჭკნო. + ერთხელ კვაჭმა ვახშმის შემდეგ ოდნავ ნასვამი მილედი თავისს აგარაკის ბნელ + ხეივანში გულში ჩაიკრა. ორივენი ერთხელ კიდევ დაიწვნენ და ჩაიფერფლნენ ვნების + ცეცხლში. კვაჭის ლედის ფეხქვეშ ჩაუვარდა. ეხვეწებოდა და ემუდარებოდა, თან + ქურციკის ფეხებს გულში იხუტებდა და ცრემლით უსველებდა. + ლედი ჰარვეი სიცილით გაუსხლტა და სახლში შევარდა. + გამწარებული კვაჭი ბნელ ხეივანში სტრიალებდა, გულში მუშტს იცემდა და + ჰბუტბუტებდა: + - მაშ კაი... მე ვიცი აწი... მე ვიცი.... + როცა ლედის საწოლ ოთახში შუქი ჩაჰქრა, კვაჭი ფეხაკრეფით აივანზე ავიდა და + წინდაწინვე გაღებული ფანჯარა შეაღო. + - თავადო!... ფრენს! ჯენტლმენ! როგორ გეკადრებათ!... გონს მოდით... დავიყვირებ... + მისს ჰოპკინს!... მის ჰოპ... + კვაჭმა ტუჩებით გააჩუმა შეშინებული ლედი და ჩაებღუჯა და დაიურვა. + ხუთიოდე წუთის შემდეგ კარების უკან ჩუსტების ფაჩი-ფუჩი და მისს ჰოპკინსის + ნამძინარევი ხმა მოისმა: + - მილედი!... ლედი ჰარვეი!... თქვენ მეძახდით? ეძებთ რასმე?.. + სულ-შეგუბებულმა ლედიმ ძლივს გააგონა თავისს კომპანიონს ნაწყვეტიანის + ჩურჩულით: + - არაფერს, მისს... არაფერს... ვიპოვნე... ვიპოვნე... + - თქვენც იპოვნეთ, მაგრამ არც მე დავრჩი ხელცალიერი! - ჩუმის სიცილით + ჩასჩურჩულა ყურში კვაჭმა ლედის. + - ტსს. ჩუმად, შე გიჟო! - თავისს მხრივ გახურებულ ტუჩებით გააჩუმა კვაჭი + გარდაქმნილმა ლედიმ და გრძელი, მძლავრი მკლავებით სული შეუხუთა, კისრის + ძარღვები დაუწყვიტა და დაახჩო უკვე დამშვიდებული თავადი. + სამი დღე და ღამე არც კვაჭი და არც ლედი ჰარვეი აღარავის უნახავს არც კაზინოში, + არც პლაჟზე, არც ჭალა-ბაღებში. + ბედნიერმა კვაჭმა მეტის სიტკბოებით მოთენთილ ლედის მადლობის ნიშნად + მავრიტანული ვილლა აჩუქა და მარმარილოს მაღალი მკერდი თხილის გულის + ოდენა მარგალიტების მძივებით დაუმშვენა. + მერე ორივენი ნიმფომანიით, სატირიაზით და სირბილის სიგიჟით გაგიჟდნენ. + ფეხი ვერსად მოიკიდეს და აფორიაქებული სისხლი ვერ ჩაინელეს. კვირაში ერთხელ + მაინც სადგურისკენ მირბოდნენ და ცეცლმოკიდებულნი მთელ ევროპის + სააგარაკოებში დაჰქროდნენ: + - ვიში!... ოსტენდე!... კარლსბადი!.. ტრუვილი!... ექსლებენი!... მონტრე!... ვევე!... + ლუგანო!... + ბოლოს, როგორც იყო, ნიცცაში „ჰოტელ ნებრსასკაში“ გაიდგეს ფესვი, გაგრილდნენ + და მოისვენეს. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ერთი დიდი საქმის „გაიმასქნების“ ამბავი + მონტე-კარლოს კაზინო გაჩაღებულია. + ირგვლივ ჰლაპლაპებს, იწვის და ჰრკიალებს ოქრო, ბრინჯაო, ვერცხლი, მარმარილო, + ძვირფასი სურათი, გობელენი, ხალიჩა, ფარჩა, ხავერდი და ატლასი. + ქვეყნის ყოველ კუთხიდან ბედის საცდელად მოსული ხალხი იმ დარბაზებში + ბუზივით ირევა. + ისმის ასი ენა და მოსჩანს ასი ტომი: ქერა ჩრდილელნი - რუსები, სკანდინაველნი, + გერმანელნი და ინგლისელები: მკვირცხლი, ფიცხი, შავგვრემანი ფრანგები, + იტალიელნი და ესპანელნი. ხელგაშლილი, მშრალი და ურყევი იანკები. ცხელი, + აშლილი, ნერვიანი მექსიკელნი, ბრაზილელნი და ნარევი მულატები. არაბი და + ოსმალო, სპარსელი და ინდოელი, ჩინელი და იაპონელი, აზია და ევროპა, ამერიკა და + აფრიკა - ყველას იქ მოუყრია თავი, ყველა ატრიალებს ბედის ჩარხს და ჰლამობს + გამდიდრებას და განდიდებას. + ყველას ემჩნევა პირსახეზე მოგება და წაგება, ერთნი სიხარულის ღიმილით + იღიმებიან, ჰლაღობენ და უდარდელად იცინიან. მეორენი წაგებას ჰგლოვობენ, + იქუშებიან, იშხამებიან და ინაღვლებიან. ხოლო ზოგნი - გაკოტრებულნი და + დაძირულნი - უიმედო სასოწარკვეთილებას ეძლევიან, მათხოვრობენ, ზოგჯერ კი + იქვე, საარაკოდ მორთულ ბაღს თავიანთის სისხლით ჰრწყავენ. + ზოგნი ისე შესჩვევიან ცრემლისა და ბედის ღიმილის სასახლეს, რომ იქვე სამადლოდ + ჰბერდებიან. + მათ იციან თამაშის საიდუმლოება! მათ მიაგნეს მოგების კარს! მათ აღმოაჩინეს + გამდიდრების ხერხი! მათ იგი იდუმალი გასაღები ხელში უჭირავთ - + დიფერენციული აღრიცხვა, ათიოდე თაბახზე აჭრელებული მათემატიკური + ფორმულები, - უცოდველი, სწორი და ჭეშმარიტი, ნაყოფი დიდი ქონების წაგებისა და + ხუთიოდ-ათიოდე წლის დაკვირვებისა. თუ მოგება გნებავთ, დაუჯერეთ იმ ხალხს. + გასამრჯელო მცირედია: წაგება თქვენია, მოგებაში კი წილი დაუდეთ, ან ასიოდე + ფრანკი მიეცით ახალ საცვლის სასყიდლად და ფეხსაცმელის გამოსაცვლელად. მეტს + არ მოითხოვენ, რადგან იმ კაზინოში უჭმელობისგან სიკვდილი უფრო ადვილია, + ვიდრე ოდნავ მტვერ-ნაკრავ პერანგით შესვლა: სპეტაკი ტანისამოსი, უნაკლო + ზრდილობა და უსიტყვო მორჩილება, - აი, რას მოითხოვს ამ ჯურის ხალხისგან + კაზინოს დირექცია ნაცვლად იმ სასახლეში უფასოდ შეშვებისა. + კვაჭი და ლედი ჰარვეიც ყოველ ღამე ბედს სცდიან იმ კაზინოში: ხან „ტრანტ ე + კარანტს“ მიადგებიან, ხან „რუჟ ე ნუარს“, ხან „პტი შვოს“ და ხან სხვა სათამაშოს. + იმ თამაშში ლედი ჰარვეი დიდი ხანია გამოიფიტა. ლედის კვაჭი მიეშველა, მაგრამ + ბედი ვერ მოატრიალეს და წანაგები ვერ დაიბრუნეს. თანდათან შესტოპეს, ჩავარდნენ + და ჩაიფლნენ, ხან თავისი ჭკუით სთამაშობდნენ, ხან გაკოტრებულებს + მიიშველებდნენ, მაინც დღითი დღე სდნებოდნენ და იღუპებოდნენ. + ერთხელ ბანკიდან კვაჭის ჩეკი დაუბრუნეს: თქვენი ანგარიში ამოიწურაო. + დაღონდა კვაჭი, ძალიან დაღონდა! + - ბესო, დღესვე წადი ექს-ლე-ბენში, ერთი კვირაში გაყიდე ჩემი ვილლა და + დაბრუნდი... რა სთქვი?... ვიცი, მარა სხვა გზა არ არის. + ბესომ ფული ჩამოიტანა, ხოლო კვაჭმა ის ფულიც კრუპიეს მიუთვალა. + - ბესო, ბიარიცში წადი და ჩემი ვილლა გაყიდე. + - ის ვილა ხომ ლედი ჰარვეის აჩუქე? - გაახსენა ბესომ. + - კი მარა, როცა წაგებულს დევიბრუნებ, იმ ვილლას ისევ ვიყიდი. + ორი კვირის შემდეგ ისევ ბესო მიიშველა: + - ბესო, დღესვე წადი პარიზში, ერთ კვირაში გაყიდე ჩემი ჰოტელი და დაბრუნდი.... + კაი, კაი... ვიცი, რომ ვიღუპები, მარა სხვა გზა არ არის... ნუ გეშინიან, სანამ + დავბრუნდები, ერთ საქმეს დავამზადებ. + იმავ ხანებში ლონდონიდან ორი კვირით ლედი ჰარვეის ძმა - ლორდი ბროუქსტონი - + ჩამოვიდა, ახალგაზრდა ბონვივანი, ფულიანი დენდი და დიდი ჯენტლმენი. + კვაჭმა და ლორდმა ერთმანეთი მოიწონეს. ორ კვირაში ნიცცა და მონტე-კარლო + გადააბრუნეს. იქაურები გააკვირვეს, ცოტაოდენი მოიგეს და ასი იმდენი წააგეს. + ბოლოს, ლორდმა უთხრა კვაჭის: + - ფრენს, სტუმრად მეწვიეთ ლონდონში. + - ოლ რაიტ! თანკეი! (ძალიან კარგი! მადლობელი!) + - ერთად წავიდეთ? + - იეს (დიაღ). ბესო ყოლიფერი დაამზადე! + პარიზში ავიდნენ. კვაჭმა და-ძმა თავისს ჰოტელში მიიპატიჟა, რომელიც მისი აღარ + იყო, მაგრამ ჯერ დაცლილი არ ჰქონდა. + რამდენიმე დღით დარჩნენ. კვაჭმა კიდევ ერთხელ მოიგიჟიანა თავი და გააოცა + სტუმრები თავისს საუცხოვო სასახლით, მორთულობით, მოსამსახურეთა + სიმრავლით, გავლენით და ნამდვილ არისტოკრატის გემოვნებით და მანერებით. + წასვლის წინ ლადი ჩიკინჯილაძეს საიდუმლო დარიგება მისცა. ბესო და სამი + მოსამსახურე სამი დღით ადრე მრავალის ბარგით ლონდონში გაჰგზავნა, ხოლო + თვითონ ოთხი მოსამსახურე კიდევ გაიყოლა. + დუვრში რომ გემიდან გადასხდნენ, ბესომ საგანგებო მატარებელი დაუხვედრა. + ლორდმა ბროუქსტონმა უსაყვედურა: + - ფრენს, მეტად დიდი ხარჯი მოგდით. + - ჩემი მეგობრებისთვის „მეტად დიდი ხარჯი“ არასოდეს დიდი არ არის! + - თქვენ ჩვენი სტუმარი ბრძანდებით.. + - მაგაზე ლონდონში მოვილაპარაკოთ. + ბესომ წინდაწინვე დაუმზადა კვაჭის სასტუმრო „ასტორიაში“ შვიდი ოთახი, + ავტომობილები და ლანდო ღერბებით, საჯდომი ცხენები და რეპორტერები. + მერე დღეს გაზეთებში კვაჭის ჩასვლის ამბავი დაიბეჭდა. ეწერა: „ინგლისს ეწვია + მეფის ჩამომავალი კავკასიელი პრენსი... დიდი მეგობარი ინგლისისა... მომხრე + რუსეთ-ინგლისის დამეგობრებისა... ჩამოჰყვა ბრწყინვალე ამალა... პრენსი ჩამოხტა + „ასტორიაში“... შვიდი ოთახი... პირადი მეგობარი ლორდ ბროუქსტონისა...“ + მეორე დღე ლროდმა ბროუქსტონმა და ლედი ჰარვეიმ კვაჭი ლონდონის სანახავად + წაიყვანეს. აჩვენეს პიკადილლი, ვესტენდი, ტრაფალგარი, ჩერინგ კროსსი, სენ-ჯემსი, + გაუერი, ვატერლოო, პავლეს ტაძარი და მრავალი საოცარი სანახაობა. + ვესტმინსტერში კვაჭის პალატის სპიკერი დაუხვდა, ბრიტიშ-მუზეუმში - მთავარი + დირექტორი, საადმირალოში - დიდი ამირბარი. + იმავ საღამოს ბროუქსტონმა კვაჭის პატივსაცემად თავისს სასახლეში დიდი სადილი + გამართა: მეორე დღეს კვაჭი იახტ-კლუბში მიიწვიეს, მესამე დღეს - სპორტ-კლუბში + დაჰპატიჟეს. მერე მარჯვნივ და მარცხნივ ეწეოდნენ და მოსვენებას აღარ აძლევდნენ. + ორი კვირის შემდეგ კვაჭმა ყველას მადლობა გადაუხადა: ერთი ისეთი საზღაპრო + ნადიმი მოაწყო, რომ სტუმრებს ეხლაც ხშირად აგონდებათ ის დიდება, შვენება და + უცხო სანახაობა. + იმ ვახშამს სამასზე მეტი სტუმარი დაესწრო, სულ რჩეული საზოგადოება + ლონდონისა: ლორდები, ვიკონტები, ჰერცოგები, ინდოელი რაჯები, ბანკირები, + მექარხნეები და მრავალნი სხვანი - ფულიანნი, წარჩინებულნი და დიდებულნი. + სამი საუკეთესო ორკესტრი უკრავდა; მღეროდნენ ყოველ მხრიდან საგანგებოდ + მოწვეული საუკეთესო მომღერალნი: კარუზო, ბატისტინი, ნელი მელბა, მარია ჰაი და + ტიტო რუფფო. უზარმაზარი შენობა რივიერიდან გამოწერილ უნახავ ყვავილებით და + ტროპიკულ მცენარეულობით იყო მორთული. აღმოსავლური და დასავლური + ხელოვნება და გემოვნება შეერთდნენ კვაჭის სტუმრების გასართობად და + დასატკბობად. + მეორე დღეს მთელი ლონდონი და პრესა ალაპარაკდნენ. კვაჭისაც მხოლოდ ეს + უნდოდა. + კვაჭი რომ ლონდონში ჩავიდა, მეორე დღესვე პარიზიდან დეპეშით გამოგზავნილი + ათი ათასი გირვანქა სტერლინგი მოუვიდა. იმავე დღეს ის ფული ბესომ დეპეშით + ისევ ჩიკინჯილაძეს გაუგზავნა პარიზში. მესამე და მეოთხე დღეს იგივე ფული ისევ + დეპეშით მოვიდა ლონდონში და ლონდონიდან ისევ პარიზს დაუბრუნდა. + დაგეშილი ბესო დროს მოიხელთავდა და ფულის მოსვლის ამბავს - დეპეშას სწორედ + იმ დროს გადასცემდა თავისს ბატონს თავად ბაგრატიონს, როცა მას სტუმრები + ჰყავდა. + კვაჭი ბოდიშს მოიხდიდა სტუმრებთან: + - მისტერ, ნება მიბოძეთ, საჩქარო დეპეშა უნდა იყოს... + მერე ბესოს განკარგულებას აძლევდა: + - ახლავე მიიღეთ ეს ათი ათასი სტერლინგი... ორმოცი ათასი ეხლავე გაუგზავნეთ + ჩემს მოურავს ტფილისში... განკარგულება მიეცით ჩემს ბანკირს პარიზში, რომ + თვიურად აძლიოს ჩემს მთავარ მდივანს პარიზში თავად ტრუბეცკოის ერთი + მილიონი ფრანკი, ხოლო პეტერბურგის ჩვენს მთავარ კანტორას შეატყობინეთ, რომ + მთელ საქმეებს თვითონ მოუარონ, მე ნუღარ შემაწუხებენ... მომბეზრდა! + - თქვენი ბრწყინვალების იახტა ლონდონში მიდის. + - კეთილი. + - ტფილისის კანტორა გეკითხებათ, რამდენი შეუძლიან მას დახარჯოს თვიურად + საქველმოქმედო საქმეებზე? + - სამასი ათასი მანეთი. + - კიდევ არის ერთი დეპეშა: გრაფი ორლოვი თანახმაა თქვენ მიერ შეძლეულ ფასში - + სამ მილიონ მანეთად - მოგყიდოთ ოქროს მაღაროები ციმბირში. + - თანახმა ვარ. მიეცით დეპეშა მთავარ კანტორას. დანარჩენი მერე იყოს... კიდევ ერთი + ბოდიში, ძვირფასო მეგობრებო, უდროოდ შემაწყვეტინეს ბაასი. + ასეთს, ან დაახლოებით ამგვარს დიალოგებს ხშირად გააბამდნენ ხოლმე კვაჭი და + ბესო წარჩინებულ ლორდების და ბანკირების დასწრებით. + კვაჭმა ძალიან კარგად იცოდა, რომ სტუმრობის დროს მისი საქმური საუბარი + ბესოსთან ევროპაში „შოკინგ“ -ად ითვლებოდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ მისი + სტუმრები ამის გამო კვაჭის არ გაურისხდებოდნენ, მხოლოდ ჩაიღიმებდნენ და + იტყოდნენ: + - ვოლა ან პრენს ეტრანჟე ე... ეკზოტიკ! + ხოლო კვაჭის მეგობარი ლორდი ბროუქსტონი კვაჭის ასე ამართლებდა: + - ყოველ ერს თავისი ჩვეულებანი აქვს. + საით მიჰყავდა კვაჭის თავისი საქმე, არავინ იცოდა. + გავიდა ორი კვირა იმ განთქმულ და დღემდის დაუვიწყარ ვახშმის შემდეგ. + კვაჭი დილის გაზეთს ათვალიერებდა. უცებ ერთს გოჯის ოდენა ასოებით დაბეჭდილ + ამბავს მოჰკრა თვალი. ეწერა: პარიზში ფოსტის მოხელეთა გაფიცვა დაიწყოო. უმალ + გაზეთს ხელი გაუშვა და ჩაფიქრდა, ძალიან ჩაფიქრდა. დიდხანს ჰკანკალებდა + შემოქმედების სიცხით და ციებით. მერე ფანქარით ერთი რამ დასჯღაბნა და ბესოს + დაუძახა: + - აი, ჩემი ლონდონელ ნაცნობ-მეგობრების სია. ყველას აი, ასეთი წერილები + დაუგზავნე. ერთ დღეში ყველასაგან პასუხი უნდა მივიღო. წაიკითხე... მიხვდი? + ბესომ ჩაიღიმა. მიჰხვდა ბესო? + - კაი! - მოკლედ მოსჭრა და გავიდა. + გეგმა უბრალო და მარტივი იყო. + მეორე დღეს სამოციოდე ლორდმა, მინისტრმა და ბანკირმა ასეთი წერილები მიიღეს: + „ღრმად პატივცემულო ლორდო ( ან მისტერ, ან სერ)! + ხვალ საკმაოდ დიდი თანხა უნდა გავუგზავნო ჩემს მთავარ კანტორას პეტერბურგში + ყოვლად გადაუდებელ ხარჯების დასაფარად. მეტი ნაწილი ამ თანხისა ხელთ მაქვს. + დანარჩენი გამოვიწერე ჩემის პარიზელ მოურავისაგან. + მაგრამ დღევანდელ გაზეთებიდან გავიგე მეტად სამწუხარო ამბავი: საფრანგეთის + ფოსტა-ტელეგრაფი გაფიცვის გამო აღარ მუშაობს. ამ გარემოებამ ოდნავ არივ-დარია + ჩემი ანგარიშები და შეაფერხა ჩემი ჩვეულებრივი ფინანსიური ოპერაციები. + ეს კიდევ არაფერი. თქვენც გაიგებდით, რომ ხვალ ან ზეგ შეიძლება ინგლისის + ფოსტაც გაიფიცოსო. + აღნიშნული გარემოება მაიძულებს, ღრმად პატივცემულო ლორდო ( ან მისტერ, ან + სერ, ) ვისარგებლო თქვენის გულუხვი მასპინძლობით, ნდობით და მეგობრობით. + ხუთ ათასი გირვანქა სტერლინგი (ზოგს მისწერა სამი ათასი, ზოგს ორი, ზოგსაც + ერთი) დამიხსნის უხერხულ მდგომარეობიდან. ყოველ შემთხევევისათვის + გიგზავნით ვექსილს ათი დღის ვადით. დღესვე ვგზავნი პარიზში ჩემს ერთ-ერთ + მდივანს ფულის მისატანად, რადგან მეშინიან გაფიცვის გაგრძელებისა. + ამიერიდან მოველოდები შემთხვევას, რათა შესაფერად დავაფასო თქვენი + გულკეთლობა და სტუმართმოყვარეობა. + წინდაწინვე გითვლით, ძვირფასო ლორდო ( ან მისტერ, ან სერ), გულითად + მადლობას დახმარებისთვის და ჩემს მწუხარებას თქვენი შეწუხებისთვის. + მიიღეთ ჩემი გულწრფელი სალამი და უუღრმესი პატივისცემა. + ირაკლი ბაგრატიონ მუხრან-ბატონი. + თავადი და ფლიგელ-ადიუტანტი სრულიად რუსეთის იმპერატორისა“. + კვაჭის ანგარიში სავსებით გაუმართლდა. ათიოდე ადრესატს იმ დღეს ვერსად + მიუსწრეს, დანარჩენებს წერილები ჩააბარეს და თითქმის ყველასგან ფულიც მიიღეს. + ლორდმა ბროუქსტონმა პირადად ინახულა კვაჭი და ნათხოვნი ერთი ორად + ჩაუთვალა. ლედი ჰარვეისაც გაეგო კვაჭის გაჭირვება: კვაჭის ნაჩუქარი თვალ- + მარგალიტი და საგვარეულო განძეულობა დააგირავა, კვაჭი ტელეფონით დაიბარა და + ნაშოვნი ფული ძალით მიაჩეჩა, თან ცხარე ალერსი და სიყვარულიც უხვად დააყოლა. + რა იცოდა საბრალო ლედიმ, რომ ის მოგიჟიანება უკანასკნელი იქნებოდა! + დასხდნენ იმ საღამოს კვაჭი და ბესო და ორი საათი მოანდომეს ფულის დათვლას. + მერე ზოგი რაც ჩაალაგეს და ავტომობილი მოითხოვეს. + ბესომ სასტუმროს დირექტორს განუცხადა: + - მათი ბრწყინვალება ბირმინამში მიბრძანდება რამდენიმე ქარხნის მოწყობილების + სანახავად და სასყიდლად. ზეგ დავბრუნდებით. ბინას ვიტოვებთ. + მიუხვ-მოუხვიეს ლონდონის ვიწრო ქუჩებში და მდინარე ტემზით ზღვას მისცეს + თავი. მეორე დღეს კვაჭმა და ბესომ ბირმინჰანის მაგივრად ანტვერპენში ამოჰყვეს + თავი. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + აქა ამბავი თვალ-მარგალიტისა, საგიჟეთისა, + დუელისა, კინო-სურათის და მრავალთა საგმირო + საქმეთა + + დარბის და დაჰქრის მას აქეთ კვაჭი კვაჭანტირაძე ათიოდე გვარით მთელს ქვეყანაზე. + იგი ხან თავადი ბაგრატიონია, ხან ავღანთა ემირის უფლის-წულია, ხან გრაფი + ტიშკევიჩია, ხან კიდევ სპარსეთის პრინცი კაჯარია. + ვინ მოსთვლის, ვინ ასწრებს კვაჭის ხელმარდობას, მისი ნამუშავარის ფერადობას, + ნატიფობას და მახვილობას! + ნიუ-იორკში მან ერთი თავისი ჭკუისა და გამოცდილების ქალი ჩაიგდო ხელში. + მცირე ვარჯიშობიდან დაიწყეს. + კვაჭი ერთ მაღაზიაში ბრილიანტების სასყიდლად შევიდა და თხილის ოდენა + ხუთიოდე ქვა აირჩია. ხუთივეს ხელში ატრიალებდა და ჰსინჯავდა. ამ დროს მისი + ახალი ხელქვეით ქალი შემოვიდა და დახლთან მაღაზიის პატრონს ბაასი გაუბა. + კვაჭმა ხელმარდად ერთ ბრილიანტი გაუშვა. იგი ისე ლბილად დაეცა ხალიჩაზე, რომ + მისი ხმა ვერავინ გაიგო. იმ ქალმა ადგილი შეიცვალა, იმ ქვას ფეხი დაადგა, მერე + ბაასი გაათავა და წავიდა, თან ფეხის გულზე აკრული ბრილიანტიც გაიყოლა. + მაღაზიის პატრონმა ძვირფასი ქვის დაკარგვა შეამჩნია და კვაჭის ალმაცერად + გადაჰხედა. კვაჭმა იტკიცა და თავისი გაჩხრეკა თვითონვე მოითხოვა. მეორე ოთახში + გაიყვანეს და ტანისამოსი გაჰხადეს. მერე ბოდიში მოიხადეს და აღშფოთებული კვაჭი + ავტომდე გააცილეს, თან წამლად რამდენიმე ათასი დოლარი ჩაუდეს მკერდის + მარცხენა ნახევარზე იმ ადგილის მოსარჩენად, სადაც კვაჭმა თავმოყვარეობის + ტკივილი იგრძნო, ხოლო შეურაცხყოფის ოქმი დაჰხიეს და გადაჰყარეს. + ანტვერპენში, ალმასების ქალაქში, კვაჭმა თავისი მეგობარი ქალი ერთს ახლად + დაარსებულ კერძო საგიჟეთში შეჰგზავნა. + - იცნობთ მესსიე ვერმეს? - ჰკითხა იმ ქალმა საგიჟეთის დირექტორს. + - სამწუხაროდ, არ ვიცნობ. მე ახლად მოსული კაცი ვარ ანტვერპენში. + - ვერმე ჩემი მამა გახლავთ. ჭკუაზე შესცდა საწყალი. სულ ბრილიანტებზე და + მარგალიტებზე ჰფიქრობს და ჰბოდავს. ერთი პატარა ჩემოდანი აქვს, ხელიდან არ + უშვებს, ჰგონია, იგი ალმასებით არის გატენილიო. ზოგჯერ ისე მოიგიჟიანებს თავს, + რომ დასამშვიდებლად ძალას ვხმარობთ. უნდა მიიღოთ თქვენს სამკურნალოში. + - დიდი სიამოვნებით, ქალბატონო! + - რაც ძვირფასი ნივთეულობა მქონდა, წამართვა და იმ ჩემოდანში ჩაალაგა, მაღაზია + უნდა გავხსნაო. გაფრთხილებთ, ძალიან გაძალიანდება იმ საკის ჩამორთმევის დროს. + - ეგ არაფერი, მოვერევით. თქვენ თვითონ მოიყვანთ? + - დიაღ, დღეს ან ხვალ მოვიყვან. + მერე ის ხელმარდი ქალი მესსიე ვერმეს მაღაზიას ეწვია. + საუცხოვო საყურეები, დიდი დიადემა და მსხვილი მარგალიტების მშვენიერი მძივი + აირჩია. + - რამდენი ეღირება? + - ეს ასი ათასი... ეს სამოცი... ეს ოთხმოცი. + ივაჭრეს + - ოთხმოცდაათ უკანასკნელი ფასია. + ქალმა საათს დაჰხედა და დაღონდა. + - გამოგიტყდებით, მესსიე ვერმე. დღეს ჩემი დანიშვნის დღე გახლავთ. მამამ + სამოცდაათი ათასი მაჩუქა და მე თვითონ მომანდო საჩუქარის არჩევა. ეს მძივი + ძალიან მომწონს. ოცი ათასი მაკლია. მამა არ დაიშურებს და დამიმატებს, მაგრამ + დაგვიანებისა მეშინიან. სანამ სახლში დავბრუნდები, სანამ ჩეკს დამიწერს და სანამ + ბანკში მივალ, ბანკიც დაიკეტება. ნუ დაიზარებთ, გამომყეთ. + მესსიე ვერმე ჩაფიქრდა. დიდმა მოგებამ წასძლია. + - კეთილი, წავიდეთ. + - სამივე ნივთი წამოიღეთ, იქნება მამამ საყურეები ან დიადემა აირჩიოს. მე მძივი + მომწონს, მაგრამ მაინც... ვინ იცის. + ვერმემ არჩეული ნივთები პატარა საკში ჩააწყო. ორივენი ავტოში ჩასხდნენ და იმ + სამკურნალოს მიადგნენ, რომელიც უფრო სასახლეს ჰგავდა, ვიდრე საგიჟეთს. + თავაზით და ღიმილით დაუხვდნენ. + - მობრძანდით... დაბრძანდით... მშვენიერი დარია... ცოტაოდენი მოითმინეთ. + ის ქალი ისე იქცეოდა, თითქოს საკუთარ სახლში იყოო: აქეთ-იქით ბრძანება მისცა და + მერე პირდაპირ დირექტორის კაბინეტში შევიდა. მესსიე ვერმე სასტუმრო ოთახში + იცდიდა. + - მოვიყვანე... თან პატარა საკით წამოიღო ჩვენი ძვირფასეულობა... გაფრთხილებთ... + გაძალიანდება, ბოდვას მოჰყვება. ის საკი ჩამოართვით. + - ნუ სწუხდებით, დაჩვეულები ვართ, გამოცდილება დიდი გვაქვს. + დირექტორი და ქალი სასტუმრო ოთახში გამოვიდნენ. + - მესსიე ვერმე, ბონჟურ!.. დიდად სასიამოვნოა თქვენი გაცნობა... აქეთ მობრძანდით... + და მესსიე ვერმე მესამე ოთახში გაიყვანეს. + - მამა, აი, ჩემი ნივთები! - ჰაერში გადააგდო ეს სამი სიტყვა იმ ქალმა და ვერმეს საკი + ჩამოართვა. + ვერავინ გაიგო, ვინ იყო იმ ქალის „მამა“ - ვერმე თუ დირექტორი. + ვერმე იმ ოთახის მოწყობილობამ და სხვანაირად ჩაცმულმა მოსამსახურეებმა + დააშინეს. შეკრთა და აირია. თავისს საკს მისწვდა, მაგრამ ის ქალი ხელიდან + გაუსხლტა და ოთახიდან გავარდა, ვერმე გამოუდგა, მაგრამ იმავ წუთს წინდაწინვე + დარიგებულმა სამმა ახოვანმა მოსამსახურემ უღონო მოხუცი ბუმბულივით აიტაცეს. + - გამიშვით!... ავაზაკებო... ყაჩაღებო!... ჩემი საკი!... ჩემი მარგალიტები!... ჩემი + ბრილიანტები!... - გაჰკიოდა ვერმე, თან ჩიტივით ჰფართხალებდა და კარებისკენ + იწევდა. + - დამშვიდდით, მესსიე ვერმე, დამშვიდდით!.. თქვენი ბრილიანტები არ + დაიკარგება... დაწყნარდით, ჩვენ ავაზაკები არა ვართ. მე ექიმი ვარ, გთხოვთ + მიცნობდეთ... თქვენ სამკურნალოში ბრძანდებით... მალე მორჩებით და ისევ თქვენს + ოჯახს დაუბრუნდებით... + - რაო? ექიმიო?.. სამკურნალო? საგიჟეთი?.. ვინ არის გიჟი, მე თუ თქვენ? აჰა, მივხვდი, + მივხვდი! ვაიმე, დავიღუპე!.. ვაი, დაქცეულო ოჯახო! ღმერთო მიშველე... გამიშვით! + მიშველეთ! ჩემი ალმასები! ჩემი ბრილიანტები! + - დამშვიდდით მეთქი, მესსიე ვერმე! თქვენი მარგალიტები თქვენს ქალიშვილს აქვს. + - რაო? ჩემი ქალიშვილიო? რას ჰროშავთ, რას მიედ-მოედებით?! ის ჰარამზადა თქვენი + ქალია, თქვენი! + - ჩემი? მე ქალი არა მყავს. + - არც მე მყავს. მაშ... მაშ... - უცებ ყოველივეს მიჰხვდა და კინაღამ მართლა გაგიჟდა: - + მაშ გაიგეთ, თქვე გიჟებო და ტუტუცებო, რომ იმ ჯიბგირმა ორივენი მოგვატყუა.. + დაიჭით!... დაეწიეთ!.. ჩქარა! ჩქარა! + დაფეთდნენ და გახევდნენ დირექტორი და მოსამსახურენი. ხუთ წუთში ვერმემ და + დირექტორმა სხაპა-სხუპით ყველაფერი უამბეს ერთმანეთს. მერე ეცნენ ტელეფონს, + პოლიციას და აგენტებს, მაგრამ გვიან-ღა იყო: კვაჭი და ის ქალი მიწამ ჩაჰყლაპა. + რომში ისე იმ ქალმა ერთს ვაჭარს მრავალი თვალ-მარგალიტი მიატანინა თავისს + „დანიშნულთან“ და „მამასთან“ - კვაჭისთან. + - თავადი ეხლავე გეახლებათ. + თავადის ქალი და ვაჭარი კაბინეტში დასხდნენ. ქალმა თვალმარგალიტი გაშალა და + ერთხელ კიდევ დაუწყო სინჯვა. ამ დროს მოსამსახურემ თავადის ქალს მოახსენა: + - მარკიზი პალავაჩნი გეახლათ. + - ჩემი დანიშნული!? ღმერთო ჩემო!.. არ მინდა, რომ ქორწილამდე ჰნახოს ეს + საჩუქარი. + და თვალის დახამხამებაზე ის ნივთები რკინის განჯინაში შეაწყო, რომელიც + კედელში იყო ჩართული და გასაღებიც ჯიბეში ჩაიცურა. + - სთხოვეთ, მობრძანდეს. + კვაჭი შემოვიდა, მოწიწებით თავისს „დანიშნულს“ ემთხვია და მოიკითხა. + მოსამსახურემ ისევ შემოიხედა: + - პრინცესსა, მამა თქვენი ერთი წუთით გთხოვთ. + - ბოდიში... ეხლავე გეახლებით... - და გავიდა. + ორი წუთის შემდეგ „მარკიზი პალავაჩინი“ - კვაჭიც გაბრძანდა. იმ სახლში + სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. + გავიდა ათი წუთი... თხუთმეტი... ოცი.... + ვაჭარი ასტოკდა, ადგა, დატრიალდა და მრავალჯერ ჩაახველა. მერე მეორე ოთახში + გავიდა. + არავინ იყო. + მესამეში შეიხედა. + არც იქ იყო ვინმე. + ისევ მეორე ოთახში დაბრუნდა, რომელიც ზედ ეკრა სასტუმრო ოთახს, სადაც + ნახევარი საათის წინ ის ქალი და ვაჭარი თავადს უცდიდნენ. ერთ რამ დაინახა: + კედელში რკინის განჯინა იყო გამართული და მისი კარები გაღებული იყო. + განჯინაში შეიხედა. ელდა ეცა და მეხი დაეცა: ეს კარებიც იმ განჯინისა იყო, სადაც იმ + ქალმა პირველი ოთახიდან ძვირფასი თვალ-მარგალიტი შეაწყო. + დაფეთებული და გაგიჟებული ვაჭარი თმებს იგლეჯდა, ცალიერ ოთახებში დარბოდა + და ჰყვიროდა: + - პოლისმენ!.. მიშველეთ!.. გამქურდეს!.. გამძარცვეს!... + კვაჭი და მისი დანიშნული ისევ მიწამ ჩაჰყლაპა. + ვენაში კვაჭმა ერთ მდიდარ ებრაელ ბარონს თვალი დაადგა. კლუბში უცაბედად იმ + ებრაელს ხელი გაჰკრა და თვითონვე მიაძახა: + - ფრთხილად!.. უზრდელო!.. სალახანავ!... + - ბოდიში... მე... მე... + კვაჭმა აღარ დააცალა და ნიკაპში ოდნავ ორი თითი აჰკრა. + ასტყდა ჩოჩქოლი და აყალ-მაყალი, რომელიც იმით გათავდა, რომ კვაჭმა და ბარონმა + ერთმანეთს თავიანთი მისამართები მისცეს. + მეორე დილით კვაჭის სეკუნდანტები - ბესო და ჭიპი ჭიპუნტირაძე იმ ებრაელს + ეწვივნენ და გამოაცხადეს: + - უსისხლოდ ეს საქმე არ გათავდება. + მერე გაკვრით ჩაურთეს: + - ნუ აჩქარდებით, ბარონ! ჯერ სეკუნდანტებს ნუ მიჰმართავთ.... ხვალამდე + მოითმინეთ... ავღანთა უფლისწული განთქმული მსროლელია... გაფრენილ ბუზს არ + ააცდენს... თუ გნებავთ, თქვენვე დარწმუნდით... დღეს, სწორედ ხუთ საათზე პრინცი + პრატერის ტირში იქნება. მოჰგზავნეთ ვინმე, ჰნახოს და დარწმუნდეს. საღამოზე + ხელმეორედ გეახლებით... მოვილაპარაკოთ, შეიძლება სისხლი არ დაიღვაროს, თუ, + რა თქმა უნდა, თქვენც თანახმა იქნებით, რომ... + - დუელი აუცილებელია! + - დიაღ, დუელი უეჭველად მოხდება, მაგრამ... შეიძლება მოეწყოს საქმე, რომ... + სისხლი არ დაიღვაროს... მოიფიქრეთ... საღამოზე გეახლებით... მშვიდობით + ბრძანდებოდეთ! + ხუთიდან ექვსამდე ის ტირი კვაჭმა დამბაჩით დაამტვრია და დახვრიტა. + საიდუმლოდ მოგზავნილმა ბარონის კაცმა დაარწმუნა ის ბარონი, რომ ავღანის + უფლისწული მართლა გაფრენილ ბუზს ჰკლავსო. + - პრინცი უფლისწულის პატიოსან სიტყვას გაძლევთ, - ეუბნებოდა ბესო იმავე + საღამოს იმ მდიდარ ებრაელს, - და მაჰმადის წმინდა სახელს ჰფიცავს, რომ ის თქვენს + სისხლს არ დაჰღვრის, თუ... თუ მოვრიგდით... ორჯერ ან სამჯერ ჰაერში გაისვრით... + მერე შერიგდებით და დამეგობრდებით კიდევაც. + - საქმეზე გადავიდეთ. რამდენი გნებავთ? + - თქვენი სიცოცხლე დაუფასებელია, თქვენი ათი მილიონის შეძლება გაქვთ, ჩვენ ერთ + მილიონიც გვეყოფა. + - მე მირჩევნიან დღესვე გადავიკარგო ვენიდან. + - სირცხვილს ვერსად წაუხვალთ. მთელს ქვეყანას მოვდებთ თქვენს ლაჩრობას. + - ებრაელებს გულადობა არასოდეს დაუკვეხნიათ და ასე ძვირად არც ვაჟკაცის სახელი + უყიდნიათ. + - ნუ დაივიწყებთ, რომ ავსტრიის ბარონი ბრძანდებით. „ნობლის ობლიჟ“! + - გავათავოთ. ასი ათასი. + - ცხრაასი სისხლით და რვაასი უსისხლოდ. + - არ მესმის! + - თქვენ ოდნავ დასჭრით უფლისწულს. + - მაინც არ მესმის?! + - დუელი იმით გათავდება, რომ უფლისწული ოდნავ დაიჭრება... როგორც + მოვაწყობთ ამას? ეს ჩვენი საქმეა. + - ბარონს სისხლიანი დუელი ძალიან მოეწონა: + - თუ დუელი მართლა პრინცის სისხლით გათავდა, ორასი ინებეთ. + - რვაასი! + - ორასს ვერაფერს მოვუმატებ. + - მაშ ხვალ დილით თქვენს სეკუნდანტებს ველი. მშვიდობით ბრძანდებოდეთ! + - მოითმინეთ! სამასი. მეტი არ შემიძლიან. ისიც იმ პირობით, თუ პრინცის სისხლი + დაიღვარა. + ნახევარ მილიონზე მორიგდნენ და ნახევარი მაშინვე მიიღეს. + კვაჭმა და ფულის ბარონმა ერთმანეთი ხელწერილებით შეჰკრეს. + ორი დღის შემდეგ დილა ადრიანად ბესომ კვაჭის ოდნავ მარცხენა მკლავი გაუკაწრა, + იარა ოდნავ შეუხვია და შენბრუნის ტყეში წაიყვანა, სადაც მათ ბარონი და მისი + სეკუნდანტები დაუხვდნენ. + - აბა, დაიწყეთ! ერთი, ორი... სამი! + ბარონმა დ აკვაჭმა ერთმანეთს არხეინად დაახალეს დამბაჩები. + კვაჭმა დამბაჩა დააგდო, ხელი მარცხენა მკლავზე იტაცა და, სანამ ექიმი + მოვარდებოდა, იარის შესახვევი მოიგლიჯა: + - არა უშავსრა... უბრალოა... სამ დღეში მოურჩება! - ყველას ამშვიდებდა ექიმი. + ბარონი გაიბღინძა და გაამაყდა. + - ავღანის უფლისწული დავჭერი... მკლავში მოვახვედრე... ზრდილობა ვასწავლე! - + დღესაც წარა-მარად გაიძახის ის ბარონი. + კვაჭმა და ბარონმა იმავ საღამოს საბოლოოდ ანგარიშები გაასწორეს, ერთმანეთს + ხელწერილები დაუბრუნეს და იმავე კლუბში შერიგების ქეიფი გაჰმართეს. + ბარონი კვლავ იბერებოდა და თავისს მეგობრებს ეუბნებოდა: + - მადლობა ღმერთს, რომ ასე ადვილად გადარჩა ჩემი მეგობარი უფლისწული. პრინც, + ბრუდერშაფტი დავლიოთ!... ბედი გქონია... ჰო, იმას მოგახსენებდით: ბედი ჰქონია + მეთქი. ჯერ შიგ გულში დავუმიზნე, მაგრამ შემეცოდა ასეთი ვაჟკაცი და... მკლავში + დავუმიზნე და მოვარტყი. + კვაჭი იღიმებოდა, სვამდა და ხან-გამოშვებით ბარონს მეგობრულად მხარზე ხელს + უტყაპუნებდა. + გავიდა ხანი. ავღანის უფლისწულმა იმ ფულსაც მალე მოუგრიხა კისერი. კვაჭის + გაუჭირდა, ძალიან გაუჭირდა! გაუჭირდა და კვლავ შემოქმედების ციებ-ცხელება + აუვარდა. მშობიარესავით დიდხანს იწურებოდა, იჭინთებოდა და ერთი კოხტა + კომბინაცია მოიგონა. + ჯერ ძაფები გამოჰკვანძა, ბადე დასწნა, ყველაფერი რიგზე დაალაგა და მერე ერთ + ბანკის დირექტორთან მივიდა: + - გთხოვთ მიცნობდეთ; მე გახლავართ პატტეს წარმომადგენელი. ბანკის გაძარცვის + სურათი უნდა გადავიღო კინოსთვის. რაღა შორს წავიდე: აი, ბანკი და აი, + არტისტებიც. თქვენ და თქვენმა მოსამსახურეებმა ითამაშეთ, სამუდამოდ + ეკრანზედაც დასტოვებთ თქვენს თავს და ფულსაც მიიღებთ. + დირექტორი გაიბადრა: + - ძალიან კარგი... მადლობელი... + თავისს თანამშრომლებს დაუძახა და ეს ამბავი შეატყობინა. ყველანი აცქმუტდნენ და + ყველას კუდის ქვეშ არტისტის ბუზანკალები შეუსხდნენ. + - ხვალ ან ზეგ გეახლებით, დაგარიგებთ და მცირე რეპეტიციას მოვახდენთ! - ამბობს + კვაჭი: - ჰო, მართლა! პოლიციასაც შეატყობინეთ, თუმცა მე თვითონაც მივალ და + მოველაპარაკები. + დირექტორი ტელეფონს დასწვდა: + - ალლო! მესსიე გრად, თქვენ ბრძანდებით? გაუწყებთ, რომ ხვალ ან ზეგ ჩვენი ბანკი + უნდა გასძარცონ. + - რაო?.. ვინ?.. რას ამბობთ? + - დამშვიდდით, მეგობარო, დამშვიდდით! სურათი უნდა გადაიღონ ეკრანისათვის... + ჰო, ჰო, თქვენც გადაგიღებენ. ეხლავე მოვა თქვენთან პატტეს რეჟისორი. + მეორე დღეს კვაჭმა და ბოქაულმა ბანკის მიდამოებში პოლიციელებს ჩამოუარეს. + ბოქაული ყოველ პოლიციელს ეუბნებოდა: + - კინოსთვის ბანკის გაძარცვის სურათი უნდა გადაიღოს ამ კაცმა. ბანკში და ახლო- + მალხო განგებ ალიაქოთს ასტეხენ. შენც გადაგიღებენ, მაგრამ სანამ ამ კაცმა დარიგება + არ მოგცეს, ადგილიდან ნუ დაიძვრები და ალიაქოთში ნუ ჩაერევი... გაიგე?...სხვებსაც + უთხარი... ხალხი დაარიგე, ნუ აღელდებიან და არტისტებს ნუ დაედევნებიან. აბა, + ყოჩაღად! + მერე კვაჭი და მისი ამალა ბანკში შევიდნენ და აპარატიც შეათრიეს. + - აბა, იწყება!.. დალაგდით... ისე იმუშავეთ, ვითომც არაფერია. ბანდიტები რომ + შემოცვივდებიან, ყველანი უნდა შეშინდეთ... თქვენ მაგიდის ქვეშ შესძვერით... თქვენ + დირექტორთან გაიქეცით... აი, ეგრე, ეგრე... თქვენ ვერ ასწრებთ სალაროს დაკეტვას, + ხელები ზევით ასწიეთ და შიშისგან პირი დააღეთ... მეტი არაფერი... ბანდის დევნას + ქუჩაში გადავიღებთ... აბა, დალაგდით... თქვენ მარცხნივ მიიწევთ, თქვენ - + მარჯვნივ... თქვენ გარეთ ნუ იხედებით, პირი აქეთ მიუბრუნეთ... + მერე კვაჭი დირექტორთან შევიდა: + - ეს ბანდიტი თქვენთან შემოვარდება და დამბაჩას დაგიმიზნებთ, თქვენ შიშსგან ვერ + გაინძრევით. ეს ტელეფონს გადასჭრის და... + - დამბაჩა გატენილი ხომ არ არის? + - არა, ნუ შეშინდებით... აბა, ჯერ აქედან დავიწყოთ. პირველო ბანდიტო დაიწყეთ! + ჭიპი ჭიპუნტირაძე დირექტორის კაბინეტში შევიდა, დირექტორი შიშით მოჰკლა და + ტელეფონი მართლა გადასჭრა. ოპერატორი არხეინად ატრიალებდა: + - დირექტორის სცენა გათავდა. ეხლა მოლარესთან გავიდეთ. + არტისტები საერთო დარბაზში გავიდნენ და აპარატიც გაათრიეს. + - აბა, დალაგდით! ყველანი თავ-თავიანთ ალაგებზე ისხედით... ეხლა გადავიღოთ + სალარო. მერე დანარჩენების ჯერიც მოვა. აბა, მეორე, მესამე და მეოთხე ბანდიტებო, + დაიწყეთ! + ჭიპი ჭიპუნტირაძე, ლადი ჩიკინჯილაძე და ბესო შიქია სალაროში შეცვივდნენ. + კვაჭი დარბის და ჰყვირის: + - ასწით ხელები, ასწით!.. თქვენ პირი დააღეთ!.. ნუ იღიმებით!.. მიბრუნდით, + მიბრუნდით! ბესო, ჩაალაგე!.. ჭიპი, მოჰხვეტე!... ლადი, ყოჩაღად!.. აბა, მოუსვით, + ბიჭებო!... მოლარევ, მიბრუნდი, მიბრუნდი! + სანამ კვაჭი ჰბრძანებლობდა, ოპერატორი აპარატს ატრიალებდა, მოლარენი + არტისტობდნენ და დანარჩენები სულელურად იღიმებოდნენ. ბესომ, ჭიპიმ და + ლადიმ მართლა მოჰხვეტეს, ჩაალაგეს და მოუსვეს. + დირექტორს და ზოგიერთებს ეჭვის ჭიები შეუსხდნენ. ნელ-ნელა აცქმუტდნენ, + აიშალნენ და დაფაცურდნენ: + - ფული წაიღეს... მართლა წაიღეს... ჰარიქა, გვიშველეთ! + ოპერატორმა აპარატი შეშფოთებულ მოსამსახურეებს მიუშვირა, ხოლო მათის + თამაშით აღტაცებული კვაჭი გაჰკიოდა: + - აი, ეგრე! აი, ეგრე!.. მშვენიერია!... საუცხოვოა!... გენიალურია! აბა, ეხლა ქუჩის სცენა + გადავიღოთ. ბანდიტებო, მომყევით! + დირექტორი გადაჭრილ ტელეფონს ეცა, დანარჩენი მოსამსახურენი კვაჭის + გამოუდგნენ, მაგრამ კარებში ორი ბანდიტი გადაეღობათ: + - შესდექით, თორემ!.. + - გვიშველეთ!.. ბანკი გასძარცვეს!.. დაიჭირეთ!.. დააპატიმრეთ! + - ვიცით, ვიცით! - არხეინად ულვაშებში იღიმებოდნენ პოლიციელები და + ადგილიდან არ იძვროდნენ: - ვიცით, რომ სთამაშობთ... ჯერ იმ კაცის ბრძანება არ + მოგვსვლია. + - გეუბნებით, მართლა გაგვძარცვეს მეთქი! + - პაპაშენი მოატყუე, მე კი ჩემი საქმე ვიცი. + ბოლოს, ერთმანეთი ძლივს დააჯერეს და დაიძრნენ, მაგრამ. პატტეს რეჟისორს + დღესაც ეძებენ! + ოხრულად ნაშოვნი ფული ოხრადვე მიდიოდა. კვაჭი დაილია და დახურდავდა. + დიდი საქმეები გამოილია, მცირედი - ბევრს არაფერს იძლეოდა. + დროგამოშვებით კვაჭის სილიბისტროს წერილი წამოეწეოდა ხოლმე. სილიბისტრო + იწერებოდა: შვილო კვაჭი, რა დაგარბენიებს საცხა-საცხა, არ მესმის. დოუბრუნდი + შენს მშობლებს და რასპუტინს, რომელიც იერუსალემიდან დაბრუნდა. გევიგე, რომე + ის წმინდა კაცი შენ გკითხულობს და სხვებიც დეგეძებენ. ჩვენც დავბერდით, ჩემო + კვაჭიკო, და ქე გვინდა სიბერიზა პატარა შენც შეგხედოთ, თვარა მაგისთანა შვილი + თუნდა არ გვყოლია. პუპი და ნოტიო ყოველ დღე ტირიან და მოგელიან, მარა არსად + მოჩანხარ. + კიდევ ბევრს სწერდა სილიბისტრო და პასუხს ელოდებოდა, მაგრამ კვაჭმა ვერ + მოიცალა და ერთი წერილიც ვეღარ გაუგზავნა. + კვაჭმა შემთხვევით გაიგო, რომ ტანია ბადენ-ბადენში დასახლდა, და თვითონაც + უმალ იმ ქალაქში ამოჰყო თავი. ძველ მეგობრობას ჟამის ნავლი აჰყარა, ჟანგი და ობი + ჩამორეცხა და ფიცით და დევნით უწინდელი ნდობა და თანამდებობა დაიბრუნა. + მაგრამ როგორ-ღა იკმარებდა გალაღებული და ფრთაგაშლილი ქვეყნის არწივი + მხოლოდ ბინას, ჭამა-სმას და ჩაცმა-დახურვას! კვაჭის ბევრი ფული სჭირდებოდა, + ძალიან ბევრი! მაგრამ ჭირ-ნაჭამმა და ნაცადმა ტანიამ კვაჭის თვიური ჯამაგირი + დაუნიშნა და ზედმეტი მანეთიც აღარ გაიმეტა. + ბევრი უტრიალა კვაჭმა მობერებულ დედალს, მაგრამ იმ ღვთისნიერ დედაკაცს ქვის + გული და რკინის ხასიათი აღმოაჩნდა. + - კაია! - სთქვა ერთხელ გაბრაზებულმა კვაჭმა და ბესოს უთხრა: - ბესო, რამდენიმე + დღეში ისწავლე ფოტოგრაფიის ხელობა. + ერთი კვირის შემდეგ ბესომ კვაჭის მოახსენა: + - ფოტოგრაფია შევისწავლე. აპარატიც ვიყიდე. + დასხდნენ და წაიჩურჩულეს. + ერთხელ დღისით, როცა კვაჭი და ტანია გახურებულ ალერსში იყვნენ, ტანია უცებ + შეჰკრთა და შეშინდა: + - კარების ფარდა შეირხა... რა ამბავია?! + - მოგეჩვენა: ალბათ ნიავმა დაჰბერა. დამშვიდდი, ჩემო სულიკო! + იმ დღიდან ტანიას კვაჭი აღარ უნახავს. იმის მაგივრად მეორე დღეს ბესო მივიდა: + - ფული გვჭირდება, ძალიან გვჭირდება. + - ვინ ბრძანდებით? + - ეგ სულ ერთია, თუმცა... შეიძლება თქვენვე მიჰხვდეთ. გუშინ კვაჭანტირაძის + ოთახში ფარდა რომ ოდნავ შეირხა... + - გაეთრიეთ აქედან! + - კეთილი, მივდივარ, მაგრამ ერთ სახსოვარი უნდა დაგიტოვოთ. + და ფოტოგრაფიული სურათი მიართვა. + ტანიამ ოდნავ შეჰკივლა, პირსახეზე ხელები აიფარა. გაწითლდა, სირცხვილის + ცეცხლში ჩაიწვა და ჩაიხრაკა. + - მშვიდობით ბრძანდებოდეთ! + - მოითმინეთ... დაიცადეთ... რა გნებავთ?... რამდენი გინდათ?... + - ეხლავე სამასი ათასი დ თვეში ორმოცი ათასი. + - შეუძლებელია. ყველაფერი რომ გავყიდო, მაინც ვერ გადაგიხდით. + - ვერაფერს დაგიკლებთ. მოიფიქრეთ. ხვალ შემოვივლი. + სანამ ტანიამ მამული გაჰყიდა, ერთი თვეც გავიდა. მერე ბესოს სამასი ათასი ჩააბარა, + ნეგატივი გამოართვა და ბადენ-ბადენიდან გაჰქრა. + მაგრამ სად დაემალებოდა კვაჭის თვალსა და ცხვირს! ზოგჯერ იტალიაში, ხან + ესპანეთში, ხან კიდევ ეგვიპტეში ის სურათი, მრისხანე მუქარა და მილიონების მადა + წინ დაუხვდებოდა ხოლმე. ტანიამაც იმდენი აძლია, რამდენიც შესძლო, თან ბესოს + ათჯერ პატიოსანი სიტყვაც ჩამოართვა, რომ მას აღარა აქვს არც ნეგატივი და არც + სურათი. + მერე, როცა ფულიც გამოელია და იმედიც დაეკარგა, სამუდამოდ გაჰქრა და + გადიკარგა. + ზოგნი ამბობდნენ, ტასმანიას კუნძულზე წავიდაო, ზოგნი ცეილონზეო, ზოგნი კიდევ + ათონის მთის დედათა მონასტერს ასახელებდნენ. + კიდევ დიდხანს ეძება კვაჭმა დაკარგული მეწველი ფური, მაგრამ, რომ ვეღარ იპოვნა, + სხვა ახალი ბადეები დასწნა და გაშალა. + თევზი უხვად მოდიოდა, მაგრამ მოულოდნელად დაიჭექა და ევროპის ედემში მეხი + ჩამოვარდა. + მსოფლიო ომი დაიწყო. + და კვაჭიც უმალ გარდიქმნა: ფრონტი შეიცვალა, ახალი ბადე-ხაფანგები მოიგონა, + ერთი ცხოველივით პირსახე სხვანაირად შეიღება, დროის შესაფერი აბჯარი ჩაიცვა + და ახალ იარაღით აღიჭურვა. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + კარი მეხუთე + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + აქა ამბავი საიდუმლო ვალდებულებისა + - კვაჭი, როგორ გგონია, ვინცხა პრინცმა რომე ავსტრიის ერცჰერცოგი მოჰკლა, ამიზა + ომი იქნება? - იკითხა ბესომ. + - მეც მაიზა ვფიქრობ თელი დღე. თუ ერთმანეთს გამოესარჩლნენ, ეირევა თელი + ქვეყანა. + - ა, გაზეთი წეიკითხე. სერბიას რუსეთი ესარჩლება, ავსტრიას-გერმანია. + წაიკითხა და ბოლთა დაჰკრა. დიდხანს ათამაშა ცხვირი და იბორგა, მერმე მეგობრებს + მიუბრუნდა და ასე იწინასწარმეტყველა: + - ბესო, ლადი, ჭიპი! დეიხსომეთ ჩემი სიტყვა და გადაეცით ისტორიას შემდეგი: ორი + კვირაც არ გეივლის, რომ რუსეთი გერმანიას უჯიკავებს და გერმანია რუსეთს. მერმე + ომი ასტყდება და ღვთის რისხვა დატრიალდება. რუსეთს ინგლისი, საფრანგეთი, + რუმინია და იტალია მიემხრობიან... კი, კი! იტალია გერმანიას გადუდგება და + ინგლის-საფრანგეთს მიემხრობა თქვა. გერმანიას ავსტრია, ბულგარეთი და + ოსმალეთი მიუდგებიან. ბოლოს, ამერიკაც ჩაერევა და ქვეყანა თლათ სისხლით + შეიღებება. თუ მე დევიღუპე, ჩემი ნათქვამი ისტორიას გადაეცით. აპა, ამხანაგებო, აწი + გვჭირია ჩვენ ჭკუა, ფხიზლობა და სიფრთხილე. + სთქვა, ჩაიცვა და ბერლინის ბირჟაზე წავიდა. ბირჟა საგიჟეთს ჰგავდა. ზოგმა ომზე + ჩამოჰკიდა თავის ბედი და ქონება, ზოგმა კიდევ მშვიდობაზე. აქციები, ობლიგაციები + და ათასნაირი ფასიანი და უფასო ქაღალდები ყირამალა დატრიალდა, ზოგი + უმაღლეს საფეხურზე ავარდა, ზოგი ორმოში ჩავარდა. + კვაჭი ომს დაეჭიდა და თვალი ლითონისა და იარაღის აქციებს დაადგა. დრო + იხელთა, იდუმალ ჯგუფს გადაება, რომელიც ამ აქციებს ქვეით ეწეოდა, და იაფად + იყიდა შნეიდერ-კრეზოს, შკოდას, ამსტრონგისა და კრუპის აქციები. ნაღდი ფული + თითქმის აღარ შეინარჩუნა. + მერმე სამას-ათასიან ბრბოს აჰყვა და ქუჩებსა, გაზეთებსა, ყავახანებსა და სალონებში + გააფთრებით გაჰკიოდა: + - ნახ პარი! ნახ მოსკაუ! - პარიზისკენ! მოსკოვისკენ! + რამდენიმე დღის შემდეგ გერმანიიდან საფრანგეთში შეძვრა და იქაც ხმა ჩაიხლიჩა: + - ა ბერლინ! ა ბერლინ! ბერლინისკენ! + როცა შემდეგ რუსეთში დაბრუნდა, იქაც გაჰკიოდა, სადაც კი შეეძლო: + - ბერლინისკენ! კონსტანტინოპოლისკენ! + კიდევ გავიდა ხანი. სადღაც სარაევოში ერთი კაცისგან გამოკვესილი ნაპერწკალი + მთელს ქვეყანას აგუზგუზებულ ცეცხლად მოედო. ვინმე პრინცის ტყვიამ ქვეყნის + ყოველ კუთხეში ისეთი გრგვინვა და გრიგალი ასტეხა, რომ იგი ქუხილი ცას მისწვდა. + ერთი წვეთი სისხლი ჯერ მდინარედ გადაიქცა, მერმე თვალუწვდენელ ზღვად + გაიშალა, ოცი თუ ოცდაათი მილიონი დაგეშილი მეომარი გააფთრებით და + გაშმაგებით ეკვეთა ერთმანეთს. დანარჩენებმაც ყველაფერს თავი მიანებეს, + რამდენიმე ათას ვერსზე გაჭიმულ მეომრებს ზურგში ამოუდგნენ და ხელი მიჰყვეს + სისხლიან მარიხის სამსახურს, თან ყველანი გაკაპასებით და სასოებით ჰყვიროდნენ: + - ჩვენთან არს ღმერთი! + თან პირჯვარს იწერდნენ სისხლიანი თითებით და სულიერ მეუფეს სამხედრო + კავშირის შეკვრას ეხვეწებოდნენ: + - სიკვდილი ველურებს! გაუმარჯოს ცივილიზაციას!.. გაუმარჯოს ერთა + თავისუფლებას, ძმობას, თანასწორობას! + სულთამხუთავმა ჯერ კოჭებამდე დაისველა ფეხი ხალხის სისხლში, მერმე + მუხლამდე შესტოპა, შემდეგ იგი წითელ გუბეში შევიდა წელამდე და ბოლოს უძირო + მორევში შეცურდა და შიგ ხუთი წელიწადი იჭყუმპალავა. + ეს ქვეყანა და ჯოჯოხეთიც დაყრუვდა, დაბრმავდა და დაიხრჩო უთვალავთა - + თეთრთა და შავკანიანთა, წითელთა და ყვითელთა, გაღმელთა და გამოღმელთა, + მდიდართა და ღარიბთა, კაცთა და ქალთა სისხლით და ცრემლით, გოდებით და + მოთქმით, ღმუილით და ღრიალით. + ხოლო კვაჭი კვაჭანტირაძე თავისს ჰამქრით სისხლისა და ცრემლის ზღვაში, ცეცხლის + გრიგალში, მსოფლიო დარდის მორევში დასცურავდა და დაძვრებოდა, დარბოდა და + დაჰქროდა გაკაპასებული, გაშმაგებული, ასე იბრძოდა თავგამოდებით: + - შნეიდერ-კრეზოს აქციები გაჰყიდეთ!.. კრუპი იყიდეთ!.. ამსტრონგი დააგირავეთ!.. + შკოდი გადაყარეთ!.. კუნარლინი დასწიეთ!.. შაქარი მოაგროვეთ!.. ფქვილი ასწიეთ!.. + ერთხელ ფრანგული კანონი მიადგა: + - კვაჭი ჯარში წამობრძანდით! + კვაჭი ჯარში? კვაჭი ომში? ვერდენში ან არდენის მთებში. ხომ არ გაგიჟებულან! + ვისთვის ან რისთვის? ფრანგებისთვის? გერმანელებმა რაღა დაუშავეს? რით სჯობია + პარიზი ვენას ან ბერლინს? თუნდ ორივე დაინგრეს, ან ცამდის აშენდეს - კვაჭი რა + შუაშია? ერთიც ვნახოთ, კვაჭის გვერდით ყუმბარა გავარდა, ან ტყვიამ გაიზუზუნა და + მისი სისხლი დაიღვარა! ისიც ვისი სისხლი, - თავადის კვაჭი კვაჭანტირაძესი, + ავღანელთა უფლისწულისა, საქართველოს ბაგრატიონისა?! კვაჭი ომის ჯოჯოხეთში? + ხომ არ გაგიჟებულან! + და რადგან ლონდონში წასვლა სახიფათო იყო, რადგან ერთ დროს იქაურების + გაჰკვაჭა, ამიტომ მან და ამხანაგობამ სამ დღეში მანჩესტერში ამოჰყვეს თავი. + მალე ის კანონი ინგლისშიც წამოიჭრა: + - ქუდზე კაცი! ყველანი ჯარში! + - ბესო, აქინეც გაგიჟებულან. აპა, რომისკენ! + მაგრამ რიგრიგობით ყველანი გიჟდებოდნენ. მალე იტალიაც დაიძრა და კვაჭს ისევ + გადარეულთა კიჟინი მოესმა: + - ქუდზე კაცი! ყველანი ომში! + ვერ მოგართვით კვაჭი ჯერ არ გაგიჟებულა, რომ მაკარონისთვის სისხლი დაჰღვაროს! + - ბესო, ჟენევისკენ! + კვაჭმა ძლივს მიაღწია სამშვიდობოს: ალპების კენწეროზე ავიდა და სამშვიდობო + კუნძულიდან გულმშვიდად და არხეინად გადასცქეროდა აბობოქრებულ ომის + ცეცხლს, თან ზოგჯერ იტყოდა: + - გეიხსენეთ ჩემი სიტყვები, ბერლინში რომ გითხარით, ყოლიფერი გამართლდა. + კვაჭმა მოიწყინა, ძალიან მოიწყინა: შვეიცარიაში ვეღარ ჰყიდულობდა და ვერც + ჰყიდდა ათიოდე გემით შაქარს, ფქვილს, ლითონს და მრავალ საომარ მასალას. აღარ + ჰქუხდა და აღარ გრგვინავდა მისი მჭექარე ხმა: + - იყიდეთ!... გაჰყიდეთ!.. ასწიეთ!.. დასწიეთ!.. + ბოლოს გრიშკა რასპუტინის მთელს ევროპაში ნამგზავრი წერილი დაეწია. + მასწავლებელი სწერდა: + „Врат мой Аполончик! + Чабо шляйся то по иропе паганой?! Воротись суди, ато скушно биз тибя да дилов очин + много. Здеся будит у тибе мир, покой, слава, деньгу и благадать Божиа. Да тащи суди + илену и таню. Так хочу я! Да, я! Григорий! Мотри, не опаздай. Да, григорий!“ + ამ წერილით შეშინებულმა და გახარებულმა რუსეთის ელჩმა მაშინვე მოუხერხა კვაჭს + მშვიდობიანი მგზავრობა ხმელეთით და ზღვით, თანაც დაეღრიჯა: + ჩემზე ორიოდე სიტყვა ჩამოუგდეთ წმინდა მამა გრიგოლს და მინისტრს საზონოვს. + ჩემი გულითადი სალამიც გადაეცით. ღმერთმა მშვიდობიანი მგზავრობა მოგცეთ. + ბესომ სადღაც ელენე იპოვნა და წამოიყვანა. + ვინ იცის, საგანგებო ხელის თუ განგების წყალობით მოხდა ის, რაც მოხდა კვაჭის + გემზე ასვლის დღეს: ბაქანზე კვაჭს პირისპირ რებეკა შეეჩეხა. + - რებეკა! ჩემო რები! + - აპოლონ! ჩემო ძვირფასო! + ჩაეხვივნენ, ჩამქრალი ცეცხლი აინთეს და მინელებული სისხლიც აიდუღეს. მათი + განშორების ამბავი არც კვაჭმა გაახსენა რებეკას და არც რებიმ მოიგონა. გემის + ჯურღმულიდან ისაკა იდელსონიც ამოძვრა. + - გავკოტრდი და დავიღუპე! - აწუწუნდა ისაკა. - პეტერბურგში მივდივარ ჩემს ბიძა + გინცთან. + - გინცი! თქვენი ბიძაა გინცი? რატომ აქამდე არ გამახსენეთ?“ რაო, ვიცნობ თუ არა? + როგორ არ ვიცნობ! ერთად ვმუშაობდით. + კვაჭმა რებეკას რამდენჯერმე წაატანა ხელი გემის ბნელ კუთხეებში, მაგრამ რები + დაჟინებით გაიძახოდა: + - არა, არა... აქ არ შეიძლება... სტოკჰოლმში ჩამოვხტეთ ერთი დღით და... ნუ ხარ + სულწასული, ხვალ ან ზეგ მივალთ და... + კრეისერების თანხლებით მიმავალი გემი ბერგენს მივიდა. ყველანი მატარებელში + გადასხდნენ, ნორვეგია გადასჭრეს და სტოკჰოლმში ჩავიდნენ. + ძლივს მოასწრო კვაჭმა სასტუმროში ტანისამოსის გამოცვლა, რომ მის ოთახში + იდელსონი და ერთი გერმანელი შემოვიდნენ, ის ოთახი დაჰსუნეს, კარები ჩაჰკეტეს, + დასხდნენ, კვაჭიც დასვეს და აჩურჩულდნენ. ორი საათი იჩიფჩიფეს, თან წამდაუწუმ + ტალანში იხედებოდნენ. იქაურობას ათვალიერებდნენ და დაწყებულ „საქმეს“ + განაგრძობდნენ. ძლივს მორიგდნენ, ერთმანეთი დარიგებით გაჰბერეს და + დაჰშორდნენ. როცა ოთახიდან გადიოდნენ, იდელსონი შემობრუნდა და კვაჭს + უთხრა: + - ამიერიდან მე და თქვენ ერთმანეთს აღარ ვიცნობთ და არც ოდესმე ვიცნობდით. + თქვენ მხოლოდ თქვენს ფრანგული ენის მასწავლებელს რებეკას იცნობთ. არაფერი + დაივიწყოთ, თორემ... ხომ იცით! შესათვლელს ერთმანეთს რების პირით + შევუთვლით. მშვიდობით იყავით! + და იმავე საღამოს ისაკა იდელსონმა კვაჭს რების პირით ზოგი რამე შემოუთვალა. + კვაჭმა ისეთი რთული და ძნელი საქმე იკისრა, რომ ისაკას შემონათვალის მოსმენას + და რების დარიგებას მთელი ღამე მოანდომა. დილით სტოკჰოლმში კვაჭი ვიღაც + ქართველებმა ინახულეს და საიდუმლოდ ჩასჩურჩულეს: + - ჩვენთვის გერმანიის გამარჯვება სჯობია. + - შეუძლებელია! ღალატია! + - მაშ, გაღმა იმუშავეთ, იქნება პოლონეთსავით ავტონომია მაინც მოგცენ. + - საქართველოს ავტონომია არ გამოადგება. + - მაშ, რისთვის იღვრება ესოდენი ჩვენი სისხლი? + - დიდი რუსეთისთვის. თუ მან გაიმარჯვა, ჩვენ მოვიგებთ. დანარჩენი კი - ენა, + ეროვნული კულტურა, პოლიტიკური უფლება - ქიმერიონია! რას ჩააცივდით ერთ + მტკაველ საქართველოს, ერთ მუჭა ხალხს! იმ ორმოში ჩავიხჩვებით, ფრთას ვერ + გავშლით და სულს ვერ მოვითქვამთ. გადაჰხედეთ დიდ რუსეთს. მსოფლიოს + მეექვსედია, ორას მილიონამდე ხალხი ჰყავს! თუ შნო, უნარი და ხალისი გაქვთ, + ფრთები გაშალეთ და ამ ულეველ სივრცეში ინავარდეთ. + კიდევ დიდხანს იჩურჩულეს მიყრუებულ სახლში. ბოლოს კვაჭმა იმედიანი პასუხი + მისცა: + - არც აქეთ, არც იქით. სიფრთხილე და მორჩილება. არავის აწყეინოთ და არავინ + მოიმდუროთ. ამბებს მოგაწოდებთ. თქვენც ყოლიფერი გამაგებინეთ. პაროლი თვეში + ერთხელ შესცვალეთ. მშვიდობით ბრძანდებოდეთ! + გულში კი სთქვა: „ვინ იცის, იქნება აქინეც გამოდნეს რამე“. + - ძმაო აპოლონჩიკ! დაო ელენე! - ჩაიხუტა გულში ორივენი ერთი კვირის შემდეგ + გახარებულმა გრიშკამ. + ორი წლის უნახავებმა ორი დღე მოანდომეს ერთმანეთის მოკითხვას და + თავგადასავლის თხრობას. კვაჭმა მრავალი უამბო გრიშკას დამპალ ევროპის + გაგიჟების, უზნეობისა და გახრწნილების შესახებ. უფრო საეკლესიო და სასულიერო + ამბებს დააწვა, თუმცა ერთის ან მეორის შესახებ ევროპაში ერთი სიტყვაც არ გაუგია + და არც წაუკითხავს. + სილიბისტროს ოჯახში დიდი აურზაური და სიხარულის ჟრიამული ასტყდა. + - აგრე უნდა, ბოშოო? არც გცხვენია შეეენ? - უსაყვედურებდა სილიბისტრო კვაჭს. + - არ ვარგა, შვილო, დედის დავიწყება, თვარა. - ამბობდა პუპი და გაგარეულებულ + შვილს გულში იხუტებდა. + - იციან შენი „სტრახის“ ამბავი? - ჰკითხა ბოლოს კვაჭმა სილიბისტროს. + - თელ ქვეყანას გოუგია. დევიღუპე კაკალი კაცი! - მოიღრუბლა სილიბისტრო. + - გოდვუხდი „სალამანდრას“ ათი ათას მანეთს პროცენტებით და აი იქნება! - + გადასწყვიტა კვაჭმა. + სანამ გრიშკა და ელენე ერთმანეთს გააძღობდნენ და თავს მოაბეზრებდნენ, კვაჭმა + ხელახლად შეჰკრა მრავალი გაწყვეტილი ძაფი და ახალიც გააბა. ორიოდე კვირაში + პეტერბურგში კოხტად დაწნული და მოქსოვილი ბადე გაშალა, ძველი ბილიკები და + არხები გასთოხნა და ახლებიც გაიკვლია. სამხედრო ბეგარას თავი დააღწია, + „ზემგუსარის“ სამხედრო ფორმაში გამოიწკიპა, ჩექმებზე დეზები აიკრა, სამხედრო + ქუდზე ნიშანი გაიკეთა, მხრებზე ოქროს ეპოლეტები გაიწყო, ექსელბანტიც + ჩამოიკიდა და გაშტიკინებული თავადი კვლავ პროსპექტებს, ცხენებს, + ავტომობილებს, ბანკირებს, რესტორანებს, კარისკაცებს, ხელისუფლებას და + მზეთუნახავებს დაუბრუნდა, რომელნიც ორ წელიწადში უფრო გამრავლებულიყვნენ + და გალამაზებულიყვნენ. + + + + + + + + + + + + + + ამბავი „კეთილი სამარიტელისა“ და კვაჭის ახალ + წარმატებისა + + ერთ დღეს ნევის პროსპექტზე ახალი უზარმაზარი კანტორა გაიხსნა ოქროს + ფირნიშით: „ომში დაჭრილ-დახოცილთა დამხმარე საზოგადოება „კეთილი + სამარიტელი“. + მის თავმჯდომარეს და პატრონს კვაჭი კვაჭანტირაძეს ცხრა მდივანი ჰყავს, ამდენივე + ადიუტანტი და ორასამდე მოსამსახურე - ისინიც დარჩეული ჯიშის „ზემგუსარები“. + ამოდენა ხალხში, ლამაზ მემანქანეთა გარდა, კიდევ ერთი ქალი ურევია - კვაჭის + მდივანი და ფრანგულის მასწავლებელი რებეკა იდელსონისა. + კვაჭმა ყველა ძველი მეგობრები შემოიკრიბა გარდა გაბოსი და სედრაკასი, რომელნიც + უბრალო სალდათებად წაეყვანათ სტამბოლის ასაღებათ. + შემდეგში კვაჭმა ორივენი დაიხსნა, რადგან ფრიად საჭირო სპეციალისტები იყვნენ + მის რთულსა და „პატრიოტულ“ საქმეში, და ორივეეს დღე-დღეზე მოელოდა. ბოლოს + დრო დადგა და ისინიც ჩამოვიდნენ. + - ვაა, კნიაზ, გაღენერლებულხარ? + ერთმანეთს ჩაეხვივნენ, და იმავე ღამეს ძველი ოჯახის აღდგენა „არკადიაში“ + გადაიხადეს. + კვაჭი დღეში ათას ბრძანებას იძლეოდა: + - მეორე კორპუსს ათასი ცხენი ჩააბარეთ... დონის ოლქში მესამე ლაშქარს ასი ვაგონი + ქერი მიეცით... ვარშავაში ორასი ვაგონი ფქვილი ჩაიტანეთ... მეოთხე ლაშქარს ათი + ათასი წყვილი საცვალი მიეცით... ინტენდანტს ივანოვს ორასი ათასი მიეცით... + გაჰყიდეთ! იყიდეთ!... გამოისყიდეთ!... დააგირავეთ!... მოსთხოვეთ!... + კვაჭი მოგებით გაიბერა. მის მიმდინარე ანგარიშებს ხშირად ემატებოდა თითო ნოლი. + დღისით მუშაობდა, საღამოებს კი გრიშკას, მზეთუნახავებსა და წარჩინებულებს + ანდომებდა. + ზოგჯერ რებეკას პაპიროსის ქაღალდზე შიფრით დაწერილს მცირეოდენ ცნობას + მისცემდა და იმისგანაც მცირეოდენ დავალებას მიიღებდა. მიღებულ ცნობას რებეკა + ბულულა თმაში ჩაირჭობდა და წავიდოდა. + ზოგჯერ გრიშკა დაღონებული და დაღვრემილი იყო. ხშირად ლოცულობდა, + სასოებით ოხრავდა, იგლიჯებოდა და იცრემლებოდა. + - დიდო მასწავლებელო! რაღაც გაწუხებს, რაღაც დარდი გაქვს - ჰკითხა ერთხელ + კვაჭმა. + - ძმაო აპოლონჩიკ! გული ავს რამეს მეუბნება. ღმერთს არ უნდა ამ ომის კურთხევა. + წავაგებთ, დავიღუპებით, დავინგრევით. ღმერთო, გვიხსენ ეშმაკისგან! ღმერთო, + შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი! აპოლონჩიკ! ილოცე, შენც ილოცე! მთელმა რუსეთმა + უნდა ილოცოს. ეკლესიები დღედაღამ ღია უნდა იყოს, ყოველ დღე წირვა უნდა + იდგეს. უფალმა ღმერთმა უნდა აკურთხოს ჩვენი გამარჯვება, თორემ... თუმცა... + აპოლონჩიკ! ომი რომ იწყებოდა, მეფეს მუხლებში ჩავუვარდი, გავაფრთხილე და + ცრემლით შევევედრე: „Николаша, не воюй! Народ загубишь, россею разрушишь, трон + потераешь, сам погибнешь и нас погубишь!“. + პირველად უარი მითხრა. ჩემმა რჩევამ არ გასჭრა. უწმინდურნი და გაგიჟებულნი + ჩვენზე ძლიერნი გამოდგნენ. ჩვენც განზე გავდექით, რადგან საყვედურისა + გვეშინოდა. თავიანთ დამარცხებას და უნიჭობას ეხლაც ჩვენ გვაბრალებენ. საქმე + ძალიან ცუდათ მიდის აპოლონჩიკ! ჩვენი ჯარი მარცხდება. დამარცხებას კი + საშინელი ამბები მოჰყვება: რევოლუცია, ანარქია, ხოცვა-ჟლეტა, შიმშილი, რუსეთის + რღვევა და ტახტის დანგრევა. თავადი მეშჩერსკი, ბებერ მელას რომ ეძახიან, ყველაზე + ჭკუიანი კაცია რუსეთში. ყველაფერი იცის, ყველაფერი ესმის. ის რომ ლაპარაკობს, + თითქოს საბედისწერო ყორანი სჩხავისო. ტანში ჟრუანტელი მივლის და თავი შავის + ნისლით მევსება. ჯოჯოხეთის ეშმაკმა მოაწყო წმინდა რუსეთისა და ურწმუნო + საფრანგეთის კავშირი. რა გვაქვს იმ ხალხთან საერთო? არც ღმერთი სწამთ, არც + ზნეობა აქვთ და არც მეფე ჰყავთ. გახრწნილი, დამპალი და გადაგვარებული ხალხი + ყოფილა. გუშინ მთელი დღე და ღამე ლოცვაზე ვიდექი და ერთხელ კიდევ შევევედრე + უფალსა: „უფალო, უფალო! განმიწმინდე მე სული ბოროტი, მომიტევე მე + შეცოდებანი ჩემნი და გამიხსენ კარნი მომავალისა!“ ხატმა ისევ თვალები დაჰხუჭა და + ისევ ცრემლები გადმოაფრქვია. მუდამ სტირის ჩემი ხატი, აპოლონჩიკ, სტირის! ეს კი + იმის ნიშანია, რომ რუსეთი დაიღუპება. აპოლონჩიკ, მე ერთი ბნელი მუჟიკი ვარ, + ხეირიანი წერა-კითხვაც კი არ ვიცი, განათლება არა მაქვს, მაგრამ ღმერთმა კარგი + მუჟიკური ჭკუა, მჭრელი თვალი და გალესილი გულისსმენა მომცა და ამიტომ ამ + ქვეყნისა ბევრ ნასწავლზე მეტი გამეგება. აპოლონჩიკ, დაიხსომე ჩემი სიტყვა: თუ + ეხლავე არ გავათავეთ ომი, ჩვენც დავიღუპებით და რუსეთიც დაინგრევა. მოდი. + აპოლონჩიკ, მოდი ისევ უფალი ვილოცოთ და ჩვენი რუსეთი შევავედროთ. + კვაჭი ყველაფერში დაეთანხმა გრიშკას და დაჰპირდა ზავისთვის მუშაობას. თუმცა + კარგად ჰგრძნობდა და ჰხედავდა, რომ ნაადრევი და სახიფათო იყო ამაზე ზრუნვა, + რადგან ქეციანმა, კბილალესილმა და სისხლიანმა ომის ძაღლმა იმდენი + მოულოდნელი მომხრე და მოკავშირე იპოვნა ისეთი გეზი აიღო, რომ გამწარებული + და დაბრმავებული ზემო თაობა უფრო საკუთარ თავის მოკვლას ამჯობინებდა, + ვიდრე ფიცის გატეხვას და საქვეყნო ღალატს. + გრიშკა ინგლისის სანაპირო ქუჩაზე გადასახლებულიყო. მისი გავლენა და ძალა + გაორკეცებულიყო, თუმცა თვითონ მუდმივ წუწუნში იყო: აღარავინ არ მიჯერებს და + აღარაფერს არ მეკითხებიანო. + ერთხელ, როცა გრიშკა და კვაჭი ფეხით მიდიოდნენ, სამ ალაგას რამდენიმე მგზავრი + ფეხქვეშ ჩაუვარდა გრიშკას, ხელები დაუკოცნეს, იმის კალთას ემთხვივნენ და + სასოებით შეჰვედრეს: + - იესო ქრისტე, ჩვენო მაცხოვარო! ილოცე ჩვენდა ცოდვილთათვის, ღმერთი + შეგისმენს. ილოცე, რამეთუ ვიღუპებით. + - სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისათა წმინდისათა. ირწმუნეთ ძმებო და + დებო, რამე თუ მოახლოვებულ არს ჟამი ქრისტეს მოსვლისა. მოითმინეთ და + გახსოვდეთ წამებანი მისნი. ამინ. მერმე ცრემლი მოიწმინდა და კვაჭს მიუბრუნდა: - + ჩვენი საქმე გათავებულია... ვიღუპებით... + რამდენიმე დღის შემდეგ გრიშკამ კვაჭს დეპეშა აჩვენა დედოფლის მიერ მონაწერი, + რომელიც გრიშკას ციმბირში სწერდა, რომ მას, დედოფალს, უგრიშკოდ ერთი დღეც + აღარ შეუძლიან გაძლება. მას განუწყვეტლივ ემართებოდა ბნედა და ნერვიული + ციება, ხოლო უფლისწულს მეტად ხშირად დასდიოდა სისხლი ნატკენ ალაგიდან. + საუკეთესო ექიმები უძალონი გამოდგნენ. გრიშკა რომ ციმბირიდან დაბრუნდა, + დედოფალიც დასცხრა, გრიშკას მიერ მიყვანილმა ტიბეტის ექიმმა ბადმაევმა + უფლისწულს სისხლი შეუჩერა. იმ დღიდან მეფე-დედოფალი რასპუტინს + სამუდამოდ ჩაუვარდნენ ხელში და არც გრიშკას და არც ბადმაევს აღარ იშორებდნენ. + იმავე ხანებში გრიშკას მტრებმა ერთხელ კიდევ სცადეს მისი ჩამოგდება. პასუხად + რასპუტინი სასახლეში მივიდა და დიდებულთა დასწრებით მეფე-დედოფალს + დაემუქრა: + - ვიცი, რომ ჩემი მტრები სამარეს მითხრიან. ყურს ნუ დაუგდებთ, ნუ მომიშორებთ, + თორემ ექვს თვეში მემკვიდრესაც დაჰკარგავთ და ტახტსაც. + დედოფალმა რასპუტინს დაუჩოქა და წამოიძახა: + - არ შეგვიძლიან შენი მოშორება, წმინდანო! შენ ხარ ჩვენი ერთადერთი მფარველი და + მეგობარი. კურთხევა, წმინდა მამაო, კურთხევა! + ამიერიდან გრიშკას აღარავისგან არ მიუღა უარი. იშვიათად გავიდოდა დღე, რომ მას + არ ეთქვა, ან არ მიეწერა დედოფლისთვის: ესა და ეს კაცი გადააყენეთ... დანიშნეთ... + გადაიყვანეთ... გადმოიყვანეთ... ასწიეთ... დასწიეთ... + თვითონ მეფე-დედოფლის დაუკითხავად, ხოლო დედოფალი გრიშკას + ნებადაურთველად, ნაბიჯს აღარ გადასდგამდნენ და ერთს მცირედ საქმესაც არ + გადასჭრიდნენ. + ერთხელ რასპუტინი და გენერალი სუხომლინოვი კვაჭს კანტორაში ეწვივნენ და + დიდი ზეიმით, მადლობით, ლოცვა-კურთხევით და ლოშნით ჩააბარეს მეფის + წყალობა: კვაჭს - ერთი ჯვარი და ერთი მედალი, ხოლო მის ამხანაგებს - თითო + ჯვარი. + სწორედ ამ დროს ბესომ ორი დიდი წიგნი შემოიტანა. საუცხოვოდ გამოცემული და + უხვად დასურათებული. კვაჭმა ჯერ ცეცხლიანი და ცრემლიანი სიტყვა უთხრა + რასპუტინს და სუხომლინოვს და მერმე თითოს თითო წიგნი ჩააბარა. + გადაჰფურცლეს და ერთ მათგანზე წაიკითხეს : გენერალ სუხომლინოვის ცხოვრება + და მოღვაწეობა“. მეორე წიგნსაც ასეთი სათაური ჰქონდა „ცხოვრება და მოღვაწეობა + წმინდისა მამისა გრიგორისა“. ორივე წიგნზე გოჯისოდენა ასოებით იყო + დაბეჭდილი: „შედგენილი და გამოცემული მათი იმპერატობითი უდიდებულესობის + ფლიგელ-ადიუტანტის თ-დის ნაპოლეონ აპოლონის ძის კვაჭანტირაძის მიერ“. + ასტყდა კვლავ საზეიმო სიტყვები, მადლობა, ხვევნა და ტლაშა-ტლუში. როცა + გენერალმა სუხოლმინოვმა გაიგო, რომ კვაჭმა ფრანგულ და ინგლისურ ენებზედაც + გამოსცა ასეთივე წიგნები და რამდენიმე ათასი ცალი მოსდო ევროპას, კვაჭს ძმობა + შეჰფიცა და სამაგივრო დაჰპირდა. + მერმე რასპუტინმა უთხრა კვაჭს: + - აპოლონჩიკ, ყური დამიგდე: ჩვენი მტრები არწმუნებენ ხფრანციას, ვითომ მე + ეხლავე ომის შეწყვეტას მოვითხოვდე. მართალია, ჩემი რწმენა ასეთია, მაგრამ „პაპას“ + და „მამას“ ჰსურთ, რომ მე ხფრანციის ელჩი დავამშვიდო. ეს წერილი წაუღე იმ ელჩს. + დაჯდა, გაიჭინთა და დასჯღაბნა: + „Давай Бох по примени жить расси оне укоризной страны например нестожества сей + минуты свит бох евленье силу увидите рать силу небес победа свами м вас распутин“. + ეს მისტიური ნაბოდვარი კვაჭმა საფრანგეთის ელჩს მორის პალეოლოგს მიართვა. + ვერც კვაჭმა, ვერც ელჩმა და ვერც სხვამ გაიგო ამ წერილის შინაარსი. იმავე საღამოს + კვაჭმა ჟურნალისტ კნულმანს რასპუტინისა და სუხომლინოვის ბიოგრაფიის + შედგენისათვის საბოლო ანგარიში გაუსწორა, + რამდენიმე დღის შემდეგ გრიშკა და კვაჭი ერთი დიდი მთავრის სასახლეში + შევიდნენ, რომელიც სამხედრო სამკურნალოდ იყო გაკეთებული, და დაჭრილ + სალდათებს საჩუქრები მიუტანეს. + დიდ პალატაში კვაჭი და საფრანგეთის ელჩი ერთმანეთს შეჰხვდნენ. + - გთხოვთ იცნობდეთ: გრიგოლ რასპუტინი... ელჩი მორის პალეოლოგი. + გრიშკა უცებ აწითლდა და აშფოთდა: + - ძალიან მინდოდა შენი ნახვა. აპოლონჩიკ. გადუთარგმნე: რუსეთი ინგრევა. ხალხი + ჯვარს ეცვა. დროა გაათავონ, თორემ ან ჩვენ თვითონვე გავათავებთ და ან ხალხი + გაგვათავებს. დიაღ, დროა! ამას მე ვამბობ, მე გრიშკა რასპუტინი! დიაღ, მე! + მერმე მოულოდნელად ეცა პალეოლოგს, გულში ჩაიკრა, პასუხს აღარ მოუცადა და + გარედ გავარდა, თან ხელების ქნევით ჰყვიროდა: + - какая там палитика! მე მუჟიკი ვარ და მუჟიკური პირდაპირობა მიყვარს. რა დროს + პოლიტიკაა, ლამის ხალხმა ჩაგვაქვაოს! ზავი! ზავი ჩქარა, თორემ დავიღუპებით! + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი უდიდეს სამხედრო საქმის „გაიმასქნებისა“ + + გავიდა ხანი. გრიშკა ისევ ძალაში შედიოდა. კვაჭი სამხედრო მინისტრის + სუხომლინოვის ხშირი სტუმარი იყო, რადგან მისი „კეთილი სამარიტელი“ მჭიდროდ + იყო დაკავშირებული სამხედრო უწყებასთან, რომელსაც იგი აძლევდა უთვალავ + სურსათს, ცხენებს, საცვალს და მრავალ საომარ მასალას. გარდა ამისა, + სუხომლინოვის ბიოგრაფიამ და საერთო მეგობარმა რასპუტინმა კვაჭი და გენერალი + მჭიდროდ შეჰკრეს და დააძმობილეს. + კვაჭს წინანდებურად ეჭირა ხელში რამდენიმე გაზეთი, რომელნიც მცირე საბაბით და + უსაბაბოდაც ჰბერავდნენ მას და სამხედრო მინისტრს, მათს ნიჭს, გენიალურ + შემოქმედებას, თადარიგიანობას და საარაკო ორგანიზატორობას. + მადლობას და უაღრესი ნდობის ნიშნად ერთხელ სუხომლინოვმა კვაჭს ორი ჯვარი + კიდევ ჩააბარა და უთხრა: + - ნაპოლეონ აპოლონიჩ! ერთი უდიდესი სახელმწიფო საქმე უნდა დაგავალოთ. + თქვენზე მეტს არავის ვენდობი. ამერიკაში უნდა წახვიდეთ და იქაურ ქარხნებს + დიდძალი იარაღი, ტყვია-წამალი და ყუმბარები უნდა შეუკვეთოთ. თანახმა ხართ? + - მეძნელება, ძალიან მეძნელება, მაგრამ სამშობლოს სამსახურს ვერსად წაუვალ, + მიმსახურეთ. + - მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენ უდიდესსა და უხიფათეს საქმეს განდობთ. არავინ არ + უნდა გაიგოს, თორემ... + - Мотри у мине, Аполончик! - დაუმატა რასპუტინმა და დაკლაკნილი თით კვაჭის + ცხვირწინ დაუქნია. + რამდენიმე დღის შემდეგ დარიგებით, ფულით და დალუქული სქელი პაკეტებით + დატვირთული კვაჭი ამერიკაში წავიდა. სტოკჰოლმის სადგურზე ნაცნობი გენერალი + დაუხვდა: + - თქვენ ამერიკაში მიბრძანდებით საიდუმლო დავალებით... + ისევ წაიჩურჩულე. ხანგრძლივი დავა და ვაჭრობა ჰქონდათ. მერმე კვაჭის პაკეტებს + გერმანელი კალიგრაფები ჩაუსხდნენ და ისე გადასწერეს, რომ დედანს და ასლს + ერთმანეთისგან ვერავინ გაარჩევდა. მხოლოდ გადაწერილში მცირეოდენი შესწორება + შეიტანეს: მათემატიკური რიცხვები ოდნავ შეამცირეს. მეორე დღეს კვაჭს ისევ + ძველებურად დალუქული პაკეტები და ერთი ჩეკი ჩააბარეს, მშვიდობიანი + მგზავრობა უსურვეს და ბერლინისკენ მოუსვეს. + ერთი კვირის შემდეგ ინგლისის კრეისერმა კვაჭი ნიუ-იორკში მიიყვანა. კვაჭმა და + რუსეთის სამხედრო ატაშემ მექარხნენი მოიწვიეს, ივაჭრეს და მორიგდნენ. როცა + კვაჭმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და ერთი ჩეკი კიდევ გაიკრა, თავისუფლად + ამოისუნთქა და საკუთარ საქმეებს შეუდგა. + მცირე ფულით ათიოდე გემი იყიდა, სურსათით და საომარ მასალით დატვირთული. + ეს გემები რუსეთის სამხედრო უწყების სახელზე გაჰგზავნა არხანგელსკში და + თვითონ მახლობელ ქალაქებს მოედო. შეირბინა ფილადელფიას, ვაშინგტონს, + ბოსტონსა და ჩიკაგოში, ყველგან თითო-ოროლა საქმე გააიმასქნა, ცივს ქალებს ცხელი + ქართული სისხლი აგემინა, მერმე მთელი ამერიკა გადასჭრა, დიდი ოკეანე გადასერა. + იაპონიაშიც შეიხედა, გეიშები გაჰსინჯა და ციმბირის გაუთავებელი გზით + პეტერბურგში დაბრუნდა. + გრიშკას, ელენეს, მეგობრებსა და დიდებულთ ძვირფასი საჩუქრები მოუტანა, + ყველანი მოიმადლიერა და უფრო მეტად დაიახლოვა. გენერალ სუხომლინოვსაც + ანგარიში ჩააბარა: + - იმ ზომის და ყალიბის იარაღი და ყუმბარები ბლომად ჰქონდათ დამზადებული + სხვებისთვის. ცოტა მეტი მივეცი, სამაგივროდ ნახევარს ეხლავე ჩამოიტანენ, მეორე + ნახევარსაც კი სამი თვის შემდეგ. დრო მოვიგეთ. + ამერიკიდან წამოღებული უამრავი დამპალი საქონელი სამხედრო უწყებამ იყიდა. + ორი კვირის შემდეგ კვაჭი ცარსკოე სელოში დაიბარეს. მეფე-დედოფალმა + სუხომლინოვის, რასპუტინის, ფრედერექსის და მრავალთა დიდებულთა, მთავართა + და წარჩინებულთა დასწრებით კვაჭს დიდი მადლობა გადაუხადეს, კამერ-იუნკერის + მუნდირი უბოძეს და კიდევ სამი სხვადასხვანაირი ჯვარი ჩამოჰკიდეს. + სადილად მეფემ კვაჭი გვერდზე მოისვა და ამბავი გამოჰკითხა. კვაჭმა პირი მოიხსნა + და ცოცხლად, ჭკვიანურად, დალაგებით და დარბაისლურად უამბო ნახული და + უნახავი, გაგონილი, გაუგონავი და ბოლოს პაუზის შემდეგ ოდნავ ხმა დაიმდაბლა: + - ვიცოდი, რომ თქვენს უდიდებულესობას ესიამოვნებოდა წარჩინებული + ამერიკელის აზრის გაგება ამ საშინელი ომის შესახებ. + - ძალიან მესიამოვნება, ძალიან. + - მრავალი მინისტრი და პრეზიდენტი ვნახე, ეხლანდელი და წინანდელი. ყველას + კერძოდ და ინტიმურად შევხვდი: ტაფტს, რუზველტს, ვილსონს, იუზს, ედისონს, + მორგანს, როკფელერს და მრავალ მინისტრებს, მილიარდერებს, სენატორებსა და + წარჩინებულებს. მოკლედ მოგახსენოთ: ყველანი დიდი მოსურნენი არიან ჩვენი + გამარჯვებისა, მაგრამ... + - მაგრამ? + - მაგრამ... ჩემს მეფეს ვერაფერს ვერ დავუმალავ, ჩემს წმინდა მოვალეობად მიმაჩნია + სიმართლის თქმა, თუგინდ იგი უსიამოვნოც იყოს. თითქმის ყველანი დაბეჯითებით + ამტკიცებენ, რომ ეს საშინელი ომი ერთ-ორ წელიწადს კიდევ გასტანსო... + - ღმერთო დიდებულო! + - გამარჯვება უეჭველად ჩვენს კავშირს ერგებაო, მაგრამ თუ რუსეთი... თუ ბოლომდე + ვერ გაუძლებსო... + ყველამ ხმა ჩაიკმინდა და შუბლი შეიკრა, გრიშკამ კი კვაჭს გამხნევების ნიშნად + თვალი ჩაუკრა. + მერე ღრმა საგონებელს მიეცა, თავი ჩაჰქინდრა და პირში ლუკმა ვეღარ ჩაიდო. ისეთი + სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს სუფრაზე მიცვალებული დაასვენესო. მერმე უსიტყვოდ + აიშალნენ. მხოლოდ დედოფალმა გადაჰხედა მადლიერი თვალით კვაჭს და ნატიფი + ხელი გაუწოდა, რომელსაც შემკრთალი კვაჭი ხარბად დაეწაფა. + - ყოჩაღ, აპოლონჩიკ, ყოჩაღ! - მოუწონა გრიშკამ: - ეხლა ძალიან მოგიხდება წმინდა + გიორგის ჯვარი. მენანება შენი მოშორება, მაგრამ რა ვქნა! მოდი ერთი კვირით + „ხფრონტისკენ“ გაისეირნე და გიორგის ჯვრით დაბრუნდი, რას იტყვი? + რას იტყოდა კვაჭი! მან კარგად იცოდა, რომ თუ გრიშკა და სუხომლინოვი + მოინდომებდნენ, კვაჭი ბრძოლის ველიდან ასი ვერსის მანძილზე ერთხელ გაისროდა + თოფს და გიორგის ჯვარს გაიკრავდა. + - ნუ შეშინდები, აპოლონჩიკ! - დაარიგა და დაამშვიდა კვაჭი რასპუტინმა. - გენერალი + სუხომლინოვი მთავარ-სარდალს მისწერს, რომ შენ თვალის ჩინივით + გაგიფრთხილდნენ. შენც შორი-ახლოს დადექი. იქაურობა დაჰსუნე, ერთი თოფიც + გაისროლე და დაბრუნდი. + კეთილი და პატიოსანი. ამ პირობით კვაჭი გაჰბედავს გიორგის ჯვრის მიღებას. + და სილიბისტროს იმედი საქართველოსკენ დაიძრა. + პეტერბურგის სადგურზე კვაჭს ექიმი ყორანაშვილი შეხვდა. ისიც ოსმალეთის + ფრონტისკენ მოდიოდა, სამხედრო ექიმის ტანისამოსი ეცვა. ერთმანეთ მოიკითხეს. + ყორანაშვილი კვაჭმა თავის კუპეში შეიპატიჟა. არზრუმამდის ერთი კვირა იმგზავრეს. + იმ ერთ კვირაში ყორანაშვილმა ერთი სიტყვა არ დასძრა არც ექიმობაზე, არც სხვა + საგანზე: შვიდ დღეში კვაჭი არქეოლოგიით და ისტორიით გაჰბერა. დილიდან + საღამომდე კრაზანასავით ყურში ჩაჰბზუოდა: + - ურარტუელნი... ნაირები... ალაროდიელნი... ფაზისი... კარნუ ქალაქი... ნიკოფსია... + არხეოპოლი... ხეტნი... სუმერიელნი....! ადარნასე.... ღლიღვნი და ძურძუკნი.... + ლენორმანი და შარდენი.... თარგამოსი და ქართლოსი.... ოძრხე და გურჯიბოღაზი... + ბოლოს, კვაჭმა ყველა სახელები და ეპოქები ერთმანეთში აურია და გამოტყდა: + - აჰ, ვერაფერი გევიგე. ისტორია ჩემი საქმე არ ყოფილა. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი კვაჭის საოცარი გარდაქმნისა და ერთი + წაგებული ბრძოლის მოგებისა + + ათი დღის შემდეგ კვაჭი ოსმალეთში ჩავიდა და შტაბში გამოცხადდა. დაგეშილმა + შტაბელებმა უმალვე გაიგეს კვაჭის ვინაობაც და ორიოდე კვირით ჩამოსვლის + მიზანიც. + ერთ კვირა ქეიფში გავიდა. შტაბის უფროსმა და კვაჭმა ერთი ანდაზა გაიხსენეს - + ხელი ხელს ჰბანსო - და ერთმანეთს მხარი მისცეს, მერმე შტაბის უფროსმა კვაჭის + თავი დივიზიის ერთ ლოთ გენერალს ჩააბარა, ორივეს ცალ-ცალკე მისცა დარიგება + და ფრონტისკენ გაისტუმრა. კვაჭმა თან წაიყოლია დატვირთული ღვინით, + კონიაკით, არყით და მრავალნაირი სანოვაგით სამი ორთვალა. უკან ერთგული + მხლებელნი - გაბო ჩხუბიშვილი, ლადი ჩიკინჯილაძე და ორი ნაცადი რუსი + მისდევდა. + ორი დღე იარეს ცხენებით. + გზა სავსეა ეტლებით, ფურგუნებით, ორთვალებით, ცხენოსანთა და ქვეითი ჯარით, + ზარბაზნებითა და ყუმბარების ყუთებით, დაჭრილებითა და ავადმყოფებით. + ყველანი ზანტად და უგემურად მიიზლაზნებიან და ხშირად ისვენებენ გზის ნაპირას. + მთვრალი გენერალი უხვად ისვრის ხუთსართულიან გინებას, ხანგამოშვებით + ბრძანებას იძლევა და აქეთ-იქით შიკრიკებს ჰგზავნის. + საღამოზე ერთ დანგრეულსა და დამწვარ ნაქალაქევში ჩავიდნენ. შტაბში ყველანი + გვიანობამდე მუშაობდნენ, ბრძანებას ისმენდნენ და აძლევდნენ. მერმე გაშლილ + სუფრას მოუსხდნენ. + სასმელს ნელ-ნელა შეჰყვნენ და შეიკეთეს, შეხურდნენ და შეფიცხდნენ, + „მრავალჟამიერი“, „ალლავერდი“, „последний нонешний денечек“ და სხვა მრავალი + საომარი და გამოსამშვიდობებელი სიმღერა დასძახეს, თან დროგამოშვებით უხილავ + ოსმალოს მუშტებს უღერებდნენ, მრისხანე სიტყვებს ამბობდნენ, იმუქრებოდნენ და + ცალი ყბით ჰღრიალებდნენ: + - სტამბოლისაკენ!.. დავამტრევთ!.. დავლეწავთ!.. დაჰკა!.. მიდი!.. შუაღამე რომ + გადავიდა, კარგად შემთვრალმა დივიზიის გენერალმა გამოაცხადა: + - აბა, მეგობრებო, ეხლა კი ძილს მივცეთ თავი. უძილო მეომარი გროშად არ ვარგა. + უკანასკნელ სადღეგრძელოს ვსვამ ხვალინდელ გამარჯვებისას, ურა! + - ურაა! - ისევ ცალი ყბით იგრიალეს, ჭიქები და დაამტვრიეს და დაიშალნენ. + კვაჭი გაუხდელი მიწვა. თვალები დაჰხუჭა და თავი მომავალ ბრძოლას მისცა. გულში + ერთი ეშმაკი ჩაუძვრა: + „ხვალ ბრძოლა იქნება... სისხლი დაიღვრება... ერთმანეთს დახოცავენ, + დაასახიჩრებენ... ზოგს ხელს მოსჭრიან, ზოგს ფეხს, ზოგს კიდევ სხვა რამეს. + შესაძლოა მე ბრძოლის ველზე დავრჩე დაჭრილი. არავინ არ მომეშველება, მშიერ- + მწყურვალი მოვკვდები... იქნება ცხელი ყუმბარის ნაგლეჯი მეცეს მუცელში, იქნება + ტყვიამ გამხვრიტოს, ან ხმლით ამჩეხონ, ან ფერდში ხიშტი მატაკონ“... + კვაჭს მართლა ჯერ ხიშტით შეხვრეტილი ფერდი ასტკივდა, მერმე ყუმბარის + ნატეხით გაგლეჯილი მუცელი დაეწვა, ხმლით აჩეხილი თავი გაუბრუვდა და + ტყვიით დაფლეთილი შიგნეულობა დაეხრაკა. + „არა, შე ოხერო ჩემო თავო, შე დასაბმელო და დამთხვეულო!“ - ეუბნებოდა კვაჭი + თავის თავს. - ვინ მოგათრია ამ სიშორეზე რაცხა გიორგის ჯვარიზა?! ვის ან რისთვის + უნდა შეაკლა თავი? გეიბერე, გასუქდი და შენს ქერქში ვეღარ დაეტიე? რა გაკლდა, + რას დაეძებ? ფული თავ-საყრელი გაქვს, ქალები უთვალავი, მუნდირი კამერ- + იუნკრისა, წოდება თავადისა, ხელისუფლება უსაზღვრო, სასახლე და + მოსამსახურენი, პატივი და კეთილი ცხოვრება, - ყოლიფერი სანატრელი + შეგისრულდა, და აგიცხადდა, მეტი რაღა გინდოდა, რას დასდევ, რას დაეძებ? თხა + რომ გასუქდა, მგელთან ჭიდაობა მოინდომა, ეს ანდაზა ჩემზეა გამოჭრილი. ამბობენ, + კვაჭი ჭკუიანი კაციაო. სისულელეა! რომელი ჭკუიანი დაანებებდა თავს მეფურ + ცხოვრებას და სასიკვდილოთ გაიმეტებდა თავს რაცხა მანეთიან ჯვრისთვის?! გრიშკა + და სუხომლინოვი დაპირდნენ, თოფის ხმასაც ვერ გეიგებო. აქინე კი შუა ბრძოლაში + მიკრეს თავი. კაია კიდო, თუ ტყვიამ ბარძაყი ან ლბილი ალაგი გამიხვრიტა. ერთიც + ვნახოთ, ყუმბარამ ხელი ან ფეხი მომგლიჯოს, ან მუცელი გადამიტრიალოს...“ + კვაჭის ყუმბარით დაფლეთილი მუცელი არ დაუცხრა და ტკივილმა უფრო მოუმატა. + თავში ეშმაკებმა ფერხული ჩააბეს, ჯოჯოხეთის ჭიაკოკონა აანთეს, და დამდნარი + რკინა ჩაუსხეს. კვაჭმა დიდხანს იტრიალა გახურებულ ლოგინში, ბოლოს წამოხტა და + აივანზე გავარდა. + ნაქალაქევში ძაღლები საზარლად ჰყმუოდნენ. ქვეიდან ცხენების ჭიხვინი, ურმების + ჭრიალი და ზარბაზნების რახარუხი ისმოდა. ბანაკი იღვიძებდა და სადღაც + გადადიოდა. + უცებ ერთი თოფი გავარდა, მერმე მეორე, მესამე და მეხუთეც. + - რა მოხდა, რა ამბავია? - ეცა კვაჭი თავის რუს მხლებელს, რომელმაც სწორედ ამ + დროს წამოიწია. + - Ничевоо! - დაამშვიდა მხლებელმა კვაჭი. - აქაური ნანგრევები უპატრონო ძაღლებით + არის სავსე. დღისით იმალებიან და ღამღამობით კი სანადიროდ გამოდიან და + სალდათებს აწუხებენ. მკვდრებსა და დაჭრილებსაც ეტანებიან. შეწუხებული + სალდათებიც ამ ძაღლებს ჰხოცავენ. ამაზე მეტი არაფერია. + ირიჟრაჟა. ბანაკი წამოიშალა და დაიძრა. შტაბიც უკან გაჰყვა. უცებ სადღაც შორს + ზარბაზანმა დაიქუხა და ის ქუხილი მთელ ხეობას მოედო და რამდენჯერმე + განმეორდა. + - დაიწყო! - სთქვა ვიღაცამ. + კვაჭს ისევ ეშმაკები ჩაეპარნენ გულში. მიიხედ-მოიხედა. სხვები გულმშვიდად + იყვნენ. ზოგს პირსახეზე ღიმილიც უთამაშებდა. სალდათები ისე გულმშვიდად + მიჩანჩალებდნენ, თითქოს ბრძოლაშ კი არ მიდიოდნენ, არამედ ყანიდან სახლში + ბრუნდებოდნენო. + - ალბათ, არც ისე საშიშოა ბრძოლა, როგორც ზოგნი ამბობენ. - მიუბრუნდა კვაჭი + ჩხუბიშვილს. + - შენ ყოჩაღად იყავი, ი ჩემა ნალა თათრები ფეხებსაც ვერ მოგვჭამენ, - გაამხნევა კვაჭი + გაბომ. - ჰასან-ყალაშიც მივცხეთ, აზრუმშიც, ვანშიც და სხვაგანაც. პირველად მეც + მეშინოდა, მერმე კი ადვილად შევეჩვიე. + ერთ ტაფობზე ავიდნენ. სარდლის ბანაკი ერთ პატარა ღელეში გაჰშალეს, ცხენებიდან + ჩამოსხდნენ და სერზე აცოცდნენ. + კვაჭის თვალწინ ბრძოლის ველი გაიშალა. + სერის გაყოლებაზე თხრილები და საფრები უსწორ-მასწოროდ მიიკლაკნებოდნენ. + ქედის ჩრდილო კალთების ნაოჭებში რუსის ჯარები ჩამალულიყვნენ. სერის + გაყოლებაზე ამტვერებული და თვალუწვდენელი გზაც მომავალი ჯარებით იყო + სავსე. + ღრმა ხევის რიყეზე ცხენოსანი რაზმი უზარმაზარ შავ გველივით მიიკლაკნებოდა + მარჯვნივ. ერთ ბექობზე ცხენები და სალდათები დიდი გაჭირვებით მოათრევდნენ + ზარბაზნებს. მინდორზე კანტიკუნტად გაფანტული შიკრიკნი დაოთხებულ ცხენებს + დააჭენებდნენ. + პირველი ქედის გასწვრივ, სამხრეთით, მეორე ქედი იყო გაჭიმული, ოდნავ დილის + ნისლით შემოსილი. ისიც მოტვლეპილი და ხრიოკი. ორივე ქედის შუაში ვიწრო და + გრძელი მინდორი ჩაწოლილიყო. ხუთიოდე ნასოფლარით, ბუჩქნარით, ხევ-ხუვებით + და ნაბაღნარით დასერილი. + იმ ქედის თავზე კვაჭმა ჭიანჭველასავით აფუსფუსებული მოპირდაპირე დაინახა + დურბინდით. + უცებ ჰაერში კრაზანას ბზუილი მოისმა. ერთ წამში ის ბზუილი უცნაურ ჟუილად, + რკინის გრიგალად გადაიქცა. ის გრიგალი ბექობის თავზე მეხივით გადაიკლაკნა და + რკინის ცეცხლის რკალივით გაიელვა. + იმავე წუთს იმ მეხის წინაშე ყველამ თავი მოიდრიკა. ზოგმა იმ ღვთის რისხვას ოდნავ + დაუკრა თავი, ზოგი წელში მოიხარა და ზოგიც ჩაკუნტდა. + კვაჭი უნებურად დაეცა პირქვე და მიწას გაეკრა. იმავე დროს ბექობის ძირში ბანაკის + გვერდით იმ მეხმა საზარლად იფეთქა. ალის, ბოლის, მიწისა და ქვების სვეტი მაღლა + ავარდა, აიშოტა და ზეცას ასწვდა. + ირგვლივ ზოგნი უკვე იცინოდნენ. ზოგნი კი შიშნაჭამ თვალებს აფეთებდნენ. + გაფითრებული კვაჭი ძლივს წამოდგა. დარეტიანებული იყო, აქეთ-იქით იცქირებოდა + და გაუგებარს რამეს ლუღლუღებდა: + - გაუწყრა ღმერთი... კიღამ შემაშინა... კიღამე დევიფსე კაკალი კაცი! + - ეს ერთი და სხვა ათასი! - ანუგეშა კვაჭი გაბომ. შენ ამას იქით ნახე, რა მოხდება, + თორემ ეგ მხოლოდ სალამი იყო. + - მოგვაგნეს! - წამოიძახა ერთმა. + - არა, შემთხვევით შემოფრინდა! - მიუგო მეორემ. + - თუ შემთხვევით შემოფრენილი ყუმბარა ასეთი ყოფილა, ნამდვილი რაღა იქნება! - + თავისთვის წაილაპარაკა კვაჭმა. + - დაიწყეთ! - ბრძანა სარდალმა. + შიკრიკები დაიძრნენ. მიწაზე გაშლილი ტელეფონი აჟღარუნდა. + მთის კუდრაჭა ზარბაზანი ფინიასავით ჰყეფავს. + ველისა -ჰგმინავს და ღრიალებს. + მორტირი ბღავის და ჰსჭექავსს. + ჰაუბიცი ჰქუხს და დრტვინავს. + მიტრალეზი დედალივით კაკანებს. + თოფი იატაკზე გადაყრილ მუხუდოსავით რაკრაკებს. + ცა იცრემლება თეთრი, ყვითელი და ვარდისფერი შრაპნელის ქულებით. + დედამიწა იპენტება ყუმბარების ალით, ბოლით, ქვისა და მიწის სვეტებით. ჰაერი + გაჟღენთილია ჭექით და ქუხილით. დრტვინვით და ზანზარით, ბზუილით და + სისინით, მომაკვდავთა და დაჭრილთა გმინვით და კვნესით, ხრიალით და + კრულვით, მებრძოლთა კიჟინით, გამოქცეულთა ვაებით, ჟრიამულით, თქარა- + თქურით, ჭიხვინით და ასნაირი უცნაურ კივილითა და ხმით. + იმ მინდორში ხანგამოშვებით ხან ერთ და ხან მეორე მხრიდან ვიწრო ზოლებს + გრძელი ტალღებივით იერიშები მიაქვთ ერთმანეთზე, ხან ერთმანეთს შეეჯახებიან + და ერთიმეორეს მოსდრეკენ, ხან შუა გზიდან პირს იბრუნებენ და სადღაც ხვრელებსა + და ხევ-ხუვებში ინთქმებიან. + შუადღეს გადასცდა. გინებით და ღრიალით დაღლილი დივიზიის გენერალი კლდის + ჩრდილში სადილს შეექცევა. სხვებიც ნაყრდებიან. + - დემირ-თეფეს პოზიცია დიდ გაჭირვებაშია. - მოახსენა მას შტაბის გამგემ. - მეოთხე + ბრიგადა თითქმის გასწყდა. + - მესამე გაჰგზავნეთ, - მოკლედ და არხეინად უპასუხა გენერალმა. + - ისიც განახევრდა. + - მეორე ნახევარს კიდევ ორი პოლკი მიაშველეთ და შეუთვალეთ, რომ ბრძოლის ბედი + დემირ-თეფეს სერზეა. + შუაში ბრძოლა შენელდა, ხოლო მარჯვნივ უარესად გაფიცხდა. დემირ-თეფედან + განუწყვეტელი და გაბმული ქუხილი ისმის. უცებ გაღმა მთის ნაოჭებიდან და ხევ- + ხუვებიდან რამდენიმე შავი ტალღა წამოვიდა. + - იერიშით მოდიან! ცხენოსანი ჯარი იერიშით მოდის! - წამოიძახეს აქეთ-იქიდან. + ყველამ დურბინდები მოიმარჯვეს და მტერს ჩააცივდნენ. + სოროებიდან გამოსული შავი გველები დიდ მინდორში შეერთდნენ და ერთ + უზარმაზარ გველვეშაპად გადაიქცნენ. + - გააჩუმეთ! - ბრძანა გენერალმა და იმ გველვეშაპს აღტაცებული ღიმილით და + მუშტრის თვალით მიეგება. + ზარბაზნები, მიტრალეზნი და მეთოფურნი თანდათან გაჩუმდნენ. მეთაურნი + ფუსფუსებდნენ, დაწყვეტილ ძაფებს ჰკვანძავდნენ, ჩაშლილ რიგებს ერთმანეთზე + აბამდნენ და მომხდურთა დასახვედრად ემზადებოდნენ. + შავი გველვეშაპი იზმორებოდა, ხელ-ფეხს იჭიმავდა და ნახტომით ძალ-ღონეს + იკრეფდა. + შტაბის გამგემ კვლავ მოახსენა სარდალს: + - დემირ-თეფე უდიდეს ხიფათშია. + გენერალმა გველვეშაპისკენ გაიშვირა ხელი: + - ხომ ჰხედავთ რა მეხი უნდა დაგვატყდეს. აქედან ერთ კაცსაც ვერ მივაშველებ. + მარქაფი ჯარი წინ წამოსწიეთ, ხოლო დემირ-თეფეს ასეთი ბრძანება გაუგზავნეთ: + გიბრძანებთ ყველას, დემირ-თეფეზე შეაკლათ თავი მტერს. ვინც უკან დაიხევს, იქვე + დახვრიტეთ. + - გენერალო, ასეთი ბრძანება... + - მე ვთქვი და გავათავე! + მოტრიალდა და კვლავ ოსმალთა საიერიშო რაზმებს გადმოჰხედა. + გადმოჰხედა და აღტაცებით აიშალა, აიბურძგნა და ატოკდა: + - ყოჩაღ! ყოჩაღ, ოსმალებო!.. ვაშა თქვენს ვაჟკაცობას! აი, სანახაობა, აი, უმაღლესი + ხელოვნება! მაინც შეგმუსრავთ ნახევარს საათში, დაგლეწავთ, მოგსპობთ და + გაგაქრობთ! მაგრამ მაინც მომწონხართ, თქვე ჰარამზადებო, ურჯულოებო! + გიჟივით ჰყვიროდა, ხელებს იქნევდა, დაჰხტოდა, მტერს მუშტებით ემუქრებოდა და + ნაწყვეტ-ნაწყვეტად ისროდა ბრძანებას: + - ყველა ზარბაზნები დაუმიზნეთ! კარტეჩი ბლომად დაამზადეთ!.. სანამ ახლო არ + მოვლენ, ერთი თოფიც არ გავარდეს!.. დამშვიდდით! დალაგდით, ჩასაფრდით! + ოსმალთა ცხენოსანი დივიზია გაიშალა. შუაში თეთრი ბურნუსიანი არაბები და + თავისებურად თავშეხვეული ქურთები ჩაიყენეს. წინ ულემები გამოვიდნენ, მწვანე + დროშა-ალამები გამოიტანეს და ჯარი ლოცვა კურთხევით გამოისტუმრეს. მერმე + უცებ ჰაერი იმ გველვეშაპის ოხვრითა და გმინვით შეინძრა: + - ალაჰ ილ ალ-ა-აჰ! + დაიძრნენ და ნელ-ნელა წამოვიდნენ. თანდათან ნაბიჯს მოუმატეს. მერმე + დაოთხდნენ და ქარივით წავიდნენ. წინ მწვანე ალამებსა და დროშებს + მოაფრიალებდნენ. უთვალავ მახვილს მზეზე ლაპლაპი გაჰქონდა. უკანანი მტვრის + კორიანტელში გაეხვივნენ. დედამიწა ზანზარებდა. წამოსულთა ყმუილი და კიჟინა + ზეცას სწვდებოდა. + - ალაჰ ილ ალა-ა-აჰ! + უცებ დამხვდურთა ყველა ზარბაზნებმა ერთხმად დაიჭექეს და წამოსული თამამი + გველვეშაპი მყისვე ბოლის, ქვიშისა და მტვრის კორიანტელში გაეხვია. იგი ოდნავ + აირია, აიკლაკნა და შეფერხდა. მერმე დახოცილ-დაჭრილებს გადმოალაჯა, ბოლისა + და მტვრის ბურუსიდან გამოვარდა და ისევ წამოვიდა. + ყოველნაირ ჯურის ზარბაზნების, მიტრალეზებისა და რამდენიმე ათასი თოფის + გრიალი, კაკანი და ჭახაჭუხი ერთ განუწყვეტელ ქუხილად და ჭექად გადაიქცა. + ზეცა გასკდა და დედამიწას საშინელ მეხად დაეცა. + უცებ ის გველვეშაპი გრიგალივით ამოვარდა ბექობზე და კბილებით დასწვდა + თხრილებსა და საფრებს. + - დაჰკა! მიდი! ასჩეხე! + - ალაჰ ილ ალა-ა-აჰ! + - დაუმიზნეთ! ესროლეთ! გასტენეთ! + ყველანი და ყველაფერი ერთმანეთში აირია: ზარბაზანი და თოფი, ხმალი და ხიშტი, + ცხენოსანი და ქვეითი, მტერი და მეგობარი. + - დავიღუპეთ! დავმარცხდით! თავს უშველეთ! - ჰბოდავდა დარეტიანებული კვაჭი + და თან უგზო-უკვლოდ დარბოდა და თაგვის სოროს ეძებდა, მაგრამ ცხენი არსად + სჩანდა და არც გზა იცოდა. ხან ბუჩქს ეფარებოდა, ხან თხრილში ვარდებოდა და ხანაც + უნებურად ერეოდა მებრძოლ ჯგუფში. + - თავადო კვაჭანტირაძე! - ჩაჰყვირა ყურში გაქვავებულსა და დამბლადაცემულ კვაჭს + გენერალმა. - ეს ბრძანება ქვეით ჩაიტანეთ და აგერ, იმ ღელეში ჩამალულ შტაბს + გადაეცით. ხომ ჰხედავთ იმ გორაკს. დემირ-თეფე ჰქვიან. გადაეცით სიტყვიერადაც, + რომ ის გორაკი ბრძოლის გასაღებია. თუ მტერს ის გორაკი დაუთმეს, ერთ კაციც + ვეღარ გავა ამ ჯოჯოხეთიდან. ყველანი ტყვეთ ჩაუვარდებით ოსმალებს. ტელეფონი + გაწყვეტილია. აბა, ჯარის ბედი თქვენს ხელშია. ჩქარა! მშვიდობით! + კვაჭმა თავის მხლებლებს ძლივს მიაგნო. ცხენებს მოასხდნენ და გაჰქუსლეს. + შორიდან გზაზე ცხენოსანთა საეჭვო რაზმი შეამჩნიეს. + - გზა მოგვიჭრეს! ოსმალები არიან. მარჯვნივ! + და ცხენები მოატრიალეს. ხევში საექიმო რაზმს წააწყდნენ. თეთრებში გახვეული და + დამკლავებული ექიმები - ყორანაშვილი და სხვებიც - ხერხებით და დანებით + გულმოდგინედ სჭრიდნენ და ჰხერხავდნენ დაჭრილებს. იქაურობა სისხლით იყო + მორწყული. იქვე ეყარა მოჭრილი ხელები და ფეხები, დაჭრილნი და + დასახიჩრებულნი, ზოგი უკვე შეხვეული და ზოგიც შეუხვეველი. + კვაჭმა რომ ესოდენი სისხლი დაინახა, თავბრუ დაესხა, თვალთ დაუბნელდა, გული + შეუღონდა. ერთმა მხლებელმა იღლიაში მკლავი შეაშველა და იმ ჯოჯოხეთს + მოაშორა. + კვაჭი მოსულიერდა. კვლავ ცხენს მოახტა და გაჰქუსლა. უგზო-უკვლოდ მიჰქროდა + და უკნიდან ბრძოლის ქუხილი მისდევდა. + გაქანებულმა ცხენმა ერთ წვეტიან კლდეს მოუხვია და უცებ ოსმალთა რაზმის შუა + გულში შევარდა. მოულოდნელმა თავდასხმამ ოსმალები დააფრთხო და დაჰფანტა, + მაგრამ მარჯვნივ სალი კლდე იყო აყუდებული, მარცხნივ კი უძირო ხევი იყო + ჩაჭრილი, ამიტომ დაფეთებული ოსმალები კლდეს აეკვრნენ, კვაჭის გზა გაუხსნეს და + თოფები მოიმარჯვეს. + „წინ წევიდე, დევიღუპე, უკან დავიხიო და მაინც დევიღუპე!“ - ელვის სისწრაფით + გაიფიქრა კვაჭმა და უმალ ისე მძლავრად მოსწია ცხენის სადავეს, რომ ცხენმა უკანა + ფეხებით ჩაიკეცა. + კვაჭმა იმავე წამს ნაგანი იძრო და უკან მოიხედა. მისმა მხლებლებმაც იმავ დროს + კლდის წვერს შემოუხვიეს და გამოჩნდნენ. + - შესდექით! - დასჭყივლდა მგრგვინავი ხმით კვაჭმა თავის მხლებლებს. - პირველი + ესკადრონი კლდის უკან გააჩერეთ, მეორემ ამ კლდეს ზევიდან მოუაროს და უმალ + გადაებას მესამე ესკადრონს, რომელიც წინ არის ჩასაფრებული. აბა, მარდად! + სწრაფად! - და იმავ წუთს ოსმალო აფიცერს ფრანგულად უთხრა: + - ბატონო კაპიტანო! თქვენს მამაცობას და სისხლის დაღვრას რომ მცირეოდენი აზრი + მაინც ჰქონდეს, დამორჩილებას არ გირჩევდით, მაგრამ... ხომ ჰხედავთ, ხაფანგში + გაებით. აქედან ერთი კაციც ვერ გავა ცოცხალი. მაშ იარაღი დაჰყარეთ! + კაპიტანმა უპასუხა: + - ვხედავ, რომ ხაფანგში გავები. რამდენიმე ესკადრონთან რას გავხდები? ისე + ჩაგვისაფრდით, რომ არც კი ვიცით ვის ვესროლოთ. აი ჩემი იარაღი. + და თავის იარაღი გზაზე დაჰყარა. სხვებმაც ტყაპა-ტყუპით დაჰყარეს თოფები. + - იარაღი ერთ ალაგას დააგროვეთ! - უბრძანა კვაჭმა ოსმალო კაპიტანს. + მან ეს ბრძანება თავის ასკერებს გადასცა და ხუთოდე წუთის შემდეგ ასიოდე თოფი + შუა გზაზე ეწყო. + - გაბო, წამეიყვა ეგ ორი რუსი და ამ ტყვე თათრებს გაუძეხით. ლადო, მე და შენ + უკანიდან მივყვებით. + ას ასკერს სამი კაცი გაუძღვა და ორი კი უკნიდან გაჰყვა. + - აბა, კაპიტანო, დასძარით თქვენი ჯარი! + - ეხლავე, მაგრამ თქვენი ჯარი... თქვენი ესკადრონები სადღაა? + - ესკადრონები რომ მყოლოდა, მარტო თქვენ კი არა, თქვენ კორპუსსაც ტყვედ + ჩავიგდებდი. + ოსმალებმა თავში ხელები წაიშინეს, თანაც მწარედ ბურტყუნებდნენ: + - ჰაი ქოფა ოღლი! დონღუზ! შაითან! შაითან კაპიტან! + კვაჭი და თათარი კაპიტანიც იცინოდნენ, ერთი - გულიანად და მოლხენით, ხოლო + მეორე - ცრემლით და ბალღამით. + კვაჭის რაზმი უცებ სალდათების დიდ ჯგუფს შეეფეთა. ქუდმოგლეჯილნი და + დაფეთებულნი მორბოდნენ და გაჰკიოდნენ: + - მოგვიარეს! გზა მოგვიჭრეს! თავს უშველეთ! გაიქეცით! + იმ ჯგუფიდან თავშეხვეული, გაფითრებული უცნობი გენერალი გამოლასლასდა და + კვაჭს წარუდგა: + - კაპიტანო, მიშველეთ! აგერ ის გორაკი ოსმალებმა იღეს, ჩვენი შტაბიც დაატყვევეს + და თითქმის ყველა აფიცრები გაგვიჟლიტეს. მარტო მეღა დავრჩი. თუ ის გორაკი + ეხლავე არ დავიბრუნეთ, მთელი ჯარი ტყვედ ჩაუვარდება ოსმალებს. თქვენი + იმედიღა გვაქვს. გაიხსენეთ ჩვენი სამშობლო, მეფე, მოვალეობა. სცადეთ... + გვიშველეთ!.. - და დაჭრილმა გენერალმა მტვერში ჩაიკეცა. + რა მოხდა იმ წუთში კვაჭის გულში? რომელი ეშმაკი ჩაუჯდა? ვინ ან როგორ + გარდაქმნა ისე ანაზდეულად, ეს ვერავინ ვერ გაიგო - ვერც თვითონ კვაჭმა და ვერც + უცხომ. + - შესდექით! შესდექით მეთქი, თქვე ჰარამზადებო! - დასჭყივლა კვაჭმა იმ ფარას და + გზა უყელა, ცხენი ზედ მიაგდო. + - მოგვიარეს! თავს უშველეთ! + - შესდექით მეთქი, თორემ... + და მოწინავეს გულზე რევოლვერი მიაბჯინა. + მხლებლებმა ტყვე ოსმალები უმალ სხვებს გადასცეს, გახელებულ კვაჭს გვერდით + ამოუდგნენ და იარაღი იშიშვლეს. + გაუგებარი და უცნაური რამ მოხდა. იმ წუთს კვაჭის სიცოცხლე და ხასიათი + გადიზნიქა, გადასტყდა და ამ ქვეყანას უცხო რამ სასწაული მოევლინა: წინანდელი + კვაჭი მოკვდა და იმავე წუთს მეორე კვაჭი იშვა - უცნობი და ახალი, თამამი და + უდრეკი, გულადი და შეუპოვარი, ვითარცა ლეონიდე თერმოპილელი, ან + ალექსანდრე მაკედონელი, ან ერეკლე კახელი, ან ნაპოლეონ არკოლელი. + კვაჭს უცებ არწივის ფრთები გამოესხა, იმ ფრთების ქვეშ მიქელ გაბრიელი შეუჯდა + და თავის ცეცხლიანი მახვილი კვაჭის ხელში ჩაუდო. საგულეს ლომის გული + ჩაუვარდა, სულში ჯოჯოხეთის მთავარ-ეშმაკი ჩაუძვრა და თან ათასი ჭინკა ჩაიყოლა. + ისედაც მაღალი კვაჭი უცებ კიდევ ერთი მტკაველით აისვეტა, დამფრთხალი ცხვრის + ფარა ცეცხლის თვალებით დასწვა და ქუხილით დააყრუა. + - შესდექით! მოგროვდით! + ასიოდე გონებადაკარგული ისევ გარბოდა. კვაჭმა იმ მინდორს არწივივით + ჩამოუქროლა და შვიდი კაცი შვიდი ტყვიით მიაწვინა. მერმე არხეინად გაიჭიმა + ცხენზე, დანარჩენებს ღიმილით გადაჰხედა და ღვთიური ცეცხლით დასწვა: + - ძმებო, ჯარის ბედი თქვენს ხელშია. გზა მოჭრილი გვაქვს. ყველანი ტყვეობაში + ჩავლპებით და სირცხვილით თვალში თვალს ვერავის ვეღარ გავუსწორებთ. ძმებო! + რამდენიმე ათასი თქვენი ამხანაგი, მეფე და სამშობლო თქვენ შემოგცქერიან და + თქვენგან თხოულობენ ძმურს, ამხანაგურსა და მამულიშვილური ვალის მოხდას. + ჩვენს შორის ლაჩარი არავინ არ არის. ვინც გიღალატებთ და გამოიქცევა, აგერ იმ + ძაღლების ბედს წააწყდება, რომელნიც ეს არის ეხლა ჩემი ხელით დავხოცე. მე წინ + გაგიძღვებით, თქვენ კი ნუ ჩამომრჩებით. წავიდეთ და ჩვენი ვალი მოვიხადოთ! + - წავიდეთ! გაგვიძეხი! წაგვიყვანე! - იგრიალა ორმა ათასმა ნაცადმა და დაგეშილმა + ვაჟკაცმა. + - უნტერ-აფიცრებო, წინ წამოდექით! ამ წუთიდან თქვენ აფიცრები ხართ. დაიწყეთ და + გაშალეთ თქვენი რაზმები! + ნახევარი საათის შემდეგ ორი ათასეული ოთხ-ათასეულად გადაიქცა და სამ რიგად + გაიშალა. + - მობრუნდით!.. მომყევით!.. + და დინჯი ნაბიჯით გასწია იმ გორაკისკენ. + - მწყობრად! მარდად! ერთად! + ლადი ჩიკინჯილაძე მარცხენა ფრთას მიუძღოდა, გაბო ჩხუბიშვილი მარჯვენას. + სამივეს უკან რკინის მოძრავი კედელი, მოუხეშავი, უდრეკი და უშიშარი ხიშტის ტყე + მისდევდა. ყველანი წელში მოხრილიყვნენ და ყველას მარცხენა მხარი და ხიშტი წინ + წაეწია. + - მწყობრად! მარდად! ერთად! + იმ გორაზე ჯერ ჩოჩქოლი ასტყდა, მერმე კი ტყვია სეტყვასავით წავიდა. მაინც არავინ + არ შესდგა, არავინ არ ჩამორჩა, არავინ ჯერ ერთი თოფიც არ დასცალა. + სიჩუმემ და გააფთრებულმა სიარულმა მტერს თავზარი დასცა და ძარღვები + აუბურძგნა. გაფითრებული ოსმალები ჩურჩულებდნენ: + - შეითან გელიერ! ალაჰ ილ ალაჰ! - და მთრთოლვარე ხელებით თოფებს ჰაერს + ესროდნენ. + წელში გასწორებული, მაღალი და აშოტილი კვაჭი ისევ წინ მიუძღოდა რკინის + კედელს, ზოგჯერ უკან მოიხედავდა, ცეცხლის თვალით იმ კედელს ერთხელ კიდევ + შეახურებდა, მერმე ხმალს აიქნევდა და ერთხელ-ორჯერ დასძახებდა: + - მწყობრად! მომყევით! + და რკინის კედელი გორას უსიტყვოდ მიადგა, დათვივით ზედ აფოფხდა, მიაწვა და + ოსმალთა თავზე გადაინგრა. + - მიდი! დაჰკა! ასჩეხე! - ჰყვირის საამქვეყნო სიგიჟით გაგიჟებული კვაჭი და ბრძოლის + ცეცხლის შუაგულში სტრიალებს. + მისი ხმალი ელვასავით ლაპლაპებს და მისი ცეცხლიანი თვალები ყველას ზევიდან + დასცქერის. + ხანმოკლე და მძაფრი ბრძოლა დატრიალდა. იბრძვიან ხმლით, ხიშტით, ხანჯლით, + რევოლვერის ტარებით, თოფის კონდახებით, ხელებით, ფეხებით და კბილებით. + - ასირამ! - გნებდებით! - უკვე მოისმის აქეთ-იქიდან ოსმალო ასკერთა ხმა. + - ვაჯობეთ! გავიმარჯვეთ! დაჰკარით! მიდით! - ჰქუხს კვაჭი. და ერთ ოსმალოს + მკლავი მოსწყვიტა, მეორეს კირის ძარღვები დაუწყვიტა, მესამეს მკერდი გაუპო, + მეოთხეს ყური აასხიპა და მეხუთეს, ახოვან არაბს, ხმლის წვერი შუბლში გაუსწორა. + გაუსწორა მაგრამ... + უცებ კვაჭს თვალებში ცეცხლმა გაუელვა, ყურებში ზარმა ჩამოჰკრა და გონება შავმა + ნისლმა დაუბურა. მარცხენა ხელი უცებ მკერდზე მიიდო, მარჯვენა ხელი განზე + გაიქნია, ხმალი პრიალ-ზრიალით გასტყორცნა და მოჭრილი ბოძივით გაიშოტა + გულაღმა. + https://www.facebook.com/groups/ELLIB/ + ერთი უცნაური ბოდვის ამბავი + უპატრონო კვაჭი კვაჭანტირაძე გულაღმა ჰგდია ტრიალ მინდორზე. ირგვლივ + მხოლოდ ყვითელი ქვიშა მოსჩანს. უდაბნოს ალმური ასდის. ჰაერი გახურებულ + ბუღით არის გაჟღენთილი. + ჰგდია მარტოდ-მარტო კვაჭი ცხელ ქვიშაზე და სიცხით და უწყლობით იწვება. + სისხლიან მკერდზე შავი ყორანი აზის და სადგისის ნისკარტით უკორტნის + ჭრილობას, ცხელი ჭანგებით უწიწკნის შიგნეულობას და გულ-ღვიძლს უქექავს. + ზოგჯერ ყორანი იმ ნისკარტს კვაჭს თვალში ჩაჰკრავს, მერმე არხეინად ისვენებს და + იმ უდაბნოს ამაყად გასცქერის. + შორიახლოს აბურძნილი, პირშავი და საზარელი მგელკაცა ატუზულა. იგი ბინდს + ელის, რადგან იცის, რომ ღამით კვაჭი მისი კერძი გახდება და რიჟრაჟზე იმ + ქვიშნარზე კვაჭის ნაცვლად მხოლოდ გამოხრული ძვლებიღა დარჩება. + ციდან ოქროს ჯაჭვი ჩამოეშვა. იმ ჯაჭვზე ერთი ჭინკა ჩამოცოცდა და ბროლის დოქით + წითელი ღვინო ჩამოიტანა. ჰკიდია ის მასხარა იმ ჯაჭვზე და კვაჭს ზევიდან წითელ + ღვინოს ასხამს. ღვინო კვაჭის პირის გარშემო იღვრება. კვაჭი შოშიასავით აღებს პირს + და სცდილობს ღვინის ერთი წვეთი მაინც ჩაიგდოს ყელში, მაგრამ დადუნებული + ხელ-ფეხი ვერ გაუქნევია და ცეცხლ-მოკიდებული თავი ადგილიდან ვერ დაუძრავს. + ჭინკა დიდხანს აწამებს კვაჭს: მასხრობს, იცინის, იკრიჭება, იპრანჭება და უცებ ისევ + იმ ჯაჭვზე ცაში აცოცდება. + უცებ ის უდაბნო უცნაურად გამოცოცხლდა. კვაჭი ნათლად ჰხედავს პარიზის + ბულვარებს, ხეივნებს, ბაღებს, ყავახანებს, მოედნებსა და ნაცნობ-უცნობ ხალხს. + მთვრალი გრიშკა გულ-გაღეღილ ელენეს კუნტრუშით მიარბენინებს. + ფარშევანგივით მიგოგავს ლედი ჰარვეი - კვაჭის ლონდონელი საყვარელი. + მადამ ლაპოში იქაურობას ნაკვერცხლიანი თვალებით სწვავს. + მოხდენილი რხევით მისცურავს ცისთვალა რებეკა. + არხეინად, ლაღად, სიცილით და ბედნიერი ღიმილით მიდიან ტანია, სუსანა, ისაკა, + ვერა, სედრაკა, ბესო, ლადი, ჭიპი და კვაჭის ათასი ნაცნობი ქალ-ვაჟი. + კვაჭისკენ კი არავინ არ იხედება, არავინ არ ამჩნევს. + პირშავი მგელკაცა ისევ ბინდს ელის, შავი ყორანი კვაჭს ისევ გულს უკორტნის და + თვალებსაც ეტანება. + - წყალი! წყალი! - ჰყვირის გულში კვაჭი, მაგრამ მისი ხმა არავის არ ესმის. + კვაჭი უარესად იჭიმება, ძალას იკრებს და დაყვირებას ლამობს, მაგრამ ხმა ვერ + ამოუღია და ერთი კუნთიც ვერ გაუნძრევია. + ქალაქი გაჰქრა ხალხიც მიიმალა. შავი ყორანი კი ისევ სჩხავის და პირშავი მგელკაცა + ისევ ბინდს ელის. + უცებ კვაჭს უცნაურად გამოწყობილი, მშვილდ-ისრით შეიარღებული და აბჯარ- + მუზარადში ჩაჯმდარი ყორანაშვილი წაადგა. + - კვაჭი, ადე და მომყე. + ორივენი ფრთოსან მერნებს მოასხხდნენ და გაჰფრინდნენ. + შავი ყორანი უკან დაედევნა და მგელკაცაც მიწაზე მოჰქროდა. + - მირბის, მიგვაფრენს უგზო-უკვლოდ ჩვენი მერანი, უკან მოგვჩხავის თვალ-ბედითი + შავი ყორანი! - მღერის ყორანაშვილი და შემდეგ კვაჭს ეუბნება: - აჰა, აჰა, ჯულამერკის + მწვერვალი, აი გიავარის ქედი... რავანდუზა... ხანიკინი... სამარა... + ირგვლივ ჯარები დაფუსფუსებენ. დახოცილნი გულაღმა ჰყრიან. გვამებს ყორნები + ჰკორტნიან და ნადირები სჭამენ. ბევრი იცნეს კვაჭმა და ყორანაშვილმა ცოცხლებსა + და დახოცილებში. + - ძმებო, აქ რას ეძებთ? ამ სიშორეზე რამ მოგიყვანათ? + - არ ვიცით. ბედს მივდევთ, ბედს ვეძებთ. + ირანშიც იცნეს ცოცხალნი და მკვდარნი, პაპათა პაპები და წინაპარნი. + - ძმებო, თქვენი სამშობლო ამ უდაბნოზე რად გასცვალეთ? + - საწუთრომ გაგვაცვლევინა. + ავღანისტანში გერათისა და ყანდარის ზღუდენი მორღვეულნი იყვნენ. ჰინდიყუშის + კალთებიც მშობლიური სისხლით იყო მორწყული. მათი წინაპარნი საფლავებიდან + აღსდგნენ. + - ძმებო, ვინ მორწყო შუა აზია თქვენი სისხლით? + - ბედმა. ნადირ-შაჰს გამოვყევით. გერათისა და ყანდაარის გალავანზე პირველნი ჩვენ + ავცვივდით. + გადასჭრეს სოლიმანის ქედი, პენჯაბი, წმინდა განგი და მიადგნენ ინდოეთის დედა- + ქალაქს დელის - უწინდელ შახჯანაბადს. ყველგან ნათესავების სულები და ჩონჩხები + უხვდებოდათ, რომელნიც მათთან ერთად მიჰქროდნენ, მათს მერნებს ძვლის + თითებით ებღაუჭებოდნენ და ევედრებოდნენ: + - წაგვიყვანეთ! დაგვაბრუნეთ! შეგვიერთეთ! + - ვინ მოგიყვანათ ამ სიშორეზე? + წინ პატარა კახი წამოიჭრა: + - ზოგი მე მოვიყვანე, ზოგიც სხვებმა მოიყვანეს. + - რას ეძებდით? ვის მოსდევდით? + - ბედს მოვდევდით. ზოგნი სახელსა და ულუფას ვეძებდით, ზოგნიც სხვის ძალამ + წამოიყვანა. + დაჰქრიან კვაჭი და ყორანაშვილი არაბეთს, ეგვიპტეს, ასურეთს, ბაბილონს და ძველსა + და ახალ ქვეყნებში. ყველგან მკვდრეთით სდგებიან უთვალავი მოსოკები და + ტიბარენები, მაკრონები და მოსინიკები, ნაირები და კოლხიდელები, მამელუკები და + იანიჩრები, მახლობელთა და ნათესავთა სულები და ჩონჩხები, სდგებიან და ჟივილ- + ხივილით, კვნესით და გმინვით, ხვეწნით და მუდარით მოსდევენ უკან, ვითარცა ასი- + ათას სკიდან ერთად გამოსული ფუტკარი. + ჩონჩხების სირბილმა და ჟივილ-ხივილმა დაჰქანცა და დააყრუა კვაჭი და ბოლოს, + გაწამებულმა, ყორანაშვილს შეჰბღავლა: + - რა გინდა ჩემგან? რად დამათრევ ამ ჯოჯოხეთში? გამიყვანე აქედან! მაკმარე ეს + წამება! + ყორანაშვილი ეკითხება: + - კვაჭი, შენ რაღა გინდოდა შორეულ ოსმალეთში? ვინ მოგიყვანა? რას ეძებდი? + - ღმერთმა ნუ იცის ჩემი თავი და ტანი, აი მინდოდა! წყალი, წყალი მომეცით! ერთი + წვეთი მაინც მომეცით! + ციდან ისევ ჭინკა ჩამოცოცდა და კვაჭის პირთან ერთი დოქი ღვინო დაუღვარა, + მაგრამ ენას ერთი წვეთიც არ მოხვდა. კვლავ ყველაფერი გაჰქრა. + მოშორებით აუარებელი ხალხი სტრიალებს: კვაჭის მშობლები და მეგობრები, + ნაცნობები და ნათესავები, გრიშკა და ტანია, ელენე და გინცი, წარჩინებულნი და + დიდებულნი, სალოსნი და ღვთის ცოდვილნი, უბრალონი და კარის კაცნი. ყველანი + კვაჭისკენ იშვერენ თითებს და ჰფუსფუსებენ. + - დამარხეთ! კუბოში ჩასდეთ! მიწაში ჩაუშვით! - ჰყვირიან ზოგნი და კვაჭის + მშობლებს, ნათესავებსა და მეგობრებს კვაჭისკენ ერეკებიან. + მეორენი იმ სალოსებს უძალიანდებიან, ტირილით ეხვეწებიან და შებრალებას + სთხოვენ. ბრძოლა დიდხანს გრძელდება. ბოლოს, მეფე-დედოფალიც გამოჩნდა და + ბრძანეს: + - დამარხეთ! + ყველანი დაიძრნენ და კვაჭისკენ გამოიქცნენ. - ზოგნი გამარჯვების კიჟინით და + ზოგნი ვაებით და მოთქმით. მეფე-დედოფალმა, დიდებულებმა, წარჩინებულებმა და + უმაღლესმა სამღვდელოებამ კვაჭს ანდერძი აუგეს. მერმე გრიშკამ, მიტიამ, + სალოსებმა, ღვთის ცოდვილებმა, გონჯებმა და მახინჯებმა კვაჭის გარშემო გიჟური + ფერხული ჩააბეს, ყველანი დახტოდნენ, იგრიხებოდნენ, იკრიჭებოდნენ, + იფურთხებოდნენ და გაჰკიოდნენ: + - სამოთხეში წავიყვანოთ, სამოთხეში! + - არ მინდა სამოთხეში, არ მინდა! - ჰკივის კვაჭი, მაგრამ მისი ხმა არავის არ ესმის. + მერმე საშინელი ღრიანცელი ასტყდა. უცებ ყველანი კვაჭს მისცვივდნენ და დიდ + კუბოში ჩააწვინეს. + - დედა! მამა! თქვენ რაღა გემართებათ? ცოცხალი ვარ! ბესო! სედრაკ! მიშველეთ! + ზოგნი სტირიან და ზოგნი იხარიან. უკანანი მოწინავეთ ძალას ატანენ და ჰყვირიან: + - კვაჭიკო სამოთხეში მიდის, სამოთხეში? + - დედა! მამა! - იხვეწება კვაჭი. - თუ ვერ მიშველით, განზე მაინც გასდექით. თქვენი + შვილის ცოდვაში მაინც ნუ ჩასდგებით. + პუპი სტირის და ეჩურჩულება: + - აფერი გიშავს, შვილო, აფერი, ასთე უკეთესი იქნება, დამიჯერე მე. + ყორანი ისევ თავზე დააჯდა, მგელკაცა ისევ მუხლებზე დააწვა. შავი გველი კუბოში + ჩაცურდა და კვაჭს ყელზე შემოეხვია. კუბოს თავი დაადგეს და ლურსმნებით + დასჭედეს. ერთი ლურსმანი კვაჭს შუბლში ჩაერჭო და კეფასთან გავიდა. + სულშეხუთული კვაჭი უძირო საფლავში ჩაუშვეს, თან გამარჯვების კიჟინა და + სიხარულის ჟრიამული მიაყოლეს და მერმე მიწის რახარუხი ასტეხეს. ხმაურობა + თანდათან მინელდა და მისწყდა. + კვაჭი შავს მიწაში წევს. საკუთარი სუნთქვა ესმის, ყორანი თვალებს უჩიჩქნის, გველი + სასაში უძვრება, მგელკაცა გულ-მკერდს უღრღნის და სველი ჭიები იარებში + ჰფუსფუსებენ. წევს კვაჭი შავ მიწაში და უღვთოდ იხრაკება, იხჩვება, წევს და + ჰფიქრობს: + - აჰ, მაი ტყვილა გიქნიათ... არ მოვკვდები, რადგან არც მინდა სიკვდილი და არც + ბედის წიგნში მიწერია. ვაი თქვენ! - და ერთხელ კიდევ წამოიწია. + უცებ ასი დევის ღონე მიეცა. გაიჭიმა. ასწია, უზარმაზარი კლდით დაქოლილი + საფლავი თივის ბულულივით აჰშალა და წამოვარდა, გასწორდა და სიმაღლით + მთებსაც კი ასცდა. + მის ფეხქვეშ ჭიანჭველის ოდენა მესაფლავეებს უთავბოლო სუფრა გაეშალნათ და + ქელეხად დამსხდარიყვნენ. კვაჭი რომ დაინახეს, შემზარავი კივილი, წივილი და + წრიპინი ასტეხეს. კვაჭმა სუფრის თავს ფეხი დაადგა და გრიშკა, მიტია კოლიაბა, + სალოსნი და ასიოდე წარჩინებულნი ჭიებივით დასჭყლიტა. + იმავე წამს მკლავებსა და ფეხებში რაღაც უხილავი ძალა წასწვდა. + - გამიშვით! - ჰყვირის, ჰბორგავს და წევს თვალებგახელილი კვაჭი. + - დამშვიდდით, კვაჭი, დამშვიდდით! - ტკბილის ხმით ეუბნება ექიმი ყორანაშვილი. + სანიტარები კვაჭს მაგრად დასჭიდებიან მკლავებსა და ფეხებში. + - მომკლეს!.. დამმარხეს! .. მაგრამ გავცოცხლდი! წამოვდექი! დავამტვრიე! დავლეწე! + დავანგრიე! - კიდევ ჰბოდავს კვაჭი. + ყორანი ფანჯარაში გაფრინდა, კუდამოძუებული მგელკაცა კარებში გაიძურწა და + შავი გველი კედლის ხვრელში შეძვრა. ოფლში გაწურული და ღონემიხდილი კვაჭი + ბალიშზე მიესვენა და მიბლეტილი თვალები იქაურობას მოავლო. + - წყალი.... თუ ღმერთი გწამთ, წყალი!.. + ექიმმა ყორანაშვილმა კვაჭს პირში ერთი ყლუპი ღვინო ჩაუსხა და მტკიცე ხმით + სთქვა: + - მორჩება! - და პალატიდან გავიდა. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი კვაჭის და ზემოურთა წაკიდებისა + გაფითრებული და გაკაპასებული სუხომლინოვი დორბლსა ჰყრის: + - ეს რა ამბავია, თავადო?! თქვენი ყუმბარების იმედით ახალი დიდი ბრძოლა + დავიწყეთ. ყუმბარები სხვა ყალიბისა გამოდგა. ზარბაზნები დასკდა, ბრძოლა + წავაგეთ, უთვალავი ხალხი გაიჟლიტა. ყუმბარები აღარა გვაქვს. ეხლა უკან ვიწევთ + და კომბლებით ვიგერიებთ მტერს. გეკითხებით, ეს რა ამბავია მეთქი? + - არ ვიცი, მე საარტილერიო საქმისა არაფერი არ მესმის, - გულმშვიდად უპასუხებს + კვაჭი და მკერდზე ჩამოკიდებულ წმინდა გიორგის სამს ჯვარს ღიმილით ათამაშებს. + - ღალატის სუნი მომდის თავადო! დაგაპატიმრებთ! დაგხვრეტავთ! + კვაჭი გაიჭიმა და აიმრიზა: + - გენერალო, ფრთხილად! + კვაჭსა და გენერალს გრიშკა ჩაუდგა შუაში და ორივენი დაამშვიდა. + კვაჭმა გენერალს ცხვირწინ თით დაუქნია: + - თქვენ რომ მეფის მინისტრი არ ყოფილიყავით, უკან ჩაგჩრიდით მაგ სიტყვებს. როცა + მინისტრობიდან დაგითხოვენ, გირჩევთ მომერიდოთ, თორემ დაგცხრილავთ! + და გამწარებულმა ისე მიაჯახა კარები, რომ ფანჯრებს კინაღამ მინები ჩამოსცვივდა. + საქმე გართულდა და გაიხლართა. სამხედრო პროკურორმა კვაჭი დაიბარა და + დაჰკითხა: + - რაო? კვაჭმა საბუთები გაჰყიდა? გერმანელებს გადასცა? სად? სტოკჰოლმში? რასა + როშავენ, რა ჭორებს იგონებენ?! სტოკჰოლმში, კვაჭს არავინ არ უნახავს, არავის არ + შეჰხვედრია. აჰა-ჰა! სასაცილოა და მეტი არაფერი! რაო, კვაჭი ნუ ხუმრობს და ნუ + იცინის? კვაჭი კი არა, ალბათ ბატონი პროკურორი ხუმრობს. არა, ასეთი საბუთებით + კვაჭის დაღუპვა ვერ მოხერხდება! + პროკურორმა ოქმი შეადგინა და უთხრა: + - ვისაც ასეთი დიდი ბრალი ედება, ის საპატიმროში უნდა იჯდეს. მაგრამ ჩვენი + წმინდა მამა გრიგოლის ხათრით და თავდებით ჯერჯერობით თავისუფალი + ბრძანდებით. ხელი მოაწერეთ ამ ვალდებულებას, რომ პეტერბურგიდან არ გახვალთ. + კვაჭმა ხელი მოაწერა, გამოვიდა და გრიშკასთან გაიქცა. + - წმინდაო მასწავლებელო, ეს რა ამბავია? როგორც ეტყობა არ ხუმრობენ. მიშველეთ + რამე, თორემ ჯერ მე დამღუპავენ ჩვენი საერთო მტრები და მერმე თქვენი ჯერიც + მოვა. + გრიშკა აწუწუნდა: + - ყური მიგდე, აპოლონჩიკ! შენ ჩემი ნაფიცი ძმა ხარ, არაფერს არ მოვერიდე, + ყველაფერი შეგისრულე. სიმდიდრე, თავადობა, მუნდირი, ჯვრები, კარის კაცობა. + პატივი და ხელისუფლება გიშოვნე, ეხლა კი დროება გამოიცვალა. მე ძალა აღარ + შემწევს. ჩვენი მტრები იმარჯვებენ. მთელ ქვეყანას პირზე შენი სახელი აკერია, + ყველანი შენს დახვრეტას მოითხოვენ, რადგან ჩვენი უკანასკნელი დამარცხების + ბრალი შენ გედება. არ ვიცი, ვინ არის მართალი და ვინ სტყუის. მაგას სამართალი + გამოარკვევს. რამდენიც შევძელი, გიშველე. სანამ ახალ საბუთებს არ იშოვნიან, არ + დაგაპატიმრებენ. ქვეყანას მოერიდე, ნურსად ნუღარ დადიხარ, გაჩუმდი და ცოტა + ხანი ჩრდილში იცხოვრე. აი ჩემი რჩევა. მეტს ნუღარაფერს მომთხოვ. + კვაჭი მართლა შინ ჩაიკეტა. ლადის დაგეშილმა ცხვირმა და ხელმა ინფორმაციის + საქმე ბრწყინვალედ მოაწყეს. ყოველ დღე ათიოდე მხრიდან უტყუარი ამბები + მოსდიოდა. ყოველ შემთხვევისთვის „კეთილი სამარიტელი“ და მრავალი უძრავ- + მოძრავი ქონება გინცს მიჰყიდა და ნაღდი სილიბისტროსთან შეინახა, რომელიც ისევ + პეტერბურგში სცხოვრობდა. + რამდენიმე გაზეთმა კვაჭს ოდნავ გაჰკრეს და მისი სახელი უდიერად მოიხსენიეს. + კვაჭმა თავის გაზეთებს შესაფერი პასუხი გაუგზავნა. სამიოდე გაზეთმა შენიშვნებით + და შემოკლებით დაბეჭდეს, დანარჩენებმა კი უარი შემოუთვალეს. + „მართლა ცუდად ყოფილა საქმე“. - გაიფიქრა კვაჭმა. + იმავე დროს ბესომ, ლადიმ და აგენტებმაც სანუგეშო ვერაფერი მოუტანეს. + - საქმე კარგად ვერ მიდის. - მოკლედ მოუჭრა ძუნწმა ბესომ. + - გეიპარე - ურჩია ჩიკინჯილაძემ. + - აჰ, მაი არ ვარგა. ჯერ სამაგისოდ არ გამხდარა საქმე - უპასუხა კვაჭმა და ერთხელ + კიდევ სცადა ბედი: ნაცნობ მინისტრებს, წარჩინებულებსა და დიდებულებს დაუარა. + ყველგან მოკლედ მოუჭრეს: + - შინ არ გახლავთ! - ან: - არ სცალიან. - ან კიდევ: - ავად ბრძანდება. + გრიშკამაც წინანდელი პასუხი განუმეორა: + - ამაზე მეტი აღარაფერი შემიძლიან. + ყველანი ჩამოსცილდნენ, ყველამ კარები მოუკეტა და ხელები დაიბანა. + - გეიპარე - კიდევ ურჩია ბესომ და ლადიმ. + - აჰ, არასოდეს! - გადასჭრა კვაჭმა და მუქარაც წამოისროლა: - მალე ვნახავ, ვინ + ვისთვის მივა სახვეწნელად. არ დასცალდებათ კვაჭის დაღუპვა, უმალ თვითონვე + დეიღუპებიან. + მეორე დღეს ჭიპი ჭიპუნტირაძე ქუდმოგლეჯილი შემოვარდა: + - დევიღუპეთ! დავიფსეთ! იდელსონები დეიჭირეს. + - ორივენი? + - ორივენი! ისაკაც და რებეკაც! ჩქარა, თავს უშველეთ! დეიმალეთ! გეიქეცით! ჩქარა! + კვაჭმა დინჯად და მოკლედ მოსჭრა: + - აწი კი მართლა დრო დადგა. + მერმე ეპოლეტები დაიგლიჯა, ჯვრები ჩამოიხსნა, გადაჰყარა და განრისხდა: + - კმარა რაც მაგათგან უსამართლობა ვნახე! ეხლა ჩემი შურისძიებაც იგემონ. + და იმავე დღეს 90 გრადუსით შეიცვალა ფრონტი. + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი კვაჭის წინასწარმეტყველებისა და ხაფანგში + გაბმისა + + ერთ საღამოს ელენემ ბესოს პირით შეატყობინა კვაჭს: ეხლავე მოდი ჩემთან. არ + ინანებ იქნება შენს საქმეს ეშველოს რამეო. ნახევარი საათის შემდეგ კვაჭი ელენესთან + ავიდა. + - გთხოვთ გაიცნოთ. - წარუდგინა ელენემ კვაჭს შავწვერა და მელოტი პურიშკევიჩი. + კვაჭს გაუკვირდა, გაუხარდა. გაიფიქრა: იქნებ მართლა ამან მიშველოსო. + ერთმანეთი გაიცნეს. გასჩხრიკეს, ასწონეს და დიდხანს იბაასეს და იჩურჩულეს. + მეორე დღეს პურიშკევიჩმა კვაჭი დიდ მთავარს დიმიტრის, თავადს ფელიქს + იუსუპოვს, კაპიტანს სუხოტინს და ექიმ ლაზოვერტს გააცნო. ვახშამმა და ჩურჩულმა + რიჟრაჟამდე გასტანა. გეგმა შეიმუშავეს, ერთმანეთს ერთგულება შეჰფიცეს და + დაიშალნენ. + და, როცა ყველანი დაიშალნენ, ბესოს და დანარჩენ ამხანაგებს შხამიანი ღიმილით + უთხრა: + - მონადირე ნადირს დასდევდა, ნადირი კი მონადირეს თვითონვე წააწყდაო. ამ + ტუტუცებსაც ასთე ემართებათ. თლა გაგიჟებულან აი სულელები! თვითონ სჭამენ + თავიანთ თავს, საკუთარ შენობას თავზე ინგრევენ და გულმოდგინედ სჭრიან იმ + ტოტს, რომელზედაც სხედან. თევზე თავიდან აყროლდებაო. ეს ანდაზა ამ ხალხზე + ყოფილა ნათქვამი. ქვეიდან ვაპირებდით ქვეყნის გადატრიალებას და ამ საქმეს + თურმე ზემოდანაც შედგომიან, ხა-ხა! მეხვეწებიან: თავი უნდა მევიკლათ და + გვიშველეთო. კი, ბატონო, მაგისთანა კეთილ საქმეში ქე გიშველითო. კი, ბატონო, + მაგისთანა კეთილ საქმეში ქე გიშველით, უეჭველად გიშველით! ის კი არ იციან + გადარეულებმა, რომ მაგათი ხელით დაღვრილი საკუთარი ერთი წვეთი სისხლი მერე + წარღვნად გადაიქცევა და სხვებზე ადრე თვითონვე დაიხჩვებიან, არ იციან, რომ მათი + ხელით აშვებული ნიავი გრიგალად გარდაიქმნება და ისე აღგვის მაგათს ხსოვნას, + როგორც შარშან ქარმა თოვლი ააშრო და აღგავა. ხა-ხა! ბესო, განა სასაცილო + სასწაული არ არის, რომე შენი მტერი, რომელსაც მოსაკლავად დასდევ, თვითონვე + იდებს პირში დამბაჩას და შენც დახმარებას გეხვეწებოდეს?! იესო ქრისტემ ბრძანა: + გაჭირვებაში მოყვასსა შენსა დაეხმარეო. ჩემი ადამიანური მოვალეობაც ამასვე + მასწავლის, ანგარიშიც ამას ამბობს და შეგნებაც ამასვე მიკარნახებს. ხა-ხა! კი + ბატონებო, კი! დაგეხმარებით ამ საქმეში, ხალისით და სიხარულით დაგეხმარებით. + და სივრცეში ვიღაცას თითით დაემუქრა და ყორანივით იწინასწარმეტყველა: + - მეიცათ! დამაცადეთ! დრო მოვა და მწარედ ინანებთ, თავს კედელს მიახლით, + საკუთარ სისხლს დალევთ და საკუთარ ხორცს დაიგლეჯთ, მარა ყოლიფერი + თქვენივე თავს დააბრალეთ - გვიანღა იქნება თითზე კბენანი, კისრის ტეხანი და + კბილთა ღრჭენანი! + უცებ გასწორდა, გაიჭიმა და ისევ ისე ამაღლდა, როგორც ერთხელ დემირ-თეფეს + გორის ძირში აიშოტა. ხმა უთრთოდა და თვალები უბრწყინავდა: + - ამხანაგებო! ჩემი სიტყვა დეიხსომეთ და თუ ადრე დევიღუპე, მთელს ქვეყანას და + ისტორიას გადაეცით, რომ მე კვაჭი კვაჭანტირაძე, ათას ცხრაას თექვსმეტ წელს, + ოცდაშვიდ დეკემბერს ვამბობ: ათას ცხრაას თოთხმეტ წელს, თოთხმეტ ივლისს, + დღევანდელმა რუსეთმა, მსოფლიო ომის გრიგალში რომ ჩაერია, თვითონვე გამეიჭრა + ყელი, ეს ერთი. რამდენიმე დღის შემდეგ წარჩინებულთა და დიდებულთა ერთი + ჯგუფი რუსეთის დედა-ბოძს მოსჭრის. - ეს ორი. ორიოდე თვეში ეს ჯგუფი + უკმაყოფილო და საიდუმლო ძალებს მხარს მისცემს და მათთან ერთად ათასი წლის + დაგუბებულს უძირო და უსაზღვრო გუბეს პირს მოურღვევს. - ეს სამი. - იგი გუბე + მრისხანედ დაიძვრება და ჯერჯერობით დღევანდელ ხელისუფლებას წალეკავს, - ეს + ოთხი. მერე იგი ძალას მოიმატებს და ახალ ხელისუფლებას შხუილ-გრიგალით + მოარღვევს და მოჰგლეჯს ნახევარ თავს, რომელიც ამჟამად გუბეს პირს ურღვევს და + საკუთარი ქოხის დედა-ბოძს უჩხიკინებს, - ესეც ხუთი, და უკანასკნელი. + კვაჭი სივრცეში ლაპარაკობდა. თვალები იდუმალი ცეცხლით ჰქონდა ანთებული, ხმა + - უცნაური ზეშთაგონებით აღგზნებული. აღარაფერს ამჩნევდა და აღარავის + ჰხედავდა, მედიუმივით ტრანსით იყო მოცული და უხილავ ძალას ჰყავდა + შებოჭილი. + - ამხანაგებო! - განაგრძო კვაჭმა. - მე ძალიან ბევრი მტერი მყავს. ვიცი, რომე იგინი + ეცდებიან ჩემი ღვაწლი წაშალონ და ისტორიიდან ამომფხიკონ, მარა თქვენისთანა + მეგობრებიც ბლომად მომეპოვება. ვინ იცის, იქნება მე დევიღუპო, მარა თქვენ ჩემი + სახელი ისტორიკოსებს დავიწყების სანაგვეზე არ გადააგდებიოთ. + კიდევ დიდხანს იბოდა და იროშა, მაგრამ მისმა ამხანაგებმა ზემოხსენებულის გარდა + ვეღარაფერი დაიხსომეს და ისტორიას დაუფასებელი საგანძური დაუკარგეს. + აკი ერთხელ უკვე მოგახსენეთ; ჭორიკანა ისტორია ყოველთვის სტყუის მეთქი. ეს + უბრალო ჭეშმარიტება ერთხელ კიდევ დამტკიცდა კვაჭის თავზე. რაც ათიოდე + წელიწადში რუსეთის შესახებ წიგნი დაწერილა, ორასი ურემიც ვერ დაიტევს. ზოგმა + მკითხველმა თავით ბოლომდე გადიკითხა ესოდენი ნაწერი, მაგრამ - დახე ქვეყნის + უმადურობას! - ერთხელაც ვერსად ამოიკითხა კვაჭის სახელი. მისი დიადი საქმე, + განუზომელი ღვაწლი და დაუფასებელი ამაგი სხვებმა მიიწერეს, მიითვისეს და + გაინაწილეს. + მაგრამ - მადლობა უფალსა! - კვაჭს მრავალი ცოცხალი მოწმე ჰყავს: აი, თუნდაც + ბესარიონ შიქია, სედრაკ ჰავლაბრიანი, ლადი ჩიკინჯილაძე, გაბო ჩხუბიშვილი, ჭიპი + ჭიპუნტირაძე, თუნდ ჯალილ ემინ ოღლიც და მრავალნი სხვანი, რომელნიც + ადასტურებენ ზემო და ქვემო ნათქვამს. მოდი და ნუ დაუჯერებ! + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი მადლის გადახდისა და ისტორიის + დამახინჯებისა + + მეორე დღეს კვაჭი, პურიშკევიჩი, იუსუპოვი და სხვები ერთხელ კიდევ შეიკრიბნენ. + - რევოლვერით მოვკლათ! - სთქვა ერთმა. + - მოვწამლოთ! - ურჩია მეორემ. + - დავახრჩოთ! - წამოიძახა მესამემ. + - არ ვარგა, - სთქვა ბოლოს კვაჭმა: ის ღერძი უნდა მოვჭრათ, რომელიც ატრიალებს + დღევანდელ რუსეთს. + ყველანი აღტაცებას მიეცნენ: + - მოვჭრათ! მოვჭრათ! - გაჰკიოდნენ და ერთმანეთს ლაპარაკს აღარ აცლიდნენ. + მერე კვაჭის გეგმა განიხილეს, მოიწონეს და დაიშალნენ. + - დიდო მასწავლებელო, წმიდაო მამაო! - ეუბნებოდა იმავე საღამოს კვაჭი გრიშკა + რასპუტინს: დიდი ამაგი გაქვს ჩემზე, მინდა მცირედი მაინც გადაგიხადო. თუ + გუნებაზე ბრძანდები, ხუთ მზეთუნახავს ჰსურთ აბანოში... + და ღიმილით ყურში რამდენიმე სიტყვა ჩასჩურჩულა. გრიშკას სახე გაუბრწყინდა და + თვალები ზეთით დაუსველდა: + - სად, როდის? + - ამაღამ, თავად იუსუპოვთან. მე და ფელიქსი გთხოვთ, რადგან ორივეს შენი ვალი + გვმართებს. + - ლამაზები არიან? + - ხუთივენი მზეთა-მზენი არიან. ერთი გიშრის თმიანია, მეორე... + გრიშკამ აღარ დააცალა და თვისი მადლიერი მეგობარი და ერთგული მცველი გულში + ჩაიხუტა. + შუაღამემ რომ მოატანა, იუსუპოვი და კვაჭი გრიშკას სახლს ავტომობილით მიადგნენ + და კიბეს შეუდგნენ. + - არა, არ შემიძლიან! - წაიჩურჩულა უცებ გაფითრებულმა ფელიქსმა და კედელს + მიეყუდა. + - თავადო, სირცხვილია! - მიაძახა და წაბარბაცებულს იღლიაში შეუჯდა: - + გამხნევდით! გასათხოვარი ქალი ხომ არ ბრძანდებით? + - მეძნელება... ღალატია... აქვე მოვკლავ, მაგრამ ჩემს სახლში შეტყუება... არა, ეს + ვაჟკაცობა არ არის. + - სირცხვილია მეთქი, თავადო! ეგ ადრევე უნდა მოგეფიქრებინათ! + - მართალი ბრძანებაა! - მოსულიერდა ფელიქსი, კიბეზე ავარდა და კარები მძლავრად + დააბრახუნა. + ორივენი კოხტად ჩაცმულს და მოპრანჭულ გრიშკას გადაეხვივნენ. კვაჭმა გრიგოლს + ნაძალადევის სიცილით მიაძახა: + - აბა, წმინდაო მამაო, წავიდეთ წმინდასა მასა ადგილსა! + გრიშკას თითქოს ეჭვის ჭიამ უკბინა: + - იუდას ამბორს ჰგავს შენი კოცნა, აპოლონჩიკ! + და ორივენი აათვალიერა. თვალებში უნდობლობის ცეცხლი უელავდა და გულში + ხიფათს ჰგრძნობდა. + ორივემ ორგულობა, ორპირობა და მზაკვრობა მხიარულ სიცილისა და მასხრობაში + ჩაახჩვეს. + - აპოლონჩიკ! შენი ძმად ნაფიცი ვარ... დიდი მადლი დამიდვია შენზე...თუ გულში + გიდევთ რამე, ღმერთი გაიხსენეთ და მომშორდით, თორემ... + - დიდო მასწავლებელო! წმინდაო მამაო! ხუმრობთ თუ... + ისეთი წრფელის გულით წამოიძახა კვაჭმა, რომ გრიშკას იჭვის ცეცხლი უმალ + გაუქრა. + - შე გიჟო, ხუმრობა ვერ გაგირჩევია? - წამოიძახა გრიშკამ და კვაჭის ორი თითი + ნიკაპში აჰკრა. მაინც ერთხელ კიდევ ჩააცქერდა თვალებში და დაემუქრა: - мотри у + мине. + ოცი წუთის შემდეგ სამივენი იუსუპოვის სასახლის ქვემო სართულში ისხდნენ, + ტკბილად მუსაიფობდნენ და ზედაც სასმელსა და ტკბილეულს აყოლებდნენ. + კვაჭი და ფელიქსი შამპანურს სვამდნენ და გრიგოლს მეოთხეჯერ ეუბნებოდნენ: + - წმინდაო მამაო, აი, თქვენი საყვარელი მარსალი, რატომ არ მიირთმევთ? + - გუნებაზე არა ვარ, არ მინდა. + ზემო სართულიდან გრამოფონის ხრიალი მოისმოდა. + - სტუმრები ჯერ არ წასულან... ჩემი სიდედრიც აქ ბრძანდება.. - მესამედ ეუბნებოდა + ფელიქსი გრიშკას: - ეხლავე წავლენ. მერე ჩვენი ჯერიც დადგება... ქალები აქვე მყავს + დამალული... + უცებ გრიშკამ ორი ჭიქა მარსალა დასცალა და ზედ ორი პატარა კრემიანი ნამცხვარი + დაატანა. + - რატომ თქვენ არა სჭამთ ამას? - ჰკითხა გრიგოლმა ორივეს და კრემიანი ნამცხვარი + შესთავაზა. ორივენი გაფითრდნენ და ერთმანეთს გადაჰხედეს. + - მადლობელი, მამაო ... არ მიყვარს... + - თქვენთვის დავამზადე, წმინდაო მამაო... ვიცი, რომ ეგ ნამცხვარი თქვენი საყვარელი + საჭმელია... + თითო ნამცხვარში ჩაწვეთებულია სამი დეციგრამი ციანის შხამი, უუძლიერესი და + უებარი საწამლავი. გრიშკას სასმელიც მოწამლულია. + კვაჭი და ფელიქსი გულის ფანცქალით ელიან საწამლავის ძალას, მაგრამ გრიშკას + არაფერი ეტყობოდა. + - არ კვდება! - გუნებაში ფიქრობენ ორივენი და გრიშკას პირსახეში შესცქერიან: - რა + გამძლე ძაღლი ყოფილა...ან საწამლავი არ ვარგა! + გრიშკას ღვინო გაუჯდა: + - კიდევ დამისხით! + კვაჭმა ერთი ჭიქა კიდევ გაუვსო, თვითონ კი ისევ შამპანური დაისხა. + გრიშკამ ზედი-ზედ ორი ჭიქა დასცალა და ზედ ორი ნამცხვარი კიდევ დაატანა. + ისევ არაფერი... + - არ ეკიდება! - ფიქრობენ ორივენი და გაფითრებულნი ერთმანეთს ქურდულად + შესცქერიან. + გრიშკა გუნებაზე მოვიდა. პირი მოიშვა და აყბედდა. ლამაზ ქალებს ელის და + ულაყივით მოუთმენლად სტოკავს და სჭიხვინებს: + - კიდევ დამისხით! + ისევ ორი ჭიქა დალია. + ისევ არაფერი!.. + - არ ეკიდება... არ კვდება... ამდენი შხამი ხუთ კამეჩს ეყოფოდა... რკინის კაცია! - + ჰფიქრობს კვაჭი და ფელიქსს ერთხელ კიდევ გადაჰხედავს. + ნაზი ფელიქსი გაფითრებულია. ორპირობს და ფითრდება, რადგან ესოდენ თამაშსა + და ორგულობას ვეღარ უძლებს. მკვდრის ფერი ადევს. ტუჩები უცახცახებს და + საყელოში ხელს წაივლებს, თითქოს იხრჩვებაო: + - დაიგვიანეს..მე... მე წავალ... ეხლავე დავბრუნდები... ეხლავე... - ნაწყვეტად + ჰლუღლუღებს და ბარბაცით ოთახიდან გავარდა. + ზევით პურიშკევიჩი, დიდი მთავარი დიმიტრი, კაპიტანი სუხოტინი და ექიმი + ლაზოვერტი დასასრულს ელოდებიან. ყველანი გაფითრებულნი, აშლილნი და + აღელვებულნი არიან. + ფელიქსი კვნესით შევარდა იმ ოთახში და ისტერიულად წამოიძახა: + - არ შემიძლიან!... არ შემიძლიან!.. + - რა იყო? რა ამბავია?.. რა მოხდა?.. + - არ კვდება..არ ეკიდება... ათიოდე ნამცხვარი შეჭამა და ერთი ბოთლი მარსალა + დალია, მაგრამ არ კვდება! + - გადავაჭარბე, მეტი მომივიდა შხამი! - ჰბუტბუტებს ექიმი ლაზოვერტი. + - თავადო ფელიქს! ჩქარა დაბრუნდით და თავად კვაჭანტირაძეს ანიშნეთ, რომ ეხლა + იმისი ჯერია. დაიწყოს! ესეც ჯიბეში ჩაიდეთ, იქნებ გამოადგეთ. + მოსულიერებულმა და გამხნევებულმა ფელიქსმა რევოლვერი ჯიბეში ჩაიდო და ისევ + დაბლა ჩავიდა. + გრიშკას ოდნავ აბოყინებს. კვაჭი ისევ ღვინოს უსხავს და ზედიზედ ასმევს. + ფელიქსმა ცალის ყბით მხიარულად ჩაიცინა: + - ქალები აქ არიან... თავადო, თქვენი ჯერია... + კვაჭის ჯერი მოვიდა? კეთილი და პატიოსანი! კვაჭი თავისს ვალს შეასრულებს! + და გრიშკას მიუბრუნდა: + - მამაო წმინდავ! დიდო მასწავლებელო! ის ქალები მორცხვნი და მორწმუნენი არიან, + ჩვენთან ქეიფს არ გასწევენ. ჩვენ წავალთ. ქალები ეხლავე შემოვლენ... აბანოც აქვეა... + ჩვენ ზემოთ ვიქნებით. თუ დაგჭირდათ ჩვენი თავი, ზარი დარეკეთ. + და ორივენი გავიდნენ. გალეშილ გრიშკასთან მორცხვად და მორიდებით ხუთი ქალი + შევიდა. ხუთივენი ანგელოზებს ჰგავდნენ. + ერთმანეთს აჰყვნენ და სულის საცხონებელი ბაასი გააბეს. მერე გრიშკა გახურდა და + აინთო. ხუთივეს დაეტაკა და დაეძგერა, თან გულში მჯიღს იცემდა და ჰყვიროდა: + - მე წმინდანი ვარ! .. სიბილწე და უწმინდური ვნება არ მეკარება!.. ეხლავე + დაგიმტკიცებთ! .. გაჩვენებთ!..წამოდით!.. + და ყველანი სასახლის გახურებულ აბანოში შევიდნენ. + - თუნდ ზედ დამაწექით, თუნდ გვერდით მომიწევით... აი, ხომ ჰხედავთ, არაფერი + მეტყობა... კუნძებივით ჰყრიხართ ჩემ გვერდით ... არაფერს ვგრძნობ... სისხლიც + მიჩქეფს... ხომ დაინახეთ, ხომ დარწმუნდით... ეხლა კი, ეხლა წმინდა სული უკვე + მომშორდა, ეხლა ისევ ადამიანი გავხდი, ეხლა... აბა, დავიწყოთ. + ქალები თვალის დახამხამებაზე აბანოდან გაცვივდნენ და სქელი კარები გადარაზეს. + იმ კარებს გაგიჟებული კამეჩი სამჯერ დაეძგერა. მეოთხე დაჯახებამ მუხის კარები + ჩამოჰგლიჯა და აბანოდან ყმუილით და გრიალით ტიტველი მხეცი გამოვიდა. + გამალებული და წაკუზული მირბოდა. + კიბეზე ჩოჩქოლი და ჟრიამული ასტყდა: + - გაიქცა!.. გაიქცა!.. + ტიტველი რასპუტინი ჯერ ერთ კარებს დაეძგერა, მერე მეორეს, მესამე გაანგრია და + ერთ ოთახში შევარდა. + იუსუპოვმა შიშველ მხეცს გზა მოუჭრა და სამჯერ დაახალა რევოლვერი. რასპუტინმა + ერთხელ კიდევ დაიგმინა და ჩაიკეცა. + - მოკვდა... გათავდა! - გადასწყვიტეს ყველამ. მერე მეორე ოთახში გავიდნენ და + თათბირი გაჰმართეს. + ცოტა ხნის შემდეგ კვაჭმა ისევ პირველ ოთახში გაიარა და პირქვე წაქცეულ გრიგოლს + დააცქერდა. მერე დაიკუზა და ხელში ხელი წაავლო. მკვდრის ხელი უცებ + ამოტრიალდა და კვაჭის რკინის სალტესავით შემოეხვია. + - მიშველეთ! მიშველე-ე-ეთ! - ჰხრიალებდა კვაჭი და გრიშკას ხელებში + ჰფართხალებდა. რასპუტინმა უცებ კვაჭის ხელი გაუშვა, წამოიწია, წაიკუზა და + ტალანში გავარდა. შეთქმულნი კვლავ აიშალნენ და კვლავ წმინდანს გამოუდგნენ, + თან ერთმანეთს უყვიროდნენ: + - დავიღუპეთ!... გაჰყევით! ... დაჰკარით!.. მოჰკალით!.. + ფელიქსის და კვაჭის ხელში იარაღმა გაილევა: + - ჩქარა, თორემ გაიქცა! + გრიგოლი სასახლის ბარში გავარდნილიყო. + კვაჭი ვეფხვის ნახტომით გაექანა, უკან ნაცრის ფერი იუსუპოვი მისდევდა. + რიჟრაჟმა მოატანა. გზა ოდნავ მოსჩანდა. საით გაიქცა? მარცხნივ? მარჯვნივ? + პირდაპირ? + კვაჭის უკნიდან სუსტი კვნესა მოესმა. მიიხედა. + ფელიქსი წაბარბაცდა და წაიქცა. + ამ დროს პურიშკევიჩი გამოვარდა: + - უშველეთ, გული წაუვიდა. + პურიშკევიჩი ფელიქსის რევოლვერს დასწვდა და კვაჭისაკენ გამოიქცა. + - სად არის?.. საით გაიქცა?.. + ბუჩქებიდან თოვლიან გზაზე ლანდი გამოვარდა: + - მიდის!..ჩქარა!.. + კვაჭმა ოც ნაბიჯზე დაუმიზნა და ესროლა. + - აპოლონჩიკ, შენცა? - დაიკვნესა გრიშკამ: - ეგრე გადამიხადე მადლი!? + კვაჭი რამდენიმე ნახტომით ხუთ ნაბიჯზე მიუვარდა და კიდევ ორჯერ დაახალა. + რასპუტინი წატორტმანდა, წაიჩოქა და თოვლში ჩაიფლო. მერმე ისევ წამოიწია და + ფოფხვით გაიქცა, თან დათვივით ბურტყუნებდა: + - ხვალვე ყველას ჩამოგახრჩობთ!..ჰარამზადებო!. ავაზაკებო!.. + ამ დროს პურიშკევიჩი მოვარდა. + - ესროლეთ! ესროლეთ! + კვლავ ესროლეს და ათიოდე ტყვიით დაუცხრილეს სხეული. + გრიშკა რკინის კბილებით და თითებით ებღაუჭებოდა ამ ქვეყანას: იკლაკნებოდა, + იგრიხებოდა, ჰგმინავდა და უცნაურს სიტყვებს ისროდა. + ერთხელ კიდევ მაინც წამოიწია და ცალ მუხლზე წამოდგა. + უცებ მოსულიერებული ფელიქსი მოვარდა: + - დაჰკარით! ესროლეთ! მოჰკალით! - ჰყვიროდა გაშმაგებული, აშლილი იუსუპოვი + და ბრინჯაოს დიდ შანდალს მომაკვდავს თავში ურახუნებდა. + თავი გაუსრისა და სისხლში ამოისვარა. + კვაჭმა და პურიშკევიჩმა გაკაპასებული და შერყეული ფელიქსი რასპუტინის გვამს + ძლივს მოაშორეს. + - თავადო, კმარა! გრიშკა უკვე მკვდარია... წავიდეთ, თორემ გავცივდებით. + - გამიშვით!.. მიმიშვით!.. დაჰკარით!.. მოჰკალით! - მაინც ჰყვიროდა და ისევ უძრავ + გრიშკასკენ მიიწევდა. მერე უცებ ხმა ჩაიკმიდა, მოეშვა, მოდუნდა და მიიბნიდა. + - აბა, ეხლა ნევაში ვუკრათ თავი მაგ მძორს! + გვამს ქურქი და კალოშები ჩააცვეს, ავტომობილში ჩაიგდეს და გაუტიეს. + ავტომობილში გვამი გასჭიმეს და გაასწორეს, როგორც მესამე მჯდომარე მგზავრი. + ერთ იღლიაში კვაჭი შეუჯდა. მეორეში - ლაზოვერტი. + - გასწი! ჩქარა! მიუშვი! - უყვირის კვაჭი კაპიტან სუხოტინს, რომელიც მანქანას + ქარივით მიერეკება. + მიჰქრის მკვდარ ქალაქში გაგიჟებული ავტომობილ და მიაქროლებს + თვითმპყრობელობის ღერძს, რომელიც კვაჭმა იმ ღამეს გამოაცალა გუმბათს. + მგზავრებს თავ-პირში სისინით და კვნესით ცივი ქარი ასკდება და პირსახეს + უსუსხავს. + კვაჭი თავს იდრეკს, იბუზება, იკუნტება და ავტომობილის ბუდის ძირში მიძვრება. + უკანა ბუდეში ჩაჩხირული გრიშკას მკლავი უცებ მოსხლტა და კვაჭის ძირში + მიძვრება. + კვაჭმა გველნაკბენივით წამოიწია და ცივ მკლავს ეცა, მაგრამ ის მკლავი გარკინდა და + გაშეშდა, მერე თვითონ გრიშკაც გადმოიხარა და მძიმე ლოდივით ზედ დააწვა, კვაჭი + ქვეშ მოიყოლა, დათვივით დაჰბუბნა, ააკვნესა და თვითონაც უცნაურად დაიხრიალა. + კვაჭმა რამდენჯერმე წამოიწია, მაგრამ ქურქში გაიხლართა და ის მძიმე ლეში ვერ + ასწია. + - მიშველეთ!..დამახჩოო!.. მიშველეთ!.. + შოფერს კვაჭის გმინვა არ ესმის. ავტომობილი გრიგალივით მიჰქრის. + ლაზოვერტი მოუხეშავად სწვალობს. + - მიშველეთ!.. დავიხჩვი!.. მიშველეთ!.. + ბოლოს, როგორც იყო, ამოძვრა და ამოვიდა. + - გააჩერეთ! შესდექით! + აფორიაქებული კვაჭი ავტომობილიდან გადმოხტა: + - არ მინდა.. არ წამოვალ... თქვენ წადით... + - რა ამბავია? რა მოხდა? + კვაჭი სთრთის და კბილებს აწკაპუნებს: + - არ მინდა... არ შემიძლიან... თქვენ წაიღეთ. + - თავადო, სირცხვილია! გონს მოდით! + - არ შემიძლიან... მეტის მეტია! + - თავადო, გონს მოდით სძლიეთ თქვენს თავს. უსუპოვი სუსტი ჭაბუკია, თქვენ კი + ვაჟკაცი ბრძანდებით, არ შეჰშვენის ასეთი ლაჩრობა დემირ-თეფეს გმირს, წმინდა + გიორგის ჯვრების კავალერს, ისიც ქართველს! სირცხვილია! + დემირ-თეფე? წმინდა გიორგის ჯვარი? ქართველი? + კვაჭის ეს სიტყვები ჩაქუჩივით მოჰხვდა თავში. შეინძრა და შეტოკდა, ძარღვები + დაიჭიმა და გულიდან შიშის ლანდი მოიხსნა: + - ხა-ხა-ხა! - გულიდან გადაიხარხარა, ავტომობილში ავარდა და გრიშკას საყელოში + ეცა:- გასწი! მიუშვი! გარეკე!.. შენ კი, წმინდაო მამაო, დამშვიდდი და სამუდამოდ + დაწყნარდი, თორემ ... - და გვამი შეანჯღრია და გააქან-გამოაქანა. + გრიშკა კვაჭის კბილებს უკრეჭავდა და თავს უკრავდა, თითქოს დასტურს აძლევდა, + ან მუქარას უთვლიდაო. კრესტოვსკის კუნძულზე, პატარა ხიდთან გაჩერდნენ და + გვამი იმ დილით ამოჭრილ ნაპრალში ჩაუშვეს. + იმ ნაპრალის ნაპირას ყინულზე გრიშკას ერთი კალოში დარჩა. + იგი ვერავინ შეამჩნია. + მეორე დღეს კვაჭმა სინკლიტს მოუყარა თავი. + ერთ დღეს მეფის რუსეთს პირველი მეხი დაეცა: რასპუტინი მოჰკლეს! - ამინ! ეგ ერთი + და სხვა ათასი! - აღტაცებით შესძახა კვაჭმა და იმავე საღამოს თავის სინკლიტს ასე + მიმართა: + - აღსრულდა! მთელ რეჟიმს დედა-ბოძი გამოვაცალე. შენობა გაიბზარა და გასკდა. ნუ + აჩქარდებით, დანარჩენი თავისთავად შესრულდება. თუ ვინიცობაა დამაპატიმრეს, + ცეცხლს შეუკეთეთ, ხოლო თუ ჩემი დახვრეტა განიზრახეს, ეს მყრალი, დამპალი და + დახავსებული ქვეყანა ცეცხლს მიეცით და ააფეთქეთ. ჩემი უკანასკნელი სათხოვარი + კი ეს არის: ჩემი თავი არ მოაკვლევინოთ, დროზე ააფეთქეთ, რადგან მინდა ერთხელ + კიდევ გავიხარო და ჩემი თვალით ვნახო იმ ხალხის დაღუპვა, ვინც ასე უმადურად + ჰყრის სანაგვეზე თავის... (კვაჭს უნდოდა ეთქვა: ჩემისთანა) ერთგულ შვილებს. + კვაჭის მიულოცეს ასეთი საშვილიშვილო საქმის შესრულება და ქედი მოიდრიკეს + მისი დიად ხასიათისა და თავდადებული პიროვნების წინაშე. + მესამე დღეს გრიშკას გვამი ნევაში იპოვნეს. ეს ამბავი მთელ ქვეყანას მოედო. რუსეთი + ყალყზე ადგა, პეტერბურგი აიშალა, სიხარულისგან ერთმანეთს ულოცავდნენ და + ჰკოცნიდნენ: მორწმუნენი პარაკლისებს იხდიდნენ და კელაპტრებს სწვავდნენ. + ყველას პირზე გრიშკას სიკვდილი დაეკერა. + პურიშკევიჩმა, ლაზოვერტმა და სუხოტინმა ფრონტს შეაფარეს თავი; დიდი მთავარი + დიმიტრიც სპარსეთის ფრონტზე გაჰგზავნეს, ხოლო თავადი იუსუპოვი თავის + მამულში გადაასახლეს. + კვაჭი სილიბისტროსთან იმალებოდა. + გრიშკას გვამი დედოფალმა დაისაკუთრა. იგი ჩესმის თავშესაფარში გადაიტანეს და + გრიშკას მეგობარს - მონაზონს აკილინას ჩააბარეს. + რასპუტინის ცოლი, ქალიშვილები და მახლობლები ჰლამობდნენ ცხედრის ნახვას და + გამოთხოვებას, მაგრამ დედოფლის ბრძანებით ახლო არავინ მიუშვეს. + აკილინამ ცხედარი განბანა, იარები ნელსაცხებელით აუვსო, ძვირფასი ახალი + ტანისამოსით შეჰმოსა, კუბოში ჩაასვენა, მის მკერდზე ჯვარი დაასვენა და ხელში + დედოფლის წერილი ჩაუდო. იმ წერილში ეწერა: + „ჩემო ძვირფასო წამებულო! მაღირსე კურთხევასა შენსა, რათა იგი იყოს თანამგზავრი + ჩემს ეკლიან გზაზე, რომელიც უნდა განვვლო ამქვეყნად, და მოვიგონებდე ცათა შინა + შენს წმინდა ლოცვებში. + ალექსანდრა“ + მეორე დღეს, სწორედ იმ დროს, როცა რუსეთი მკვლელის მარჯვენას ლოცავდა და + უფალს მადლობას სწირავდა, ჩესმის პატარა სამლოცველოში გასიებულ გრიშკას + თავს ადგნენ დედოფალი და მისი პირველი მეგობარი კარის ქალი - ვირუბოვისა. + სასოებით, მეტანიით და ცხარე ცრემლით ლოცულობდნენ და ჰგლოვობდნენ + თავიანთ იმედს, წმინდანს, ბურჯს, მეგობარსა და ქვეყნის მხსნელს. + მერე, როცა ტირილითა და დარდით დაოსდნენ, დაითენთნენ და მოიღალნენ, + გრიშკას სისხლიანი პერანგი წაიღეს და წავიდნენ. იგი პერანგი, ვითარცა პალადიუმი, + უწმინდესი სახსოვარი და მეფის გვარეულობის დამცველი, დედოფალმა სალოცავ + ხატად გაიხადა. + კვაჭი ელაგინის კუნძულზე იმალებოდა. + - ზოგი ჭირი მარგებელია, - ამბობდა სილიბისტრო: - აი ამბავი რომ არ დაგმართოდა, + კიდო ერთ წელიწადს ვერ გნახავდით. + - შვილო კვაჭი, - ეუბნებოდა პუპი: მეტის მეტად გეიზარდე და დეიბერე. რა შენი საქმე + იყო, რომე ვინცხა რასპუტინას გადაეკიდე! აწი თელი ქვეყანა შენ დაგდევს, რომ + დაგიჭირონ? + კვაჭი დაიჭირონ?! ამას მისი მტრები ვერ მოესწრებიან, უმალ თვითონ დაიღუპებიან. + ბესო ყოველ დღე მოდიოდა და ცხელ-ცხელი ამბები და ჟურნალ-გაზეთები + მოჰქონდა. + - მთელი ქალაქი რასპუტინის მოკვლას ლაპარაკობს, - ამბობდა ბესო: - გაზეთებიც + ბევრს სწერენ იმაზე, მთელმა ქვეყანამ გეიგო მკვლელების ვინაობა, მარა შენზე არავინ + ხმას არ იღებს. + - აკი გითხარი , ბესო, რომე ბევრი მტერი მყავს მეთქი, - უპასუხებდა გულნაკლული + კვაჭი: - ჩემმა მტრებმა ვითომ სიჩუმით უნდა მომკლან, მარა ვნახოთ, რას წეიღებენ. + ბოლოს ხომ ვინცხა გამოჩნდება და ჩემს თავგადასავალს ასწერს, აპა მაშვინ რაღას + იტყვიან აი კუდაბზიკა ჟურნალისტები და ისტორიკოსები? + კვაჭის მრავალი ძაფი ჰქონდა გაბმული გარეშე ქვეყანასთან, რომელიც (კვაჭი ამას + ნათლად და მკაფიოდ ხედავდა) დღითი დღე სივდებოდა, იბერებოდა და საცაა უნდა + გამსკდარიყო და აფეთქებულიყო. + ამბების წამღები და მომტანი ისევ ბესო იყო. დანარჩენებმა არც კი იცოდნენ კვაჭის + ბინა. სხვებს კვაჭი ერიდებოდა და მათი დაუდევრობისა ეშინოდა. ამბობდა: + უნებურად ჯაშუში არ მოიყოლონ, არ მოაგნონო. ამბობდა. + მაგრამ ხიფათს მაინც ვერ გადაურჩა. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი ერთ ხაფანგში გაბმისა და ამოძრომისა + + ერთხელ გადაცმული და გრიმიანი კვაჭი ოხტას უბანში გავიდა სინკლიტის წევრის + სანახავად და დარიგების მისაცემად. საქმე რომ გაათავა, კმაყოფილი შინისაკენ + მოდიოდა. ბესო ოდნავ ჩამორჩა. + უცებ ვიღაცამ საფეთქელზე ცივი ლითონი მიადო : + - შეჩერდით! ასწიეთ ხელები! იარაღი გაქვთ? არა? ეხლა ხელები უკან დაწიეთ და წინ + გამიძეხით. თუ ხელი გაგინძრევიათ აქვე გაგათავებთ. აბა, გასწით! + გრიმ-ჩამოგლეჯილი კვაჭი ჯერ ისე დაიბნა, რომ უსიტყვოდ დაემორჩილა და უცნობს + წინ გაუძღვა. + მერე გონება მოიკრიფე, გული გაიმაგრა და უცნობთან ასეთი დიალოგი გააბა: + - ზემლიაკ, ვინ ბრძანდებით? + - საიდუმლო პოლიციის აგენტი. + - გვარი? + - თქვენი საქმე არ არის. + - თქვენი გვარი ბეკარევია, გიცნობთ. + - გცნობივართ, მაგრამ გვარს რაღად მეკითხებით, თუ მიცნობთ? + - ისე გკითხეთ. რად დამაპატიმრეთ? სხვას ხომ არ ეძებთ? ხომ არ შესცდით? + - არა, არ შევმცდარვარ: თავად კვაჭანტირაძეს ვეძებდი და ვიპოვნე კიდევაც. + - უარს არ ვამბობ, სწორედ მიგიგნიათ. მაგრამ, ზემლიაკ, ერთი მიბრძანე, ჩემს + დაჭერაში რა საჩუქარს მიიღებთ? + - თქვენი საქმე არ არის. + - მართალი ბრძანებაა, მაგრამ ... მაინც?.. ეტლს ვეძებთ? მოითმინეთ, ნუ აჩქარდებით. + ცოტა მოვილაპარაკოთ. არ წააგებთ. + დიაღ, არ წააგებთ მეთქი! მაშ ასე: ჩემი დაპატიმრებისათვის უნდა მიიღოთ + ცოტაოდენი წარმატება და ... ასიოდე, თუნდა ორასი მანეთი. + - მერე თქვენი რა საქმეა? + - სწორედ ჩემი საქმეა. მოვრიგდეთ. + - გაჩუმდით, თორემ... + - ხუმრობა იქით იყოს. ათასი ინებეთ. + - ნუ სულელობთ! გასწით! + რა დროს სულელობაა?! ისიც გაიხსენეთ, რომ დღეს თუ ხვალ ახალი დრო დადგება, + მეგობარი დაგჭირდებათ... მოიფიქრეთ. + ათასმა მანეთმა და მომავალმა ხიფათმა გასჭრეს: აგენტი ჩაფიქრდა. ყინული + თანდათან ლხვებოდა. ბოლოს, გაიბზარა და გატყდა: + - ათასი მანეთისთვის ხელს არ გავიჭუჭყიანებ. + - ორი იყოს. + ხუთი. ეხლავე გავათავოთ. + კეთილი, მაგრამ ზედ ფული არა მაქვს. შევიდეთ სადმე, ცოტა ვივახშმოთ და მერე ჩემ + სახლში წავიდეთ. + აგენტი ისევ ჩაფიქრდა. მერე შიშს სძლია და დასთანხმდა. + ერთ პატარა რესტორანში შევიდნენ, კუთხეში მისხდნენ და საჭმელ-სასმელი + მოითხოვეს. ბესო შემოვიდა და შორი-ახლოს მეორე მაგიდას მიუჯდა. რესტორანი + ცარიელი იყო. + კვაჭმა და ბესომ ერთმანეთს რაღაც ანიშნეს და ის რესტორანი მოათვალიერეს. + მერე ბესო მეორე კარებთან სახლის ეზოში გავიდა და ათიოდე წუთის შემდეგ + დაბრუნდა. ისევ ერთმანეთს ანიშნეს. + შემდეგ ბესომ ქაღალდის ნაგლეჯზე ხუთიოდე სტრიქონი დასწერა, დახლთან + მივიდა, არაყი მოითხოვა. იმავ დროს კვაჭიც წამოდგა, აგენტიც აიყოლა და ისინიც + დახლს მიადგნენ. უმალ ბესოს ბარათი კვაჭის ჯიბეში გადავიდა. + დალიეს და შეზარხოშდნენ. აგენტი გაიჭყიპა და აჭიკჭიკდა. ანგარიში გაუსწორეს და + წამოვიდნენ. + კარებს რომ მიადგნენ, უცებ ელექტრონი ჩაჰქრა და მთელ დარბაზში წყვდიადი + ჩამოწვა. + კვაჭი თვალის დახამხამებაზე აგენტს ჩამორჩა და კარების უკან აიტუზა. იმავ წამს + ბესომ დარბაზი და ფეხის ბრახუნი ასტეხა. + - შესდექით! შესდექით, თორემ გესვრით! - ყვირილით გადასჭრა აგენტმა ბეკარევმა + იგივე დარბაზი და ეზოში გავარდა. + ქუჩის კარებში აჩრდილი გასხლტა. + დარბაზი კვლავ განათდა. ბესო არხეინად ისევ თავისს ალაგას იჯდა. კვაჭი აღარსად + იყო. ეზოდან აგენტის ხმა მოისმოდა: + - დაიჭირეთ! გაიქცა! დაიჭირეთ! გოროდოვოოოი! + მეკარევი ისევ იმ დარბაზში შემოვარდა. ასტყდა ჩოჩქოლი და სირბილი. ბესო იმ + აგენტს წინ აეყუდა.: + - რაო, ტუსაღი გაგექცათ? გონება მოიკრიფეთ! როგორ შეიძლება მაგისთანა ამბის + გამოქვეყნება! თქვენ და ტუსაღს აქ რა გინდოდათ? დაგაპატიმრებენ, სამსახურიდან + დაგითხოვენ. + ძლივს შეიგნო იმ აგენტმა ბესოს ნათქვამი. შეიგნო, შეშინდა და იქ მყოფთ შეეხვეწა: + - ნუ დამღუპავთ... გაჩუმდით... ცოლ-შვილიანი ვარ... სთქვით, ვიღაც მთვრალი + ყვიროდა თქო. + აგენტს პოლიციელი შეეფეთა: + - არაფერი, ზემლიაკ, არაფერი ... წავიდეთ...ვიღაც მთვრალი ჰყვიროდა...წავიდეთ, + თუმცა მოდი ჯერ თითო არაყი დავლიოთ. + ჯერ თითო არაყი ჰხუხეს და ჩაახველეს, მერე მიჰყვნენ და რიჟრაჟს იმ რესტორანში + დაუხვდნენ. + ბესო ფეხაკრეფით გავიდა. მერე მარცხნივ შეუხვია და სიბნელეში შთაინთქა. + + + + + + + + + + + + + + ამბავი ხელახლად ხაფანგში გაბმისა, ყულფიდან + გამოძრომისა და ქვეყნის აფეთქებისა + + კვაჭი და ბესო ერთმანეთს დანიშნულ ადგილას შეჰხვდნენ. - აჰ, ამეღამ სახლში ვეღარ + წავალ, - სთქვა კვაჭმა: - წამო, ამხანაგები ვნახოთ. საცაა გათენდება. შენ + სილიბისტროსთან წახვალ და გეიგებ, ჩვენს ბინას ხომ არ მიაგნეს. თუ იქინე + მშვიდობიანობაა, დავბრუნდები. + ორივენი საამხანაგო ბინაში შევიდნენ და უმალ ყველანი წამოშალეს. ასტყდა + ჩოჩქოლი, ჟრიამული და სიხარული. + - შუქურ ალლაჰ! - იძახდა ჯალილა: - ჩონი კნიაზი ერთხელ კიდევ მაჩვენა ალლაჰმა. + - სუპერ-კარაპეტას მადლსა ვფიცავ, რომ შენი ნახვა ასე არ გამხარებია, როგორც დღეს + გამეხარდა რაღა! - იძახოდა სედრაკა: - აბა, ჯალილა, სუფრა გაშალე! გაბო, შენც + დატრილადი! + მარდად დატრიალდნენ, მალე სუფრას მოუსხდნენ და შეაყოლეს. რიჟრაჟზე კვაჭი + ამეტყველდა: + - ამხანაგებო! სამი დღის შემდეგ უნდა იფეთქოს. ვინ იცის, იქნება იმ ნანგრევებში + ჩვენც მოვყვეთ. იქნება დღეს ერთმანეთს ვხედავთ და უკანასკნელად ვქეიფობთ. რაც + უნდა მოხდეს, ერთი რამ მაინც უნდა იცოდეთ: ჩემმა მტრებმა პირი შეჰკრეს და + გადასწყვიტეს ჩემი დასაფლავება სიჩუმით და დუმილით. მაგრამ, მეგობრებო, თქვენ + უნდა შემომფიცოთ, რომე ჩემი ცხოვრების ამბებს არ დავიწყებთ და საქვეყნოდ + გამეიტანთ. + - ვფიცავთ! ვფიცავთ! - იგრიალეს ამხანაგებმა. + - დიაღ, თუ ცოცხალი დავრჩი, მაზეგ დილით აქ მომელოდეთ, და თუ არ მოვედი, + აქედან ეკლესიაზე წადით და პანაშვიდი გადაიხადეთ. ბესო, დაბრუნდი? აფერია ჩემ + სახლში? კაი, მაშ მივდივარ. აბა, მშვიდობით, ამხანაგებო! - ყველას გადაეხვია, + დაჰკოცნა და გავიდა. + ერთი ქუჩა რომ გაიარა და მეორეში შეუხვია, კუთხეში პირისპირ აგენტს ბეკარევს და + პოლიციელს წააწყდა: + - შესდექით! ვახლავართ თავად კვაჭანტირაძეს! ეხლაც წამიხვალთ? + - მეტი გზა არ არის. წავიდეთ. ასეთი ბედი მქონია. + კვაჭი და მთვრალი აგენტი ეტლში ჩასხდნენ და წავიდნენ. + - სახლში წამომყეთ და ხუთი ათასი მიიღეთ, კვლავ ვაჭრობდა კვაჭი. + - ათი ათასი, მორჩა და გათავდა! + სანამ კვაჭი და ბეკარევი ვაჭრობდნენ, ეტლი საჟანდარმო სამმართველოს + მიუახლოვდა. უცებ იმ ეტლს მეორე ეტლი წამოეწია და იმ ეტლიდან მხიარული ხმა + მოისმა: + - ა-ა, თავად კვაჭანტირაძეს ჩემი სალამი! როგორ ბრძანდებით? როგორ გიკითხოთ? - + და ეტლიდან ჟანდარმი პავლოვი გადმოხტა და კვაჭის ეტლიც შეაჩერა: - რა + მოგივიდათ, ენა წაგერთვათ? არა უშავს რა, ჩვენ ამოგიდგამთ. აბა, წამობრძანდით. + პავლოვმა კვაჭს მკლავში ხელი გაუყარა და წაიყვანა, ხოლო პირში + ჩალაგამოვლებული ბეკარევი ორივეს კბილების კრაჭუნით მისდევდა. + ოცი წუთის შემდეგ კვაჭი გახარებული პავლოვის წინ იჯდა და ცივ ოფლში + იწურებოდა. + - საიდან სად შევხვდით! - ამბობდა პავლოვი და კვაჭს პაპიროსსა და ჩაის + სთავაზობდა. ათი წლის წინათ ადესაში კარგი მეგობრები ვიყავით, ეხლა კი... + - ეხლა კი? - ჰკითხა კვაჭმა და პავლოვს თვალი გაუსწორა. - განა არ შეიძლება ეხლაც + დავმეგობრდეთ? + - არა, შეუძლებელია. - ყინულოვანი ხმით მიუგო პავლოვმა. + - მე კი მგონია, რომ შეიძლება მაშინდელზე ასჯერ უფრო მჭიდროდ დავმეგობრდეთ. + - ასჯერ? ჰმ! მესმის, მაგრამ... არ მოგატყუებთ: ეხლა ჩვენი დამეგობრება ყოვლად + შეუძლებელია. თქვენი საქმე სასახლეშიაც კი იციან. გარდა ამისა, ისეთი საბუთები + გვაქვს, რომ თქვენი საქმე დასრულებულად მიგვაჩნია. აბა, ეხლა საქმეს შევუდგეთ. + თავიდანვე გირჩევთ: ნუ გაჯიუტდებით, სულ ერთია, უარი ვერაფერს გიშველით. მაშ + დავიწყოთ. + დაიწყეს. ორ საათს ერთმანეთი ოფლში სწურეს და აწამეს. კვაჭი ჯორზე შეჯდა, + ახირდა და „არას“ გარდა ყველა სიტყვები დაივიწყა. + - ისაკა იდელსონი კი მისი ცოლი მომიყვანეთ, - ბრძანა ბოლოს პავლოვმა. + კვაჭი გულის ფანცქალით ელოდა იდელსონების შემოსვლას. ათი წუთი ათ საათად + გაიჭიმა. + კარებში რებეკა და ისაკა გამოჩნდნენ. კვაჭმა ძლივს იცნო ოდესღაც ქერა + მზეთუნახავი. ორივენი გაცრეცილიყვნენ და ათი წლით დაბერებულიყვნენ. ისაკამ + და რებეკამ კვაჭს არ შეჰხედეს, თავჩაღუნულებმა გვერდით გაუარეს, დასხდნენ და + კედელს მიაჩერდნენ. + - იცნობთ თუ არა ერთმანეთს? - ჰკითხა კვაჭს პავლოვმა. + - ძალიან კარგად! - ფიცხლად და მტკიცე ხმით უპასუხა კვაჭმა. - ისაკა იდელსონი და + მე მოსისხლე მტრები ვართ, ხოლო რებეკა ჩემი წინანდელი საყვარელია, რომელიც + ღალატისთვის გავაგდე. + და უმალ ისეთი კოხტა ისტორია გამოაქანდაკა, რომ ხუთიოდე წუთს ყველანი + ერთმანეთს პირდაღებულნი შესცქეროდნენ. + - აღარ გახსოვთ პარიზი? - ეკითხებოდა კვაჭი იდელსონებს. - ასე მალე დაივიწყეთ? + რები, მართალი სთქვი, იყავი თუ არა ჩემი საყვარელი? სთქვი მეთქი თორემ, სულ + ერთია, დაგიმტკიცებ. + - ჰო... ვიყავი... დიაღ, ვიყავი, მაგრამ... - ჰბუტბუტებდა რებეკა. სიტყვა ვეღარ + დაამთავრა და აქვითინდა, ხოლო ისაკა ხუთ წუთში უარესად დაბერდა და გაიცრიცა. + კიდევ ორ საათს აწამეს და დაჰღალეს ერთმანეთი, სამმა კაცმა და ერთმა ქალმამ, + მაგრამ კვაჭს „ჰო“ ვერ ათქმევინეს. + - წაიყვანეთ! მომაშორეთ! - დაიძახა ბოლოს პავლოვმა და სამივენი ცივსა და ბნელ + საკნებში ჩაჰგზავნა... + საღამოზე პავლოვმა კვლავ დაიბარა კვაჭი და კვლავა ჩასწვდა პირში მარწუხებით, + მაგრამ კვაჭს ფესვმაგარი კბილი მაინც ვერ ამოჰგლიჯა. მერე ხან დაუყვავა, თავზე + ქონი წაუსვა, გაუღიმა და პატიება აღუთქვა, ხან კიდევ მრისხანედ შეუტია, ფეხები + დაუბაკუნა და სახრჩობელა მოაგონა, მაგრამ კვაჭმა „არა“ თუთიყუშივით დაიზეპირა + და „ჰო“ სამუდამოდ დაივიწყა. + - კეთილი, ეგრე იყოს! - უთხრა პავლოვმა, - მიბრძანდით. სულ ერთია, ზეგ დილით + ჩამოგახრჩობთ და თქვენ გვამს ძაღლებს გადავუგდებთ. + - ზეგ დილით? - გაიღიმა კვაჭმა - ზეგ დილით? კეთილი. ვნახავთ, ზეგ ვინ ვის + ჩამოახრჩობს. + - რაო? იმუქრებით კიდევაც?! ვითომ რის იმედით? + - მაგაზე ზეგ მოვილაპარაკოთ. ოღონდ ზეგ ათ საათამდე მაცოცხლეთ და მერე თქვენ + თვითონ ნახავთ. ეხლა კი გეახლებით. მშვიდობით ბრძანდებოდეთ! + პავლოვს ზრდილობიანად დაუკრა თავი და საკანში ღიმილით დაბრუნდა. + მეორე დღეს ჩვენება აღარ ჩამოართვეს. მესამე დღეს, შუაღამემ რომ მოატანა, სამივენი + სამხედრო სამართლის წინაშე წააყენეს. და ვექილად ვიღაც კაპიტანი მიუჩინეს. + ხუთ წუთში ოქმი წაუკითხეს და სამივეს ურჩიეს: + - დანაშაულობაში გამოტყდით. + - არასოდეს!.. -მკვახედ უპასუხა კვაჭმა. + ისაკამ და რებეკამ ყველაფერი გადმოალაგეს, მერე ატირდნენ და მუდარა დაიწყეს. + - აქედან რომ სტოკჰოლმში ჩახვედით, ვინ დაგიხვდათ სადგურზე? - ჰკითხეს კვაჭს. + - არავინ. + - ვისგან მიიღეთ მეორე დღეს ჩეკი N:137429 ერთი მილიონი კრონის? + - არავისგან. + - აი, თქვენი ხელმოწერილი ჩეკი. გამოტყდით. + და ჩეკის ფოტოგრაფიული სურათი წარუდგინეს წარწერით: „მივიღე, თავადი + კვაჭანტირაძე“ + კვაჭი აილეწა. მაინც თამამად მიახალა: + - ყალბია! + ნახევარ საათში ყველაფერი გათავდა. უკბილო გენერალმა, თავმჯდომარეს, განაჩენი + წაუკითხა: + - თავად კვაჭანტირაძეს, ისაკა იდელსონს და რებეკა იდელსონს ღირსება-უფლება + აეყაროს და ჩამოხრჩობა მიესაჯოს. წაუკითხეს და მაშინვე დარბაზიდან გაიპარნენ. + რებეკამ შეჰკივლა და ჩაიკეცა. ისაკას ხმა არ ამოუღია. კვაჭანტირაძემ ფერი შეიცვალა, + მაგრამ წარბიც არ შეიხარა. დარბაზს თვალი გადაავლო, თავის ამხანაგებს და ელენეს + გაუღიმა და დაუძახა: + - ნახვამდის, მეგობრებო! ზეგ დილით გნახავთ! + მეგობრებს იმ კედლების ფერი ედოთ. + კვაჭი პეტრე-პავლეს ციხეში გადაიყვანეს და ნესტიან საკანში შეაგდეს. რკინის სკამზე + ჩამოჯდა და ჩაფიქრდა. + ამ ფიქრში ერთი დღე-ღამე გავიდა და მეორე ღამეც მიიწურა. + რაო, რა სთქვა უკბილო გენერალმა? თავადი კვაჭანტირაძე უნდა ჩამოახრჩონ? + სილიბისტროს შვილი კვაჭი?! კვაჭიკო?! + „აჰ, მაი სისულელეა, მეტი არაფერი!“ + მაინც გულში ჭინკა ჩაუჯდა, შიგანური დაუკაწრა და ჩაიხითხითა: + - ვითომ რაო, ვერ გაგიბედავენ? + - მე გამიბედავენ?! მეფის ნათლულს, ტახტის მარჯვენას! + - იხი-ხი! - გულიანად აწრიპინდა ჭინკა: - ერთხელ მაინც სთქვი მართალი შენივე + სინდისის წინაშე, ეხლა ვიღას ერიდები? აბა, გაბედე... დაიწყე, შენა ხარ მეფის + ნათლული? შენ ემსახურებოდი ტახტს ერთგულად? + - დემირ-თეფეს გორა? ვინ გადაარჩინა იმდენი ხალხი სიკვდილსა და სირცხვილს? + - მე, მე გადავარჩინე! დიაღ, მე! ხორცი შენი იყო, სული კი ჩემი. ქუდმოგლეჯილი + მორბოდი. შიშისგან გული მიგდიოდა. მე ჩაგიჯექი სულში და მე აგიყვანე დემირ- + თეფეს თავზე. შენი გმირობა მთელმა ქვეყანამ გაიკვირვა, რადგან კარგად + გიცნობდნენ და შენგან ასეთ თავგანწირულებას არ მოელოდნენ. სხვებზე უფრო შენვე + გაოცებდა შენი ნამოქმედარი. + - ვინ ოხერი ჰგდიხარ, რომ ჩემს გმირობას იჩემებ? + - ხი! ხი! აქამდის არ მიცნობ? გთხოვთ მიცნობდეთ: მე გახლავართ კვაჭი + კვაჭანტირაძე, სილიბისტროს შვილი. + - ნუ სულელობ! კვაჭი მე ვარ. + - მეც კვაჭი გახლავარ. არც აშორდიას ნააზნაურალი ვარ, არც ნათავადარი, არც + ნაკამერ-იუნკრალი, არც ჯიბგირი, არც ალფონსი და არც მოღალატე. ნამდვილი კვაჭი + მე ვარ, მე! + - რას ჩამაცივდი? რა გინდა ჩემგან? + - მინდა შენგან ერთხელ მაინც გავიგონო მართალი სიტყვა., საცაა ჩამოგახრჩობენ, + ეხლა მაინც ნუ ორპირობ. + - რა ოხრად გინდა სიმართლე? მართლის თქმა ყველას შეუძლიან, - ტუტუცს, ველურს + და ძუძუმწოვარსაც. + - წრფელი გული? + - წმინდანი ხომ არა ვარ! + - ერთგულება? + - ნიკოლოზის და გრიშკას ერთგულება?! ჯერ არ გავგიჟებულვარ. + - ეხლა ხანს რომ პირი იბრუნე, იმ ხალხს ერთი გული მიუტანე? + - ხმა! კრინტი! დამეკარგე აქედან! + და გამწარებული კვაჭი თავის ორეულს დაეძგერა, მაგრამ მხოლოდ ჰაერს დაეტაკა. + - ხი-ხი! - გულიანად ჩაიხითხითა ჭინკამ და კარების ვიწრო ნაპრალში გაიძურწა. + კვაჭიც კარებს ეცა და ორივე მუშტი დაუშინა: + - Чаво тебе? Чаво стучишь? - რა გინდა, რას არახუნებ? + - პაპიროსი! ჩქარა ერთი პაპიროსი! + - Чавооо? + - ერთი პაპიროსი მეთქი, ერთი მაინც! + დარაჯი უსიტყვოდ მიტრიალდა და არხეინად აბაკუნდა. + კვაჭიც მოტრიალდა და გრიშკა რასპუტინს წააწყდა. წმინდანი სისხლიან თავს + აცანცარებდა და ამბობდა: + - ეგრე გადამიხადე მადლი?.. + გაფითრებული კვაჭი ჯერ კედელს მიეხეთქა, მერმე წმინდანს ეცა, მაგრამ კვლავ + ჰაერს დაეტაკა. საკნის ჯურღმულიდან ვერა სიდოროვამ ამოანათა, მერმე ვოლკოვის + ქვრივმაც გამოჰყო თავი, მათ მოჰყვნენ ტანია, ელენე, სოფიო შივაძე, ინსპექტორი + ჰოფშტეინი, ნადია არმელაძე, ვერა კალოშვილი და კვაჭის მრავალი უცნობ-ნაცნობი + მსხვერპლი. ყველანი მიესივნენ მას - ჯერ ცალ-ცალკე და მერმე ერთად. ზოგნი აქეთ + ეწეოდნენ, ზოგნი იქით, ზოგნი აფურთხებდნენ, სწეწავდნენ, ხარხარებდნენ და + გაჰკიოდნენ: + - ეგრე გინდა! ეგრე გინდა! დღეს ჩამოგახრჩობენ! ჩამოგახრჩობენ! ახია შენზე, ახი! + კვაჭი ხან ერთს ეცემოდა, ხან მეორეს გამოუდგებოდა, ხან მესამეს აქცევდა და ზედ + აჯდებოდა. მერმე ციბრუტივით დატრიალდა და ხელებისა და ფეხების ქნევით + აყვირდა და აღრიალდა: + - მიშველეთ! მიშველეთ! + - Чаво орешь? - ჰკითხა საკანში შემოსულმა დარაჯმა. - რასა ბღავი? + პირგათეთრებული და ხელებდასისხლიანებული კვაჭი უგონოდ ეგდო რკინის + საწოლზე. ცივმა წყალმა და ყურების დასრესამ მოასულიერეს. + - ნუ ჰყვირი, ყვირილით ვერაფერს ვერ გაიტან. ერთი საათიც მოითმინე და მერე + ყველაფერი გათავდება... - დინჯად ურჩია დარაჯმა და გავიდა. + კვაჭს აზვირთებული სული თანდათან დაუმშვიდდა და მოულბა, კვლავ ჰფიქრობდა: + „მაშ უნდა ჩამომახრჩონ? ამხანაგები არ მიშველიან? იქნება დაიგვიანონ? მაშ... ნუ თუ? + .. სისულელეა! ნუთუ დროზედ არ დაიწყობენ? იქნება დაიგვიანონ?.. მაშ... ნუთუ?... + სისულელეა! ვერ დავიჯერებ! როგორ გაჰბედავენ! ალბათ მაშინებენ... ჩემი მოდრეკა + უნდათ, თვარა... თუმცა ვინ იცის, -იქნება ეხლა სახრჩობელასაც აშენებენ... ღმერთო + დიდებულო! + და ღმერთი რომ ახსენა, სულში უხილავი ვინმე ჩაუფრინდა: + - მოვიდა ჟამი აღსასრულისა მოინანიე შეცოდებანი შენნი. საცაა წარსდგები წინაშე + უფლისა შენისა. + კვაჭი გაირინდა. აყუჩებული გული უხილავს მისცა და გაჰყვა. უცებ მიჰხვდა და + გაიგო. რომ ერთი ან რამდენიმე საათის შემდეგ კვაჭი ამ ქვეყნად აღარ იქნება. კვაჭი + მოკვდება... საუკუნო წყვდიადსა და არარაობაში გადასახლდება... იქ არც წყვდიადი + იქნება, არც დრო, არც სივრცე ...არც არარაობა იქნება... მაშ მეც იმ არარაობაში + ვიცხოვრებ ... მაშ... რაო, აღარც მე ვიქნები?! ეს ხომ სრული უაზრობაა! შეუძლებელია! + - იქნები! - ტკბილად ჩასჩურჩულებს უხილავი: - შენ უკვდავი ხარ... ადამიანი + უკვდავია, მარადიულია ... მე წაგიყვან „იქ“ „იმასთან“ და შენი სიცოცხლე იქნება + მარადიული, მუდმივი და უკუნითი უკუნისამდე. ილოცე და მოგეტევება + ...შეჰღაღადე და მოგენიჭება. + - მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა! .. - გულის თრთოლვით წაიჩურჩულა კვაჭმა + და ხელები აღაპყრო ზეცით: - რომელი ხარ ცათა შინა... წმინდა იყოს სახელი შენი. + მოვედინ სუფევა შენი. იყავ ნება შენი... + უცებ ლოცვა შესწყვიტა. აღარ იცოდა, ვისთვის ან რა უნდა ეთხოვნა. დამბალი გული + ისევ შეეკუმშა და გაკაჟდა. უხილავიც სულიდან ამოუფრინდა. + - აჰა, სისულელეა მაი! - წაიბურტყუნა კვაჭმა და გაგიჟებული მხეცივით გალიაში + დატრიალდა. + მერმე ისევ კარებს დაეძგერა: + - პაპიროსი! თუნდაც ერთი პაპიროსი მომეცი და რაც გინდა, მომთხოვე! + დარაჯმა მხოლოდ ერთი სიტყვა გამოუწერა თავის უკბილო ორმოდან: + - Чичас. - ეხლავე. + და ისევ არხეინად აბაკუნდა. + ათი წუთის შემდეგ რკინის რაზამ დაიჭახუნა და ნაჭედმა კარმა დაიჭრაჭუნა. + ბებერ დარაჯს, უბრალო და უთვალო ინვალიდს, ერთ ხელში პაპიროსი ეჭირა, + მეორეში მარწუხი. შავი ორმო-პირი ააცმაცუნა და ძლივს წამოაგდო: + - ჯერ კბილი მომეცი. + - რაო? + - კბილი მომეცი მეთქი. + კვაჭმა საკანი მოათვალიერა: + - კბილი? რა კბილი? + - შენი კბილი, შენი ოქროს კბილი. + - ხომ არ გაგიჟებულხარ! + - მე? სულაც არა. მე სრულ ჭკუაზე ვარ. + და ორმო-პირი ისე დაიღრიცა, თითქოს გაიღიმაო, და ლობიოსოდენა ნაცრისფერი + თვალიც ჩაბჟუტა. + - ახალი ტუსაღი ხარ და იმიტომ არ გესმის. რად გინდა ეგ ოქროს კბილი? თან ხომ არ + წაიღებ? სულ ერთია, ერთი საათის შემდეგ ჩამოგახრჩობენ. + - მერმე? + - რად გინდა მეთქი ეგ ოქროს კბილი? საიქიოში ხომ არ წაიღებ? ი-ი-იჰ, ვინ იცის, + რამდენს დავაძრე ოქროს კბილი აი, ამ მარწუხით. ჯერ გაოცდებიან ხოლმე, მერმე კი + მნებდებიან. ნუ შეშინდები, კბილის დაძრობაში გამოცდილი ვარ და ისე ამოვგლეჯ, + რომ ვერც კი გაიგო. + - ერთ პაპიროსს აგრე ძვირად ჰყიდი? + - ზოგს პაპიროსს ვაძლევ, ზოგჯერ კი უკანასკნელ წერილს გამოვართმევ და + მშობლებს გავუგზავნი. + - გამოართმევ და დაჰხევ, არა? სულ ერთია, ვერავინ ვერ გაიგებს. + - ни-ни-ни! - შიშით წაიჩურჩულა მოხუცმა, და პირჯვარი გადაიწერა: - ღმერთმა + დამიფაროს! უკანასკნელი წერილი ისეთი წმინდა რამ არის, რომ... + - მაშ ჩემ წერილსაც გაჰგზავნი? + - მაშა! დაგმარხავთ თუ არა, ჯერ ეკლესიაში შევალ, შენთვის ვილოცებ და შემდეგ იმ + წერილს ფოსტის ყუთში ჩავაგდებ! + კვაჭს თვალები უბრწყინავდა. იმის აქაფებულ ტვინში რაღაც აზრი ელვის სისწრაფით + ამუშავდა. + - კეთილი... თანახმა ვარ... წერილი შენვე მიუტანე მამაჩემს, ას მანეთს გაჩუქებს. + ახლოს სცხოვრობს. საწერ-კალამი და ქაღალდი მომეცი. + - Чичас... чичас... - აცქმუტუნდა მოხუცი. + კვაჭი ტახტზე წამოწვა და გაინაბა. მოხუცმა ფანქარი და ქაღალდი შემოიტანა. + - მაგიდაზე დადე - არხეინად უთხრა კვაჭმა. + მოხუცი საკანში შემოვიდა და კუთხისკენ წავიდა, სადაც კედელზე რკინის პაწაწინა + მაგიდა იყო მიკრული. + იმავე წამს ტახტიდან ვეფხვმა იხტუნა და საკანში მოკლე ხრინწი გაისმა. კვაჭმა + ნაცადი ბანდიტური ხერხი იხმარა: + მან მოხუცი თვალის დახამხამებაზე ზურგით ზურგზე მოიგდო, მარჯვენა ხელი უკან + გადაიგდო და დარაჯს ყელზე გადააჭდია, მარცხენაც უკან გაიტარა და მოხუცის + ატლინკებული ფეხები მობღუჯა. კარგა ხანს იდგა წაკუზული კვაჭი, კარგა ხანს + ეკიდა ზურგზე წელში გადაზნექილი გაგუდული მოხუცი. მერმე ტახტზე ჩამოუშვა + და ფოლადის თითები ყანყრატოში წაუჭირა. + გატიკული მოხუცი გაყინულ ლობიოს თვალით ჩაციებით შესცქეროდა კვაჭს, თან + კვაჭის უმადურობას მოღრეცილ ორმო-პირით ჰკვირობდა. + ხუთი წუთის შემდეგ დარაჯის ტანისამოსში გადაცმული კვაჭი ფეხაკრეფით მივიდა + ეზოს კარებთან. შორს კუთხეში სახრჩობელა გალაჯულიყო. + „ჩემია“ - გაიფიქრა სილიბისტროს ძემ და შეთრთოლდა. + ბინდი უკვე გატეხილიყო. ჰყინავდა. ეზოში ავტომობილი შემოცურდა, გაჩერდა და + გუგუნი ასტეხა. ავტომობილიდან ქურქში გახვეული სამხედრო კაცი ჩამოხტა და + ციხის კანცელარიაში შევიდა. + კვაჭმა წუხანდელი ბრალმდებელი იცნო, რომელიც კვაჭის სიკვდილს მოითხოვდა. + ავტომობილი მოტრიალდა და ისევ იქვე გაჩერდა. + შოფერიც ჩამოხტა და ყაზარმაში შევიდა. + კვაჭმა თავი დაჰღუნა და ეზო სირბილით გადასჭრა. + ერთი წუთის შემდეგ ის ავტომობილი ჭიშკარისკენ დაიძრა. ნამძინარევმა დარაჯმა + მაშინვე გააღო კარი და მხოლოდ შემდეგ მოიფშვნიტა თვალები. + ეზოში ჩოჩქოლი ასტყდა. ქუდმოგლეჯილი შოფერი ხელების ქნევით და ყვირილით + მირბოდა: + - დაიჭირეთ! ესროლეთ! + ავტომობილმა თვალის დახამხამებაზე გადაირბინა სამების ხიდი, მერმე ისარივით + გადაჭრა მარსის მოედანი, ახლო-მახლო ხვეულებში შეერია და ერთ კუთხეში + გაჩერდა. კვაჭი გადმოხტა, სირბილით მიუხვ-მოუხვია, ამხანაგების ბინაში შევარდა + და დაიძახა: + - ამხანაგებო! ადექით! წამოდექით! ჩქარა, ჩქარა მეთქი! + ჩაუცმელი, დაფეთებული და დარეტიანებული მეგობრები უმალ გარს შემოეხვივნენ + დედაბოძივით აშოტილ ბელადს, რომელიც იმ წუთში ისევ ისე გამოიყურებოდა, + როგორც დემირ-თეფეს სერზე. + - მე ჩემი დაპირება შევასრულე და დანიშნულ დროს დანიშნულ ადგილზე მოვედი. + ათ წუთში ყველანი ყელამდე იარაღში ისხდნენ. + - დანარჩენებსაც დაუძახეთ! + ეს ამბავი 1917 წ. 26 თებერვალს მოხდა. + აუსტერლიცის დილა იყო. + ორი მარადიული მტერი პირისპირ შეჰხვდნენ ერთმანეთს. + იმ დღეს კვაჭმა საქმითაც სავსებით გაამართლა თავის ღირსეული წინამორბედი + ნაპოლეონი, რომელსაც ათიოდე წლის წინათ უნებურად მოჰპარა სახელი. + არასოდეს არც ერთ სარდალს არ გაუცია ისეთი მოკლე, მრისხანე და მკაფიო ბრძანება: + იმ დღეს დახავსებულს, დამპალს და ფუტურო იმპერიას თავს დატყდა უმაგალითო + რისხვა და მეხი. + ის უზარმაზარი შენობა, რომელიც ათას წელიწადს ათასი მილიონი კაცის ოფლით და + სისხლით აშენდა, უცბად შეირყა, საზარელი ჭექა-ქუხილით ჩამოინგრა და მისი + ბინადრები, მცველნი და დარაჯნი ქვეშ მოიყოლა. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + კარი მეექვსე + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი ახალი პარტიის დაარსებისა და ახალი + ხიდის აშენებისა + + 27 თებერვალს დილით, კვაჭი სავარძელში ჩაჯდა და ტელეფონს დასწვდა. + იმ სავარძელს და ტელეფონს ორ დღე-ღამეს არ მოჰშორებია. + მისი ამხანაგები ქვეყნის რღვევას და სისხლის ღვრას ხან ჭიშკრიდან უყურებდნენ, ხან + ფანჯრიდან გასცქეროდნენ, ხან ცხვირს ქუჩაში გაჰყოფდნენ და ხანაც როცა ახლო- + მახლო სიჩუმე ჩამოვარდებოდა - ქუჩის კუთხემდის მიიპარებოდნენ, მგზავრებს + გამოჰკითხავდნენ, ჰაერს დაჰსუნავდნენ და ბელადს ახალ ამბებს მიუტანდნენ. + ჭიპუნტირაძე წამ-და-უწუმ კვაჭთან შევარდებოდა ქუდმოგლეჯილი და თმების + გლეჯით ჰკიოდა: + - დევიღუპეთ! თავს უშველეთ! + ბესო ღიმილით შემოვიდოდა და დინჯად იტყოდა: + - ნუ სცხარობ, ჭიპი! ყოლიფერი კარგად მიდის. + ჯაილლა ფანჯარას არა ჰშორდებოდა და ზოგჯერ კვაჭს ეტყოდა: + - ზალიან ბევრი ჯარი მიდის. ხველანი ისინიან. ალბათ ფადიშაჰის საქმე სუდათ არის. + - ვაა, აღარ გათავდა?! - გული მისდიოდა სედრაკას: - მე კი ჩემი დამემართა და! აფსუს + ეხლა, ჩემო სიღნაღო! + მესამე დღეს ბესომ თავი ჩაჰღუნა, ნახევარი ქალაქი მოირბინა, მერმე დაბრუნდა და + კვაჭს მოახსენა: + - ყოლიფერი გათავდა. + კვაჭმა ორი დღის ნასაზრი გეგმა უამბო ამხანაგებს და ახლად მოქსოვილი ბადე + გადაუშალა. მერმე წამოდგა და სთქვა: + - აპა, აწი ნამდვილად დევიწყოთ. მომყევით! + წავიდა და თავით-ფეხამდე იარაღში ჩამსხდარი ამხანაგებიც გაიყოლა. ჯალილა წინ + მიდიოდა და უზარმაზარსა და უცნაურ დროშას მიაფრიალებდა. ამხანაგებიც + მარდად და მტკიცედ მიაბიჯებდნენ და ჰკიოდნენ: + - მოქალაქენო, მოგვყევით! შეასრულეთ თქვენი ვალი! გაუმარჯოს რევოლუციას! + ძირს ტირანია და მონობა! + კვაჭმა თავის რაზმში უცებ აგენტს ბეკარევს მოჰკრა თვალი, რომელმაც ხუთი დღის + წინად კვაჭი დააპატიმრა. ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ისე გაუღიმეს, როგორც + საუკეთესო მეგობრებმა. კვაჭმა მაშინვე შენიშნა, რომ ბეკარევი ყვირილით ყელს + იხლეჩდა. + ერთი საათის შემდეგ კვაჭანტირაძის მეთაურობით თავრიდის სასახლეს ორი ათასი + კაცი მიადგა. ქუჩაში მოგროვილ ბრბოს წინ დარაჯები გადაეღობნენ, მაგრამ + ამხანაგებმა ცილინდრიან დარაჯებს შეუტიეს, შეჰკივლეს, იარაღი ააჟღარუნეს, + „რევოლუცია“ ახსენეს, ხალხის სახელიც მოიშველიეს და თეთრ დარბაზში ფახით, + რიხით და მუქარით შეცვივდნენ. + - წამებული ხალხისა და წმინდა რევოლუციის სახელით ავედი თავისუფლების + საკურთხეველზე, - დაიწყო კვაჭმა და ისეთი ცხარე სიტყვა სთქვა, რომ მთელ + სასახლეს ცეცხლი მოუკიდა და ცრემლი დააღვრევინა. ბოლოს ის სიტყვა ასე + დაასრულა: - რევოლუციამ ამ დარბაზს შეაფარა თავისი წმინდა თავი და ჩვენც აქ + უნდა დავბინავდეთ. ჩვენ მას თავს ვერ დავანებებთ და იმის დაცვას ვერავისაც ვერ + მივანდობთ. ამხანაგებო, მართალს ვამბობ თუ არა? - მიუბრუნდა კვაჭი თავის + პარტიას. + - მართალია! მართალი! - გრგვინვით დაუდასტურა ორმა ათასმა ყანყრატომ. + ერთი საათის შემდეგ ის ბრბო როგორც მოგროვდა, ისე დაიშალა, ხოლო კვაჭმა და + ამხანაგობამ თავრიდის სასახლეში ხუთი ოთახი დაისაკუთრეს და აქა-იქ თითით + ნაჯღაბნი განცხადებანი გააკრეს: „რევოლუციის დამცველთა და დამხმარეთა + საზოგადოება. მიღება წევრთა და შემოწირულებათა“. დიდი კაბინეტის კარებზე კი + წააწერეს: „გამგეობის თავმჯდომარე“: მეორე ოთახში შიქიას მაგიდის თავზედაც + გააკრეს: „მანდატებისა და ნებართვების განყოფილება“, ხოლო აქა-იქ ხელის + გულისოდენა წარწერებიც მისჯღაბნეს: „თავისუფალი სოციალისტების პარტიის + მთავარი კომიტეტი“. + სედრაკა სალაროს მიუჯდა, ჭიპუნტირაძემ საზვერავი თანამდებობა იკისრა, + ჩიკინჯილაძემ მდივნობა დაიჩემა, გაბო ჩხუბიშვილმა - საწყობების გამგებლობა + აირჩია, ხოლო თოფით, მაუზერის რევოლვერით და ხანჯლით შეიარაღებული + ჯალილა კვაჭის კაბინეტის შესავალში გაიჭიმა. ბეკარევმა ჯერ პაწაწა საქმე იკმარა: + პარტიის მაგიდას მიუჯდა და წევრების ჩაწერა ითავა. + რამდენიმე დღის შემდეგ მუშაობა ისე გახურდა, რომ ამხანაგები ოფლში + იწურებოდნენ, დღე-ღამეში თხუთმეტ საათს მუშაობდნენ და ძლივს ასწრებდნენ + უცნაურ და ასნაირ მანდატებისა და ნებართვების წერას, შემოწირულებათა მიღებას + და ფულის თვლას. ცხრა კლიტით დაკეტილი მინისტრების კარები კვაჭისთვის + მუდმივ გაღებულია. როცა კი მოინდომებს, დაუკითხავად შეიჭრება დიდებულთა + ოთახში, თამამად ჩამოჯდება. ფეხს ფეხზე გადაიგდებს და დაუდევრად, მაგრამ + მტკიცედ მოჰყვება: + - რევოლუციის დამცველთა და დამხმარეთა საზოგადოება და თავისუფალი + სოციალისტების პარტია, რომელსაც უკვე ოთხასამდის განყოფილება აქვთ და ორ + მილიონამდე წევრი ჰყავთ, დღე და ღამ ფხიზლობენ და ხალხის ბედნიერებას + დარაჯად უდგანან. მაგრამ ჩვენ ტანსაცმელი, საკვები, იარაღი და ფული გვაკლია. + საზოგადოება დაჟინებით გთხოვთ, მოქალაქე მინისტრო, რო-ო-ომმ... + და სწორედ ამ დროს წინ მოხსენებას დაუდებს, თანაც ისეთის რიხით იტყვის „რომ“-ს + და ისე გადაჰხედავს მინისტრს, რომ ის ხელისუფალი ქაღალდს წაუკითხავად + წააწერს: „მიეცით“. + კვაჭსა და ამხანაგობასაც დღითიდღე მიეცის და მიემატებოდის. საზოგადოება და + პარტია მალე გაირბენენ. წევრთა რიცხვი „ხუთ მილიონამდე ავიდა“, გამგეობის + კანცელარიაში სამოცი მოსამსახურე მუშაობდა, ხოლო საწყობებში - ორასამდის. + სალაროსთან ფულის შემტანთა კუდი ოთხჯერ იყო შემოხვეული, ხოლო მანდატების + განყოფილების კარებთან ზოგჯერ ასი კაციც მოსჩანდა. + კვაჭის მარცხენა ფრთა მალე არხანგელსკს მისწვდა, ხოლო მარჯვენა ტფილისს + მიებჯინა, მისი ნისკარტი ვისლას სწვდებოდა, ბოლო კი ვლადივოსტოკში ჰქონდა. + ქვეყნის ყოველ კუთხიდან შემოწირულებათა ნაკადულები დაიძრა, რომელნიც დიდ + მდინარეებად შეერთდნენ, ხოლო იმ მდინარეებმა პეტერბურგში მოიყარეს თავი და + ისეთი ღვართქაფიანი ნაკადივით დაეტაკნენ კვაჭის სალაროსა და ჯიბეს, რომ ისიც + და ამხანაგობაც კინაღამ დაახრჩვეს. + აგენტმა ბეკარევმა მეორე საქმეც იკისრა: ისევ თავის ადრინდელ ხელობას გაჰყვა და + ჭიპუნტირაძეს თანაშემწედ დაუდგა. + - ყოლიფერს ნუ ანდობ, მარა ნურც ძაან მოერიდები შესანიშნავი ჯაშუშია. თუ საჭირო + გახთა, კოხტა პროვოკაციასაც გააიმასქნებს. მეიხმარე, - უთხრა კვაჭმა ჭიპის და + ბეკარევი გადასცა. + ჟანდარმი პავლოვი სწორედ იმ საკანში ჩამჯდარიყო, სადაც კვაჭმა საზარელი და + დაუვიწყარი ღამე გაატარა. + ერთხელ კვაჭმა რებეკა და იდელსონი გაიხსენა და ბეკარევს მათი ბედი გამოჰკითხა. + - ისევ სხედან. - მიუგო ბეკარევმა. - სხედან და თქვენს წყალობას ელიან. + - რაო? მე იმ ჰარამზადებმა გამცეს და ისევ მე უნდა დავეხმარო? + - არა, ეგრე არ არის. - გაიღიმა ბეკარევმა. - აქამდე უნდა მეთქვა, მარა დრო ვერ + ვიხელთე.თქვენ სხვამ გაგცათ. გამოიცანით. + - გინცმა?... კნულმანმა?.. აინშტეინმა?... მაშ ვინ, ვინ გამცა? + - ან გინცმა ან სხვებმა თქვენი საქმისა რა იცოდნენ? მოგახსენებთ. აქ ერთი ბანკირია, + გვარად... განუსი. თქვენი ამხანაგია, რომელიც თურქისტანის კონცესიით + გაამდიდრეთ. + - მერმე? + - ოდესღაც იმის ცოლთან, რომელიც თქვენი... ისა... რა ჰქვიან... + - საყვარელი ჰქვიან, საყვარელი! მერმე? + - დიაღ... თქვენი თურმე ცოტაოდენი ფული ისესხეთ იმისგან და... + - და არ გადავიხადე. მერმე იმ ბებერმა რა იცოდა, საიდან გაიგო? + - ჰმ! ის ბებერი გერმანელთა აგენტად ითვლებოდა პეტერბურგში და იმავე დროს + ჩვენი აგენტიც იყო. აქედან სტოკჰოლმში ხშირად დადიოდა და ჩვენს მტრებს ჩვენი + დავალებით ყალბ ცნობებს აძლევდა, იქიდან კი ნამდვილი ცნობები მოჰქონდა. + - ვითომ? + - რა თქმა უნდა. ნამდვილად კი მგონი პირუკუღმა ხდებოდა. + - აჰა, მესმის, ეხლა კი მესმის. ბებერო განუს, ვაი შენი ბრალი თუ ხელში ჩამივარდი! + მაშ კეთილი... მადლობელი ვარ... მეცოდინება. ისაკა და რებეკაზე რაღას მეტყვით? + - ისინიც განუსმა დააბეზღა. რებეკას და ისაკას თქვენი სახელი ჩვენ ვათქმევინეთ. ნუ + გაუწყრებით. რკინაც რომ ყოფილიყო, პავლოვი მაინც გასტეხდა. + - კეთლი... მოვიფიქრებ. მადლობელი... + იმავ დღეებში კვაჭის კაბინეტში ბებერი მელა გინცი შემოძვრა და დაიწრიპინა: + - ვინც ძველი ჩხუბი გაიხსენოს, ორივე თვალი დაეთხაროს. თავადო, შევრიგდეთ! + - შევრიგდეთ, - ღიმილით მიეგება და დაეთანხმა კვაჭი. - დაბრძანდით, ჩემო ძველო + მეგობარო, და მიამბეთ, რად გარჯილხართ? თქვენ ხომ უსაქმოდ არ გამიხსენებდით? + - რა თქმა უნდა! საწყალი გინცი მხოლოდ საქმისთვის დარბის. შენც გეცოდინება, რომ + ეხლა ძალიან დიდი კაცი ხარ (გინცმა სწორედ იმ დღეს შეაპარა კვაჭს „შენ“ „თქვენ“ - + ის მაგივრად) + - ვითომ? მართლა? + - ვითომ არ იცის, უწინდელზე უფრო დიდი ხარ, იყოს წყეული ყოველივე უწინდელი! + შენთან ერთად საქმე მაქვს. თუმცა, დაიცა, ჯერ გაჩვენო. - და კვაჭს კვირეული + დასურათებული ჟურნალი გადუშალა. + მთელ პირველ გვერდზე კვაჭის სურათი იყო დახატული ასეთის წარწერით: + „რევოლუციის ერთგული მცველი და დაუძინებელი გუშაგი ნ. ა. კვაჭანტირაძე“. იქვე + ორ თაბახზე გაჭიმული იყო კნულმანის მიერ მოხერხებულათ დაწერილი კვაჭის + ბიოგრაფია. კვაჭმა იმ წერილს თვალი გადაავლო და გაიღიმა. ჯერ ერთი: იმ წერილში + აღარც კვაჭის თავადობა იყო მოხსენებული, აღარც ფლიგელ-ადიუტანტობა, არც + გრიგოლ რასპუტინი და არც ისეთი საქმე, რომელიც დღეს ავნებდა. მეორე: + ხაზგასმით იყო გამოკვეთილი კვაჭის „რევოლუციური წარსული“. „რისთვისაც კვაჭი + უცხოეთში გაიქცა“. მესამე: კვაჭი რომ უცხოეთიდან დაბრუნდა, „კვლავ საიდუმლო + მუშაობას შეუდგა, სოციალისტური პარტია დაარსა, შემდეგ საქმე იქამდის მივიდა, + რომ კვაჭს ჩამოხრჩობა გადაუწყვიტეს, მაგრამ „კავკასიის ლომმა“ პეტრე-პავლეს + ზღუდენი გამოარღვია, შვიდი მოკლა, ათი დასჭრა და თავის საყვარელ საქმეს - + რევოლუციას - დროზე მიეშველა“ + - ეს წერილი ჭკვიანი კაცის დაწერილია. - სთქვა კვაჭმა. - ვისია ეს ჟურნალი? + - ჩემია, მაგრამ ამიერიდან ჩვენი უნდა გახდეს. შენ შენი პარტიის და საზოგადოების + სახელი მომეცი, მე კი... + - შენ კი (კვაჭიც „შენ“-ზე გადავიდა), მოგების ნახევარს მომცემ, არა? + - მიმიხვდი. გათავებულია? + - გათავებულია. + - კეთილი. ამიერიდან ჟურნალს ასე წავაწერ: „თავისუფალი სოციალისტური + პარტიისა და რევოლუციის დამცველთა საზოგადოების ორგანო“. + ხელშეკრულება დასდეს და ჟურნალს განცხადებანი, ტანი და ტირაჟი მოუმატეს. + დღე არ გავიდოდა, რომ კვაჭთან ნამინისტრალნი და ნადიდებულარნი არ + შესულიყვნენ, წელში ორად არ მოღუნულიყვნენ, შეწირულება არ გადაეხადნათ და + კვაჭისთვის მფარველობა და დახმარება არ ეთხოვნათ. კვაჭმა ის დრო გაიხსენა, როცა + რასპუტინის იერუსალემს წასვლის შემდეგ იგი ენაგადმოგდებული დადიოდა და ამ + დიდებულებს მფარველობას სთხოვდა, მაგრამ მაშინ ზოგს კვაჭისთვის აღარ + სცალოდა, ზოგი ვითომ შინ არ იყო და ზოგიც მას ვითომ აღარც კი სცნობდა. გაიხსენა + კვაჭმა და ის დიდებულნი სხვებთან შედარებით ისე დაჰბეგრა „რევოლუციის + სასარგებლოდ“, რომ ზოგნი კინაღამ გაკოტრდნენ, ზოგმა კი ლამის ცოლშვილიც + დააგირავა. ხოლო განუსთან ანგარიშის გასწორება კვაჭმა სხვა დროისთვის გადასდო. + სილიბისტრო, პუპი, ხუხუ და ნოტიო ისე შესჩვეოდნენ პეტერბურგს, როგორც უწინ + სამტრედიას და ქუთაისს იყვნენ შეჩვეულნი. ოთხივე ევროპულად იყო + გამოწყობილი, უწინდელზე უარესად იბერებოდნენ და ასე ბაქიობდნენ: + - გეიბერა ჩემი კვაჭიკო. მეტისმეტად გეიბერა, - ამბობდა სილიბისტრო. - მეშინია, ქე + არ გასკდეს კაკალი კაცი, თვარა სხვაფრივ აფერი უშავს. + - აჰ! არ იცნობ შენ კვაჭიკოს! - ამშვიდებდა სილიბისტროს ნოტიო. + - ვენაცვალე ჩემს კვაჭუნიას. - კვლავ იტყოდა უკვე ორმოცდაათი წლის პუპი, + რომელსაც კვლავ პუპიკოს ეძახდნენ. - მაგის დამღუპავი კაცი ჯერ არ დაბადებულა, + და მერე რა იქნება, აი ღმერთმა იცის. + - ვენაცვალე ღმერთის მადლსა, - ამთავრებდა ხუხუ. - იგია კვაჭის და ჩვენი + მფარველი, თვარა აქამდის ათჯერ დევიღუპებოდით. + იმჟამად უკვე მორღვეულ უზარმაზარ შენობას პაწაწინა კაცუნები დასტრიალებდნენ, + ჰფუსფუსებდნენ, ხელებით დადიოდნენ, ფეხებით აზროვნებდნენ და დასანგრევად + წამოწეულ მყინვარის მთას ხელის თითებით ამაგრებდნენ. მაგრამ მას არც სწორედ + დგომა ჰსურდა და არც მარჯვნივ გადახრა. მას მარცხენა ფერდი ეფხანებოდა და + დაჟინებით სცდილობდა მარცხენა თეძოზე გადაბრუნებულიყო. უჯიათი ბავშვი - + ისტორია - თითქოს ვერც კი ჰხედავდა კაცუნების ზღვას, მათი ლეშების ცამდე + აღმართულ მთებს და სისხლის უძირო ღვართქაფს. ის ვერც კი ჰგრძნობდა თავის + ფერდებში მიბჯენილ თითებს და მას არც კი ესმოდა ხალხთა ჟრიამული, კვნესა, + გოდება, შიში, იმედი და სიხარული. იგი ბრმად და ყრუდ მიაბიჯებდა კუპრისფერ + სივრცეში და არავინ არ იცოდა იდუმალი გზები მისი მსვლელობისა. + კვაჭი იდუმალის ალღოთი ჰგრძნობდა, რომ ბრმა ხელისუფლება და უჯიათი + ისტორია სხვადასხვა გზით მიდიოდნენ, მაგრამ ისინი ერთმანეთს ებრძოდნენ და + რომ ეს უგუნური ბრძოლა გაგიჟებული კაცუნების გასრესვით უნდა გათავებულიყო. + ჰგრძნობდა კვაჭი ამ ბრძოლის ყოვლად გარდუვალსა და უძლეველ დასასრულს და + დროგამოშვებით ასე მოუთხრობდა თავის შეგირდებს: + - ამხანაგებო! გიჟს მხოლოდ გიჟი დაებღაუჭება და თვითონაც გაგიჟდება. ვინც ლეშს + აეკიდება, თვითონაც გალეშდება. ვინც წყალწაღებულს დაეჭიდება, თვითონაც + დეიღუპება. მამზელი კერენსკი რამდენიმე თვეს კიდევ იფართხალებს და მერმე + ისტორიის ორმოში ჩავარდება. დღევანდელი ხელისუფლება განწირულია. მას + დოუჟინია, კავკასიონის ქედი ცხვირით უნდა გავხვრიტოო. ქედს ვერ გახვრეტენ, + ცხვირს კი მოიტეხენ. ჩვენ ასეთ გიჟებს ვერ გავყვებით. მარა მამზელების სიკვდილი + არც ისთე ახლოა, რომე მას დღესვე თავი დავანებოთ და ახალს მივეკედლოთ. როცა + დრო მოვა, ახალ დარიგებას მოგცემთ. ეს კი იცოდეთ ეხლა, რომე რუსეთი ტყუპით + იყო ორსული. თებერვლის ვაჟი უდღეური გამოდგა, დღეს თუ ხვალ ფეხებს + გაფშიკავს, ხოლო მისი დედა მეორე შვილს ჰშობს. ჩვენ უნდა პაწაწა ძაფი გავაბათ + მეორე შვილთან, რომელიც აწი ისთე ფართხალობს დედის მუცელში, რომე ლამის + ნაადრევად გამოვარდეს. აი საქმე მე მომანდვეთ. თავის დროზე ის ძაფი ხიდად + გადაიქცევა, რომელიც ხიფათს აგვაცდენს და მეორე ნაპირზე გაგვიყვანს. + - იარე და გაგვიძეხი! - შესძახეს შეგირდებმა. - საცა ბელადი, ჩვენც იქ ვიქნებით. + იმ ხანებში კვაჭმა ერთ მინისტრს მეათეჯერ მოსთხოვა რევოლუციის დამცველი + ჯარისთვის ათი ათასი წყვილი ტანისამოსი, სურსათი და ოცი მილიონი მანეთი. + მინისტრი გუნებაზე არ იყო, ამიტომ ნათხოვნი ორჯერ შეამცირა. + ეს კიდევ არაფერი, კვაჭი ამას ადვილად მოინელებდა და დანაკლისს ორიოდე + კვირაში სამჯერ მაინც შეივსებდა, მაგრამ როგორ უნდა მოეთმინა კვაჭანტირაძეს + ამგვარი შერცხვენა: მას რევოლუციის დასაწყისად ხელისუფლების მოპოვების + გაუძლისი ხურუში აუვარდა და აქამდე ბრძანებლობისათვის აქავებული გული ვერ + მოიფხანა. ბევრი უტრიალა უმაღლეს ხელისუფლებას და ჯერ რომელიმე მინისტრის + ამხანაგის სკამზე დაჯდომა სცადა, მერმე რომელიმე სამეურნეო დეპარტამენტის + დირექტორობა ითხოვა, მაგრამ საქმე ვერ გაიჩარხა. ბოლოს ისე დახურდავდა, რომ + პროვინციაში გადასახლებასაც დაათანხმებინა თავის თავს, ოღონდ იმ პირობით, რომ + ფინლანდიის, თურქისტანის ან საქართველოს გენერალ-გუბერნატორად დაენიშნათ. + კვაჭმა მთავრობას პროექტიც კი წარუდგინა - ვინ იცის, ვის მიერ დაწერილი! - იმის + შესახებ, რომ რუსეთის განაპირა პროვინციებს ავტონომია მიეცესო, ხოლო ასეთი + აბრუნდი ბესო შიქიას ასე განუმარტა: + - ეს ტაქტიკის საკითხია, ჩემო ბესო. ორმოცდაათი მილიონი კაცი ჩვენ მოგვემხრობა. + ამ გზით ჩვენ დროებითს მთავრობას დავასუსტებთ და ჩამოვაგდებთ, მერმე კი აი + ტაქტიკა ისევ შეიცვლება. + იმ დღეს, როცა მინისტრმა ნათხოვნი საქონელი და ფული შეუმცირა, კვაჭმა ისიც + გაიგო, რომ მისი გენერალ-გუბერნატორობაც ჩაიფუშა. + - კაი! - დაემუქრა მთავრობას ნაწყენი კვაჭი და გულში ერთ წვეთ შხამს ერთი + ხელადაც დააყოლა. იმავე დღეს კვაჭმა მეათეჯერ გადასცა გინცს მინისტრისაგან + მიღებული საქონელი და აღებული მილიონებით კვლავ თვალ-მარგალიტი იყიდა, + ხოლო საღამოს კრებაზე წავიდა და გულში ასე იძახოდა: „წაბარბაცებულს უჯიკავე, + წაქცეულს თავი გაუჭყლიტე, მადლია , განწირული დაახჩე, ხალხს სიკეთეს მოუტან! + ახია!“ + კრებაზე კვაჭმა სიტყვა მოითხოვა და ჯარისადმი მიმართული პირველი ბრძანება + წაიკითხა. ისედაც ადუღებული კრება უარესად აჩუხჩუდა. ეს ბრძანება მოითხოვდა, + რომ ჯარისკაცებს აფიცრებისთვის წინანდელივით პატივი აღარ ეცათ და თავიანთ + კომიტეტი დაეარსებინათ. კვაჭმა და მისმა მიმდევრებმა კარგად იცოდნენ და ისიც + ესმოდათ, თუ ჯარის საძირკველის გამოთხრას და უნდა მოჰყოლოდა. აუწერელი + აურზაური და ჩოჩქოლი ასტყდა. მუშათა დეპუტატების კრებაზე ათასი კაცი სამ დღე- + ღამეს იწყვეტდა ყელის ძარღვებს, გააფთრებულნი იბრძოდნენ, აღარ იძინებდნენ, არც + სჭამდნენ და ოფლის აბანოში ბანაობდნენ. გამარჯვებას ნაჩვევმა კვაჭმა ბოლოს იქაც + გაიმარჯვა და მეორე დღეს მისმა ბრძანებამ ძველ რუსეთს რღვევის ელვასავით + დაუარა. + - მიიღონ ეს საწამლავი, - უთხრა კვაჭმა თავის მეგობრებს, - და შედეგს უცადონ. ეს + ერთი და სხვა ათასი. ძველი ჯარი ხვალვე დამბლად დაეცემა. აწი ნუღარ მომცემენ + ფულს რევოლუციის დასაცავად და ნუღარც საწყალ ფინებს, ქართველებს, + უკრაინელებს და თათრებს გაანთავისუფლებენ! + იმ დღიდან კვაჭი მარცხენა ბანაკის თვალში ერთი ადლით გაიზარდა, ხოლო + ხელისუფლება მისი ძლევამოსილების წინაშე შიშით მოიღუნა. + ამასობაში ივლისიც მოახლოვდა. დაუბადებელი გიჟმაჟი ბავშვი დედის მუცელში + ვეღარ ითმენდა, გიჟურად ჰბორგავდა და გამოვარდნას ლამობდა. ჰაერი გრიგალის + სუნით გაიჟღინთა, ცა ტყვიის ღრუბლებივით გაიჭედა და დღეს თ ხვალ გასკდომას + და ქვეყნის წარღვნას აპირებდა. მთელი რუსეთი დაბნელდა. აქა-იქ საზარლად + ჰქუხდა და დაგრაგნილი ელვა ხანგამოშვებით ცას და დედამიწას სასიკვდილო + ისრებით ჰსერავდა. + ერთ საღამოს კვაჭის მფარველმა მინისტრმა კვაჭი დაიბარა და მთრთოლვარე ხმით + მიმართა: + - რევოლუციას მარცხენა მხრიდან უდიდესი ხიფათი მოელის. ზეგ ბოლშევიკები + იარაღით გამოვლენ. რევოლუციის დამცველმა საზოგადოებამ ქვეყნის წინაშე თავის + წმინდა ვალი უნდა მოიხადოს და მასზე დახარჯული უთვალავი ფული და ქონება + გაამართლოს. ზეგ დილით თქვენი ჯარი ორი მხრით უნდა წამოვიდეს საზამთრო + სასახლის დასაცავად. + კვაჭმა მარჯვენა ყურით მოისმინა, მარცხენა ყურით გამოუშვა და წამოვიდა. იმავ + საღამოს თავის სინკლიტი შეაგროვა და უთხრა: + -ზეგ ბოლშევიკები ნაადრევად აპირებენ გამოსვლას. ბევრი ვურჩიე, ოქტომბრამდე + გადასდეთ-თქვა. ვუთხარი, რომე ბოვში დედის მუცელში ცხრა თვეს უნდა იჯდეს + თქვა, რომ თებერვალს ჩასახული მეორე რევოლუცია ოქტომბრამდე უნდა + მწიფდებოდეს-თქვა, მარა არ დემიჯერეს. იქინე სათავეში ისეთები ჯილარიან, რომე + თავისს გარდა სხვას არავის უჯერიან და, თუ ზეგ დამარცხდნენ, მე ნუღარაფერს + დამაბრალებენ. მე ჩემი ვთქვი და გავათავე აწი თვითონ ინანონ. ეს კიდო აფერია, + ჩვენი საქმე ოდნავ გეიხლართა. ამას წინეთ მთავრობას მოვახსენე, რომე რევოლუციის + დამცველ საზოგადოებას აქინე ოცი ათასი კაცი ჰყავს თქვა. დღეს დამავალა + მთავრობამ, რომე ზეგ ოცი ათასი კაცი გევიყვანო ქუჩაში. + კვაჭმა ამხანაგობას გადაჰხედა. ყველანი დაბურულნი იყვნენ. + - ნუ მეიწყენთ, ამხანაგებო! ყური მიგდეთ და რასაც გიბრძანებთ შეასრულეთ, + დანარჩენი მე ვიცი. + ყველას დაწვრილებით უამბო თავისი საქმე, ყველას დაურიგა მანდატი, ფული და + სამუშაოდ გაისტუმრა. + დანიშნულ დღეს პეტერბურგში ისე ჩამობნელდა და ისე შეიხუთა ჰაერი, რომ მტერ- + მოყვარენი ერთმანეთს ვეღარ არჩევდნენ. ხალხი აზღვავდა და ორი მოპირდაპირე + ტალღა ერთმანეთს დაეტაკა. + - ომი ბოლომდის! წესი და კანონი! დამფუძნებელი კრება და დემოკრატია! - + გაჰკიოდნენ ერთნი. + - მიწა, პური და ზავი! ხელისუფლება მთლად სოვეტებს! ძირს ღალატი, სპეკულიაცია + და საიდუმლო დიპლომატია! რევოლუცია საფრთხეშია! - ჰყვიროდნენ მეორენი. + ქუჩებში რომ ელავდა და ჰქუხდა, ამ დროს კვაჭი და მისი მეგობრები მყუდრო + თავშესაფარში ისხდნენ და ლუწუ-კენტით მკითხაობდნენ, ქალბატონო კერენსკი + გაიმარჯვებს თუ ბოლშევიკებიო. ჭიპი ჭიპუნტირაძე კვლავ ქუდმოგლეჯილი + დარბოდა და გულწასული გაჰკიოდა: + - დევიღუპეთ! თავს უშველეთ! ჩქარა მარცხნივ გედიხარეთ! არა, შევცდი, მარჯვნივ + გადმოიწიეთ< მარჯვნივ! + - ნუ სცხარობ, ჭიპი! - ამშვიდებდა აფორიაქებულ ჭიპუნტირაძეს კვაჭი. - ვინც უნდა + დამარცხდეს, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ. ერთ ფეხი მარჯვენა ბანაკში მიდგია, მეორე + კი მარცხენაში. თუ კერენკამ გაიმარჯვა, მაშინვე მარცხენა ფეხსაც მარჯვნივ + გადმოვდგამ და თუ წითლებმა გეიმარჯვეს, მარჯვენა ფეხსაც მარცხნივ გადავდგამ + და მეც გავწითლდები. ამას ბევრი დრო და ფიქრი არ უნდა. ხუთ წუთში პირსახიდან + თეთრ საღებავს ჩამოვირეცხავთ და წითელს წავისვამთ, მორჩა და გათავდა! + საღამოზე ბესო შიქია შემოვიდა და არხეინად განაცხადა: + - კერენკამ გეიმარჯვა. + - ხომ ვთქვი, წითლებმა ოქტომბრამდე უნდა მეიცადონ-თქვა. ბოლშევიკებმა არ + დამიჯერეს და ნუ მე ნუღარაფერს დამაბრალებენ. - სთქვა კვაჭმა და წამოდგა. - აპა, + ამხანაგებო! თქვენ თქვენი საქმე და ალაგი გაქვთ დანიშნული, ეხლა წადით და იმ + ალაგზე მეიყარეთ თავი. + ამხანაგები სამ ჯგუფად გაიყვნენ და სამი მხრივ საზამთრო სასახლისკენ დაიძრნენ. + - მოქალაქენო! - ჰყვიროდნენ ყოველ ჯგუფში და ტროტუარებიდან ხალხს შუა + ქუჩისაკენ ერეკებოდნენ. - მოქალაქენო! მხარი დაუჭირეთ დროებითს მთავრობას! + შემოგვიერთდით! მოიხადეთ თქვენი ვალი!.. + ხალხიც გამარჯვებულთა ჯგუფებს უერთდებოდა და საერთო მდინარეს მისდევდა. + თითო ჯგუფში ოც კაცს ოცი მიემატა, სამასს - სამასი, ათასს - ათასი და ხუთი ათასს - + ხუთი ათასი. ნაკადი ნაკადს შეუერთდა, მდინარე მდინარეს ჩაეხლართა და სასახლის + გარშემო ზღვად გადაიქცა. კვაჭი კვაჭანტირაძე და მისი საზოგადოების + თეთრწითელი დროშა, ზღვის შუაგულში კუნძულივით აღმართულიყო, ხოლო იმ + კუნძულიდან საზოგადოების ბელადის ხმა ჰრგვინავდა: + - მოქალაქენო! ამიერიდან თქვენ გულმშვიდად დაიძინებთ. თქვენს ძილს ერთგულად + სდარაჯობს რევოლუციის დამცველთა საზოგადოება და თავისუფალი + სოციალისტური პარტია, რომელმაც დღეს წითელი ეშმაკებისგან გიხსნათ და + საშინელი ხიფათი საკუთარ ზურგზე გადაიტანა. მოქალაქენო! ჩვენი საზოგადოება + და პარტია კვლავაც მზად არიან სისხლი დაანთხიონ რევოლუციის სამსხვერპლოზე, + მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თქვენ მზრუნველობას გაგვიწევთ და + ოდნავ მაინც დაგვეხმარებით. მოქალაქენო! - დაამთავრა მქუხარე და ცეცხლიანი + სიტყვა კვაჭმა. - ჩვენ წინდაწინვე გიხდით უდიდეს მადლობას + შემოწირულობისათვის, რომელსაც ყოველ დღე მივიღებთ თავრიდის სასახლეში. + კვაჭი შეგირდებმა ხელთ აიტაცეს და ის უბანი „ურას“ ყვირილით დააყრუეს. ათი + წუთის შემდეგ ქუდმოგლეჯილი ბელადი სასახლეში ავარდა, მინისტრის კაბინეტში + შევარდა და დაიძახა: + - მომილოცავს გამარჯვება! ურა-ა-ა! + დიდებულნი ყიჟინით და ბავშვური სიხარულით დაუვდნენ. თავმჯდომარემ კვაჭს + საზეიმო სიტყვა უთხრა და რევოლუციის მხსნელი უწოდა. + რამდენიმე დღის შემდეგ კვაჭის დაუვიწყარი ღვაწლი და მადლი ასე დააფასეს: + მთავრობის დადგენილებით მას მადლობა გამოუცხადეს და... მეტი არაფერი. კვაჭი + უმალ შეუვარდა მთავრობას და ჰკითხა: + - მეტი არაფერი? + - არაფერი. + - მაშ მშვიდობით ბრძანდებოდეთ! ეხლა თქვენ გამარჯვებულის კილოზე + მელაპარაკებით, მაგრამ სამი თვის შემდეგ მე ოქტომბრის ენაზე მოგიგებთ პასუხს. + - რა სთქვით? + - რაცა ვთქვი, ამას მხოლოდ ოქტომბერში გაიგებთ. მშვიდობით! + მეორე დღეს ინფორმაციის გამგემ ჭიპიმ შეატყობინა კვაჭს: + - დევიღპეთ!.. გევიქცეთ! ზეგ რევიზორები მოვლენ. + - დამიძახე გაბოს! - უპასუხა კვაჭმა და გაბოს და შიქიას ყურში მხოლოდ ორიოდე + სიტყვა წასჩურჩულა. + იმავე დღეს ოცი საბარგო ავტო საზოგადოების საწყობებიდან საღამომდე სადღაც + ეზიდებოდნენ სურსათს და საქონელს, ხოლო იმავე ღამეს მოულოდნელი დიდი + უბედურება მოხდა: გაუგებარი მიზეზის გამო საწყობებს ცეცხლი მოედო, რომელიც + მაშინღა ჩანელდა, როცა უკანასკნელი ნაფოტიც კი დაიწვა. რევიზორებმა იქაურობა + დაჰსუნეს, გაზომეს და ცხვირჩამოშვებულები დაბრუნდნენ. + იმავე ღამეს დამწუხრებულ ამხანაგობას მისი ბელადი ასე ანუგეშებდა: + - ნუ შედრკება თქვენი გული, ამხანაგებო! ოქტომბერი მოდის. თქვენს ერთგულებას + მომავალნი უფრო დააფასებენ, ვიდრე მიმავალნი. წითლებს ძმობა, თანასწორობა და + სამართალი მოაქვთ, ამათ კი საფლავში მიაქვთ თავიანთი უმადურობა. ეხლა კი სანამ + არ დაგვიანებულა, საქმეს შეუდექით. + სედრაკას და ბესოს წყალობით მომართული უდიდესი მანქანა მეორე დღეს + დილიდანვე ამუშავდა. ორი ათასი ლამაზი ქალი, ამდენივე ვაჟი, და ამდენივე + ყულაბი და ფურგონი დედაქალაქს მოედო. ბესო მაინც შესცდა: მის მიერ + დაქირავებულმა სამმა უდიდესმა საწყობმა ერთ დღეში მოგროვილი შემოწირულება + ვერ დაიტია, ხოლო ფულის თვლას ამხანაგობის ხუთ მოსამსახურე ნაანგარიშევი სამი + დღის მაგივრად ერთ კვირას მოუნდა. + იმავე ხანებში კვაჭი სმოლნის ინსტიტუტს შორიდან მიუახლოვდა. იქ წითლების + მთავარი შტაბი იყო დაბანაკებული. დიდხანს უვლიდა გარშემო, დიდხანს + აგროვებდა ამბებს და იქაურობას ჰსუნავდა. მერმე თავი დაჰღუნა და მებრძოლი + ყოჩივით დაეტაკა. + - კუდი პრიოშ?! - შეაჩერა ბანჯგვლიანმა მეზღვაურმა კარებში. + - რაო?! - ფახით გაიკვირვა კვაჭმა. - ძმა და მტერი ვეღარ გაგირჩევიათ? + სწორედ ამ დროს კვაჭის ერთი ნაცნობი წითელი გამოჩნდა - ივან ივანიჩ ივანოვი, - + გულით და კანით ალისფერი, თვალბრუტიანი, მორიდებული და გულმავიწყი. + - შემოუშვით, ამხანაგო. მე ვიცნობ მაგ ადამიანს. + კვაჭი ივან ივანიჩს ისე მიეკრო, როგორც ბუზი თაფლს, თან თავზე ქონი წაუსვა, + გულში ნელსაცხებელი ჩაუწვეთა, წითელ თავზე შემოევლო და ათიოდე წუთის + შემდეგ ის გულღია ადამიანი თითზე დაიხვია. + - მე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ კერენსკი პროლეტარიატს ჰღუპავს. მხოლოდ + თქვენი გზა გაიყვანს სახელმწიფოს შემოქმედებისა და აყვავების ასპარეზზე. ამიტომ + მე, ჩემი პარტია და ჩემი უზარმაზარი საზოგადოება თავით ფეხამდე თქვენთან + გადმოვდივართ. გვიმსახურეთ და გამოგვიყენეთ. + - ძალიან გამახარა თქვენმა საქციელმა, ამხანაგო კვაჩი. ჩემს ამხანაგებსაც გავახარებ. + - ამიერიდან ჩვენი საზოგადოების იმედი გქონდეთ და... თუ არ მოგვერიდებით... + ჩვენგან მცირედი წვლილი მიიღეთ. + და ივან ივანიჩს შენაწირის სია გადასცა. + იმავე საღამოს კვაჭმა თავის საზოგადოების ყველა წარწერას და განცხადებას + ერთადერთი სიტყვა მიუმატა და ამრიგად მეორე დილიდან იგი საზოგადოება + „წითელი რევოლუციის დამცველთა და დახმარეთა საზოგადოება“ გადაკეთდა, + ხოლო პარტია ასე მოინათლა: სოციალისტური პარტია „მიწა, სოვეტი, ზავი და + შინისკენ“! + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი ამხანაგობის გაწითლებისა და ოქტომბრის + მომზადებისა + + - ამხანაგებო! - ასწავლიდა კვაჭი თავის შეგირდებს ჟამსა ოქტომბრის + მოახლოვებისასა, - პოლიტიკა ძლიერ წააგავს ძროხას. ზოგნი მას აძოვებენ, ზოგნი კი + სწველიან და რძეს და კარაქს მიირთმევენ. ჭკვიანი კაცი არც სისხლს გეიმეტებს და + არც ოფლს დაღვრის ძროხის დევნაში. დეე გიჟებმა სდიონ მას და აძოვონ, მოუარონ, + ჩვენ კი იგივე უნდა მოვწველოთ და მისი კარაქით გავსუქდეთ. ხოლო ძროხის + მოწველას ბევრი აფერი უნდა : დოუყვავე, გოუცინე, გეიშინაურე. აი, ეს არის + ერთადერთი ჭკვიანი პოლიტიკა. ნურც ძროხის ფერს იკითხავთ: თუნდ შავი იყოს, + თუნდ თეთრი, თუნდ წითელი. ნურც გააბრაზებ, თვარა დაგწიხლავს და აღარ + მოგაწველიებს. თუ სხვებმა იმ ძროხას უჯიკავეს, განზე გადექით და ბრძოლის + ბუმბული და დავლა აკრიფეთ. ორნი რომ ჩხუბობენ, მესამე მოგებაშია. მარა თვალი + უნდა გეჭიროთ, რომე დროზე გადახვიდეთ გამარჯვებულის მხარეზე, დროზე + მიაფურთხოთ დაძლეულს და მძლეველსაც დროზე მიულოცოთ. + როცა ოქტომბერი მოახლოვდა, კვაჭმა უბრძანა სედრაკას, რომ ამხანაგობის ქონებაც + და ოქროც თვალ-მარგალიტად ექციათ, რაც რამდენიმე დღეში იქმნა შესრულებული. + ერთხელ კვაჭი ელენეს სანახავად წავიდა. შევიდა თუ არა, პირისპირ პავლოვს + შეეფეთა, რომელიც გამოსვლას აპირებდა. + - აა, ნაპოლეონ აპოლონიჩ! სალამი და მოკითხვა! + გაოცებულმა კვაჭმა თავის დამღუპველი ჩაათვალიერა, მერე უნებურად გაუწოდა + ხელი და ჰკითხა: + - ვინ გამოგიშვათ საპყრობილედან? + - რევოლუციამ, ჩემო მეგობარო. აი, ხომ ჰხედავთ, ევროპულად მაცვია, მაგრამ ისევ + იქვე ვმუშაობ. + - განა თებერვლის რევოლუციამ ტანისამოსი გამოუცვალა ძველ რეჟიმს? - გაიღიმა + კვაჭმა. + - ძველ რეჟიმს და ... შენც! - დაუმატა ელენემ. + - კისერიც მოუტეხიათ თებერვალსაც და მარტსაც. ჩემის ღრმა რწმენით ჩვენ ისევ + ვილჰემი გვიშველის. მხოლოდ მისი უნტერ-აფიცრები მოგვიტანენ მშვიდობას, პურს + და კანონს! - სთქვა პავლოვმა. + - კანონს, პურს და მონობას. - დაუმატა კვაჭმა. + - ისევ ვილჰელმის კანონი, პური და მონობა სჯობია დღევანდელ უკანონობას და + შიმშილს! - ისევ ჩაერია ელენე. + - თუ ვილჰემი ვერ მოვიდა? - ჰკითხა კვაჭმა. + - მაშინ ბოლშევიკები გვირჩევნიან. - უპასუხა ელენემ და პავლოვმაც თავის კანტურით + დაუდასტურა. + - მართლა, არ იცით, სად არიან იდელსონები? - ჰკითხა კვაჭმა პავლოვს. + - თქვენი გაქცევის გამო მათი ჩამოხრჩობა მეორე დღისთვის გადავდეთ. ამან უშველა + ორივეს, რადგან იმავე დღეს რუსეთი გადატრიალდა. ეხლავე ორივენი ისევ პეტრე- + პავლეს ციხეში სხედან. + - როგორც ვატყობ, გადატრიალებამ არც თქვენ დაგაზარალათ. - კვლავ უკბინა + პავლოვს კვაჭმა. + - მე არ დამაზარალა, თქვენ კი აგაშენათ. + - საიდან, როგორ? + - თქვენ ალბათ გგონიათ, ვითომ მე მეძინოს. თქვენი ცხოვრების ყველაფერი ვიცი. აი, + მაგალითად ... - და მისი ბოლო ხნის ცხოვრება ხელის გულზე გადაუშალა. + - თქვენს ცნობებს არც ვადასტურებ, არც უარვყოფ. მე მხოლოდ ეს მინდა გავიგო: თუ + ცნობები მართალია, რატომ არ დამაპატიმრებთ? + - იმიტომ, რომ ... მიზეზი თქვენთვისაც ცხადი უნდა იყოს. რად, რისთვის, ან + ვისთვის? ვის უნდა ვასიამოვნო? ვინა დააფასებს ჩემს ერთგულებას? რუსეთს + პატრონი აღარ ჰყავს, ამიტომ მადლობასაც არავინ მეტყვის. ტყუილად რად + გადაგიმტეროთ? ვინ იცის, სად შევხვდებით და როგორ გამოვადგებით ერთმანეთს!... + - დღესვე გადამიხადეთ. + - მიბრძანეთ. + - თქვენ ყოველ დღე სმოლნის ინსტიტუტში დადიხართ და ივანოვის + ხელმძღვანელობით მუშაობთ. + - მართალია. + - გადაეცით მას, რომ ამაღამ თორმეტი ბოლშევიკი უნდა დავაპატიმრო. ყველას + საიდუმლო ბინები აქვთ, მაგრამ მათი ახალი ბინების სიაც ჯიბეში მაქვს. ეხლავე + ჩაიწერეთ ეს სია. თუ თქვენ ეს თხოვნა შემისრულეთ და ივანოვს ორიოდე სიტყვა + უთხარით ჩემზე, ჩემი ვალი უკვე მოშორებული გექნებათ. ეს არის ეხლა ბეკარევი + უნდა გამეგზავნა, მაგრამ რაკი თქვენ შემხვდით... + - ბეკარევთან ეხლაც კავშირი გაქვთ? + - არა... არავითარი... ათასში ერთხელ შემხვდება ხოლმე. ივანოვისთვის შემდეგშიც + მექნება ზოგი ცნობა, ამიტომ კარგს იზამთ, თუ იმ კაცს საიდუმლოდ შემახვედრებთ. + ჩაიწერეთ სია. + კვაჭმა სია ჩაიწერა, პავლოვს გამოეთხოვა და გულში სთქვა: + „ივანოვს ვერ შეგახვედრებ. ისევ მე ვიქნები ხიდად. ასე ემჯობინება, რადგან ორივენი + ხელში მეყოლებით“. + პავლოვი გავიდა. ელენე კვაჭს გულცივად დაუხვდა, მათი ხიდი დროს მეოხებით + თან-და-თან იშლებოდა და ინგრეოდა. კვაჭი ისე გაიტაცა ახალი წითელ-ყვითელი + ხიდების აშენებამ, რომ თვეში ერთხელ ძლივს მოიცლიდა ხოლმე ელენესთვის, + რომელმაც თავის მხრივაც ახალი ხიდები და ბოგირები აიშენა ახალი კვაჭებისაკენ. + - ელენე, დიდი ხანია იცნობ პავლოვს? + - ექვსი თვე იქნება. + - შენი გულითადი მეგობარია, არა?, + - მერე, შენ რა გეკითხება? + - განა ამის კითხვის უფლებაც მომესპო? + - შენვე მოუსპე შენს თავს. + - მართალს ამბობ. თვეში თხელ ძლივს გნახავ ხოლმე. რა ვქნა, ასე დატრიალდა ჩვენი + ბედი. ეს მშვენიერი სურათები... სადღაც მინახავს. + - ტანიასია. გახსოვს ტანია? - გესლით ჰკითხა ელენემ. + - მართლა, ტანია! საწყალი დედაკაცი! რავა დეიკარგა! + - მე არ დამკარგვია, ეხლაც აქ არის. საცაა უნდა მოვიდეს, ველოდები. + - მართლა? - ოდნავ შეშფოთდა კვაჭი. - ხუთი წელიწადი იქნება რაც აღარ მინახავს. + ძალიან სასიამოვნოა მისი ნახვა, მარა ... + - ვითომ სასიამოვნოა? არა მჯერა. ნუ სჩქარობ წასვლას, ტანია ხუთ წუთში აქ იქნება. + კვაჭმა საათს დაჰხედა. + - აჰ, ძალიან დამაგვიანდა, მშვიდობით, ჩემო კარგო. მართლა, ერთი რჩევა უნდა + მოგცე. რაც გაქვს, ყოლიფერი გაყიდე თვარა... დღეს თუ ხვალ დეიჭექს და ყოლიფერი + დაგეკარგება. + - დიდი ხანია გავყიდე და დავხარჯე კიდეც. ტანიაც ასე მოიქცა. + - ძალიან კარგი გიქნიათ, რომ გაგიყიდნიათ. მაშ მშვიდობით, ჩემო ძვირფასო. + კვაჭი კიბეზე ისე ჩამორბოდა, თითქოს ვიღაცას გაურბოდაო. ქუჩაში რომ გავიდა + შორიდანვე ტანიას ეტლს მოჰკრა თვალი. კვაჭი მაღაზიაში შევარდა და იქიდან + გამოიხედა. ორმა შავმა ცხენმა ლანდო გააქროლეს. ტანია შავებში იყო. + დაბერებულიყო, უარესად გაცრეცილიყო. კვაჭს ერთი წუთით ჭრელმა წარსულმა + გაჰკრა, მაგრამ უმალ დაკეტა მეხსიერების კარები, ეტლს დაუძახა და ნახევარ საათში + წითელთა შტაბს მიადგა. + - გამარჯვება, ამხანაგებო! - მიახალა ივან ივანიჩს, - დიდი საიდუმლო საქმე მაქვს + თქვენთან. უცხო აქ არავინ არის? კეთილი. მაშ მომისმინეთ. აი სია. ამაღამ ამ ხალხს + დააპატიმრებენ... არა გჯერათ? გეუბნებით, მათი საიდუმლო ბინებიც იციან მეთქი... + საიდან ვიცი? მაგას კი ვერ გეტყვით. ხვალ დილით გაიგებთ მართალია თუ არა ჩემი + ცნობა. ეხლა კი ზომები მიიღეთ. მე ჩემი ვალი შევასრულე რევოლუციის წინაშე. ეხლა + მივდივარ. მშვიდობით. + საიდუმლო კრებაზე წავიდა და მთელ ყბედობის მუნს იფხანდა, ასჯერ ნათქვამს + იმეორებდა და ზედაც დეზერტირებისთვის ასეთს სასიამოვნოს უმატებდა: + - ამხანაგებო! რუსეთის გლეხობამ მოთმინება დაჰკარგა. იგი თვითონვე შეუდგა + მიწების ჩამორთმევას და გაყოფას. ბევრგან უკვე გაიყვეს. იცოდეთ, ამხანაგებო, და + სხვებსაც შეატყობინეთ, რომ, ვინც დაიგვიანებს, ის თავის წილ მიწას ვერ მიიღებს. მაშ + ძირს ჯოჯოხეთის ფრონტი! დაანებეთ თავი სამსახურს, თავში მიახალეთ მთავრობას + ეპოლიტები და ეხლავე დაუბრუნდით თქვენს ოჯახს და მიწას, თორემ დაიგვიანებთ + და უმიწოდ დარჩებით. მაშ გაუმარჯოს ჩვენს ახალ ლოზუნგს: სახლისაკენ! + შინისაკენ! მიწისაკენ! + - შინისაკენ! სახლისაკენ! - უარესად აბღავდნენ მიწით დამშეულნი და ომით + დაქანცულნი და ღვართქაფივით მიაწყდნენ და გაჰყვნენ წითელ დროშას, + რომელზედაც ცეცხლით ეწერა: „ზავი და პური! ომი სასახლეებს, მშვიდობა ქოხებს! + მიწა გლეხებს და ძალაუფლება სოვეტებს!“ + კვაჭის ნათქვამი გამართლდა. იმ ღამეს პავლოვმა ოციოდე ბინა გადაატრიალა, მაგრამ + ვერც ერთი დასაჭერი ვერ დაიჭირა. მეორე დღიდან კვაჭის სახელმა და ნდობამ + წითლების თვალში ათჯერ მაინც იმატა. + ოქტომბერი რომ მოახლოვდა კვაჭმა სილიბისტროს უთხრა: + - დღეს ან ხვალ აქინე ისეთი ჯოჯოხეთი დატრიალდება, რომე ეშმაკიც ვეღარ გავა. + ამიტომ გირჩევ ხვალვე საქართველოში გადასახლდე. + ყველანი დასთანხმდნენ პუპის გარდა, რომელსაც არ უნდოდა შვილის მოშორება, + მაგრამ, ბოლოს ისიც დაემორჩილა კვაჭს, რომელმაც სამი დღის შემდეგ თავისი + მშობლები მატარებელში ჩასვა და სამშობლოსკენ გამოისტუმრა. + + + + + + + + ამბავი ჩიქორთულ საქმეთა + „წითელი რევოლუციის დამცველთა საზოგადოება“ უფრო გაიშალა და გაიფურჩქნა. + ახლა ხელისუფალთ მისი გასაჩხრეკი დრო არა ჰქონდათ, ამიტომ კვაჭის ბუნაგში + ყოველივე ისევ კვაჭური გზით მიდიოდა. მაგრამ დრო დადგა და სმოლნის + ინსტიტუტში ეს საზოგადოებაც გაახსენდათ. კვაჭი უმალვე მიუხვდა ხაფათს და + თავის შტაბი ასე დაარიგა: + - აქინე ჩვენ კისერს მევიტეხთ. დროა ნელ-ნელა მოვშალოთ ჩვენი ბუდე, რომელმაც + ერთი წელიწადი შეგვინახა და გვათბო. თუ შენობა გეიბზარა, იქინე დგომა აღარ + შეიძლება. აწი სამსახურის დრო დადაგა. ვინ იცის, იქნება იქინე სჯობდეს სამსახურს + შევაფაროთ თავი. მანდატს აწი ისეთი ძალა მიეცა, რომე იმის გულისთვის თუნდ + უჯამაგიროდ ვიმსახურებთ. + დაადგინეს და შეასრულეს. ერთ კვირაში კვაჭმა ყველანი ახალ სკამზე დასხა. თავის + თავი ერთ დიდ ბანაკში კომისრად დაანიშვნინა, ჰავლაბრიანი იმევა ბანკში მთავარ + მოლარედ ჩააყენა, გაბო ჩხუბიშვილი წითელი ჯვრის საწყობებში შეაძვრინა, ლადი + ჩიკინჯილაძე ფულის სტამბაში შეჩხირა, ხოლო ჭიპი ჭიპუნტირაძე, პავლოვი და + ბეკარევი ისევ ზვერვის და ჩხრეკის გზით გაუშვა. + ბესო შაქია „წითელი რევოლუციის საზოგადოებაში“ კვაჭის ხელმძღვანელობით + კვაჭის მაგივრობას ასრულებდა: საზოგადოებას არღვევდა და მის ქონებას ჰყიდდა“ , + რაც ერთ თვეში ბრწყინვალედ შეასრულა“. + მაგრამ კვაჭმაც იმ ერთ თვეში თავის გეგმაც შეასრულა. თითქმის ყოველი დღე მასთან + ბესო, ჭიპი, ან ლადო შევიდოდნენ და რამდენიმე მილიონიან „ასსიგნოვკებს“, ჩეკებს + ან სხვა საბუთებს წარუდგენდნენ. კვაჭი არხეინად წააწერდა: „მიეცით“, ხოლო + ჰავლაბრიანი, რომელიც ყველას ეუბნებოდა „ფული არ არისო“, მთელ დაგროვილ + ფულს ამხანაგობას უთვლიდა. ის ფული ხაინშტაინს ბირჟაზე გაჰქონდა და საღამოზე + ოქროთი და თვალ-მარგალიტით ბრუნდებოდა. + ყოველ დღე, შუაღამე რო მოატანდა, კვაჭი ტელეფონს დასწვდებოდა და ბესოსთან + ასეთს ჩიქორთულ ბაასს გააბავდა: + - ბესო, შენ ხარ? + - კი, მე ვარ. + - დღეს ხუთი მილიონისა დასწერე. + - კაი. + და ერთი საათის შემდეგ ბანკს კვაჭის საზოგადოების ან სხვა დაწესებულები + სახელით ხუთ მილიონის მოთხოვნა მისდიოდა. + საღამოობით ამხანაგები, კვაჭის ბინაზე იკრიბებოდნენ, ერთმანეთს ახალ ამბებს + უზიარებდნენ, ანგარიშებს ასწორებდნენ და ახალ ხაფანგებს აგებდნენ. + გარეთ ცაც კი იწვოდა, ქვეყანა სისხლით ირწყვოდა, მებრძოლთა გმინვა აყრუებდა და + ჭექა-ქუხილისგან დედა-მიწა ზანზარებდა. + კვაჭმა და იმისმა ამხანაგებმა ათასი ყური და თვალი გამოიბეს, ყოველივეს + გაფაციცებით თვალყურს ადევნებდნენ და ხელმარდად მუშაობდნენ: მოსახვეჭელს + იხვეჭდნენ, მოსამკალს იმკიდნენ, ჩამოვარდნილს აჰკრეფდნენ, წაქცეულს + გაჰყვლეფდნენ, გაბზარულში ადვილად შეძვრებოდნენ, უპატრონოს უმალ + დაეპატრონებოდნენ და ხშირად პატრონიანსაც დაიჩემებდნენ. + პავლოვი ისე დატრიალდა ახალ საქმეში, როგორც საკუთარ ოთახში, და მალე კვაჭის + მარჯვენად გადაიქცა. დღე არ გავიდოდა, რომ პავლოვს კვაჭისათვის ახალი საქმე არ + მიეწოდებინა: + - ეს საქმე მოეწყობა... ეს სახიფათოა... ეს ვერ გაიჩარხება, ეს იციან... ეს არ იციან. + დიდი ხანია რაც კვაჭმა თავის რაზმს ბრძანება გასცა: + - ისე მოიქეცით, რომ ყოველ ჟამს ქალაქიდან გასასვლელად მზად ვიყოთ. ფრთხილ + ვაჟკაცს ასეთ დროს ცხენი მუდამ შეკაზმული უნდა ჰყავდეს. + ისაკა და რებეკა ციხიდან გაენთავისუფლებინათ და ადესისკენ წასულიყვნენ. თუმცა + კვაჭმა ორივეს აპატია სისუსტე. ისინი მაინც მოერიდნენ კვაჭს და ბეკარევის პირით + მოკითხვა და ბოდიში შემოუთვალეს. + მერე ორივენი მოულოდნელად გაჰქრნენ. + აღარც ელენე სჩანდა. + მთავრობა მოსკოვში გადავიდა. კვაჭიც უნდა გაჰყოლოდა თავის შტაბით, მაგრამ + ოდნავ დაიგვიანა, რადგან ორიოდე საქმე ჰქონდა გასაიმასქნებელი. + - გაბო, როგორ არის ჩემი მეგობარი განუსი? - ჰკითხა იმ დღეებში გაბო ჩხუბიშვილს. + - ეს არის ეხლა მოკვდა. + - თვითონ მოკვდა? - გაიკვირვა კვაჭმა. + - ოდნავ მივეშველე. - გაიღიმა გაბომ და ზედ დაიხედა. კვაჭი მიუხვდა. გაბოს ოქროს + საათი ეკიდა, ხელში ოქროს სათუთუნე ეჭირა და თითებზე რამდენიმე ძვირფასი + ბეჭედი უკრიალებდა. + - ყოჩაღ! - მოუწონა კვაჭმა. - მადლობა ჩემზე იყოს. + ამხანაგებმა ხელის მოსმას მოუხშირეს, ნაჭარბევად გაჰკრეს, გამოჰკრეს და ერთ + კვირაში უფრო მეტი გაიჩინეს, ვიდრე მანამდე ჰქონდათ. + იმავ ხანებში კვაჭის ცაზე შავად მოიღრუბლა. ჰაერში მუქარის სუნი დატრიალდა. აქა- + იქ გაიელვა. ბოლოს ერთ საღამოს ქუდმოშვლეპილი ჭიპი ჭიპუნტირაძე შემოვარდა + და აკივდა: + - დევიღუპეთ! ყოლიფერი გეიგეს! თავს უშველეთ! აი, წეიკითხეთ. + საღამოს გაზეთი გადაშალეს და წაიკითხეს: „რევოლუციას აგრეთვე თავადი + კვაჭანტირაძეც მიეკრო, რასპუტინის მეგობარი და მეფის ერთგული მსახური, + რომელმაც...“ + - ზმებოჯან, დროა სავიდეთ! - გააელვა ცხენის კბილები ჯალილამ. + ჭიპს პავლოვი მოჰყვა, რომელმაც მოკლედ და მშვიდად განაცხადა: + - ყველაფერი გაიგეს. ეხლავე უნდა ავიბარგოთ, თორემ დავიგვიანებთ. + - მაშ, ერთ საათში ყველანი სადგურზე გამოდით! - გასცა მობილიზაციის ბრძანება + კვაჭმა. + ყოველივე წესიერად აღმოჩნდა. ერთი საათის შემდეგ ამხანაგები სადგურზე + შეხვდნენ ერთმანეთს. + - დევიღუპეთ! - კვლავ აკივდა ჭიპი. - არც ერთი მატარებელი არ ყოფილა. + - ნუ ყვირი, ბიჭო! - გააჩუმა აშლილი მზვერავი კვაჭმა. - ბესო, წადი და მატარებელი + იშოვე. ხარჯს ნუ მოერიდები. + ბესო ათ წუთში დაბრუნდა: + - ეხლავე ორი ვაგონი იქნება. მგონი ასი ოქრო ძვირი არ უნდა იყოს. + - ძვირი არ არის. - დაეთანხმა კვაჭი. + ნახევარი საათის შემდეგ ორვაგონიანი მატარებელი მოსკოვისკენ მოჰქროდა. სალონ- + ვაგონში ცხრანი ისხდნენ, ცხრა წევრი „წითელი რევოლუციის დამხმარეთა და + დამცველთა საზოგადოების გამგეობისა“, რომელთაც დავალებული ჰქონდათ + „რევოლუციური სალდათების მატარებელთა მოძრაობის მოწესრიგება“. + -მერმე, გასჭრის ეგ მანდატი-ი-ი? - შიშით იკითხა სედრაკამ. + - გასჭრის კი არა, ყოლიფერს ააფეთქებს. - უპასუხა ლადი ჩიკინჯილაძემ. + - აბა, ჯალილ, ვახშამი! - მოითხოვა კვაჭმა, - ამეიღეთ არაყი, ყირიმული ღვინო და + შამპანური „კრისტალი“. + ნახევარი საათის შემდეგ ქართულმა „მრავალ-ჟამიერმა“ მატარებლის დგრიალი და + რახა-რუხი დაჩრდილა. „მრავალ-ჟამიერს“ ჯალილას ბაიათი მოჰყვა და ბაიათს „ვნიზ + პო მატუშკე პო ვოლგე“ დაედევნა. + - მოდის! მოდის! + მატარებელი რომ ბაქანს მიადგა, ფარაჯების ზღვაც აიფურთქნა და აყმუვდა: + - მოდი! აიღე! გადმოყარე! + იარაღით, ყუთებით, აბგებით და ბოხჩებით დატვირთულმა სალდათებმა მთელი + მატარებელი ჩაყლაპეს, ყვირილით და მუქარით შეცვივდნენ ვაგონებში და + მოიკალათეს. + ზოგნი კარებიდან შედიოდნენ, ზოგნი კი ფანჯრებიდან მისძვრებოდნენ. + - ამხანაგებო! - ჰყვირიან კვაჭი და მისი მეგობრები. - შესდექით! არ შეიძლება! + დელეგატების მატარებელია. ჩვენ დავალებული გვაქვს მოწესრიგება... აი მანდატიც! + მაგრამ მანდატის ნახვა მოსმენა აღარავის უნდოდა. კვაჭის ყვირილს და მუქარას + სიცილით და მუქარითვე უპასუხეს. ვიღაცამ დაიძახა: + - ამხანაგებო! კმარა რაც ამ ბურჟუებმა ჩვენი სისხლი სწოვეს! აბა, ფანჯრებიდან + გადაჰყარეთ! + კვაჭი და მისი ამხანაგები ფანჯრებიდან ტყაპა-ტყუპით გადმოჰყარეს და თან დედ- + მამის ლანძღვა, ხარხარი და დახვრეტის მუქარა მიაყოლეს. + - ჩქარა, ბარგს უშველეთ! - ბრძანა კვაჭმა. + ბევრი იტრიალეს მატარებლის გარშემო და ბევრს ეხვეწნენ, ფულსაც დაჰპირდნენ და + არაყსაც, მაგრამ ვაგონებს ვერც კი მიუდგნენ. ბოლოს შეკუნწლული მატარებელი + ყიჟინითა და ღრიალით დაიძრა და თან ამხანაგობის ქონება - ტანისამოსი, სანოვაგე, + ფული, თვალ-მარგალიტი, -წარსულში ნაშრომი, იმედი წყევლა და ცრემლი გაიყოლა. + ამხანაგები სადგურის დარბაზში ჩამოსხდნენ, ცხვირები იატაკს დააბჯინეს და ასე + აწუწუნდნენ: + - დევიღუპეთ! - გაჰკიოდა თვალცრემლიანი ჭიპი. + - სად დაგვეწია ღვთის რისხვა! - ოხრავდა გაბო. + - Д-а-а, плохи дела. - ეთანხმებოდა საკუთარ თავს პავლოვი. + - ეხლა კი ჩონი საქმე სავიდა. ვალაჰ, სავიდა! - თავის ქნევით ამბობდა ჯალილა. + ბესო თითებს იმტვრევდა, ჭიპი ჭიპუნტირაძე იფხრიწებოდა. ბეკარევი პაპიროსის + ბოლში იხჩობოდა, ხოლო გამწარებული კვაჭი გალიაში დამწყვდეული მხეცივით + დარბოდა და დროგამოშვებით შეჭმუხნულ შუბლს ისრესდა. ბოლოს ყველანი + დადუმდნენ და ბელადს მიაშტერეს თვალები. დიდხანს სდუმდნენ და კვაჭისგან + თავიანთ ბედის განაჩენს მოელოდნენ. + - როგორ ხარ, კვაჭი? - გაჰბედა ბოლოს ბესომ. + - ძაღლურად. + - რას იტყვი? + - აფერს. რა გადაარჩინეთ მაგ საკვოიაჟით? + - ბევრი აფერი. ბეჭდები და შტამპებია. + - ბევრი აფერიო-ო! მაშ ყოლიფერი გადაგირჩენია, შე კაი კაცო! + კვაჭმა შუბლი გაიშალა, გაიღიმა და ამხანაგები მტკიცე ხმით გაამხნევა: + - ნუ დაღონდით, ამხანაგებო! რაც დავკარგეთ, ერთ თვეში დაგვიბრუნდება. თუ + ბედმა არ მიღალატა და ღმერთმაც კიდო ხელი მომიმართა. აბა, წამოდექით! + გამაგრდით! მომყევით! + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი სამტრედიძისა + გუბაღმასკომის ბინაში გახურებული მუშაობაა. სამი კაცი თამამად მიადგა + თავმჯდომარის კაბინეტს. წინ დარაჯი გადაეღობათ. + - შესვა არ შეიძლება. კომიტეტის სხდომა გახლავს. + წინაურმა ერთი ხელით დარაჯი მოიშორა, მეორე ხელით კარი შეაღო და შევიდა. + ორნიც მიჰყვნენ. კრება შესწყდა. მოლაპარაკემ სიტყვა შესწყვიტა. ყველანი + შემოსულებს მიაჩერდნენ. + - ბოდიში, ამხანაგებო! - ცივი რიხით სთქვა კვაჭანტირაძემ. - გთხოვთ მიცნობდეთ: მე + სარევოლუციო სამხედრო საბჭოს წევრი პავლე სამტრედიძე გახლავართ. ესენიც ჩემი + შტაბის წევრები არიან - პანოვი და შიქიანცი. + და პავლოვსა და შიქიაზე მიუთითა. ყველანი წამოიშალნენ და გაიჭიმნენ. კვაჭმა + პირსახეზე უფრო მეტი სუსხი აისახა და განაგრძო: + - თქვენს ქალაქში საზიზღრობა ხდება, თქვენ კი არხეინად გაჭიმულხართ და + ბაასობთ. აი, მაგალითად : მე ჩემი შტაბით საგანგებო მატარებლით მოვდიოდი. + გზაში შემატყობინეს, რომ მოღალატე ბურჟუებს უცხოეთში თვალ-მარგალიტი და + ოქრო მიაქვთო. მატარებელი გავჩხრიკე. ცნობა მართალი გამოდგა. განძეულობა, რა + თქმა უნდა ჩამოვართვი, ხოლო საზიზღარი მოღალატენი იქვე დავხვრიტე. მაგრამ + თქვენს ცხვირ-წინ, სადგურზე, გაბანდიტებული სალდათები დამეცნენ, + მატარებლიდან გამოგვყარეს, ყველაფერი წაგვართვეს და ჩვენი მატარებლით + თვითონ წავიდნენ. ამხანაგებო, რას იტყვით ამაზე? + ამხანაგები შეშფოთდნენ. ასტყდა სირბილი, ტელეფონების ჟღარუნი, და + ავტომობილების დგრიალი. + - ჩეკას თავმჯდომარე თქვენ ბრძანდებით? - ეკითხება კვაჭი ერთს. - ჩვენ ცხრანი + ვართ. მე აქ დავრჩები. დანარჩენი წაიყვანეთ. ეხლავე დეპეშა მიეცით, რომ ის + მატარებელი სადმე პატარა სადგურზე გააჩერონ, ორთქლმავალი მოხსნან და + გაისტუმრონ, თორემ სალდათები მატარებელს ძალით წაიყვანენ. გესმით ჩემი გეგმა? + - დიაღ, მესმის, ამხანაგო! ამავე დროს ასიოდე შეიარაღებული კაცი იმ მატარებელს + დავეწევით, ალყას შემოვარტყამთ და... + - ეგრე. გამარჯვებას გისურვებთ. მართლა ჩვენი მანდატები ინებეთ. - და კვაჭი + კვაჭანტირაძემ ხუთიოდე გრძელი მანდატი გადაუშალა. + იმ მრისხანე მანდატების წინაშე ყველანი გაიჭიმნენ და ათრთოლდნენ. ვერავინ + გაჰბედა ის მანდატები ხელში აეღო და წაეკითხა. კვაჭმა ისევ ჯიბეში ჩაილაგა და + სთქვა: + - მაშ საქმეს შეუდექით. მშვიდობით იყავით, ამხანაგებო! + მერმე ბესო გაიყვანა განზე და უთხრა: + - აბა, ბესო, ჩვენი სიცოცხლე შენს ხელშია. სანამ თქვენ დაბრუნდებოდეთ, აქ მე + ყველაფერს გავაიმასქნებ. + კაბინეტში ორნიღა დარჩნენ - გაბღენძილი კვაჭი და გაჭიმული გუბაღმასკომის + თავმჯდომარე. + - დაბრძანდით, ამხანაგო! - ნება მისცა კვაჭმა. - დაბრძანდით და მომახსენეთ, რა + ხდება თქვენს გუბერნიაში? + გუბაღმასკომის თავმჯდომარე ლაპარაკით დაიღალა. ორი საათის განმავლობაში + კვაჭს ანგარიშს აძლევდა გუბერნიაში საქმის ვითარებისა და ხელისუფალთა + მუშაობის შესახებ. + -კეთილი. ეხლა მითხარით, რა გაქვთ მომარაგუბილი? რამდენი გაქვთ ხორბალი, + კარტოფილი, ფქვილი, შაქარი, და სხვა სურსათი? + და პასუხის შემდეგ კვლავ ეკითხება: + - ვაჭრებს საქონელი ჩამოართვით? + - ცოტაოდენი. + - ოქროსი და თვალ-მარგალიტის რეკვიზიცია მოახდინეთ? + - ჯერ არა. + - როგორც ვატყობ, თქვენ ძალიან ჩამორჩენილხართ დედაქალაქს. თუმცა ეს + არაფერია. მე დაგეხმარებით. გამოცდილი ვარ. ერთად ვიმუშაოთ. თქვენც მალე + დაიგეშებით. ეხლა ყური მიგდეთ. მე მჭირდება ათიოდე ოთახი, ტელეფონი, სამი + ავტომობილი, საწერი მანქანა, კანცელარიის მასალა და ავეჯი. გაეცით ბრძანება. + ორი საათის შემდეგ მთავარ ქუჩაზე ერთ დიდ შენობიდან სამი ოჯახი გამოჰყარეს და + კვაჭის მოახსენეს: + - ბინა მზად გახლავთ. საღამოზე ტელეფონი და დანარჩენიც იქნება. სადილის დრო + მოვიდა. გვეწვიეთ, ამხანაგო! + მოხსენების შემდეგ კვაჭმა გუბაღმასკომის თავმჯდომარეს პატივი დასდო და მისი + პური-მარილი იგემა. მერმე იმის ოთახშივე მიწვა და მიიძინა. + მზეს ჩასვლას იყო, რომ ბესომ და ჯალილამ კვაჭი გააღვიძეს. + - ადექი, კვაჭი. ყოლიფერი დევიბრუნეთ. ღვინის გარდა ერთი ნემსიც არ დაკარგულა. + სალდათებმა თლა დასცალეს არაყი, კონიაკი, ღვინო და შამპანური. + - ღმერთმა შეარგოთ. სისხლი ხომ არ დეიღვარა? + - არც ერთი წვეთი. + - ზალიან ჩკუანი კაცი ყოფილა ბესო, ძალიან! - შეაქო ბესო ჯალილამ. + - ყოჩაღ, ბესო, ყოჩაღ, ჯალილ! მოდით გაკოცოთ. არც მე ვიჯექი აქინე უსაქმოდ. + ყოლიფერი მზად არის. + და ბელადმა ორივენი ძმურად გადაჰკოცნა. + - ნუ გინდა, კვაჭი. დაანებე თავი. ამოდენა სიმდიდრე დავიბრუნეთ, მეტი რაღა + გინდა? ხვალვე წავიდეთ, თვარა... ვინ იცის? ხიფათი დიდია. + - სავიდეთ, კნიაზ, სავიდეთ, თორემ ალაჰი გასხრება! - შეეხვეწა ჯალილაც. + - ჩემო ბესიკ! შენ აქნობამდე ვერ გაგიგია ჩემი ხასიათი, ერთი სავაჟკაცო საქმე მაინც + გავაიმასქნოთ, თვარა რა ოხრად მინდა მარტო სიმდიდრე! ვინცხას უთქვამს „სჯობს + სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“. + - დაგვხვრეტენ, კვაჭი! + ფეხებსაც ვერ მომჭამენ. თუ საქმე გაჭირდა, მე თვითონ დავხვრეტავ აქაურებს. + მეორე დღიდან კვაჭი და მისი შტაბი ახალ ბინაში დაბინავდნენ. იმავ დღეს კვაჭმა + ასეთი ბრძანებანი და დარიგებანი გასცა პავლოვს: + - თქვენ პეტერბურგში დაბრუნდით. მოაწყეთ დაზვერვა. თუ ხიფათი მოგველის, + ასეთი დეპეშა გამოაგზავნეთ: „ეხლავე დაბრუნდით“. სედრაკ, შენ მოსკოვში წახვალ, + ლადი, შენ სმოლენსკში დაბინავდები. ყველას დროგამოშვებით მოგივათ საქონელი + და დარიგება. ზოგჯერ თქვენ თვითონ გაჰგზავნით სხვაგან საქონელს. ბესო, + დოურიგე მანდატები და დაარიგე. თუ საქმე ჩაიფუშა, ყველამ როსტოვში შეიყარეთ + თავი. + ბესომ მთელი დღე მოანდომა ამხანაგების დარიგებას და დაგეშვას, ხოლო მეორე + დღიდან ყველა თავ-თავის საქმეს შეუდგა. + კვაჭის მშვენივრად მოწყობილი კაბინეტი აქვს. კანცელარია სამ ოთახში მოთავსდა. + აქა-იქ დარაჯები და შიკრიკები გაჭიმულან. ჯალილასაც ძაბრი ჰხურავს თავზე. + საწერი მანქანა აკაკუნებს. წამდაუწუმ ტელეფონის ჟღარუნი ისმის. მუშტარი + მრავლად მოდის. ბესო შიქია ამ მუშტარს სცხრილავს და კანცელარიას განაგებს. ჭიპი + ჭიპუნტირაძე, გაბო ჩხუბიშვილი და ბეკარევი ფულიან ხალხში დაძვრებიან და + მუშტარს შოულობენ. + ერთ კვირაში მუშაობა გაჩაღდა. კვაჭი ობობასავით ზის ერთ ქალაქში, სადაც ქსელით + თავს იყრის ხუთი რკინის გზა. მოძრაობა დაირღვა, რკინის გზები დამბლად არიან + დაცემულნი. ვაგონებიც ისე დაიტაცეს, როგორც პური. ლიანდაგიც სავსეა + დამსხვრეულ მატარებლებით. თითო ვაგონს სისხლის ფასი დაედო. კვაჭიც სწორედ + ვაგონებს და სანოვაგეს დააწვა. + - აი, წაიკითხეთ. + ხელისუფალი კითხულობს დეპეშას: „სარევ-სამხედრო საბჭოს წევრს სამტრედიძეს. + საჩქაროდ გამოაგზავნეთ ხუთი ვაგონი ფქვილი, ხუთი ვაგონი კომბოსტო, ამდენივე + კარტოფილი და ყოველგვარი სანოვაგე“. + - როდის იქნება მზად? + - სამ დღეში. + - მე თვითონ გავაგზავნი. დატვირთეთ და შემატყობინეთ. + დატვირთული მატარებელი მოსკოვში ან პეტერბურგში მიდის და კვაჭის ორმოში + ვარდება. + სმოლენსკიდან და სხვა ქალაქებიდან ხანდახან კვაჭისაც მოსდის დიდძალი + საქონელი, რომელიც ორიოდე დღეში ოქროდ და თვალ-მარგალიტად გადაიქცევა + ხოლმე. + თითქმის ყოველ დღე კვაჭი ასეთ კომბინაციას აწყობს: კვაჭისთან მოჰყავთ ვინმე + ვაჭარი სპეკულოვი ან დერიკოჟოვი. + - ხუთი ვაგონი მინდა მოსკოვამდე. + - ფასი ხუთი ოქრო. + მორიგდნენ. კვაჭი სწერს მოწმობა-ბრძანებას: „.. და ვამოწმებ, რომ მეხუთე დივიზიას + ეგზავნება ხუთი ვაგონი საქონელი რიგის გარეშე“. + სპეკულოვის საქონლით დატვირთული მატარებელი მეორე დღესვე მიდის + მოსკოვში. მატარებელს თან მისდევს თვითონ სპეკულოვი, რომელსაც ჯიბეში უდევს + კვაჭის ხელმოწერილი წესიერი ადლიანი მანდატები. ამ მანდატებით სპეკულოვს + მოსკოვში ეძლევა თავის საქონელი, რომელიც ჰავლაბრიანის დახმარებით უმალ + იყიდება. მერე იმავე მანდატებით და იმავე სედრაკას დახმარებით მოსკოვიდანაც + მოდის დატვირთული მატარებელი, რომელიც კვაჭის დახმარებით იყიდება. + დროგამოშვებით კვაჭანტირაძეს და ხელისუფლებს ბრძანება მოსდის: „მოახდინეთ + რეკვიზიცია ოქროსი და თვალ-მარგალიტის (ან სანოვაგის, ან ქსოვილების, ან სხვა + საქონლის) სამხედრო საბჭოს წევრის ჩამოტანის ხელმძღვანელობით, რომელსაც + ევალება მოგროვილი საქონლის ჩამოტანა მოსკოვში: + და იმ დღეებში ვაჭართა და მდიდართა ბღავილი და ოხვრა ზეცას სწვდება, ხოლო + მოგროვილი საქონელი მოსკოვსა და პეტერბურგში მიდის, სადაც სედრაკა და + პავლოვი ხელგაშლით ელოდებიან. + კვაჭმა სადგურზეც დააგო პატარა მახე. მატარებელი რომ გამოივლის, იგი კვაჭის + პატარა ქსელში გაებმევა: მისი ბიჭები მგზავრებს ჩამოუვლიან, გასჩხრეკენ და + აკრძალულ სანოვაგეს ჩამოართმევენ, თან ხშირად აუკრძალავ ნივთებსაც + გამოაყოლებენ. დილით დილამდის იმ სადგურზე ქრისტეს ტირილი ტრიალებს: + ისმის გაძარცვულ მგზავრების უშვერი ლანძღვა, წყევლა, მუქარა, წრიპინი, ტირილი, + ხვეწნა და მუდარა. მაგრამ კვაჭის ბიჭებს არაფერის ეშინიათ, რადგან ცრემლი და + წყევლა იმათ ხელში ოქროდ დნება, ხოლო ხიფათი არსაიდან მოსჩანს: ირგვლივ + ყოველივე იწვის, ინგრევა და გაჭყლეტილთა წრიპინი და მუდარა იმ გრიგალში ისე + არ ისმის, როგორც კატის კნავილი საშინელ ჭექა-ქუხილში. + - კვაჭი, გვეყოფა! - ზოგჯერ აფრთხილებს კვაჭის ბესო. + - აჰ, მეიცა კიდო! - ამშვიდებს შეშინებულ მეგობარს თავაგლეჯილი კვაჭი და + დაუღალავად ჰგლეჯავს, სძარცვავს და ჰბღუჯავს. + ერთხელ კვაჭმა თვითონ ჩამოუარა ერთ სამგზავრო მატარებელს. ერთ ვაგონში + წაადგა თავით-ფეხამდე იარაღში ჩამსხდარ ნამდვილ ამხანაგებს. მათ შორის ივან + ივანიჩი იჯდა - ბეცი, დაბნეული და გულმავიწყი. კვაჭს ელდა ეცა. ერთმანეთს + დააცქერდნენ. კვაჭი უმალ მიხვდა, რომ ივან ივანიჩმა ვერ იცნო. + - ამხანაგო! - ზრდილობიანი და მტკიცე ხმით ჰკითხა კვაჭმა. - აკრძალული ან + ზედმეტი სანოვაგე ხომ არა გაქვთ? + - არაფერი. - მიუგო ერთმა. - ცოტა კონიაკი გვაქვს, მაგრამ... + ამხანაგები სადილზე ისხდნენ. წინ შავი პური, კიტრის მწნილი, მყრალი თევზი და + ცივი კარტოფილი ეწყოთ. იქვე ერთი ბოთლი კონიაკი იდგა. + - ეგ ბოთლი მიბოძეთ, - სთქვა კვაჭმა - აკრძალულია. - და ხელი ბოთლისკენ გაიშვირა. + - ამხანაგებო, ჯერ არც კი დაგვილევია... - დაეღრიჯა პირველი. + - ეგეთი სასტიკი ნუ ხართ. - შეეხვეწა მეორე. + - ინებეთ. - სთქვა მესამემ და ბოთლი მიაწოდა. - კანონი კანონია, მორჩა და გათავდა! + გემორჩილებით. + - ყოჩაღ, ამხანაგო! - უთხრა მეოთხემ. - რაც მართალია, მართალია! დეკრეტი ჩვენ მიერ + არის გამოცემული. მაშასადამე ამ დეკრეტს სხვებზე ადრე ჩვენ უნდა + დავემორჩილოთ. + ივან ივანიჩი კვლავ შესცქეროდა კვაჭს, შუბლს ისრესდა და ჰფიქრობდა: „რა ვქნა, სად + მინახავს ეს კაცი?“ + მატარებელი წავიდა. ამხანაგები დიდხანს დაობდნენ კვაჭის საქციელის შესახებ. + ზოგნი ლანძღავდნენ, ზოგნი კი იმის სიმტკიცეს იწონებდნენ. + - ძალიან დავაშავეთ, რომ გვარი არ გამოვკითხეთ, - სთქვა ერთმა. - მაგისთანა მტკიცე + და ერთგული კაცი აქ არ უნდა ლპებოდეს. + - ვიცნობ მაგ კაცს, ვიცნობ, მაგრამ, - წაიბუტბუტა ივან ივანიჩმა. - არ მაგონდება, სად + ან როდის გავიცანი მგონი... + და მოსკოვამდე ისრესდა შუბლს და იგონებდა. მატარებელი რომ მოსკოვს მიადგა, + ივან ივანიჩი უცებ წამოხტა, შუბლზე ხელი დაირტყა და წამოიძახა: + - გამახსენდა! + - რა იყო? რა მოხდა? -ჰკითხეს აქეთ-იქიდან. + - ჩქარა ქაღალდი, დეპეშა! დაიჭირეთ ის ჰარამზადა, თორემ ქვეყანას + გადაატრიალებს! ჩქარა!.. + - ივან ივანიჩ, ვინ გადაატრიალებს? ვინ არის დასაჭერი? + - ის, ის! კონიაკი რომ წაგვართვა. კვაჩანტირადზეა მისი გვარი. სამი თუ ხუთი სახელი + აქვს: კვაჩი, აპოლონი, ნაპოლეონი და... ეშმაკმა იცის მისი თავი და ტანი! ჩქარა + მომეცით ქაღალდი! გამახსენდა! + გვიანღა გაახსენდა. + + + + + ამბავი კარაპეტ შულავრიანცისა + ათიოდე წუთის შემდეგ ივან ივანიჩი მრისხანე დეპეშას სწერდა, ხოლო იმის ზურგს + უკან ბესო შიქია იდგა. იმ დეპეშას შორიდან კითხულობდა და ოდნავ იღიმებოდა. + მერმე თავის ორი დეპეშაც ჩააბარა - პავლოვის და ლადის სახელზე - და მეორე + მატარებელზე ავიდა, სადაც მას კვაჭი და ამხანაგები უცდიდნენ, და კვაჭს უთხრა: + - ივან ივანიჩმა ძლივს მოგიგონა და ჩვენს დასაჭერად დეპეშა გაგზავნა. ეს არის ეხლა + წავიკითხე. + - ხა-ხა! - გაიცინა კვაჭმა. - დეიგვიანა ჩემმა ივან ივანიჩმა, დეიგვიანა! მეძებონ, აწი. + სედრაკ, წეიკითხე ეს ქაღალდი და სთქვი, დაგვეწევიან ჩეკელები? + სედრაკამ გრძელი მანდატი წაიკითხა. ეწერა : კარაპეტ მინასიჩ შულავრიანცს და + ამხანაგებს (ჩამოთვლილი იყო ათიოდე გვარი) დავალებული აქვთ პოვნა და + დაპატიმრება ცნობილი კონტრრევოლუციონერის, საბოტაჟნიკისა და ბანდიტის + კვაჭი კვაჭანტირაძის (იგივე ანაპოდისტე, იგივე აპოლონი, იგივე ნაპოლეონი, იგივე + პავლე სამტრედიძე). + - ვაა-ა-ა! - დააღო პირი სედრაკამ. - მაშ, შენვე დასდევ შენს თავს?.. + თავის თავს დასდევს კვაჭი კვაჭანტირაძე. რომელიმე ქალაქს ან სადგურს რომ + მიადგება, მაშინვე ხელისუფლებას ეწვევა, ადლიან მანდატებს გადაუშლის და + ჰკითხავს: + - ეს კაცი (კვაჭი კვაჭანტირაძე) ხომ არ გეგულებათ ახლომახლო? + მერმე ბინას, ტელეფონს და ავტოს მოითხოვს და გასაძრომ ხვრელის ძებნას + შეუდგება. გზები შეკრულია. როსტოვი და სხვა ქალაქები თეთრების ხელიდან + წითელთა ხელში გადადის და ისევ თეთრებს უბრუნდება. სისხლიანი კადრილის + ცეკვა აღარ თავდება. + კვაჭი მალე წააწყდა საკუთარ კვალს. ჩეკელები ფეხდაფეხ მისდევენ. ხან კუდში + მოექცევიან, ხან წინ გაუსწრებენ. ამხანაგებმა რამდენიმე ალაგას მოინდომეს + ფრონტის გარღვევა, მაგრამ ყველგან ხაფანგებს წააწყდნენ. + ერთხელ ჯალილამ უთხრა კვაჭს: + - ეფენდი, ჯალილ სუხელი ზალიან სუდი სიზმარი ნახა. მე სისხლში ვცურაობდი. არ + დაგიჩირონ. + - ნუ გეშინიან, ჯალილ! - დაამშვიდა კვაჭმა. - ალაჰია ჩვენი შემწე. + ალაჰი მართლა მათს მხარეზე იყო, მაგრამ ერთი წუთით იმანაც მილულა თვალები. + კვაჭმაც მილულა და უცებ, როცა ერთი ხვრელით დააპირეს ფრონტში გაძრომა და + ერთ ქოხში ისვენებდნენ, ამხანაგებმა დაიძახეს: + - კვაჭი, ადექი! ჩქარა ადექი! + კვაჭ უმალ წამოხტა. + - დევიღუპეთ! აწი კი დევიღპეთ! - გაჰკიოდა ჭიპუნტირაძე და თმებს იგლეჯდა. - + მოგვაგნეს! + - რა ამბავია? რა მოხდა? + - მოდიან! მოდიან! + - ვინ? საიდან? რამდენნი არიან? + - ორმოცი ცხენოსანი მაინც იქნება. ხევ-ხევ მოიპარებიან. ათიოდე კაცი მარცხენა + მხრიდან გვივლის. + - აბა, გარეთ გამოდით, თორემ ეს გალია ნამდვილი საფლავია! - დაიძახა კვაჭმა და + ქოხიდან გავარდა. მიიხედ-მოიხედა და უმალვე ასწონა და გაზომა საქმის ვითარება. - + აბა, მეგობრებო! - დადგა ჟამი განკითხვისა. დახვრეტას ისევ ვაჟკაცური სიკვდილი + სჯობია. პავლოვ, შენ, ბეკარევი და ლადი აგერ იმ კედელს ამოეფარებით და იმ გზას + შეჰკრავთ. მანდედან ვეღარ მოგვივლიან. ერთი ტყვიის-მფრქვეველი თქვენ წაიღეთ. + დანარჩენები მე გამომყევით. ტყვია გამოიზოგეთ. ნუ აჩქარდებით. დინჯად და + ყოჩაღად! + სამნი მინგრეულ კედელს ამოეფარნენ, დანარჩენები ღობის ძირში ჩასაფრდნენ და + გაშლილი მინდორი და განიერი ხევი ხელში დაიჭირეს. + წითლებს ცხენები ხევში დაეყენებინათ, თვითონ კი ბილიკზე ჩამწკრივებულიყვნენ + და ნელი ნაბიჯით მოიპარებოდნენ. + - ოცდაშვიდი... ოცდარვა. - სთვლის კვაჭი. - სულ ოცდათორმეტია, ჩვენ კი ექვსნი + ვართ. + - ცხრანი ვართ. - უთხრა გაბომ. + - იმ სამს არა ვთვლი, იმათ თავიანთი მტერი ჰყავთ. ოღონდ დაღამებამდე გავძლოთ, + თორემ მერმე აღარაფერი არ გვიშავს. აბა გაბო, ტყვიისმფრქვეველს მოუჯექი, შენ + გცოდნია მისი მოხმარება. + - დევიღუპეთ, კვაჭი! - დაიკნავლა ჭიპიმ. + - სუ, ქოფა ოღლი! - გააჩუმა ჭიპი ჯალილამ. + - ვა-ა, ეს რა მემართება? - კბილების წკაპუნით წაიბუტბუტა სედრაკამ. - ალბათ + გაციებული ვარ. თოფი მიკანკალებს. + - ნუ შეჯგუფდით! -მიუბრუნდა კვაჭი ამხანაგებს. - გაიშალენით. ერთმანეთს ათ + ნაბიჯზე დაშორდით. + კვაჭის მარჯვნივ ჯალილა ჩაწვა. მარცხნივ ჩხუბიშვილი გაიშოტა. ბესო ერთ ფრთაზე + მოექცა. სედრაკა მეორეზე ჩაცუცქდა. + წითლები შეჩერდნენ და ჩასაფრდნენ. მათი ბელადი წინ წამოვიდა და დაიძახა. + - ჰეი, ჰეი! კა-ჩან-ტი-რაზე! ბანდიტო! დაგვნებდი! + კვაჭმა გაიღიმა და დაუმიზნა. თოფი გავარდა. წითელმა ორივე ხელი აიქნია, თოფი + გვერდით მოისროლა და გულაღმა გადავარდა. იმავ წუთს ხევიდან ოცდაათმა თოფმა + იგრიალა. ღობეს თითქოს მუხუდო მოაყარეს. + დაიწყო ბრძოლა ფიცხელი და დაუნდობელი. + - უგზო-უკვლოდ ნუ ისვრით! - ბრძანებს ხანგამოშვებით კვაჭი. - დაუმიზნეთ!... + ესროლეთ!... გასტენეთ!... + - ჰაი, ქოფა ოღლი! დონღუზ! ყირმიზ შაითან - წითელო ეშმაკო! - ბურტყუნებს + ჯალილა. + - ერთ კიდევ გავაგორე! - ხარობს ჩხუბიშვილი. - ეს ერთი და სხვა ათასი! + - ვაიმე! - უცებ მოისმა მარჯვენა მხრიდან. + კვაჭმა მიიხედა. სედრაკა წაკუზულიყო. ცხვირ-პირი თოვლში ჩაეყო და ერთი ხელით + თითქოს თოვლს ჰხვეტავდა. ჭიპის თავი დაბლა დაეღუნა და გაცხარებით ესროდა + ცას. + - ჭიპი! - დაუყვირა კვაჭმა, - ვის ესვრი? საით ისვრი? გასწორდი! დაუმიზნე! + ჭიპიმ უარესად დაჰღუნა თავი, და იმავ წუთს დაიგმინა და გულაღმა გადავარდა. + - ჯალილ! - დაიძახა კვაჭმა. - ორივეს თოფები და პატრონები აართვი და აქ მოიტა. + ჩემი თოფი ისე გაცხელდა, რომ ხელს მწვავს. + წითლები უცებ წამოიშალნენ და ურას ყვირილით გამოიქცნენ. + აბა, კვაჭი მედგრად! არ შედრკე! მარდად! მტკიცედ! ზურგი არ უჩვენო მტერს, თორემ + შენც, შენი მეგობრებიც და შენი ნადავლიც დაიღუპებით! + - აბა, მეგობრებო! - ჰკივის გაცხარებული კვაჭი. - გასტენეთ! დაუმიზნეთ! ესროლეთ! + - კა-კა-კა! აკა-კა! - ქათამივით კაკანებს გაბოს ხელში იარაღი! + - ტრახ-ტა-რახ! ატრახ-ტრახ! - ჰქუხს ხუთიოდე თოფი. + კვაჭს ისევ დემირ-თეფეს ეშმაკები ჩაუსხდნენ გულში, მაშინ კვაჭი ისე მოიტაცეს + ეშმაკებმა, რომ მას არც კი ესმოდა გახელების მიზანი, ეხლა კი შეგნებით და დინჯად + იბრძოდა სიცოცხლისთვის. არა, კვაჭი ჯერ არ მოკვდება! არ მოკვდება ასე უღვთოდ + და უბრალოდ სადღაც უკრაინის მიყრუებულ სოფელში! არ მოკვდება კვაჭი სანამ + ერთხელ კიდევ არ ჩაეხუტება სილიბისტროს და პუპის, სანამ ერთხელ კიდევ არ + მოირბენს ქუთაისს და ტფილისს, საღორიას და მუშტეიდს, ფერმას და მთაწმინდას, + სანამ ერთხელ კიდევ არ გადაატრიალებს ერემოსა და ლაითაძის დუქნებს ქუთაისში, + „ედემს“ და „ფანტაზიას“ ვერის ბაღებში, სანამ არ ჩაჰკრავს ერთ თალია ბაკარას + ქართულ კლუბში და ისევ არ ააფორიაქებს იქაურობას, რომ ათიოდე წელიწადს მაინც + არ იგონებდენ კვაჭანტირაძის სახელს. + - გასტენეთ! დაუმიზნეთ! ესროლეთ! + ურას ყვირილი ღობის ძირში შესწყდა. წითლები უცებ მიბრუნდნენ და გაიქცნენ. + ბექობზე ათიოდე დაჭრილი და მოკლული დასტოვეს. იმავე დროს ტყვიის- + მფრქვეველის კაკანიც შესწყდა. კვაჭმა მიიხედა. გაბო ჩხუბიშვილი თავის იარაღს + ზედ დაჰკვდომოდა. ორივე ხელი გაცხელებულ იარაღისთვის მოეხვივნა და ისე + საყვარელ ქალსავით ჩაჰხუტებიყო. თოვლივით გაფითრებული ბესო შიქია ღობეს + მიჰყუდებიყო და დაჭრილ წვივს იხვევდა. ჭიპი ჭიპუნტირაძე აღარსად სჩანდა. + - ჯალილ, ბესოს უშველე! + თვითონ კვაჭი პავლოვისკენ გაიქცა. ლადი ჩიკინჯილაძე გულაღმა ეგდო. კვაჭმა + მკერდზე ყური დაადო და ჭრილობა გაუშინჯა. მკვდარია! ბეკარევი პირქვე + წაქცეულიყო. ისიც მკვდარია. კვაჭი პავლოვს მივარდა. ის ჰსუნთქავს და ჰკვნესის. + ცოცხალია, ცოცხალი! კვაჭმა პავლოვი ქოხში შეიტანა და ჭრილობები შეუხვია. + ჯალილამ ბესო შემოიყვანა და დაიძახა: + - ალაჰ ილ ალაჰ! სითელი შაითანები სავიდნენ, კვაჭი-ბეგ! გამარჯობა ჩონია. + ბესო ტკივილისაგან იღმიჭებოდა, კვაჭი კი თავჩაქინდრული იჯდა და დახოცილ + მეგობრებს სტიროდა. გამარჯვების სიხარული დაავიწყდა. ხუთი ამხანაგი აკლდა, + ხუთი ერთგული და ერთად შეზრდილი ამხანაგი!.. + ისინი ვეღარ დაუბრუნდებიან თავიანთ დედ-მამას, ნათესავებს, მეგობრებს! საწყალი + ლადი! საწყალი ჭიპი! საბრალო სედრაკა! ბეკარევი! გაბო! ყოველივე გათავდა + მათთვის და ისინიც გათავდნენ ყველასთვის! გაბო და სედრაკა ვეღარ იქეიფებენ + კაკლების ჩრდილში, ვეღარ იბანავებენ ლიახვის და ალაზნის სუფთა წყალში, ვეღარ + ჩაეხუტებიან თვალჟუჟუნა ქალებს, ვეღარ ჩაიტკბარუნებენ პირებს მოთალით და + კახურით. ჩახოხბილით და ჩიხირთმით. დოშით და მწვადით! მათ მოხუცი დედ-მამა + გულის ფანცქალით ელოდება დაკარგულ შვილებს და წინანდებურად სწერენ + ცრემლიან წერილებს. + - ჯალილ! - ოხვრით ამბობს კვაჭი. - სოფელში წადი და ათიოდე გლეხს დაუძახე. + საფლავი გაუთხარონ. + კვაჭიც გავიდა და დახოცილებს ერთხელ კიდევ გადაჰხედა. გადაჰხედა და ეხლაღა + მოაგონდა, რომ წეღან ჭიპს თვალი ვერ მოჰკრა. გაცხარებულ ბრძოლის დროს ჭიპი + ისე წაიქცა, როგორც მოკლული ან მძიმედ დაჭრილი, ეხლა კი... კვაჭმა ის ალაგი + დაათვალიერა, სადაც ჭიპი წაიქცა და ერთი წვეთი სისხლიც ვერ იპოვა, თოვლში + ნაფეხარი მოსჩანს. ალბათ დაიმალა სადმე. + -ჭიპი, სადა ხარ? ჭიპი! + პასუხი არ ისმის. უცებ კვაჭის ეჭვის ეშმაკი ჩაუძვრა გულში. უმალვე ქოხში შევარდა + და განძეულს ეცა. ბარგი აქოთებული იყო. განძი აღარსად სჩანდა. სანამ გლეხები + საფლავს სთხრიდნენ, კვაჭი სიბრაზით იხერხებოდა: + - ჰოი უმადურო! ორგულო! მოღალატე! შერცხვეს კვაჭი თუ დედაშენი შენს საფლავზე + არ ვატირო. + - დონღუზ! - ბურტყუნებდა ჯალილა: კასი კი არა, ზაღლია, ზაღლი! + უცებ სოფელში თეთრების დიდი რაზმი შემოიჭრა. კვაჭი ეხლაღა მიხვდა წითელი + მდევრის გაბრუნების მიზეზს: შორიდან დაენახათ დიდი რაზმის მოახლოვება და + მორიდებიყვნენ. + - რა იყო, რა მოხდა? - ჰკითხა კვაჭს ყაზახთა ხარუნჟიმ. + - ვიბრძვით მეფის და დიდი რუსეთისთვის! - რიხით მიუგოს სილიბისტროს ერთამ + და ძველებურად გაიჭიმა. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი სამშობლოში დაბრუნებისა და ერთი კუბოს + წამოღებისა + + მეორე დღეს კვაჭმა თეთრების სარდალს დაწვრილებით უამბო თავის + თავგადასავალი, ნანახი და გაგონილი. ოთხივენი ერთ პატარა ქალაქში გადაიყვანეს + და სამკურნალოში დააწვინეს. კვაჭი და ჯალილა ერთ კვირაში მოკეთდნენ და + სასტუმროში გადასახლდნენ, ხოლო დაჭრილი პავლოვი და ბესო იგვიანებდნენ: + კვაჭი უფულობას სჩიოდა და ჭიპის სახელს ენიდან ვეღარც იშორებდა. ხშირად + ამბობდა: + - ბესო! ჯალილ! დეიხსომეთ ჩემი სიტყვა: ვფიცავ ღმერთსა და ჩემს პატიოსნებას, რომ + ვერ მოვისვენებ სანამ ჭიპის დედას შვილის საფლავზე არ ვატირებ. + ხანი გავიდა. ბესო და პავლოვიც მოსულიერდნენ, სამკურნალოდან გამოვიდნენ და + ოთხივენი ადესაში ჩავიდნენ. კვაჭმა უმალვე გაიხსენა შორეული წარსული, + ჭაბუკობის ტკბილი დღეები, ორი უდარდელი წელიწადი, ჰოფშტეინი, რებეკა, ისაკა, + სიდოროვი, მისი ქალიშვილი ვერა და მრავალი იმდროინდელი ნაცნობი და + მეგობარი. ამ მოგონებამ კვაჭი ქალაქს მოსდო. იქაურობა მოირბინა, დაჰსუნა და + საქმის ვითარება გაზომა. მაგრამ მას ლაღობა არ ეტყობოდა. მოკაკული და დაბნეული + დადიოდა, რადგან დღიური სახარჯოც კი გამოელია. როდესაც კვაჭს უფულობით + გული მისდიოდა, ბესო გვერდით მიუჯდა, ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და + გაშალა. ოთახს, ბესოს და კვაჭსაც სინათლე დაედოთ. ბესოს ხელზე ბეღურას + კვერცხის ოდენა სხივმოსილი ათიოდე ბრილიანტი ედო. + - ეს განძი ამ დღისთვის გადავარჩინე. აიღე, გამოგვადგება. - სთქვა ბესომ. + - ბესო! ბესიკო! - წამოიძახა კვაჭმა და მეგობარს გადაეხვია. - მე რომ კვაჭი არ + ვყოფილიყავი, უეჭველად ბესოობას ვინატრებდი. ჩემო ბესიკო!.. ბესია! - + სიხარულისგან გაბალღდა, აიშალა, სასტუმრო აიკლო და რესტორანები + გადაატრიალა. როდესაც დამშვიდდა, იქაურ თეთრ სარდალს ეწვია და ასეთი ბაასი + გაუბა: + - წითლები ჩვენი საერთო მტრები არიან. დღეს თქვენ დაგჯაბნიან, ხვალ + საქართველოს ჯერიც დადგება. ჩვენ ბუნებრივი მოკავშირენი ვართ. + - მართალია! - დაუდასტურა „მოკავშირემ“. + - თქვენ სალდათები, აფიცრები, ნავთი, ბენზინი და ათასი რამე გჭირდებათ, ჩვენ კი, + ფქვილი და სურსათი გვინდა, მაშასადამე... + იმ სარდალმა ჯერ კვაჭის ვინაობა გაიგო და მესამე დღეს მოურიგდა. სანამ ბესო + კარგად მოკეთდებოდა, კვაჭი დღე და ღამეს გარეთ ატარებდა, თავისუფლად + სუნთქავდა, რესტორანებში ისვენებდა, ყავახანებში ითენთებოდა და ძველ ნაცნობთა + ამბებს აგროვებდა. ინსპექტორი ჰოფშტეინი ისევ ინსპექტორობდა, კაპიტანი + სიდოროვი კაპიტნობდა, ხოლო მისი ქალიშვილი ვერა... + ოჰ, რა ძნელი ყოფილა ძველი ჭრილობის გაღიზიანება! + ერთ საღამოს კვაჭმა სათნოების დის ფორმაში გამოწყობილ ქალს მოჰკრა თვალი და + უმალვე იცნო ოდესღაც თავის ვერა - დაბალი, ქერა და ფუნჩულა. ვერას გვერდით + ათი წლის შავგვრემანი ბავშვი მისდევდა. კვაჭის შვილი! პირწავარდნილი კვაჭიკო! + „ვინ არის მომავალი ბავშვის მამა, - კითხულობდნენ ათი წლის წინათ ადესელი + სტუდენტები, - კვაჭი კვაჭანტირაძე თუ ჰავლაბრიანი?“ ეს საიდუმლოება მაშინ ვერ + გამოარკვიეს, კვაჭმა კი მაშინაც იცოდა და ეხლაც ძალიან კარგად იცის, რომ ის + შავგვრემანი ბიჭი მისი სისხლი და ხორცია. პირსახეში ალმური აუვარდა და თავში + სისხლი აუდუღდა. უმალვე დაღუნა თავი და ბარბაცით შევარდა მაღაზიაში. + რამდენიმე დღე გავიდა. მეგობრები წამოსასვლელად ემზადებოდნენ. კვაჭი მარტო + იყო ოთახში. უცებ კარებში ჭიპის თავი და ჯალილას ხელი გამოჩნდა. ჭიპი + ძალადობდა და კარებს ებღაუჭებოდა, მაგრამ კისერში წავლებულმა ხელმა ქიმუნჯი + წაჰკრა და მობუზული ჭიპი შუა ოთახში შეაგდო. მერმე თვითონ ჯალილაც + შემოვიდა, დინჯად ჩაჰკეტა კარები და დინჯადვე სთქვა: + - ქვაჩი-აღა, ჭიპი მოგიხვანე. ფისი რომ დასდე, ეხლა გააკეთე შენი საქმე. + - ჭიპი! - დაიღმუვლა კვაჭმა და ორი ნახტომით ზედ მიადგა. + - კვაჭი! - დაიკნავლა ჭიპიმ და ვერხვის ფოთოლივით აცახცახდა. - მე... მე დამნაშავე + ვარ... მარა აფერი დამრჩა, ღმერთმანი, აფერი დამრჩა... წამართვეს, ყოლიფერი + წამართვეს. მე... შენ... მე... + - მეც ნამდვილად გავიგე, რომ საართვეს, მაგრამ ჩიპი მაინს დონღუზუა, ამიტომ... - + დაუმატა ჯალილამ და დაიმკლავა. + კვაჭის რკინის მკლავები თავისთავად მოსხლტა და ჭიპის ყელზე ტკაცუნი მოიღო. + იმავე წუთს ჯალილამაც ისკუპა. + ხუთიოდე წუთის შემდეგ ორივენი მოშორდნენ ჭიპს, რომელიც, გაგუდული და + თვალებ-ამოვარდნილი, გაჭიმული იწვა იატაკზე. + - აბა, ჯალილ, შეახვიე. + - უნდა სავიღოთ გურჯისტანში. - თქვა ჯალილამ. - ფისი მიესი ალაყსა, რომ დედამ + უნდა ჩიპის საფლავზე იტიროსო, ამიტომ. + - ვიცი. შეახვიე. დედას უნდა ჩავუტანოთ. + ორი დღის შემდეგ კვაჭი, ბესო და ჯალილა „პუშკინ“ -ზე ავიდნენ, რომელმაც ცხვირი + საქართველოსკენ იბრუნა. კაპიტანმა სიდოროვმა და კვაჭმა თითქოს ერთმანეთი ვერ + იცნეს. პავლოვიც განკურნების შედეგად უნდა ტფილისში ჩამოსულიყო - ასე + მორიგდნენ კვაჭი და თეთრი სარდალი. + ერთი კვირა კიდევ გავიდა. ერთ ღამეს გემმა ცხვირი ბათომს მოაბჯინა. + კვაჭი, ჯალილა და აკოჭლებული ბესო ბაქანზე იდგნენ და ცეცხლის ლარს + გამოსცქეროდნენ. + კვაჭს ის საღამო მოაგონდა, როცა თორმეტი წლის წინათ ახალგაზრდა კვაჭი გემის + ცხვირზე იდგა და ჩრდილოეთისკენ მისცურავდა. რა არ გადაჰხდა თორმეტ + წელიწადში კვაჭს! რამდენი ქვეყანა მოიარა! რამდენჯერ დაიჭირა და ისევ გაუშვა + მოწყალე ბედი! მას, ძლევამოსილ რაინდს, ათჯერ და ოცჯერ შეეძლო გამარჯვების + რაშზე შემჯდარიყო და ალამით, ზეიმით და ზათქით დაბრუნებულიყო თავის + პატარა და ღარიბ სამშობლოში, სადაც ის ადვილად დაიჩემებდა პირველობას. მაგრამ + მან უცხოთა შორის მეორე ალაგი, მუდმივ ხიფათთან ბრძოლა და ახალ-ახალი + ლანდების დევნა ამჯობინა. ოჰ, რატომ არ დაუჯერა ხუთი წლის წინათ კვაჭმა საწყალ + გაბოს და სედრაკას! რატომ არ ალაგმა მაშინ თავაგლეჯილი ბედი! რატომ არ + დაუბრუნდა მაშინ მდიდარი და ჯანსაღი კვაჭი თავის პატარა კერას! ვინ იცის, + როგორ დატრიალდებოდა მისი ცხოვრების ჩარხი, მისი და დანარჩენ მეგობრებისაც, + რომელნიც ეხლა, ამ სიცივეში... შორს, სადღაც მინდორში... შავ მიწაში წვანან. კვაჭი კი + უკვე მოდუნებული, შერცხვენილი და ხელცარიელი, ეხლაღა უბრუნდება + ხელცარიელსა და მოხუცებულ მშობლებს. თორმეტი წლის წინათ, როცა ფრთიანი + კვაჭი აი ამ ზღვაში მოსცურავდა, საბედო მარიხვარსკვლავი კვაჭს უღიმოდა და + გამარჯვებას ჰპირდებოდა. ეხლა კი იგი მკრთალად ციმციმებს და ოდნავღა + ჰბჟუტავს. კვაჭის გული იდუმალი მიზეზით ჰკვნესის. უცნაური სირცხვილის ჭია + ჰღრღნის უძღებ შვილს, რომელმაც თავის ახალგაზრდობა და ძალ-ღონე სადღაც + გაფლანგა და ეხლაღა მოიგონა ბებერი ძიძა-მიწა, რომელმაც აღზარდა და გამოკვება. + - კვაჭი, რა დაგემართა? - ეკითხება ბესო, რომელმაც მთვარის შუქზე კვაჭის + შეჭმუხვნილი შუბლი და მთრთოლვარე ტუჩები დაინახა. + - აფერი. - ეუბნება ხმის კანკალით კვაჭი. - წავიდეთ, ბარგი შევკრათ. + კვაჭს ჯერ მშობელ ქუთაისში უნდოდა ჩასულიყო და დედ-მამა ენახა, მაგრამ დილით + სასტუმროში გაიგო, რომ სილიბისტროს ტფილისში მშვენიერი სახლი ეყიდნა და + საბოლოოდ დედაქალაქში დასახლებულიყო. + - ალბათ იმ ფულით იყიდდა, შარშან რომ გამოვატანე პიტერიდან. - სთქვა კვაჭმა და + ჯალილას მიუბრუნდა.- ჯალილ, ბარგი მოამზადე, ხვალ ქალაქში მივდივართ. + ჯალილამ ბარგი შეჰკრა, მერმე კვაჭს წინ აეტუზა, წაიფორხილა და ღიმილით უთხრა: + - აღა! ჯალილას სოტა ხნით სასვლა უნდა. + - საით, ჯალილ! სად მიდიხარ? + - მე ერთი ზმა-ბიჩი ვნახე. აქ არის. სტამბოლში მიდის. მეს მინდა სავიდე. სოტა უნდა + მოვიარო, ბედი ვსადო და ისევ თქონთან მოვიდე. + კვაჭი დაღონდა. + - ბესო, ორნიღა ვრჩებით! - მერმე ჯალილას მიუბრუნდა. - უშენობა გამიძნელდება, + მაგრამ... რაკი ეგრე მოგიფიქრებია... წადი, ჯალილ, ღმერთმა მშვიდობა მოგცეს. + - ჩოხ საღოლ, აღა! ჩოხ რაზიამ. ალაჰ იყოს თქონი შემსე. სალამათ, კნიაზჯან. მალე + ისევ გიპოვით, ეხლა კი სავალ, სალამათ! + ერთმანეთი გადაჰკოცნეს და დაშორდნენ. + კუბოში ჩაჭედილი ჭიპი კვაჭმა წინა ღამითვე გაუგზავნა ბათომში გადმოსულ + მშობლებს, ხოლო მეორე დღეს დასაფლავებას დაესწრო. + - კვაჭი, ნუ წახვალ. - მორიდებით ურჩია ბესომ. + - ფიცი ბოლომდე უნდა შესრულდეს, ბესო! - ცივად უპასუხა კვაჭმა. - დედის + ტირილი უნდა ვნახო. + წავიდა და ნახა. მოხუცებული დედ-მამა დარდისგან ფეხზე ძლივს იდგნენ. დედის + კივილი ცასა სწვდებოდა. მამა გაუგებარს რასმეს ლუღლუღებდა. + - ხულიგნებმა დაახჩეს, - უთხრა კვაჭმა ჭიპის მშობლებს. - გვამი ძლივს ვიპოვე და + წამევიღე. + როდესაც ანდერძი აუგეს, კვაჭმა ლაპარაკი დაიწყო. ეს იყო მისი პირველი სიტყვა + ახალ საქართველოში ნათქვამი. + - ძმაო ჭიპი! - ეძახოდა მეგობარს კვაჭი: - შენ მუდამ ქართველი იყავი სულით და + გულით. ქართველი იყავი და სამშობლოსთვის იბრძოდი. და ამ ბრძოლაში დაილია + შენი უსაზღვრო გული და ჯვარცმული ცხოვრება. ვერაგმა მტერმა მუხთლად მოსპო + შენი ლამაზი სიცოცხლე, მაგრამ შენი წმინდა ხსოვნა უკვდავი იქნება შენი + მეგობრების და ხალხის გულში, ხოლო მადლიერი სამშობლო ოქროს ასოებით + ჩასწერს შენს სპეტაკ სახელს თავის მატიანეში და შენ გმირულ სიკვდილს + საშვილიშვილო მაგალითად გადააქცევს. შენ კი, დაუვიწყარო ძმაო, მოისვენე შავს + მიწაში, რამეთუ მიწა ხარ და მიწად იქეც! ჩვენ კი... + სიტყვა ქვითინით დაასრულა და ბარბაცით შეერია ხალხში. + იმ დღეს კვაჭმა ბათომი დაირბინა, ნაცნობები იპოვნა და ახალიც მრავლად შეძინა. + ხოლო მეორე დღეს დილით კუპეში შევიდა, გაზეთი გაშალა, ჭიპის ნეკროლოგი + წაიკითხა და თავის სიტყვაც ჩააბულბულა. ბესოს ოდნავ გადაეჭარბებინა. დაეწერნა: + ჭიპის გვამი ერთგულმა კვაჭმა შუა ზამთარში კიევიდან ადესამდე ზურგით და + მარხილით გადმოიტანაო. + მარჯვე კაცი იყო ბესო შიქია! + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + კარი მეშვიდე + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი საკუთარ მიწაზე განავარდებისა + რაც უფრო ღრმად შედიოდა მატარებელი საქართველოს გულში, კვაჭსაც იმდენად + ემატებოდა მღელვარება და მოუსვენრობა. + - აი ნატანები... საჯავახო... ბესო, სამტრედია! ჩემი სამტრედია! ისე მიცემს გული, + თითქო დიდი ხნის უნახავ საყვარელთან მივდიოდე! + სამტრედიაში ჩამოხტა, სადგური მოირბინა და ათიოდე ძველ ნაცნობს წააწყდა. + ყველას გადაეხვია და ყველანი მოიკითხა. + - გამარჯობა, ბონდო!.. ვახლავარ ძალუა ძაბულის!.. რავა ხარ, ისიდორე?.. მე? აი + დავბრუნდი, სამუდამოდ დავბრუნდი. მეც უნდა წევიმუშაო საქართველოსთვის. აწი + ქალაქში მივდივარ, მარა მალე გნახავთ სამტრედიელებს და ქუთათურებს... + მომიკითხეთ ყველანი, აბა, მშვიდობით! - და მიმავალ ვაგონს შეახტა. ცოტა ხნის + შემდეგ კვლავ აიშალა: + - ბესო, აი ჩვენი რიონი! აგერ ქუთაისიც! ჩვენი პაწია ქუთაისი! თურმე დაცალიერდა + საწყალი! თურმე მთელი ქუთაისი ტფილისში გადასახლებულა. მხოლოდ ერემო, + ლაითაძე და დანიელა ურია დარჩენილან. რა ლამაზი ხალხია ქართველი!.. რა + ლამაზი ქვეყანაა საქართველო! + და „ქართველსა“ და „საქართველოს“ წარამარად ისროდა, რომ ეპოქის შვილი იყო და + ხარკს უხდიდა. + უკვე დაღამდა. კვაჭმა შორიდან ტფილისის შუქს მოჰკრა თვალი და უარესად + აღელდა. არსად და არასოდეს არ უგრძვნია მას ასეთი იდუმალი გულის-ღელვა და + სულის-შფოთვა. სადგურის ბაქანი გახარებულ ბავშვივით გაირბინა, ეტლში ჩაჯდა + და მიაძახა: + - სოლოლაკისკენ! ნაბიჯით იარე! + რუსეთის ქალაქების შემდეგ დედა-ქალაქი კვაჭის პარიზად მოეჩვენა. უხვი შუქით + მოფენილი ქუჩები ხალხით არის გატენილი. ისმის მხიარული ლაყბობა და + ჟრიამული. ცეცხლის ზღვაში უზარმაზარი შავი კანდელივით აღმართულა მამა- + დავითი, რომელსაც ჯიღასავით დაუდგავს თავზე ელექტრონის ვარსკვლავების + გვირგვინი. + გაიარეს კუკიის გრძელი ქუჩები, ვერის ხიდი, აღმართი და რუსთაველის ფართო + ხეივანზე გავიდნენ. კვაჭი ვეღარ ისვენებს: + - ბესო, შეხედე! აი „ნოეს“ სასტუმრო... აი სახალხო სახლი! აგერ ჩვენი მტკვარი!.. აი, + ოპერა... დრამა... ქაშუეთი... ჩემი „ორიანტი“ აი, სასახლეც... მუზეუმი!.. ჩვენია აწი + ყოლიფერი, ბესო, ჩვენი! + ათიოდე წუთის შემდეგ კვაჭი დაფეთებულივით შევარდა საკუთარ სახლში და + კინაღამ დაახჩო სიხარულით აკივლებული მშობლები - სილიბისტრო, პუპი, ხუხუ + და ნოტიო, რომელნიც ხან სტიროდნენ, ხან იცინოდნენ, გზადაბნეულივით + დაბორიალებდნენ, გაუძლის სიხარულისაგან შტერდებოდნენ, ისევ კაკანებდნენ, + ფუსფუსებდნენ, ყაყანებდნენ. + + + + + + + + ამბავი პირველი ნაბიჯების + მეორე დღეს კვაჭმა მინისტრებს და ხელისუფლებს ჩამოუარა: + - გთხოვთ მიცნობდეთ: კვაჭი კვაჭანტირაძე გახლავართ. ეს არის ეხლა დავბრუნდი + წითელი ჯოჯოხეთიდან. + მისი სახელის ქუხილი შორეულ ჩრდილოეთიდან თურმე საქართველოშიც ისმოდა. + ეს ქუხილი ვერცხლის ხმებით იყო შეზავებული. კვაჭის სახელი, შორეულ რუსეთში + ოდნავ შეთხუპნული, საქართველოში უკვე პირმობანილი და გაკრიალებული + ჩამოსულიყო. + სანამ კვაჭი დედ-მამის ალერსით დნებოდა და ხელისუფლებას თავის თავს აცნობდა, + ჭკუამარჯვე შიქია ქალაქში დაძვრებოდა და კვაჭის სახელს ენიდან არ იშორებდა. + კვაჭის ჩამოსვლის ამბავიც ელვასავით მოედო ტფილისს. ყველას და ყველგან მისი + ჩამოსვლა ეკერა პირზე. + ერთი ჯგუფი ასე ჭორიკანობდა: + - ახალი ამბავი გაიგე? - ეკითხებოდნენ ერთმანეთს ქუჩებსა, კლუბებსა, თეატრებსა და + რესტორნებში - კვაჭი კვაჭანტირაძე ჩამოსულა. + - შენი ჭირიმე? მართლა?.. მადლობა ღმერთს! + და იმ ჯგუფს ასეთი ცეცხლი ეკიდებოდა: + - თურმე ევროპის ბანკებში ორმოცი მილიონი ნაღდი ფული დაუგროვებია.. სთქვა + ერთმა. + - ორმოციც იქნება და ასიც! - გაუსწორა მეორემ. + - თურმე ის ფული აქ უნდა ჩამოიტანოს და დაატრიალოს. + - მე ნამდვილს გეტყვით. თურმე ოცი მილიონი მთავრობას უნდა ასესხოს ბონების + განსამტკიცებლად, ოცი მილიონი გზებზე დახარჯოს, ორმოცი - ელექტროს + სადგურებზე, ოციოდე - ქარხნების მოწყობაზე, ათიოდე - სტიპენდიებზე და + ორმოციოდე - ჯარზე. + დამიჯერეთ, ეს ამბავი უეჭვო წყაროდან გავიგე. + მეორე ჯგუფშიც დაახლოვებით იგივეს იმეორებდნენ და კვაჭის წარსულს + იგონებდნენ. + - კვაჭმა რუსეთი დღევანდელ ბედისგან ათი წლის წინათ გადაარჩინა. მეფეს + გადადგომა უნდოდა. ვერავინ დააჯერა. ბოლოს ეს საქმე კვაჭმა იკისრა და მეფე + ტახტზე დასტოვა. + - ლონდონის და პარიზის ბირჟები ერთ კვირაში ყირამალა დაატრიალა. + - ენვერ-ფაშამ რუსის მთელი ჯარი ტყვედ ჩაიგდო, მაგრამ კვაჭანტირაძემ ერთი მუჭა + ქართველებით ბედი მოატრიალა, ოსმალთა ჯარი დაატყვევა და კინაღამ ენვერიც + ხელში ჩაიგდო. + - ეგ არაფერი. თურმე ამერიკამ რუსეთს რამდენჯერმე, გამოუგზავნა იარაღით + დატვირთული გემები, მაგრამ გერმანელებმა ჩასძირეს. ბოლოს კვაჭანტირაძემ ეს + საქმე იკისრა და ორმოცი გემი უვნებლად ჩამოიყვანა. + - ამბობენ ძალიან ნიჭიერი ფინანსისტიაო. + - ნიჭიერი კი არა, გენიოსია, გენიოსი! + - ბოლშევიკები თურმე ძალით ამუშავებდნენ. კვაჭს ბრაზი მოუვიდა და ისე წაიყვანა + საქმე, რომ მოსკოვის მთავრობა კინაღამ ერთ კვირაში დაჰღუპა. გაუგეს, მაგრამ + მაგანაც გაუგო და გამოიქცა. თან ხუთასი შეიარაღებული გამოჰყვა. მერმე მისი რაზმი + ხუთი ათასამდე გაიზარდა. ზარბაზნებით იკაფავდნენ გზებს. წითლებს სამჯერ თუ + ხუთჯერ წაართვეს კიევი, ხარკოვი და როსტოვი. მოსკოვზედაც მიდიოდა, მაგრამ + დენიკინს ვერ მოურიგდა. + დენიკინი მონარქისტი იყო, კვაჭანტირაძე კი პირსუფთა რესპუბლიკანელი ყოფილა. + თუ ეგრეა, უთქვამს კვაჭანტირაძეს, თეთრებსაც კისერი მოგიტეხიათ და + წითლებსაცო. მოტრიალდა და წამოვიდა. წითლებსაც მუსრი გაავლო და თეთრებსაც. + ადესაც ძალით აიღო და თხუთმეტი გემი წამოიყვანა. ეხლა ის გემები ბათომშია. + - თურმე ის გემები, აუარებელი ფქვილით და იარაღით დატვირთული საქართველოს + შესწირა. + - მაშ მალე თეთრი პური გვექნება! + ასეთი იმედების ცეცხლი თანდათან ღვივდებოდა და მთელ კავკასიონსაც ედებოდა. + სანამ ბესო ამ ცეცხლს გულმოდგინედ ჰბერავდა, კვაჭი ხელისუფლებს თვალებს + უბამდა და წითლების და თეთრების ამბებს უამბობდა: + - რუსეთი დეიღუპა, ბატონო, დეიღუპა! ამ ქვეყანას ქრისტე ღმერთიც ვეღარ + წამოაყენებს. წითელი რუსეთი ჩვენთვის ღვთის რისხვაა, თეთრი კი ღვთის კრულვაა. + სჯეროდა კვაჭის რუსეთის დაღუპვა? არა, არ სჯეროდა. „კუდი რომ მეიქნიოს, ესეც + გვეყოფაო“, ამბობდა გულში, ხმამაღლა კი ამის თქმას ვერ ჰბედავდა, რადგან უმალვე + წითელთა აგენტის სახელი გაუვარდებოდა, ეს კი ყველა გეგმებს ჩაუფუშავდა. + საღამოზე კვაჭმა და ბესომ ქალაქი დაირბინეს. + ქართულ კლუბში საქველმოქმედო საღამო იყო. კვაჭმა უხვად გასცა წყალობა. „ძმური + ნუგეშის“ ყავახანაში ლამაზი მოსამსახურე ქალები, - განათლებულნი და + კეთილშობილნი, - უმალვე მიიზიდა და-ძმური ბაასით და რაინდული ყოფა-ქცევით. + „ქიმერიონ“ -ში პოეტების საღამოს წააწყდა, რომელნიც ყანწებით, ლექსებით და + მოსაწველ ქება-დიდებით დაუხვდნენ. ერთმანეთს ტკბილი სიტყვით მოუქონეს თავი, + ჭრელი ხოტბა უხვად შეასხეს და ხელგაშლილი ღიმილით გაუღიმეს. მართალია, + ერთმანეთის ცნობა არა ჰქონდათ, მაგრამ შორიდან პოეტების ფხიზელ ყურამდისაც + მისულიყო ქართველი რაინდის ჭექა-ქუხილი. მათ იქვე შეჰკრეს ხუთიოდე ტაეპი, + მქუხარე ხმით წაუკითხეს, ასწიეს, გაჰბერეს და ოსტატი კვაჭი ისე გააბრუეს ლექსით + და ქება-დიდებით, რომ მან აღტაცებით გაიფიქრა: „გაფასდი, კვაჭუნი, გაფასდი და ამ + ჭაბუკებისგან ისწავლე გულის მოგების უძნელესი ხელოვნება“. + კვაჭმა რამდენჯერმე სცადა თაღებიან ყანწიდან ამოსვლა, მაგრამ პოეტების + სუფრიდან ადგომა და ტკბილი რითმების მორევიდან ამოტივტივება არც ისე + ადვილი ყოფილიყო. + დაბნედილმა კვაჭმა უხვად გაიღო შესაწირავი, და თითო სტრიქონი თითო ნადიმის + ფასად დაუჯდა. + გათენდა. ერთმანეთი ძლივს ამოიყვანეს ლანდების სარდაფიდან. ვინ ვის მოჰყავდა, + ვინ ვის გაჰყვა და გააცილა, აღარავის ახსოვდა - არც პოეტებს და აღარც + კვაჭანტირაძეს. + მეორე დღეს კვაჭი გაზეთებში კითხულობდა ბესოს ნაცოდვილარს: „განთქმული + ფინანსისტი, ჩვენი თანამემამულე კვაჭი კვაჭანტირაძე საქართველოში დაბრუნდა. + უკანასკნელ წელს მან წითელ ჯოჯოხეთში საოცარი და საშინელი ამბები განიცადა. + ამის შესახებ ჩვენ ცალკე წერილს დავბეჭდავთ. ეხლა კი გულწრფელად ვუსურვებთ + ჩვენს სახელოვან მოძმეს დედის კალთაში მოსვენებას და ნაყოფიერ შრომას ჩვენი + ხალხის სასარგებლოდ და მამულის სადიდებლად“. + ასეთი მოლოცვა შესაფერ პასუხს ელოდებოდა. იმავ დღეს კვაჭმა რედაქციები + დაიარა, პრესის მუშაკები გაიცნო და თავის თავიც გააცნო. იმ დღიდან კვაჭი და + გაზეთები ერთი-მეორეს იდუმალი და ძმური სიმებით გადაებნენ, რომელნიც კვაჭის + მიერ დროგამოშვებით საიდუმლო მალამოთი ლბებოდა, იწმინდებოდა. + კვაჭმა ერთ კვირაში ათასი ხილული და უხილავი ძაფი გააბა. ძველი ნაცნობები და + ახალი მეგობრები თაფლწასმულ კვაჭს ბუზებივით მოეხვივნენ. ყველანი თვალებსა + და ჯიბეში შესცქეროდნენ და რაღაც სასწაულს მოელოდნენ. კვაჭი კი გაცხარებით + ჰქსოვდა ბადეებს, ქვეყანას თვალს უხვევდა და ხელისუფლებისა და ფულისკენ + მიაბიჯებდა. + ყორანაშვილი მას ქართული საქმეების გაკვეთილებს აძლევდა, ბესო შიქია უტყუარ + ცნობებს აწვდიდა და კვაჭის ყოველდღიურ დარიგებას ასრულებდა, ხოლო + დანარჩენნიც ერთგულად და თავგანწირვით ემსახურებოდნენ საერთო საქმეს, + რომელიც დღეს თუ ხვალ უნდა გაზრდილიყო და ყველასთვის საარაკო მეწველ + ფურად გადაქცეულიყო. + კვაჭმა თვისი ხერხი და მუშაობის მეთოდა ძირ-ფესვიანად შესცვალა. წითელ + რუსეთში ნიშადურ-ამოსმულივით დარბოდა და გამალებული ყბედობდა, აქ კი ჯერ- + ჯერობით პირზე კლიტე დაიდო და გარეთაც იშვიათად გამოდიოდა. სამაგიეროდ + ბესო შიქიას და სხვათა წყალობით კვაჭანტირაძეზე დილით-დილამდე სხვა ათი + ათასი - ლაპარაკობდა. ვინ მოუტანს საქართველოს თეთრ პურს? კვაჭი კვაჭანტირაძე. + ვინ ჩამოიტანს ევროპიდან ათასნაირ საქონელს? რა თქმა უნდა კვაჭანტირაძე. ვინ + გაამაგრებს ჩვენს ფულს, რომელსაც დღითი-დღე ეკარგება ფასი? ისევ კვაჭანტირაძე. + ვინ გაიტანს კავკასიიდან ხუთ წელიწადში დაგროვილ ნავთს, შავ ქვას, მატყლს, + ბამბას, თამბაქოს, აბრეშუმის პარკს, ხე-ტყეს, ღვინოს და უამრავ სხვა საქონელს? + კვაჭი, კვაჭი და მხოლოდ კვაჭი. ევროპასა და ამერიკაში ქალაქი არ არის, რომ იქაური + ბანკირები, ვაჭრები და მრეწველნი კვაჭს არ იცნობდნენ და ძმასავით არ + ენდობოდნენ. კვაჭმა ყველაფერი იცის! კვაჭი ყველაფერს მოახერხებს! კვაჭის + ყველაფერი შეუძლიან! + ქართველი კრეზი სოლოლაკის უბანში სცხოვრობს, საკუთარ სახლში, მეორე + სართულში. ნუ მოერიდებით, მიდით და მიუტანეთ თქვენი ნდობა, ფული და + საქონელი. კვაჭი ჯადოქარია. ერთ მანეთს თუმანს ასარგებლებს. ნუ მოერიდებით! + მიდით! მიბრძანდით! + და კვაჭის კარღია სახლში ყოველ დღე მიდიან და მიაქვთ. თვითონ კვაჭი საქმეზე + ცოტას ლაპარაკობს, ისიც ბურუსით და ბინდ-ბუნდად. ის საქართველოში ახალი + კაცია. აქაურ ეკონომიკაზე ბევრი არაფერი იცის, მაგრამ ის მტკიცედ იცის, რომ + უცოდინარობის გამჟღავნება არ შეიძლება. საქონლის პატრონს ის ჰპირდება + საქონლის გაყიდვას უმაღლეს ფასად, ფულის პატრონს - უდიდეს მოგებას. მხოლოდ + სავაჭრო და საბანკო სააქციო საზოგადოების დაარსება და ფულის შეტანაა საჭირო. + დანარჩენს კვაჭის მდივნები ეტყვიან და ყოველგვარ ცნობასაც მისცემენ. ამისთვის + დაიქირავა კვაჭმა სამი ახალი მდივანი - სომეხი, თათარი და ქართველი. + ბოლოს, როგორც იყო, ის ნადირიც მოვიდა, რომელსაც კვაჭი მოელოდა. ერთხელ მას + ერთი ინგლისელი ეწვია - პირწითური ჯონ რაულინსონი. კვაჭმა და ჯონმა ერთ + საათში გაათავეს საქმე. ფული და საზოგადო ხელმძღვანელობა ჯონისა იქნება, ხოლო + ნდობა, ქსელი, ტექნიკა და აპარატი - კვაჭანტირაძისა. + არც კვაჭს და არც ჯონს საქმის გაჭიანურება არ უყვართ. ამის შემდეგ ორი კვირა არც + კი გავიდა, რომ თავისუფლების მოედანზე ერთი სახლის ზემო სართული ადლიანი + ოქროს წარწერით დამშვენდა: „სიბუნიონ ლიმიტედ კომპანია“, ხოლო ქვემო + სართულში „ინგლის-კავკასიონის“ ბანკი გაიხსნა. + მოკლე ხანში კავკასიონი „სიბუნიონი“ -თ მოიფინა და საქმეც ადუღდა „სიბუნიონი“ + ნაღდზე არ ჰყიდულობდა საქონელს. მიეცით ნისიად თქვენი მატყლი და ბამბა, + თამბაქო და ნავთი, ღვინო და პარკი. „სიბუნიონი“ გენდობათ თქვენ. ის გაიტანს + თქვენს საქონელს ევროპაში გაჰყიდის და მერმე... ანგარიშს მერმე გაგისწორებსთ. + საქონლის დატვირთვას ძლივს ასწრობენ. საწყობები გატენილია. ასიოდე + მოსამსახურე ფიცხლავ მუშაობს. ჯონ რაულინსონი ტფილისიდან ბაქომდე და + ბაქოდან ლონდონამდე დაჰქრის. გაზეთებში ყოველ-დღე იბეჭდება: „კვაჭანტირაძემ + გაიტანა ოცი ათასი ფუთი მატყლი... გაჰყიდა სამოცი ათასი ფუთი თამბაქო... მოიტანა + ასი ათასი ფუთი ფქვილი... იკისრა განაღდება სახელმწიფო ქონებისა... შესწირა ასი + გირვანქა სტერლინგი... წავიდა... მოვიდა... სთქვა... გამოსთქვა... მიიღო... ეწვია... + ნადიმი გამართა...“ + განკურნებული და თეთრების მანდატით აღჭურვილი პავლოვი მალე ჩამოვიდა + ტფილისში და მუშაობა გააჩაღა. კვაჭმა თავის დაპირება პირნათლად შეასრულა. მან + ათხოვა პავლოვს თავის ნდობა, გავლენა და აპარატი. „სიბუნიონი“ მხოლოდ ვაჭრობს + და კომერციულ დავალებას ასრულებს, ის ჰგზავნის ყირიმისკენ აფიცრებს, ნავთს, + ბენზინს, ზეთს, ტანისამოსს და ასნაირ წვრილმანს და მსხვილმანს. რა ეპიტნავება + კვაჭს, რომ ეს მასალა თეთრ ჯარს მისდის! რა მისი საქმეა პოლიტიკა! სამაგივროდ მას + თეთრი ფქვილი და მრავალნაირი სურსათი მოაქვს, რომელსაც სულაც არ ასდის + სისხლის სუნი. არა, კვაჭი აღარ ერევა პოლიტიკაში, თუმცა... ბოლოს და ბოლოს, + მაინც ჩაითრიეს და გააბრიყვეს! + https://www.facebook.com/groups/ELLIB/ + არც აქეთ არც იქით... + + ხარბი, უგუნური, ბრმა თეთრი ბუღა დენიკინი საქართველოსკენ მოტრიალდა და + აფხაზეთში შემოიჭრა. ამავე დროს მოსკოვიდან წითელი ხმა ისმის „ქართველებო! + მხარი მოგვეცით! შემოგვიერთდით! ერთად დავკრათ თეთრ გენერალს და შავ + ზღვაში გადავაგდოთ! აბა, დაიწყეთ!... დაჰკარით!...“ + რა ჰქნას კვაჭი კვაჭანტირაძემ? ვეღარ გაუძლო განზე დგომას, რადგან კვაჭიც + ქართველია! კვაჭიც საქართველოს ერთგული შვილია! მაშ - შეწევნითა ღვთისათა! - + დაიმკლავე, კვაჭი! აინთე ღვთაებრივი გული მამულიშვილურ ცეცხლით! მოიგონე + შენი ძლევამოსილი საქმენი საარაკონი დემირ-თეფეს ზეგანზე და რუსეთის + თვალუწვდენ მინდორზე, კიევის მახლობლად, სადაც ამ ჟამად მარადიულ ძილით + განისვენებენ შენი ერთგული მეგობრები! შეასრულე შენი ვალი სამშობლოს წინაშე, + კვაჭი! იმისთვის ჯერ ერთხელაც არ გაგისროლნია თოფი, ჯერ ერთი წვეთი სისხლიც + არ დაგიღვრია და ერთხელაც არ შეგიძახნია შენი ყარამანისებურის ხმით: + - მომყევით!... მწყობრად!.... მარდად!... მიდი!... დაჰკა!... ასჩეხე!... + ჩქარა, კვაჭი, ჩქარა! ჩქარა, თორემ მოდის თეთრი ტალღა! მოვა და წაჰლეკავს შენს + „სიბუნიონსაც“ და სამშობლოსაც, რომელიც იდუმალ ძალთა წყალობით, მხოლოდ + გუშინ გაიცანი, მოიწონე და შეიყვარე. რად ჩაფიქრდი? რად ჰყოყმანობ? ჩქარა, კვაჭი + ჩქარა, თორემ... რად ჰქანაობ საქანელასავით? რამ შეგიკრა ეგ ხელ-ფეხი? რატომ არ + გინდა წითლები დაიხმარო? რად გეშინიან მათი მეგობრულ ჩახუტებისა? ვითომ + მართლა ძვლები დაგემტვრევა? მაშ გვერდით ამოუდექი გაგიჟებულს თეთრ ბუღას, + რომელიც გეძახის, გაგიყოლებს და გაჩვენებს წითელ მოსკოვის ნამდვილ + გაწითლებას, გიყოლებს და გაჩვენებს წითელ მოსკოვის ნამდვილ გაწითლებას, + დამუქებას და გათეთრებას! არც ეგ გინდა? ძველი ცოდვების გახსენებისა გეშინიან? + აბა, ეგ რა საფიქრებელია? ვინ არის ეხლა უცოდველი? ვის ჰკიდია ზურგზე შენზე + სუფთა წარსული? მაშ დააჩქარე, აირჩიე, თორემ... + - თეთრები ვუის მოგვიტანენ, წითლები ვაის შეგვყრიან. + ეს არის შენი გადაწყვეტილება? მაშ რა გინდა? ვისთან აპირებ თავის შეხიზნებას? + ალბიონთან? + - არც აქეთ, არც იქით. მე განზე ვდგევარ და არავის ვერჩი. არც ვშველი, არც + ვემტერები. არც აქეთ, არც იქით. + კვაჭი, რა დაგემართა? რამ დაგიხშო სახელგანთქმული ყნოსვა? ვინ მოგიკლა + უტყუარი ალღო? ვინ, ან რომელმა საბედისწერო მაჯლაჯუნამ დაგაჯერა, ვითომ არც + შენ გერჩის ვინმე, თუ შენ თვითონ არავის ერჩოლე?! ვინ გაგაბრიყვა, ვინ დაგაწერინა + შარა გზაზე, სადაც არხეინად გაწოლილხარ ასეთი ბავშვური ტიკტიკი: „აქ სძინავს + უიარაღო კრავს, გთხოვთ არ შეაწუხოთ. ამ გზაზე სიარული აკრძალულია. + გადაუხვიეთ“. მერე, რომ არ გადუხვიონ? ხელი რომ წაგკრას ვინმემ ან თავზე რომ + გადაგაბიჯოს და სახლში შემოგივარდეს? დაიყვირებ, განა! აკივდები და საქვეყნოდ + განგაშს ასტეხავ განა! მერე ვინ მოგეშველება? დემოკრატია? იმას რომ ერთი დამბაჩაც + არ აქვს და ერთი ჯარისკაციც არა ჰყავს? მაშ დემოკრატიულ ყვირილის და ყაყანის + იმედი გაქვს? კეთილი და პატიოსანი, მაგრამ აქამდის როგორ ვერ გაიგე, რომ თუნდ + ათიოდე მილიონ ყანყრატოს ყვავებისა და კაჭკაჭების დაფრთხობის მეტი არაფერი + შეუძლიან?! მაშ ვერაფერი მოიფიქრე? ვერ ჰბედავ თეთრ ან წითელ გზით სიარულს? + მაშ ალბიონის კალთას მაინც დაეჭიდე. არც ეგ გინდა? ისევ დემოკრატიულ ყაყანისა + გეშინიან? + - არც აქეთ, არც იქით! - კვლავ იმეორებს თუთიყუში. + რისი გეშინიან, კვაჭი? ვის ერიდები? პარტიიდან დაგითხოვენ და მსუქან ნეხვს + პირიდან გამოგაცლიან? ამისი გეშინიან. ამიტომ დაგიგუბებია პირში წყალი? კეთილი + და პატიოსანი. + თეთრი ბუღა ალბიონმა ისევ მიაბრუნა და დროებით გადაგარჩინა. მაგრამ გარემოება + კვლავ შეიცვალა. აბა, შეჰხედე: დაფეთებული, ნაცემი და დაოსებული ბუღა შავ + ზღვაში გადავარდა, ხოლო კავკასიონის ქედზე წითელი ძაბრი ამოცოცდა და იქიდან + გითვალთვალებს. ჰხედავ წითელ დროშებს, იალბუზსა, დაღესტანსა და მყინვარზე + რომ ფრიალებენ? გესმის გამარჯვებულთა გუგუნი? ჰხედავ, რას სჩადის ალბიონი? + გუდა-ნაბადი აიკრიფა და კავკასიონიდან ბათომში გადასახლდა, თითქოს ეს ქვეყანა + სხვას ვისმე დაუცალაო. გაიხედე ეხლა აღმოსავლეთისკენ, გაიხედე და დააკვირდი: + ხედავ მეგობრულ ხელებს, რომელნიც გაუშვირეს ერთმანეთს მოსკოვმა, ანგორამ, + თეირანმა და ქაბულმა? გესმის, როგორ შეაწყვეს ინტერნაციონალი, შიქჰასტა და + ბაიათი? ცეცხლის სალტა გერტყმის გარშემო, კვაჭი! წითელი ღრუბლები იკრიბებიან + შენს თავზე, კვაჭანტირაძე! უკვე მოისმის შორეული ქუხილი, უკვე ელავს წითელი + ელვა, უკვე იგრიხება ალის გრიგალი და დღეს ან ხვალ დაიჭექებს! კვაჭი, + გამოფხიზლდი! მოიშორე ლანდები! გაჰფანტე ნისლი! გაიღვიძე და თავს უშველე, + თორემ გვიანღა იქნება კბილთა ღრჭენანი და თითთა კბენანი! + ვერა, კვაჭი ვერ იღვიძებს! კვაჭს უცნაური რამ სენი დაემართა მჭრელ თვალებზე + ბისტი აეფარა, დაგეშილ ცხვირში სურდო გაუჩნდა და მოწმენდილი ტვინი ბურუსით + დაებურა. გამოლაყებულ ბებერ თუთიყუშივით ზის ხარიხაზე და უაზროდ სჩხავის: + - არც აქეთ, არც იქით... არც სიცივე, არც სიცხე... არც წითელი, არც თეთრი... არც მე + ვერჩი, ნურც მე მერჩიან... + კვაჭი გაიხსენე: სწორედ მაგიტომ მოკვდა ბურიდანის ვირი. იმ ვირს ერთი მხრიდან + ქერი დაუყარეს, მეორე მხრიდან შვრია. ვირი ფიქრობდა, რომელი სჯობია, შვრია თუ + ქერიო. ვერ აირჩია. იმდენი იფიქრა, რომ ამ ფიქრსა და არჩევანში სიმშილით ფეხები + გაფშიკა. კვაჭი, გაიგე ამ იგავის აზრი? ვერ გაიგე? + კეთილი და პატიოსანი. ძაბრებით გატენილი წითელი მატარებელი ისე დინჯად და + არხეინად შევა ბაქოში, როგორც საკუთარ სახლში. მეორე დღესვე პირს იბრუნებს და + საქართველოს მოადგება. ბრძოლის ქუხილი თითქმის ისმის დედა-ქალაქში. + ერევანიც გაწითლდა. საქართველოს სამის მხრიდან ცეცხლის რკალი შემოერტყა. + კვაჭის ფეხქვეშ მიწა გაუხურდა. წითელი ალი ხან ერთგან ამოვარდება, ხან კიდევ + მეორეგან. + კვაჭი კვაჭანტირაძე! ვერც ეხლა გაიგე რამე? ეხლაც ვერ დაინახე ჩამოწოლილი მეხის + ღრუბლები? მაშ გაიგე და დაინახე? ძლივს! კეთილი და პატიოსანი. ეხლა რას იტყვი? + დარბის კვაჭი კვაჭანტირაძე ქუდმოგლეჯილი შიკრიკივით. დარბის და ჰყვირის + ყველგან სადაც კი ხმა მიუწვდება: + - აბა, გამოდით! თავს უშველეთ!... ხიფათი კარზე მოგვადგა!... წადით!... დაჰკარით!... + ასჩეხეთ!... + შენ, კვაჭი? შენ რას ფიქრობ? შენ რას აპირებ? რატომ შენც იქ არა ხარ, სადაც თოფი + სჭექს და სისხლი იღვრება? არა გცალიან, განა! შენ შენი ვალი მოიხადე, განა! ასიოდე + კოლოფი პაპიროსი გაუგზავნე ჯარს და შენი საქონლით და განძეულობით უცებ თავი + ამოჰყავ ბათომში?! + ახირებული ხალხია, ღმერთმანი! ისე ლაპარაკობენ ზოგიერთნი, თითქოს კვაჭი + თანდილას ბადალი იყოს! არც თანდილა და არც ქვეყანა, თანდილას სიცოცხლის + გარდა, არაფერს დაჰკარგავენ, კვაჭი კი... კვაჭი ათი ათასს თანდილას მაინც უდრის! + როგორ გასძლებენ საქართველო, სილიბისტრო და პუპი უკვაჭოდ! ვიღა + „გააიმასქნებს“ უკვაჭოდ ათასსა საქმესა მამულიშვილურს! ესეც რომ არ იყოს, კვაჭის + უამრავი ქონება აქვს, რომელიც უკვაჭოდ წითლებს ჩაუვარდება ხელში. ამიტომ + მირბის კვაჭი კვაჭანტირაძე. მირბის და მიაქვს უთვალავი სიმდიდრე, რომელიც + მასთან ერთად გაქცეულ მოღვაწეთა შენახვას უნდა მოანდომოს. + გრიგალმა გადაიარა და კვაჭის სულსა და ტვინში ღრმა ხნულები დასტოვა. ეხლა + იპოვნა კვაჭმა უებარი წამალი: ინგლისი! მფარველი! ჩქარა იშოვნეთ ძლიერი + დამცველი, თორემ ჩვენი დღეები დათვლილია! + და კვაჭი საქმეს შეუდგა. ჯერ თავისს ამხანაგს ჯონ რაულინსოს მოელაპარაკა. + - ოლ რაიტ... იეს... - მოკლედ და ბუნდოვნად უპასუხა მან, თან საქმე ისე წაიყვანა, + რომ, საჭიროების მიხედვით, თუნდ ორიოდე დღეში გაპარულიყო და თვისი ხაბაკ- + ხუბაკიც თან წაეღო. კვაჭი იწეწებოდა და ოფლში იწურებოდა: + - გამიგონეთ, დამიჯერეთ, მეგობრებო, თორემ ინანებთ. რაც აქამდის ვსთქვი, + ყველაფერი გამართლდა. ეხლაც ვამბობ: ჩვენი დამოუკიდებლობა ზღაპარია. ჩვენი + კაკულიას და რაჟდენას შვილები სახელმწიფოს ვერ შეჰქმნიან. ხალხი უპატრონოდ + არის. კანონი ჩვენ არა გვაქვს და ფული. ჩვენს გარსშემო ისეთი ძალები იყრიან თავს, + რომ ჩვენ მათს წკიპურტსაც ვერ გავუძლებთ. საქართველოს ისე გაიყოფენ, როგორც + ქრისტეს კვერთხი გაიყვეს. თუ ერეკლე მეფემ მოიხადა ხალხის გულისთვის + გვირგვინი, რატომ არ უნდა მოიგლიჯონ თავიდან ჩალის საფრთხობელა + ლანჩხუთელმა და ჩოხატაურელმა კუდაბზიკა აზნაურებმა? + რაშია საქმე, კვაჭი? სთქვი, რაც სათქმელი გაქვს! ნურავის ერიდები. სთქვი და + გაათავე. ისევ პარტიიდან გამოგდებისა გეშინიან? + - რაშია და იმაშია, ჩემო ბატონო, რომე ევროპას უნდა შევაფაროთ თავი. + სთქვი პირდაპირ, კვაჭი, სთქვი! ვის ან როგორ უნდა შევაფაროთ თავი? + - ან ინგლისს, ან საფრანგეთს მფარველობა უნდა ვსთხოვოთ. + პროტექტორატი? ვასალი? თუნდ ეგრეც იყოს! კვაჭმა ჩიქორთული სიტყვები არ იცის, + ერთი სიტყვით, ისე უნდა მოეწყოს საქმე, რომ საქართველო ევროპის ჯარმა დაიცვას, + ან... თუ ეს არ მოხერხდა... + - თუ არ მოხერხდა, ისევ ის სჯობია, რომ წითლებს მოვურიგდეთ. + როგორ მოვურიგდეთ? რას ჰგულისხმობ, კვაჭი? + გაანებე თავი ნართაულ ლაპარაკს! ნათლად და მკაფიოდ გამოსთქვი შენი სათქმელი. + - კეთილი, ვიტყვი ... თუმცა ... ადვილი არ არის ამის თქმა, მარა ... რაკი სხვა გზა არ + არის, მოგახსენებთ: სასახლეზე უნდა წითელი დროშა ავუშვათ და ... ხელისუფლებაც + უნდა წითლებს გადავცეთ. + აჰა! სთქვა კვაჭმა თავის ნააზრევი და გულის ნადები! ეხლა თუნდ გაწიწკნეთ ეგ კაცი, + თუნდ პარტიიდან განდევნეთ, თუნდ დაატუსაღეთ! + ეგ რა სთქვი? ეგ რა წამოროშე? როგორ იკადრე? ეგ ხომ ღალატია, ნამდვილი + ღალატია! + კვაჭმა იკადრა, გაჰბედა და სიმართლე მოგახსენათ. ეხლა თქვენ იცით. მან თავისი + ვალი მოიხადა. + - აქამდისაც დიდი სისულელე ჩავიდინე, რომ კაჭკაჭივით ვჩხაოდი: „არც აქეთ, არც + იქით... არც თეთრი მინდა, არც წითელი. არც მე გერჩი, ნურც შენ მერჩოლები“. ან + ლონდონი, ან მოსკოვი, - აი, დღევანდელი ჩვენი პროგრამა. + კეთილი, მაგრამ შენ თვითონ როგორ მოიქცევი, კვაჭი? აქ დარჩები, თუ გაიქცევი? + ვერა, კვაჭი ვერ დარჩება, რადგან წითლებს მისი ძველი ანგარიშები აქვთ. ესეც რომ არ + იყოს, კვაჭმა ქონება უნდა გადაარჩინოს. + სიმართლის მთქმელს ცხენი უნდა შეკაზმული ჰყავდესო, - ეს ანდაზა კვაჭის თავზე + გამართლდა. მას აქეთ, რაც მან თავის სათქმელი სთქვა, მართლის მთქმელი ყბად + აიგდეს. ზოგმა სთქვა გაგიჟდაო, ზოგი კიდევ იძახდაო, გვღალატობსო. კვაჭის ხმა + უნაყოფოდ მოკვდა უდაბნოსა შინა. არამკითხე ჭირისუფალი გაინაპირეს და + მოიძულეს. კვაჭიც გაჩუმდა და თავის ეჭვში, შიში და ნააზრევი გულში ჩაიმარხა. + იმ დღეს, როცა ინგლისელთა უკანასკნელი ჯარი ბათომიდან უნდა გასულიყო, კვაჭი + და ბესოც იქ იყვნენ. მუნჯი, უგულო და უსულო ბრიტტები დინჯად ადიოდნენ + გემებზე. სიხარულით აღტაცებული და აფორიაქებული ქართველთა ჯარი და + ხელისუფლება ზეიმით, კიჟინით და ზათქით ნაქალაქევში. ბოლოს, დიდი ინგლისის + დროშაც დინჯად, წყნარად და ნაბიჯით ჩამოცურდა მაღალ ძელიდან, ხოლო იმავ + ძელზე სამფეროვანი ქართული აფრიალდა, - ისიც კიჟინით, ზათქით, სიხარულით + და ხტუნვით. + - ეხლა კი დავიღუპეთ! - უთხრა კვაჭმა ბესოს რესტორანში სწორედ იმ დროს, + როდესაც ირგვლივ აღტაცებული ხალხი გრგვინავდა და ჰქუხდა: - დაიხსომე ჩემი + სიტყვა, ბესო. თითქმის არავის ესმის დღევანდელი ამბავის მნიშვნელობა. აგერ, + ინგლისელთა გემები მისცურავენ. ევროპა წავიდა, ჩვენ ისევ მარტონი დავრჩით + აზიაში. იმ გემებმა წაიგეს ჩვენი უკანასკნელი იმედი და დაგვიტოვეს და-მო-უ-კი- + დებ-ლო-ბა!.. გარსონ! ერთი ბოთლი ლაფიტი გაათბე... მიიხედ-მოიხედე გარსშემო, + ბესო! უხარიანთ! იცინიან! ქეიფობენ! ხა-ხა-ხა! ერთი ჰკითხე, ბესო, ამ ტუტუცებს, + რად იცინიან? რა უხარიანთ? რად მოილხენენ? ამათ რომ ჭკუა ჰქონდეთ და + ხვალინდელის დანახვა შეეძლოთ, ცხარე ცრემლით იტირებდნენ და მომავალ ვაებას + დღესვე იგლოვებდნენ. ეხლანდელი ხელისუფალნი ოდესმე მოიგონებენ + დღევანდელ დღეს და კვაჭი კვაჭანტირაძეს, მაგრამ გვიანღა იქნება თითზე კბენანი. + აქამდის ჩვენ ორი გზა გვქონდა: ან რუსეთი, ან ევროპა. ეხლა ერთი გზა ღა დაგვრჩა - + მოსკოვის გზა, ისიც წითელი და ეკლიანი. გარსონ! ხილი არ გივარგათ. ერთი ბოთლი + შამპანური და ოსმალური ყავა მოგვიტანე. ყურადღება მიაქციე ერთ ამბავს, ბესო. + ჩვენს მტრებს ჩვენზე მეტად უხარიათ ინგლისელების წასვლა. მოსკოვში ალბათ ცალ + ფეხზე დარბიან. ეს ძალიან ცუდი ნიშანია. წითლები უკვე იარაღს ჰფერავენ და + სალაშქროდ ემზადებიან. ყორანაშვილმა მასწავლა: თურმე ჩვენს წინაპრებს უთქვამთ: + - „სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგანო“. + - ჩათრევას ჩაყოლა სჯობიან, - ჩაურთო შიქიამ. + - ეგეც კარგად არის ნათქვამი, ბესო. თურმე ისიც უთქვამთ: „ურემი რომ + გადაბრუნდება, გზაც მაშინ გამოჩნდებაო“. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს ანდაზა + ჩვენს კისერზე გამართლდეს. + - აქამდის მრავალჯერ გამართლდა. + - იმიტომ, რომ კარგი მეურმეები გვყავს! ეს მეურმეები ისე გადასჩეხენ ხრამში ჩვენს + დანჯღრეულ ურემს, რომ იმის ნამტვრევებსაც ვეღარ ვიპოვით. აქამდის + ვყოყმანობდი. ჯერ ვიძახდი: არც აქეთ, არც იქეთ მეთქი. ეს გზა უვარგისი გამოდგა. + მერე ევროპას ავეკიდე, მაგრამ არავინ დამიჯერა. ეხლა ევროპაც წავიდა. დარჩნენ + მხოლოდ ევროპის ზედამხედველნი. ისინიც ამბობენ: ჩვენს თვალში ვარდისფერს და + წითელ საქართველოს ერთი ფასი აქვსო. ესეც მართალია, მაშ ისევ გაწითლება არ + გვირჩევნია? დაკარგვით არაფერს დავკარგავთ გარდა წვრილფეხა მტრებისა, + მოგებით კი ბევრს მოვიგებთ. ძლიერი მფარველი გაგვიჩნდება და საკუთარი წითელი + მთავრობა გვეყოლება. სისხლსაც თავიდან ავიცდენთ და სხვის ჯარსაც. ეს არის, ბესო, + ამიერიდან ჩვენი ერთ-ერთი გზა. მეც ამ საქმეს უნდა ვემსახურო. თუ დამიჯერეს, + ძალიან კარგი იქნება ყველასათვის. თუ არა და - კისერიც მოუტეხიათ. მე ჩემს ვალს + მოვიხდი. + - ჩვენი საქმე? + - ამიერიდან საქმეც დაწვრილდება. მედუქნეობა მე არ შემიძლიან, დიდი საქმე კი + მოისპო, ან ხვალ-ზეგ მოისპობა. რომ შეიძლებოდეს კიდევაც დიდი საქმის გაკეთება, + ჯერ არ გავგიჟებულვარ, რომ წითლებს საქონელი დავუმზადო, ან ქარხნები ავუშენო. + ყველაფერს თვალ-მარგალიტად და ოქროდ გადავაქცევ. გარსონ, სკამი! პატივი + მეცით, ბატონო მინისტრო!. დაბრძანდით. ბიჭო! კიდევ ერთო ბოთლი შამპანური, + კარგი ხილი და ყავა! იქნება თქვენი შარტრეზი ან შიპრი გირჩევნიათ, ბატონო ჩემო? + კეთილი, ინებეთ, მაშ შიპრი მოგვართვით. ჩვენ იმაზე გვქონდა ბაასი, ბატონო + მინისტრო, რომ ... ინებეთ, ჩემო ბატონო, ინებეთ. მშვენიერი სიგარა გახლავთ. + საუცხოვო სუნი აქვს და არც მაგარია. აი, მოუკიდეთ ... არა, არა! ჯერ მოსჭერით, + მიბოძეთ მე მოვჭრი... აი, ესე. ეხლა მოუკიდეთ. დიაღ, იმას მოგახსენებდით, რომ + დღეს თქვნ გიხარიანთ, მე კი ეშმაკები მახრჩობენ. მიზეზი? მოგახსენებთ + და დალაგებით, დინჯად და საბუთიანად მოახსენა, როდესაც კვაჭმა თავისი + სათქმელი გაათავა, მინისტრმა ჯერ თვალები დააჭყიტა, მერე პირიდან სიგარა + გამოიღო, შიპრით სავსე ჭიქა განზე გადასდგა და ისე შეხედა კვაჭანტირაძეს, როგორც + სულთანის ტახტზე ბედის წყალობით ასულმა მეღორემ, რომელსაც უთხრეს: დიდო + სულთანო! მეტად ჭკუიანად მოვიქცევით, თუ მაგ ტახტიდან ჩამობრძანებას ინებებთ + და სულთანობას მე დამითმობთ“. + იმ დღიდან კვაჭის მოსკოვის აგენტის სახელი დასჩემდა. კვაჭი ამას ჯერ ყურს არ + ათხოვებდა და ამბობდა; + - სწორედ იმიტომ გირჩევთ ხელისუფლების დათმობას, რომ მოსკოვის რისხვა + ავიცდინოთ. მოსკოველნი რომ ჩამოვიდნენ, მე იმავე დღეს უნდა გავიპარო + საქართველოდან, რადგან უთვალავი ძველი ცოდვა მაწევს კისერზე. + კვაჭი თითით საჩვენებელი გახდა, მაგრამ მისი რწმენა იმდენად ძლიერი იყო, რომ + მორწმუნე მამულიშვილს ყველგან ერთსა და იმავეს ალაპარაკებდა: ქუჩებში, + ოჯახებში, მოედნებზე და ხელისუფლებთანაც: + - მორიგდით.. ხელისუფლება დაუთმეთ... მშვიდობით გაათავეთ... ცეცხლს ნუ + ეთამაშებით, თორემ დღეს ან ხვალ ომი იფეთქებს. ნუ გაქვსთ დემოკრატიის იმედი. + გაბრიყვებენ. ისინი ისე მოგეშველებიან, როგორც მე მივეშველები ჰოტენტოტებს ან + ინდოჩინელებს, დამიჯერეთ...გეფიცებით ... ყური მიგდეთ. + მაგრამ კვაჭის თითქმის არავინ დაუჯერა, და ვინც დაუჯერა, იმასაც გასავალი არ + ჰქონდა. რამდენჯერმე კვაჭი გააფრთხილეს კიდევაც: თუ არ გაჩუმდები, თუ ეგრე + რიგად მოგწონს წითლები, პარტიიდან გაგაგდებთ და წითელ რუსეთში + გადაგასახლებთო. + სხვა დროს კვაჭი გაჩუმებას და ქედის მოხრას არ იკადრებდა. აკი არც იკადრა + გაჩუმება და დამალვა, როცა მეფის მთავრობა ჩამოხჩობას უპირებდა და კერენსკიც + ემუქრებოდა. მაგრამ აქ, საქართველოში, კვაჭი ჩიხში მოექცა. გადასდგომოდა + ხელისუფლებას და მოსკოვს მიჰკედლებოდა? არა, ამას კვაჭი ვერ ჰბედავდა, რადგან + ძველი ცოდვების შიშიც ჰქონდა და რაღაც იდუმალი ძალაც ხელ-ფეხს უკრავდა. + კვაჭის მშვიდობიანი ან შინაურული ცვლილებები უნდოდა, მაგრამ, როცა დაატყო, + რომ ორივე გზა უიმედო იყო, თავისს წითელ მეგობრებს უთხრა: + - თქვენ მაინც დამიჯერეთ, ამხანაგებო. თუ დღეს არ შეიძლება შიგნიდან ციხის + აფეთქება, ხვალ ან ზეგ ეგ საქმე უფრო მეტად გაადვილდება, ვიდრე ბოთლის დაცლა. + აბა, დააკვირდით ჩვენს ცხოვრებას. ხალხი დაიტანჯა უპატრონობით. აღარავინ იცის, + არის თუ არა ჩვენში კანონი. არც ის იცის, ვისია ხელისუფლება, - მთავრობისა, + გვარდიისა და კანონის ძებნაში დღეს თუ ხვალ ხალხი თვითონვე მოგადგებათ კარზე. + გარწმუნებთ, რომ დღეს თუ ხვალ ხალხი თვითონ მოგადგებათ კარზე. გარწმუნებთ, + რომ დღევანდელი ხელისუფლება თქვენს საქმეს თქვენზე უკეთ აკეთებს. ნუ ხართ + მოუთმენარნი, ნუ აჩქარდებით. ცოტა კიდევ მოითმინეთ და ყველაფერი თავის + თავად გაკეთდება. საქმე შიგნიდან გავაკეთოთ. სხვას ნუ დაეკიდებით, თორემ... + ასეთი იყო კვაჭანტირაძის გზა, რომელიც იმის აზრით, სამოთხეში არ შედიოდა, + მაგრამ სამშვიდობოს კი უეჭველი გავიდოდა. + ბოლოს, ხელისუფლებსაც მოსწყინდათ კვაჭის ჭრელი კანი. ერთხელ, როცა კვაჭმა + გადაააჭარბა წითლების ქება, ერთმა მეგობარმა გამოუცხადა: + - წუხელ შენზე ლაპარაკი იყო. პარტიიდან დაგითხოვეს. + კვაჭი პარტიიდან დაითხოვეს? რა დიდი ამბავი მოხდა! კვაჭი ათჯერ შემძვრალა + პარტიაში და ათჯერვე გამომძვრალა. + კვაჭის ამით ვერ გააკვირვებთ. ეხლა ფეხებზე ჰკიდია კვაჭის პარტიობაც და + მიმავალთა მეგობრობაც. კისრებიც მოუტეხიათ! + მაგრამ კვაჭის არც განზე გადგომა და ჰაერში ჩამოკიდება შეეძლო. ამიტომ მან + წითელი ძაფები გაამაგრა და პავლოვიც მოიგონა. ცალი ფეხი რომ წითლებში ჩასდგა, + მეორე ფეხი ყირიმში გადაალაჯა და თავის იმედის ნაწილი ვრანგელის ლაშქარზე + გადაიტანა. მაგრამ კვაჭის იმ ლაშქრისაც ბევრი არ სჯეროდა. + - თქვენც ჩვენსავით განწირული ხართ, ჩემო მეგობარო... - უთხრა ერთხელ კვაჭმა + პავლოვს: - წითლები საცაა ზღვაში გადაგყრიან! + და, მართლაც მალე ის ლაშქარიც განიბნა და ზღვაში გადავარდა. იმ დღიდან + პავლოვი კვაჭის დაუბრუნდა. კვაჭმა პავლოვი ძმასავით მიიღო და გვერდით + დაისახლა, რადგან მისი სიკეთე მუდამ ახსოვდა. + ერთ თვეში „სიბუნიონი“ და მისი ქონება თვალ-მარგალიტად გადიქცა. კვაჭმა + სახლიც გაჰყიდა და მხოლოდ ბინა დაიტოვა. სილიბისტრო და პუპი ბევრს + წუწუნებდნენ და იხვეწებოდნენ, რადგან ტფილისის ბუდე მათი სიცოცხლის ნატვრა + იყო, მაგრამ კვაჭმა ორივეს ადვილად დაუამა სევდა: + - ხომ, ხედავთ რომ სახლების ფასი ყოველ დღე ქვევით მიდის. გარდა ამისა, ხვალ თუ + ზეგ წითლები მოვლენ და სახლს წაგვართმევენ. თუ არ მოვიდნენ, ამ ფულით აგერ იმ + სახლს გიყიდით. + და კვაჭმა ხრხრიანცის სასახლეზე მიუთითა, რომელიც სილიბისტროს გულში + ჰქონდა ჩავარდნილი. + - თუ როდისმე იმ სახლში შემიყვანე, - უპასუხა სილიბისტრომ, - გულხელს დევიკრეფ + და ღიმილით მოვკვდები. აწი, შენ იცი, გაყიდე. + + + + + + + + + ამბავი კვაჭის ომიანობისა + კვაჭი გასაფრენად იყო გამზადებული, მაგრამ სწორედ ამ დროს ორი ამბავი გაიგო: + ხრხრიანცი თავის სასახლეს და ათი ათას ფუთ მატყლს ჩალის ფასად ჰყიდდა. კვაჭს + ეშმაკები შეუჩნდნენ. დიდხანს იქნევდა ხელებს და დიდხანს ებრძოდა ცდუნების + ეშმაკს, მაგრამ ბოლოს მაინც გაბრიყვდა. სთქვა: თუ თუშეთიდან მალე ჩამოვიტანე + მატყლი და გავიტანე, ერთ-სამჯერ მაინც მოვიგებო, ხოლო სასახლე... ოჰ, ის სასახლე! + სამსართულიანი კოხტა სასახლე, კარიატიდებით მორთული, ბრინჯაოს აივნიანი, + მოწითალო სვეტებიანი და მარმარის კიბიანი! კვაჭს არასოდეს არ უვლია სხვის + ჭკუაზე, მაგრამ მაინც გააბრიყვეს: ბესოს, პავლოვს, სილიბისტროს და პუპის + დაუჯერა, ის სასახლე და მატყლი იყიდა და... ორივე ხელი დაიწვა. + კვაჭი და მისი ოჯახი უკვე სასახლეში გადასახლდნენ და ერთი ისეთი ნადიმი + გამართეს სახლის მოსანათლად, რომ იგი ეხლაც კი ახსოვთ კვაჭის მეგობრებს. + მატყლის მოსატანად სამი კაცი წავიდა თუშეთში. ხრხრიანცმა კვაჭის ოქრო ჩაიჯიბა + და მეორე დღესვე დაოთხილი გაიქცა საქართველოდან. გავიდა ერთი კვირა. ერთ + დილას ბესო შევარდა კვაჭის საწოლში და უთხრა: + - კვაჭი, ადექი! წუხელის აჯანყება დაწყებულა. + - აჯანყება? მაშ დევიღუპე! + დიახ, კვაჭო, შენი შიში გამართლდა. ერთხელ კიდევ გიკარნახა სიმართლე შენმა + დაგეშილმა ალღომ, ერთხელ კიდევ გასჭრა მომავლის წყვდიადი შენმა ნაცადმა + თვალმა და ერთხელ კიდევ გაიგო შორიდან თოფის წამლის სუნი შენმა გალესილმა + ცხვირმა. მაგრამ მაინც მოსტყუვდი, რადგან სხვებს დაუჯერე. რა ოხრად გინდა ეხლა + ეგ სასახლე? როგორ გაიტან ამ არევ-დარევაში თუშეთიდან ბათომამდე იმოდენა + მატყლს? ტყუილად დარბიან ბესო და ათი დალალი. არავის არ უნდა შენი სასახლე, + აღარც მატყლის მუშტარი იშოვება. კვაჭუნი, დაანებე თავი მატყლსაც და სასახლესაც. + რაც ხელთ შეგრჩა, ეგეც თავსაყრელია შენთვის. დაანებე თავი შენს მოხუც დედ-მამას, + კვაჭიკო! ეგენი როგორმე გაიტანენ თავიანთ დათოვლილ თავებს. ხუხუ და ნოტიოც + უკვე სამარეში ჩადიან და დღეს თუ ხვალ უშენოდაც წაიყრიან მიწას. + შენი სამშობლო? საქართველო? რა მოგცა სამშობლომ? ვინ არის შენთვის იგი, ან რა + ხარ შენ იმისთვის? „სიბუნიონი“? კონცენსიები? საკომისიოდ გატანილი საქონელი + და ათიოდე „გაიმასქნებული“ საქმე? ამას ხომ სხვაგანაც აკეთებდი, ასეთს ლუკმებს + ხომ უცხოელნიც გაჩეჩებდნენ პირში! აქ კი უბნის კომისრობაც არ შეგთავაზეს, + რადგან შენ არ ეკუთვნოდი ხელისუფალთა მართლმადიდებელ ეკლესიას. შენ + გასჭვრიტე მომავალი, შენ გააფრთხილე ხელისუფალნი და პირნათლად მოიხადე + შენი ვალი, მაგრამ არავინ არ დაგიჯერა. მუქარაც კი შემოგითვალეს და კინაღამ + საკუთარ ბუდიდან გიფრინეს. შენ უკვე მოიხადე შენი ვალი, კვაჭი! გაიყოლე ბესო, + წაიყვანე პავლოვი, და ისევ მიეცი შენი თავი უცხოთა შორის ხეტიალსა და საქმეთა + საგმიროთა „გაიმასქნებას“. აბა, წადი! წადი, სანამ დრო და გზა გაქვს, თორემ + დაიგვიანებ და ინანებ! გასწი! გაფრინდი! ჩქარა, კვაჭი, ჩქარა! + რად დაეხეტები დაკარგული ბატივით ქუჩებში, კვაჭი? რას დაეძებ? რას აკვირდები? + რა გაკვირვებს, რა გაოცებს? პირველსავე ბრძოლაში გამარჯვებული გვარდიელები + დაიშალნენ და ქალაქს მოედვნენ? შინისკენ გზას ეძებენ? ეს გაკვირვებს, განა! მაშ რომ + დამარცხდნენ, მაშინ რაღას იზამენ? + ზოგს ახალი ფეხსაცმელი აცვია და მაინც გაიძახის: სანამ ერთ წყვილს კიდევ არ + მოგვცემთო, ომში არ წავალთო. თითო წყვილიც მიიღეს, ბაზარში გაიტანეს და + გაჰყიდეს. ეხლა მესამე წყვილსაც მოითხოვენ. გიკვირს განა, კვაჭიკო! ნუ გიკვირს, + ძმობილო, ნუ! შენ უფრო მეტი თანაზიარი გყოლია, ვიდრე აქამდე გეგონა. + ფეხსაცმელი, ბრძოლის ველიდან წამოსვლა და შინ დაბრუნება მხოლოდ საბაბია + გაწითლებულთათვის. იმიტომ არ იბრძვიან, რომ არა ჰსურთ, იმიტომ არა ჰსურთ, + რომ თვითონაც წითლები არიან და თეთრ პურს, უფასო შაქარს, უბაჟო საქონელს, + გადასახადების მოსპობას და წითელ სამოთხეში შესვლას ელოდებიან. + - სად არის ჯარი? სად არის ჩვენი სამოცდახუთი ათასი მხედარი? + ნურც ეგ გიკვირს, კვაჭი! სამოცდა ხუთი ათასი ქაღალდზე იყო დაწერილი ხაზინიდან + ათჯერ მეტი ფულის გასატანად და შენისთანა გულუბრყვილო ხალხის + დასამშვიდებლად. + - შუა ზამთარში ჩაუცმელი და მშიერი ხალხი ყარაიაზში გაჰყავდათ გვარდიისთვის + შეშის მოსაჭრელად. რატომ არ გასთხარეთ თუნდ ერთი სანგარი შავნაბადასთან ან + ტაბახმელასთან? + - ჩვენ ინგლისურ თოფებს ვერა ვხმარობთ, რატომ აქამდე არ გვასწავლეთ ამ თოფების + მოხმარება? + - ჩვენი ჰაეროპლანები ვერ აფრინდნენ, გარგიოლი გაგვიფუჭესო! + - წითლებმა ყველა ჩვენი საიდუმლოება იციან! საიდან? როგორ? ვისგან? + დამშვიდდი, კვაჭი! გვიანღაა ყვირილი და თმების გლეჯა. შენ ჭკვიანი თქმულებანი + გიყვარს. მაშ გაიხსენე: „კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოსდინდების“. ან კიდევ + „რაც მოგივა, დავითაო, ყველა შენი თავითაო“. ან კიდევ: „ურემი რომ + გადაბრუნდება...“ + იცის კვაჭმა ეს ანდაზა, იცის! მაგრამ მისი ფიცხი გული მაინც ვერა სძლებს: + - ეს კი მეტის მეტია! ამოდენა სიყალბე! ამოდენა ტყუილი, ქვეყნის ასეთი + გამასხარავება! საკუთარი თავის და ხალხის ასეთი უსირცხვილო მოტყუება! ჰოი, + არამზადებო! სალახანებო! ფარისეველნო! ორგულნო და ორპირნო! + ნუ, კვაჭი, ნუ გაცხარდი მაგრე რიგად! გაჩუმდი და გულიც დაიმშვიდე. მოვა დრო + განკითხვისა და ანგარიშის გასწორებისა. მერე მოსძებნე მოღალატენი და გააკარი + სირცხვილის ბოძზე. ეხლა კი... ხიფათი კარზე მოგადგა. წითელი დროშები უკვე + შავნაბადას ძირში კოჯრის თავზე და ვაზიანში აფრიალდნენ. ნუღარ დაბორიალობ + კუდ-აყრილ ბუღასავით ქალაქში. კივილის მაგიერ თოფი აიღე, თავი დაჰღუნე და + შენებურად ბრძოლის ველისკენ გასწი! რაღად ჰყოყმანობ? რამ გაგარინდა? გეშინიან? + დემირ-თეფეს სული გაგიქრა? უცხოსთვის სისხლი დაღვარე და შენიანისთვის კი + გენანება? თუ აგრეა, გუდა-ნაბადი აიკარი და სადგურზე გადი. გადი და აღარ + მოიხედო, თორემ ვაი შენი ბრალი! + მორჩა! გათავდა! კვაჭი ვერ გაიქცევა! კვაჭი სირცხვილს ვერ ზიდავს სამარემდე! + კვაჭმა თავის წმინდა ვალი უნდა მოიხადოს სამშობლოს წინაშე და მტრებს პირში + ბურთი უნდა ჩასჩაროს. კვაჭი აჩვენებს მხდალ ქალაჩუნებს, თუ როგორ კვდება + კვაჭანტირაძე სამშობლოსთვის! აბა, ბესო! მოიტა თოფები და ვაზნები! ქურქიც!.. + ყაბალახიც!.. დაუძახე ავტომობილს!.. სილიბისტრო, მშვიდობით! პუპი, ნუ სტირი! + ნოტიო, ხუხუ, გაჩუმდით! კვაჭმა ვალი უნდა მოიხადოს. ან გამარჯვებული + დაბრუნდება, ან ცოცხალს ვეღარ ნახავთ თქვენ ერთას. ჩააწყეთ ავტოში ღვინო და ჩაი- + შაქარი, პური და ნამცხვარი, სიგარები და შამპანური, ძეხვი და ლორი! აბა, + მშვიდობით! ბესო, ჩაჯექი! კოჯრისკენ! გასწი!.. მოუმატე!.. მიდი!.. + თოვლიან ზეგანიდან ყრუდ მოისმა ზარბაზნების ქუხილი, ტყვიამფრქვეველთა + კაკანი და თოფების ჭახა-ჭუხი. კვაჭის ავტო გრეხილებიდან გადავიდა და ბრძოლის + ველს უახლოვდებოდა. დაჭრილნი დაღლილნი და სნეულნი თავდაღმა + მოლასლასებენ. ზოგნი ორთვალაში წვანან, ზოგნი ცხენებს მოაჭენებენ. ჭრელად + ჩაცმული ჭრელი ხალხი ზევით მიიწევს. ზოგნი ავტომობილით მიჰქრიან, ზოგნი + ფეხით მიიჩქარიან. ნახევარი საათის შემდეგ კვაჭი ტაბახმელას პოზიციებს მიადგა. + სად არის ბრძოლის ველი? + აგერ, კვაჭი, მანდვეა, შენს თვალწინ... ასიოდე ნაბიჯზე, ყველანი იქით მირბიან, + სადაც თოფის გრიალი, ხიშტების ჩახა-ჩუხი, ზარბაზნების ქუხილი და გახურებული + ყიჟინი ისმის. კვაჭი, ნუ ჩამორჩი! ფეხი აგტკივდა? დაკოჭლდი? ამ ბუჩქებს + ამოეფარები და აქედან გაისვრი? კეთილი, ეგრე იყოს. ოღონდ ჩვენებს არ მოახვედრო. + აბა, დაუმიზნე! + - რახ-რახ-რახ!.. რახ-რახ! + ხუთივე ვაზნა დასცალე? მერმე, რათ შესდექი? აქედან ვერა ჰხედავ? მაშ მიდი! ახლოს + მიდი! დასწყევლოს ღმერთმა, როგორ აცივდა! კვაჭს ისე დააძრა თითები, რომ თოფიც + ვერ გაუტენია. კვაჭმა არ იცოდა, რომ აცივდებოდა, თორემ... კვაჭიკო, მებრძოლი + ბრძოლაში გახურდებაო თუ თოფი ვერ გაისროლე, ხიშტი მაინც მოუქნიე! + ბუჩქებიდან გადი და ამხანაგებს მიეშველე. აბა, მიდი! ათიოდე ნახტომით ბრძოლის + შუა გულში ჩაერევი... ძაბრები ზარბაზნებს მიეტანნენ. აგერ, ერთი წაიქცა. მეორედ, + მესამეც, მეათეც, აგერ ერთი ხიშტით მოსდევს მეორეს. აი აქეთაც: ორმა მებრძოლმა + ხელები გადააჭდიეს. აჰა კიდევ: ორმა მეომარმა ერთ დროს დაახალა ერთმანეთს + რევოლვერი და ორივე გულაღმა დაეცა. აგერ ერთ მხედარს სამნი შემოეხვივნენ. + კვაჭი, უშველე! გადახტი! მანდედან მაინც ესროლე! გვიანღაა: ერთი მხედარი უკვე + შოლტივით გაიშოტა. + რა დაგემართა, კვაჭანტირაძევ! რომელმა ბოროტმა სულმა აგიჩქროლა შიშით ეგ + გული? ვინ შეგიკრა ეგ ხელ-ფეხი? მოიგონე დემირ-თეფე! სად არიან ის ღვთაებრივი + ეშმაკები, მაშინ რომ იღლიებში შეგისხდნენ და ზეცამდე აგაფრინეს? სად არიან ის + ალქაჯები, უკრაინის მინდვრებში რომ დაგაფრენდნენ? რად დაგანებეს ეხლა თავი? + სწორედ მაშინ დაგტოვეს როცა შენს საკუთარ მიწაზე საკუთარი თავისთვის იბრძვი? + ეეჰ, კვაჭიკო, შენი სული დაცარიელებულა, შენს გულში ურწმუნოების ყინული + ჩაყრილა და შენი ტვინი იჭვის ჭიას დაუღრღნია. აგერ შენი ავტო. ჩაჯექი და + სილიბისტროს დაუბრუნდი, გულწასული პუპიც მოაბრუნე, ხუხუ და ნოტიოც + დაამშვიდე. წადი, კვაჭი, გაბრუნდი. შენ შესცდი. არ უნდა ამოსულიყავი, აქ საშენო + საქმე არ კეთდება. + წადი, კვაჭიკო, წადი! + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი 25 თებერვლისა და კვაჭის ხელმეორედ + გაწითლებისა + + კვაჭიკო, ნუ გძინავს! ნუთუ არ გესმის თავჩაღუნული ჯარის ბაკაბუკი, ცხენების + თქარათქური, ავტომობილების გუგუნი და ურმების ჭრაჭუნი? კვაჭო გაიღვიძე! + დედაქალაქი იცვლება. ყველანი მიდიან. + დიღმისა და ავჭალის გზები გატენილია. მატარებელი მატარებელს მისდევს. ბავშვები + და დედაკაცები დამფრთხალან, ზურგზე ბოხჩები აუკიდიათ, იღლიებში ძონძები + ამოუჩრიათ და თოვლში, ჭყაპში ძლივს მიძუნძულებენ. კვაჭუნი! გაიღვიძე! + მთელი ქალაქი ფეხზეა. ერთმანეთს აღვიძებენ, ურაკუნებენ ფანჯრებს და + სამგზავროდ უძახიან. კვაჭის სასახლე მიყრუებულ ქუჩაშია, მაგრამ ის ქუჩაც + აფუსფუსდა. უკვე გათენდა. ცხრა დაჰკრა, ათიც... საცაა ტფილისში წითელი ჯარი + შემოვა. ვისაც წასვლა შეეძლო, უკვე გაიქცა. ქუჩები ცარიელია. მხოლოდ კანტი- + კუნტად მოსჩანან თავჩაღუნული მავალები, რომელნიც შეშინებულ თვალებს + აცეცებენ და დამალვას ისწრაფიან. + - კვაჭო, ადექი! + - რა ამბავია, რა მოხდა? + - ის მოხდა, რომ ჩვენი მთავრობა და ჯარი ქალაქიდან გასულან. + - რას ამბობ, ბესო? როდის? რატომ ჩვენ არ გავიგეთ? რატომ არავინ შეგვატყობინა? + - ჩქარა ავტომობილს დაუძახეთ! ჩაჰყარეთ შიგ ტანისამოსი, საცვალი, საბუთები! + სილიბისტრო, აი ფული. ნუ შეშინდებით. პუპი, გაჩუმდი! კვაჭი მიდის, მაგრამ მალე + მოგეშველებათ. არა, კვაჭი ეხლა ვერ წაგიყვანთ. მერმე, მერმე! აბა, მშვიდობით, ბესო, + პავლე, წამოდით! სადგურისკენ! + უკანასკნელმა მატარებელმა კვაჭის თვალწინ გაიარა. კვაჭმა დაიგვიანა. + - შოფერო, ავჭალისკენ! + ღრმა ღელესთან წითელი ცხენოსნები სდგანან. + - მობრუნდი! მოაბრუნე! დიღმის გზით გასწი! გაუტიე! მოუმატე! + მიჰქრის კვაჭის ავტო. ისარივით გავარდა ვერის ხიდზე და სამხედრო გზით ჩიტივით + გასრიალდა. თეთრ დუქანთან წითლები გადაეღობნენ: + - შოფერო, შესდექი! გაბრუნდი! + ავტო მოტრიალდა და უკანვე წამოვიდა. კვაჭი გაშტერებულია: + - საკვირველია! რატომ აქვე არ დაგვხვრიტეს! რად დაგვაბრუნეს? + - მაგასაც მოვესწრებით. - ანუგეშა პავლოვმა, - ეგენი არ ჩქარობენ, სულ ერთია, ყველა + გზები მოგვიჭრეს. + სანამ შინ შევიდოდნენ, ხმა აღარავის ამოუღია. ყველანი გაფითრებულნი იყვნენ და + რაღაც უხილავ საშინელებას მოელოდნენ. ხოლო შინ რომ შევიდნენ, ყველას ენა + დაეკარგა. + - კვაჭო, რას იტყვი? - ჰკითხა ბოლოს ბესომ ღრმად ჩაფიქრებულ კვაჭს, რომელიც + ცხარე ბოლთას სცემდა. + - სთქვი რამე, გვირჩიე, - ჩიაკნავლა პავლოვმაც. + - ამეიღე ხმა, შვილო კვაჭი, რეიზა გაჩუმებულხარ? - გამოაღვიძეს ფიქრებში წასული + კვაჭი სილიბისტრომ და პუპიმ. + კვაჭი გამოფხიზლდა. + - ერთი თაბახი სქელი ქაღალდი და წითელი მელანი მომეცით. + უმალვე მიუტანეს. + - ბესო, მსხვილი ასოებით ქართულად და რუსულად დასწერე: „წითელ საქართველოს + მეგობართა კავშირი“... გაათავე? ეხლა გაიტანე და გარედან ჩვენს კარებს გააკარი... + დაიცა, შევთანხმდეთ. თუ ვინიცობაა სათქმელი იყოს, ყველას ასე სთქვით: კავშირი + ერთი თვის წინად დაარსდა. მე თავმჯდომარე ვარ, ბესო და სილიბისტრო გამგეობის + წევრები არიან, სხვებიც კავშირის წევრები ხართ. სულ სამასი წევრი გვყავს. ბესო, შენ + დღესვე დასწერე წესდება. ხომ გახსოვს რევოლუციის დამხმარე საზოგადოების + წესდება? ვინც შეგვხდესთ, ყველანი მოიყვანეთ და აი, ამ ქაღალდზე მოაწერეთ ხელი. + სამ დღეში სამასიც მოაწერს ხელს და სამი ათასიც. შენ წადი, ბესო, ეგ ქაღალდი + გააკარი და ავტომობილსაც დაუძახე. პუპი! + - აქინე ვარ, შვილო. + - ჩემს საბანს წითელი პირი წააძვრე და მეიტა, აბა, ჩქარა! ნოტიო! + - მეც აქინე ვარ, შვილო. + - მეიტა ჩვენი დროშა, ჩვენი დიდი ეროვნული დროშა. აბა, დააჩქარეთ! სილიბისტრო! + - რა გინდა, შვილო? + - მეიტა შენი გრძელი ჯოხი. + სილიბისტრომ ჯოხი მიაწოდა. პუპიმ წითელი საბნის პირი. კვაჭმა აბრეშუმის საბნის + პირი სიგანით ჯოხს მიაზომა და სთქვა: + - გამოდგება. აბრეშუმის დროშა არც მაგათ აქვთ. აბა, პუპი! ამ ჯოხს მიაბი. ბესო, + დაბრუნდი? აბა, შეხედე. ამისთანა დროშა მაგათაც არ ექნებათ. მგონი საცხა ოქროს + ქაღალდი გვქონდა. + - რამდენიმე თაბახი გვაქვს. + - გამოსჭერი ხუთსხივიანი ვარსკვლავი და ამ დროშას შუაზე მოაკერე. დააჩქარე! + ნოტიო, ქართული დროშა მომეცი. ორი ადლის სიგრძე ეროვნული დროშა აივანზე + გაიტანე და გამოჰფინე. მერმე მე დამჭირდება. ვინ არის, ზარს რომ აწკარუნებს? ბესო, + კარი გოუღე. + კვაჭის მეზობლები იყვნენ - კოლია ცალიქაძე, გრიშა კალიძე და ვალოდია + ჩორიშვილი. სამივე გაფითრებული და დამუნჯებული შემოვიდნენ და კვაჭს + ჩამოეკიდნენ. + - გონს მოდით, რას დაფეთებულხართ! - გაბრაზდა კვაჭი, - ჭორებს ნუ აჰყვებით, + არაფერიც არ იქნება. კარგად ვიცნობ მაგ ხალხს. ასეთ დროს გამარჯვებულს უნდა + დაუყვავო, თავი იქნიო, „ბალი აღა“ უძახო, „ინტერნაციონალი“ იმღერო და პირისახე + წითლად შეიღებო. მორჩა და გათავდა! აბა, მომყევით და მომბაძეთ. + ექვსივენი ავტომობილში ჩაიჭედნენ. + - ნავთლუღისკენ! + ბესო შიქია შოფერის გვერდით სდგას და ხელში საბნისოდენა წითელი დროშა + უჭირავს. ციციშვილის აღმართს რომ ასცდნენ, კვაჭის მიერ დარიგებულმა ბესომ + ყვირილი დაიწყო: + - მოქალაქენო! მოგროვდით!.. მომყევით!.. დავუხვდეთ!.. ახალ მთავრობას + მივესალმოთ! + ჯგუფ-ჯგუფად თავმოყრილი ხალხი, დაშინებული და დაბნეული, ნელ-ნელა გაჰყვა + კვაჭის ავტოს. ავტო ნაბიჯით მიდის. ხალხი თანდათან ემატება. ნავთლუღის მხრით + ცხენოსანთა მზვერავი რაზმი და წითელი ალამი მოსჩანდა, ის ალამი და კვაჭის + უზარმაზარი დროშა ერთმანეთს უახლოვდებიან. + - ამხანაგო! - ეკითხება კვაჭი რაზმის თავს - ჩვენ დელეგატები ვართ და გვინდა ახალ + მთავრობას, ჯარის სარდალს და შტაბს მივესალმოთ. გვითხარით, სად არიან? + - მთავრობის არაფერი ვიცი, შტაბი კი უკან მომდევს. + - ხალხო, დაირაზმეთ! - ბრძანებლობს კვაჭი. - აქეთ მოიტათ პურ-მარილი! ჰამქრებო, + წინ წამოიწიეთ! ვაჭრებო, თქვენ აქეთ დადექით... მეკურტნენო, ცოტა იქით მიიწიეთ. + ბესო, ეგ დროშა მეიტა. მოდიან. აბა, ურა-ა-ა!!! + ურა-ა-ა-ა! ურა-ა-ა! ისმის შიშნაჭამი ყვირილი. + - ამხანაგებო! - ჰქუხს ავტოზე შემდგარი კვაჭი. - მშვიდობაში თქვენი მოსვლა. + უკანონობით და შფოთით დატანჯული ქართველი პროლეტარიატი სამი წელიწადი + ელოდებოდა მაგ წითელ დროშას, რომელიც დღევანდელ დღიდან აქაც დაამყარებს + მშრომელთა ბატონობას, ეროვნულ თავისუფლებას, სამართალს და მშვიდობას. მას + მოაქვს მიწა გლეხისათვის, ძალაუფლება მუშისთვის და ძმობა ყველასთვის. სოციალ- + მოღალატენი და კაციჭამია შოვინისტები წავიდნენ და აღარ დაბრუნდებიან. + მობრძანდით, ამხანაგებო! მიიღეთ ჩვენგან ძმური სალამი და პურ-მარილი. თქვენი + სტუმრობა და ჩვენი დახვედრა. გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას! ურა-ა-ა!!! + ერთხელ კიდევ იხუვლეს ურა, ერთხელ კიდევ ჰკრეს ცას ქუდები და ქალაქისკენ + მობრუნდნენ. + რამდენიმე დღეს კვაჭი ავტოს დააგრიალებდა. ძველის-ძველი მეგობრები და + ნაცნობები გაიხსენა და არც უცნობებს მოერიდა. ახალმოსულებს ხან სადგურზე + დაუხვდებოდა, ხან ბინას ეძებდა მათთვის, ხან ავეჯს შოულობდა, ხან სადილ- + ვახშმებს აწყობდა და წვრილმანებსაც კადრულობდა. + კვაჭის სული კბილით ეჭირა. ნეტა არავინ გაიგოს, ან არავინ გაიხსენოს კვაჭის + საქმენი საგმირონი, წითელ რუსეთში „გაიმასქნებული“. შორეული წარსულისა კვაჭს + არ ეშინიან, რადგან იგი „საქმიანობის“ ფარდით და თებერვლის გმირობით არის + გადაფარებული. + მაგრამ ფრთხილად, კვაჭი, ფრთხილად, თორემ ხუმრობის დრო აღარ არის! შენი + თავი კიტრის ფასადაც კი აღარა ღირს. ქუდმოგლეჯილი ნუ დარბიხარ, ყველას + თვალში ნუ ეჩვენები, ქვეყანას შენი სახელით ნუ აყრუებ, თორემ ინანებ! + - მართალი ხარ, ბესო, - უთხრა მან ბესოს რამდენიმე დღის შემდეგ - ჩრდილში უნდა + შევიდე და გავჩუმდე, თორემ შარს მომდებენ. ჩუმად ვიმუშაოთ, თავი კისერზე + შევინახოთ და ქონი დავიგროვოთ - აი ეს არის ეხლანდელი ჩვენი პროგრამა + მაქსიმუმი. + კვაჭმა ჩუმად წაიმუშავა და რამდენიმე დღის შემდეგ წინანდელ წარწერას ახალი + წარწერა მიუმატა: „ხორცი წითელი ჯარისათვის“. + ნაცნობებში ორი წითელი ხელისუფალი აირჩია და თავის გვერდით ჩაისახლა. ყოველ + შემთხვევისთვის ორიოდე პაწაწა კომისიაშიც ჩაეწერა, ორიოდე პაწაწა მანდატი + ჩაიდო ჯიბეში და დროებით დამშვიდდა. პავლოვი ტფილისს მოერიდა: თუშეთში + წავიდა და კვაჭის მატყლს დააჯდა. ბესო შიქია ერთ კომისარიატში შეძვრა და + სამეურნეო ნაწილის გამგებლობა იტვირთა. + ორიოდე დღეში ქალაქის იერი და მაჯისცემა გამოიცვალა. მუშები ხან მუშაობდნენ, + ხან წითელი დროშებით დადიოდნენ. მოლაპარაკენი ლაპარაკობდნენ, მეეზოვენი + ქუჩებს ჰგვიდნენ, მეეტლეები ეტლებს დააგრიალებდნენ, შოფრები გიჟებივით + დაჰქროდნენ, ქალაქს საყვირით აყრუებდნენ და დაყრუებულებს არხეინად + სჭყლეტდნენ. + ასიოდე სახლი ახალი კანცელარიებით გაიტენა. ტფილისი ახალმოსულებით გაძღა + და ყელამდე გაივსო. ქალაქი უზარმაზარს აშლილ სკას დაემსგავსა, სადაც უთავბოლო + სუფრა იყო გაშლილი, ხოლო ფუტკრები სულ იმის ცდაში იყვნენ, რომ კარგი ალაგები + ეშოვნათ და მყუდროდ დამსხდარიყვნენ. + ყველგან ახალი ხალხი გაჩნდა. სარდაფიონი ზევით მიცოცავდა, ხოლო ზემოურნი + ქვევით ჩადიოდნენ. რაც ქალაქში ლუქი მოიპოვებოდა, მაღაზიების, საწყობებისა და + გაქცეულთა ბინების კარებებზე დაიხარჯა. აქაქები ახალი შტამპებისა და ბეჭდების + გაკეთებით დაილივნენ. მეკურტნეები, ცხენები და ხარ-კამეჩები ბინებიდან ბინებში + ავეჯეულობის ზიდვით დაიქანცნენ. უამრავი ამწერი და გადამწერი საწყობებსა და + მაღაზიებში იბარებდა. დიდი სახლები ქალაქის და მუშების ხელში გადადიოდნენ. + აღრიცხვას დასასრული აღარა ჰქონდა. უამრავ ხალხს გაფაციცებით შეჰქონდა + აღრიცხვის დავთრებში ქალაქში დაგროვილი ქაღალდი, წიგნები, მანქანები, ნავთი, + შაქარი, ფქვილი, მავთული, რკინეულობა, ხელოსნები, ექიმები, ინჟინრები, ცხენები, + ძროხები, ფრინველი და ათასი წვრილმანი და მსხვილმანი საქონელი, ნივთი + ოთხფეხი და ორფეხი. + კვაჭი ნიბლიასავით გატვრინდა და ღვთის კრავივით გაინაბა. მისი სახელი, სახლი და + ქონება თითქოს ყველას დაავიწყდა. „წითელ საქართველოს მეგობართა კავშირის“ + პლაკატი ჯერ-ჯერობით სჭრიდა და კვაჭის ბინის კარებში მფარველი ანგელოზივით + იდგა. „ხორცი წითელი ჯარისათვის“ სილიბისტროს წყალობით და მხნეობით ისევ + ხორცობდა. მაგრამ ერთხელ „ხორცის თავმჯდომარე“ კვაჭი ყაზარმაში დაიბარეს და + მის მიერ დაკლული საქონელი აჩვენეს: + - ეს რა არის, ხარია თუ კამეჩია? + - ხარია, თუმცა... + - თუმცა კამეჩია, არა? აბა, ოქმი! + რას ჩააცივდით კვაჭს? დაანებეთ თავი და თვითონაც თავს დაგანებებსთ! ჯარიმა? + კეთილი, ინებეთ და მშვიდობით ბრძანდებოდეთ! კვაჭის მაგივრად სხვა მოსძებნეთ! + ის მოგიტანთ კამეჩის მაგივრად ძროხას და ძროხის მაგივრად ბატკანს. როგორ არა! + და იმ დღეს სხარტი კვაჭი ერთხელ კიდევ გამოძვრა ყულფიდან. + ხანი გავიდა. კვაჭის სახელი მთელმა ქვეყანამ დაივიწყა. მაგრამ ერთხელ კიდევ + გაიხსენეს. ვიღაც მუშები შინ ეწვივნენ და მოკლედ მოუჭრეს: + - რამდენნი სცხოვრობთ ამ სართულში? ცხრანი? ცხრა ოთახში ცხრა სული? არ + გეკუთვნით. უნდა შემოკლდეთ. + ბინა გაზომეს, იანგარიშეს, ცხრა სულს ხუთი ოთახი მიუჩინეს და ზედ დააყოლეს: + - ეგეც ბევრია ბურჟუებისთვის. გეყოთ რაც ჩვენი სისხლი სწუწნეთ! + - იყოს ნება თქვენი. ამისთვისაც დიდი მადლობელი ვარ, ამხანაგებო - თავმდაბლად + ჩაიკნავლა კვაჭმა, ხოლო გულში კბილები დააკრაჭუნა და დაიღრინა: „ჰოი + ავაზაკებო! ყაჩაღებო! ღმერთმა ერთი დღით მაინც მომცეს ძალა და მაშინ გიჩვენებთ + მადლობას!“ + იმავე ხანებში პავლოვი ქალაქში შემოიპარა და კვაჭს უთხრა: + - მორჩა! მატყლი წაიღეს. + კვაჭმა ეს ამბავი ჯერ ვერც კი მოინელა და ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო, რომ პავლოვს + ვიღაც მუშები მოჰყვნენ და რიხით განაცხადეს: + - ამ სახლში მუშები უნდა ჩასახლდნენ და ხვალვე დასცალეთ. + ღმერთო დიდებულო! ეს რა რისხვა დაატყდა კვაჭს! ხვალვე დასცალოს? მერმე, სად + უნდა გადავიდეს? + - ძაღლის ხევში, იქ კოხტა ბინა დაგიმზადეთ. + იმ მყრალ სოროში? იმ ქოხებში? მართლაც რომ ძაღლის ხევია! მერმე რამდენ ოთახს + აძლევენ ცხრა სულს? + - სამი ოთახი გეყოფათ. ეგეც ბევრია. გეყოთ, რაც ჩვენი სისხლი სწუწნეთ! ავეჯს ხელი + არ ახლოთ, თორემ... + ეს კი მეტის-მეტია! სახლიც, ბინაც და მატყლიც! ბარემ ნიფხავიც გაეხადნათ მისთვის, + ესღა აკლდა კვაჭანტირაძეს. + - მე ორი მანდატი მაქვს, კომისიებში ვმუშაობ. + - შეინახეთ. მაგით თვალებს ვერ აგვიხვევთ. + - ღმერთო ჩემო, ეს რა დრო დადგა! მანდატებსაც ძალა დაეკარგა! არა, ამას კი ვერ + მოითმენს კვაჭი! ოჰ, ხრხრიანც! როგორი გვარიც გქონია, სულიც ასეთი გექნება! + გაიძვერავ! ჰარამზადავ! ჯიბგირო! იქნებ ეხლა კვაჭის ოფლით პარიზში ან + სტამბოლში ქეიფობ? შხამად ის ფული, შხამად! + მართალია! ის ბინა ხომ „წითელ საქართველოს მეგობართა კავშირს“ ეკუთვნის! + კინაღამ არ დაავიწყდა კვაჭიკოს ეს მსხვილმანი! + და ბესოს ნაჯღაბნი დავთრები და ოქმები ფარივით აიფარა: + - მე გამგეობის თავმჯდომარე გახლავართ. აი, სილიბისტრო კვაჭანტირაძე, აი, + ბესარიონ შიქია. ესენი გამგეობის წევრები არიან. ჩვენ საბჭოთა მთავრობას + განუზომელი სარგებლობა მოვუტანეთ, მაგალითად... + ერთმა მუშამ კვაჭს შადრევანი დაუკეტა: + - ეგ ქაღალდები აქ მომეცით. იქ გასინჯავენ. + ეს კი მართლა მეტის-მეტი მოუვიდათ! კვაჭი ამას ვერ მოინელებს. დატრიალდება, + იჩივლებს და თავისას გაიტანს. ძაღლის ხევში? ბნელ ორმოში, სადაც მხოლოდ + ქათმები, ბატები, ცხენები, ძროხები და ღორები ბინადრობენ! ეს კიდევ არაფერი. + კვაჭი იქიდან მეორე დღესვე ამოძვრება, მაგრამ ათასი თუმნის ავეჯი? რაღა ღვთის + წყრომაა! ბესო, შენ ჩიორაძესთან წადი და იქაურობა გადაატრიალე! სილიბისტრო, + ხომ იცნობ ქუთაისელ მჟავაძეს? ეხლავე მოსძებნე და ძველი სიკეთე მოაგონე. პუპი, + შირაძის ცოლი ძაბული ინახულე და აამუშავე. მეც დავტრიალდები. აბა, ჩქარა! ხელი + გაანძრიეთ, ნუ იცოხნებით, თორემ ყველანი ქუჩაში დარჩებით. + საღამოზე ყველანი დაიმედებული დაბრუნდნენ. ყველამ თითო მრისხანე ბარათი და + დახმარების დაპირება მოიტანა. მეორე დღეს კვაჭის ბინას ხელმეორედ მოადგნენ. + - აბა, გამობრძანდით! + ვერ მოგართვით! აი, კომისრის წერილი! აი, კომუნისტის ბარათიც! აი, ბოლშევიკების + ბრძანება! კვაჭმა გუშინვე გაიკეთა საქმე. აბა, თქვენ თვითონვე გაბრძანდით აქედან! + ის ბარათები და წერილები კვაჭს თავზე გადააფხრიწეს და ყველანი პანტა-პუნტით + ქუჩაში გამორეკეს, თან მცირეოდენი ხაბაკ-ხუბაკიც მიაყოლეს. ის ხაბაკი საბარგო + ავტოში ჩაჰყარეს და მიაძახეს: + - აბა, ძაღლის ხევისკენ! + ბინის გარშემო ბრძოლა გათავდა. კვაჭმა წააგო. სასტიკად დამარცხდა. მაგრამ მას + უფრო დიდი ლოდი აწევს გულზე და ის ლოდი ახლავე უნდა მოიხსნას, თორემ + სამუდამოდ დაიღუპება! არა, ახირების ხერხი ვეღარ გასჭრის, კვაჭმა სხვა იარაღი + უნდა ამოიღოს ქარქაშიდან. + და ამოიღო. უცებ ამაყი ქედი მოიდრიკა, ბამბასავით მოლბა და მელასავით თავი + მოიკატუნა: + - კეთილი, ამხანაგებო, კეთილი. იყოს ნება თქვენი. მე დისციპლინის კაცი ვარ. მუშის + სურვილი ჩემთვის უზენაესი კანონია, პროლეტარიატის დიქტატურაც მრწამს მაგრამ + ამ კაცს, ამ უბედურ მუშას რაღას ერჩით? - და განგებ გაჩანჩურებულ და + გასაწყლებულ პავლოვზე მიუთითა, რომელიც კუთხეში ატუზული იდგა. ყველამ + პავლოვს გადაჰხედა. ერთმა ჰკითხა: + - თქვენ ვინღა ხართ? აქ რა გინდათ? + - მე? მე... კავშირის დარაჯი ვარ. + - დიახ, ეს კაცი ჩვენი კავშირის დარაჯია. - დაუმოწმა კვაჭმა. - ძალიან გთხოვთ + ამხანაგო, ეს ოთახი დაუთმოთ კავშირს. იგი დანარჩენ ბინას მოწყვეტილია. ჩვენ და + თქვენ ერთმანეთს არ დავუშლით. + - იყოს ნება თქვენი, ოღონდაც - დაეღრიჯა კვაჭი - ეს პაწაწა ხალიჩაც მაპატიეთ, აი ამ + კედელზე რომ ჰკიდია... არ შეიძლება? ამის სანაცვლოდ ორ ასეთ ხალიჩას გიყიდით. + ნუ გიკვირთ, ეს ხალიჩა ჩემი... ჩემი დანიშნულის სახსოვარია. ამის მეტი ამ + უბედურისაგან აღარაფერი შემრჩა... ნაადრევად მოკვდა საწყალი ამ ნოხზე, დიახ, ამ + ნოხზე მომიკვდა. ჩემი სათხოვარი ეს არის: ორი დღით დასტოვეთ ეს ნოხი ამ + კედელზე. თუ ხვალ ან ზეგ სწორედ ასეთივე ან ამაზე უკეთესი არ მოგართვათ, ეს + ნოხიც წაიღეთ, ეს ოთახიც და მეც შემარცხვინეთ. + - ადვილი საქმეა. მაშ ეს ხალიჩაც სიაში შევიტანოთ. თქვენ კი, ამხანაგო, - უთხრეს + მობუზულ პავლოვს - ამ ოთახში დარჩით. აბა, გავათავოთ! ეხლა აქედან გაბრძანდით + და თქვენი ფალას-ფულასიც გაიტანეთ. + და იმავე დღეს კვაჭი და მისი ჯალაბ-ჯულაბი ისეთ მყრალ სოროში შეაგდეს, რომ + პუპის გული წაუვიდა, ხოლო ნოტიო გულსაკლავად აკივლდა. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი კვაჭის ერთგული სამსახურისა და + ქალბატონ ნეპის მოშველებისა + + კვაჭმა თავის ახალ „მდგმურებს“ მეორე დღესვე უკეთესი ხალიჩა მიუტანა, ხოლო + კედლის ხალიჩა ისევ კედელზე დასტოვა. უთხრას კვაჭმა პავლოვს, რომ იმ ხალიჩის + უკან, კედელში, რკინის სალაროა ჩატანებული? უთხრას, რომ სალაროში ინახება + კვაჭის განძი? არა, კვაჭი არაფერს ეტყვის. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. ვინ იცის, + იქნებ პავლოვს სულმა წასძლიოს. არა, არა! კვაჭი ჯერ-ჯერობით გაჩუმდა, ხოლო + ხშირად ივლის ამ ოთახში და განძს უთვალთვალებს. + ბესო ბინების აგენტებთან დარბის. დარბის და კოხტა ბინის საქმეს კოხტად + აიმასქნებს. კვაჭი კბილებს აკრაჭუნებს, სილიბისტრო ბურტყუნებს, პუპი ცხარე + ცრემლით იცრემლება, ხოლო ნოტიო შავი წყევლით იმუქრება. ბესო თავისთვის + ადვილად იშოვნის ოთახს, მაგრამ კვაჭი... მაგრამ კვაჭი რომ მოსამსახურე იყოს, + ყველაფერი თითქმის უფასოდ მიეცემა: ბინაც, წყალიც, შუქიც, კარტოფილიც, + შაქარიც, პურიც და ძეხვიც. ეხლა კი კვაჭი თავისუფალი კაცია, მაშასადამე, იგი + კანონის გარეშე სდგას, ესე იგი მას ყოველივე უფლება აყრილი აქვს. + ნუ იღრინები, კვაჭო! შენ რუსეთში მოინათლე წითელი მირონით და იქ გამოსცადე + ახალი ქვეყანა. მაშ რა გაკვირვებს? აღშფოთების მაგივრად გარემოებას შეეგუე, + ლანძღვის ნაცვლად ახალი შეითვისე, მორჩა და გათავდა! აბა, დატრიალდი! შეძვერი + და გამოძვერი! გაიცინე, როდესაც გეტირება! იტირე, როცა გეცინება! აბა, შუბლი + გაიშალე, ტუჩებზე ღიმი დაიბეჭდე, ენაზე შაქარი დაიყარე, კისერი დაღუნე და + უმცროსი მდივნის უფროსი თანაშემწის უღელში შეები! + ორი დღის შემდეგ კვაჭი არჩევანში იყო. არ იცოდა, რომელი ადგილი მიეღო, - + პირველი, მეორე თუ მეხუთე. ბოლოს სთქვა: + - ვიცნობ რა შვილებიც არიან. დიდ ალაგს მოგაჩეჩებენ და ხუთ ჯაშუშს მოგიყენებენ. + ჩემისთანა პატიოსანი კაცი ასეთ ალაგზე, ძალიან რომ გავჭიმო, ორ თვესაც ვერ + გასძლებს. მერმე ჩეკა და ... გათავდა! არა, ძამიავ, ვერ გამაბრიყვებთ. მე პაწაწა კაცი + ვარ და პაწია ალაგი მირჩევნია. + და პაწია კვაჭიკომ მართლა პაწია ალაგი აირჩია: ერთ მიყრუებულ უბნის მილიციაში + ჩაჯდა და უჩინარ მოქალაქედ გადაიქცა. ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ კვაჭი ისეთ + ბინაში გადასახლდა, რომ არც წინათ დაიწუნებდა. + ზანტად, ფრთხილად და უგემურად მსახურობს კვაჭანტირაძე. ლბილი, თავაზიანი + და გულკეთილი კომისარია. უფლების საზღვარს არ გადასცდება, აურზაურს + ერიდება, ჩრდილში იმალება და თავისივე აღვირი მაგრად უჭირავს ხელში. + ძალიან ფრთხილობს კვაჭანტირაძე. ფეხის თითებზე დადის, ჩურჩულით + ლაპარაკობს და თოკზე ასულ ჯამბაზივით იკლაკნება. ორი თვალის ნაცვლად ოცი + გამოიბა და ორი ყურის მაგივრად ათი წყვილი მიიბა. მისი ფხიზელი გონება + საათივით მუშაობს, მხოლოდ ზოგჯერ, როცა გაუფრთხილებელ ნადირს მოასწრობს + წყვდიადში, ინდოელ მონადირესავით ისკუპებს და ისე კოხტად გაჰყლეფს, რომ ის + ნადირი დაწრიპინებასაც ვერ მოასწრებს და მონადირის ხელსაც ვერ დაინახავს. + მაგრამ ირგვლივ მხოლოდ წვრილფეხა ნადირი მოსჩანს. ჭიჭყინაზე კვაჭი ხელს არ + გაისვრის, ორაგული კი ძალიან იშვიათად ჰხვდება კვაჭის ბადეს. + -ფრთხილად იყავი, ბესო, ფრთხილად! - ხშირად ეუბნება კვაჭი თავის მეგობარს, + რომელიც ყველაფერს ასწრებს : „ზავხოზობას“, შუამავლობას და ათას წვრილმანსაც + და მსხვილმანსაც. + „მეგობართა კავშირი“ აღარ არსებობს. პავლოვი კავშირის ოთახს და კვაჭის განძს + კვლავ სდარაჯობს. კვაჭმა რამდენჯერმე მოინდომა მისი გამოტანა, მაგრამ ვერ + გაჰბედა. სთქვა: „ამ ხალხს კაცი არ გადაურჩება გაუჩხრეკავი. ერთხელ მეც + მომიგონებენ და გამატიტვლებენ. არა, ისევ იქ იდოს, იქ ვერავინ მიაგნებს“. + ფრთხილი ბესო დროგამოშვებით ეუბნება: + - კვაჭი, უცხოეთში წევიდეთ, თორემ გაგვაბამენ სადმე. + - მეიცა, ნუ ჩქარობ. ის განძი, სოლოლაკში რომ გვაქვს, საცხოვრებლად გვეყოფა, + მაგრამ ცხოვრებაც არის და ცხოვრებაც. ორიოდე საქმე გვაქვს დაწყებული გავათავოთ + და... მერე ვნახოთ. + და ორიოდე საქმეს ახალი ოთხიოდე მოსდევდა, კვაჭი კი კვლავ იმეორებდა: + - ესეც გავათავოთ... ისიც გავაიმასქნათ.... დავასრულოთ... + ორი თვე ძლივს გაუძლო კვაჭმა კომისრობას. ერთხელ რაღაც ალღო აუღეს, მის + საქმიანობას დაჰსუნეს და უთხრეს: + - შემოკლდით! + კვაჭი „შემოკლდა“: მეორე ადგილი იშოვნა - ხაზინაში ჩასახლდა. + ერთი თვე ძლივს გავიდა და + - შეამცირეთ! + კვაჭი „შემცირდა“: ქარხნის დირექტორობას მოჰკიდა ხელი და + - გააგდეთ! + -„გააგდეს“: კვაჭი დიდ საწყობებს დააჯდა. + - დაითხოვეთ! + ათჯერ მაინც დაითხოვეს, მაგრამ მაინც მსახურობს და კვირაში ერთ ან ორ + უზარმაზარ ანკეტას სწერს. ეკითხებიან: + „თქვენი მამის წინანდელი ხელობა?“ პასუხი: „მიწის მუშა“. + „წოდება“? - „გლეხი“ + „თქვენი რევოლუციური წარსული?“ - კვაჭი ერთ გვერდს ავსებს. + „სად იყავით 1917წ. თებერვალში?“ - „რევოლუციის შუაგულში“. + „ოქტომბერში? - პეტერბურგში, წითლების გვერდით“. + „რომელ პარტიაში მუშაობდით?“ - „არც ერთში. ოქტომბრის რევოლუციას + ვეხმარებოდი“. + „ეხლა რომელ პარტიას ეკუთვნით?“ - „არც ერთს“. + „რომელ პარტიას თანაუგრძნობთ?“ - „მხოლოდ და მხოლოდ კომუნისტებს“. + სწერს კვაჭი ერთგულების ანკეტებს და წერილებს, მაგრამ ისევ ასეთ პასუხს აძლევენ: + - გააგდეთ!.. დაითხოვეთ!.. ახლოს აღარ მიიკაროთ!.. + და ამბავია? რა მოხდა? რას ჩააცივდით კვაჭი კვაჭანტირაძეს! + რად დასდევთ მეძებარივით! რად ერეკებით ყველგან ჭირიან ძაღლსავით? თქვენს + მეტს ამ ქვეყნად ცხოვრება აღარავის უნდა? პირში მაინც უთხარით დევნის მიზეზი! + კვაჭი თავადია? ტყუილია! + აზნაურია? ჭორია! ვის გაუგია კვაჭანტირაძის თავადობა ან აზნაურობა? კვაჭი + გლეხია, ნამდვილი გლეხი! + აშორდია? ეგეც ჭორია! თქვენ იანგარიშეთ, მაშინ კვაჭი ხუთი წლისაც არ იყო. + მეფის ნაბოძევი თავადობა? არც ეს არის მართალი. რუსეთში ყოველ ქართველს + „კნიაზს“ ეძახიან და კვაჭსაც ამიტომ მიაკერეს თავადის სახელი. + კამერ-იუნკრობა? რასპუტინის მეგობრობა? უმადურნო! განა კვაჭმა ათჯერ არ + მოიხადა ეს ცოდვა? განა კვაჭმა ცოტა იმუშავა რევოლუციისთვის? + საბუთები? მოწმე? კეთილი და პატიოსანი. კვაჭი თუნდ ათას საბუთს წარმოადგენს + და დაამტკიცებს, რომ... + ფრთხილად, კვაჭო! თავი დაანებე საბუთებს და დამტკიცებას, თორემ, თუ + გამოძიებას დაიწყებენ, სადაც ხუთს გაიგებენ, იქ მეექვსესაც გამოსჩხრეკენ. თუ ერთ + ოთახში შეიხედეს, მეორეში და მესამეშიც შეჰყოფენ თავს და მაშინ... თუ ტანთ + გაგხადეს, პერანგსაც გაგაძრობენ და ისე გაგატიტვლებენ, რომ ერთი წერტილიც არ + დაგრჩება დამალული. დაანებე თავი წარსულს, ნუ გაუღებ გულს, ნუ გაიხდი + ტანისამოსს, ნუ მისძვრები ბედის ყულფში, თორემ იგი მეათეჯერ აღარ გამოგაძვრენს + და ისე შემოგიჭერს კისერზე, რომ შენი კვაჭობაც ვეღარ გიშველის. + მაშ თქვენც დაანებეთ თავი კვაჭს და ისიც მოგშორდებათ. აღარ უნდა მას არც თქვენი + სამსახური, არც თქვენი მადლობა, არც კომპარტიის კანდიდატობა და არც + რევოლუციონერის სახელი. კვაჭი მოკვდა. კვაჭი აღარ არსებობს! მოსპეთ მისი საქმე! + დახიეთ მისი განცხადებანი! ბუხარს შეეკეთეთ ეგ ქაღალდები! აი ეგრე... სწორედ + ეგრე. მადლობელი, დიდი მადლობელი. ეხლა სამუდამოდ დაივიწყეთ კვაჭი და + მშვიდობით ბრძანდებოდეთ!.. + გამარჯვება, ქალბატონო ნეპ! მშვიდობაში შენი მოსვლა! კურთხეულ იყოს შენი + დაბადების დღე და მარჯვენა შენის მომგონისა! ძლივს არ განიბანა შავი წყვდიადი! + ძლივს არ გამოიდარა და გამოანათა! დაბრძანდით, ქალბატონო ნეპ! გააღეთ + მაღაზიები! დაამტვრიეთ დუქნების დარაბები. ისეირნეთ დილით დილამდე და + იქეიფეთ საღამოთ-საღამომდე! დაატრიალეთ რულეტი, გაშალეთ ცხრა და ბანჩოკი! + იყიდეთ!.. გაჰყიდეთ!.. მოიგეთ!.. დალიეთ, სჭამეთ! იცოცხლეთ და სხვაც აცოცხლეთ! + კვაჭი კვაჭანტირაძევ, მოგილოცავ აღდგომას! დაგიბრუნდა წარსული დრო. ხელფეხი + გაგეხსნა. აბა გადი და გაინავარდე! კვლავ აჩვენე ბედოვლათებს შენი ხერხი და + კბილები, შენი რკინის კუნთები და მარდი ფეხები! გაშალე მძლავრი მკლავი და + აიდუღე სპეტაკი ტვინი, გააბი აბრეშუმის ძაფები, დააგე ოქროს ხაფანგები და + გადააგდე ჩიქორთული ბადე! აბა, დატრიალდი, გაინავარდე! მაშ მარდად! + ხელმარჯვედ! მიდი! დაჰკა! + და კვაჭი კვაჭანტირაძეც ისე ტრიალებს და მუშაობს, რომ იმის ნაფეხარს და + ნახელარს ბოლის და მტვრის კორიანტელი ასდის. კვლავ გაცოცხლდა „სიბუნიონი“, + კვლავ გაიხსნა ხუთიოდე განყოფილება, კვლავ დაუბრუნდა კვაჭს მოსამსახურეთა + ლაშქარი. + - პავლე, შენ ბაქოში გადასახლდი და იქაური მატყლი, ნავთი, ხიზილალა, პარკი და + ბამბა იყიდე. სილიბისტრო, შენ პავლოვის ოთახში გადადი და კვაჭის განძს მიეკარი, + რომელსაც ხშირად მიეცემის და მიემატების. კოლია, შენ ბათომში წადი. ის ეხლა + ნამდვილი ოქროს ორმოა. აბა, დატრიალდით! მოხვეტეთ! მარდად! ყოჩაღად! + - ჯალილ, ჩემო ჯალილ! მადლობა ღმერთს, რომ დაბრუნდი. მოდი ჩაგიხუტო. + - აღა, კაჩი, შუქურ ალაჰა, ზალიან მიხარიან, რომ სოსხალი გნახე. + - სად იყავი, ჯალილ?! + - იქით ვიყავი, სოტა ფული ვიშოვნე. + - სად იქით ჯალილ? + - იქით... სოტა სტამბული ვნახე, სოტა სხვაგანაც დავიარე. მაშ სოსხალი ხარ, კნიაზ? + შუქურ ალაჰა! + - ჯალილ, გინდა ისევ ჩემი ამხანაგი იყო? + - ჯალილა შენი ყარდაშია. + - მაშ მშვიდობაში შენი დაბრუნება. ხელი მოიტა. ეხლა კი დროა კლუბში წავიდეთ. + მომყევი! + კვაჭის დღე და ღამეში ასი საათი და ამდენივე საქმე აქვს, ამიტომ სიარულის + მაგივრად დაჰქრის და მუშაობის მაგივრად ციბრუტივით ტრიალებს. ისე ცხოვრობს + კვაჭანტირაძე, თითქო ერთი წელიწადი ერთ დღედ და დღე კი ერთ წამად გადაექცა. + კვაჭი ისე როგორ დაიძინებს, თუ რულეტს ერთი საათით მაინც არ მიუჯდეს, თუ + რამდენჯერმე რვა და ცხრა არ გადაშალოს, თუ მაძღრად არ ივახშმოს, ზედ ლიკიორი + არ დააყოლოს და ვინმე ქერას ან შავგვრემანს ნაზი ფერდები არ დაუმსხვრიოს! + დაეკარგა სილიბისტროს შვილს ფულის და ქალების ანგარიში. აღარ იცის კვაჭმა, ვის + ან ვისგან რამდენი ერგება. ბესო ბუჰღალტერიას თავით ატარებს. დაწერილი + დავთრები ჯერ აირივნენ, მერე მტვრით დაიფარნენ და თაგვების სახრავად + გადიქცნენ. ყოველდღე ათიოდე დეპეშა მოსდის კვაჭის: „დოლარი გაიაფდა... + სტერლინგი გაძვირდა... შაქარმა აიწია... თამბაქომ დაიწია...“ + და კვაჭის კანტორაში მთელი დღე შერბიან და გამორბიან, ითვლიან და მიუთვლიან, + ჰყიდიან და ჰყიდულობენ. კვაჭი ძლივს ასწრებს ბრძანების გაცემას: + - იყიდეთ!.. გაჰყიდეთ!.. არ მინდა!.. მოიტა!.. დაახურდავეთ!.. დათვალეთ!.. + დილით კვაჭის სალარო გატენილია, ერთი საათის შემდეგ შიგ ერთი მილიარდი + მანეთი ან ერთი დოლარიც არ მოიპოვება, ხოლო ნახევარი საათის შემდეგ ის სავსეა + ბონებით გატენილ ტომრებით. იმ ტომრებს მოსამსახურენი ესევიან და ფულს + სთვლიან, მერე ურმებზე აწყობენ და ერთ პაწაწა ჩეკზე სცვლიან. + კვაჭი საქონელს ისე ჰყიდულობს და ჰყიდის, რომ მას თვალითაც არ დაჰხედავს, ან რა + საჭიროა? ნეპმა აღადგინა ძველი წესი, ხელმარჯვე და ბარაქიანი. მართალია, ისე დღე + არ გავა, რომ კვაჭის კანტორაში ყვირილი და დავა არ ასტყდეს. შარიანი ხალხი კიდევ + ბევრი დარჩენილა. ვინ იცის, რას ედავებიან კვაჭის! ხან მისი ჩეკი საეჭვოა, ხან იმის + ტომრებს რამდენიმე მილიარდი დააკლდა, ხან მისი შაქარი დასველებული გამოდგა, + ხან მისი ქსოვილები დამპალი აღმოჩნდა. კვაჭი გემში არ იყო, კვაჭი არც ვაგონში + შემძვრალა. მას ბამბისთვის წყალი არ დაუსხამს, არც მატყლში ჩაუტანებია კენჭები, + არც ფული ამოუძვრენია ტომრებიდან და არც იცის, ყალბია თუ არა ბრიტიშ ბანკის + ჩეკი! გაგზავნეთ ეგ ჩეკი ლონდონში და გაიგებთ. თუ ყალბი გამოდგა, ჯონ + რაულინსონი მოსძებნეთ. დანარჩენებმა კი, თუ გნებავთ, უჩივლეთ კვაჭის! + მობრძანდით სასამართლოში! თუნდ ერთი წელიწადი უცადეთ საქმის გათავებას და + თუნდ ორმოცი! კარგი, გაათავეთ! ნუ ჰყვირით და ნუ ილანძღებით, თორემ... + ჯალილ! გააცილე ეს ბატონი კარებამდის! იმუქრებით კიდევაც? ტყუილად + იხარჯებით. თქვენ რომ იცოდეთ კვაჭის ჯიბის ძალა და გავლენა, საქმეს არ + მოსცდებოდით. + რას აკეთებს კვაჭი? არაფერს და ყველაფერს. ჰყიდის და ჰყიდულობს, რაც ხელთ + მოხვდება: უცხოეთის ვალუტას, ბაქოს აქციებს, ნავთიან ადგილებს, სახელმწიფო + ქაღალდებს, გაბათილებულ ობლიგაციებს, ყოველგვარ ეკონომიურ ცნობებს და + „ვნეშტორგის“ ორდერებს ყოველნაირ საქონლის გასატანად და მოსატანად, + აგირავებს სახლებს მათი პატრონების დაუკითხავად, ზოგჯერ „ჰაერსაც“ ჰყიდის, + ზოგჯერ კიდევ ისეთ ვალდებულებას კისრულობს, რომელსაც ისე ვერ შეასრულებს, + როგორც ყაზბეგის გადაბრუნებას. მაგრამ ეს არაფერია! ოღონდ ბე აიღოს კვაჭმა და ის + ფული დაატრიალოს! დანარჩენი თვითონვე მოეწყობა. ყველაზე მეტად კვაჭის + ტრესტები, ქარხნები და კოოპერატივები უყვარს. ფულიც იქ არის, საქონელიც და + გამოუცდელი ხალხიც. + ენდობიან კვაჭს? აბა, რა საკითხავია თუ კვაჭისაც არ ენდვნენ?! მას უთვალავი ქონება + აქვს: სასახლე, რომელიც ადრე თუ გვიან - როცა წითლები წავლენ, ან თვითონვე + გადადგებიან, - უეჭველად დაუბრუნდება. მშვენიერი აგარაკი და ბაღი სოხუმში, + პლანტაციები ბათომში, სხვისი საქონელი, საწყობებში, ფასდაკარგული აქციები, + ფასიანი ქაღალდები და... პატიოსანი სიტყვა! დიაღ, კვაჭის პატიოსანი სიტყვა, + რომელიც არასოდეს არც გატეხილა და არც გაბზარულა. + მაგრამ ერთხელ სადღაც რაღაც შეიცვალა. კვაჭის კანტორას მოულოდნელად + მიადგნენ, გაჩხრიკეს და უამრავი ვალუტა წაიღეს. კვაჭიც წაიყვანეს და უთხრეს: + - თქვენ სპეკულაციას ეწევით. + - მე ვვაჭრობ. კანონით ნება მაქვს ვაჭრობისა. + - ეგ ვაჭრობა კი არაა, სპეკულაცია გახლავთ. + - ეს არის ვაჭრობა. + - ეს სპეკულაციაა მეთქი! + რამდენიმე საათი ოფლში იწურებოდნენ და ვაჭრობა-სპეკულაციის საზღვრებს + ეძებდნენ. ბოლოს უთხრეს: + - მიბრძანდით, მაგრამ თუ მეორედ დაგიჭირეთ... + - ჩემი ფული? + - მეტეხში რომ არ გგზავნით თქვენ ამის მადლობელიც იყავით. + - მე პროტესტს ვაცხადებ! + მაშ ისევ მეტეხში მიბრძანდით. + - არა, არა! ბოდიში... ბოდიში! ეხლა გავიგე განსხვავება, უკანვე მიმაქვს ჩემი + სიტყვები. ნახვამდის! + კვაჭი სახლისაკენ მიდიოდა, მუშტებს კუმშავდა, კბილებს აკრაჭუნებდა და + თათრულად იგინებოდა. ერთი კვირა იმის ტუჩებს ღიმი არ მიეკარა, მისი ცხვირი + იატაკს ვერ მოსწყდა და იმის ტუჩებზე შხამი ვერ გაშრა. მაგრამ კვაჭის თავს, ხელებს + და ფეხებს ერთი საათითაც არ დაუსვენიათ. კვლავ თავჩაღუნული დარბოდა და + საქმეებს მეტის სიფრთხილით „აიმასქნებდა“. + გავიდა ორიოდე კვირა, კვაჭმა დანაკარგი შეივსო, წელი გაისწორა და ჯარიმა + დაივიწყა, მაგრამ სხვებმა კვაჭი არ დაივიწყეს. ერთხელ კიდევ დაავლეს კისერში + ხელი და ერთხელ კიდევ გადმოუბრუნეს ჯიბე და სალარო. + - ვალუტას ახურდავებდით? + - დიაღ, ვახურდავებდი. + კვაჭი იმ შენობიდან მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გამოვიდა. ხოლო დარდიც იქვე + მოინელა და ბრაზიც იქ დასტოვა. კვლავ დაჰღუნა ბუღასებური კისერი და თავისი + გზით წავიდა. + - ბესო, - ეუბნებოდა ზოგჯერ თავის ერთგულს: - როგორც ეტყობა, აქ მუშაობა აღარ + ღირს. არც საქონლის გატანა შეიძლება, არც შემოტანა, არც ვალუტის ოპერაცია. ეს + ჩერვონეციც ჩვენს ჭირად შემოიღეს და ბანკებიც კრედიტს აღარ გვაძლევენ. დღეს თუ + ხვალ დავიხრჩობით. ვინ იცის რამდენი გაკოტრდა. + - წავიდეთ, კვაჭი, წავიდეთ მეთქი ამ ქვეყნიდან, თორემ მშივრები დავიხოცებით. აქ + მოსამსახურეების გარდა აღარავის ეცხოვრება. + - მოიცა, ბესო, მოიცა! დანაკარგს რომ დევიბრუნებ, მაშინვე წავალთ. + მაგრამ დანაკარგს დანაკარგი მოსდევდა, ჯარიმას ჯარიმა და მეტეხს მეტეხი. კვაჭი + დღითი-დღე დნებოდა, ჯერ ბაქოში მოშალა „სიბუნიონის“ კანტორა, მერე ბათომში + მოკვდა ვაჭრობა, ბოლოს, თვითონ კვაჭისაც ისე წაუჭირეს მუხრუჭები და სალტები, + რომ ერთხელ გამწარებულმა კვაჭმა კანტორის კარები მიაჯახუნა და ბესოს მიუგდო: + - ხვალ ან ზეგ ყველაფერი გაყიდე. მოსამსახურენიც დაითხოვე და მუშტარსაც + გამოუცხადე, „სიბუნიონი“ დაკეტილია თქვა. მორჩა! გათავდა! აქ აღარც მუშაობა + შეიძლება და აღარც ცხოვრება. ჯალილ, წამოდი! + და იმ დღიდან კვაჭი კვლავ თავისუფალ მოქალაქედ გადაიქცა. დადის უსაქმო კვაჭი + რუსთაველის ქუჩაზე. ღამეს კლუბებსა და რესტორანებში ატარებს. სვამს, არშიყობს + და ქაღალდს თამაშობს. სილიბისტრომ ისევ ქუთაისისკენ გაიწია. ბალახვანის ქუჩაზე + თავისი ხნის სახლი იყიდა და იქ დასახლდა. ბევრი ურჩია სილიბისტრომ კვაჭის + ქუთაისში გადასახლება, მაგრამ კვაჭი ჯერ არ დაბერებულიყო, რომ ისევ + დაცალიერებულ ქუთაისს დაჰბრუნებოდა. + ერთხელ ბესო დაღვრემილი შემოვიდა კვაჭის ოთახში და განაცხადა: + - ეხლა კი დავიღუპეთ. + - რა ამბავია, ბესო? + - პავლოვი გაიქცა. + - რას ამბობ, ბესო? + - გაიქცა მეთქი. გუშინწინ ჩაულაგებია ბარგი და წასულა. + - ის... ის განძი? + რკინის სალარო გოუღია და ყოლიფერი წოუღია. + კვაჭმა ხმა ვეღარ ამოიღო. ბესო სდუმდა. ჯალილა თვალებს აბრიალებდა და საქმის + განმარტებას ელოდებოდა. ბოლოს კვაჭმა წამოიწია და კრიჭაშეკრულმა სთქვა: + - მოემზადე! ჯალილ, შენ ბათომში წახვალ. ბესო, შენ კავკავში აიარე და იქიდან + როსტოვში ადი. მე ბაქოში მივდივარ. აბა ჩქარა! დღესვე მივდივართ. ჰეი, სალახანავ, + თუ დაგიჭირე! + ჯალილამ ჰკითხა: + - მე არ ვისი, აღა, პავლემ რა იში გააკეთა? + - მოიტაცა, ფული მოიტაცა! + - ფული მოიტასა?! ჰაი ქიოფა ოღლი! ით დონღუზ! + - ყური მიგდეთ! - დაარიგა კვაჭმა ორივენი: - ხმა არ ამოიღოთ, მილიციას არაფერი + შეატყობინოთ, თორემ ყველაფერს გაიგებენ და ჩვენც დავიღუპებით. თუ პავლოვი + იპოვნოთ, დაახრჩეთ... ან დაემუქრეთ. იმ განძს მაშინვე დაგიბრუნებს. მეც მაშინვე + დეპეშით დამიბრუნეთ. აბა, დაემზადეთ! + და სამივენი სამი გზით დაედევნენ პავლოვს, რომელიც მიწას ჩაეყლაპა. + ერთი კვირის შემდეგ კვაჭი ტფილისში დაბრუნდა. იმავ ხანებში ჯალილაც ჩამოვიდა + და სთქვა: + - ის მამაზაღლი ვერ ვიპოვნე. + კიდევ ერთი კვირის შემდეგ ბესოც ჩამოვიდა: + - კვალიც კი ვერ მოვძებნე. + იმ დღიდან კვაჭი დღითი-დღე ქვეითდებოდა. დარდმა ხელი დარია და ნაღველმა + დაადნო. იმის თვალში ფულს ფასი დაეკარგა და ცხოვრებას მადა გამოელია. ზოგჯერ + მარდი ნახტომით ერთი ქისა ოქროს შოულობდა, მაგრამ მეორე დღეს ერთი ოქროც + აღარ რჩებოდა. მის ნამუშევარს წინანდელი ნატიფობა აღარ ჰქონდა. კვაჭის + უწინდელი მოქნილობა, სხარტობა და სინათლე დააკლდა. გონება ხშირად + ებურებოდა, თვალიც ვეღარ უჭრიდა და მის მიერ „გაიმასქნებულ“ საქმეს უხეში + ხელი ემჩნეოდა. + პოლიტიკაზე ხმას ვეღარ იღებდა და ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ მისი + წარსული არ გამოიჩხრიკა. ბოლოს სილიბისტროს შვილი ისე დადნა და დაძაბუნდა, + რომ მარჯვნივ და მარცხნივ თითო ოქროს სესხულობდა და ხვალინდელ დღეზედაც + აღარ ჰფიქრობდა. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი კვაჭის ნიშნობისა + - Ну, залетай! - შეფრინდი + - მოითმინეთ, ამხანაგო, ძალიან ბნელა. + - Заходи, говорят тебе! - შედი მეთქი. + ალექსი ირემაძემ ღრმად ამოიოხრა, გამბედაობა მოიკრიბა და წყვდიადში შეალაჯა. + იმავე წუთს მის უკან კარები მოიხურა და კლიტის ჩხარუნი და მიმავალი დარაჯის + მძიმე ჩექმების ბაკუნი მოისმა. მერე ყველაფერი მიწყდა და მიჩუმდა. + უცებ სიბნელიდან მოისმა: + - ჰეი, რომელი ხარ? + ირემაძეს გაუხარდა. ჩავარდნილი ხმა ისევ იპოვნა და ბებრულად დაიჩხავლა: + - მე ვარ ტუსაღი. თუ ღმერთი გწამთ მიშველეთ, გზა მასწავლეთ. + - არც ღმერთი მწამს და არც ეშმაკი. + - თუ ღმერთი გწამთ. - ჩაიხრიალა ისევ ირემაძემ. + - აკი გითხარით, ღმერთი არა მწამს მეთქი, მაგრამ თუ თამბაქო გაქვთ გიშველით. + - თამბაქო წამართვეს. + - აი წაართვას მათ ეშმაკმა... ჰმ... ვინც უნდა იყო, ყური მიგდე, კედელს ჩამოჰყევი და + ოცი ნაბიჯი ჩამოთვალე. ნელა კიბე სველია, არ დაგორდე, თორემ ორმოში + ჩავარდები. ჰა, მოდიხარ?! + - მოვდივარ... - თან სთვლიდა: - ხუთი... ათი... თხუთმეტი!! ოცი!.. ეხლა, პირდაპირ + წამოვიდე? + - მანდ გაჩერდი! არ წამოხვიდე, თორემ ჭაში ჩავარდები. + - რა ამბობ, ძმობილო, აქ ჭას რა უნდა? + - არ გაბედო მეთქი, თორემ დაიღუპები, შუა სარდაფში ორმოა ამოთხრილი. ორმო + გველებით, ხვლიკებით, ბაყაყებით და ჭინკებით არის სავსე. მარჯვნივ მოუარე და + კედელ-კედელ წამოდი. ხელი არ მოაცილო კედელს, არ დაიღუპო! აჰა, მეც მოვდივარ, + სადა ხარ? + - აქა ვარ! - ჩაიკნავლა ირემაძემ და აცახცახებული ტანით სველ კედელს აეკრო, თან + ჰბუტბუტებდა: - ღმერთი არა სწამთ? ეს რა უბედურებაა! ცოცხალი ადამიანის + ჩაგდება უძირო ორმოში? გველების და ხვლიკების შესაჭმელად! ღმერთო + დიდებულო, რა ბნელა. + და ფეხაკრეფით მიცოცავდა სიბნელეში. ხელფეხს აფათურებდა, ყოველ გოჯს + ზომავდა და შინჯავდა. + - ფრთხილად, ძმობილო, ფრთხილად მეთქი! თორემ უბედურება დატრიალდება. + დღეს დილით ერთი სომეხი ჩავარდა, ჰა, სადა ხარ? + - აქა ვარ... მოვდივარ. + ბოლოს სიბნელეში ერთმანეთს დაეტაკნენ და ხელი ხელს მისცეს. + - გამარჯვება! + - ღმერთმა გაგიმარჯოს! + - აბა, მომიყევი. ფრთხილად, კედელს ხელი არ მოაშორო. + ათიოდე ნაბიჯი გადასდგეს. + - სამშვიდობოს მოვედით. ეხლა დაჯექი და გვიამბე. + - დიდი მადლობელი ვარ, ღმერთმა მშვიდობა მოგცეს. რა ბნელა! + - დაჯექი. შეეჩვევი! ეხლა გვიამბე, რა ამბავია ქალაქში? ერთი თვეა ცა არ დამინახავს. + - მაცალე, გენაცვა... წეღან რომ სთქვი, დილას ორმოში სომეხი ჩავარდაო... + იქვე ვიღაცამ ჩაიხითხითა. + - აქ კიდევ ვიღაც ყოფილა. + - რას იცინი, შე თათარო! - შეუტია პირველმა - ერთი ვინმე თათარია, ჯალილა ჰქვიან, + რას იცინი მეთქი? + - თოგი.. თოგმა ფეხი შეჯამა. ღმერთმანი შეჯამა. + - თათარო, ჩვენს ღმერთს ნუ ფიცულობ. თუ ფიცი გინდა მაჰმადი დაიფიცე. + ვირთაგვამ ფეხი მოგჭამა? გუშინ მე ქუდი მომპარა, სოროში შეეტანა. + - ვაიმე! - დაიკნავლა ამ დროს ირემაძემ და წამოხტა. - მუხლებზე უშველებელი + ვირთაგვა შემახტა. + ორმა ტუსაღმა ისე გადაიხარხარა, რომ კედლებმა ზანზარი დაიწყეს. + - თქვენ გეცინებათ - შეჩვეულები ხართ, ზოგი კი მეცა მკითხეთ - ჰბუტბუტებდა + ირემაძე. + - დაჯექი, ძმობილო, დაჯექი. უნდა შეეჩვიო. ვირთაგვა ბულბულია გველებთან + შედარებით. რაო? შეგეშინდა, განა! არა უშავს რა. შუაში ჩაგვიწექი. აი აგრე! ჯალილ, + ახალ სტუმარს მანდედან გაუფრთხილდი. ჩვენ მოგივლით. რაო, სომეხი? ჰო, + მართლა, დილას ფეხი დაუცდა და ჩავარდა. კედელს მიეკარი, ქვევით არ დაცურდე, + თორემ... ჩავარდა და გათავდა. ეხლა იმის ლეშს გველები და ჭინკები ჭამენ. რა სთქვი? + ღრმა არისო? გეუბნები, უძიროა მეთქი. აბა ყური დაუგდე. აი პატარა ქვა უნდა + ჩავაგდო. ერთი, ორი, სამი! გადავაგდე. + ყველანი გაინაბნენ და ყური მიუგდეს. ათიოდე წამის შემდეგ ისეთი ყრუ ხმა მოისმა, + თითქო კენჭი უძირო ორმოში ჩავარდაო. + - ღმერთო დიდებულო! - ამოიკვნესა ირემაძემ. + თათარი კვლავ ხითხითებდა. + - მაშ ასე, ძმობილო, კედელს რომ სამი ნაბიჯით მოსცილდე, სამ წუთში პაპაჩემთან + გადასახლდები, ლეშის სუნით ვიხრჩობით. + ირემაძემ ცხვირი აათამაშა. + - მართლა, ლეშის სუნი ტრიალებს. ვინ იცის, რამდენი გაუბედურდა! + - ვინ დასთვლის! ყური მიგდე, ბიძიავ! აქაური კანონი უნდა გასწავლო, გამოგადგება. + კარგა დაიხსომე: რასაც აქ ნახავ და გაიგებ უდიდეს საიდუმლოდ უნდა შეინახო. თუ + სადმე ხმა ამოგიღია, შენი საქმე გათავდა: მაშინვე დაგიჭერენ და ამ ორმოში გიკრავენ + თავს. გაიგე? კარგა დაიხსომე? + - ღმერთო, მიშველე! გავიგე და დავიხსომე. დიდი მადლობელი ვარ დარიგებისათვის. + ქალაქშიც გამიგონია, ვითომ თუ ვინმეს წამოსცდა რამე... ერთი სიტყვით, ბევრს + ლაპარაკობენ აქაურობაზე. + - მართალი უთქვამთ, აქ ნანახი და გაგონილი სახელმწიფო საიდუმლოებად + ითვლება. ყბედს ისე სჯიან, როგორც მოღალატეს და ჯაშუშს. ეხლა შენ იცი, ბიძიავ. + დანარჩენი შენი საქმეა. + - დიდი მადლობელი, გენაცვა, ვინ ბრძანდები და რისთვის გარჯილხარ? დროა + ერთმანეთი გავიცნოთ. + ირემაძე ვარ, გენაცვა, ალექსი ირემაძე. + - ალექსი ირემაძე! დამიდგა თვალი! რატომ აქამდე არ მითხარით, გენაცვალოს ჩემი + თავი! უი ჩემს შერცხვენას! ალექსი ირემაძე ამ სარდაფში?! ჩემი სილოვანის მამა! უიმე + ჩემს თავს! ვაი მე, უბედურს! + და უცნობი სიბნელეში დატრიალდა, დაფაცურდა: ხელებს აფათურებდა, თათარს + უყვიროდა და უბრძანებდა: + - ჯალილ, ჩქარა! შენი პალტო მოიტა. აი, ჩემი პალტოც. ქვეშ დაიგეთ, ბიძია ალექსი, + თორემ გაცივდებით და რა ვუთხრა მერმე სილოვანს? აქეთ, ბიძიავ, აქეთ მოიწიეთ. + უიმე, დამიდგა თვალი! რატომ აქამდე არ მითხარი, ბიძია! კიღამ ბიძია ალექსი + ორმოში არ ჩავაგდე! ჯალილ, პური და წყალი მოიტა. რაო, პურიც გაათავე? ბოდიშს + ვიხდი, ბიძიავ, პურიც ვერ მოგართვით. ვაი, სად შევხვდი ჩემი სილოვანის მამას! მე + ვინა ვარ? სილოვანის საუკეთესო ძმა და მეგობარი, კვაჭი კვაჭანტირაძე გახლავართ. + დიაღ, სწორედ ის კვაჭი კვაჭანტირაძე გახლავართ. შორიდან მიცნობთ? მე და + სილოვანი ხუთ წელიწადს ერთად ვცხოვრობდით პეტერბურგში. ვენაცვალე + სილოვანს! იმისთანა ძმაკაცი ქვეყანაზე არ მოიძებნება. ეხლა გერმანიაშია, არა? ვიცი, + ბიძიავ, ვიცი, რომ მიდიოდა, ქალაქში არ ვიყავი, თორემ უჩემოდ ერთ საათს ვერ + გაძლებდა. მეც გერმანიაში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ვერ მოხერხდა. ვენაცვალე + სილოვანს, რა ყმაწვილია! რა ვაჟკაცია! საქართველოში ტოლი არა ჰყავს. ისეთი + მეცნიერ გამოვა, რომ მთელ ქვეყანას აალაპარაკებს. დაიხსომეთ ჩემი სიტყვა, ბიძია + ალექსი! თუ გავმტყუვნდე, ახლოსაც აღარ მიმიკაროთ. ვენაცვალე ჩემს სილოვანს! + კვაჭმა ათიოდე წუთში სხაპა-სხუპით აუწერა ირემაძეს თავისი და სილოვანის + საერთო ცხოვრება, სწავლა, არშიყობა, ბრძოლა, ციხე, გადასახლება, დაბრუნება და + ათასი თავგადასავალი. ვინ იცის, რამდენჯერ დასდო თავი კვაჭმა სილოვანისთვის, + რამდენჯერ იხსნა სილოვანი სასიკვდილო ხიფათისგან! მართალია, აგერ ათი + წელიწადიც გახდა, რაც სილოვანს მისი გროშები გაჰყვა, მაგრამ ასეთ წვრილმანზე + ლაპარაკიც არ ღირს. რამდენია? სულ რაღაც სამასი მანეთია. ნუ შეწუხდება ბიძია + ალექსი. როცა სილოვანი დაბრუნდება, კვაჭი და სილოვანი გასწორდებიან. + მერმე შემდეგი გამოირკვა: ალექსი ირემაძე, პატივცემული პედაგოგი, ათი დღის + წინათ გაჩხრიკეს და რაღაც პროკლამაცია უპოვნეს. ალექსი გაჯიუტდა: ეს + პროკლამაცია ვიღაცამ შემომიგდო, ხელში არავის მოუციაო, ამიტომ არავინ არ + დაასახელა. გამომძიებელი დარწმუნებული იყო, რომ ალექსი პროკლამაციებს + ავრცელებდა და, რადგან ალექსი არ გამოტყდა, სასჯელად ბნელ და ნესტიან + სარდაფში ჩასვა. ეს იყო და ეს. მეტი არაფერი ყოფილა. + - ნამდვილად როგორ იყო საქმე? + - სულ უბრალოდ: + ხუთ აპრილს ალექსის გასათხოვარ ქალის ელენეს დაბადების დღე იყო. ალექსიმ + ეხლაც ვახშამი გაუმართა. ათიოდე სტუმარი ჰყავდა. დრო კარგად გაატარეს. დილის + ექვს საათზე დაიშალნენ. + ალექსი დაიხარა და კვაჭს ჩასჩურჩულა: + - ვიღაცამ მიჯაშუშა, ან იყბედა სადმე. მაბრალებენ: იმ ვახშამზე ის პროკლამაცია + წაგიკითხაო. + - აბა რა უნდა დავუმალო ჩემი სილოვანის ძმა-მეგობარს! მართლა წავიკითხე, + რამდენიმე ცალი მქონდა. სტუმრებსაც დავურიგე. ვიღაცამ დამღუპა. + კვაჭანტირაძემაც უამბო ალექსის თავის საქმე - უფრო მარტივი და უბრალო, ვიდრე + ალექსისა იყო. გაზაფხულზე, ღამის ორ საათზე, წყნეთის ქუჩაზე ვიღაც სომეხი + გაძარცვეს. ერთი თვის შემდეგ კვაჭს „უმიზეზოდ“ სტაცეს ხელი და სარდაფში + ჩააგდეს. ეკითხებიან, ხუთ აპრილს ღამის ორ საათზე სად იყავიო. კვაჭს არ ახსოვს. + ბავშვი ხომ არ არის, რომ დღიური სწეროს! ერთი თვე ჰფიქრობს და ვერ მოუგონია. + სიკვდილით დასჯას ემუქრებიან. კვაჭის ბინის პატრონი, მისი ცოლი და მეგობრები + დაჟინებით იმეორებენ: ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ხუთ აპრილს კვაჭანტირაძე + შინ არ ყოფილაო. ალბათ პირი შეკრეს, კვაჭანტირაძეს დაღუპვა გადასწყვიტეს, + რადგან სამივენი რეაქციონერები არიან. კვაჭი კი - მთელმა ქვეყანამ იცის, - + რევოლუციონერია. ციხეშიც იჯდა, გადასახლებულიც იყო. აი, ნამდვილი მიზეზი + მათი გადამტერებისა. + სასაცილოა! კვაჭი კვაჭანტირაძეს კაცის გაძარცვას აბრალებენ! ალბათ მთელი + საქართველო იცინის. როგორ არა, სილიბისტრო კვაჭანტირაძემ იმიტომ დაახარჯა + კვაჭს ერთი ურემი ოქრო და იმიტომ შემოატარა მთელი ქვეყანა, რომ კვაჭი ყაჩაღი + გამოსულიყო! ვინ? კვაჭი კვაჭანტირაძე? ახა-ხა! რატომ ქვეყანა არ გადაბრუნდება, + ოხო-ხო! + კვაჭი უცებ გაჩუმდა. ალბათ ფიქრმა გაიტაცა. ალექსიმ ჯალილას გაუბა ლაპარაკი + დამწყვდეულთა ბედ-იღბალზე, იქაურ წესრიგზე და ორმოზე. უცებ კვაჭი ალექსის + სწვდა ხელზე და თითქმის ატირდა: + - ბიძია ალექსი, მიშველეთ, დამეხმარეთ. + - როგორ, შვილო როგორ გიშველო? + - ვენაცვალე სილოვანს, ბიძიაჯან. მის გულისთვის დამეხმარეთ, გადამარჩინეთ. + მოხუცებული დედ-მამა და ათიოდე ნათესავი მყავს შესანახი. მეც ახალგაზრდა ვარ, + თქვენი სილოვანის ტოლი. რა დროს ჩემი სიკვდილია! ვიცი რომ არ ამცდება. თქვენ + შეგიძლიანთ მიშველოთ, შეგიძლიანთ, შეგიძლიანთ... ბიძიავ, ბიძიაჯან... + თან ცრემლით უსველებდა და უკოცნიდა ხელებს. + ალექსის გული აუჩუყდა. ჩუმად აკოცა შუბლზე და თმაზე ხელი გადაუსვა. + - მითხარი, შე უბედურო, მითხარი. თუ შემიძლიან, გიშველი, როგორ არ გიშველი... + ქრისტიანები ვართ, ძმები ვართ. სთქვი, როგორ გიშველო? + - თქვენ ხუთ აპრილს გქონდათ ვახშამი, არა? + - ჰო, ხუთ აპრილს, მერმე? + - მეც ხუთ აპრილს ჩავიდინე... ვითომ ხუთ აპრილს ღამის ორ საათზე გავძარცვე ის + სომეხი. აქ უნდა მიშველოთ, ბიძიავ, მოწმედ უნდა დამიდგეთ. სთქვი, რომ მეც + დავესწარი იმ ვახშამს. ბიძიაჯან, ვენაცვალე თქვენს ჭაღარას. ასე სთქვი და მერმე + ყმად გამიხადეთ. + - კეთილი, მაგრამ... ვახშამზე ათიოდე სტუმარი მყავდა. + - ეგ არაფერია, ბიძიაჯან. თუ მოინდომებთ ყველაფერი გაკეთდება. ყური მიგდეთ... + თქვენ დღეს თუ ხვალ გაგიშვებენ, უეჭველად გაგიშვებენ... მშველელი და დამხმარე + ბევრი გყავთ. როცა გახვალთ, თქვენს სტუმრებს დაუარეთ და დაარიგეთ. ნუ + დამღუპავენ, მიშველონ. სიკეთეს ყველას გადავუხდი... თქვენ რომ გახვალთ, ერთი + კვირის შემდეგ მოვიგონებ და გამომძიებელსაც განვუცხადებ, - ხუთ აპრილს + ირემაძესთან ვიყავი თქვა. + - კეთილი, მაგრამ... + - მოითმინეთ, ბიძიავ, მოითმინეთ. სტუმრები ასე დაარიგეთ: სთქვან, იმ ვახშამს კვაჭი + კვაჭანტირაძეც დაესწროო. ოცდათხუთმეტი წლისა ვარ, მაღალი, შავგვრემანი, + თმახუჭუჭა, წვერმოპარსული, ულვაშშეკრეჭილი. ნიკაპზე ჭრილობის დაღი მაქვს. ნუ + გეშინიანთ, ვერავინაც ვერ გაიგებს, რომ ჩვენ აქ შევთანხმდით. ჩვენ ორივეს + სხვადასხვა გამომძიებელი გვყავს. არხეინად ბრძანდებოდეთ. ეხლა მიბრძანეთ, ვინ + გყავდათ სტუმრად? + - ვანო კლდიაშვილი, ძუკუ ფიფია... ბესო გუგულია. + - გუგულიას და ფიფიას ვიცნობ. სხვები? + - პუპი ლომიძე, დარისპან შელიძე. + - ორივეს ვიცნობ, ბიძიაჯან, ვიცნობ! მერმე, მერმე? + - სილოვან შირაძე... მიხა ბერიშვილი... ტასო ალავიძე... + - ვიცნობ ბიძიაჯან, თითქმის ყველას ვიცნობ! - იმეორებდა გახარებული + კვაჭანტირაძე. + - კარგი, შვილო, კარგი. თუ გამიშვეს ორ დღეში დავივლი ყველას და დავარიგებ. + კვაჭი სიხარულით ცას ეწეოდა, ალექსის თავს დასტრიალებდა და არ იცოდა რა + ესიამოვნებინა. ჰყვიროდა: + - ჯალილ, შე თათარო, არ იცი ვის ელაპარაკები? ამისთანა განთქმული და + განათლებული კაცი საქართველოში არ მოიპოვება. თათრებს რომ ასეთი კაცი + ჰყოლოდათ, სულთანის ტახტზე აიყვანდნენ. ჯალილ! აქეთ მოიწიე, ბიძია ალექსი + ორმოში არ ჩავარდეს, თორემ შენც თან მიგაყოლებ. ბოდიში, ბიძიაჯან, დიდი + ბოდიში! ვერაფრით გასიამოვნებ. ვაი ჩემს თავს! სად შევხვდი ბიძია ალექსის! არც + საჭმელი, არც სასმელი, არც თამბაქო! რა ვქნა, ბიძიავ, თუ მიშველეთ და გავედი, მე + ვიცი და ჩემმა კაცობამ. + - ნუ სწუხდები, შვილო, არა მიშავს რა. ყველაფერს მოვითმენ. თაგვები და ვირთხები + მაწუხებენ, თორემ... + - ჯალილ, დატრიალდი! ერთიც არ მოუშვა, თორემ ვაი შენი ბრალი, აბა! + - თით! - თით, თქვე ოხრებო! - იძახოდა ჯალილა, მიწას ხელს უტყაპუნებდა და + კნაოდა: - მიაუ... მიაუ... მიაუ... + თან ყველანი გულიანად იცინოდნენ და ოხუნჯობდნენ. + - ჯალილ, შენი მარუსიას ამბავი უამბე ბიძია ალექსის! - სთქვა კვაჭანტირაძემ და + წინდაწინვე დაიწყო სიცილი. + ჯალილაც ხან იცინოდა, ხან ოხრავდა, თავის თავს დასცინოდა, სინანულის ნიშნად + შუბლზე ხელს იტყაპუნებდა და ამბობდა: + - ვაი ტუტუს! ტუტუს, დალი ჯალილ! ვაი, ვაი, ვაი! + ბოლოს თავის ამბავსაც მოჰყვა. + ჯალილა საქართველოში გაიზარდა, ხან მსახურობდა, ხან ვაჭრობდა, ხან აბანოს + მოიჯარადრე იყო, თან ჩუმ-ჩუმად რევოლუციას ჰშველოდა და ოსმალებსაც რაღაც + დახმარებას უწევდა. სპარსეთშიაც იყო, სათთარხანის რაზმში, „უხელო ვლასა + მგელაზემ“ წაიყვანა. იქ დიდხანს იხეტიალა და ნადავლით დაბრუნდა. მერმე + ადესაში „სავიდა“ სავაჭროდ. გზაში „აღა კვაჭანტირადზეს“ შეხვდა და აეკიდა. მას + აქეთ ერთად დადიოდნენ ამქვეყნად. ზოგჯერ ჯალილა კვაჭს ჩამორჩებოდა ხოლმე + და თავის გზით მიდიოდა, მაგრამ შემდეგ სადაც უნდა ყოფილიყო, მაინც კვაჭს + მოსძებნიდა და ისევ აჰყვებოდა. ანდრიანოპოლშიც იყო, ჩატალჯაშიც იბრძოდა, + ტრიპოლელ არაბებსაც მიეშველა. მაგრამ იტალიელებმა დაატყვევეს. ისევ ნადავლით + დაბრუნდა და ვაჭრობას მიჰყო ხელი. სად იყო ჯალილა მსოფლიო ომის დროს? + კარგად არ ახსოვს. მოკლედ სჭრის: + - ქოით ვიყავი, სოტა ფული ვიშოვე. + საით იყო „ქოით“, - რუსეთისაკენ თუ ოსმალეთისკენ, - ან როგორ იშოვა „სოტა + ფული“ - ჯალილა ამის გახსენებას ერიდება. + ჯალილა, როცა რუსების ჯარი შინ მიდიოდა, ყარსში გაჩნდა. ოსმალებმა რომ ბათომი + აიღეს, ჯალილა ბათომის „ახლო“ იყო. ბაღდათის გმირი ხალილ-ფაშა რომ ტფილისში + ჩამოვიდა, ჯალილა წინ დაუხვდა და „ყულუღი“ - სამსახური გაუწია. ნური ფაშასაც + კარგად იცნობს, ქიაზიმ-ბეისაც, ყველას „სოტა ყულუღს“ უწევდა. ყოჩაღი „ბიჩია“ + ჯალილა: ახალგაზრდა, ღონიერი, მარდი, გამრჯელი. ღვინოს არ სვამს და ქაღალდს + არ თამაშობს. მხოლოდ კონიაკს სვამს „სამლად“, რადგან, „სიებ-სხელება“ სჭირს. + მაგრამ ერთი დიდი ნაკლი აქვს: მეტისმეტად უყვარს რუსის ქერა ქალები. ვინ იცის + რამდენჯერ წააგებინეს „ჩკუა“ ჯალილას, რამდენი ანანეს, რამდენჯერ გაფხიკეს და + გაძარცვეს! ბევრჯერ დასდო „ფისი, ახლო აღარ მივეკარებიო, მაგრამ ვერ შეინახა. + ბოლოს მაინც ქერა ქალმა მოსტეხა ჯალილას შავი კისერი. + ერთხელ, ორი კვირის წინათ, ჯალილა რომ ქუჩაში გამოვიდა, „კარების სინ“ + მზეთუნახავი ქერა ქალი დაუხვდა. ქალმა ჯალილას „ზალიან კარგი ფარსული“ სალი + შესთავაზა. ჯალილამ ქერა მზეთუნახავი შინ შეიპატიჟა, შერბეთი და ტკბილეულობა + მიართვა. ყველაფერი მოხდა: „სისილი“, „კოსნა“, ოხუნჯობა, დევნა-სირბილი, + ალიაქოთი და აყალ-მაყალი. ტამბოველი მზეთუნახავი მაინც არ დანებდა. ორ ოქრო + „აზლია“, ვერც ამან „გასჯრა.“ ქალმა „სისილ-ხარხარით“ ოთახები გადაუბრუნა + ჯალილას, იქაურობა აუქოთა, სისხლი აუდუღა, დასწვა, დაღალა, ოფლში გასწურა + და... „გაიქსა“. იმავე დღეს ჯალილა ბნელ სარდაფში გაასახლეს. თურმე ბღლაძუნში + და ხვევნა-კოცნაში ტამბოველმა მარუსამ ჯალილას ერთი ქაღალდი ააცალა. ის + ქაღალდი ჯალილას ხალილ-ფაშამ მისცა. შიგ „ესერა“: ჯალილა „ჩონი კასია“, მან + თათრებს „ზალიან დიდ ყულუღი უყო“ და „ქომაგი მიესითო“. ასე ჩავარდა ჯალილა + და ეხლა „ქომაგს“ ელის, მაგრამ მშველელი არსად არა სჩანს. „ბიზია ზალიან კარგი + ქასია“, იქნებ მართლა დრეს-ხვალ გაუშვან... ჯალილა ბევრს არაფერს სთხოვს: ასეთი + დეპესა რომ გაგზავნოს ბაქოში - „ყუბის ქუჩა, მაჰმედ ემინ-ოღლის... ჯალილა + „ზალიან“ ავად არის“ - ჯალილა ამას სიკვდილამდე არ დაივიწყებს. + ჯალილა თან სთხოვს და თან მორცხვობს, ეთაკილება „უსნობი ბიზიას შეზუხება“, + ბოლოს ამბობს: + - ბიზიავ, ფისი გაძლევ: თუ ალაჰმა კიდო მაჩონა სადა და დედამისა, ჯალილა + ყულუღს არ დაივისხებს. ეხლა მეტი არაფერი, ფისი მოგესი. + ალექსი თხოვნის შესრულებას ჰპირდება. ჯალილა გუნებაზე მოდის. ოხუნჯობას + პირი მოხსნა, მოლა ნასრედინის ამბავი გადმოალაგა. ჩუმი და ტკბილი ხმით + შიქჰასტა და ბაიათი სთქვა, გული აიჩუყა და ცოტა ცრემლიც გადმოღვარა. + მარუსას გახსენებაზე სარდაფში ისევ სიცილი, მასხრობა და მხიარული ოხუნჯობა + გაისმა. ბოლოს ჯალილამ ღრმად ამოიოხრა და სთქვა: + - ჩონ ვისინით, ალაჰი კი ყოლაფერს ხედავს. იქნება ეშმაკი გამოგზავნა: სადი, ოხერი + ჯალილას სული მოიტანეო. იქნება ჯალილა ამაღამ ალაჰთან სავდეს... ალაჰ! + ჯალილას სიტყვებზე ყველას პირში ნერწყვი გაუშრა. შესცივდა, ჟრუანტელმა + დაუარა, ყველანი მიჩუმდნენ და თავ-თავიანთ ნიჟარაში ჩაძვრნენ. + დიდი ხანი გავიდა. არავინ იცოდა შუადღე იყო თუ საღამო. გარეთ ციოდა თუ + ცხელოდა, წვიმდა თუ მზიანობდა. + ხანგამოშვებით ისმოდა კვაჭის ცრემლიანი ხვეწნა-ჩურჩული: + - ჩემო ბიძიავ, გენაცვალე, შენი იმედით ვრჩები... თუ მიშველი, შენი ყმა ვიქნები. + და ბიძია ალექსის ბუტბუტი: + - ჰო, შვილო, ჰო! პირობას შეგისრულებ. რაკი მაგისთანა მეგობარი ყოფილხარ + სილოვანისა, ეგრე მოგივლია მისთვის და ძმად გაგიხდია... + კვაჭანტირაძეს აგონდებოდა ახალ-ახალი თავგადასავალი. სილოვანის გაჭირვება და + მისი ძმური დახმარება. + უცებ კარების რახარუხი მოისმა. ყველამ ყური სცქვიტა. + - ალექსი ირემაძე! + - აქა ვარ! აქ არის - ზდეს! + - Вылетай! + ყველანი დაფაცურდნენ. + - ბიძია, შენი იმედით ვრჩები, მხოლოდ შენი იმედით... + - ჰო, შვილო, ჰო! არხეინად იყავი. პირობას შეგისრულებ. მშვიდობით იყავი, ჩემო + კვაჭი! მშვიდობით ჯალილ! + - მშვიდობით, მშვიდობით. ჯალილ, ვუშველოთ. ფრთხილად, ბიძიაჯან, ორმოში არ + ჩავარდე, თორემ დავიღუპებით. + ორივემ ალექსის ხელი წაავლეს, დიდის სიფრთხილით გააცურეს კედლის ძირში და + კიბეზედაც აიყვანეს. + - მშვიდობით! - ერთხელ კიდევ ამოიკვნესა კვაჭანტირაძემ და ტუჩები ალექსის ხელს + მიადო. + - მშვიდობით, ბიზია... არ დაგავიწყდეს: ყუბის ქუჩა, მაჰმედ ემინ-ოღლის... ჯალილა + ზალიან ავად არის. + - Ну вылетай! Чаво еще там разлюнились-то! - აბა გამოფრინდით! რას + აწუწუნებულხართ! + - მოვდივარ, ამხანაგო, მოვდივარ. + ირემაძე გავიდა. კარები ისევ ჩაიკეტა. კვაჭანტირაძემ და ჯალილამ ჯერ სიცილით + აიკლეს სარდაფი ორმოში, გველებისა და ჭინკების გამო, რომელიც ირემაძემ ასე + ადვილად დაიჯერა, მერმე ისევ მიწვნენ თავიანთ კუთხეში და ისევ გაჰყვნენ + ტუსაღების ოცნებას: თბილი მზე, მხიარული ქუჩა, ხალხი, ლამაზი ქალები, + მორთული ბინა, მეგობრები, ნათესავები, კარგი სადილი, რბილი საწოლი... + ალექსი ირემაძე კი ჩქარის ნაბიჯით მიცუნცულებდა. ქურდივით შეიპარა თავის + სახლში. მისი ოცდაათი წლის ელენე სიცილ-ტირილში დაუხვდა. ერთმანეთს ისე + ჩაეხუტნენ, თითქოს ალექსი საიქიოდან დაბრუნდაო. მამამ უამბო ელენეს, ვითომ ის + მთელ დღეს მშვენიერ ოთახში მჯდარიყო, და დაუმატა: + - შვილო, ერთი ღვთისნიერი ადამიანი უნდა ვიხსნათ სიკვდილისგან. ჩვენს + სილოვანს გულითადი მეგობარი ჰყოლია, ცნობილი კვაჭი კვაჭანტირაძე. ხუთი + წელიწადი ერთად უცხოვრიათ მოსკოვში, საპყრობილეში და ციმბირში. იმ + კვაჭანტირაძეს ჩვენი სილოვანი მრავალჯერ დაუხსნია დიდი ხიფათისგან. ის + კვაჭანტირაძე რომ არ დამხვედროდა, მე ცოცხალი ვეღარ დავბრუნდებოდი „იქიდან“. + ეხლა თვითონ კვაჭანტირაძე ჩავარდა ხიფათში. დიდი ხიფათი მოელის. პატიოსანი + და ღვთისნიერი ადამიანია. კარგად მიგდე ყური, შვილო! თუ ვინიცობაა გკითხოს + ვინმემ, უთხარი ვიცნობ-თქო. ხუთ აპრილს, შენი დაბადების დღე რომ იყო, + კვაჭანტირაძე ვახშმად ჩვენთან იყო და დილამდე არ წასულა-თქო. მაღალი, 35 წლისა, + შავგვრემანი, ულვაშგაკრეჭილი, ნიკაპზე ჭრილობა აქვს. კარგად დაიხსომე? + - კეთილი, მამაჯან, ვიტყვი. სხვა სტუმრები რაღას იტყვიან? + - ეხლავე დავუვლი ყველას და დავარიგებ. თუ გინდა, ერთად წავიდეთ. + - წავიდეთ. + წავიდნენ. იმ საღამოს და მეორე დღეს ყველას ჩამოუარეს და დაარიგეს: + - მაღალი... შავგვრემანი... ნიკაპზე ჭრილობა აქვს. პატიოსანი და ღვთისნიერი + ადამიანია. + იცნობენ კვაჭს? როგორ არ იცნობენ! მთელი ქვეყანა იცნობს: მაღალია, შავგვრემანი... + ყველამ თანხმობა მისცა. მერმე ალექსიმ დეპეშა გაგზავნა ბაქოში: „... ჯალილა ძალიან + ავად არის“. + რამდენიმე დღის შემდეგ კვაჭი კვაჭანტირაძე გამომძიებელმა დაიბარა. კვაჭი + გახარებული შევარდა მის ოთახში და დაიძახა: + - მომაგონდა! მომაგონდა! + - რა მოგაგონდათ? + - ძლივს მომაგონდა, რომ ხუთ აპრილს საღამოს ცხრა საათიდან დილის ექვსამდე + ვახშმად ვიყავი ალექსი ირემაძესთან. - და დაწვრილებით აუწერა ის ვახშამი და + ჩამოუთვალა ყველა სტუმარი: ვასახელებ ალექსი ირემაძეს, იმის ქალიშვილს ელენეს + და ათ სტუმარს. გთხოვთ ყველანი დაიბაროთ და გამოჰკითხოთ, ოქმიც დასწერეთ. + ეს ამბავი კვაჭანტირაძემ ისეთი სიცხარით, გულწრფელობით და სიცხადით ასწერა, + რომ გამომძიებელი შეყოყმანდა და აირ-დაირია. ოქმი დაიწერა, ხოლო კვაჭანტირაძე + ისევ ბნელ სარდაფში ჩავიდა. + რამდენიმე დღის შემდეგ ალექსი, ელენე და მათი სტუმრები მართლა დაიბარეს. + ყველამ შეთანხმებული ჩვენება მისცა, თითქოს კვაჭანტირაძეს ღამე მართლა იმ + ვახშამზე გაეთენებინოს. + კვაჭი კვაჭანტირაძე? ვინ არ იცნობს! ოცდათხუთმეტი წლისა, მაღალი, შავგვრემანი, + ნიკაპზეც ჭრილობა აქვს, არა? + - დიაღ, ჭრილობაც აქვს. + - დილამდე ჩვენთან ერთად იყო. იმის მეტი აღარავინ სჩანდა იმ საღამოს. იქაურობა + აიკლო. იცეკვა, იმღერა, იქეიფა და იმხიარულა. + თორმეტმა კაცმა დაიფიცა, დაადასტურა და ოქმს ხელი მოაწერა. + ორი კვირის შემდეგ კვაჭი კვაჭანტირაძე ბარგი-ბურხუნით მოადგა ირემაძეს. ატყდა + დიდი სიხარული, ლხენა და ზეიმი ცრემლით, ხვევნა-კოცნით და ვაი-ვუის + ყვირილით. ალექსი და ელენე ისე დაუახლოვდნენ კვაჭანტირაძეს, როგორც ღვიძლს + შვილსა და ძმას. + - ძალიან კარგი გიქნია, ჩემო კვაჭი, რომ იქიდან პირდაპირ ჩემთან მოსულხარ. + - რა ვქნა, ბიძიაჯან, ბარემ არ მინდოდა თქვენი შეწუხება, მაგრამ ვეღარ მოვითმინე. + მადლობის გადადება რა საკადრისია! + მრავალი მოკითხვისა და საუზმის შემდეგ კვაჭანტირაძემ გაბედულად და რიხით + უთხრა ალექსის: + - ბიძიავ, რომ გამაგდოთ მანიც ვერსად წავალ. ოთახი წამართვეს. ბინა უნდა მომცეთ + ერთი კვირით და ცოტა ფულიც უნდა მასესხოთ. დედაჩემი სოხუმში წასულა სახლის + გასაყიდად. + - კეთილი, ჩემო კვაჭი, დამითმია ჩემი კაბინეტი. ფული რამდენი გინდა? + - ლირებით ან ოქროთი მიანგარიშეთ. ტანისამოსი შემომალპა. ბინის პატრონმა + გამქურდა, ყველაფერი დავკარგე. ორი ათასი მანეთის ზარალი მომივიდა. ვიჩივლე + ცოლ-ქმარი დავაჭერინე. თითქმის ყველაფერი იპოვნეს, მაგრამ, ხომ იცით, რა მადა + აქვთ ბოლშევიკებს. დაგვიმტკიცე, საიდან და როგორ შეიძინეო. + ესეც რომ არ იყოს, კვაჭანტირაძეს მრავალი სიმდიდრე აქვს: დიდი სასახლე + სოლოლაკში... ალექსიმაც იცის ის სასახლე, განა! გარდა ამისა კვაჭს ოთხი მშვენიერი + სახლი ჰქონდა ბათომში და სოხუმში. ორი ჩამოართვეს, ორი კი შერჩა, გარდა ამისა, + გურიასა, სამეგრელოსა და სოხუმში სამი ბაღი აქვს, ორი სამხერხავო და მრავალი + სხვა ქონება, მაგრამ... + - ხომ მოგეხსენებათ დღევანდელი ამბები: სამი მოსამსახურე და დედაჩემი - საწყალი + მოხუცი! - ამოდენა ქონებას დასდევენ. ნახევარზე მეტი დავიბრუნეთ, დანარჩენსაც + მალე დაგვიბრუნებენ. + გარდა ამისა ამხანაგებში ოცი ათასი მანეთი აქვს გასესხებული. + ერთი სიტყვით, კვაჭი კვაჭანტირაძეს „ჯერჯერობით“ ასი ლარიც ეყოფა. ალექსიმ + ჯერჯერობით ორმოცდაათი მისცა, დანარჩენს საღამოზე ისესხებს და მისცემს. + საღამოს კვაჭანტირაძემ ალექსი და ელენე ჯერ სინემაში დაჰპატიჟა, მერმე ბაღში + წაიყვანა და ვახშამი აჭამა. იმ დღიდან კვაჭი მათი ოჯახის წევრი გახდა. ერთმანეთს + აღარ ერიდებოდნენ და გასაყოფიც თითქოს აღარაფერი ჰქონდათ. + კვაჭანტირაძე სხვებზე ადრე დგებოდა, ოჯახში უსაქმოდ ერთ საათს არ + გაჩერდებოდა, სულ ტრიალებდა, ფუსფუსებდა. გატეხილი თუ რამე იყო - + შეაკეთებდა, დააკოწიწებდა. ალექსის დიდის მადლობით გადაუხადა ვალი, თან + უცაბედად ერთი დასტა ლირები გამოაჩინა და დაუმატა: + - ცოტა ვალი დამიბრუნეს, დანარჩენი საქმეში მოვიგე. + და ეს ცოტა იმდენად გამოაჩინა, რომ ირემაძეს თვალები შუბლზე აუვარდა. კვაჭი და + ელენე ხშირად სხდებოდნენ კუთხეში განმარტოებით, ხან სასეირნოდ დადიოდნენ. + მალე ხანში შესულ ელენეს დიდი ცვლილება დაეტყო. დაბნეული დადიოდა, + ყველაფერს ივიწყებდა, შფოთავდა და როცა კვაჭანტირაძე შინ არ იყო, მთელი + საათობით განმარტოებით იჯდა და რაღაცას ფიქრობდა. + კვაჭმა მალე სხვა ბინაზე გადასვლა დააპირა, მაგრამ არ გაუშვეს. ერთხელ ალექსის + უთხრა: + - ბიძიავ, უწინ თქვენი სახლი ოცი ათასი მანეთი ღირდა, ეხლა სამ ათასსაც ძლივს + მოგცემენ. + - სამი კი არა, ორიც რომ მომცენ, მივცემ. შემჯავრდა ეს სახლი. სისხლი გამიშრო და + დამაბერა. ხუთი წელიწადია ერთი მანეთიც არ მოუცია, ჩემი ჯამაგირის მესამედი + სახლზე მეხარჯება. დიდი ხანია დავაპირე გამეყიდა, მაგრამ ელენეს არ უნდა. რა ვქნა, + მაგის მზითევია და... + - ეხლა ორი ათასი მანეთი თვეში, სულ ცოტა ათას მანეთს მაინც მოიგებს. + - მეც მაგას ვამბობ, მაგრამ რა ვქნა, ვაჭარი არა ვარ და არც სილოვანი მყავს აქ. + კვაჭანტირაძემ ნელ-ნელა მოამზადა ალექსი. კვაჭმა კარგად იცის ვაჭრობის საქმე, + გამოცდილება დიდი აქვს. სოხუმში საუკეთესო საქმე ჰქონდა, მაგრამ არ დააყენეს. + ეხლაც ხშირად სხვის საქონელს ჰყიდის, ჰყიდულობს და მაინც დიდ ფულს იგებს. + ამხანაგი ჰყავს ქვემო ბაზარში. გაკოტრდა. ნახევარ ფასში ჰყიდის საქონელს, რადგან + ჩქარობს. რომ გაიარონ და ნახონ კარგი იქნება. + გაიარეს და ნახეს. ალექსიმ ერთი ნაცნობი ვაჭარი წაიყვანა. საქონელი და დუქანი + მართლა ნახევარ ფასში იყიდებოდა. + ალექსი ჩაფიქრდა. გაკოტრებული ვაჭარი ჩქარობდა. კვაჭანტირაძე ამბობდა: + - გადასჭერით, ბიძიავ. მე ორი ათასი ლირა შემაქვს ამ საქმეში. ამხანაგი ბევრი მყავს, + მეხვეწებიან, აღარ მასვენებენ. + ელენე კვაჭანტირაძეს მიემხრო და ჯერ გაუბედავად, მერმე კი დაჟინებით მოითხოვა + სახლის გაყიდვა, ელენე მოლარედ დადგება. კვაჭი ივაჭრებს, ალექსი კონტროლს + გაუწევს, კვირაში ერთხელ წიგნებს გადაათვალიერებს. + წინათ ელენე ებღაუჭებოდა სახლს, ეხლა კი ალექსი ჩაფიქრდა. ერთი კვირის შემდეგ + ალექსი და ელენე კვაჭანტირაძემ ხელმეორედ წაიყვანა ბაზარში და აჩვენა + წინანდელი მაღაზია, რომელიც საქონლით იყო სავსე, და გამოუცხადა, რომ კვაჭი + მონახევრეა ამ საქმეში. მაღაზიაში ორი კაცი ვაჭრობდა. + ბესო შიქიამ დაუდასტურა კვაჭანტირაძეს და დაუმატა: + - აბა, კვაჭი, შეიტანე ბანკში. აქ სწორედ სამი ათასი ლირაა. გზაც იქითა გაქვს, არ + დაიზარო! - და გატენილი კონვერტი გადასცა. + კვაჭმა კონვერტი უბეში ჩაიდო. + ალექსიმ ჰკითხა: + - დღიური ვაჭრობა რამდენი გაქვთ? + - ზედიზედ რომ ვიანგარიშოთ, ხუთასი ლირა გამოვა. + - მოგება? + - სუფთა მოგება მესამედი მაინც იქნება. + უკან რომ ბრუნდებოდნენ, ალექსი ჩამორჩა. ჩაფიქრებული მოდიოდა და + ანგარიშობდა; „... ეს შეადგენს დღეში 150 ლირას, თვეში შესდგება დაახლოებით + ოთხი ათასი ლირა მოგება. ოთხი ათასი! ჩემ წილად 1300 ლირა მოვა. ბონებზე რომ + გადავიტანოთ, გამოვა... გამოვა“... + და ოცი ან ორასი მილიარდი მანეთი გამოიყვანა. + „თავნს რომ ჩემი ორი ათასი მივუმატოთ, ვაჭრობა ერთი მესამედით მაინც იმატებს, ე. + ი. წმინდა მოგება თვეში ექვს ათასამდე ავა. ჩემ წილად ორი ათასი მოვა, ე. ი. დღეში + 70 ლირა... ღმერთო დიდებულო! ამოდენა ფული როგორ უნდა დავხარჯო!“ + ეხლა ალექსი თვეში სამოც ლირას ხარჯავს. ხარჯი რომ გაახუთოს და სამასი + დახარჯოს, 1700- 1500 ლირას მაინც გადაარჩენს. ეს დაიჭერს წელიწადში ოცი ათასს, + ე. ი. ერთი წლის შემდეგ ათ სახლს იყიდის იმისთანას, როგორიც ეხლა აქვს. + ყოველთვიური მოგება რომ ისევ საქმეში ჩაჰყაროს, წლის ბოლოსთვის ორმოცი- + სამოცი ათასი მაინც გახდება. + ანგარიშები აერია ალექსის. ზეპირად სწორი ანგარიში შეუძლებელია. საჭიროა + ფანქარი, ქაღალდი განმარტოვება. ალექსის ეშმაკები ჩაუსახლდნენ და ტვინი + აუდუღეს. ნაბიჯს უმატა. ჩქარობდა ნამდვილი ანგარიში გამოეყვანა. შინ რომ + მივიდნენ, მაშინღა შეამჩნია, რომ კვაჭანტირაძე ჩამორჩა. გაიფიქრა: + „ალბათ ბანკში შეივლიდა ფულის შესატანად“. + კაბინეტში ჩაიკეტა და გამოანგარიშებას შეუდგა. ძალიან ფრთხილად ანგარიშობდა: + ხარჯს მოუმატა, შემოსავალს დაუკლო. მოგება მაინც ორმოცი ათასი ლირა + გამოდიოდა. თავის თავს არ ენდო. ქუჩაში ჩამოვიდა და რამდენიმე ნაცნობს + გამოებაასა, ყველა ამბობდა, ეხლა ვაჭარი ფულში 25- 30 პროცენტს აძლევსო, + მაშასადამე, ვაჭრობა თვეში 40- 50 პროცენტს იძლევაო. + ალექსი უფრო მეტად დაჯერებული და შეხურებული დაბრუნდა და მოუთმენლად + ელოდა კვაჭანტირაძის დაბრუნებას. ელენეს ლაპარაკი ჩამოუგდო: + - ეხლა მხოლოდ უსაქმო ბედოვლათი ინახავს სახლსა და ფულს! - სთქვა ელენემ. - + ყველანი ამბობენ, რომ თვეში მანეთს მანეთი მოაქვს. კვაჭის შესახებ კი სთქვა: + მაგისთანა პატიოსანი და გამრჯელი კაცი მე ჯერ არ შემხვედრია. მთელ დღეს + ტრიალებს, ქვას წვენს ადენს, ამოდენა ფულს იგებს. + კიდევ დიდხანს აქეს კვაჭანტირაძე, მერმე ორივენი დაწვნენ. + ალექსის ძილი გაუფრთხა. მთელ ღამეს შამფურივით ტრიალებდა და ხან უზარმაზარ + მოგებას ანგარიშობდა, ხან მოგების დახარჯვაზე ფიქრობდა, ხან კიდევ ეშმაკების + დასაფრთხობად იმეორებდა: + „ორჯერ ორი - ოთხი... ორჯერ სამი - ექვსი - რვა... ორჯერ რვა - ექვსი“. + იმ ღამეს კვაჭანტირაძე არ დაბრუნდა. ალექსიმ რომ ჩაიძინა, მამლებმა მეორეჯერ + იყივლეს. + მეორე დღეს ალექსი მოუთმენლად ელოდებოდა კვაჭანტირაძეს. სადილად მოვიდა. + კარები ელენემ გაუღო და ისეთი საყვედურით ჰკითხა სად იყავიო, როგორც ცოლი + ეკითხება ხოლმე ქმარს. კვაჭმა ელენეს ხელზე აკოცა. მერმე ჩურჩული მოისმა და + ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა. + ალექსიმ ჩაახველა და კვაჭანტირაძეს გააგებია. გაწითლებულმა ელენემ დაუხვედრა: + - მამა, კვაჭის დედა ჩამოსულა. + გაუხარდათ. კვაჭანტირაძეს არ სურს მათი შეწუხება, ამიტომ მისი დედა ნათესავთან + ჩამოხტა. მაგრამ რა თქმა უნდა ხვალვე მოვა გასაცნობად და მადლობის + გადასახდელად. + სადილი რომ გაათავეს კვაჭანტირაძემ მოკლედ და მკაფიოდ მოსჭრა: + - ბიძია ალექსი, დროა ჩვენი გულის-ნადები მოგახსენოთ. ელენე, ნუ მიდიხარ. შენც + უნდა დაესწრო ჩვენს ლაპარაკს. რაღა დაგიმალოთ, მე და ელენეს ერთმანეთი + გვიყვარს, დაგვლოცე! + ალექსი მოულოდნელობამ არია. ჯერ სდუმდა, მერმე წამწამები აახამხამა, თვალები + მოიწმინდა და აბუტბუტდა: + - ელენეჯან... ჩემო კვაჭიკო... ჩემო შვილებო... ღმერთმა გაგაბედნიეროთ. - და ხან + ერთს ეხვეოდა, ხან მეორეს ეხუტებოდა. + ელენეც ატირდა. კვაჭანტირაძე გაჭიმული და გაბღენძილი დადიოდა: მან ერთხელ + სიკვდილს გადაარჩინა ალექსი, ეხლა კი ამ ოჯახში განუზომელი სიკეთე და + ბედნიერება შემოიტანა. + ცოტა ხნის შემდეგ კვაჭი და ალექსი კაბინეტში გადავიდნენ. კვაჭმა სთქვა: + - პატიოსანი სიტყვა უნდა მომცეთ, ბიძია ალექსი, რომ ამ ამბავს ორი კვირით მაინც + უდიდესი საიდუმლოებით შეინახავთ. ელენეც გაჩუმდება. ნიშნობას მერე + გავმართავთ. არც მე ვეტყვი დედაჩემს. მიზეზს ნუ მკითხავთ. მერმე მოგახსენებთ. + ალექსიმ პატიოსანი სიტყვა მისცა და დაგუბებული დარდი მოუშვა. მან გადასწყვიტა + სახლის გაყიდვა, რადგან „ჩვენს დროში მხოლოდ ბედოვლათი ინახავს ფულს და + სახლს“. კვაჭმა ალექსი სავაჭრო საქმეში უნდა შეიამხანაგოს. + კვაჭანტირაძე ჩაფიქრდა და შემდეგ ღობე-ყორეს მოედო: მართალია საქმე ძალიან + კარგად მიდის, მაგრამ... დედამ კვაჭს ხუთი ათასი ლირა ჩამოუტანა. ამ ფულსაც + საქმეში ჩაჰყრის. ოქრო - საქმეა. მისი გაფართოვება კარგია, მაგრამ... კვაჭანტირაძეს + ეშინიან. ძალიან ფრთხილი და ანგარიშის კაცია. ვაითუ... ერთი სიტყვით, + მოიფიქრებს. + ბოლოს კვაჭანტირაძემ თითქმის უარი უთხრა. ალექსი კი თითქმის ეხვეწებოდა. + მართალია, სახლი მზითევია, მაგრამ სანამ ალექსი ცოცხალია, იმასაც უნდა ცხოვრება + და დასვენება. კვაჭანტირაძე მოლბა. თავის ამხანაგს ჰკითხავს. დღესვე? კეთილი, + რაკი ასე ეჩქარება ალექსის, დღესვე მისცემს პასუხს. სახლის უკანასკნელი ფასი? რაო? + სამი ათასი? არა, ეს სახლი ეხლა სამი ათასად არ გაიყიდება... კეთილი. კვაჭანტირაძე + მყიდველს მოსძებნის. ეცდება თუნდ ხუთ ათასში გაასაღოს. მაშ ასე: უკანასკნელი + ფასი ორი ათას-ხუთასია. + დანიშნულთა სადღეგრძელო დალიეს. იყო მხიარულება სამთა შორის, ზეიმი და + ბედნიერება. ალექსი ისევ ატირდა, ელენე სიხარულისაგან იწვოდა და იცინოდა. + კვაჭანტირაძე კი ისევ იღიმებოდა და იბღინძებოდა. + მეორე დღეს სიძე-კვაჭმა სახლის გასაშინჯად ვიღაც თათარი მოიყვანა. დიდი + ვაჭრობა, სახლის ქება, ძაგება, განდიდება და დამცირება გაიმართა. სამი დღის + შემდეგ ნოტარიუსთან წავიდნენ. საღამოზე ალექსიმ ორას-ორმოცდაათი ოქრო + ჩაუთვალა კვაჭანტირაძეს და ხელწერილი გამოართვა. + - ყოველ შემთხვევისათვის... ვინ იცის, კაცნი ვართ... + „კვაჭი კვაჭანტირაძე მოვალეა დაუთმოს ალექსი ირემაძეს მესამედი ნავაჭრისა და + ნაღდი მოგებისა“. + „ალბათ ასე იწერება სავაჭრო ამხანაგობის ხელშეკრულება“, - ფიქრობდა ალექსი, + როცა კვაჭი კვაჭანტირაძის ხელწერილს ინახავდა საბუთების ყუთში. + მეორე დღეს კვაჭი სხვა ბინაში გადავიდა. უხერხული იყო სიძისთვის ალექსის + ოჯახში დარჩენა. სამ დღეს არსად არ სჩანდა. პირმოღუშული ელენე ალაგს ვერ + პოულობდა. ალექსი სამჯერ იყო ქვემო ბაზარში, მაგრამ ვერც კვაჭანტირაძე ნახა და + ვერც მისი ამხანაგი შიქია. ბოლოს ალექსის უთხრეს. + - ჩვენ კვაჭი კვაჭანტირაძეს არ ვიცნობთ. + - როგორ? მას ვისია ეს დუქანი? რაო?! შველიასი!? მაშ შიქია მისი ნოქარი იყო?.. არც + იცით სადა ცხოვრობს შიქია? რუსეთში წავიდაო! ღმერთო დიდებულო! + დარეტიანებული და გაუბედურებული ალექსი ბარბაცით მოდიოდა, თან გულში + ეჭვის გველი მოჰქონდა და გაფითრებული ტუჩებით ჩურჩულებდა: + - ღმერთო, მიხსენ სირცხვილისა და უბედურებისაგან!.. ღმერთო ძლიერო!.. ღმერთო + დიდებულო!.. + სამჯერ აიარ-ჩაიარა ვარდისუბნის ქუჩა. კვაჭანტირაძე ამ ქუჩაზე გადმოვიდა + ყველგან ეუბნებოდნენ: + - აქ არა სცხოვრობს... არ ვიცნობთ... არ გაგვიგია. + კვაჭი გუშინ ვიღაცას უნახავს „არტოში“. რულეტს თამაშობდა. ამ კლუბის დიდი + მუშტარია. ძალიან დიდ ფულს ატრიალებს. თან ებრაელი ქალი რახილი დასდევს. + მაშ ალექსიმ არ იცის, ვინ არის რახილი? მთელმა ქალაქმა იცის. ჯერ ჯანოიანის + საყვარელი იყო, მერმე მამედოვისა, შემდეგ ნეპმანისა. ეხლა ყველას კვაჭანტირაძემ + წაართვა. მოთამაშენი მაშინ გაცოცხლდებიან ხოლმე, როცა კლუბში კვაჭანტირაძე + გამოჩნდება. ვახშმად ისე არ დაჯდება, თუ ათიოდე კაცი და ქალი არ მოისვა. + საღამოს ცხრა საათიდან ალექსი „არტოს“ კარებთან ტრიალებდა. საათის თორმეტზე + კვაჭანტირაძე ავტომობილით მოადგა კლუბის კარებს. ოთხნი გადმოვიდნენ: ორი + ქალი და ორი კაცი. ოთხივე ისე იყო მორთულ-მოკაზმული, რომ შერცხვენილი + ალექსი განზე გადგა და გზა დაუთმო. მერმე უცებ ქუდი მოიხადა, ამაყად მიმავალ + კვაჭანტირაძეს დაეწია და მორიდებული ღიმილით წაიბუტბუტა: + - კვაჭი... შვილო კვაჭი... + კვაჭანტირაძემ ძლივს მოიხედა და მკვახედ გადმოუგდო: + - არა მცალიან. - და ხალხში შეერია. + არც იმ ღამეს ეძინათ ალექსის და ელენეს. + გამწარებული და გაბრაზებული ალექსი ბოლთას სცემდა, მუშტებს უღერებდა + კვაჭანტირაძეს და იმუქრებოდა: + - მაშ თუ ეგრეა, მე შენ გიჩვენებ, შე ჰარამზადავ! შე სალახანავ! ჯიბგირო! დამაცა... + დამაცადე! + მეორე დღეს ალექსიმ კვაჭანტირაძის ბინას მიაგნო და სახლის წინ ორ საათს უცადა. + კვაჭი, როგორც იყო, გამოვიდა. ალექსი წინ გადაეღობა. ერთმანეთს სალამი არ + მისცეს. + - ორიოდე სიტყვა მაქვს სათქმელი, ვაჟბატონო. ეს რას ნიშნავს. + - არაფერს. - დინჯად და გულმშვიდად მიუგო კვაჭანტირაძემ, თან ოდნავ + იღიმებოდა. - დაპირებულ სავაჭროს მალე გავხსნი. + - როგორ თუ გახსნი? აკი აქამდე მეუბნებოდი, სავაჭრო შიქიასი და ჩემიაო! + - ტყუილია! მე ვთქვი, მე და შიქია ვყიდულობთ მეთქი. + კვაჭი კვაჭანტირაძეს არ ესმის ალექსის პრეტენზიები. ალექსიმ კვაჭანტირაძეს ასესხა + ორი ათას ხუთასი მანეთი, მაშასადამე კვაჭანტირაძეს ჰმართებს ალექსისა ამდენივე, + მორჩა და გათავდა! როდის დაიწყებს კვაჭანტირაძე ვაჭრობას? მალე... ნამდვილს ვერ + იტყვის. შიქია სტამბოლში წავიდა საქონლის მოსატანად. თუ ალექსის არ შეუძლია + მოიცადოს, ის უკანვე მიიღებს თავის ფულს... როდის? როცა შიქია საქონელს + ჩამოიტანს და ეს საქონელი გაიყიდება, მორჩა და გათავდა! რატო არ მოდის + კვაჭანტირაძე ალექსის ოჯახში? ძალიან ფაქიზი საკითხია... კვაჭანტირაძეს ამაზე + ლაპარაკი ეჩოთირება, მაგრამ რაკი ალექსის დაჟინებით უნდა მიზეზის გაგება, + კვაჭანტირაძე ეტყვის: + - მაშინ არ ვიცოდი, რომ ელენეს წარსულში რომანი ჰქონია ვანო ხრამელთან. + - რაო? თორმეტი წლის წინათ იყო ეს ამბავი? გიმნაზიელების უბრალო გატაცება? + შორით ოხვრა, შორით კვნესა, არა? კვაჭანტირაძემ არ იცის, დარწმუნებული არ არის. + შესაძლებელია მეტიც იყო... არავინ იცის. კმარა! კვაჭი კვაჭანტირაძეს ისეთი ოჯახი + არა აქვს, რომ შიგ ფეხმოტეხილი ავეჯი ან გაბზარული ქანდაკება შეიტანოს. + - კიდეც მემუქრებით? რით, როგორ? ნუ გავიწყდებათ, რომ მე თქვენთან ვახშამზე + ვიყავი ხუთ აპრილს, რომ თქვენ ხმამაღლა პროკლამაცია წაიკითხეთ და + კონტრრევოლუციური სიტყვა სთქვით. თორმეტმა კაცმა დაადასტურა წერილობით, + რომ მეც იქ ვიყავი, დიაღ! რაო, პროკლამაცია არ წაგიკითხავთ? სიტყვა არ გითქვამთ? + ოთხმა თქვენმა სტუმარმა რამდენიმე მოწმის დასწრებით დაადასტურა ეს ამბავი. + ათიოდე მოწმე არა კმარა? თქვენ თვითონ არ მითხარით იქ, სარდაფში? ჯალილა არ + გახსოვთ? ისიც მოწმეა. + კვაჭანტირაძე ურჩევს ალექსის გაჩუმდეს, თორემ... ამას ისევ ალექსის ინტერესი + მოითხოვს. კვაჭანტირაძე დიდ პატივს სცემს ალექსის, მის სახელს, ოჯახს და + პატიოსნებას, თორემ აქამდის... ერთი სიტყვით, ჯობია ორივენი გაჩუმდნენ. ეხლა + კვაჭანტირაძეს არა სცალიან. საჩქარო საქმეები აქვს. ისედაც დაიგვიანა, ამიტომ - + - მშვიდობით ბრძანდებოდეთ! ჯალილ, წავიდეთ! + და მედიდური იერით ჩაჯდა ავტომობილში, სადაც შოფერს ახოვანი თათარი უჯდა + გვერდით, რომელიც ალექსის უღიმოდა. + ალექსი ცოცხალ-მკვდარი გაბრუნდა. + ელენე თითქმის აღარაფერს სჭამდა და შინიდან აღარ გამოდიოდა. სტიროდა და მამას + საყვედურით ავსებდა. ყოველი მისი სიტყვა, მისი დარდი და ცრემლი ალექსის + ტყვიასავით ჰხვდებოდა გულში. ალექსი ერთ თვეში ორად მოიხარა, დაბერდა, + გათეთრდა, გახდა და დაპატარავდა. ხანგამოშვებით დაკარგული სახლი და + გულგატეხილი ელენე რომ მოაგონდება ხოლმე, აცეცხლდებოდა, აპილპილდებოდა: + გიჟივით დარბოდა ოთახში, კვაჭანტირაძეს მუშტებს უღერებდა და იმუქრებოდა: + - დაიცა... დამაცა... მე შენ გაჩვენებ, შე ჰარამზადავ! დაიცა... დამაცა... + ერთხელ ალექსის ოთახში ვინმე ახოვანი თათარი შემოვიდა. + - გამარჯობა, ბიზია! ჯალილა გახლავართ, - თან კაკლისოდენა თვალებით + იღიმებოდა და ცხენის თეთრ კბილებს აელვებდა. + - ჯალილ, შენა ხარ? გაუხარდა დაღონებულ ალექსის. + - ჯალილა ვარ, ვერ მისანით? „იქ“ ზალიან ბნელოდა. + - დაჯექი, ჯალილ, დაჯექი. მიამბე, როგორ ხარ? + - ჩოხ რაზიამ - მადლობელი ვარ. ბიზიაჯან. ჩემმა ზმამ მიშოლა. შენი ტელეგრამა + აიღო. ჩოხ რაზიამ, ჩოხ! ეს ფეშქაში აიღე, ბიზიაჯან. - ჯალილამ გახსნა პაწაწა ბოხჩა + და ერთი ადლიანი მშვენიერი ხალიჩა გადმოშალა. + - ჯალილ, რად გაისარჯე, რისთვის, რა საჭირო იყო? + - ბიზიაჯან, შენი ტელეგრამა ზალიან მიშოლა. აიღე, შენი ჩირიმე, თორემ ზალიან + მესხინება. + ჯალილა იხვეწებოდა, იღიმებოდა. ალექსიმ დიდი მადლობა გადაუხადა, კონიაკით + ჩაი დაალევინა, ხილი მიართვა. + - ისევ კოჩანთირაზესთან ვარ. კარგი ბატონია. ბევრი ფული აქვს. ხუმარა კასია. თქონც + სუდი ხუმრობა გიყოთ „იქ“, სხობიც მოატყუა. ბევრი ვისინეთ. ერთხელ თითონ + ჩავარდა ორმოში. + - ჩავარდა? მერმე, როგორ ამოვიდა? + ჯალილამ გადიხარხარა. + - ბიზიაჯან, კოჩანთირაზე ხუმრობდა. იქ ორმო არ იყო. ხა-ხა-ხა! + ალექსიმ ძალაუნებურად შეადარა ერთმანეთს გათლილ-განათლებული + კვაჭანტირაძე და ეს გაუთლელ-მოუხეშავი თათარი და გული დაეწვა, აუშფოთდა. + ჯალილა რომ წავიდა, ალექსიმ ისევ მუშტები მოუღერა სივრცეს და წაიბუტბუტა: + - დაიცა... დმაცა, შე ჯიბგირო, შე ჰარამზადავ!.. დაიცა... დამაცა... + მალე მოვიდა ალექსის შურისძიებისა და კვაჭანტირაძის განკითხვის დღე. + კვაჭანტირაძე ისევ დააპატიმრეს და იმავე ბნელ სარდაფში ჩააგდეს „გველებთან, + ხვლიკებთან, ბაყაყებთან და ჭინკებთან“. რამდენიმე დღით ადრე კვაჭანტირაძის + ამხანაგი შილაძეც დაიჭირეს, რომელიც გამოტეხილა და უთქვამს, ვითომ ხუთ + აპრილს, ღამის ორ საათზე ვერაზე ვიღაც სომეხი გაეძარცვათ. + ალექსი აღელვებული დარბოდა თავის ოთახში და ჟინის მოგებით ბუტბუტებდა: + - ღმერთი ჰარამზადას ურმით დასდევს, მაგრამ მაინც დაეწვა ხოლმე... ღმერთო + მაღალო! საკვირველ არიან საქმენი შენნი და ულმობელ არს სამართალი შენი! ეხლა + რაღას იტყვი, შე ჰარამზადავ? ეხლა ვიღა გიშველის? ალექსი ირემაძის იმედი ხომ არა + გაქვს? გიშველი, კარგად გიშველი! ერთ ლოდს მეც მოგაყოლებ! + ალექსი შურისძიებისთვის ემზადებოდა, მაგრამ... + გამომძიებელმა ალექსი, ელენე და მათი ათი სტუმარი მეორეჯერ და მესამეჯერ + დაიბარა. მას აქეთ ირემაძე აღარ ემუქრება. აგერ მესამე თვეა, რაც დალეულ- + დაქანცული ალექსი დაცუნცულებს თავის სტუმრებთან და ჩაკეტილ ოთახში შიშით + და ფრთხილად ჩურჩულებს: + - მე ისევ ვაჩვენე, რომ იმ ღამეს კვაჭი კვაჭანტირაძე... ერთი სიტყვით ჩვენება არ + შემიცვლია... არ გაბრიყვდეთ, არავინ გადასთქვათ, არ გამოტყდეთ, თორემ... ხომ + იცით, ყალბი ჩვენებისთვის რა მოგველის. გარდა ამისა, გამჟღავნდება პროკლამაციის + ამბავიც. მართალია, პროკლამაციები მე დაგირიგეთ, მე წაგიკითხეთ, სიტყვაც ვთქვი, + მაგრამ თქვენც ხომ ყურს მიგდებდით, თქვენც ლაპარაკობდით და პროკლამაციებიც + წაიღეთ! + თორმეტმა მოწამემ ისე შეჰკრა პირი, რომ ეს ამერიკული კლიტე ვერ იქნა და ვერ + გააღეს - ვერც მარწუხებით, ვერც გასაღებით, ვერც მუქარით და ვერც ალერსით. + ალექსი დღედაღამ ამ კლიტეს დასტრიალებდა, ყოველდღე მასზე ზრუნავდა, + ათვალიერებდა, ზომავდა, ყველას არიგებდა, აშინებდა და გაშმაგებით, დაჟინებით, + მტკიცედ და თავგანწირვით ებრძოდა გამოძიებას. + ბოლოს საქმის გარჩევის დღეც მოვიდა. ყველა მოწმე, როგორც ერთი კაცი, + ერთნაირად იმეორებდა - მტკიცედ, დაჟინებით და რიხიანად: + - კვაჭი კვაჭანტირაძეს ძალიან კარგად ვიცნობ. ხუთ აპრილს ჩვენთან ერთად ვახშმად + იყო ალექსი ირემაძესთან... სწორედ ცხრა საათზე მოვიდა და დილის ექვს საათზე + წავიდა. ძალიან მთვრალი იყო. ოთახიდან ერთხელაც არ გასულა. რას აკეთებდა? რას + აკეთებენ ხოლმე ვახშამზე! მუსაიფობდა, მღეროდა, არშიყობდა, ცეკვავდა, სვამდა, + მხიარულობდა... დიაღ, ამას ვფიცავ და ვამტკიცებ. + და მართლაც დაამტკიცეს. შილაძის ჩვენებამ არ გასჭრა. ცხადად დამტკიცდა, რომ მას + კვაჭანტირაძის ჯავრის ამოყრა და მისი ფულის მითვისება ჰსურდა. ოციოდე მოწმემ + ცხადჰყო, რომ მათ დიდი ხნის ანგარიშები ჰქონდათ, რომ შილაძემ კვაჭისგან ათასი + ლირა მიიღო სტამბოლიდან საქონლის მოსატანად, მაგრამ ეს ფული გაფლანგა. + ამიტომ მოინდომა მან კვაჭანტირაძის ჩათრევა ამ საქმეში და დაღუპვა, მაგრამ... + - მაგრამ სამართალი კიდევ არსებობს ამ ქვეყნად! - ყვიროდა ვექილი. ნემეზიდამ + რკინის ხელი ჩაავლო კისერში შილაძეს, რომელიც ტყუილადღა ფართხალობს და + უდანაშაულო კვაჭანტირაძის გაჭუჭყიანებით ჰფიქრობს თავის შავი სახელი + გაათეთროს! დაე, ეხლა მარტო მან აგოს პასუხი! ხოლო კვაჭი კვაჭანტირაძე უნდა + დაუბრუნოთ თავის პატიოსან დედას, მის უმწიკვლო დანიშნულს და ამოდენა + მეგობრებს, რომელნიც თქვენს პირუთვნელ განაჩენს უცდიან. სამართლის ღმერთი + თვალაბმულია, მაგრამ ბრმა არ არის. მან უკვე ასწია სასწორი. მოსამართლენო! + დაგვიბრუნეთ ეს ახალგაზრდა და ყოვლად პატიოსანი ყმაწვილი, ეს ნიჭიერი, + ხერხიანი და სასარგებლო წევრი საზოგადოებისა. ვერა, თქვენ ვერ დასჯით მას! ხელი + აგიკანკალდებათ! გული აგიტოკდებათ! + ასე დაამთავრა კვაჭის ვექილმა თავისი სიტყვა. + მოსამართლეებს მართლა გული აუტოკდათ და ხელები აუკანკალდათ. შილაძე + დაიღუპა, ხოლო კვაჭი კვაჭანტირაძე მხიარული ღიმილით და უმანკოების იერით + ჩამოდიოდა სასამართლოს კიბეზე. მარცხნივ მისი „უმწიკვლო დანიშნული“ რახილი + მოსდევდა, მარჯვნივ - დედა, უკან ვექილი. კვაჭანტირაძე მარჯვნივ და მარცხნივ + ხელს ართმევდა ნაცნობ-ნათესავებს და ეუბნებოდა: + - გმადლობთ, მეგობრებო, დიდად გმადლობთ, ღმერთმა დიდი ხიფათისგან მიხსნა. + გმადლობთ... ათასჯერ გმადლობთ... + კარებთან ყველანი შემოეხვივნენ. უცებ კვაჭანტირაძე ალექსისა და ელენეს შეეჩეხა. + - ბიძია ალექსი! ქალბატონო ელენე!.. ღმერთო ჩემო!.. - ალექსის გადაეხვია და ელენეს + ხელზე აკოცა. - გმადლობთ, ბიძია ალექსი, გმადლობთ, ქალბატონო ელენე... სულით + და გულით გმადლობთ. დამნაშავე ვარ თქვენს წინაშე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უკვე + მაპატიეთ. ჩემს დღეში ჩავარდნილ ადამიანს ყველაფერი ეპატიება. ბიძია ალექსი! - + და ალექსი ცოტა გვერდით გაიყვანა. - ხომ ხედავთ ამ ჰარამზადა შილაძემ რა მიყო. + რაც დასთესა, იგივე მოიმკო. იმოდენა ფული გაგვიფლანგა და კინაღამ თან + გადამიყოლა. ნუ შესწუხდებით, ბიძია ალექსი, ღმერთი დიდია. თქვენს ვალს მაინც + გადაგიხდით... მალე, ძალიან მალე გადაგიხდით... + მერმე სხვებს მიუბრუნდა. + - მეგობრებო! ხუთი აპრილის ვახშამი დღეს უნდა გადაგიხადოთ. გთხოვთ ყველას ათ + საათზე „არტოში“ მეწვიოთ. თქვენც უნდა პატივი მცეთ, ბატონო ალექსი, თქვენც, + ქალბატონო ელენე! კიდევ ერთხელ მადლობა და გამარჯვება! მაშ ასე: საღამოს ათ + საათზე ყველას გელოდებით. + ხუთი აპრილის ვახშმის ხსენებაზე ზოგმა გაიღიმა, ზოგმა გაიცინა. ჯალილამ + ავტომობილი მოაგრიალა; კვაჭანტირაძე, მისი „უმწიკვლო“ რახილი, დედა და + ვექილი წავიდნენ, დანარჩენებიც ნელ-ნელა დაიშალნენ. იმ ვახშამმაც დილის ექვს + საათამდე გასტანა. კვაჭმა ასი მილიარდი დანახარჯი გადაიხადა. + მას აქეთ, ელენეს რომ დაკარგული სახლი გაახსენდება, სიმწარით თითებს იკვნეტავს. + საჭმელს არ ეკარება, კარჩაკეტილი სტირის და დარდობს, ხოლო ალექსი თავის + ოთახში დარბის, დალეულ მუშტებს უღერებს დაკარგულ სიძეს და იმუქრება: + დამაცა... დამაცა, შე ჯიბგირო, ჰარამზადავ! ღმერთი დიდია, გადაგიხდის... დაიცა... + დამაცა... + - ლა-აზათ! - იტყოდა ხოლმე ჯალილა, როცა ამ ამბავს მოიგონებდა. + + + + + + + + + ამბავი რახილის ღალატისა + მთა მთას არ შეხვდება, ადამიანი კი ადამიანს ყოველთვის შეხვდებაო. დაუნდობელმა + ბედმა ეს ანდაზა კვაჭანტირაძეს კისერზე გაამართლა. + იმ საღამოს კვაჭმა ძლივს გასწყვიტა უკანასკნელი ძაფი, რომელიც რახილსა და კვაჭის + აერთებდა. ახირებული ქალი იყო რახილი! მთელი თავის ქონება, ოცი წლის ოფლით, + ქშენითა და წკმუტუნ-ღმუილით ნაშოვნი, ზედ ეკიდა: ზოგი ყელზე, ზოგი ყურებზე, + ზოგი მკერდზე და ზოგიც თითებზე. ერთხელ რახილმა გადააჭარბა და, კვაჭის + წყალობით, ისე დათვრა, რომ კვაჭმა ის დედაკაცი ძლივს აიყვანა მეორე სართულზე. + აიყვანა და სწორედ ათი წუთის შემდეგ დაუბრუნდა ავტოს, სადაც მას ვალიკო + კალმაძე უცდიდა. + - წადი, ვალიკო, წადი. კარგი დრო გაქვს: რახილი სულ შენზე ლაპარაკობს. + ვალიკო რახილს დასდევდა და თავისს ჯერს უცდიდა, მაგრამ კვაჭის ნებართვამ + მაინც გააკვირვა. + - შენ ამბობ მაგას, კვაჭი? + - კი, მე ვამბობ! თავი მომაბეზრა, აღარ მინდა. + ვალიკო რახილთან ავიდა, კვაჭი კი სახლში დაბრუნდა. + მეორე დღეს დაფეთებული რახილი კვაჭის შეუვარდა. + - ჩემი განძი!.. ჩემი სატურეები!... ბეჭდები! წაიღეს, ყველაფერი წაიღეს! + - ვინ? ვინ წაიღო? + რახილმა არ იცის. ან კვაჭი წაიღებდა, ან მოსამსახურე, ან კიდევ... ვალიკო. + - ვალიკო? ვალიკო წუხელის შენთან იყო? + იყო, ერთი წუთით შეირბინა, თუმცა რახილს არაფერი ახსოვს, რადგან ძალიან + მთვრალი იყო. + ერთის წუთით? ხა-ხა-ხა-ხა! იცის კვაჭმა ყველაფერი იცის! ვალიკო რახილის + ოთახიდან დილის ხუთ საათზე გამოვიდა. დიდი ხანია, რაც კვაჭი უთვალთვალებს + რახილს. დღეს დილით, როგორც იყო, სიმართლე გამოირკვა. ჰოი, ორგულო, მეძავო, + ცბიერო დედაკაცო! + აპატიე რახილს, კვაჭი აპატიე! რახილი მართლა მთვრალი იყო. შენი ბრალია, + რახილმა რომ გიღალატა, შენი! რად ჩააცივდი გუშინ?! რად დაალევინე ამდენი + შამპანური?! + არა, ყველაფერი გათავდა! მორჩა და გათავდა! კვაჭი ღალატს ვერ აპატიებს! სისხლი + უნდა დაიღვაროს, სისხლი! ტყუილად ეხვეწება კვაჭის, რახილი! ტყუილად ისველებ + მობერებულ ლოყებს ცრემლით. ერთ ღამეში დაგეკარგა მდიდარი საყვარელიც და + ოცი წლის ნამუშვარიც! შენი ბრალია! ახია შენზე! მეორედ აღარ დათვრები. ხელახლა + უნდა დაიწყო შენი გაცვეთილი საწარმოო იარაღით სიბერისთვის ზრუნვა. ნუ სტირი, + ნუ! შენი ცრემლით კვაჭის ვერ ჩამოურეცხავ ჩირქს. შენი განძეულობა? კვაჭი + გიშველის. ამაზე მეტს კვაჭისაგან ნურაფერს მოელოდები. გიშველის და დანაკარგს + გაპოვნინებს, ოღონდ ერთის პირობით: ხმას ნუ ამოიღებ და საწყალ ვალიკოს თავს ნუ + მოსჭრი. ვალიკო კვაჭის მეგობარია. მას უმწიკვლო სახელი აქვს. ნუ დაღუპავ + ახალგაზრდა ვაჟს, ნუ შეურცხვენ პატიოსან დედ-მამას. + კვაჭი და ვალიკო საქმეს შეუდგნენ. ძლივს მორიგდნენ ერთმანეთში. „ხვალ ან ზეგ“ + აღარ თავდება. ბესო შუამავლობს. რახილის დამჭკნარ ყურში ნელ-ნელა სწვეთავს + საამური შხამი: „რახილ! კვაჭი შენს ღალატს ივიწყებს... კვაჭის ისევ უყვარხარ... + წინანდელზე მეტად უყვარხარ. კვაჭი დაგიბრუნდება, ოღონდ მისი მეგობარი ვალიკო + უნდა დაინდო, არ უნდა დაჰღუპო... დანაკარგს კვაჭი აგინაზღაურებს, ერთს ორად + დაგიბრუნებს“. + კვაჭმა დარდი დაიმშვიდა და რახილს დაუბრუნდა. დაივიწყა კვაჭმა შენი ღალატი, + რახილ! შერიგდით და კვლავ გააბით სიყვარულის დაწყვეტილი ძაფები. კვაჭის + სიყვარულთან ის განძი სახსენებელიც არ არის. დაივიწყა კვაჭმა შენი ღალატი, + რახილ! სამაგიეროდ შენც უნდა დაივიწყო ჯიბგირი ვალიკო და შენი ზიზილ- + პიპილო სამკაული. რამდენი ღირდა შენი ნივთები? ათი ათასი? მეტი არა? განა ღირს + ორიოდე გროშისთვის ვალიკოს დაღუპვა?! მაგ ფულს კვაჭი ორიოდე თვეში + აგინაზღაურებს! უეჭველად, უეჭველად აგინაზღაურებს! სწორედ ისეთსავე ნივთებს + გიყიდის, თუნდ ფული გადაგიხადოს. მაშ შერიგდით? დაივიწყეთ დაკარგული + განძეულობა და ღალატი? კეთილი და პატიოსანი! მაგაზე უკეთესი რაღა იქნება! + მშვიდობა და სიყვარული სულსა და ხორცსა თქვენსა, რახილ და კვაჭი! იცხოვრეთ, + იცხოვრეთ, და-ძმურად, ცოლ-ქმრულად, ტკბილად და ადამ-ევურად! სულ ერთია, ამ + მწარე სიცოცხლეში სიყვარულის და სიტკბოების მეტი არაფერი შგრჩებათ. მაშ + შეიყვარეთ ერთმანეთი, ვითარცა ტრედებმა! ჩაეხუტეთ ერთმანეთს, ვითარცა + დამშეული მგლები! იმაკინტლეთ, ვითარცა მაიმუნებმა, და იმძუვნეთ, ვითარცა + კატებმა! + ნელა, კვაჭი, ნელა! უცბად ნუ გასწყვიტავ გაცვეთილ სიყვარულის ძაფებს, ხეპრულად + ნუ მოჰგლეჯავ შენს დაღლილ გულს რახილის გაჩვარებულ მკერდს! ფრთხილად.. + ნელ-ნელა თანდათან ... აი ეგრე, ეგრე... ოდნავ გამოსწიე ძაფი. დღეს ავად ხარ, ხვალ + სახლში არ დაუხვდები, ზეგ გადაუდებელი საქმე გაქვს, მაზეგ ქუთაისში წახვალ, + მერე... მერე ბესოს მოასწარი რახილის ლოგინში. ნუ კვაჭი, ნუ! არ ესროლო, არ + ესროლო ბესოს! კვაჭი! არ მოჰკლა რახილი! დამშვიდდი, კვაჭი, დამშვიდდი ... გონს + მოდი... გათავდა თქვენი სიყვარული! სამუდამოდ გათავდა! დაიმსხვრა ორი + შეერთებული გული! დაინგრა ტრედების ბუდე! ნუ სტირი, კვაჭი! ნუ + სტირი...მეგობარმაც გიღალატა და საყვარელმაც. ჰოი, გველის წიწილებო! ჰოი, + ორგულო მეგობრებო! ჰოი, უმადურნო და ორპირნო! მშვიდობით, რახილ! + მშვიდობით, ბესო! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. რაკი ერთმანეთი გყვარებიათ, კვაჭი + ხელს არ შეგიშლით, კვაჭი არ გაგყრით. მშვიდობით... მშვიდობით!.. + + + + + + + + + + + + + + + + + + ერთი სასწაულის ამბავი + ეს საზარელი ამბავი იმ ღამეს მოხდა, იმ საზარელსა და დაუვიწყარ ღამეს, ოდეს მთა + მთას არ შეხვდება, სამაგიეროდ კვაჭი რახილს მოსწყდა და თავის კიბეზე ერთს + დავიწყებულ ადამიანს წააწყდა. + - შესდექით! ხელები ასწიეთ! არ გაინძრეთ, თორემ აქვე გაგათავებთ! + დამშვიდდით, მოქალაქენო! კვაჭი შესდგება... ხელებსაც ასწევს, იარაღი არა აქვს, + ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ დამბაჩები იქით მისწიოთ, თორემ შესაძლებელია + უცაბედად... + - მაინც, ვინ გნებავთ? + - კვაჭი კვაჭანტირაძე ბრძანდებით? + - მე გახლავართ, რა გნებავთ ჩემგან? მე თქვენ არ გიცნობთ. + - სამაგივროდ მე გიცნობთ. თუმცა... ვითომ არ მიცნობთ? აბა დამაკვირდით. + ღმერთო დიდებულო! ხუთი წლის წინათ მოსკოვში ეს ჩეკილი ისე დასდევდა კვაჭს, + როგორც კატა თაგვს, ბოლოს კიდევაც დაიჭირა, მაგრამ კვაჭმა „აბრუნდი“ ჰქნა და ეს + კატა თვითონვე ქვეშ მოიგდო. პავლოვმა და ბესომ მაშინ გენიალური „ნომერი“ + გააკეთეს: კვაჭი მოიტაცეს და ეს კატა ხაფანგში გაახვიეს. მერმე ეს ჩეკილი გზაში + გაეპარათ... მერმე ცხარე ბრძოლა... დახოცილები... სისხლი. + „ახია ჩემზე, ახი! - იღრინებოდა კვაჭი და მისდევს ჩეკილებს: - აქამდე ასჯერ შემეძლო + გაპარვა და ასჯერვე გადავდე“. + გასჩხრიკეს, ჩასწერეს და ერთი საათის შემდეგ ისევ გაიყვანეს. ერთის მაგიერ სამი + გამომძიებელი მიესია. ის ჩეკელიც იქვე იჯდა და იღიმებოდა. ღმერთო ჩემო! + ყველაფერი სცოდნიათ! მისი ცხოვრება ისე წაუკითხეს, როგორც კარგი რომანი. + გვერდ გვერდი მოსდევდა და ფურცელს ფურცელი. ბოლოს უთხრეს: + - გამოტყდით. + პასუხის ნაცვლად კვაჭმა გაიღიმა და ჰკითხა: + - ერთი მიბრძანეთ, საიდან და როგორ მოაგროვეთ ამოდენა ამბები? + - მართალია თუ არა ეს ამბები? + - მართალზე უარესია. მე რომ დღიური მეწერნა, მაგაზე უკეთესს ვერ დავწერდი. + - მაშა! - წამოიძახა კვაჭის მდევარმა. - ასე სუფთად ვმუშაობთ ჩვენ. + - ამხანაგებო, არ ვაჭარბებ: ასეთი კოხტა ნამუშევარი ნივთიც არ მინახავს და რომანიც + არ წამიკითხავს. + - მაშასადამე, ათი წელიწადიც რომ ვიჯდე აქ და ვიფიქრო, ერთ ამბავსაც ვეღარ + მოვიგონებ. მანდ ყველაფერი სწერია, საკვირველი ნამუშევარია, საკვირველი! ინებეთ, + ამხანაგებო, ძალიან კარგი თამბაქოა. + - მაშ დავწეროთ? + - დაიწყეთ. + სამი საღამო და სამი დილა სწერეს. ბოლოს, როცა გაათავეს, კვაჭმა სთქვა: + - ეხლა თქვენთვის საჭირო აღარა ვარ. თითო პაპიროსი კიდევ ინებეთ და მეტეხში + გადამიყვანეთ. კარგი თამბაქოა, განა! მას ერთი ბებერი გენერალი ჰყიდის. იაფიც + არის, კარგიც. ის გენერალი მამადავითის ქუჩაზე სცხოვრობს, #4. მეტეხში + გადამიყვანეთ მეთქი. რამდენიმე დღის ცხოვრებაღა დამრჩენია. + - ვითომ ეგრე გათავდეს თქვენი საქმე? + - რა თქმა უნდა! მე მზადა ვარ. მე ჩემი გზა დავლიე და ჩემი უკანასკნელი თხოვნა ეს + არის: მეტეხში გამგზავნეთ. + - კეთილი, მოვიფიქრებთ. + ერთი კვირა იფიქრეს, მერმე დაუძახეს და მეტეხის ციხეში გაჰგზავნეს. კვაჭი იმ + შენობაში შეიყვანეს, რომელიც მტკვარს და აბანოებს გადასცქერის, ერთი საკანი + გაუღეს და კარები მიუკეტეს. კვაჭი ელდანაკრავივით შესდგა. იმის წინ ტახტზე + პავლოვი იჯდა და პირდაღებული შესცქეროდა. + - პავლე შენა?... აქა? + პავლემ პირი მიიბრუნა, მერმე ისევ მოუბრუნდა და წაილუღლუღა: + - მე... შენ... მე... - წვერ-ულვაში ცრემლით დაისველა. მეტი ვეღარაფერი სთქვა. იდგა + და თვალებს იწმენდდა. + - დაჯექი და მიამბე. + კვაჭმა ძალით დასვა და თვითონაც გვერდით მიუჯდა. პავლე ისევ სტიროდა და + ჩურჩულებდა: + - ახია ჩემზე! მოღალატეს ასე უნდა! შენ... მე ნამდვილი არამზადა ვარ... დღეს თუ + ხვალ გამათავებენ... მეტის ღირსი არცა ვარ. + დიდხანს იყუჩეს. კვაჭმა მხარზე ხელი დაადო და ტკბილად უთხრა: + - დამშვიდდი და მიამბე, როგორ მოხდა ის ამბავი? + - უბრალოდ. ათჯერ და ასჯერ გთხოვეთ აქედან წავიდეთ, ხიფათს თავი გავაშოროთ + მეთქი. + - მართალია. + - შენ არ დაგვიჯერე. + - ეგეც მართალია, არ დაგიჯერეთ და ჭკუაც წავაგეთ. + - მარტო მე ვერ წავედი. ფულიც არა მქონდა. + - რატომ არ მთხოვე? + - იმიტომ რომ... უშენოდ არც წავიდოდი. მერმე კედელში ჩაჭედილ სალაროს + შემთხვევით წავაწყდი. გავაღე და სულმა წამძლია. ახია ჩემზე, ახი! + - მერმე? + - მერმე... ის განძი ამოვალაგე და ბათომისკენ წავედი. გზაში ვიღაცამ თვალი + დამადგა. ის კაციც ბათომში გამომყვა. სასტუმროში შევედი. ისიც მომყვა. ერთი + ოთახი მომცეს. ის განძი საჩქაროდ რკინის მაღალ ფეჩში დავმალე, ნაცარი მივაყარე + და მაშინვე მეორე ოთახში გადავედი. ერთი საათის შემდეგ დამიჭირეს. + კვაჭმა ეხლაღა მიაქცია ყურადღება მეორე ტუსაღს, რომელიც მეორე ტახტზე იწვა და + ფშვნავდა. + - ნუ გეშინიან, - დაამშვიდა პავლოვმა - მაგ ტუსაღს ისე სძინავს, რომ ზარბაზანიც ვერ + გააღვიძებს, არც რუსული იცის. + - განაგრძე. + - სადაც მომასწრეს, ის ოთახი გაჩხრიკეს, მეორე ოთახში კი არ შეუხედნიათ. + - მაშ ის განძი... + - ალბათ ეხლაც იქ ინახება. ზაფხულია, ცეცხლს არავინ დაანთებს. არც იმ ნაცრის + გაქექვას იფიქრებს ვინმე. მე დამაპატიმრეს. ორი თვე ბათომში ვიჯექი. მერმე აქ + გადმომიყვანეს. მინდოდა შენთვის შემომეთვალა, მაგრამ... მრცხვენოდა. ესეც არ + ყოფილიყო, ვის ვენდობოდი? ვისაც ვეტყოდი, თვითონვე წავიდოდა ბათომში და იმ + განძს მიითვისებდა. ვიჯექი ვიტანჯებოდი და რაღაცას ველოდებოდი. რას + მოველოდი მე თვითონაც არ ვიცი. + - ალბათ დღევანდელ დღეს ელოდებოდი. + პავლოვს გაუხარდა: + - ჰო დღევანდელ დღეს. შენ გახვალ, მალე გახვალ და... + - დამშვიდდი, პავლე. მეც ისე გავალ აქედან, როგორც შენ. ერთმანეთს ნუ ვატყუებთ. + ჩვენი საქმე გათავებულია. + - გათავებულია. - დაეთანხმა პავლოვი. + - ეგ ამბავი სილიბისტროს ან ბესოს უნდა შევატყობინო. ისინი მაინც გამოიყენებენ. + ეხლა მითხარი, ეს კაცი ვინ არის? + - ესა? ვიღაც სულელია. შემთხვევით დაუჭერიათ. დღეს ან ხვალ გაუშვებენ. ავად + არის. + - რა სჭირს? + - ძილის სენი სჭირს. მხოლოდ საჭმელად ადგება ხოლმე. აკი გითხარი, ზარბაზანიც + ვერ გააღვიძებს მეთქი. + ზის კვაჭი სარკმელთან და ქალაქს გადასცქერის. დაბლა კლდის ძირში მტკვრის + ზოლი მოსჩანს. გაღმა თათრები და დაბახანის მუშები დაფუსფუსებენ. ღრმა ხევში, + სადაც აბანოების თბილი წყალი ჩადის, დაბარძაყებული დედაკაცები სარეცხს + რეცხავენ. მარცხნივ ნარიყალას ციხე მოსჩანს. კოშკისა და კლდის ძირში ბოტანიკური + ბაღი ჩაწოლილა. მარცხნივ და პირდაპირ მთის ბილიკებით ვირებს ნახშირი და + მაწონი მოაქვთ. მტკვრის ნაპირზე განიერ აივანზე თათრის ოჯახი ჩაის შეექცევა. + მეორე სახლში გრამაფონი ბაიათს გაჰკივის. სადღაც დანჟღრეული არღანი ბრიალებს. + ზის კვაჭანტირაძე და თავის ბედზე ფიქრობს. მაშ ასე: აი, სად და როდის დაეწია ბედი + მდევარი! აი, როგორ თავდება მისი ჭრელი სიცოცხლე! მერმე როგორ! ასე, უკაცურად, + ასე ჩალურად?! ვინ მოსთვლის რამდენჯერ გამოვარდა გასაპნულ ყულფიდან! + მთელი ქვეყანა ნადირობდა კვაჭანტირაძეზე, მაგრამ მას უჩინმაჩინის ქუდი ეხურა. + დემირ-თეფეს ზეგანზე ხიშტებით დაცხრილეს და ხმლებით აჰკუწეს, მაგრამ მაინც + წამოდგა და „გაშტიკინდა“. პეტრე-პავლეს ციხეში სახრჩობელა აუგეს, მაგრამ + იქიდანაც გამოფრინდა. უკრაინის მინდვრებში ცხრა კაცით ორმოცს სძლია და + წითელ ხაფანგებიდან ათჯერ მაინც ამოიგლიჯა თავი. ეხლა კი... აქ სამშობლოში... + ნუთუ? ნუთუ ერთხელ კიდევ ვერ გაანგრევს კვაჭი სქელ კედელს და ერთხელ კიდევ + ვერ გაადნობს რკინის გალიას?! + ღმერთო დიდებულო, შენ უშველე კვაჭანტირაძეს! ღმერთო ძლიერო, ერთხელ კიდევ + მიეხმარე შენს ურწმუნო კვაჭს! ღმერთო ზეციერო, ერთხელ კიდევ მოახდინე + სასწაული და შენი უძღები კვაჭი სამუდამოდ დაუბრუნდება შენს წმინდა სამეფოს. + სამს ეკლესიას აგიშენებს, პირნათლად ადიდებს შენს წმინდა სახელს და ერთგულად + ემსახურება შენს უკვდავ ეკლესიას. ღმერთო, შეისმინე კვაჭის ლოცვა! მოუვლინე მას + შენი სასწაული და მიეც მონასა შენსა კვაჭსა თავისუფლება, სიცოცხლე და + ბედნიერება. + სასოებით ლოცულობს კვაჭი კვაჭანტირაძე. მძაფრად ფიქრობს სილიბისტროს + შვილი. მისი ტვინი ცეცხლზე იწვის. შუბლზე ათი ნაოჭი შეჰკვრია. თვალებში ელვა + დაურბის გული უჩქროლავს და სული უდუღს. + ბოლოს შესდგა და გაშეშდა. მაგრად მოკუმულ ტუჩებზე ღიმილი აუთამაშდა და + დაჭმუჭნული შუბლი გაეშალა. უცებ მძინარე ტუსაღს ეცა და დაანჯღრია. + - შენ ჰეი, ძმობილო! ადექი! გაიღვიძე მეთქი! + რამდენჯერმე გადაატრიალა, გადმოატრიალა, ფეხით დაითრია, ყურები დაუსრისა + და თვალები ძლივს გაახელინა. + - გაიღვიძე მეთქი! შენი სახელი? ივანე? პავლე, ჩასწერე მამის სახელი? გვარი? + ჩილიკაშვილი? პავლე, ჩასწერე! რამდენი წლის ხარ?... სადაური ხარ? პავლე, არ + შესცდე! რა საქმეზე ხარ დაჭერილი? კეთილი, მეტი არაფერი. ეხლა ისევ დაიძინე. - + მერმე პავლეს მიუბრუნდა: - გესმის, პავლე, დღეს ან ხვალ გავალ... გავალ მეთქი! + დიაღ, გავალ, გავალ! აგიხსნა? რა თქმა უნდა, აგიხსნი. შენც უნდა მიშველო. ერთი + მითხარი, იცნობენ თუ არა ამ ტუსაღს ზედამხედველნი? + - არავინაც არ იცნობს. გუშინწინ მოიყვანეს და ეზოშიც არ გასულა. + - ძალიან კარგი. ეხლა მითხარი, რა დროს ანთავისუფლებენ ხოლმე ტუსაღებს. + - საღამოობით ცხრა საათის შემდეგ. + - ძალიან კარგი. ეხლა მასწავლე როგორ შეიძლება ვიშოვნო ბრომი? + - ბრომი მე მაქვს. ექიმმა მომცა. + - მართლა? მაშ ღმერთს ჩემი ლოცვა შეუსმენია. ეხლა სამი საათია. შენ ჰეი, ივანე ადე, + ადექი! მარტო შენ ხომ არა ხარ ამ ციხეში! პავლე შენს ტახტზე დაწექი და ეს ტუტუცი + ახლოს არ მიიკარო. რამდენიც უნდა გეხვეწოს, მაგ ტახტზე არ დააწვინო. ივანე, ადექი + მეთქი! აქ ორი ტახტია. ჩვენ კი სამნი ვართ. ორი დღეა, რაც თვალი არ დამიხუჭნია. მე + დღისით დავიძინებ, შენ კი ღამით დაიძინე. აბა, წამოდექი! წელი ნუ გწყდება! პავლე, + სწორედ შვიდ საათზე გამაღვიძე. + კვაჭი ივანეს ტახტზე მიწვა. ივანე კი თვალების ბლეტით და ფშვნეტით მთვრალი + დათვივით დაბარბაცებს საკანში. საღამოს შვიდ საათზე კვაჭი გააღვიძა. + - ძმობილო, ავად ხომ არა ხარ? - ჰკითხა კვაჭმა ტეტიას. + - მაშა! კუჭი მტკივა. + - კუჭი? შენ კაი კაცო. რატომ აქამდე არ უთხარი კვაჭს? კვაჭი ექიმია, განთქმული + ექიმია. შენისთანა ათი ათასი მაინც მოურჩენია. აი, წამალიც აქ არის. პავლე, ეგ ბრომი + მიეცი. აბა, დალიე და დაწექი. + ხუთი წუთის შემდეგ ივანე მადიანად ახვრინდა, კვაჭი ნერვიულად დარბის. ცხრა + საათია... ათი.. თერთმეტი... გამოსაშვები ტუსაღები გამოუშვეს. ციხეში დუდუნი და + ბზუილი თანდათან მისწყდა. + არც თვითონ კვაჭს სძინავს და არც საწყალ ივანეს აძინებს. წევს ივანეს ტახტზე და + ჭერს შესცქერის. მხოლოდ საღამოობით აძლევს ჩილიკაშვილს „კუჭის წამალს“ და + აძინებს. თვითონაც რიჟრაჟზე სდგება და ივანესაც აღვიძებს. ივანე ზოგჯერ იატაკზე + გაწვება, მაგრამ კვაჭსაც სწორედ იმ დროს მოუნდება ხოლმე ვიწრო საკანში სეირნობა. + ივანე რომ ტახტზე გაიშოტება, კვაჭსაც სწორედ იმ დროს მოუნდება ძილი. არც კვაჭი + გადის სასეირნოდ და არც ჩილიკაშვილს აძლევს ამის ნებას. კვაჭანტირაძე რაღაცას + ელის, და მოლოდინში სული უდუღს და გული მისდის. + ცოტა რომ მობინდდა, კვაჭმა ბრომის ნარჩენი მიაწოდა ივანეს და უბრძანა: + - დალიე და დაიძინე. + ივანემ დაიძინა და მიწვა. ისე სძინავს ჩილიკაშვილს, როგორც თათრების სასაფლაოს, + რომელიც გაღმა გორაკის ძილში მოსჩანს. + რვა საათია. ცეცხლ-მოკიდებული კვაჭი შეუჩვეველ აფთარივით სტრიალებს საკანში. + ცხრის ნახევარია... ცხრა... ათის ნახევარი გახდა! კვაჭი ტალანშია და იმ ფანჯარასთან + სდგას, რომელიც ეზოს გადაჰყურებს. ეზოში ციხის მოსამსახურე ჰყვირის: + უკვე ოთხი გვარი ამოიკითხეს... ხუთი... ექვსი... შვიდი... + უცებ ეზოდან მოისმა + - ივანე ჩილიკაშვილი! + - ივანე ჩილიკაშვილი! ივანე ლიჩიკაშვილი! - ხმა მისცეს აქეთ-იქიდან + მამასახლისებმა. + - აქ არის აქა! ზდეს, ზდეს! - ჰყვირის კვაჭი. - პავლე მშვიდობით! + - მშვიდობით... სამუდამოდ!.. - ბუტბუტებს პავლოვი, კვაჭს ეხუტება და პირსახეს + ცრემლით უსველებს. + ივანე ჩილიკაშვილს კი ისევ რიყის ქვასავით სძინავს. კვაჭმა სწრაფად ყბები, ნიკაპი + და ტუჩები ხელსახოცით აიკრა (კბილები სტკივა კვაჭს), ქუდი თვალებამდე + ჩამოიფხატა, ბოხჩა იღლიაში ამოიჩარა და ტალანში გავარდა. + სირბილით გაირბინა ტალანი, კიბეზე ჩასხლტა და ეზოში გავიდა. მოეშვა, მოიბუზა, + თავი მკერდზე ჩამოიყუდა და ეზო გადასჭრა. ალაყაფის კარების გვერდით პატარა + ოთახია. + - თქვენი გვარი და სახელი? - ეკითხება ციხის მოსამსახურე და სქელ დავთარს + ჰფურცლავს. + - ივანე ჩილიკაშვილი ვარ, შენი ჭირიმე, ტეტიურად უქცევს კვაჭი. + - რამდენი წლისა ხართ? + - მგონი ოცდაათისა ვარ, შენი ჭირიმე. + - ოცდაათისა? - ეკითხება ციხის მოხელე და კვაჭს აცქერდება. + - მგონი... აბა, რა ვიცი, იქნება მეტისაც ვიყო, იქნება ნაკლებისა. + - ეგ რა დაგემართა? - ახვეული რადა გაქვს? + - კბილები მტკივა, შენი ჭირიმე. - ჰკნავის კვაჭანტირაძე-ჩილიკაშვილი. + - როდის მოგიყვანეს მეტეხში? + - ერთი კვირა იქნება. + რას ჩააცივდა კვაჭს ეს კაცი? რად უხვრეტავს ბურღივით თვალებს? რა უნდა + კვაჭისგან? + - რად დაგიჭირეს? + - შარი მომდეს, შენი ჭირიმე, ვითომ მე... + ზედამხედველი ყურს აღარ უგდებს, რაღაც ქაღალდს სჩრის მას ხელში და ეუბნება: + - ეს ქაღალდი თან წაიღე, თორემ ხელმეორედ დაგიჭერენ. ეხლა კი წადი და აქ აღარ + გნახო. თორემ... + - აქ რაღა მომიყვანს, შენი კვნესამე! + ჭიშკარი ჭრაჭუნით იღება. აი მეორე კარებიც, მესამეც... კვაჭს თავბრუ ეხვევა. ლამის + გული გადმოუვარდეს. კარს დარაჯები ისე ათვალიერებენ, თითქო ყველაფერი + იციანო. აი ჯარისკაცსაც გაუარა გვერდით, ვიწრო ქუჩა გადასჭრა და თავდაღმა + დაეშვა. ციხის ძირშიც სდგანან დარაჯები, კვაჭი თითქმის მირბის. ციხეს გასცდა, + პატარა მოედანი გადასჭრა, ავლაბრის ხიდი გაირბინა და ეტლში ახტა. + - ჩქარა, სიონისკენ! + ეტლი თითქოს მიცოცავს. გაიარა სიონი, ანჩისხატი, ვანქი. მტკვრის ნაპირით + სანაპიროების ყაზარმებთან ავიდა, მარცხნივ მოუხვია და რუსთაველის ხეივნის + ბოლოზე გავიდა. + დაწყევლილი ალაგია! ნამდვილად ხაფანგია! კვაჭი ვერაზე უნდა გავიდეს. ვერის + დაღმართისა და მოსკოვის ქუჩის კუთხეს ასცდება. აქ ყველა ნაბიჯზე თითო აგენტი + მაინცა სდგას. ხაფანგია, ნამდვილი ხაფანგია! + - ძმობილო გარეკე! + კვაჭი მოიბუზა, დაპატარავდა, კისერი მხრებში ჩაიძვრინა, ქუდი ცხვირამდე + ჩამოიფხატა, ხელსახოცი ტუჩებამდე აიკრა, გაინაბა და ოფლში გაიწურა. + - ჩქარა! გასწი! გარეკე!.. მარცხნივ აუხვიე!..ეხლა მარჯვნივ მოუხვიე... შესდექი! + ეხლა კვაჭი ფეხით წავა. გაძვრება და გამოძვრება, კვალს არევს, თორემ ვინ იცის... + ვალიკო! ძმაო ვალიკო! მადლობა უფალს, რომ სახლში დაუხვდი. აბა, ჩქარა! + დატრიალდი! ეხლავე მოსძებნე ბესო და ჯალილა. ბესო იმალება? იცის ბესოს ბინა? + ახლოა? ძალიან კარგი. აბა, დაუძახე, ჩქარა! - და ნახევარი საათის შემდეგ - ბესო! ჩემო + ბესიკო! ჩემო ერთგულო მეგობარო!.. როგორა ხარ? ჯალილა როგორ არის? ფული + რამდენი გაქვთ? + ყოჩაღ ბესო! აი მეგობარიც ასეთი უნდა! მაშ მუშაობდი კვაჭის გამოსაშვებად? უნდა + ციხიდან გაგეპარებიან კვაჭი? ყველაფერი მზად გქონდა! კვაჭი უშენოდაც გამოვიდა, + მაგრამ მისი სიცოცხლე მაინც შენია, სამუდამოდ შენია! უკვე მზად ხარ + წასასვლელად. განა! თუნდ დილაზე? მიდი, ბესო, მიდი კვაჭისთან. ერთხელ კიდევ + უნდა ჩაგიხუტოს შენმა უფროსმა ძმამ. აბა, ეხლა გაიქეცი და ჯალილაც გაახარე. + - მაშ ასე: ხვალ რიჟრაჟზე შენ და ჯალილა ავტოს მოიყვანთ. მატარებელში მცხეთაში + ჩასხდებით. ყველანი მუშურ-გლეხურად ჩაიცვამთ. ყველას წვერი გაგიზრდიათ. + ხელებს და პირსახეს ნუ დაიბანთ, პირიქით კარგადაც შეითხუპნეთ. ევროპული + ჩემოდნები გადაყარეთ და უბრალო კალათებით და ტომრებით წაიღეთ ჭუჭყიანი + საცვალი და უბრალო ხაბაკ-ხუბაკი. აბა, დილამდე! + ბესო, იყავი კურთხეულ ერთგულებისთვის აწ და მარადის და უკუნითი + უკუნისამდე. ამინ! + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + აქა ამბავი უმადურ სამშობლოდან გადახვეწისა + + მუშურ-გლეხურად მორთული კვაჭი, ბესო და ჯალილა ბათომის ერთ სასტუმროს + მიადგნენ. + - ოთახი გაქვს? + - არის, ბატონო, რავა არ არის! + მეშვიდე ნომერში ვიღაც ჩასახლებულა, ამიტომ მეექვსეში დასახლდნენ. ბესო + დასძვრება და მეშვიდე ოთახს და მის მდგმურს ჰსუნავს. ჯალილა ნური-ბაზარში + კონტრაბანდელებს ეჩურჩულება. კვაჭი კი დიდხანს ელოდება საბოლოო პასუხს და + ნადირივით შფოთავს, დარბის და ზრუნვის ოფლში იწურება. + ბოლოს ბესომ ათიოდე გასაღები მოიტანა. ჯალილაც დაბრუნდა და სთქვა: + - აღა, ყოლაფერი გავაკეთე, შეიზლება ღამე სავიდეთ. + სადილის დრო რომ მოვიდა ბესომ სთქვა: + - დროა, კვაჭი. ის მდგმური სადილად წავიდა. + ჯალილა კიბესთან დადგა. ბესომ ადვილად გააღო მეშვიდე ნომერი. კვაჭი ფიჩხს ეცა. + ნაცარი გაქექა და წამოიძახა: + - ვიპოვე, ბესო, ვიპოვე! + ხუთი წუთის შემდეგ სამივენი სასტუმროდან გამოვიდნენ, ხოლო ერთი საათის + შემდეგ, აჭარულად გადაცმულნი ბათომიდან გავიდნენ. + კვაჭის წინ ნამდვილი აჭარელი მიუძღოდა - ჩუმი, მარდი და თვალმჭრელი. ოთხივეს + მხრებზე თითო ჯოხი გაედო, ხოლო იმ ჯოხზე პატარა ბოხჩები ჰქონდათ + ჩამოკიდებული. + სტეპანოვის ფორტს მარჯვნივ მოუარეს, ბუჩქნარი გადასჭრეს, ჭოროხის ხიდზე + გადავიდნენ და მარცხნივ აუხვიეს. კარგახანს იარეს უხმოდ და ქურდულად. ბოლოს + სოფელ სიმონეთს მიადგნენ, ერთ პატარა ოდაში შეიპარნენ და დასხდნენ. + აჭარელი გაჰქრა. მზე მიიწურა. კარგად რომ დაღამდა, აჭარელი ქოხში შემოიპარა და + სთქვა: + - წავიდეთ, ბატონო. + მგელივით მიძუნძულებს ფეხმარდი და თვალმჭრელი აჭარელი. უკან კვაჭი, ბესო და + ჯალილა მისდევენ. სასიმინდე ალაგები ბუჩქნარად გადაიქცა, ბუჩქნარი - დაბურულ + ტყედ, გზა ჯერ დაბილიკდა, მერმე ის ბილიკიც დაიკარგა. აღმართი თანდათან + მატულობდა. დაბურულ ტყეში მთვარე აღარ მოსჩანდა. სიბნელეში ერთმანეთის + ჩრდილებს ბორძიკით მისდევდნენ. + შუაღამემ მოატანა, ქედი გადალახეს და ტყის ნაპირზე გავიდნენ. + - აქ მომიცადეთ, ძამია. - სთქვა აჭარელმა და ბუჩქებში მიიმალა. + ერთი საათის შემდეგ ისევ დაბრუნდა და ერთიც თან მოიყოლა. ისევ გზას გაუდგნენ. + ისევ მიდიოდნენ, ბორძიკობდნენ და ოფლში იწურებოდნენ. ბოლოს, შეისვენეს და + შემდეგ კლდიანსა და ბუჩქიან მთას შეუდგნენ. ფრთხილად და ფეხაკრეფით + მიდიოდნენ. მეორე აჭარელი ხშირად განზე გადიოდა, იქაურობას ათვალიერებდა. + ყურს უგდებდა, მერმე ბრუნდებოდა და სიფრთხილეს უმატებდა. ერთ ალაგას + ყველანი დაწვნენ და ერთი საათი ფოფხვით და ტაატით იარეს. ბოლოს ერთ + მინდორზე რომ გავიდნენ, აჭარელი მობრუნდა. + - ძამია, ჩონ ოსმალების მიწაზე ვართ, ურუსის მიცა გათავდა. + ლტოლვილნი სიხარულით ახმაურდნენ. ერთმანეთს მიულოცეს. შიში აღარა + ჰქონდათ, ამიტომ ხალვათად მიდიოდნენ. + ერთგან შუქი გამოჩნდა. ამ შუქზე წავიდნენ და პაწაწა ყავახანაში შევიდნენ. ერთი + აჭარელი წყვდიადში მიიმალა. რიჟრაჟზე კვლავ დაბრუნდა და ორი ლაზი მოიყვანა. + აჭარელებმა ლტოლვილნი ლაზებს ჩააბარეს, ფული მიიღეს. ყველას მშვიდობიანი + მგზავრობა უსურვეს, კონტრაბანდა აიკიდეს და წავიდნენ. + მალე ყავახანაში ახალმა ხალხმა შემოჰყო თავი. ერთი ჩაუში იყო, დანარჩენები + ასკერები იყვნენ. ჩაუშმა მგზავრები დაათვალიერა და ჯალილას ოსმალურად + გამოელაპარაკა. ვინ არიან? საიდან მოდიან? აქვთ თუ არა პასპორტები და + ოსმალეთში შემოსვლის ნებართვა? ჩაუში ხშირად ახსენებდა „ბალშევიკს“. + - გელ, გედაჰ! - წამომყევით! + ყველანი გავიდნენ. უკვე გათენდა. ერთ სახლთან ორ საათს ისხდნენ და იცდიდნენ. + გვერდით თოფიანი ასკერი ედგათ. ბოლოს სამივეს დაუძახეს. - პარლე ვუ ფრანსე, + მესიე? - ჰკითხა კვაჭმა ახოვან აფიცერს. + - ნონ, ნონ, ბილმერამ. - არა, არ ვიცი - უპასუხა აფიცერმა და ჯალილას გრძელი ბაასი + გაუბა ოსმალურად. მერმე აფიცერმა ჩაუშს რაღაც უთხრა. ჩაუშმა სამივენი თავით + ფეხებამდე გასჩხრიკა და ნაპოვნი განძეულობა და საფულეები მაგიდაზე დააწყო, + თვითონ კი განზე გადგა და თვალები ააელვა. + აფიცერი იღიმებოდა. ფულს სთვლიდა და თვალ-მარგალიტს თვალებით სჭამდა. + ჯალილა სთარგმნიდა: + - ალი ბეი ბრზანებს, რომ კნიაზები ზალიან მდიდარი კასები არიანო. + კვაჭმა იცოდა, რომ ბეი უდასტუროდაც ინებებდა, რასაც მოიწონებდა, ამიტომ + ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. + - მოახსენე ალი ბეის, რომ აირჩიოს და ინებოს. + ალი ბეიმ ჯერ ერთი ნივთი აირჩია. + - ალი ბეი ძალიან მადლობელია. + - მოახსენე ალი ბეის, რომ მისი მადლობა ათჯერ სჯობია მაგ საჩუქარს გადასცა კვაჭმა. + ალი ბეიმ მეორე და მესამე განძიც გადაარჩია. + - ალი ბეი ბრზანებს, თქონ ბოლშევიკები ხომ არ ბრზანდებითო. + - მოახსენე ალი ბეის, ჯალილ, რომ ბოლშევიკებმა ჩვენი თავი ასი ათას ლირად + დააფასეს თქო. + ჯალილამ მოახსენა. ალი ბეიმ ორი დიდი მარგალიტი კიდევ მიიცურა. + - ალი ბეი ბრზანებს, რომ ჩონ დღეს ალი ბეის სტუმრები ვართო. + - მოახსენე ალი ბეის, ჯალილ, რომ ღირსეულ მადლობას მხოლოდ ალაჰი + გადაუხდის. + - ალი ბეი ბრზანებს, სოტა ფული მასესხეო. + - ინებოს, ჯალილ, - ბრაზით ხრიალებს კვაჭი, - მაგრამ ისიც მოახსენე, რომ სამივენი + სტამბოლში მივდივართ და, თუ გზის ფული არ გვეყო, ალი ბეიმ ისეთი ვინმე + გაგვაცნოს, რომ იმისგან ვისესხოთ. + ჯალილამ გადაუთარგმნა. ალი ბეიმ გაიცინა და კვაჭს ასეთი პასუხი შემოუთვალა. + - ალი ბეი ბრზანებს, რომ ალი ბეი ასეთ კაცს ისნობს. + - ვინ არის ასეთი კაცი, კალილ? + - ალი ბეი. + კვაჭმა ჩამოხრჩობილის სიცილით გაიცინა. + - ჯალილ, მოახსენე ალი ბეის, რომ მე სარგებლით დავუბრუნებ ფულს, მაგრამ თუ + ალი ბეი სტამბოლში ჩამოვა და ჩემს ყონაღობას იკადრებს, ერთ არაბულ ცხენს და + ისეთ დამასკურ ხმალს მივართმევ, რომ მთელ ოსმალეთში იმის ბადალს ვერ + იშოვნის. + ჯალილამ ესეც გადასთარგმნა. ალი ბეიმ ოდნავ შუბლი შეიკრა. + - ალი ბეი ბრზანა, თუ ჩემი ყონაღი არ გინდათ ისევ მოსკოვში სადითო. + - ჯალილ, ალი ბეიმ ტყუილად იწყინა ჩემი სიტყვა. მე სიმართლე მოვახსენე. + მოსკოველებს კი ეშმაკის ყონაღობაც კი სჯობია. ჩვენი თავებიც, ეს ფულიც და ეგ + თვალ-მარგალიტიც ალი ბეის ფეშქაში იყოს. + ალი ბეიმ ისევ გაიშალა შუბლი. მერმე ორი ათასი ლირა გადმოსთვალა, კვაჭს + გაუწოდა და სთქვა: + - ბუიურ, ეფენდი! - ინებეთ ბატონებო. სესხად გაძლევთ. არ იცოტავოთ. + იმ დღეს კვაჭი ალი ბეის სტუმარი იყო. ერთიმეორეს ისე დაუახლოვდნენ, როგორც + ათი წლის უნახავი ღვიძლი ძმები. ერთმანეთს მოუალერსეს, თავები მოუქონეს, + თავიანთი ამბები უამბეს, მისამართები მისცეს და პირობაც დასდეს, რომ იმ დღიდან + სამუდამო ძმები გახდებოდნენ და მიწერ-მოწერასაც არ მოაკლებდნენ. + მეორე დღეს ალი ბეიმ კვაჭს ხელუხლებლობის ბარათი მისცა, ცხენები უშოვნა, + ასკერი გააყოლა და გაისტუმრა. იმ ასკერმა კვაჭი მეორე ასკერს გადასცა, მეორემ + მესამეს და მეხუთემ მეექვსეს. + რამდენიმე დღის შემდეგ კვაჭი ტრაპიზონში ჩავიდა. იქაურმა ვალიმ კვაჭი ბეისავით + მიიღო: მეგობრულად და თავაზიანად, მაგრამ არც ალი ბეისავით ასესხა ფული და + არც თვითონ ისესხა კვაჭისგან. სამაგიეროდ ერთ თვეს აცდევინა და მერმე მისცა + სტამბოლში წასვლის ნებართვა. + - მადლობა უფალსა! - სთქვა კვაჭიმ, როცა გემზე ავიდა. - ფული ძალიან ცოტა + დაგვრჩა, მაგრამ... + - სამაგიეროდ თავები შეგვრჩა! - ჩამოართვა ბესომ. + - შუქურ ალაჰ! - ანუგეშა ორივენი ჯალილამ. - სტამბოლი სჯობია საბურთალოს. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი ძველის განახლებისა + გემი ბოსფორს მიუახლოვდა. სამივენი ბაქანზე იდგნენ. კვაჭს გვერდით ერთი + ამერიკელი ედგა. ვინმე ვატსონი, რომელსაც კვაჭმა იმ ღამეს ბრიჯში თამაშში სამი + ათასი დოლარი მოუგო. + - აქაურობა ფეხით მაქვს დავლილი. მე ისიც კი ვიცი, რომ აგერ იმ ციხეს, მარცხნივ + რომ მოსჩანს, ქართული სახელი ჰქვიან: კარიბჭე. + - კარიბჭე? - წამოიძახა კვაჭმა - მართლა ქართული სახელია, მაგრამ საიდან, როგორ? + - ბიზანტიელების დროს ქართველებს მანდ მონასტერი აუშენებიათ და კარიბჭე + დაურქმევიათ. მერმე ციხედ გადაუკეთებიათ. + გემმა ბოსფორის სრუტეში შეუხვია. ვატსონი მალიმალ თითს ხამ მარცხნივ იშვერდა, + ხან მარჯვნივ და განუწყვეტლივ ლაპარაკობდა. + - აგერ რუმელის კანდელი... აი ანადოლის კანდელი... აგერ, მარჯვნივ ბეიუქ-დერე + მოსჩანს... მარცხნივ ანადოლი გისარი გამოჩნდა. + კვაჭს მთელი ქვეყანა დავლილი ჰქონდა. ამიტომ ოსმალეთში გასაკვირალს ვერაფერს + მოელოდა, მაგრამ ბოსფორის მშვენებამ კვაჭიც და ბესოც გაიტაცა. + - რა მშვენიერია!.. რა ლამაზია!.. რა უცხო სანახაობაა! - წამდაუწუმ იძახოდნენ + ორივენი. + - აგერ რუმელი გისარი! - განაგრძობდა ამერიკელი. - ორთაკიოი... ვანიკიოი. + გემი კონსტანტინოპოლს მიუახლოვდა. + - აი, ჩირიგანას სასახლე... აგერ, დოლმა-ბაღჩეს სასახლეც. ეს გერმანელების + საელჩოა... მეჩეთი მაჰმუდიე... თოფხანე... გალათა!!! + გემი ნავთსაყუდელს მიადგა. ყველანი პერუს უბანში გავიდნენ და საუკეთესო + ევროპულ სასტუმროში დაბინავდნენ. + კვაჭმა ახალი ცხოვრება დაიწყო, მაგრამ ის ცხოვრება ისევ წინანდელს ჰგავდა. იმ + წინანდელს, როდესაც არც თებერვალი იყო, არც ოქტომბერი და არც „წითელი + ჯოჯოხეთი“. + სამი ოთახი საუცხოო სასტუმროში, ათიოდე ხელი ტანისამოსი, კარგი სმა-ჭამა, + სეირნობა, ყავახანები, უხეში გასართობი და... ქალები, ქალები და ქალები: + ებრაელები, ბერძნები, სომხები, ოსმალები, არაბები, სირიელები და საერთოდ + ყოველისა აღმოსავლეთისა კუთხისა მზეთუნახავნი. დასავლელებს კვაჭი დიდი + ხანია იცნობს. მან დიდი ხანია იგემა მათი გემო, ფერი სიყვარულის იერი და ასნაირი + სამაკინტლო ხერხი. მას ეხლა აღმოსავლელნი მოსწონს: დიდთვალებიანი, მუქნი, + დაბინდულნი და დასიცხულნი; ანგორის კატასავით ლბილნი, სამხრელი გველივით + მოქნილნი, ზოგჯერ არაბული ცხენივით ფიცხნი, ზოგჯერ კი მაძღარი ვეფხვივით + ზანტი; მათი თვალები ბნელი ზღვაა, სადაც სთრთის მარის ვარსკვლავი, მათი კანი + ძველ სპილოს ძვალსა ჰგავს, ხოლო ტუჩები - ოდნავ გაჩეხილ ბროწეულს. თვითონ + კვაჭიც წინანდელ კვიცს აღარა ჰგავს, იგი ხანში შესული ულაყია, - დინჯი, ნაცადი და + გამოქნილი. ეხლა ესმის კვაჭის ისაკა იდელსონის დარიგება, რომელიც მან მიიღო + ბულონის ბაღში ათი წლის წინათ. რა სთქვა მაშინ გაქნილმა იდელსონმა? + ახალგაზრდა ქალი ჯერ სიყვარულის ხელოვნებაში ჯერ მოუნათლავია, გაუხედნავი, + უფესვო მცენარეა, ხანში შესული დედაკაცი კი ფესვიანი მუხაა. ქალი სთესავს, + დედაკაცი კი იმკის; ერთი თვითონ სწავლობს, მეორე კი ასწავლის; ერთი მორცხვად + იღიმება და კისკისებს, ან ნაზად იცრემლება, ხოლო მეორე ხარხარებს, ჰღმუის, + ჰყმუის, ბღავის; ქალის ალერსი ნიავია, დედაკაცისა კი გრიგალია; ქალის ვნება ალია, + დედაკაცისა კი ნაკვერცხალი; ქარაფშუატა ქალებს ვარდის და იის სუნი ასდით, + დადუღებულ დედაკაცებს კი მწნილისა და როკფორის ყველისა. + ესმის ეხლა კვაჭს ისაკას გემოვნება. ესმის და ყველგან დაძვრება. ჰსუნავს და ეძებს. + ეძებს და უხვად პოულობს. + მაგრამ - ღმერთმა დასწყევლოს ფულის მომგონი! - ლირები და დოლარები წყალივით + ილევა. კვაჭმა რამდენჯერმე კიდევ ააგლიჯა თხელი ტყავი ამერიკელ ვატსონს და + ორიოდე ევროპელ ბედოვლათს, მაგრამ - კვაჭს ბედი აღარ სწყალობს! - სტამბოლში + ევროპელი ბედოვლათები ან დაილივნენ, ან კვაჭივით გაეშმაკდნენ. + ოსმალები კვაჭს ახლოსაც არ იკარებენ, ხოლო, იქაური სომხები, ბერძნები, ურიები და + ლევანტელები თვითონვე ნადირობენ კვაჭის თხელ ჯიბეზე. რა ხალხია, ღმერთო + ჩემო, ეს ბერძნები, სომხები, ურიები და ლევანტელები! კვაჭი თითქოს ხელი გულზე + ჰყავთ. სანამ პირს დააღებს სამტრედიელი, ამ გაიძვერებმა უკვე იციან მისი აზრი და + პასუხს წინდაწინვე აძლევენ. კვაჭს ხაფანგი ჯერ არც კი ამოუღია, ისინი კი მას ყოველ + მხრიდან ხუთიოდე უარეს ხაფანგს უგებენ. კვაჭი ჯერ ბადეს ჰქსოვს, თვითონ კი უკვე + ხუთიოდე ქსელშია გაბმული. + კვაჭის ტვინი მათთვის გახსნილი წიგნია, რომელსაც სხაპასხუპით კითხულობენ. + მისი ხრიკები გამხმარი ჩხირებია, რომელსაც ორის თითით ამსხვრევენ, ხოლო მისი + ჯადო დამპალი ლეჩაქია, რომელიც თავისთავად იფხრიწება. + არა, აქ არც ერთი საქმის „გაიმასქნება“ არ შეიძლება. ამ დაწყევლილ ქალაქში + ცხოვრება შეუძლებელია! ისევ პარიზისკენ, ლონდონისკენ, რომისკენ! მაგრამ... + ევროპაში კვაჭს არ უშვებენ, ვიზას არ აძლევენ. ალბეთ იცნობენ კვაჭანტირაძეს, + ალბათ მისი მტრები აქაც უჩხიკინებენ კვაჭს. + - მახლას! - სთქვა ბოლოს კვაჭმა და ახალ ბედს შეურიგდა. + მაგრამ უფულოდ ცხოვრება არც სტამბოლში ყოფილა შესაძლებელი, ამიტომ კვაჭმა + სწორედ იმ დროს აილაგმა თავი, როდესაც მეეტლეს უკანასკნელი ლირა მიუგდო. + სტამბოლი ემიგრანტების დედაქალაქია. პერაზე რუსული ოსმალურზე უფრო + ხშირად ისმის. ყავახანები, რესტორნები და რამის გასართობები სავსეა რუსის + კნეინებით და ნაკაცარებით. + კვაჭი ამ ალაგებს და ნაკაცრებს შეეჩვია. დადის ერთი რესტორნიდან მეორეში, + ყავახანიდან ყავახანაში და რაღაცას აკეთებს, ვიღაცას დაეძებს, რაღაცას ჰქსოვს, + ზოგჯერ ნაძებარს პოულობს და მცირე საქმეს „აიმასქნებს“. ნარჩევ ქალს გაიცნობს, + აიყოლიებს და ვატსონს ან სხვა მუშტარს ჩააბარებს. ვატსონების სუფრიდან + კვაჭისთვისაც გამოდის ცოტაოდენი მწარე ნასუფრალი. ვატსონმა ერთ ექიმს გააცნო + კვაჭი. ექიმმა კი კვაჭი ერთ დედაბერს ჩააბარა. იმ დედაბერმა კვაჭი კარგად გაშინჯა, + გამოსცადა და ერთხელ უთხრა: + - ქალაქში ძალიან ბევრი უშვილო ქალია. ქმრები ჰყავთ, მაგრამ... გესმით? + ესმის კვაჭს, როგორ არ ესმის! კვაჭმა უნდა უშვილო ცოლ-ქმარს უნდა უშველოს. + კეთილი და პატიოსანი. ფასი? + - მოვრიგდებით. ოღონდ არასოდეს არ უნდა აჰხადოთ მუშტარს ნიღაბი. + კეთილი. კვაჭი ამ პირობასაც მიიღებს. მიიღო და ასრულებს კიდევაც. პირნათლად + ასრულებს და დღითი-დღე სცხოვრობს. + ერთხელ კვაჭმა ერთ პაწაწინა ეზოში შეიხედა. + - აქა სცხოვრობს მისტერ დერბლი? + - არა, მისტერ დერბლი ამ სახლში არა სცხოვრობს. + ღმერთო დიდებულო! ეს ვისი ხმა არის? ეს ვინა სდგას პაწაწინა აივანზე? ვისია ის + თმა, ოქროსფერი ბულულა თმა? ვისია ის თვალები, ცისფერი, ღრმა და ჟუჟუნა + თვალები? ეს ტუჩებიც, ოდნავ გაცრეცილი და მთრთოლავი? მაგრამ... + მცირე ხანს უცქირეს ერთმანეთს. მერმე იმ ტუჩებზე ღიმილმა აითამაშა. + - რებეკა, შენა ხარ? + - მე ვარ, მე! ვეღარ მიცანი? + - ჩემო რებეკა... ჩემო რები! + კვაჭმა რამდენიმე ნახტომით გადასჭრა ეზო და რები მკერდზე მიიხუტა. ალეწილმა + რებეკამ ცხარე კოცნაზე მორცხვი კოცნით უპასუხა, დაიბნა და უკან მიიხედა. პატარა + კარებში მეორე დედაკაცი იდგა. + - ღმერთო დიდებულო! ელენე! შენც აქ ყოფილხარ! + და ელენეც ჩაიკრა და აბუტბუტდა: + - ორივე ერთად... ორივე ერთ დღეს, ერთ ბინაზე... ორნაირი ბედნიერება! + - შინ შემოდი. - შეიპატიჟა ელენემ. + სამივენი ოთახში შევიდნენ. ოთახი დაბალი, ბნელი და პატარა, ელენეს და რების + სადგომი სიღარიბით, ნესტით და სევდით იყო შემოსილი. + კვაჭმა ორივე აათვალიერა. იაფი ჩითის კაბები ეცვათ, ისიც დაკერილ-დაკონკილი. + ხელები დაჩხვლეტილი ჰქონდათ ნემსისგან და თვალები დასიებული უძილობისგან. + რებეკას ლოყაზე ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. + - რები, რა გატირებს? რა დაგემართა? + რები, უთხარი შენი დარდი შენს აპოლონს. უამბე შენი ცრემლის მიზეზი შენს + წინანდელ მეგობარს. ნუ მოერიდები კვაჭს. მან დაივიწყა შენი უმადურობა და + სისუსტე - როდესაც პავლოვის წამებას ვერ გაუძელი და ისეთი რამე სთქვი, რაც არ + უნდა გეთქვა. გული მოიჯერე და შხამი მოიბანე. პავლოვმა თავისი ხვედრი მიიღო. + - ამ ერთი თვის წინათ ტფილისში დახვრიტეს. + რებეკას ეს ამბავი არ უხარიან. ელენე ოდნავ გაფითრდა. „ჰო მართლა, - აგონდება + კვაჭს, პავლოვს და ელენეს ერთ დროს ერთმანეთი უყვარდათ. მას აქეთ ბარემ ოთხი + წელიწადიც გავიდა“. ელენეს მაინც მოხვდა ეს ისარი. რაც უნდა იყოს, პავლოვი + ლამაზი და მამაცი კაცი იყო. საწყალი! + ბოლოს, როცა გული მოიჯერეს და ერთმანეთი უგულოდ მოიკითხეს, რებეკამ და + ელენემ კვაჭს თავიანთი ამბავი უამბეს. + ხუთი წლის წინათ პეტერბურგიდან ერთად წამოვიდნენ ისაკა, რებეკა, ელენე და + რამდენიმე მათი ნაცნობი. მოსკოვის მახლობლად ერთ პატარა სადგურზე გაიხირნენ. + სამივენი გაძარცვეს და ულუკმაპუროდ დასტოვეს. ადესაში ხელცარიელნი + ჩამოვიდნენ, ხუთ თვეს იყვნენ გზაში. მათხოვრობით და შავი მუშაობით + იკვებებოდნენ. კიევში ვიტგენშტეინი შეხვდათ. ახსოვს კვაჭს ეს ვაჟბატონი, პარიზში + რომ უხეირო მეტოქეობას უწევდა ბედნიერ აპოლონჩიკს? + - მახსოვს, კარგად მახსოვს. ვიტგენშტეინი ელენეს ეხმარებოდა, მაგრამ მალე + დახვრიტეს. + - ვინ დახვრიტა? + ვინ იცის! მაშინ ყველანი ხვრეტდნენ ერთმანეთს. + მერმე ადესაში ჩამოვიდნენ. ისაკას და რებეკას ნათესავები გაშიშვლებულნი იყვნენ. + ქალაქს, რომ წითლები მოადგნენ, სამივენი კონსტანტინოპოლში გამოიქცნენ. ისაკა + მოხერხებული კაცი იყო. + - როგორ თუ იყო? სად არის ისაკა? - ეხლაღა იკითხა კვაჭმა. + - მოკვდა საწყალი. - სთქვა ელენემ. + რებეკა ხელმეორედ ატირდა. + ელენემ განაგრძო: + - ისაკა მოხერხებული კაცი იყო. რესტორანი გახსნა. კარგი მოგება ჰქონდა. მე და + რებიც იმ რესტორანში ვმუშაობდით. ჯამაგირი გვყოფნიდა. ასე ვცხოვრობდით. ექვსი + თვის წინათ ისაკა გაცივდა და მოკვდა. + - საწყალი! - წამოიძახა კვაჭმა. + - რესტორანს ვალი ჰქონდა. გავყიდეთ და ხელცარიელი დავრჩით. ეხლა საცვალს + ვკერავთ და ისე ვცხოვრობთ, მაგრამ... ვაი ამ ცხოვრებას! + მერმე კვაჭმა უამბო თავის თავგადასავალი. + - ბრძოლაში დამიხოცეს ჩხუბიშვილი, ჰავლაბრიანი, ჩიკინჯილაძე, ჭიპუნტირაძე და + ბეკარევი. + - საწყალი!.. საწყალი!.. - ისმოდა წამდაუწუმ. + - ახია ბეკარევზე! - წამოიძახა რებეკამ. - იმან დამაპატიმრა. + - მართლა, ტანია როგორ არის? მოიგონა ელენემ. + - შიმშილით მოკვდა. - დინჯად უპასუხა კვაჭმა. + ელენე აღელდა: + - მერმე შენ ვერაფერი უშველე? + - არაფერი არ შემატყობინა. მინდოდა მეშველნა, რაღაც გავუგზავნე, არ მიიღო. + - განუსი და მისი ცოლი? + - განუსი დახვრიტეს. იმის ცოლი კი სარეცხს რეცხავს. + კიდევ მრავალი მოიკითხეს და მოიგონეს. ზოგი თვითონ მოკვდა შიმშილით და + ჯავრით, ზოგი სხვებმა დაჰხოცეს, ზოგიც სადმე ან სარეცხს რეცხავდა, ან ფეხსაცმელს + სწმენდავდა, ან რესტორანებსა და ყავახანებში მსახურობდა და ათასნაირ მძიმე + მუშობით იხოცებოდა. + კვაჭმა ორივენი რესტორანსი დაჰპატიჟა, მაგრამ მადლობა მიიღო, რადგან არც + ელენეს და არც რების სარესტორნო კაბა არ ჰქონდა. ბოლოს მაინც შეთანხმდნენ: + თვითონ კვაჭი გაჰყვა ქალებს ისეთ სასადილოში, რომელიც მათს ღარიბ კაბებს + შეეფერებოდა. + საღამოს ძლივს დაშორდნენ ერთმანეთს. + რა გზას დაადგეს კვაჭი? როგორ მოიქცეს? როგორ მოუაროს, ან მოუაროს თუ არა + შვიდი წლის წინ თავმინებებულ საყვარლებს? მოვალეა თუ არა კვაჭი, რომ ორივენი + აიკიდოს და ზიდოს? რა თქმა უნდა მოვალე არ არის. ერთ დროს სამივემ მისაღები + მიიღო. მისაცემიც მისცა და მერმე თავიანთი გზით წავიდნენ. + - მაგრამ მაინც... კაცნი ვართ... ვინ იცის! + კვაჭმა მეორე დღეს ორივენი ჭუჭყიან საღამურში დაჰპატიჟა. იმ საღამურში + სტუმრები უკვე გალეშილიყვნენ. მუსიკა ჭყვიტინებდა. ფოქსტროტი, ტანგო და + მუცლის ცეკვა ისე ილაჯებოდნენ და ბუქნაობდნენ, რომ ერთი იქ დამსწრე ძაღლიც კი + წითლდებოდა. მუშტარს ქალები ემსახურებოდნენ, რომელნიც გალეშილ მუშტარს + სადღაც ეზოში მიათრევდნენ და უკანვე დაგვიანებით ბრუნდებოდნენ. + დასხდნენ და მოითხოვეს. კვაჭი თავის სტუმრებს თვალს არ აშორებდა და მათ + პირისახეში სარკესავით იხედებოდა. იხედებოდა და ნათლად ხედავდა საღამურის + შთაბეჭდილებას. ნეტა ელენე და რებიც მუშაობდნენ რომელიმე რესტორანში? + როგორ იყო ის რესტორანი, სუფთა თუ ჭუჭყიანი? გახდილი თუ ჩაცმული? ქალებით + თუ უქალოდ? შეჩვეულნი არიან თუ ხამნი? ნაცადნი თუ უცდელნი? კვაჭმა უმალვე + ამოიკითხა პასუხი მათს პირსახეზე: მათ ოდნავ ეხამუშათ ამ საღამურის იერი. + კეთილი და პატიოსანი. მაშ თითქმის გახედნილი ყოფილან. + - ეს ქალები დიდ ფულს შოულობენ. - ამბობს კვაჭი. + - მანამდე შოულობენ, სანამ არ დაბერდებიან. - პასუხს აძლევს რები. + - შოულობენ, მაგრამ ვაი ამ შოვნას! - უმატებს ელენე. + - რა თქმა უნდა, ამ ჭუჭყიან ხალხთან საქმის დაჭერა ადვილი არ არის, - აგრძელებს + კვაჭი. - მაგრამ სხვა ადგილებიც მოიძებნება. იქ ბინაც მშვენიერია, ხალხიც სუფთა და + ზრდილობიანი. მიირთვი, ელენე, ნამდვილი შარტრეზია. იქაური ქალები + კნეინებივით სცხოვრობენ. ბოლოც კარგი აქვთ: თითქმის ყველანი საბედოს + პოულობენ და თხოვდებიან. + რებიმ ამოიოხრა... ელენემ იდუმალი ღიმილით გაიღიმა. კვაჭმა კი განაგრძო: + - ბოლოს და ბოლოს, მართალი რომ ვთქვათ, ეს ქალები არც ისე უბედურნი არიან, + როგორც რომანისტები ჰბერავენ. რები, რატომ არ სვამ? დალიე. ადამიანი ყოველივეს + ეჩვევა. ეს არის მისი მთავარი იარაღი და ბედნიერება. ამ ქალებს ნაჭარბევად აქვთ + ისეთი რამე, რასაც მილიონი ხალხი ნატრულობს: ხორცის სიტკბოება და სიამე, ესეც + ანგარიშში უნდა ჩავაგდოთ. ამათ არც კი იციან შრომის წამება, რომელსაც მთელი + კაცობრიობა გაურბის. ყველაფერი მუქთად მოსდით: მშვენიერი ბინაც, უხვი ჭამა- + სმაც და საუცხოვო ტანსაცმელიც. თუ ასეთმა ქალმა ჭკუა მოიხმარა, ცოტაოდენი + მოითმინა და ყალბი თავმოყვარეობა დროებით მაინც გადასდო განზე, ის ადვილად + განვლის თავის გზას და ბედნიერად დაბერდება. რები, დალიე! ელენე, ნუ ჩამოგვრჩი. + - მაგისთვის, ჯერ ერთი, საჭიროა სილამაზე, - სთქვა რებიმ და ერთხელ კიდევ + ამოიოხრა. + - რა თქმა უნდა! - უმალვე დაეთანხმა კვაჭი. + - მერე - ახალგაზრდობა. + - ეგ კი მართალი არ არის. ან რა არის ახალგაზრდობა? ზოგი ორმოცი წლის ქალი + ოცდახუთის წლისაზე ახალგაზრდაა. + - მართალია. - ამოიოხრა ელენემაც. + - გარდა ამისა, დამიჯერეთ, რომ გამოცდილ ხალხის თვალში ოდნავ ხნიერი + დედაკაცი უფრო ფასიანია, ვიდრე გასათხოვარი ქარაფშუტა. + - ეგეც მართალია. - დაუდასტურეს რებიმ და ელენემ. + - ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ კარგ სახლში, კარგ ოჯახიშვილს და ზრდილობას + უფრო აფასებენ ვიდრე სილამაზეს და ახალგაზრდობას. ელენე, ჭიქა დასცალე, რები, + ნუ ჩამოგვრჩი. + რები და ელენე უკვე იწვოდნენ ლიკიორით. ქალ-ვაჟნი ირგვლივ ისე თამამად და + ურცხვად ალერსობდნენ, რომ მათი ვნებიანობით ჭურჭელი და ავეჯიც კი გაიჟღინთა + და გაიტენა. + „ორივენი მზად არიან, ორივენი მომწიფებულან.“ - უხაროდა გულში კვაჭს და + სასმელ-საჭმელს უმატებდა. - გარსონ! შამპანური, კიბო და ხილი. მერმე ყავაც + მოაყოლე.“ + როცა სამივენი ამ ნესტიან ოთახში დაბრუნდნენ უკვე ცისკარმა მოატანა, კვაჭმა თავი + მოიმთვრალა. + კვაჭი ვეღარ წავა აქედან. ძალა აღარ აქვს. აქ დაიძინებს. ერთმანეთს მიაკარით ორივე + ტახტი. აი ესე. რას იცინით?! რა არის სასაცილო?! ერთ დროს ორივენი სწყალობდით + კვაჭს. ეს ამბავი მაშინვე იცოდით. ვითომ რა დაშავდება, რომ წარსული სიტკბოება + სამივემ ერთად გავიხსენოთ? გრცხვენიათ? ერთმანეთს ერიდებით? აქამდე თავიდან + ვერ მოიშორეთ ეგ „მეშჩანური“ ზნეობა?! აქამდე ვერ ჩამოირეცხეთ ბურჟუაზიული + ჩვეულებანი?! გეძნელებათ? კეთილი და პატიოსანი. კვაჭი ლოგინში ჩაწვება და + დაიძინებს. თქვენ კი ზეზე დაიძინეთ, ან სულაც ნუ დაიძინებთ. ახა-ხა! მეტი გზა არ + არის? მაშ თქვენც გაიხადეთ... აი, აგრე... ელენე, სანთელს ნუ აქრობ! ხომ იცი კვაჭის + ჩვეულება, დაგავიწყდა, განა! აბა, მობრძანდით... ღმერთმა აკურთხოს სამეული! + იმ ღამეს კვაჭმა ვაჭარივით გაშინჯა ორივე ქალი. მეტისმეტად ხომ არ დასრულდა + ელენე? ხომ არ გახდა რები? კანი ხომ არ დაუჭკნათ? მოქნილება ხომ არ დააკლდათ? + ხომ არ დამძიმდნენ? ხომ არ განელდნენ? + ოდნავ დამძიმდნენ, ხოლო სხვაფრივ ყოველივე რიგზე აღმოჩნდა. მაშ, კარგი, + კეთილი და პატიოსანი. + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + + ამბავი ძველი სიყვარულის განაღდებისა, კვაჭის + დაოჯახებისა და ამბავთა დასრულებისა. + + კვაჭმა ჯიბეები მოიფხიკა და ორივე ძველი საყვარელი მდიდრულად შემოსა. შემოსა + და ერთ ღამეს ხელმეორედ მიიყვანა იმ „სახლში“, რომლის მშვენება და დიდება წინა + ღამითვე აჩვენა. ბესო და ჯალილაც თან წაიყვანა. + დიდი და სუფთა „სახლი“ გაჩაღებულია. მარმარილოს კიბე ხალიჩებით ქანდაკებით + და ტროპიკული მცენარეულობით არის მორთული. ტიტველი ქალებით ნახატი და + მძიმე ფარდებით დაბურული გრძელი დარბაზი ქალებით და სტუმრებით არის + გავსილი. + დარბაზის ბოლოში წითელი ოთახი მოსჩანს. იმ ოთახში ოსმალური ტახტი სდგას. იმ + ტახტზე ფეხ-მოკეცილი დედაკაცი ზის - ისე დინჯად და მშვიდად ზის, როგორც + ღვთისსწორი ბუდა. კვაჭმა ორივე ქალი იმ ოთახში შეიყვანა. - ლიზა-ხანუმ, გთხოვთ + ჩემი დები გაიცნოთ. + თვითონ ლიზა-ხანუმის ხელს დასწვდა და მოწიწებით ემთხვია. + ლიზა-ხანუმი მეტად სქელი და ჩატიკნული ორმოცდა-ათი წლის დედაკაცია. შავად + შეღებილ ბულულა თმაში ბრილიანტის მძივები აქვს გახლართული. ფაფუკ ყელზე + მოთვალული მანიაკი აქვს შემოხვეული. იმ მანიაკს ორ სართულიანი ღაბაბი + დასწოლია. გოლიათურ შიშველ მკერდსაც, განიერ მაჯებსაც და შუშა-კიტრისოდენა + თითებსაც უხვად აყრია ლალი, ფირუზი, ზურმუხტი და ამეთვისტონი. + ლიზა-ხანუმმა მუშტრის თვალით გაშინჯა ორივე ქალი. - ისე გაშინჯა, როგორც + დალალი შინჯავს გასაყიდ ცხენებს. ბოლოს ძლივ ამოიღო ბოხი და გაბზარული ხმა. + - ჩემო დაო, - უთხრა ჯერ ელენეს, - შენი თვალები გიშერზე უფრო შავია. შიგ + ვარსკვლავის ანარეკლი მოსჩანს. შენს ტუჩებზე გაუმაძღარ ჟინს ვხედავ. შენი + მკერდიც ჯერ არ დამჭკნარა. ღმერთს შენთვის არც ხორცი დაუშურნია. თავით + ფეხებამდე ზრდილობა და კეთილშობილება გეტყობა, დაბრძანდით. + მერმე რებეკას მიუბრუნდა: + - შენი თმა ნამდვილი ოქროა. შენი თვალები ცისკარს მაგონებს. მაგ ცაზე ორი + მარგალიტი ბრწყინავს. ტუჩები სისხლიან იარას მიგიგავს. ჯეირანივით მოქნილი და + სხარტი ტანი გაქვს. მაღალი და წვრილი ბარძაყები ჩვენს დროში იშვიათია. ფეხებსა + და ხელებზე გეტყობა, რომ შენს ძარღვებში ცხარე სისხლი შჩქეფს. თქვენც + დაბრძანდით, თავადო, - მიუბრუნდა კვაჭს, - თუ ჩემს გვერდით იკადრებთ, ამ + ტახტზე ჩამოჯექით. + დინჯად აიღო ვერცხლის ზარი, დინჯად დააწკარუნა და უმალვე გაჩენილ არაბს + დინჯად უთხრა: + - ჰუსეინ, ოთხი ყავა და შიპრი. + ისხდნენ, სვამდნენ და ტკბილად ბაასობდნენ. + - მე ქრისტიანი ვარ, - ღიმილით ამბობდა ლიზა-ხანუმი. ჩემს ბერძნულ სისხლში + უცხოთა სისხლის ერთი წვეთიც არ ურევია. ჩემი ქალები - ოცდარვა ქალი მყავს - + ჩემზე ლოცულობენ და დედას მეძახიან. ამ სახლიდან ჯერ ერთი საჩივარიც არ + გასულა. ყველა სჯულის ქალი მყავს, მაგრამ ყველა თავისებურად ლოცულობს. მე ამ + საქმეში არ ვერევი. ჩემი ქალების საჩუქრებით ერთი ოთახი გაივსო. ათასმა დამანება + თავი და ათასი გათხოვდა, მაგრამ ლიზა-ხანუმს მაინც ვერ ივიწყებენ. დღეში + ორმოციოდე წერილი მომდის. ამ ოჯახში ჭამა-სმა თავსაყრელი აქვთ, ტანსაცმელი - + უთვალავი, გასართობი - გაუთავებელი. ექიმი, ვექილი და მოსამსახურეც უფასოა. + მეტი რა უნდათ? არაფერი. სხედან და საბედოს ელიან. ბოლოს უეჭველად + პოულობენ, თხოვდებიან, შვილებს აჩენენ და ბედნიერად ცხოვრობენ. ასეთია ლიზა- + ხანუმის ოჯახი. + ასე ტკბილად გალობდა ლიზა-ხანუმი, რომელმაც ათასი ქალი გაათხოვა და ათასი + ბედნიერი ოჯახი ააშენა. გალობდა, სვამდა და სტუმრებსაც ასმევდა. ბოლოს სთქვა: + - ჩემო გიშერო! ჩემო ოქრო! მიბრძანდით და ისიამოვნეთ, დღეს ჩემი სტუმრები + ბრძანდებით, ხვალ კიდევ ვიკურკუროთ. + კვაჭმა რები და ელენე დარბაზში გაიყვანა, ბესოს ჩააბარა და ისევ ლიზა-ხანუმს + მიუჯდა. ისე ახლოს მიუჯდა, რომ ერთმანეთის სუნთქვაც კი ესმოდათ. მიუჯდა და + ჰკითხა: + - რას იტყვი ლიზა-ხანუმ? + ლიზა-ხანუმი დიდხანს სდუმდა. მერმე პასუხი ძლივს აღირსა: + - თვალგიშერა სქელია, ოქროსთმიანი ხნიერია. + - ლიზა-ხანუმ, - ჩასჩურჩულა კვაჭმა, - შენ ოქროსთმიანზე თხუთმეტი წლით უფრო + ხნიერი ხარ, ხოლო თვალგიშერა შენ რომ შეგადარო გამხდარი ბავშვია, მაგრამ, + ვფიცავ ჩემს მზეს და ღმერთს, რომ შენ ყველა ქალებს მირჩევნიხარ. + და განიერ გავაზე მკლავი მოუცაცუნა. ლიზა-ხანუმმა კვაჭს თვალებში შეჰხედა, + ბებრულად გაუღიმა სქელი სალოკი თითი ოდნავ აჰკრა ნიკაპზე და უთხრა: + - ეფენდი, ნუ დამცინი. + - მე რომ შენს საწოლში ვიყო, უმალვე დაგიმტკიცებდი, რომ თავადი კვაჭანტირაძე + ლიზა-ხანუმს დაცინვას არ აკადრებს. + - როდის დამიმტკიცებ? + - თუნდ ეხლავ. + ლიზა-ხანუმი წამოდგა და ბატის ნაბიჯით წავიდა კარებისკენ, ხოლო არაბული ცხენი + იმ ბატს ნელი ნაბიჯით გაჰყვა. + „დამტკიცების“ შემდეგ ორივენი დაბრუნდნენ და თავთავიანთ ალაგებზე დასხდნენ. + კვაჭს ჯიბეში ახალი დასტა ფული ედო, ხოლო ცერზე ახალი უზარმაზარი ბეჭედი + ჰქონდა წამოცმული. ეს იყო ორი ქალის და „დამტკიცების“ სასყიდელი. + ლიზა-ხანუმმა კვლავ ბუდასავით მოიკეცა და ზეთიანი თვალები დარბაზს მიაპყრო. + მერმე სთქვა: + - აპოლონ, შენი ურუსის ქალები კარგი გამოდგა. ვერიჩკა ძალიან მხიარულია, შეხედე, + როგორ ცქმუტავს, არც კატინკა ჩამოუვარდება. მუშტარს ბლომად ახარჯვინებს. + - ნადინკა როგორი გამოდგა ლიზა-ხანუმ? + - მაგისთანა ცეკვა იშვიათად მინახავს. კარგი ხელი გქონია. ეხლა წადი, თორემ შენი + მეგობრები აქეთ იხედებიან. ორივენი ხვალვე ჩემთან გადმოასახლე. აგერ იმ სახლში + პირდაპირ რომ სდგას. ჯერ იქ იცხოვრონ, ნელ-ნელა შემეჩვევიან, მერმე ამ სახლში + გადმოვლენ. დანარჩენი მე ვიცი. მშვიდობით ჩემო ლომო, წასვლა რომ დააპიროთ + ერთხელ კიდევ შემოიხედეთ ჩემს ოთახში. ხვალ კი უფრო ადრე მოდი. + ასე გაანაღდა იმ ღამეს კვაჭმა ორი დაობებული სიყვარული და ასე შეიძინა ახალი + მეგობარი ლიზა-ხანუმი, ისიც დაობებული და ჟანგიანი, მაგრამ მსუქანი და + მომავლიანი. + გავიდა ხანი. კვაჭი ლიზა-ხანუმის ოჯახის წევრი გახდა. მისი „დები“ - რები, ელენე + და ხუთიოდე სხვებიც - ლიზა-ხანუმის შვილებად გადაიქცნენ. კვაჭი ყოველ ღამეს + ამტკიცებდა, რომ ხნიერისა და დაგეშილი დედაკაცის ღმუილი და ხარხარი + ახალგაზრდა ქარაქუცას წკმუტუნსა და კისკისს სჯობდა, ხოლო ლიზა-ხანუმის სუნი + - როკფორის ყველის სუნი - ვარდის და იის სურნელსაც კი აქარწყლებდა. + კვაჭი და ლიზა-ხანუმი ოსმალურ ტახტზე სხდებოდნენ, ყავას, ლიკიორს და + ტკბილეულობას მიირთმევდნენ, ეგვიპტურ თამბაქოს აბოლებდნენ, ტკბილად + მუსაიფობდნენ და ამძუვნებულ დარბაზისკენ იხედებოდნენ. + ერთხელ ლიზა-ხანუმმა უთხრა კვაჭს: + - ჩემო აპოლონ, დროა ჩვენი საქმე გამოვარკვიოთ. ყური მათხოვე და დაფიქრდი. მე + ორი დიდი სახლი მაქვს, მესამე ახლად ნაყიდი აგარაკია კადიკიოში. გარდა ამისა, + პაპანდოპულოს ფირმის ნახევარიც მე მეკუთვნის. დანარჩენი შენც იცი: + მდიდრულად მოწყობილი ბინა, ეტლი, მრავალი სამკაული და ორას ათასამდე ნაღდი + ფული. ჩემი წლიური შემოსავალი სამოც ათასზე მეტია. ჩემი ქმარი შარშან + გარდაიცვალა, - ეს შენც იცი. უშვილო ვარ. - ესეც იცი. ნათესავები ჩემს სიკვდილს + ელიან, - ესეც გიამბე, მაგრამ მე არც სიკვდილს ვაპირებ არც ჩემს საქმეზე ხელის + აღებას. მე მიყვარს შრომა და ეს საქმე, რომელსაც შევეჩვიე. მაგრამ უმამაკაცო საქმე, + ისიც ამისთანა, სამფეხა ცხენს ჰგავს. ასეთი საქმე ცოცვით ივლის, მაგრამ ვერ + გაიქცევა. გარდა ამისა, მე გლოვის ვადა გამითავდა. მარტოობას შეჩვეული არა ვარ. + შენც ხედავ, რომ მამაკაცები - ახალგაზრდებიც და მდიდრებიც ბუზებივით მეხვევიან + და ჩემგან პასუხს ელიან. + ორივენი დიდხანს სდუმდნენ და აბოლებდნენ. + - მიმიხვდი? - ჰკითხა ბოლოს ლიზა-ხანუმმა. + - ლიზა-ხანუმ, - უპასუხა კვაჭმა, - სირცხვილით ვიწვი, იმის გამო, რომ შენ დამასწარი. + ხვალ მე თვითონვე ვაპირებდი ამ საქმეზე ლაპარაკს, მაგრამ რაკი დამასწარი, სხვა გზა + აღარ არის, დღესვე უნდა გავათავოთ. ლიზა-ხანუმ, ჩემი ვინაობა და თავგადასავალი + უკვე გიამბე. მე თავადიშვილი ვარ, ეს ერთი. ოცდაჩვიდმეტი წლის ახალგაზრდა, ეს + მეორე. ორი უნივერსიტეტი მაქვს გათავებული, ეს მესამე. რადგან + პრინცის სასახლეში ვარ გაზრდილი, ამიტომ თან დამყვა ჩემი გემოვნება და + ჩვეულებანი, ესეც ოთხი. რაც მქონდა წითლებმა წამართვეს, მაგრამ მე მაინც ფულს + ვშოულობ და ჩემებურად ვხარჯავ, ესეც ხუთი. + კვლავ იყუჩეს და გააბოლეს. ბოლოს კვაჭმა ჰკითხა: + - ლიზა-ხანუმ პასუხს მიმიხვდი? + - მიგიხვდი, ჩემო აპოლონ. მამაკაცს ჯიბის ფული სჭირდება. ჩემი უკანასკნელი ქმარი + თვეში ორას ლირას ხარჯავდა. + - ლიზა-ხანუმ, - ჩამოართვა სიტყვა კვაჭმა, - შენი ქმარი თავადი არ იყო, ის შენზე + ხნიერიც იყო და გაუნათლებელიც, ამიტომ... + - ამიტომ შენ ათასი ლირა უნდა იმყოფინო. + - ლიზა-ხანუმ, მე სამი ათასს ვხარჯავ. - ათასხუთასი გეყოფა. + - ლიზა-ხანუმ! + - გავათავოთ. ორი ათასი ლირა თავსაყრელი გექნება, გარდა ამისა, შენს მეგობრებს + სამსახურში მივიღებ და ეტლის მაგივრად ავტომობილს გიყიდი. ორი საჯდომი + ცხენიც შენი ფეშქაში იყოს. გავათავოთ, ხელი მომეცი. + ერთმანეთს ხელი მისცეს, ჩაეხუტნენ და ერთხელ კიდევ „დაამტკიდეს“ სამუდამო + მეგობრობა და კავშირი. + * * * + კნეინა ლიზა-ხანუმ კვაჭანტირაძის „სახლში“ ყოველივე თავის რიგით და წესით + მიდის. + კარგად რომ დაღამდება, ლიზა-ხანუმის ოცდაათი ქალიშვილი შიშველ-ტიტვლად + მოირთობა და დიდ დარბაზში გამოიფინება. სტუმრებიც ნელ-ნელა იკრიბებიან. + ბოლოს კნეინა ლიზა-ხანუმიც ბატივით გამოგოგდება, ოსმალურ ტახტზე ძეგლივით + გაიყინება და თავის შვილების ბედნიერებით სტკბება. + ბესო სალაროს მისჯდომია. იარაღში ჩამჯდარი და გულხელდაკრეფილი ჯალილა + კარებთან ასვეტილა. + ლიზა-ხანუმის მეუღლე და „სახლის“ მოურავი კვაჭი კვაჭანტირაძე დაკარგულ + ინდოურივით დაბორიალებს. ხან თავის კნეინას მოუჯდება. ხან ბესო გამოეხმაურება, + ხან ჯალილას მიუგდებს ორიოდე სიტყვას, ხან სტუმრებს მიესალმება და ხანაც + სამზარეულოში შეიხედავს. + დაბორიალობს კვაჭი კვაჭანტირაძე და გულში იღრინება. ზოგჯერ გულის დარდს + ბესოს გადაუშლის და ქვრივი დედაბერივით აწუწუნდება, ზოგჯერ კი ქურდულად + კუთხეში მიიმალება, აკვნესდება და ჩუმად იცრემლება. + რა გატირებს კვაჭი კვაჭანტირაძე? რად გიკვნესის ეს ჭრელი გული? რად გებურება ეგ + მჭრელი თვალები? რად გეჭმუხვნება ეგ გაშლილი და ნათელი შუბლი? რა + დაგემართა, კვაჭუნი? ჭამა-სმა - თავსაყრელი, ტანისამოსი - ყოველგვარი, ფული - + გამოულეველი, ქალები - შერჩეული, ცხენები და ავტო, მსახური და მეგობარი, ძველი + და ახალი, - კიდევ რა გაკლია, კვაჭი კვაჭანტირაძე? + დახოცილი მეგობრები? დიდი ხანია მოინელე. + სილიბისტრო და პუპი? ძალიან კარგად არიან. + დიდება და სახელი? გქონდა და შენვე გაექეცი. + მშობელი ცა და დედამიწა? საბურთალო მოგელის. + მაშ რა გინდა კვაჭანტირაძე? მუდმივი ხეტიალი? მარადიული დევნა ბედისა? + უთავბოლო სირბილი და ქროლა უთავბოლო ქვეყანაში? ოქროს გალიის დამტვრევა + და გაფრენა? მაშ რა გინდა, რა? + შენც არ იცი. + მესმის შენი, კვაჭი კვაჭანტირაძე! + - მესმის შენი, კვაჭიკოვ! + მესმის და ვიცი. + + + + + + + + + + + + + + + + + + სქოლიო + [1] რასპუტინს თხოვნა შეუსრულეს და ეს ალექსი საქართველოს ეგზარქოსად + დანიშნეს. 1908წ. იგი ტფილისში მოკლეს. + [2] ივანე ვოსტორგოვია ნაგულისხმევი, რომელიც იმ დროს ერთს მეტად ჭუჭყიან + საქმეში ჩაერია-ყალბი ხატი განზრახ უძველეს ხატად გაანაღდა. + [3] რასპუტინი ბერმა ილიოდორმა და ეპისკოპოსმა გერმოგენმა წასწიეს წინ, შემდეგ + კი მოსისხლე მტრებად გადაექცნენ. რასპუტინმა აჯობა. გერმოგენი შორეულ + მონასტერში აღკვეთეს, ილიოდორმა კი მოასწრო უცხოეთში გასვლა და რასპუტინზე + წიგნი გამოსცა, რომელმაც ნიკოლოზ მეფეს და დედოფალსაც დიდად გაუტეხა + სახელი. + + -- GitLab From 7fa8693b0267aa2a7c4495b455bcd2418e6defc2 Mon Sep 17 00:00:00 2001 From: NorwayFun Date: Fri, 17 Jan 2025 12:28:40 +0000 Subject: [PATCH 2/2] Add georgian training file license --- Data/training/training_georgian_GE.COPYING | 3 +++ 1 file changed, 3 insertions(+) create mode 100644 Data/training/training_georgian_GE.COPYING diff --git a/Data/training/training_georgian_GE.COPYING b/Data/training/training_georgian_GE.COPYING new file mode 100644 index 00000000..2e080bff --- /dev/null +++ b/Data/training/training_georgian_GE.COPYING @@ -0,0 +1,3 @@ +This is digital version of Mikheil Javakhishvili - Kvachi Kvachantiradze +URL: https://en.wikipedia.org/wiki/Kvachi_Kvachantiradze +It is being distributed in public domain \ No newline at end of file -- GitLab